ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 22 2010, 04:47 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სწორედ ისინი გვანადგურებენ... ეგ ზედმეტია, არც არავინ "გვანადგურებს" უბრალოდ არის საშიშროება ასიმილაციის და ამას უნდა მოვერიდოთ (მე არ ვარ კოსმოპოლიტი), დანარჩენი მიახლოებით ეგრეა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
salome zhvania |
Feb 23 2010, 04:22 AM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 15-February 10 მდებარ.: USA წევრი № 8,188 |
განადგურებაში მე იმას ვგულისხმობ, რომ, რაც მეტად ვცდილობთ მათთან დაახლოებას, მით მეტად ვივიწყებთ (გვავიწყდება) ეროვნულობას.... გვავიწყდება ჩვენი ტრადიციები და რატომღაც ხშირად მათი ცხოვრების სტილი უფრო მოგვწონს... მათთვის ეს "არაფერია", მაგრამ ჩვენთვის რა არის თუ არა განადგურება?! სულაც არ მინდა საქართველო ამერიკას დაემსგავსოს!....
ჰო, და რაც შეეხება კოსმოპოლიტიზმს, ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე,-რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში..." (თუ დაგაინტერესებთ, ვეცდები ბოლომდე ამოვბეჭდო...) |
KAIROS |
Mar 4 2010, 03:59 AM
პოსტი
#43
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ საყვარელ ტუსტუსას ქონდა კარგი თემა გახსნილი " ვწერ მას წერილს"...
ახლა მინდა რომ წერილი დავუწერო უცხოეთში მყოფ უცხო ქართველ ემიგრანტს, უფრო სწორედ ეს წერილი კონკრეტული პიროვნებებისათვის არის განკუთვნილი, და რადგან არ ვაკონკრეტებ, უმრავლესობას ეკუთვნის. ჩემო კარგო (ნუ ზოგადად ვინცაა), შენ რომ კარგი ხარ, ეს ჩვენთვის ლამის ბუნებრივი იყო, მშობლიური მიწის და ჰაერის ხიბლი და სილამაზე თან წაგიღია, და ჩვენეული ეშხით ცდილობ, წინ წახვიდე, ნიჭიერი და გონიერიც ხარ, იშვიათი შემართებაც გაქვს თან, არ გრცხვენია არც მუშაობის, არც წვალების, არც დასაფუთავების, არც ღამეების თენების და არც მოსამსახურედ ყოფნის, ზემოდან მათ ყურებასაც, ძნელად, მაგრამ მაინც იტან... სწავლასაც ახერხებ, ცოტას მაგრამ მაინც, იმედებიც გაქვს და ოცნებებიც, შორეული ოცნებები მაგრამ მაინც, უკვე არც პატარა აღარა ხარ, საქართველოში დაბრუნება უპერსპექტივოა და ისევ მაქ ცდილობ, ყოველ ორ ან ერთ წელიწადში საბუთი გაახანგძლივო, ბინის ქირის, კვების და საქართველოში გასაგზავნი საჩუქრების იქით, მცირედ შენთვისაც გრჩება, და იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე გახვიდე... მაგრამ, მერე გრძნობ რომ ცხოვრება ძალიან ჩქარა მიდის, უძვირფასეს წუთებს, დღეებს, თვეთ და წლებს კარგავ შენების გარეშე, შენს დედას ჭაღარა გაერია, მამა მოხუცდა, შენი მეგობრები დაოჯახდნენ, წვალობენ, მაგრამ მაინც პატარა ბუდე აქვთ, პატარა ბარტყებსაც ზრდიან. და შენ უკვე ფიქრობ რა ქნა, კარგი ხარ, არც გაემტყუნება იმ ბევრს ვისაც მოწონხარ, ცხოვრება არადა აქ სხვანაირია, აქ არავინ მივა მამაშენთან და შენს ხელს არ თხოვს, არც ცხენებით გადააფრინდებიან დასანიშნად მისული მაყრები შენი სოფლის ორღობეს, არა... იქ სრული სიჩუმეა, როცა შენ უნდა გადაწყვიტო, რამოდენიმე მეგობრის საუბრის შემდეგ, გაყვე ცოლად, თუმცა ჯერ ცოლადაც არა, გაყვე სათანაცხოვრებოდ, რომ მერე იქნებ... და თუ არა შემდეგზე მაინც იქნებ... და თუ არა... თუმცა ჩვენიანებს, როგორც შენც, ეს არ უნდათ და არც შეუძლიათ, ასე საჯიჯგნად და საცდელად არავის მიიკარებ ახლოს, არადა სანამ უნდა იყო ასე პარტ-თაიმად მომუშავე, სანამ უნდა აგრძელო ეს საბუთი ათას პრობლემაზე გადახტომით, ოჯახიც გინდა, შვილიც, სიყვარულიც... აი, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელმაც შეგპირდეს, რომ მხოლოდ ჯვრისწერის და ხელმოწერის შემდეგ იქნებით ერთად, კარგია მართლაც, მაგრამ მერე ფიქრობ... ეს რომანტიული უცხოეთი უცებ შენს სახლად იქცევა და შენი სახლი რომანტიულ უცხოეთად, შენთვის შეიძლება არა, შენი შვილისათვის თითქმის უცილობლად , ხოლო მერე თუკიღა ვინმეს მაინც გაახსენდა ბებიის (ან ბაბუის-წერილი ზოგადია), უცხოეთი, ის უცხო უცხოეთი იქნება მხოლოდ... არადა ვინ მისცა საქართველოს შვილი დასაკარგავი? თან ასეთი რჩეული შვილი? სულით ხორცამდე შევიძრები ხოლმე ამაზე, თითქოსდა ჩემგან გაქონდეთ რამე და სადღაც შორს და სხვისთვის, მიქონდეთ და მიმოაბნევდნენ, გული მეკუმშება ხოლმე... დაგვიბრუნდი, არ დარჩე, მაგრამ ვაი, რომ ყველას ვერ მიაწვდენ ამ ხმას და რომც მიაწვდინო, უკვე გვიანია ბევრისათვის, უკვე ისინი ემიგრაციაა, არსებული რეალობა, ჰოდა მაშინ იმათ მაინც ქართველობა შევუნარჩუნოთ, მართლმადიდებლობა.... მე არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, მაგრამ ემიგრანტის ცრემლები ეკლესიაში სხვანაირია, ბევრს უჭირს კიდევაც ხატის შეხედვა, შინაგადან გრძნობენ ალბათ სიშორეს და იკეტებიან, რამოდენი მინახავს ასეთი და რა კარგები არიან ამავე დროს, და როგორ გინდა რომ დაეხმარო, და რა უსუსური ხარ, როცა ეს არ შეგიძლია. მართლაც უნდა გავაძლიეროთ ემიგრაციაში ქართული სული, მართლმადიდებლური რწმენა საქმეში უნდა გადავიდეს და ვინც კი იქ არის და ვინც იქ რჩება (ანუ -აქ ) ქართველ მართლმადიდებლებად უნდა შევინარჩუნოთ,თორემ ჩემო კარგო, სადა ყავს საქართველოს შენნაერი დასაკარგი შვილები? კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Mar 4 2010, 07:27 PM
პოსტი
#44
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
KAIROS
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Ligia |
Mar 5 2010, 01:06 AM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ვაიმე კაიროსა
ვინაა ამ წერილის ავტორი? თავად? |
ნანინა |
Mar 5 2010, 01:34 AM
პოსტი
#46
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
KAIROS
ეს ჩვენი რეალობაა... ღმერთმა დაგვიბრუნოს ყველა ქართველი -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ligia |
Mar 5 2010, 01:58 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ჰოდა მაშინ იმათ მაინც ქართველობა შევუნარჩუნოთ, მართლმადიდებლობა.... ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იცით რა განებივრებულები ვართ ლონდონში ამით? მეუფე ზენონმა მღვდელ-მონაზონი დოროთე ჩამოიყვანა, რომელიც ტაძარში იცხოვრებს და არამცთუ შაბათ-კვირას აღასრულებს მსახურებას, არამედ ყოველდღე ტაძარში იქნება და თუ ვინმეს საუბარი ენდომება ყოველთვის შეეძლება მისვლა ტაძარი ის ადგილია სადაც ემიგრანტი ქართველები ერთიანდებიან და იცნობენ ერთმანეთს, ასე გავიცანი ბევრი ქართველი ზოგი უკვე მოქალაქე, ზოგი არამოქალაქე მაგრამ მომუშავე კანონიერად, ზოგი არალეგალურად მყოფები და ასე შემდეგ, ვინც მოქალაქეა და მუშაობს იმათ დაბრუნება აღარ უნდათ, აი არალეგალებს პირიქით მესანთლე გვყავს ერთი ძალიან კარგი ქალია, მუშაობს აქ არალეგალურად რომ შვილებს ფული გაუგზავნოს, მარა კი ამბობს ეს წელიც და იქით გაზაფხულს მე აქ დამრჩენი აღარ ვარო ვეღარ იტანს აქაურობას |
KAIROS |
Mar 5 2010, 05:00 AM
პოსტი
#48
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვინაა ამ წერილის ავტორი? თავად? ჰო მე ვარ, მაგრამ ავტორს რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ ადრესატი უნდა ნახოთ როგორია და მერე მიხვდებით, რატომ მწყდება გული... ლონდონში ყოჩაღ მეუფეს, მაგარია. მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ისევ გამონაკლისია. თქვენ კი აგიჩუყეთ გული, აი ადრესატს რომ გავუგზავნი (ცოტა დაკონკრეტებით) მეშინია ცუდად არ მიიღოს და არ ეწყინოს, არადა მართლა ვწუხვარ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
Mar 5 2010, 09:41 AM
პოსტი
#49
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ციტატა უკვე არც პატარა აღარა ხარ, საქართველოში დაბრუნება უპერსპექტივოა და ისევ მაქ ცდილობ, ყოველ ორ ან ერთ წელიწადში საბუთი გაახანგძლივო, ბინის ქირის, კვების და საქართველოში გასაგზავნი საჩუქრების იქით, მცირედ შენთვისაც გრჩება, და იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე გახვიდე... მაგრამ, მერე გრძნობ რომ ცხოვრება ძალიან ჩქარა მიდის, უძვირფასეს წუთებს, დღეებს, თვეთ და წლებს კარგავ შენების გარეშე, შენს დედას ჭაღარა გაერია, მამა მოხუცდა... გული შემეკუმშა... ნუთუ ყველა ემიგრანტს აერთიანებს ეს ტკივილი... მადლობა ამ წერილისთვის კაიროს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Ligia |
Mar 5 2010, 06:18 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
იცით რა მიკვირს? რაა მაინც ეს გიურჯისტანული აზროვნება, კაპიკები როცა გაქვს დიდი ამბავი უსაჩუქროდ თუ დატოვებ შენს ახლობლებს, რა საჭიროა ყოველ წელიწადს უგზავნო, თან ეს გაგზავნაც ხომ ფული ღირს? 1-2 ჯერ ხომ გაუგზავნე, საკმარისია
იმ შენს ახლობლებს შენ უნდიხარ და არა შენი საჩუქრები ხომ? დაიტოვე რა ის ფული შენთვის ორმაგი დაგეზოგება, საკმაოდ ბევრი ფული მიაქვს ამ საჩუქრებს დამიჯერეთ, ხოდა დანაზოგით კიდევ ჩახვალ საქართველოში და პატარა მინიმარკეტს მაინც გახსნი და თვეში 600-700 ლარს მაინც "გააკეთებ" სხვა თუ არაფერი, ევროს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს საქართველოში ვიდრე ევროპაში და სადაც 5-6 წელი იტალიაში იყო ადამიანი ენასაც ისწავლიდა და ბოლო ბოლო პატარა ბავშვებს ან ჩემნაირ მოყვარულებს (არა აბიტურიენტებსა და სერიოზულად ჩამჯდომებს) აიყვანდა მოსწავლეებად შედარებით იაფად და ერთი 200 ლარი მაქედან მაინც შემოუვიდოდა მაგას ვუჩიჩინებ ყველა ევროპაში მცხოვრებს (ინგლისსი გარდა) სხვა თუ არაფერი ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს ასწავლი სხვებს, ასეთი ენის სპეციალისტები ცოტანი არიან და თუ არიან ძალიან ბევრს ითხოვენ აგერ ლიკკამ რომ მითხრა 120 ლარი ღირს შვედურიო მივფრინდი კი არ მივედი, ერთი-ერთზე ვეჯექი კვირაში ორჯერ 3 თვეში დილეტანტურად ამალაპარაკა დიდი სიამოვნებით მივცემ 120 ლარს გერმანული, ფრანგული, იტალიური ენის სპეციალისტებს და ჩემნაირს 2 კიდევ მივუყვან ასე რომ როცა ასე უჭირს ადამიანს "სხვები რას იტყვიან" განზე უნდა გადადოს, მეტი უზრუნოს საკუთარ თავზე და მეტ დანაზოგსაც გააკეთებს აბა ახლა ცოდო არ არის ამ წერილის ადრესატი და ყველა მისნაირი? |
neo |
Mar 5 2010, 06:33 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე უფრო მკაცრად შევხედავდი ყველაფერ ამას. განსაკუთრებით იმათ ვინც ,,ბედის საწევად" არის წასული. ვერაფერს ვხედავ სატირალს და სენტიმენტალურს...
დაბრუნდნენ ! -------------------- www.cordesign.ge
|
დედაკაცი |
Oct 5 2011, 03:10 AM
პოსტი
#52
|
შემინდეთ და მაპატიეთ ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 22-February 10 მდებარ.: საქართველო წევრი № 8,226 |
გამომდინარე იქედან, რომ, სამწუხაროდ, თემა აქტუალურია, მივესალმები მის არსებობას ამ ფორუმის სივრცეში და მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ თემაზე ერთი სიმღერა გამახსენდა. (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ყიფშიძის თაოსნობით მომზადებული სიმღერა ერთ-ერთი გასული წლის "პატრინოტის" კონკურსისათვის.) სიმღერაში არის ესეთი ფრაზა, რომელიც ავიტაცე: "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია." ჩვენი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გამოძახილია ეს ფრაზა. ქართლის მნიშვნელობა ქრისტიანული სამყაროსთვის და ქართველობის მოვალეობა და ა.შ. უხვად არის მადლი ქართულ ერზე, იმ საზოგადოებაზე, რომლის ეთნიკურ იდენტობასაც ძირითადად განსაზღვრავს თავადვე მადლიანი ქართული ენა... შესაბამისად, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი და "ხელიხელსაგოგმანებელი" არის ჩვენი ენა ქართული. არ შემიძლია არ აღვნიშნო დიდი სიმპათია ერთ-ერთი ფორუმელის მაგალითისა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს გარეთ არის და შვილს მაინც შეუქმნა პირობები, რომ ქართულად ამეტყველებულიყო! მე ამაყი ვარ თქვენით!... ამ ზაფხულს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე ჩვენი ეროვნული სიამაყის საფუძველთაგანი, მაგალითად, ოშკის ტაძარი... ეს იყო ყველაზე დიდი ტაძარი, რაც კი მანამდე აშენებული იყო, მერე შენდება ბაგრატის ტაძარი, მერე შენდება სვეტიცხოველი... ოშკში ჩანს ქვეყნის უკვე პოლიტიკური იდეოლოგია, ის მიდის იმპერიისკენ! ის, რომ მიდიხარ, შენ იქ, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, და უკვე ამხელას ხედავ... აი, რატომ უკვირთ ამერიკისა! რატომ ვართ მონუსხულები! იმიტომ რომ იქ მშენებლობაა გრანდიოზული, რაც გაპატარავებს. იქაც ისე იყო, რომ წარმოიდგინეთ, მთელი ოშკის ტაძრის მიმდებარე სივრცე იყო ერთასართულიანი, მიწური სახლებით სავსე და უცებ მოდიხართ და ... 34 მეტრი შიგნიდან და გარედან არის დაახლოებით 36 მეტრიანი ნაგებობა, დგას და 43მ სიგრძეა და 27მ მეტრი სიგანე! ამხელა ნაგებობა ამ რეგიონში არ არსებობდა! ეს უკვე არის იმპერიული განცხადება! ოშკის მაგალითი იმის ცხადყოფისათვის მოვიყვანე, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა დიადი წარსულის ნაშთია თითოეულ ქართველში დღესაც არსებული სიამაყე. ჰოდა, ეს საამაყო ქართველობა, ჩვენი ეთნიკური იდენტობა არ გვეპატიება, რომ წარსულს მივაბაროთ! "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია!" ენა წარმოადგენს ძირითად საშუალებას სოციალური გამოცდილების აღწერის, შენახვისა და გადაცემისათვის, ჩვენი ქართული ენა აჩვნებს ჩვენს, ქართველთა მსოფლხედვას, იმას თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს და დაე, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნება-დაცვისათვის, არ წალეკოს ის გლობალიზაციის მანქანებმა, რათა ჩვენს არ წავილეკოთ, როგორც ერი, როგორც ქართველნი! თემის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ უხვად არის გაერთიანებები (ინტერნეტ სივრცეში), სადაც უცხოეთში მყოფი ქართველები ცდილობენ ერთმანეთთან კავშირს და ქართული შენახვას. რამოდენიმე მსგავსი ვიცი თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შექმნილი, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ "გაბრწყინდება"! მაპატიეთ უხვსიტყვაობისთვის, ნამეტანი მგრძნობიარე ვარ მოცემული საკითხის მიმართ... შოთა ნიშნიანიძე კითხვას სვამს ერთ-ერთ თავის ლექსში, რომელზეც პასუხი იქვე აქვს და ყოველთვის საქართველოზე, ქართველობაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე რომ მიდის საუბარი, სადღეგრძელოები, განსჯა, ხმამაღლა თუ არა, გულში ყოველთვის ვიხსენებ ამ გემრიელად ნათქვამ სიტყვებს და აქაც ამას დავურთავ: "საქართველო სადამდის?- მარად, უკუნისამდის!" -------------------- ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
|
დედაკაცი |
Oct 5 2011, 03:26 AM
პოსტი
#53
|
შემინდეთ და მაპატიეთ ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 22-February 10 მდებარ.: საქართველო წევრი № 8,226 |
აქვე მინდა დავურთო ერთი "ლოცვა"...
ეს არ არი ჩვეულებრივი ლოცვა... არც მართლმადიდებლურია... საერთოდ, არც ქრისტიანული... ვაცნობიერებ რომ მართმადიდებლური ფორუმია, მაგრამ... ეს ლოცვა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძვიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისთვის. მე ეხლაც მეცრემლება თვალები... ;( ... მოგეხსენებათ თურქეთში სარწმუნოება წლების წინ შეუცვალეს ქართველებს, გვარებიც... ისინი ვიზუალურადაც გვშორდებიან თანდათან... ჰოდა, მოგეხსენებათ მუსლიმურ სამყაროში არაბულად იკითხება ლოცვები, ანუ მმათი "ვაიზი"... ჰოდა, იმერხევის ერთ–ერთ სოფელში ქართველმა ხოჯამ დაწერა ქართული "ვაიზი" (ლოცვა). თუ არ დაგეზარებათ ბოლომდე ჩაიკითხეთ და დაინახავთ თუ რა კარგად აქვს ამ კაცს გააზრებული იქ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის მნიშვნელობა... მე კვლავ მეტირება... თქვენი კი არ ვიცი... " ერთი ვაიზი ვქნათ გურჯიჯა ენით, გამჩენელი დევჯეროთ ჰემ სულით, გულით, ვეხუეწნეთ გამჩენელს სულ ყუელა ენით, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. იცოდე, გურჯული რომ ქართულია, ქართული ენა მეტად ტკბილია. იმ დუნის ენა ჩუენებურია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. კითხვა და ლოცვა ემრი გვიზამა, გუასწავლა თეელლი ჩუენ ფეჲღამბერმა, ეყურბანოს მას სულმა და გულმა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ამ დუნჲაში ჩუენ ბევრი’ნა ვიტიროთ, ლამაზი ყურანი ტკბილათ’ნა ვიკითხოთ. რაცხა რომ დაგუანდო, თელლი’ნა ვისაქმოთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ამ დუნჲაში ჩუენ მუსაფირი ვართ, პაწა ხან უკან საფლავში წავალთ, ღმერთ გამჩენელის უზურზე მივალთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ეს ვახთი არის ახირ ზამანის, გათავდა დუნჲაში კარგი ინსანი, ენით იზახის, ვარ მუსლიმანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ლოცვა და კითხვა დეიკარგა, წევდა, სულ ყუელამ მისდა დუნჲაში წევდა, ქალებმა კაცებ ქეჲა გუუხდა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ულოცავი თუ არი კაცი და ქალი, ძაღლი და ღორი მაზე კაი არი, დეიხრუკვის ჯოჯოხეთში მისი ხელ-პირი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ქალები ერთად რომ მეიყრებიან, სხუას ახსენებენ, საფას იჯებიან, შეიკერვენ ნაირ-ნაირ ურუბას, კიდვენ აბარებენ საბრალო მათ ქმარს, ეგ რომ არ უუღონ, მორთობენ გარგანს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ხეზრეთი ფატყვიმე ამ დუნჲას მოიდა, პურის ურუბა იმ დუნიას მივდა, ხეზრეთი ფატყვიმე დიდი სულთანი, სუნ თელლი ქალი მაზე ყურბანი, ფეჲღამბერის გოგო სული და ჯანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ახლანდელ ქალებ აჯაფ რა გეეგებიან, ნამერამ კაცებს არ ერიდებიან, ვინცხაი ახსენონ, სოფლებში დარბიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ვაიზ გეიგონებენ, ბუკ მუარიდებენ, სიმღერის გამოღმა თავ-პირ დეიჩეხუენ. მეიგებენ ცოდვას, სახლებში მოვლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. რას ერჩი შენა ამ ტყვილ დუნჲაში, არ დარჩა დუქნებში ხასი ყუმაში, დარჩებიან ტიტუელი შავ მიწის გულში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ეზარებიან ლოცვა და კითხვა, ზიბილია თავამდინ მათი ურუბა, იმ დუნჲას დახდება მათი გონჯობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დიდ ღმერთს არ უყუარს ფისი ინსანი, გეირცხი ურუბა, ლამაზი ის არი, მალ-მალ დეიბანე თავი და ტანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ვინცა ამ დუნჲას მლოცავი არი, გეიღება იმისთვინ სამოთხის კარი, შეიყრებიან ერთად ცოლი და ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ჩუენ გვიცდის ბოლოს შავი სიკვდილი, სულის მიცემა არ არის ტყვილი. მოწყდება ინსანს გულის კაკალი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ეზრაჲლი მუა იმ ავათყოფზე, დაარტყამს თოფუზ გულის კაკალზე, გააქცევს თუალებს მაშინ თავანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ოჯახს აჭამე ლუკმა ჰალალი, ჰარამზე ცოდვა რამე არ არი, გეეჯრება ყიაში ჰარამჯის სული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. რათ გინდა დუნჲაში კაი სმა და ჭამა, ყუელა