IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა მოძღვარს ნათლობის თაობაზე
nino.
პოსტი Mar 23 2007, 08:30 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-February 07
წევრი № 1,083



მამო დამლოცეთ... გთხოვთ ამიხსნათ როგორ უნდა მოიქცეს მოუნათლავი ადამიანი ნათლობამდე? აქვს თუ არა უფლება ეკლესიში შევიდეს, სანთელი დაანთოს და ილოცოს, ან შეიძლება თუ არა რომ მისთვის ილოცოს მორწმუნემ, ექნება თუ არა ამ ლოცვას ძალა?...
ასევე აქვს თუ არა მნიშნელობა ვის აირჩევს ნათლიად, შეიდძლება თუ არა ნათლია გახდეს ის ადამიანი ვინც დიდი რწმენითა და ღვთისმოშიშობით არ გამოირჩევა?
და კიდევ ერთი შეიდძლება თუ არა ჯვრისწერა ბრწყინვალე შვიდეულში, შაბათს, ანუ 14 აპრილს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Mar 24 2007, 12:01 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!

თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს მართლმადიდებლურად მოინათლოს, სასურველია მივიდეს ეკლესიაში და მოძღვარს განუცხადოს ამის შესახებ. მოძღვარი ურჩევს მას გაეცნოს მრწამსს, ჩაუტარებს მცირე კატეხიზაციას და მისი დასტურის შემთხვევაში იგი ჩაითვლება და დადგენილ იქნება კათაკმეველად.
კათაკმეველისთვის ანუ მოსანათლად გამზადებულისათვის, სანთლის დანთებაც შეიძლება და ლოცვაც, ასევე ლოცვაზე და წირვაზე (კათაკმევლების კვერექსამდე) დასწრებაც.
მათთვის ლოცვა შეიძლება.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ნათლია...ძალიან კარგია თუ ნათლიად შევარჩევთ მორწმუნე, ეკლესიურად მაცხოვრებელ პიროვნებას, რომელიც თავის სულიერ გამოცდილებას და ეკლესიის სიყვარულს გადასცემს თავის ნათლულს.
ზოგადად არ შეიძლება.(მაგრამ მოძღვარმა შესაძლებელია, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ერთეული გამონაკლისი დაუშვას).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 11:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი