თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 18 2010, 11:20 AM

მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა


რუსთაველის თეატრის სცენაზე ...

ბოლო სიტყვა საქართველო ყოფილა ...



აცხონოს ღმერთმა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 18 2010, 11:25 AM

ღმერთმა შენდობა მისცეს..

გული დამწყდა.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 18 2010, 11:33 AM

უცხოვნოს უფალმა მუხრან მაჭავარიანის სული.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 18 2010, 11:34 AM

სამწუხაროა. აცხოვნოს ღმერთმა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 18 2010, 12:23 PM

აუ ძალიან მაგარი კაცი იყო რა, მაგარი გული დამწყდა.

გაანათლოს უფალმა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: May 18 2010, 01:04 PM

ძალიან მეწყინა sad.gif აცხოვნოს უფალმა sad.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 18 2010, 01:20 PM

რეპორტაჟი ქრონიკის ეთერში

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=18-05-2010%2011:01

27- წამიდან, 6:40 - მდე

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 18 2010, 05:16 PM

"ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ."



IPB-ს სურათი
1967 წ

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: May 18 2010, 05:46 PM

როგორ მიყვარდაააააააა sad.gif

აცხონოს უფალმა sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 18 2010, 07:59 PM

აცხოვნოს უფალმა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 18 2010, 08:15 PM

ამ თემას სოფოს თემას არ მიუერთებთ ''ლიტ'' განყოფილებაში? აშკარად უფრო თემატურია

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 18 2010, 09:08 PM

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!

მუხრან მაჭავარიანი


user.gif

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: May 18 2010, 09:14 PM

პირადად ვიცნობდი ბატონ მუხრანს. ძალიან დამწყდა გული. აცხონოს უფალმა.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 18 2010, 09:55 PM

აცხოვნოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 18 2010, 10:36 PM

აცხონოს უფალმა, როგორ მიყვარდა

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 19 2010, 07:54 AM

Believer


გიყვრას ფეისი smile.gif)))


კიდევ ერტხელ, აცხოვნოს უფალმა.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: May 19 2010, 10:13 AM

შინაურულ სმაში გაულექსეს მუხრანს ეს რითმა:

"ადრე თუ იყავ მუხრან-ა
შენი ლექსები გულს-გვხრავდა,
ეხლა ხომ გახდი მუხრან-ი
ავშენდით ჭერით-ბუხრამდინ"

უკანასკნელი მოხიკანი წავიდა..

რატი ამაღლობელმა თქვა გუშინ, გალას ლექსი მახსენდებაო

"წინაპართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმის აქ ჟღიამული"

მსუბუქი იყოს მთაწმინდის მადლიანი მიწა...და აცხოვნოს ღმერთმა მისი სული

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 19 2010, 10:37 AM

lingvo

ციტატა
იმედია მარტო მე არ მაქვს ეს აზრი.



ფუჭი იმედია smile.gif)))))))))))))))))


ძალიან ლამაზი ლექსია და მუხრანისია რამდენადაც ვიცი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 19 2010, 10:39 AM

ციტატა(lingvo @ May 19 2010, 08:11 AM) *

ეს ლექსი არამგონია მუხრანის დაწერილი იყოს და მიცვალებულის შეურაცყოფაა აქ ამის დაწერა! იმედია მარტო მე არ მაქვს ეს აზრი.

მგონი ურევ ახლა შენ biggrin.gif


ეს ჩემგან

აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.

შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.

შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.

შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი.

ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.

ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.

ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!

წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.

შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!

რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!

ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.

შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,

ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.

ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.

აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი!
.............
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?

როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.

შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული.

ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.

შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.

შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.

რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით!

შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.

ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.

შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.

მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.

მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;

ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.

სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 19 2010, 11:02 AM

ძალიან თბილი მოგონებები მაქვს ბატონ მუხრანთან დაკავშირებით

ალბათ გაგიზიარებთ მალე ...

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 19 2010, 11:08 AM

ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 19 2010, 11:13 AM

ფშავი

მთებს, —
პირდაბანილთ, —
შეუმშრალა ქარმა ხელ-პირი.
ზეცას გავხედე.
მოვილხინე მერცხლის დანახვით.
ყალყზე შემდგარი, —
შემომახტა
გულზე
არაგვი.
წყალთით
ლექსები
ამოვყარე
კალმახებივით.

1993

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: May 19 2010, 11:17 AM

"მატარებლიდან მოვკარი თვალი
მუხლამდე წყალში ბიჭები იდგნენ.
არაფრის გამო, ვით გავიხარე,
თუ არ გინახავს ვერ წარმოიდგენ.


მატარებლიდან მოვკარი თვალი,
მუხლამდე წყალში ბიჭები დგანან,
ჭიდან წყალს იღებს ვიღაცა ქალი,
რა ლამაზია ჩვენი ქვეყანა"

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 19 2010, 11:25 AM

გოდება ცოტნესი (უკვე ღრმად მოხუცისა)


ეს რაო გვიყავ?! –
ე ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! –
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ – მარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან…
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში

და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, – რამდენხანს გასტანს.
კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
სადაა?! – თუა?! –
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! –
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
არადა როა!?
ვაი დედასა! – რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! –
ეს ვინცხაა, მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

მუხრან მაჭავარიანი


ხარ ვერაფერი ვაჟკაცი...


ხარ ვერაფერი ვაჟკაცი! _
როცა იყავი ნიბლია, _
«ბიძია თომას ფაცხაში»
ცრემლები თუ არ გიღვრია.

გაგიმწარდება სიბერე
(ჯერ ერთი, თუკი გეღირსა) _
ფშაველას «ხმელი წიფლიდან»
ხმა თუ არ გესმის დედისა!

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 19 2010, 11:59 AM

ცხება მირონთა

თხოთით მოიქცა მეფე მიროტა;
მცხეთას გაჩაღდა ცხება მირონთა.
ნაყოფთ უწვდიდნენ მეფეს-პილოტანს
რტონი მაყვალთა და ბაბილოთა...

თვალნათქორალი იდგა ნინო და
ჟღერდა გალობა მუნ ალილოთა.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 12:05 PM


...

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: May 19 2010, 12:49 PM

ვიგონებ ხშირად

ვიგონებ ხშირად მე ძმაკაცებს ჩემსას დახოცილთ,
ვით მოჭრილ ხეებს
ხე იგონებს
მდგარი ახოში.
ცრემლოის პურზე
ღვინო ძელგი და მარახოში.

კაი ლექსია

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 19 2010, 02:05 PM

ვიგონებ ხშირად

ვიგონებ ხშირად მე ძმაკაცებს ჩემსას დახოცილთ,
ვით მოჭრილ ხეებს
ხე იგონებს
მდგარი ახოში.
ცრემლოის პურზე
ღვინო ძელგი და მარახოში.

თუ სიკვდილია...

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.
1972

შამქორის ბრძოლა 1195 - http://ka.wikipedia.org/wiki/შამქ

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 07:37 PM

...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: May 19 2010, 07:47 PM

ციტატა
ციტატა(Believer @ May 18 2010, 09:08 PM)

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!

მუხრან მაჭავარიანი

ამ ლექსს პორნოპოეზია რომ ვუწოდო არაადეკვატური შეფასება იქნება?!...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 08:35 PM

ღმერთმა შეიწყალოს და აცხოვნოს მისი სული

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 19 2010, 08:39 PM

kinoteli

ციტატა
ცუდი კაცი ხარ შენ.ვიღაცა ხარ...თუ კაცი ხარ საერთოდ...მე მაპატიეთ დებო....ასეთი კაცი კი ვიცი რისი ღირსიცაა,მაგრამ მე ვერაფერს ვახერხებ აქ...სხვას კი არ ანაღვლებს როგორც ჩანს...."განა სულ ყველა კაცია ათასში ერთი გამოვა "



ეს ჩემი მისამართით დაწერე? smile.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 08:47 PM

არა მეგობარო ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს...რაც გინდა ის წერე...ახლავე წავშლი...არ გეწყინოს კაი

შენც წაშალე რომ არსად ჩანდეს ჩემი შეცდომა

მომწონს მუხრანის ლექსები....სამწუხაროა რომ ვეღარაფერს დაწერ......ბოლოს დაწერილი ხომ არაფერი იცით?

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: May 19 2010, 08:49 PM

kinoteli

ციტატა
შენც წაშალე რომ არსად ჩანდეს ჩემი შეცდომა


შეცდომა თუ გამიზნული შეურაცხყოფა? smile.gif

იცი რა ჩემო კარგო, გულწრფელი იყავი და უკან ნუ დაიხევ, ბოლომდე თქვი ის რასაც ფიქრობ!

შენ სხვა თემებშიც რამოდენიმე ფორუმელის მიმართ გამოამჟღავნე აგრესია...

sad.gif

დამშვიდდი რა

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 08:56 PM

არა მართლა გუწრფელად ვაღიარებ ჩემს შეცდომას...ხომ ხედავ წავშალე...შენც წაშალე კარგი?

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 19 2010, 09:22 PM

"ქალია დილა..."

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.




"თუ სიკვდილია..."


გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.
http://www.radikal.ru



"სულს მივცემ ჩემსას"


სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
ვინც საქართველოს
ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს! —
ნამდვილად ქართულს!
სიტყვითურთ ქართულს! —
საქმითურთ ქართულს!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
რომელსაც ვატყობ! —
კოჭებში ვატყობ! —
არის ყველაფრით
ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს
იმნაირს ნატრობს, —
ნატრობს
როგორსაც
ქართველი
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
ვინც უწყის:
ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობას
(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)
სარწმუნოება
არ ყოფნის
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას, —
ერთი სიტყვით, —
მე იმას მარტო,
ვინც იცის:
გაჩნდა
ქართველად
რატომ!

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 20 2010, 12:02 PM


ამ ლექსს პორნოპოეზია რომ ვუწოდო არაადეკვატური შეფასება იქნება?!...


პორნო-პოეზიის დარქმევა ნამდვილად ადეკვატურია,
მაგრამ ამ დიდებულ ადამიანს სხვა უამრავი კარგი და ლამაზი ლექსიდან მაინცდამაინც ამის ამორჩევა და აქ დაწერა - არაადეკვატური.

მე რომ მოვკვდები, თუნდ სულ ჩემი შეცდომები მოუგონებიათ, ამის კურთხევას ვაძლევ ყველას, რადგანაც თუ ხელოვნურად ჩემს სახელს არ განადიდებენ და სულ ეხსომებათ რა ნაგავიც ვიყავი, ჩემთვის ასეთუისე გულით ილოცებენ კიდეც და შემეწევიან. მაგრამ მუხრან მაჭავარიანი ნაგავი ნამდვილად არ იყო და ჭეშმარიტად ღირსია ქებისა. რა თქმა უნდა მისთვის ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ სხვაა როდესაც დიდი ადამიანისთვის სთხოვ უფალს შეცდომების პატიებას და სხვაა, როცა ჩემნაირისთვის სთხოვ.

ასე რომ, ჩემო ბილივერ, არ გიწონებ შენს საქციელს.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 20 2010, 02:45 PM

თითქოს , სულ სხვა თემაზეა ეს ფოსტი (ჩვენთან ივერიაზე)

http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=797.msg191426#msg191426

მარა ...


უფლისგან უნდა ვისწავლოთ სიყვარული ...

სიყვარულს და მადლს ადგილი, დრო, ზომა-წონა, პროცენტი, გემო და ფერი არ გააჩნია ...

სიყვარული უფალია თვითონ


ჩემთვის ბატონი მუხრანი ამ სიყვარულის მატარებელი იყო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2010, 02:55 PM

ძალიან დამწყდა გული... ღმერთმა აცხონოს...

სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 20 2010, 02:59 PM

http://lit.400.ge/blog/2010-02-28-1540

დიდ ბლოკებს ვერ ვაკოპირებ, (ვირუსი მყავს)

-------------

აქედან

”მე საიდანაც ვარ, იქ, სხვათაშორის, ორი, ერთმანეთის სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის მდინარე დის;
ერთია დუმალა,
მეორე, _ ყვირილა.
ალბათ ამიტომ მე, როგორც იქაურმა, დუმილიც მეტყველი ვიცი და ყვირილიც.
_ ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი, _ ოქროო! _ ამბობენ ჩვენი ძველები.
ჩემი ოქრო და ჩემი ვერცხლი ჩემი სამშობლოა;
ვყვირი! _ მისთვის ვყვირი!
ვდუმვარ! _ მისთვის ვდუმვარ!
მხოლოდ ჩემთვის, _ ღმერთმა ნურც დამაყვიროს და ნურც დამადუმოს. ”

9.XII.82

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2010, 03:57 PM

მუხრან მაჭავარიანს

მურმან ლებანიძე



მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!"
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით
აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი.
სისხლ მოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
- ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!"

მშობლიური ქართული ყოფა, მშობელი ხალხის ჯვარცმული წარსული იპყრობს ჭაბუკის არსებას. მისი აზრით სამშობლო ქვეყნის სიყვარულია გენით, ჯიშით, სისხლით კოდირებული. რასაც მიუძლვნა პირველი წიგნი: „ვახტანგ მეფის ნანადირევი", „მოდის…მოდის…", „მინორული მეცხრამეტე საუკუნისა, ანუ იმერული ქელეხი", „საბა" – თავი და თავი მშვენება ჩვენი უახლესი ქართული პოეზიისა.
დიახ, გრძელი ოცდაათი წელიწადია ჩავლილი „საბას" გამოქვეყნებიდან. მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა." „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…" მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა", დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა.

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ "

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები.

- „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ – ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!" – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა – ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე…

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზა ზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა.
ამ წერილს ოდნავი პრეტენზია არა აქვს, მუხრან მაჭავარიანის პოეზიის სრული სურათი გვიჩვენოს, ამას მეტი შრომა და ქაღალდის მეტი ფართიც დასჭირდებოდა ჩემი წერილი მიდის მოვალეობას ასრულებს წიგნის კარს უღებს მკითხველს, შეუძღვება პოეტის ქვეყანაში და იქვე დატოვებს ძვირფასეულობათა პირისპირ, სადაც ბევრი რამ მკითხველზე და მის უნარზეა დამოკიდებული.




პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 20 2010, 04:28 PM

მურმანიც უნდა იყოს მთაწმინდაზე,

მუხრანის გვერდით ... ............................



---------------------------
ილია და აკაკი
მერაბი და ზვიადი

მუხრანი და მურმანი

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 20 2010, 11:34 PM

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!



..........

ციტატა
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 21 2010, 12:32 PM

თერალ ი

ციტატა
მურმანიც უნდა იყოს მთაწმინდაზე,

მუხრანის გვერდით ... ............................

ეგ არ ვიცი, მაგრამ სტალინის დედა ჩამოაგდეთ იმ წმინდა მთიდან, სანამ მე ამომითხრია !!!!

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: May 21 2010, 01:00 PM

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! - -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
ამგგვარი
ფიქრი!

piqri.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 21 2010, 01:00 PM

ციტატა
ეგ არ ვიცი, მაგრამ სტალინის დედა ჩამოაგდეთ იმ წმინდა მთიდან, სანამ მე ამომითხრია !!!!
არამგონია ეს კეთილი საქმე იყოს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 21 2010, 01:02 PM

lingvo
მაშინ იქნებ ფილიპე მახარაძეც დავაბრუნოთ, ჰა?

ხანდახან ისეთს იტყვი ხოლმე, გამაზრიალებს laugh.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 21 2010, 01:13 PM

კანონისტი
რათ უნდა მაგას გაზრიალება, დაკრძალულია ადამიანი და განისვენოს მშვიდობით. მერა რა რომ სტალინის დედაა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 21 2010, 01:20 PM

lingvo
იმიტომ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. მთაწმინდა სასაფლაო არაა, ის არის პანთეონი, დავით გარეჯელის მოღვაწეობის ადგილი და სამი წმინდანი განისვენებს იქ! და კეკე არის ამოწოლილი მაგათ გვერდით...

ქუჩაში გადააგდონ-მეთქი არ მითქვამს. წაისვენონ გორში და დამარხონ სტალინის მუზეუმში.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 21 2010, 02:15 PM

დღეს, შუადღისას ვიყვაი პანაშვიდზე

სკოლის მოსწავლეები შემომყვნენ კვალდაკვლ, 10-11 კლასელები , დიდი დიღმის რომლიღაც სკოლა მითხრეს ....


სანამ მუხრანის ლექსებს (და არა მარტო მას) წაიკითხავენ (და ეყვარებათ) ახლგაზრდები ,
მანამ ქართულ მოდგმას გადაშენება არ გვიწერია ...

სიყვარული ჩვენი იარაღია ...
---------------------------------------------------------------------------------
ნუ გაიკვირვებ!
მუხრან მაჭავარიანი

”ულხინს თუ უმძიმს, _
სულ ერთია! _
ყველა რწმუნდება! _
ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _
და, _ ვინც მიგანა, _
ისევ ჩემთან
მოძუნძულდება!

და ისევ:
არვინ ეყოლება
მას ჩემი ფასი!
და ისევ:
შესვამს სადღეგრძელოს
ის ჩემსას თასით!..
კი, მარა! _
ბნელა?! _
მეც კაცი და
ეს კაციც _
კაცი?!

მე ვინც დამწიხლა! _
მე ვინც მირქინა! _
სულზე ქართულზე, _
დღეს ვინც ქირქილებს!..
ნუ გაიკვირვებ! _
ხვალ ჩემთან ძმობა
მოიწადინოს
კაცმა
იგივემ!

ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც

შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _
ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _
მამულმა შენებრ შემიწირა მე.”

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: May 21 2010, 02:33 PM


ციტატა
lingvo
იმიტომ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. მთაწმინდა სასაფლაო არაა, ის არის პანთეონი, დავით გარეჯელის მოღვაწეობის ადგილი და სამი წმინდანი განისვენებს იქ! და კეკე არის ამოწოლილი მაგათ გვერდით...

+1
თანაც ლებანიძე მართლა მადარდებს მთაწმინდაზე რომ არ არის..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 21 2010, 02:34 PM

კანონისტი

ციტატა
სანამ მე ამომითხრია !!!!



ამოთხრაე შენც კიდევ, სხვა თუ არაფერი მაგ სახელით შეხვიდოდი ისტორიაში. კეკეს ამომთხრელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: May 21 2010, 02:55 PM

ცხება მირონთა
მუხრან მაჭავარიანი

თხოთით მოიქცა მეფე მიროტა;
მცხეთას გაჩაღდა ცხება მირონთა.
ნაყოფთ უწვდიდნენ მეფეს-პილოტანს
რტონი მაყვალთა და ბაბილოთა...

თვალნათქორალი იდგა ნინო და
ჟღერდა გალობა მუნ ალილოთა.

დღევანდელი დღის პასუხი

”- ნუ იპარავ, ნუ იმრუშებ! –
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რომ მოიქცე, -
მუცელს რითი ამოივსებ?!

ამ კითხვაზე (ნურვის უკვირს, -
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი
რომ ღიმილი არის მხოლოდ.”

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 22 2010, 09:16 PM

თუ სიკვდილია...

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.
1972

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 22 2010, 09:20 PM

ციტატა
ქუჩაში გადააგდონ-მეთქი არ მითქვამს. წაისვენონ გორში და დამარხონ სტალინის მუზეუმში.

+1 : )

გადაასვენონ სხვაგან : )

მარა ისე რა უცნაურია ეს სიკვდილი, თავის დროზე მთაწმინდაზე ილიას პირდაპირ ფილიპე მახარაძე ესვენა laugh.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: May 24 2010, 03:32 PM

ციტატა(kinoteli @ May 20 2010, 11:34 PM) *


– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!
..........

რამდენი წავიკითხავდი ამ ლექსს გამოთქმით ვტიროდი ბავშვობაში : უსერ:

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)