ესენი გეიარს და წავა, სული გეიწმინდე, გული გეისუფთე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. რათ გინდა დუნჲაში დიდი ქონება, ცოტაი იკმარე, მეიკრიფე გონება, დიდი ქონების სვალი ბევრია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სახლში იმდენი ქონება მეიტაი, ოჯახს და სტუმარს ერთათ რომ გეიტანს, იმაზე მეტი რათ გინდა ნეტაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სახლ-კარი რომ გაქ ასე ამსილი, რატომ არ გახსოვს ხალხი დავსილი. იცოდე, მაგის პასუხს მოქთხოვენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ჴელცარიელი არნა დატიო, კარზე მომდგარი, ატირებული, არ დაგავიწყდეს, ღმერთის შვილია ყუელა თხუელი და გაჭირვებული, შეძლებისდაგუარ ხომ დაეხმარე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სიკდილის საათი ჩუენთან რომ მოვა, თეთრი სინათლე თუალიდან წავა, გონჯი ეშმაკი ჰემ მაშინ მოვა, ვეღარ გვიშველის ტირილი, გლოვა, მადლი ნასაქმი მოგვნახავს, მოვა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ეშმაკს გაგუაცლის ნასაქმი მადლი, სანთლად დაგუადგება სინათლე ბადრი, აღარ გუექნება სიკდილის შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მეგონა სიკდილი ზალიან შორეთა, სიკდილი არ აქცთება, ეცადო ფარითა, ცოდვა და მადლი რომ ეიწონება, ეს’ნა დევნახოთ იმ დღესა თუალითა, ცოდვებს ვერ აცდები ვერსად დამალვითა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დეილევა სული თუალში და ტანში, ადგილს ვერ ვნახავთ ჩუენ ლამაზ სახლში, მიორე დღეს ტირილით გამუალთ კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. გაყრა კაი არ არი ამ დუნჲას დედ-მამაზე, გულის საყუარელ ქოჩორა შვილზე. გასკდება გული იმ წარე წამზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მეიყრებიან ხალხი, გზას დეგვილოცვენ, სამოთხეს გვისურვებენ, დაგუალაგებენ, მარტუაი საფლავში მიგუალაგებენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დაქვჩება ამ ქუეყნის სახლი და კარი, ფარა, საქონელი რაცხა, რომ არი, საფლავში ჩამოქყუება, მადლი რაც არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. წინწინ მოქვკითხუენ ღმერთი გამჩენელს, მემრე მუხამედ ჩუენსა ფეჲღამბერს, ჰარამ-ჰალალსა, მადლსა, ყუელამფერს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. თუ გაქ საფლავში შენი იმანი, მაშინ მოქცილდება შავი ეშმაკი, საფლავი გახდება კაი გულის სახლი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. თუ არ გაქ იმანი, ჩახუალ საფლავში, დარტყმენ თოფუზს, შეხუალ ღეზაბში, არ გამოგაქცევენ იმ წმინდა კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. არ იქნება დუნჲაში იმ სოჲ ასაბი, გახდები მაშინ ცეცხლის ქაბაბი, არ მოვლენ შენთან შენი ბაღნები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ილოცე, იკითხე, ღმერთი დეიჯერე, ქუეყნის სახელი ცრემლით იტირე, თავში ჭკუა მეიკრიფე, კარგათ დეიფიქრე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზუელი კდარები, თლათ შენიანები, შენიდან მადლსა გულით ელიან, მადლი აკეთე, მათაც უგზავნე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მოვლენ საფლავში კდარი შვილები, თუ გყავს იმ ქუეყნად სები შვილები, ვარდებით მოვლენ გულის ჯიგრები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. იმათთვინ ეს დუნია დეიწუა, არ დარჩა, გუანახვოს ისენი ღმერთ გამჩენელმა. ერთმანებ შევხდეთ სამოთხის კოშკში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ლამაზი ყურანი საფლავში მუა, ის ანგელოზის სურათში შევა, საფლავს ანათლებს, არსად არ წავა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ჰურები მოვლენ, ხალ გეგვიგებენ, სამოთხის კარებ თან გეგვიღებენ, შიში არ ქვქონდეს, მუჟდეს გვიზამენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ორ ადგილ შიში არ არი ინსანზე, გეშინოს ღმერთიდამ ამ ტყვილ დუნჲაზე, გადარჩი შიშიდამ შენ იმ დუნჲაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ღმერთიდამ შიში ამ სოჲ იქნება: დიდ-პაწას ცოდვას რომ მეერიდება, თან მეზობლისთვინ კაი იქნება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. არ შეჭამ ჰერამს, ხუთჯერ ილოცავ დღეში, თან არ გახდები გონჯების ეში, საქმე გიყუარდეს, სხუას ნუ შეხედავ ხელში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ნუ აწყენ დედას, მამას და ხოჯას, ქალ-ბაღანას და ბითევათ ოჯაღს, მაშინ ამ დუნჲას ლამაზათ მოჭამ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დედ-მამას თუ შენ კარგა შეხედე, ღმერთი და ფეჲღამბერი რაზი გახადე. და თუ აწყინე, სად’ნა წახვიდე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ილოცე, იკითხე, ზიარეთზე წაი, შეიბრალე დუნის ღარიბი ყუელაი, ობოლ შეხედავ, გახდები სულ კაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. გული გეისუფთე ღმერთზე ხუეწნაში, შენი ნალოცი წავა ზეცაში, სამოთხე მოვა ამდენ ლოცვაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზექათი, სედეყე მიეც ფუხარას, დოურიგე ლამაზათ თალიბ და მოლლას, კარგად შეხედე სტუმარს და ყუელას,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მადლი ნასაქმი მუა ჩუენ ჴელში, ავდგებით მაშინ მეხშერის დღეში. მაშინ გუექნება ბევრი თელაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დაარიგებენ ცოდვა და მადლის დეფთერებს, ეწერება თელათ, რაცხა ისაქმე, გამოაჩენენ დამალულ ცოდვებ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზოგს მიცემენ დეფთერს მარჯუენა ჴელში, იმას უსაქმია მადლი დუნჲაში, მზათ არი მისთვინ ადგილი სამოთხეში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზოგ მოვლენ დეფთერი მარცხენა ჴელში, იმას უსაქმია ცოდვა დუნჲაში, მზათ არი მისთვინ ადგილი ჯოჯოხეთში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზოგი ჯეენებს უყურებს, ტირის, ზოგი ჯენნეთის ქოშქებზე იცინის, სასტორი დადგმულია ცოდვა და მადლის, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სახლის წევრები ერთათ მეიყრებიან, თუ ყუელაი ერთი ემრის შეიყრებიან, ზოგი შვილი და დედა გეიყრებიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დიდი ფეჲღამბერი ჩუენ გვიზამს შეფაღეთს, ხეზრეთი ფატყვიმე სუნ ყუელა ქალებს, მუსლიმანობას ვინც კარგა დეიჯერებს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. გეირბენენ მეხშერში სები ბაღნები, მოზებნიან დედ-მამას გულის კაკლები, დუნჲაში დედ-მამის დამხრუკველები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. აჩუქვებს ღმერთი დედას და მამას, ქარსავენ გეირბენენ იმ წმინდა სხვირათს, დეინახვენ ჯენნეთის ათას თულ სეფას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სხვირათი გამლელი სამოთხეში შევა, ვინც რომ ვერ გეიარს, ჯენებში შევა, მუსლიმანი თუა, დეიწვის და ამუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. არ ეზრება ინსან ჯენებში სული, მუცელში ენთება ყირმიზი ცეცხლი, ზუხუმი და თრამლი მათი საჭმელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. შეეხუეწებიან გამჩენს თეელი გავრები, ათას წლის უკან მუუვლენ ჯუღაბი, თქუენა ხართ მუდამ ცეცხლის ქებაბი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. არ დეიჯერეთ თქუენ მუხამედი, ყურანი, ჯენებში დეიწვით, არ მოგაგონდენ, იმ დუნის ღეზაბი ტყვილი გეგონენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. გავრები მუსლიმანებ წამოიძახებენ: არ დეგეხმარა ფეჲღამბერმა თქუენ, ერთათ ხომ ვიწვით ჩუენა და თქუენ. ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ღმერთი გამჩენელი ჰესაბზე მუა, ფეჲღამბერ ჰემან ფერვანი მუა, აჩუქვებს უმეთთ, რაცხამდენი თუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დამწუარ-დახრუკვილ ამეიყუანებენ, სამოთხის ზემზემით ტან დაბანებენ, მადლისდაგუარაი ქოშქებზე ავლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. იცოდე, სამოთხე რაფერი არი, ერთ კაც ეყოლივის შუიდასი ჰური, ტკბილათ ცხოვრება და სეფა არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მაღალი არიან სელვი ფიდანზე, პირი ანათლებს ზეზე და თუარეზე, ურუბა შეწყობილი მათ ლამაზ ტანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ამ დუნის ქალი გალამაზდება, შუიდასი ჰურის დიდი იქნება, ზალიან კარგია იქ ცოლ-ქმარობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ჯენნეთში ბეთი ზაათი არ არი, გალამაზდება, თუ არი აქ ნაჩარი, ისტერ ქალი იყვეს და ისტერ ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. არ არი ჯენნეთში დარდი და ტყვილი, არცდა სიბერე, არცდა სიკდილი, ახალგაზდაა ქალი და კაცი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ხანუმი’ნა იყვეს ამ დუნის ქალი, მას ემსახურებიან შუიდასი ჰური, ჩამუადგება ბუკზე ლამაზი ნური, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. სამოთხეში არ არი ლოცვა, ნიეთლობა, არც ნამერამი, არცა დარიდება, არის სიყუარული, სიკეთე, მორიდება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. რაცხა რომ არიან ხისიმ-ახრაბა, ჯენნეთის ქოშკებზე ერთად მეიყრება, ჰემაც იქ არი კაი ჯუმბუშობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ერთ კუთხიდამ მოდის თაფლი და ჲაღი, ერთ კუთხიდამაც ზემზემის წყალი, ალთუნი და შუშე იქ არი იბრეღი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ენა ვერ იტყვის ჯენნეთის სეფას, თელი არ მეითლება, მიხდი ამ დუნჲას, სამოთხე უნდა მეგერ სულ ყუელას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. მადლი ისაქმე შენ ამ დუნჲაში, ისე შემოხუალ იმ დუნის ჯენნეთში, მუდამ გახსოვდეს ღმერთ-გამჩენელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ლოცვაზე’ნა ქქონდეს კარგა ხულუსი, ილოცე ჰერჰალ, თუ გაქ გეჩმიში, გულში სულ გქონდეს ღმერთიდამ შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ირზი, ნამუსი თუ გაქ დუნჲაზე, ჯენნეთში შეხუალ, ახუალ ქოშკებზე, ნამუსიდამ’ნა იყვე დუნჲაზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ირზი, ნამუსი არ გაქ დუნჲაში?... იმ დუნჲას შეხუალ ღორის სურეთში, შენი ცოდვები გავა მეიდანში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ისე ამ დუნის მადლი და კარგობა, შენი ქეიფია, ნუ გინდა გონჯობა, მადლით იქნება კაცის დიდობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ასეა ამ ქუეყნად დუნის ჰესაბი, თავზე გადაქხდება თეელი ღეზაბი, თუ ამ დუნჲას მეიგევ ბევრი ცოდვები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. შენ თუ არ იცი არაბჩა, თურქჩა, ახლა ხომ გეიგონე ვაიზი გურჯიჯა, ვერ იტყვი, ამ დუნჲას ვერ დევნახე ხოჯა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. აეთი ხედისის მაჰანა დავწერე, რაცხა რომ გეიგონე, თეელი დეიჯერე, ილოცე, იკითხე, მადლი ჩეიწერე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ნეტაი შენ, რომ გაქ ენა ქართული, სხუაზე რათ გექცევა თუალი და გული, შეინახე ენა, გულში ჩარგული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. გახსოვდეს, ვინ ხარ, სიდან მოსული, ვისი სისხლი გაქ ტანში გართული, იცოდე, რომ გაქ სისხლი ქართული, ქართულ ქოქზე ხარ ამომართული. ქართული ენა გულში დამალე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. დიდ ბატონს უყუარს ყუელაი მილლეთი, ყუელა ენაზე ესმის სათქმელი, ღმერთ შეეხუეწე, შეთხუე სამოთხე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ღმერთ შეეხუეწე ლამაზ ქართულით, ღმერთის ემანეთი ტკბილი გურჯულით, ღმერთ ესმის ჩუენი გულში ფურჩულიც, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ტკბილი ქართულით, ტკბილი გურჯულით, ღმერთ ეხუეწება სულ ჩუენი გული, იმ ქუეყნის ენა ჩუენი ქართული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ზამანი მოვა და შეიყრება იმ ღერესეთის წარე მეიდანზე, ამ ტყვილი ქუეყნის ყუელა მილლეთი ღმერთ ეხუეწება თავის ენაზე. გამჩენელს ესმის ყუელას სათქმელი, ყუელას მოუსმენს ადრე თუ მალე, უფალო, კალთა გადაგუაფარე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. ღმერთო, სამოთხის ქოშქზე ამყოფნე, მწერავ-მკითხავი, დამყურებელი, შენიდამ ველით ყუელა კარგობას, შენ ხარ მილლეთის დამპურებელი. ქართული ენის დამბრუნებელი. ღმერთო შენ გეგვიღე სამოთხის კარი, გურჯული ვაიზი ჰემაც ეს არი. უფალო, კალთა გადაგუაფარე,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე... ამინ!" -------------------- ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
|
marine |
Dec 13 2019, 09:54 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უსამშობლობამ ცოცხლად იცის თურმე სიკვდილი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი