საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან
მართალია...
ერთს დავამატებ: ასე იქნება სანამ ქრისტიანობას არ დავუბრუნდებით (ნამდვილ ქრისტიანობას და არა მოჩვენებით ქრისტიანობას)
ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ერთმანეთის პატივისცემა დავკარგეთ, მე ამერიკაში ვსწავლობ და 3 კვირის წინ საქართველოს საელჩოს აშშ იმეილი გავუგზავნე, შევეკითხე თუ არსებობს მეთქი, რაიმე ქართული სათვისტომო ოჰაიოში (ჩემს შტატში) და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ პასუხიც კი არ მაღირსეს...
როცა სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი მოქალაქეები აბა რაღაზეა იმ სახელმწიფოში ბაზარი...
მაგრამ არ გეგონოთ ჩემ საყვარელ საქართველოზე გავბრაზდი, არა, მე უბრალოდ ჩემი თანამემამულეების უგნური საქციელი მაბრაზებს, იმიტომ რომ ძაან მიყვარს ისინი
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან
http://www.televeziri.org.ge/ ამ საიტზე პატარებს შეუძლიათ თავისი ნახატების განთავსება
უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.
http://ciskara.iatp.org.ge/
გეორგ დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
თუ ადამინს სურს, რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერია. თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით უამრავი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს წმინდანებზე და სარწმუნოებაზე. მე მხოლოდ გარემოზე ვსაუბრობ, მადლობა უფალს საქართველოში ადამინები თანდათანობით უბრუნდება დედა- ეკლესიას.მხოლოდ აქ ცოტა რთულად არის მდგომარეობა. თან უკვე სკოლებშიდაც დაშვებულია რელიგიის სწავლება.
ბაღში სადაც ჩემი ძმისშვილი დადის მასწავლებლებმა მოთხოვეს ჩემს რძალს ბავშვისთვის ჯვრის მოხსნა, ვითომცდა უსაფრხოების მიზნით, რომ ბავშვი ან თვითონ არ დაზიანებულიყო ან სხვას არ წაერთმია.რათქმა უნდა არ დაეთანხმა, მაგრამ მე გარემოს აღვწერ. ეკლესიაც ახლოში არ არის, რომ ზიარება შესაძლებელი იყოს. და კიდევ ბევრი სხვა პრობლემებია. მართალია მშობლებზე ვევრია დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს დროს აქ ბავშვები ან ბაღში ან სკოლაში ატარებენ, ასე რომ მათ აღზრდაზე ის გარემო დიდ გავლენას ახდენს. ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო, რომ ბავშვი ჭეშმარიტი სარჭმუნოებით აღზარდო.
http://www.diasp.ru/georgia/tales/
Andria ბარო ანდუშ როგორ ხარ??? ანდრო დედამ ჰოსტები ჩამოუვიდნენო :-D
Andria ანდრო .....
"თუ პატარა ბავშვები გვეკითხებიან ეშმაკზე ანდა ბოროტი სულების რეალობაზე, უმჯობესია თავი ავარიდოთ ამ კითხვებს, უბრალოდ ვუთხრათ, რომ მათ იმაზე დიდი ყურადღება, ვიდრე სიზმრებს, არ უნდა მივაქციოთ. საერთოდ, ბავშვების გონება ქრისტესკენ, წმინდანებისკენ და ანგელოზებისკენ უნდა მივმართოთ.
რაც ჩენ უნდა აღვზარდოთ ბავშვებში, ეს ჯოჯოხეთის შიში კი არ არის, არამედ ღმრთის სიყვარულია.
ჩვენ უნდა შევძლოთ შევუქმნათ წარმოდგენა (და ის არ იქნება ყალბი), რომ სამოთხე უკეთესია, ვიდრე ყველაფერი, რაც კი ჩვენ საერთოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ."
ეხ ძალიან ცუდია რომ ქართველები ქართველობას ივიწყებს, რათქმაუნდა ეს მშობლების ბრალია და ამ ოხერტიალი ცხოვრების... იცი, როგორ მიხარია ემიგრანტები ,რომ ლექსებს წერენ ისეთი სიყვარულია მათში ....
აი მოასმენიეთ პატარებს,თან გაერთობიან თან ქართულს გაიწაფავენ:
http://kids.gpb.ge/tamashebi.html
www.samegrelo.ucoz.ru ქართველნო ყველას გელით გვეწვიეთ დაათვალიერეთ..... სამეგრელოს საქართველოს ულამაზესი კუთხის საიტია.... და ყველამ წაიკითხეთ .. ჩვენი თანამემამულე წმიდა მთაზე ლინკი >>> http://samegrelo.ucoz.ru/forum/15
ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ მართლა ასე გადარდებთ უცხოეთში მყოფი პატარა ქართველების ბედი? ძალიან გთხოვთ ნუ დარდობთ იმ პატარებს საუცხოოპირობები აქვთ და რაც მთავარია თავიანთი სამშობლო უყვართ და მშობლიურ ენაზეც კარგად საუბრობენ.
ჩემმა გოგომ უკვე დაიწყო ქართულის წერა და კითხვა (10 წლისაა) რა თქმა უნდა ჯერ ვაცალე ისწავლა სკოლაში ფრანგული და ეხლა სახლში მე ვასწავლი "დედა ენას" და ასეა ბევრი ქართველი. მშობლების შემხედვარე შვილები, რომლებიც გრძნობენ თუ როგორ იტანჯებიან მშობლები უსამშობლოდ, შვილებს ათმაგად უნდებათ და წყურვილი კლავთ ნახონ და ჩაეხუტონ თავინთი "მშობლების" სამშობლოს. ასეა ჩემო კარგებო ასე , მაგრამ აქ მცხოვრებ ქართველებს კი გულს გვიკლავს ის, როცა ვუყურებთ საქართველოს ტელევიზიას, სადაც გვანახებენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და პატარა ბავშვებს, აი ერთი მაგალითი ნახეთ აქ:
http://www.ertoba.net/forum/forum_posts.asp?TID=101&PN=1&TPN=3
და ამის შემდეგ თქვენ განსაჯეთ რატომ არ არის ეს პატარა ბიჭი ღირსი იმისა, რომ სკოლაში იაროს და რატომ წაართვეს მას ბავშვობის უფლება? საფიქრალი და სატირალი ესაა. ან ამდენი უპატრო ბავშვები ქუჩაში ცხოვრობენ ბიჭები და გოგოები. ეს ხომ მართლა წარმოუდგენელია. საცოდავი ბავშვები , რომლებიც მართლა საქართველოში ითვლებიან, როგორც ბიოლოგიურ ერთეულად და არა ადამიანებად (ბავშვები ეს ხომ საქართველოს მომავალია, ქვეყნის სიმდიდრე)აი ესაა ტრაგედია. მოდით რა ამაზე კი ნუ დავკარგავთ დროს, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი პატარა ემიგრანტები, არამედ ერთად მოვიფიქროთ რამე და ვუშველოთ ამ გაჭირვებულ პატარებს, რომლებმაც ბავშვობა დაკარგეს დაბადებიდან.
www.ertoba.net
geoheli
არ ვიცი , შეიძლება სწორად ვერ გავიგე, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ პატარას , რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება (რომელსაც საქართველოში ვერ აღმოუჩენენ სათანადო აპარატურის არარსებობის გამო ესაჭიროება თანხა, რათა უცხოეთში ჩაუტარდეს ოპერაცია!
ფაქტი თავისთავად ძალიან დამთრგუნველია! სამწუხაროდ, ხშირად მესმის მსგავსი ისტორიები! მაგრამ ამ ისტორიას რა კავშირი აქვს თემასთან ვერ მივხვდი! ის ბავშვი უცხოეთში უკეთეს მდგომარეობაში დაიბადებოდა? (არ ვგულისხმობ იმას, რომ სათანადო აპარატურის მეშვეობით ალბათ უფრო მალე მოხდებოდა მისი დახსნა ამ ტანჯვისაგან)
არა იმ ბავშვზე არაა საუბარი. ეს სულ ბოლო თემაა, სადაც არის ლინკი მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ფირი, რუსთავი2-დან. ლაპარაკია 8 წლის ბავშვზე, რომელიც არჩენს ოჯახს.აი ეს:
http://www.rustavi2.com.ge/news/news_textg.php?id_news=19206 &pg=1&im=main&ct=&wth=
geoheli
ხო ალბათ ასეთი გასაჭირი ევროპისათვის უცხოა! იმიტომ რომ იქ ცხოვრების სხვა დონეა! სხვა მწვერვალებზე არიან ასულები!
საქართველო კი ჯერ ისევ განვითარებად ქვეყანათა რიცხვშია და ძლივს-ძლივობით მიიწევს წინ!
მინდა ვთქვა რომ ყველა ქვეყანაშია უპოვარი და მდიდარი. უბრალოდ თუ ვინმე საფრანგეთში ხელმოკლედ ითვლება იმას საქართველოში ღარიბად ნამდვილად არ მიიჩნევენ!
რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი განვითარებული და მსოფლიო მოწინავე ქვეყანაა, გგონიათ იქ ყველგან კეთილადაა საქმე?!
რუსეთში იმაზე გაცილებით დიდი სიდუხჭირეა ვიდრე საქართველოში! მაგრამ რატომღAც ჩვენი უფრო ჩანს! ჩვენი ჭირი თავს ვერ მალავს
არ გეთანხმები თამთა, გაჭირვებულები აქაც ბლომადაა, მაგრამ მეტნაკლებად სახელმწიფო ფიქრობს მათ დაფინანსებას და ეს ფინანსები თუ არაა საკმარისი, იქმნება ათასობით ჰუმანიტარული ორგანიზაციეები, სადაც ხალხი, მოსახლეობა მოხალისეებად მუშაობენ ამა თუ იმ ასოციაციებში და ეხმარებიან გაჭირვებულ ხალხს, მიაქვთ სანოვაგე, ტანსაცმელები, სათამაშოები ბავშვებისათვის. აგრეთვე ასოციაციები დგანან დიდი მაღაზიების წინ და იქ შემსვლელ კლიენტებს ურიგებენ სიას, სადაც ჩამოწერილია, თუ რა სჭირდებათ და თქვენ წარმოიდგინეთ მაღაზიიდან გამოსული 60 პროცენტი კლიენტებისა ასოციაციის კალათებში ყრის ამა თუ იმ პროდუქტებს.
ხოლო ბავშვებზე საუბარი ზედმეტია, ყველა ბავშვი (ჩამოსული ემიგრანტიც კი) აუცილებლად უნდა დადიოდეს სკოლაში, სადაც ბავშვებს ძალიან კარგ პირობებს უქმნიან. უამრავი უსახლკაროები არიან აქაც,მათ ყველგან დაუდგეს "პალატკები" დროებით, რომ არ გაიყინონ, მაგრამ ბავშვები ქუჩაში არ დაწანწალებენ არ მათხოვრობენ (თუ არ გამოერევიან ციგნები).
როგორ გგონია თამთა, იმ 8 წლის გოჩა ჩუხუას სკოლაში სიარული არ უნდა?
geoheli
მაგ მხრივ საქართველოში მართლა საშინელი მდგომარეობაა. თუმცა სხვა ქვეყანაში გაქცევა გამოსავალი ნამდვილად არ არის.ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი შრომით და ღვაწლით საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები რომ გამოსწორდეს სიტყვაცია. და არა ქვეყნის გარედ ვეძებოდ ხსნა მხოლოდ ჩვენთვის.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ქართველ ბავშვებს შეილება ისინი იქ ფიზიკურად კარგად იყვნენ მარა სულიერების მხრივ, ქართველობის მხრივ მე ასე მგონია ცუდად არიან. ანუ ზოგი ქართულს ვერ ფლობს, ზოგმა წერა კითხვა არ იცის, ზოგს რწმენა არ აქვს. მე ისეთი ოჯახები ვიცი რამოდენიმე რომლებიც საზღვარ გარედ არიან შვილები ეყოლათ და ბავშვებმა ქართული არ იციან. წარმოგიდგენიათ? და აქ რომ იყვნენ ჩამოსული და ვნახე რომ ბავშმა ქართული არ იცოდა გული დამეწვა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
რა თქმა უნდა არიან ისეთი ოჯახები რომლებიც თავის შვილს ქართული სულისკვეთებით ზრდიან და ყველაფერს ასწავლიან, აი როგორიც თქვენი ოჯახია (გემჩნევათ რომ ნაღდი ქართველი ხართ გულით და სულით და შვილსაც უნერგავთ სამშობლოს სიყვარულს) მაგრამ დამიჯერეთ საკმაოდ ცოტაა თქვენნაირი ასეთი ქართული ოჯახები.
მომიტევეთ რამე აგრესიულად თუ გამომივიდა
geoheli
არ ვიცი თამთაში მე მიგულისხმე თუ არა მაგრამ შენ კითხვას მაინც გავცემ პასუხს
იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი შადრევნები, სპორტული მოედნები და სხვადასხვა გასართობები იხსნება ბავშვებისათვის, (ბავშვი ყველგან ბავშვია და ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდშიაც) მაშინ კეთილ ინებონ და ბავშვები "გაჭირვებულები", მაგრამ ჯანღონით და სიცოცხლით სავსენი, ქვეყნის მომავლები , სკოლებში წაიყვანონ და ასწავლონ პატრიოტიზმი, თუნდაც ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, მოკიდონ ხელი და მათგან გამოიყვანონ კარგი სამხედროები (საკუთარი ქვეყნის პატრიოტები.)ხომ აშენებენ სამხედრო ქალაქებს, რასაც მივესალმები. თორემ ქუჩაში და უსკოლოდ გაზრდილ ბავშვობა გამოვლილელებს, დიდობაში ნუ მოვთხოვთ მორალს, ეთიკას და ბოლოს რწმენას ღვთისადმი. ეხ რა საშინელი მწარე სიმართლეა. აი ისეთი მოზარდი როგორიც გოჩა ჩუხუაა, მისი გადარჩენა და გზაზე დაყენება თავისუფლად შეიძლება. "გადაარჩინე ერთი ადამიანი და გადაარჩენ მსოფლიოსო" ასე თქვა შინდლერმა.
geoheli
არ თქვათ რომ ყველა ქართველი ემიგრანტი ასწავლის შვილს ქართულს, ჩემი ბიძაშვილიშვილები და ბიძაშვილი ანუ მათი დედა 7 წელია ამსტერდამში-ჰოლანდიაში ცხოვრობენ, 2ი შვილი ყავს ჩემს ბიძაშვილს, უმცროსი იქ დაიბადა და 1 ხელ მოვახერხეთ მათი ჩამოყვანა საქართველოში, უკვე დაავიწყდათ ქართული, არავინ თქვას რომ აქედან წასული ყველა ისწავლის უცხოეთში დედაენას და წერა-კითხვას ქართულ ენაზე
geoheli
მართალი ხარ! მაგრამ ვერავის ვერ დააძალებ სამხედრო გახდიო! ეგეც თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგად უნდა მოხდეს
ქავთარაძე
გეთანხმები. სამწუხაროდ ბევრი არ ასწავლის შვილს მშობლიურ ენას! ჩემი ბიძაშვილებიც არიან რუსეთში და მესამე ბიძაშვილი თვალითაც არ მინახავს! და არც ერთი არ ლაპარაკობს ქართულად! ესმით მაგრამ ვერ ლაპარაკობენ
ეგეც მშობლების ბრალია. ბავშვს რა უნდა მოსთხოვო, როცა მშობელი თვითონ არ თვლის საჭიროდ შვილს მშობლიური ენა ასწავლოს
თათი87
ეგრეა ...
თათი87
ქავთარაძე
მართლა ეგრეა. რავას ყველა ბიძაშვილი ესეა
სამწუხაროდ ჩემი ბიძაშვილიც ესეა 2 შვილი ყავს და კარგად არც ერთმა არ იცის ქართული.
ეჰ ცუდია რა ცუდია ძაან.
იცით რა არის მთავარი, უცხოეთში მყოფმა პატარა ქართველებმა, რომ გაიზრდებიან არ თქვან, როგორც აქ ამბობენ; მაგ: ჩემი მშობლები იტალელები არიან და მე კი ფრანგი ვარო. ასეთი შემთხვევა მეც მქონდა, ჩემი გოგო 6/7 წლის იქნებოდა, პარკში თამაშობს ბავშვებთან, მე დავუძახე ქართულად და რაღაცა ვუთხარი, რა თქმა უნდა ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და კითხეს რა ეროვნების ხართო და მე კი საშინელი რამ გავიგე ჩემი გოგოსგან მან ზუსტად ისე თქვა, როგორც ზევით დავწერე. კინაღამ გავგიჟდი, მერე ნერვები დავიწყნარე, მოვიკრიფე ძალ ღონე და შევუდექი მის "აღზრდა განათლებას".
მართლები ხართ ლაპარაკი უჭირთ გამართულად (ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან), 100%-ით კი ესმით ყველაფერი. მე რომ 100%-იანი "ქართული ოჯახი" მქონოდა(სამწუხაროდ არ მეღირსა) დარწმუნებული ვარ ეს პრობლემაც არ მექნებოდა, თუმცა ჩემთან მოსული ქართველი მეგობრები ჩემს ოჯახში სულ არ გრძნობენ თავს არაქართველის ოჯახში, პირიქით, ქართული სუფრები ქართული ტრადიციით (ყანწები, განსხვავებული სასმელები). მოკლედ თავი მოგაბეზრეთ არა?
გეთანხმებით ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ემიგრანტმა ბავშვებმა, რომ კარგად არ იციან ქართული, მაგრამ მერწმუნეთ საქართველო ყველას უყვართ, ქართული სიმღერები და ცეკვები. საქართველოში დარწმუნებული ვარ ყველას არა აქვს ქართული დროშა სახლში, აქ კი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ფრიალებს ჩვენი დროშა.
geoheli
მართალი ხარ, ცამდე მართალი.
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა ჩვენი ბრალი.. არაფრით გეხმარებით, მარტო გასამართლებთ, ისეთ რამეში რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს რა არის.
იცით რაღაცნაირად გული მეტკინა და მივხვდი რომ "როცა ზარის ხმა გვესმის არ უნდა ვიკითხოთ ვის უხმობს"..
იმიტომ რომ ყველასთვისაა...
თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ რამე დაგჭირდეთ იცოდეთ, რომ რაც შემეძლება გავაკეთებ...
რაც არ შემეძლება, სხვას გავაკეთებინებ
მოკლედ მაპატიეთ, რომ ბრმა ვიყავი
ღმერთს ებარებოდეთ
geoheli
აქ უცხოეთში მყოფ ქართველებს (უმეტესობას), ერთად ერთი ის გვახარებს, რომ ჩვენი შვილები სკოლებში იძენენ სათანადო განათლებას, თუ სურვილი აქვთ სპორტშიც (ჩემი გოგო მეოთხე წელია ტენისს თამაშობს საბავშვო კლუბში და რომლის ღირებულება, მხოლოდ ერთი წელი 80 ევრო ღირს, ეს კი სულ არაა ძვირი) კიდევ ის რომ აქ მყოფი ქართული ოჯახები ხშირად ვიკრიბებით, შვილების დაბადების დღეებზე, სხვადასხავა ზეიმებზე, მოკლედ მიზეზებს ვეძებთ, ან სულაც სიმღერა მოუნდებათ, პიანინოზე დაკვრა და მოდიან ჩემთან, ერთი სიტყვით ასე გაგვყავს წუთისოფელი. ერთად შეკრებილი ჩვენი შვილების რისხვა ვარ, წარმოიდგინეთ ერთმანეთში ცდილობენ ფრანგულად ისაუბრონ მე კი დავერევი ხოლმე და ვუკრძალავ უცხო ენაზე საუბარს. აი ასე ჩემო კარგებო.
გასაგებია არის გარემოება რომელიც განაპირობებს უცხოეტში წასვლას მაგრამ კარტველმა კაცმა ის ადათ-წესები არ უნდა დაივიწყოს რომელსაც ცვენი წინაპრები სისხლის ტოლპასად ინახავდნენ. გმერტმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
უცხოელმა, თუ ვინმემ ოდესმე ნახა საქართველო თუ გული გაუხსნა მას, მათში ისეთი სითბო დგება, რომ ამ სითბოთი ანთებული ბევრი მათგანი უკვე ქართულადაც საუბრობს, ქართული ჩოხით დადის და ყველას უყვება საოცარ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველო ქვია. მართლაც დიდი ტკივილია, როცა ქართული ფესვიდან მოწყვეტილი ადამიანი ქართულად ვერ დაგელაპარაკება. დუხჭირმა ცხოვრებამ მოიტანა ჩვენი გადახვეწა. ფიზიკურად გადარჩენისთვის 24 საათი შრომა დროს აღარ ტოვებს სულისთვის. უცხო მიწაზე ყოველთვის უცხო ვიქნებით. პატარები უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში ეს ცხოვრება უკვე უცხო ქვეყნის ცხვორებაა. ძნელია აქ რამე გამოსავალი იპოვო გარდა იმისა, რომ თვითოეულმა ემიგრანტმა თუ უცხოეთში მყოფმა რამდენადაც არ უნდა დაწვას ხელი ის ნაკვერცხალი რასაც ქართველობა ქვია სათუთად შეინახოს. მართლაც თითქმის ყველა ოჯახშია ქართული დროშა. მადლობა უფალს იქ სადაც ჩვენ ვართ, შვეიცარიაში ქართველობა ქართველობს და ამით ამაყებიც ვართ. ჩვენი შვილები ქართულად საუბრობენ... სხვანაირად არც მინდა რომ ვიფიქრო...
იმერელი
გაიხარე.
გეთანხმები. კარგია ძაან თუ მანდ მასე ხართ. ღმერთმა არ მოგიშალოთ არასოდეს ქართული სული.
თან რა ნიკი გაკ იმერელი. გაიხარე
რა თქმა უნდა კარგი იდეაა,ბატონო "იმერელო" ჩვენი შვილები მეგობრობდნენ ქართველ ბავშვებთანაც საქართველოში და საზღვარგარეთ გაფანტულებთანაც, ჩვენ წამოვიწყეთ კიდევაც ეს იდეა ჩვენს ფორუმზე
http://www.ertoba.net/forum/forum_posts.asp?TID=257&PN=1
იქნებ ბავშვებმა ასე წერაც და კითხვაც უკეთესად ისწავლონ.
არ ვიცოდი ამ ფორუმის შესახებ. ძალიან კარგი იდეაა. აქამდე ფორუმებთან არანაირი შეხება არ მქონია ვნახე, დავრეგისტრირდი. მაგრამ სურათს ვერ ვდებ. სხვები ძალიან ლამაზები არიან.
ბექა.შუხოშვილი†
დიდი მადლობა ბექა. ღმერთმა გისმინოს
29 სექტემბერს იტალიაში, ქ. მილანში გაიმართება ქართული საღამო ბავშვებისათვის. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.prontogeorgia.it/link_festa.html
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)