IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Jul 16 2018, 10:20 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სავარაუდოდ, [ბოჭორმის წმინდა გიორგის] ტაძარი უნდა მოეხატვინებინა წმინდა დავით აღმაშენებელს კახეთის შემოერთების შემდეგ, რადგან ის, რაც დღეს ბოჭორმაშია შემორჩენილი, თავისი მრავალი განზომილებით, ნამდვილად სამეფო დაკვეთის ბეჭედს ატარებს."

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2018, 10:41 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი ჭყონდიდელი - საუკუნეებს გადმოევლება სახელი დიდი მოძღვრისა, აღაფრთოვანებს ქართველი კაცის გონებას და მასში იმ ზნესა და თვისებებს გააღვიძებს, რომლებიც მან დავითის აღზრდით მთელ ერს განფინა."


/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.50/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2018, 01:18 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელი - ერის მარადიული სული"

"დავითმა გოლგოთიდან გადმოიხსნა საქართველო"

"რაოდენ აღტაცებას იწვევს ქვეყნის მესაჭე, რომელსაც თანაბრად ემარჯვება ხმალი და წიგნი, თანაბრად ამშვენებს ბრძოლა და ცოდნა"

"დავითი - გული საქართველოსი,
დავითი - ძარღვი საქართველოსი,
დავითი - სისხლი საქართველოსი,
დავითი - რისხვა მტრის"

/ბოლნისის ეპარქიის გაზეთი "სიონი" N15, 2008, გვ.10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2018, 06:02 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი არის ის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა უფალმა და მუდამ მფარველობდა მას. მადლი, რომელიც მოიპოვა დავით აღმაშენებელმა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მთელი ერისთვის გამოითხოვა! დღეს მოქმედებს ის სულიერი ძალა, ის გენები, რომელიც იყო ჩვენს წინაპარში, ის გენები ქართველ ერშია დამკვიდრებული. წმინდა დავითი იყო ღვთისგან მოვლენილი მხსნელი. უფალმა აირჩია და აღამაღლა იგი საქართველოს გადასარჩენად".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია II
"კარიბჭე" N3, 2009, გვ.30/

---------------------


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2019, 03:29 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



------------

"ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰმადიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა.

საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში.

ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან დაახლოებას ცდილობდნენ. დავით აღმაშენებლის საარაკო ბრძოლა მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის ლეგენდად იქცა ჯვაროსანთა შორის.

დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი - ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმინდა მიწაზე.

მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა "ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი".

ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა."

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ. 17/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2019, 08:45 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[დავით აღმაშენებელი] დადიოდა მაჰმადიანებთან მეჩეთში და მათ სარწმუნოებას გამოიკითხავდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაჰმადიანურად ლოცულობდა ან პან-ეკუმენისტი იყო. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობა ჰქონდა და ცოდნის გაღრმავებას ცდილობდა, მუდმივად და ყოველთვის".

/გია მამალაძე
"თბილისელები" N29, 2019, გვ.42/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2019, 08:41 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ვკითხულობთ დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, ჩვენს წინაშე წარმოდგება არა მარტო ბრწყინვალე მეფე და უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მოძღვარი და სულიერი მამა საქართველოსი.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლი და ცხოვრება საკვირველი და ამაღლებულია. დიდი სულიერების მქონე მებრძოლი მეფე გამორჩეული წმინდანია; უფალმა იგი საქართველოს გადასარჩენად, მისი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის გამოარჩია და აღამაღლა".

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.32/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 05:15 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუის-ურბნისის სანახებში გამართული "წმინდა" და "ღვთივშეკრებული" თავყრილობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სპეტაკ სხეულზე აღმოცენებული წყლულებისგან განსათავისუფლებლად დიდი, ენერგიული და მტკიცე ნაბიჯი იყო, რომელიც ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულ ქართველ ხალხს წინ დიდგორის "ბრძოლაი საკვირველს" უმზადებდა".

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ.30/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 09:19 PM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რატომ სძულდათ სომხებს ბიზანტიელები და ჯვაროსნები და რატომ უყვარდათ დავით აღმაშენებელი

"არმენოლოგ ალექსანდრე აბუდალაძეს საინტერესო სომხური წყაროები აქვს გადმოცემული. სომეხი ისტრიკოსი, მათეოს ურჰაეცი სელჩუკთა მიერ ბიზანტიელების დამარცხებას ღვთის რისხვას მიაწერდა, რადგან ბიზანტიის იმპერატორებმა გააუქმეს სომხური სამეფო-სამთავროები და სომხების რელიგიის განადგურებასაც ცდილობდნენ. მისი გადმოცემით: „კეისარ რომან დიოგენს ღმერთისათვის აღუთქვამს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად მოსპობდა „მწვალებელ“ სომეხთა სარწმუნოებას. მაშინ სომეხ ბერებს დაუწყევლიათ ბიზანტიის „ურჯულო“ იმპერატორი, რომ არ ღირსებოდა ბრძოლის ველიდან უკან დაბრუნება“.

1071 წელს გამართულ მანასკერტის ბრძოლაში კეისარს უღალატა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, მისი ჯარი დამარცხდა და თვითონ რომანოზ დიოგენი თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანს ჩაუვარდა ტყვედ, შემდეგ კი ტახტიც დაკარგა. მოიშალა ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი. სომხურ მიწებზე სელჩუკები და სხვა მაჰმადიანები გაბატონდნენ. ამგვარად, ბიზანტიის მიერ სომხური სამეფო-სამთავროების გაუქმება და მიერთება შეცდომა აღმოჩნდა თავად ბიზანტიისთვის. იმ ტერიტორიებზე ბრძოლის ორგანიზება ვერ მოხდა და სელჩუკებმა ადვილად ჩაიგდეს ხელში.

სხვა ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში. ბიზანტიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის გააფთრებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოს ჩაყლაპვა ან დამორჩილება.

ერთადერთი, ვინც სამხრეთ კავკასიაში წინ აღუდგებოდა თურქებს, ჩვენი სამშობლო იყო. ბიზანტიას ძალიან დასჭირდა საქართველო და ბაგრატ მეოთხის ასული ბიზანტიის დედოფალი გახდა, ხოლო ჩვენს მეფეს სევასტოსის მაღალი ტიტული მიანიჭეს.

ბაგრატ მეოთხის დედა სომეხთა მეფის ასული იყო. ამ და სხვა ვითარებების გამო სომხები იმედის თვალით უყურებდნენ ჩვენს სამშობლოს, განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლიდან და მისი ნიჭიერების გამოვლინებების დროიდან.
მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. სომხები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჯვაროსნების გამოჩენას ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ჯვაროსნებიც ცუდად მოექცნენ არმენებს.

მათეოს ურჰაეცი (მათე ურჰაელი) ჯვაროსნების სომხებისადმი დამოკიდებულების შესახებ წერდა: „დაანგრიეს ეკლესიები, შეურაცხყვეს მღვდლები, დაიწყეს ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოძიება, დევნიდნენ ჭეშმარიტებას, უარი თქვეს სამართლიანობაზე... აი, ამას აკეთებდა ფრანკთა გაცოფებული ხალხი“... „მე მინდოდა, აღმენუსხა მთელი მათი უსამართლობანი, მაგრამ ვერ გავბედე, რამეთუ მათი ხელისუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით“.

სომხებს მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ – საქართველოს მეფე დავით მეოთხე, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ტოლერანტობით ცნობილი პიროვნება. მათეოს ურჰაეცი მასზე წერდა: „დავით მეფე იყო წმიდა და სათნო, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით. ის გახდა სომეხი ხალხის დამცველი და მეგობარი. მასთან თავი მოიყარეს სომეხთა ჯარის ნარჩენებმა. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის და დააფუძნა მრავალი ეკლესია-მონასტერი. ქალაქს სახელად გორა უწოდა. დიდი სიხარული, შვება (მიანიჭა) მისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ მოდგმას“. ურჰაეცი აქებდა ქართველთა დაუმარცხებელ მეფეს: „დავით მეფემ დიდი სიმამაცე და ძლიერება გამოავლინა სპარსთა წინააღმდეგ მიმართულ ომებში. მან მრავალჯერ დაამარცხა უცხოთესლთა ჯარები, შემუსრა მათი ძლევამოსილება, იარაღის ძალით ხელიდან გამოჰგლიჯა სპარსელებს მრავალი და მნიშვნელოვანი მხარე“. მან „აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი“.

დავით აღმაშენებელმა ქალაქ ანისის მაჰმადიანი მფლობელები, შედადიანები, ანისიდან გამოიყვანა და ტფილისს წაიყვანა. გაათავისუფლა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც სამოც წელიწადს იმყოფებოდა მონობაში და საკვირველი, დიდებული ეკლესია ანისისა, წმიდა კათოლიკე ტაძარი, რომელიც მეჩეთად ექციათ. შეკრიბა სომეხთა ქვეყნის ეპისკოპოსები, მღვდლები ბერ-მონაზვნები და აკურთხა წმიდა კათოლიკე (ტაძარი) დიდი ზეიმით. გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი, რამეთუ იხილეს წმიდა კათოლიკე (ტაძარი) გათავისუფლებული მონობისაგან“.
დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქ ანისის გათავისუფლება და ტაძრის აღდგენა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაშიცაა ჩართული: „მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარნი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თვით მეფემან სამ გზის საფლავსა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რომელ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
ალექსანდრე აბდალაძის თქმით, „ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის ჩანართში საინტერესო რამ წერია: „ხოლო თვით უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატს, სახელად სარკავაგი; აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.“ მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: „ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.“ და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. (სომეხი ბერი) მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: „ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას“.

საკუთარი სარწმუნოების ერთგული, პატიოსანი ადამიანები უყვარდა დავით აღმაშენებელს და დიდ პატივს სცემდა მათ. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში მათ ჩაბმას ცდილობდა. რაც ხელს აძლევდა ორივე მხარეს, ქართულ სახელმწიფოს – გასაძლიერებლად და სომხებს კი – ფიზიკური გადარჩენისთვის. „შეცოდებების აღიარების“ ცნობა აღსარების ჩაბარებად არ უნდა გავიგოთ. არამედ თავმდაბლობად, რითიც გამოირჩეოდა „გალობანი სინანულისანის“ ავტორი და შეიძლება, სომეხი მემატიანის მხრიდან გადაჭარბებაც იყოს. სხვა სარწმუნოების მიმდევართან აღსარების ჩაბარება გამორიცხულია. ასეთი რამე აკრძალულია, მაგრამ, სხვადასხვა საკითხებზე ქრისტიანული თავმდაბლობით რომ ისაუბრებდა ჩვენი ბრძენი ხელმწიფე სომეხთა დამსახურებულ ბერთან, სინამდვილე უნდა იყოს. მოხუცებიც რომ უყვარდა დიდ ხელმწიფეს და სნეულებსაც თავისი ხელით უვლიდა, ესეც ცნობილი ფაქტია. გარდა ამისა, დიდი პოლიტიკოსი და დიპლომატი დავით მეოთხე სომხური რესურსის საქართველოს სამსახურში ჩაბმას ცდილობდა. უმთავრესი კი მისი კაცთმოყვარეობა გახლდათ.

ამიტომ, მათეოს ურჰაეცი მოწიწებით წერს ჩვენი ხელმწიფის სიკვდილზე: „გარდაიცვალა ქართველთა ქვეყნის კვეთილმსახური, წმიდა მეფე დავითი“.

/"თბილისელები" N31, 2019, გვ.42/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2019, 03:33 PM
პოსტი #130


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,675
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეთერთმეტე საუკუნის ეს ეკლესია [მძლეთის წმინდა გიორგი] წყნეთში ასასვლელ გზასთან ახლოს, ერთ-ერთ გორაკზე მდებარეობს, სადაც ხშირად დადიოდა სალოცავად დავით აღმაშენებელი".

/"კანდელი" N8, 2019, გვ.4/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th October 2019 - 09:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი