წმ.იოანე დამასკელი, "აღმოსავლეთისაკენ თაყვანისცემის შესახებ" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ.იოანე დამასკელი, "აღმოსავლეთისაკენ თაყვანისცემის შესახებ" |
saria-giorgi |
May 10 2008, 01:25 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
არც უბრალოდ,არც შემთხვევით არ ვასრულებთ თაყვანისცემას აღმოსავლეთით,არამედ რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისაგან,ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევსწირავთ შემოქმედს,ისევე როგორჩ,მაგალითად,გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივ ბაგეებითაც,ანდა ნათელვიღებთ წყლითაც და სულითაც,ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგი სახით,ვხვდებით რა,ერთი მხრივ საიდუმლოთა წილმქონები,მეორე მხრივ კი-სულის მადლისა.ამიტომ,რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე.(შდრ.ინ.1.5.)ქრისტე კი წერილში სახელდებულია"სიმართლის მზედ".(მალაქია.3.20.)და "აღმოსავლეთად"(ზაქარია 6.12.)აღმოსავლეთი უნდა გაუკუთვნოთ ღმერთს თაყვანისცემისათვის,რადგან მას უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი,ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე.საღმრთო დავითსაც უთქვამს:"დედამიწის სამეფოებმა აქეთ ღმერთი,უფსალმუნეთ უფალს,ზეამავალს ცათა ცაზე აღმოსავლეთით".(ფს.67.33-34.)კვლავაც ამბობს წერილი:"ღმერთმა დანერგა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით,სადაც დაამკვიდრა ადამიანი,რომელიც შექმნა.(დაბ.2.8.)და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების სამოთხიდან გამოაძევა მან და დაასახლა სამოთხის პირდაპირ-ცხადია დასავლეთით.
ამრიგად,ვეძებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას,თაყვანს ვცემთ ღმერთს.ამასთან,მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი და სალხინებელი.იუდას ტომიც,როგორც უფრო ღირსეული,აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული.სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭეც აღმოსავლეთით იყო მოთავსებული.თვით უფალი ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი,ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას(აღმოსავლეთით), ისდამი მზერა მიპყრობილნი.ამასთან,იგი ზე აღმავალი აღმოსავლეთით მაღლდებოდა.ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა,რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მიმავალი,როგორც თქვა თვით უფალმა:"რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე,იმ სახით იქნება ადამიანის ძის მოსვლა"(მთ.24.27)ამიტომ,მოველით რა მას,აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს.ხოლო ესაა მოციქულთა დაწერილი გადმოცემა,რადგან ბევრი რამ დაუწერელად გადმოგვცეს მათ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი