IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?", მამათა ნაწერების მიხედვით
saria-giorgi
პოსტი Jun 8 2008, 05:35 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ტელევიზიის გავლენა ადამიანის სულზე

ცნობილი მიტროპოლიტი ვიტალის და სხვა მამების ნაწერებზეა აგებული ეს ნაწერი,გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია,თუ რამდენად დიდი შედეგები აქვს ტელევიზიის გამოგონებას.იმის გამო,რომ იგი მომხიბვლელობის ჭეშმარიტად მაგიურ ძალას ფლობს და ამავე დროს საკუთარ თავში ხრწნილების საშინელ შხამს მალავს,ტელევიზია სტიქიურად იპყრობს ყველაზე საპატიო ადგილს თითქმის ყველა ოჯახში.გარდა იმისა,რომ ჩვენს საკუთარ სახლში ყოველ საათს და ყოველ წუთს''გვასხივებს'',ადამიანის სულზე ზემოქმედების ძალით ყველას და ყველაფეერს აღემატება.ზოგადად,საქმე ეხება ამ თანამედროვე გენიალურ გამოგონებისადმი გონივრულ დამოკიდებულებას.და თუკი ჩნდება მისი ყველაფრისადმი გამსჭვალავი გავლენისაგან გამიჯვნის აუცილებლობა,მაშინ სიძნელე ისაა,რომ ბრძოლა გვიწევს არა ტელევიზიასთან,როგორც ასეთთან,არამედ უზომოდ დასუსტებულ ადამიანურ ნებასთან,რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას,მოძებნოს თავისთავში ძალა,რათა დროულად მოსწყდეს ამ განსაკუთრებით მომაჯადოვებელ და მიმზიდველ სანახაობას.უნებურად გვახსენებს პავლე მოციქულის სიტყვებს:[b][u]''ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ არა ყოველი უმჯობეს არს;ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ მე არავის ხელმწიფებასა დავემორჩილო''(1კორ.6.12)
მაშასადამე,თავდაპირველად აუცილებელია,მთელი ობიექტურობით განვიხილოთ ის ყველაფერი,რაც დადებითია ტელევიზიაში;შემდეგ კი გამოვააშკარაოთ მასში დაფარული ბოროტება და მხოლოდ ამის მერე იშვიათად ვისარგებლოთ მისი ფართო შესაძლებლობით.
რასაკვირველია,არც ერთი გამოგონება,მექანიზმი და მანქანა თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს,ისევე როგორც არ არსებობს თვითმყობი ბოროტება.ის მხოლოდ ღმრთის ნებისადმი ურჩი გონიერი ქმნილების თვითნებობაში ვლინდება.უფრო მეტიც,გრანდიოზულ გამოგონებებში უნდა დავინახოთ ღმრთის უდიდესი სიბრძნის ბეჭედი,რომელიც ადამიანმა ბუნების კანონებში უნდა გახსნას,რათა თავისი ყოვლისშემძლე შემოქმედს მთელი გულით აღუვლინოს ქება.ყველა კარგი რაც მან ჩვენს ცხოვრებაში მოიტანა,არის ის,რომ მან ხელი შეუწყო ადამიანის საკუთარ სახში დაბრუნებას.
სოციოლოგთა და პედაგოგთა მიერ აღნიშნული იყო,რომ მთელი პერიოდი ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ხასიათდებოდა ადამიანის სურვილიტ,სადმე წასულიყო გასართობთა საძიებლად.სახლში არასდროს რჩებოდა თავისუფალ დროს-იქ მხოლოდ ჭამდნენ და ღამეს ათენებდნენ.სპორტს,ცეკვას,კინოს და ხრწნილების შხამით გაჟღენთილ დროსტარების სხვა საშვალებებს სახლიდან ყველა გარეთ გამოჰყავდა.განსაკუთრებით ბავშვისთვის კატასტროფული სიჩქარით იწყო ნგრევა სახლის,როგორც მშობლიური ბუდის გაგებამ,სადაც ის პირველად აღიქვამდა საგნებს,მოსავდა მას თავისი ფანტაზიის უცნაური სახეებით და თავის იწარმოსახვის ძალით ბავშურად უმანკოდ და გულუბრყვილო სამყაროს ქმნიდა.ქუჩა უხმობდა და ბავშვიც ყოველგვარი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე,თითქმის აკვნიდანვე უმოწყალოდ იძირებოდა მისი სულის შემრყვნელი ცხოვრების უხეშ და სასტიკ რეაალობაში.
მაშასადამე,ათეული წლების შემდეგ ტელევიზიამ პირველმა დაიწყო ადამიანების სახლში დაბრუნება.სამართლიანად ინდა აღინიშნოს,რომ მისი როლი ამ დიდ სოციალურ გარდაქმნაში არაერთგვაროვანია: ტელეპროგრამებმა მდაბალი ინსტიქტებისადმი მიმართული ქუჩის ადამიანი სახლის კერას მხოლოდ იმიტომ დაუბრუნეს,რომ ქუჩის იგივე გართობა-სიამოვნებანი თავად მის საკუთარ სახლში გადაიტანეს.


გამოდის,რომ არაფერი მაღალზნეობრივი ამაში არაა.მაგრამ თანამედროვე ცხოვრების უზნეობის,საცდურისა და ხრწნილების ზღვაში ჩვენ უნდა შეგვეძლოს,თუკი არსებობს ამის მცირე შესაძლებლობა,ჩალასაც კი მოვეჭიდოთ,რათა ისიც სიკეთისათვის გამოვიყენოთ.ამავე დროს ტელევიზიას შეუძლია გაკვეთილების გადმოცემა მეცნიერების,ხელოვნებისა და ტექნიკის სხვადასხვა საკითხზე თვალსაჩინოდ და ამომწურავად,ამიით კი განათლების დონის გაზრდა და ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება,რითაც ძლიერ დარტყმას აყენებს უმეცრებას,დილეტანტიზმს და ცრუმეცნიერებას,რომელთაც ყოველთვის ბევრი ვნება მოჰქონდათ სამყაროსათვის.
შესაძლოა,ამით იწურება კიდეც ის დადებითი,რაც ჩვენს სახლებში ტელევიზიის შემოჭრამ მოიტანა.მაგრამ ამ ერთ ბეწო სარგებელთან შედარებით განუზომლად დიდია ადამიანის სულზე მისი გავლენის დამღუპველობა.
ტელეგადაცემები კითხვას გვწყვეტენ:რატომ ვიკითხოთ,როცა ყველაფერს არა მხოლოდ ვხედავთ,არამედ გვესმის კიდეც?რატომ დავძაბოთ საკუთარი წარმოსახვა,როცა ჩვენს მაგივრად ყველაფერი უკვე წინასწარ დამუშავებულია უმცირეს ნიუანსებამდე და გადმოცემულია საბოლოო სახით,რომელთა აღქმაც ყოველგვარი შრომის გარეშეც შეგვიძლია?
როგორც ცნობილია,კითხვის პროცესი ღტულ გონებრივ და ფსიქიკურ სამუშაოს წარმოადგენს,რომელიც ადამიანისგან,პპირველ რიგში,ნების დაძაბვას მოითხოვს.იმისთვის,რომ აიღო წიგნი და წაიკითხო,აუცილებელია საკუთარი თავის იძულება,მაშინ როდესაც ტელევიზორის ყურება სხვა საქმეები კეთების დროსაც შეიძლება.როგორი სიზუსტითაც არ უნდა აღწეროს ავტორმა მომხდარი,კითხვის პროცესში ჩვენს წარმოსახვასში მაინც ვქმნით საკუთარ სახეებს,საკუთარ სამყაროს.
წარმოსახვა არის ჩვენი სულის,ჩვენი შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილი,შემოქმედებისა და შემართების იარაღი.იგი კითხვის პროცესში ვითარდება და აყალიბებს არა მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებას,არამედ მასში ცხოვრების ხალისსა და ენერგიას აღვიძებს.ტელეგადაცემებში საერთოდ არ მიმართავენ ჩვენს წარმოსახვას-იგი უბრალოდ არ სჭირდებათ.ყველაფერი მზამზარეულია;ყველაფერი გაკეთებულია-ადამიანს ისღა დარჩენია,უყუროს და აღიქვას სხვის მიერ და არაიშვიათად ჩვენთვის უცხო წარმოსახვიტ შექმნილი სახეები და ფორმები.ეს ჩვენი სულის ფსიქოლოგიის დამონებაა,მასზე ძალმომრეობა და ჩვენი შემოქმედებითი უნარის დათრგუნვაა.
ტელევიზია არა მხოლოდ აჩლუნგებს წარმოსახვას,არამედ გადაგვაცვევს დამოუკიდებელ აზროვნებას.ადამიანი სულიერად ზარმაცდება,გულგრილი ხდება და მექანიკურად აღიქვამს ღმრთის შექმნილ სამყაროს,რადგან არ ესმის,რომ"უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მას შინა საცნაურად იხილვების"(ჰრომ.1.20).
ასე,რომ,ტელევიზიის საშვალებით ძალზე დახვეწილად გვაყალიბებენ მატერიალისტებად,რომლებიც საგნებს ბუნებრივი,პირუტყვული თვისებით უმზერენ-ზოგადად,ამ პროცესში სულიერი მზერის(რომლითაც სული ხედავს)მონაწილეობის გარეშე.ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაჩვევენ,უბრალოდ ვუყუროთ და არა დავინახოთ.და ასე3 ვემსგავსებით იმ უსულო კერპებს,რომელზეც დავით მეფე ამბობდა:"თვალ ასხენ და არა ხედვენ,ყურ ასხენ და არა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ...ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი,რომელნი ესვენ მას."და თუკი ჩვენ ვუყურებთ და ვერ ვხედავთ საგნების არსს და მათ დამაკავშირებელ ძაფებს,მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად უმეცრები ვართ.
რომელი მამა ან დედა გაბედავს და თავის ოჯახში საეჭვო რეპუტაციის პირს შეიყვანს;და თუკი მათ შესთავაზებენ და საღამოს ქალაქის ყველაზე უფრო საზიზღარ უბნებში გასეირნებას,სადაც ცოდვა და გარყვნილება სუფევს,ისინი ამას სიგიჟედ ან სულელურ ხუმრობად ჩათვლიან,ან იტყვიან რომ მსგავსი წინადადების მთქმელი მთვრალია.მაგრამ რატომ ფარისევლობთ მართლმადიდებლებო?!სულ ახლახანს მხრები აიჩეჩეთ გაკვირვების ნიშნად,მოგენახულებინათ თქვენი ქალაქის გარყვნილი ადგილები;ახლა კი თქვენი მთელი ოჯახი დარბაისლურად მოკალათდებით ოთახში და წმიდა ხატებით მოფენილ თქვენს სახლში ღილაკზე ხელის მსუბუქად დაჭერით მთელი მსოფლიოდან მოიწვევთ ყველანაირ ნაძირალას,ბანდიტს,მკვლელსა და ფსიქოპატს;ყველაზე წარმოუდგენელ მანიაკს თუ ცოცხალი საქონლით მოვაჭრეს და სინდისი8ს ყოველგვარი ქენჯნის გარეშე,თითქოსდა არაფერი ცუდი არ ხდებოდეს,დაუწყებთ მათ ყურებას.ასეთი გადაცემების ყურების შემდეგ თქვენი შვილები ძილში იწყებენ ყვირილს,თანდათანობით ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები და ისევ თქვენ გეუხეშებიან.თავად თქვენ კი,ყველა სახის ზნეობრივი სიბინძურის მხილველი,კიდევ დიდხანს ვერ შეძლებთ თვალის მოხუჭვას.
თქვენ ბილწავთ თქვენი სახლის კერას,რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,თქვენი"ოჯახური ეკლესიაა."მართლმადიდებელ, ოჯახზე საუბრისას ამის შესახებ არაერთხელ გვაუწყებს პავლე მოციქული(ჰრომ.16.4;კორ.16.19;კოლ.4.15;ფილ.1.2).
თქვენ თქვენს საკუთარ და შვილების სულებს რყვნით,რადგან ყველა ეს სახე ადამიანის სულისკენ მიმავალი სმენისა და მხედველობის გზებით მათში აღწევს,ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიბეჭდება ქვეცნობიერებაში და ბილწავს ჩვენი სულების ყველაზე იდუმალ კუნჭულებს.ხოლო შემდეგ წამხდარი ადამიანის ფსიქიკის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი კანონებით ისინი უეცრად ამოძრავდებიან ამ კუნჭულებიდან,აბნელებენ ჩვენს ლოცვას,არღვევენ ჩვენს ურთიერთობას ადამიანებთა და გვმართმევენ სიცოცხლის ხალისს.(სერიალის ყურებისას ცოლმა გადართო სხვა არხზე,ხოლო ქმარმა ტაფით "განგმირა" მეუღლე,რის შემდეგადაც გარდაიცვალა.ასეთი შემთხვევები მრავლად არის დაფიქსირებული.)
რაკი იცოდა,რამხელა ვნება მოაქვს ადამიანისთვის ბილწი ქანდაკებებისა და სურათების ყურებას,კონსტანტინოპოლის მე-6 მსოფლიო კრებამ მე-100 კანონად ზუსტად და გამოკვეთილად დაადგინა:"მართლად ხედავენ,უფალო,შენი თვალები"(იგავი.4.25) და "ყოვლითა დაცვითა დაიცავი გული შენი"(იგავი.4.23.)სიბრძნე გიბრძანებს შენ,რომ ხორცის გრძნობადი ბუნება ადვილად შეიტანს სულში თავის ნაგრძნობს.ამიტომ ფიცარძე აქნ სხვა საგანზე გამოსახული და მოხატული,რომელიც თვალით აღიქმება,გონება სგახრწნის და ბილწი გემოს ძლიერი სურვილთ აღატყინებს,ვბრძანებთ,ამიერიდ

ან არ გამოსახონ და არ დახატონ არსად.თუ ვინმემ ამის ქმნას ხელი მიჰყოს,უზიარებელ იქმნეს."
როგორ დაგვცინის სატანა ჩვენ,მართლმადიდებელ ადამიანებს!რაკი,იცის,რომ ვერასდროს გავბედავდით ცოდვიან თავყრილობებში მონაწილეობის მიღებას,ისე მოხერხებულად დააბნელა ჩვენი გონება,რომ ჩვენ ჩვენი მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ვყიდულობთ ტელევიზორს,ვკარგავთ ეშმაკის წინაშე ყოველგვარ თავმოყვარეობას და თავშეკავებას,რითაც ასე მდიდარი იყო წმიდა წინასწარმეწტყევი დავითი,რომელი ფსალმუნებში განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს,იგი ეშმაკისათვის დასაცინად არ მიეცა,ჩვენ კი საკუთარ სახლში თვითონვე შემოგვაქვს გახრწნილება, გარყვნილება, მკვლელობა და სიგიჟე.
ყველაზე უბრალო და კარგი საშცალებაა -ამ თარსი"ყუთის"სასწრაფოდ მოშორება,რათა მრავალი უბედურება ავიცილოთ თავიდან.სოციოლოგების და ფსიქოლოგების მოწმობენ,რომ ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მრავალი სულიერი აშლილობაა დაფიქსირებული.ეს იმას არ ნიშნავს,რომ განვითარება უნდა შეჩერდეს,არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.ტელევიზიამ უკვე იმდენად მაგრა შეგვბოჭა,ჩვენი ნება კი იმდენად სუსტი და უძლურია,რომ ამ რჩევას ცოტა თუ მიჰყვება,არც უნდა გაგვიკვირდეს-გმირები ყოველთვის ცოტანი არიან,მოწამენი-მუდამ ერთეულნი,მართალნი-მუდამ ეულნი.
ძალზე ძნელია ტელევიზიისაგან გათავისუფლება.იგი მასობრივი მედიუმია.ტელევიზია აჯადოებს და პირდაპირ ეუფლება მილიონებს.მათი აზრით ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩნე.სხვათათვის ტელევიზორი გართობისა და ყოველგვარი უსიამოვნებისა და სიძნელისგან გარიდების საშუალებაა-გამოდის,რომ ადამიანი არასდროს რჩება საკუთარ თავთან,საკუთარ ბუნებასთან მარტო.ასეთი ადამიანი მხოლოდ იმას იჭერს რაც ზე ბუნებრივია,რაც მაცდურისგანაა.
და მართლმადიდებელ ადამიანში,რომლის სულიც,როგორც წმ.იოანე ოქროპირმა შენიშნა,ჩაღვრილია სულიერი მირონი,ახლა ეშმაკისეული სახეები იღვრება,სატანური არაკები და მრუში სიმღერები."ამიტომაც გთხოვთ ყველას,-წერდა იგი,-თავადაც გაექეცით სანახაობებზე დამღუპველ დასწრებას და მასზე დამსწრენიც წამოიყვანეთ იქიდან.რასაც იქ ვხედავთ,იმას სულის გამოსწორებისაკენ კი არ მივყავაქრთ,არამედ სულის დაღუპვის,გაკიცხვისა და დასჯისაკენ."
გაგრძელება იქნება


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?"   Jun 8 2008, 05:35 PM
xornabujeli   :) საერთოდ, არაფერზე...   Jun 8 2008, 05:50 PM
staywhite   კარგით რა ბავშვებო...   Jun 8 2008, 06:21 PM
orthodox-georgia   კარგით რა ბავშვებ...   Jun 8 2008, 06:26 PM
staywhite   orthodox-georgia ხოდა ნუღარ ...   Jun 8 2008, 06:29 PM
saria-giorgi   orthodox-georgia ხოდა ნუღარ უ...   Aug 1 2008, 12:17 PM
KAIROS   ისე კომპიუტერი უფრ...   Jun 8 2008, 07:24 PM
Amuza   მშვენიერია ტელევი...   Jun 8 2008, 09:13 PM
tustusa-gogo   გამოვრთოტ ტელევიზ...   Jun 8 2008, 11:34 PM
თათარაშვილი   http://forum.ge/html/emoticons/baby.gif რო...   Jun 9 2008, 11:16 AM
KAIROS   ყოჩაღ გიგლა :)   Jun 9 2008, 11:23 AM
კანონისტი   თათარაშვილი გაიხა...   Jun 9 2008, 11:28 AM
nini_1   თათარაშვილი კაი დ...   Jun 9 2008, 11:32 AM
ლილიანა   ზედმეტი ფოსტებით ნ...   Jun 9 2008, 02:08 PM
syd   დღეს ვწერე სოციოლო...   Jun 9 2008, 05:10 PM
anna_anna   აბსოლიტურად ვეთა...   Jun 9 2008, 06:21 PM
natia.   ვერ ვიტან ტელევიზო...   Jun 9 2008, 06:59 PM
ართი ვარდი   როგორც ადამიანია ...   Jun 9 2008, 07:03 PM
syd   მაგართი ვარდი მაგ ...   Jun 9 2008, 07:05 PM
ართი ვარდი   მაგართი ვარდი მაგ ...   Jun 9 2008, 07:07 PM
syd   ართი ვარდი პროტესტ...   Jun 9 2008, 07:10 PM
abo   ყველაფერი კარგია თ...   Jun 9 2008, 07:25 PM
orthodox-georgia   ყველაფერი კარგია ...   Jun 9 2008, 09:49 PM
nino_ni   მე მაგალითად ვთვლი...   Jun 9 2008, 08:38 PM
ლილიანა   როგორ ლაღები ხართ ...   Jun 10 2008, 09:48 PM
ლეონტი   saria-giorgi ყველამ 1 აზრი გ...   Aug 1 2008, 02:40 PM
კანუდოსელი   ადამიანებს არ ესმ...   Aug 1 2008, 03:18 PM
saria-giorgi   ეს არ ესმის საპატრ...   Aug 1 2008, 04:00 PM
ლეონტი   ეს არ ესმის საპატრ...   Aug 1 2008, 04:26 PM
saria-giorgi   გავაკონტროლოთ არ...   Aug 1 2008, 04:59 PM
სარდიონ   ტელევიზიას შეუძლი...   Aug 1 2008, 07:46 PM
კანუდოსელი   შEნ ამ არგუმენტს მა...   Aug 4 2008, 04:00 PM
likka   ტელევიზორი თუ დამღ...   Aug 1 2008, 03:22 PM
saria-giorgi   ტელევიზორი თუ დამ...   Aug 1 2008, 04:13 PM
ლილიანა   ზემოქმედების ინსტ...   Aug 1 2008, 03:50 PM
ლილიანა   B) კი ბატონო :huh: ძირ...   Aug 1 2008, 04:41 PM
mwereli   სალამი,წარმოიდგინ...   Aug 1 2008, 08:53 PM
iisperiTOVLI   სალამი,წარმოიდგინ...   Aug 1 2008, 11:47 PM
abo   და ვინ თქვა რომ დამ...   Aug 1 2008, 11:42 PM
leluka   მე პირადად ვიტყვი...   Aug 1 2008, 11:46 PM
abo   leluka მაგი მორიგი სა...   Aug 1 2008, 11:49 PM
lingvo   ტელევიზორის ყურებ...   Aug 2 2008, 11:44 AM
leluka   ეხლა ტელევიზორს ა...   Aug 2 2008, 11:54 AM
seminarieli lela   აქ ითქვა, რომ უყურე...   Aug 2 2008, 12:38 PM
სარდიონ   ხალხო გაიგეთ რა ბე...   Aug 2 2008, 01:17 PM
lingvo   რათქმაუნდა ყველას ...   Aug 2 2008, 01:52 PM
mwereli   აქ ითქვა, რომ უყურე...   Aug 2 2008, 01:53 PM
.:Lela:.   გეთანხმებით,რო გა...   Aug 2 2008, 02:19 PM
mwereli   კი გამიგია,სამები...   Aug 2 2008, 02:38 PM
staywhite   რა მაინტერესებს იც...   Aug 7 2008, 09:31 AM
ლეონტი   staywhite გენაცვალე , შენ...   Aug 7 2008, 03:31 PM
staywhite   ლეონტი ხალხში ვის ...   Aug 7 2008, 04:19 PM
.:Lela:.   ლეონტი +1 უტელევიზ...   Aug 7 2008, 06:18 PM
staywhite   .:Lela:. გარეთ გეიგებ მ...   Aug 7 2008, 07:32 PM
ciracira   მე ჩემი ცხოვრების ...   Sep 29 2008, 12:07 AM
ana22   ტელევიზორს სულ არ ...   Oct 3 2008, 05:15 PM
subterranean   რააო, რაო? :P აბა მითხ...   Oct 3 2008, 05:28 PM
subterranean   თუ რამე ანგრევს შე...   Oct 3 2008, 06:02 PM
Маиа   მე თუ შეიძლება დავ...   Oct 6 2008, 10:48 PM
robert_marlboro   ადამიანი სულიერად ...   Oct 21 2008, 11:13 PM
saria-giorgi   გაგრძელება პრემიე...   Nov 29 2008, 01:12 PM
სარდიონ   "ტელევიზორი რატო...   Nov 29 2008, 06:45 PM
saria-giorgi   გაგრძელება ტელევი...   Dec 1 2008, 12:12 PM
KAIROS   სარია, მაგრამ ჩაიხ...   Dec 1 2008, 02:23 PM
saria-giorgi   სარია, მაგრამ ჩაიხ...   Dec 2 2008, 02:39 PM
saria-giorgi   გაგრძელება მის მი...   Dec 2 2008, 03:17 PM
KAIROS   თუ ძმა ხარ, ნუ მოირ...   Dec 2 2008, 04:35 PM
კანონისტი   KAIROS თან რა სასიამოვ...   Dec 2 2008, 04:45 PM
KAIROS   მოკლედ ჩემო სარია, ...   Dec 2 2008, 04:50 PM
ლეონტი   აქ 2 აზრი არ არსებობ...   Dec 2 2008, 04:54 PM
KAIROS   გაქრიიი :D ნაზად და...   Dec 2 2008, 04:59 PM
Iona   დარწმუნებული ვარ რ...   Dec 2 2008, 05:47 PM
KAIROS   ამაზე კარგ ამ თემა...   Dec 2 2008, 09:20 PM
saria-giorgi   დრო არ მქონდა,რომ პ...   Dec 6 2008, 11:53 AM
KAIROS   :lol: ვიღაცა ვართ ჩვე...   Dec 6 2008, 12:01 PM
სარდიონ   ტელესერიალები არი...   Dec 6 2008, 06:53 PM
KAIROS   :D ტკბილო, ვინ ამბობ...   Dec 6 2008, 08:32 PM
ართი ვარდი   ტელევიზიის გავლენ...   Dec 6 2008, 09:04 PM
Iona   ტელევიზორი არის სა...   Dec 10 2008, 11:59 AM
ლეონტი   ტელევიზორი არის ად...   Dec 10 2008, 01:50 PM
KAIROS   ლეონტი... მაგ ლოგიკ...   Dec 10 2008, 06:40 PM
ლეონტი   შეეშვით ფობიებს, რ...   Dec 11 2008, 11:26 AM
Iona   რა ვუყო თუ ვინმე ჩ...   Dec 11 2008, 10:08 AM
KAIROS   ჩიხირთმა მერე :D და...   Dec 11 2008, 02:30 PM
ლეონტი   შენ შეგიძლია იგივ...   Dec 11 2008, 03:47 PM
Iona   ანუ მაგალითან ადრ...   Dec 11 2008, 03:54 PM
iber   ანუ მაგალითან ადრ...   Dec 11 2008, 04:01 PM
KAIROS   არის ჩემო კარგო, რო...   Dec 11 2008, 04:17 PM
ლეონტი   და ახალი შიში არ გ...   Dec 11 2008, 04:33 PM
Iona   ჩაატარეთ ექსპეიმ...   Dec 11 2008, 05:27 PM
KAIROS   :D ჯიგარ ეკ კომპიუტ...   Dec 11 2008, 05:31 PM
Iona   მიდის მსჯელობა ხა...   Dec 11 2008, 05:54 PM
KAIROS   არც ის მითქვამ მეგ...   Dec 11 2008, 06:13 PM
Iona   კაცო ეს ტელევიზორ...   Dec 11 2008, 06:34 PM
Iona   მეც დაახლოებით მა...   Dec 11 2008, 06:56 PM
ართი ვარდი   მეც დაახლოებით მა...   Dec 11 2008, 07:04 PM
KAIROS   გითხრეს შენ, რომ თუ...   Dec 12 2008, 04:51 AM
ნაინა   ესე თუ ვიმჯელებთ ტ...   Dec 12 2008, 06:27 AM
ლეონტი   იმ დღეს საპატრიარქ...   Dec 12 2008, 10:22 AM
Iona   აბა ჰე ! :) :) რაც დამ...   Dec 12 2008, 11:01 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი