ღვაწლის აუცილებლობა, რისთვისაა საჭირო ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვაწლის აუცილებლობა, რისთვისაა საჭირო ღვაწლი |
ninca |
Jun 12 2008, 11:21 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
ჩემი საყვარელი ოპტინელი ახალმოწამე მამა ვასილის დღიურში ასეთ სიტყვებს წავაწყდი:" Милость Божия дается даром, но мы должны принести Господу все что имеем."
ასეთი კითხვა დამებადა: თუ ღმრთის წყალობა საჩუქარივით გვეძლევა, მაშ, რა საჭიროა ღვაწლი, რატომაა იგი აუცილებელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? |
orthodox-georgia |
Jun 12 2008, 11:52 PM
პოსტი
#2
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ჩემი საყვარელი ოპტინელი ახალმოწამე მამა ვასილის დღიურში ასეთ სიტყვებს წავაწყდი:" Милость Вожия дается даром, но мы должны принести Господу все что имеем." ასეთი კითხვა დამებადა: თუ ღმრთის წყალობა საჩუქარივით გვეძლევა, მაშ, რა საჭიროა ღვაწლი, რატომაა იგი აუცილებელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ღვთის მადლს, რომელიც ადამიანს ნათლობისას ეძლევა შენარჩუნება და გამრავლება სჭირდება და ზუსტად ამისთვისაა ღვაწლი საჭირო. გავიხსენოთ თუნდაც იგავი ბატონზე, რომელმაც თავის მონებს ფული დაუტოვა (ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები) და წავიდა. როცა დაბრუნდა დაუძახა მონებს და ფული მოიკითხა. ორ მონას ფული "სავაჭროსა დაედო" და მოგებაც ნახეს, ხოლო მესამემ დაფლა მიწაში ბატონის ფული და შემდეგ დაუბრუნაიმდენივე, რამდენიც ჩაბარებული ქონდა. და როგორ მოექცა ბატონი? პირველი ორი დაასაჩუქრა, ხოლო მესამე საპყრობილეში ჩააგდო, რადგან მან არ იღვაწა და არ გაამრავლა ის ფული. ანუ ყველა ადამიანს აქვს მადლი და მან თავისი ღვაწლით უნდა გაამრავლოს იგი პ.ს. ცოტა არეულად კი ვილაპარაკე, მაგრამ არაუშავს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
.:Lela:. |
Jun 13 2008, 06:38 PM
პოსტი
#3
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
ჩემი საყვარელი ოპტინელი ახალმოწამე მამა ვასილის დღიურში ასეთ სიტყვებს წავაწყდი:" Милость Вожия дается даром, но мы должны принести Господу все что имеем." ასეთი კითხვა დამებადა: თუ ღმრთის წყალობა საჩუქარივით გვეძლევა, მაშ, რა საჭიროა ღვაწლი, რატომაა იგი აუცილებელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? გავიხსენებ ადამის და ევას შექმნის მომენტს: პირველი კაცი ღმერთმა შექმნა სრულის ბუნებით.ამ ბუნებაში ჩდილიც კი არ იყო ცოდვისა,მაგრამ სისრულე პირველი კაცის ბუნებისა არ ნიშნავს მის სულიერ სისრულეს. კაცს საკუთარი თვით-მოქმედებით უნდა განევითარებინა და განემტკიცებინა თავისი ძალა და ის მადლი რომელიც მიეცა ღმერთმა უბრალოდ გვაჩუქა წყალობა და დღესაც გვჩუქნის,მთავარია მისი შენარჩუნება ,ამისთვის კი საჭიროა ღვაწლი -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
sandro40 |
Jun 13 2008, 06:42 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მე როგორც ვხვდები ძალიან ბევრ ადამიანს ყველაფერ მზარ მზარეული სურს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს ამ სამყაროში არ იყოს ბოროტება, არ იყოს საცდური, არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებოდეს ადამიანს მიზნის მისაღწევად და რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, მხოლოდ წინააღმდეგობების გადალახვის და თუნდაც ტკივილის და ნებისყოფის დაძაბვის შედეგად ხდება ადამიანი პიროვნება და თუნდაც ბედნიერი რომ რაღაცას მიაღწია.
ასევე არ სურთ რომ ადამიანს ქონდეს თავისუფალი ნება, ყველა კეთილი და თვინიერი იყოს, სწორ გზაზე იაროს რომ მოსახვევებმა არ დააბრკოლოს მათი წინსვლა, არაა ეგრე და არცაა საჭირო, ადამიანი სიამოვნებისთვის არაა გაჩენილი და რა მნიშვნელობა აქვს რა სახის სიამოვნება იქნება ეგ, ხოციელი თუ ფშვინვიერი |
ლილიანა |
Jun 13 2008, 07:00 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ღვაწლი გულს ამდაბლებს უფალი კი " განწმენდილი გულის საშუალებით შემოდის ჩვენში უხილავად " წერს ღირსი იოანე სინელი
"ნეტარია იგი , ვინც ცდილობს , ისე მოიმადლიეროს უფალი , როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე " უფლის მოსამადლიერებელ გზად რა გვეჩვენება ? ისევ და ისევ ღვაწლი რომელიც ყოველ ადამიანს ინდივიდიუალად ეძლევა უფლისგან . " უფლის ჯვარი მთელი საქრისტიანოს დიდებაა: ყოველი ჩვენგანი კი თავისი ჯვრით იდიდება . უფლის ჯვარით მთელი კაცობრიობის გამოხსნა აღსრულდება , ხოლო თითოეული ჩვენგანი თავისი ჯვრით ცხონდება . სწორედ ამას გულისხმობს უფალი , როცა ამბობს : ვისაც ცხონება სურს " აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე " " წმინდა თეოფანე დაყუდებული "გულს უფალი ცვლის , მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა ვაიძულოთ თავს და უკანასკნელ შემთხვევაში , ჩვენში ღვთის მაცხოვნებელი მადლის ქმედებას მაინც არ შევუქმნად დაბრკოლება " ღვაწლი - თავის იძულება მე ესე მგონია .ზემოთ მოყვანილი ფრაზა კი თეოფანე დაყუდებულს ეკუთვნის -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
lingvo |
Jun 13 2008, 07:51 PM
პოსტი
#6
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
"ურთიერთის ჯვარი იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი","სასუფეველი ღმრთისა იიძულების" ერთ წმიდა მამას აქვს ნათქვამი როგორც მახსოვს, სარწმუნოება ღვაწლის გარეშე მკვდარიაო. ღვაწლის გარეშე ვერ ვცხონდებით. ყოველივე ის რასაც მართლმადიდებლობა გვასწავლის საქმით, სათნოებებით, ღვაწლით უნდა აღვასრულოთ. ღვაწლის გარეშე სულიერ კიბეზე ვერ ავალთ. ერთადერთი რაც ამა სოფლიდან გაგვყვება ჩვენი კეთილი საქმეები და ღვაწლია. ასე, რომ სულის ცხონებისთვის ყველა უნდა ვიღვწოდეთ
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
sandro40 |
Jun 13 2008, 08:00 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
ღმერთი უღირს ადამიანს ვერ გადაარჩენს, უღირსი კი თუკი მოსურვებს ღმერთის წყალობით გადარჩება
|
ninca |
Jun 13 2008, 10:36 PM
პოსტი
#8
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
აი, როგორ ამიხსნა მამა ანდრიამ:
როცა გარეთ მზეა, შენ კი ოთახში ხარ,რასაკვირველია, ნაკლებად გრძნობ სითბოს და გინდა გარეთ გახვიდე, დადგე მზეზე, გათბე . თუ არ გახვალ, ცხადია, ვერ გათბები. ღვაწლით ვავლენთ, თუ როგორ გვიყვარს ღმერთი, რომელიც ყველას წყალობს. წყალობა ღმრთისა მზის სხივებივით მოდის, მაგრამ ჩვენი ვნებები, ცოდვები ხელს უშლის, მან რომ ჩვენში შემოაღწიოს. თითქოს კვერცხის ნაჭუჭში ვსხედვართ და ეს ვნებები საფარივითაა, ბარიერია, კედელი. ღვაწლის გზით ვცდილობთ გავარღვიოთ ეს საფარი, მოვიშოროთ ნაჭუჭი ვნებებისა, რომელიც არ უშვებს ჩვენს სულში მადლს. ღვაწლის გზით ვავლენთ ჩვენს ნდობას უფლის მიმართ. ნდობაში კი - ჩვენს სარწმუნოებას. იმას ვიბრუნებთ, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს. წიწილასავით ვიჩეკებით.. |
ninca |
Jun 13 2008, 11:18 PM
პოსტი
#9
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
რატომაა, რომ ახალმოქცეული მეტი მოშურნეობით მოღვაწეობს და მერე კი "გრილდება". ალბათ, იშვიათია, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებს სიმხურვალეს. თქვენ როგორა ხართ ? გავიხსენოთ რა წერია აპოკალიფსში:"ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა ტფილი. ჯერ იყო რაჲთამცა ანუ გრილი იყავ ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელთბილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი, მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა." მწარე სიმართლეა, არა? თუმცა ამ ჩვენს ცოდვებითა და ვნებებით გაქვავებულ გულს ეს ხშირად არ ახსოვს. ნელთბილობისაგან თავის დაღწევის დაძალების, თვითიძულების ღვაწლი. წმ. თეოფანე გვასწავლის, რომ ჩვენი პირველი მტერი არის საკუთარი თავის სიბრალული. აქედან იღებს სათავეს ყველა სულიერი სნეულება. უნდა მოვიკვეთოთ ის, რაც ჩვენში მადლის შემოსვლას ხელს უშლის. მადლის სიტკბოება ამას მოგაწყურებს. |
neo |
Jun 13 2008, 11:39 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ღვაწლს სიყვარულის გამოხატვის ფუნქცია აკისრია, რაც შეეხება ნელთბილობას, რა თქმა უნდა ახალმოსულები უფრო მოშურნეები არიან, = ბუნებრივია, მათთვის ახალია ყველაფერი და სიახლე ყოველთვის ავსებს ადამიანს თავისტავად, ეს ყველაფერში ასეა, სპორტში, კარიერაში, ოჯახშიც კი...
იმისათვის რომ სიმხურვალე შეინარჩუნო საჭიროა მაღლა და მარლა მიდიოდე, შენელდები და გულის გაგინელდება... საქმე იმაშია რომ ჩვენ შუა გზაში ვიჭედებიტ ხოლმე... მტავარი პრობლემა კი იმაშია რომ სულიერი საზომი არა გვაქვს, ვილოცებ 5 წთ თუ ერთი საათი რა განსხვავებაა ? ზოგადად შეიძლება მოყვე რაღაცეები მაგრამ სედეგებში კონკრეტულად რა სხვაობაა ვერ ხვდები... ამიტომ 1000 ჯერ რომ ილოცებ ერთი საათი და არაფერი შეიცვლება შემდეგ ნელდები... ქვეცნობიერად აკეტებ იმას რაც აუცილებელია და არა იმას რაც შეგიძლია, რადგან ამ ორს შორის მკაფიო სხვაობას ვერ ხედავ... და რწმენაც არ გყოფნის... ვეგუებით მიმდინარე მდგომარეობას, და ჩვენში ფესვევს იდგავს უძრაობის რწმენა, რწმენა იმისა რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ ისევ ისეთები დავრჩებით როგორებიც ვართ... ეს საშინელი მდგომარეობაა, რომელსაც ვერ აღვიქვავთ... ახალი მისული რომ ვიყავი ჩემი თითოეული ახსარება მთელი ტავგადასავალი იყო, ენას ძლივს ვატრიალებდი, ახლა კიდევ არსარების ცაბარებისას მერიმება კიდევაც... აი რა სხვაობაა ახალსა და ძველს შორის... -------------------- www.cordesign.ge
|
ninca |
Jun 13 2008, 11:39 PM
პოსტი
#11
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
ღვაწლს გადამდები ზემოქმედება გააჩნია, არა?
|
neo |
Jun 13 2008, 11:43 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ღვაწლს გადამდები ზემოქმედება გააჩნია, არა? ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო... ყველაფერს გააჩნია გადამდები ზემოქმედება... -------------------- www.cordesign.ge
|
lingvo |
Jun 13 2008, 11:51 PM
პოსტი
#13
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თავიდან დიდი სიმხურვალეა, როდესაც იწყებ ეკლესიურ ცხოვრებას, შემდეგ კი ნელდება. თავდაპირველი სიმხურვალე უფლის მადლია. შემდგომ კი ჩვენი ღვაწლით უნდა მოვიპოვოთ ისევ სიმხურვალე. ჩემი აზრით ღვაწლს, როგორც კეთილს საქმეს გადამდები მნიშვნელობა გააჩნია.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ninca |
Jun 14 2008, 12:23 AM
პოსტი
#14
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
neo
თავდაპირველად , მართალია, უფრო მხურვალე ხარ. მერე ღმერთი "ხელს გიშვებს, ",ასე ვთქვათ და გაკვირდება, როგორ გაივლი. შენც აძალებ, რომ არ დაეცე და მისკენ იარო. თავს აიძულებ, იყო თავგანწირული, რამეთუ მან ჩვენთვის თავი გასწირა და გიყვარს. უბრალო მაგალითი ავიღოთ, შეყვარებულს ხუთი წუთი რომ ესაუბრო მარტოოდენ, დაგაკმაყოფილებს? აბა რატომ გვჭირს ასე, როცა ღმერთს ვესაუბრებით. ნუთუ ის არ გვიყვარს? მამა იოსებ ათონელს აქვს ასეთი სიტყვები. ხშირად ვიმეორებ: "Удостой меня, Господи, возлюбить Тебя, как меня возлюбил Ты!" რაც შეეხება აღსარებას, თავდაპირველად მოვიშორებთ მძიმე შეცოდებებს,გვგონია, მთავარი საქმე გავაკეთეთ, სინამდვილეში მტავარი აწი იწყება, ეს არის რთული პერიოდი– გულის სიღრმეების მიმოხილვა და იმის კონტროლი, თუ რა გამოდის იქიდან. რა შედის.. აქ ნახავ ჯოჯოხეთს და მერე როგორ გაგეცინება.. ღმერთმა გაგაძლიეროს! |
ლილიანა |
Jun 14 2008, 09:59 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ციტატა და ჩვენში ფესვევს იდგავს უძრაობის რწმენა "სადაც არ არის გონებისმიერი ბრძოლა , იქ , უკეთეს შემთხვევაში , არის მხოლოდ რიტუალიზმი " ჩვენი პრობლემაც ეგ არის რატო არ გვაქვ სულიერი საზომი იმიტომ რო არ ვიცით როგორ გამოვიძიოთ თავი ? ! " თავი მოზღუდეთ გარეგანი შეგრძნებებისგან , გონების თვალი მიაპყარით თქვენს შინაგან ადამიანს და იხილეთ - რა არის მასში " (თეოფანე დაყუდებული ). მიუხედავად ამის გეთანხმები რო ადამიანები ვკითხულობთ ვიღწვით ერთი შეხედვით ვეზიარებით სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს მაგრამ ძალიან იშვიათად და ერთეულებში თუ იღვიძებეს სულიერი ცხოვრებაში წვდომის სურვილი ეს იმიტომ რომ " კიდე უფრო ყურადღებით თუ ჩაუკვირდებით თავს და თქვენს გონებაში მღელვარების ფონზე შენიშნავთ , რომ თქვენს ნებას საკუათარი ცხოვრების მოწყობისათვის დაუცრომელი ზრუნვა იპყრობს " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
neo |
Jun 14 2008, 07:09 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ეს იმიტომ რომ " კიდე უფრო ყურადღებით თუ ჩაუკვირდებით თავს და თქვენს გონებაში მღელვარების ფონზე შენიშნავთ , რომ თქვენს ნებას საკუათარი ცხოვრების მოწყობისათვის დაუცრომელი ზრუნვა იპყრობს " ეს ჩემთვის ყოველტვის მეორეხარისხოვანი იყო... ციტატა აბა რატომ გვჭირს ასე, როცა ღმერთს ვესაუბრებით. ნუთუ ის არ გვიყვარს? საერთოდ არ მიჭირს, სხვისი დაწერილი ლოცვების კითხვა მეზარება თორემ, უფალტან სულ ვსაუბრო როცა მარტო ვარ... ხან რცევას ვეკითხები და პატიებას ვითხოვ... ყველა ასე ვართ... -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Jun 14 2008, 07:20 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა აქ ნახავ ჯოჯოხეთს და მერე როგორ გაგეცინება.. ჯოჯოხეთი რომ ვნახე მაგიტომ მეცინება ზუსტად, ჩემი გულის გაწმენდა ჩემ ძალებს იმდენად აღემატება ამაზე სერიოზული მუშაობა არც ღირს... სასაცილოა მე მის გაწმენდაზე ვმუშაობდე... ისევ ღმერთი თუ რამეს მიშველის... ან კიდევ მონასტერში უნდა წავიდე... როცა მიზანი პრაქტიკულად მიუღწევადია მასზე არავინ ფიქრობს სერიოზულად... სწორედ ამიტომ კმაყოფილდებიან ადამიანები თავიანთი სულიერი მდგომარეობით, - და გადის წლები და არაფერი იცვლება... საშინელებაა ერის კაცისათვის გამოსავალი ,,ღვაწლია"... ამიტომ არის ,,ოჯახის შექმნა" მნიშვნელოვანი, რომ ისწავლო საკუთარი ტავის დავიწყება და სხვა ადამიანებისათვის ცხოვრება... ,,უანგარო ღვაძლისათვის" ადამიანები მადლობით, ანუ მადლით ჯილდოვდებიან, მადლს კი მოაქვს სულის გაწმენდა... ერთი ღვთისმეტყველი ამბობდა, ეპისკოპოსის შვილს ფეხი მოტყდაო და ეპისკოპოსმა თქვა სანამ არ მოურჩება ხორცს არ შევჭამო... რა საინტერესო მომენტია... რა შუაშია აქ ფეხის მორჩენა და ხორცის ჭამა ? ღვაწლში, საკუთარი ტავისათვის მოკლებაში, და საკუთარი ნების დათმობის საფუძველზე სხვის დახმარებაში... სერაფიმე საროველი ამბობდა იცხოვრე ისე როგორც საჭიროა და შენს ირგვლივ ატასეულები ცხონდებიანო... რატომ ? იმიტომ რომ იქნები მადლშემოსილი და მადლშემოსილის ლოცვას დიდი პრაქტიკული ცვლილებების მოხდენა შეუძლია... ვცადოთ, გავწიოთ ისეთი ღვაწლი, რომელიც უანგარო იქნება, ისეთი რომლის შესახებ მარტო ჩვენ და ღმერთს გვეცოდინება და შემდეგ ვთხოვოთ სხვა ადამიანისათვის ჯანმრთელობა... ვცადოთ და ვნახავთ შედეგებს... ვნახავთ რა შეუძლია სიყვარულის კანონს -------------------- www.cordesign.ge
|
xornabujeli |
Jun 14 2008, 07:46 PM
პოსტი
#18
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ჩემი საყვარელი ოპტინელი ახალმოწამე მამა ვასილის დღიურში ასეთ სიტყვებს წავაწყდი:" Милость Божия дается даром, но мы должны принести Господу все что имеем." ასეთი კითხვა დამებადა: თუ ღმრთის წყალობა საჩუქარივით გვეძლევა, მაშ, რა საჭიროა ღვაწლი, რატომაა იგი აუცილებელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ღმრთის წყალობით სულიერი ტალანტები,ანუ ნიჭები ყველას ეძლევა,ზოგს მეტი,ზოგსაც ნაკლები,მაგრამ მერე უნდა გაამრავლო ეს ნიჭები პირადი ლოცვით,ღვაწლით,თორემ რაც მოგვეცა იმასაც დავკარგავთ,როგორც ამას სახარებიდან გვასწავლის ეს იგავი: „რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (მათ. 13,12). -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
lingvo |
Jun 14 2008, 10:46 PM
პოსტი
#19
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ჯოჯოხეთი რომ ვნახე მაგიტომ მეცინება ზუსტად, ჩემი გულის გაწმენდა ჩემ ძალებს იმდენად აღემატება ამაზე სერიოზული მუშაობა არც ღირს... სასაცილოა მე მის გაწმენდაზე ვმუშაობდე... ისევ ღმერთი თუ რამეს მიშველის... ან კიდევ მონასტერში უნდა წავიდე... როცა მიზანი პრაქტიკულად მიუღწევადია მასზე არავინ ფიქრობს სერიოზულად... სწორედ ამიტომ კმაყოფილდებიან ადამიანები თავიანთი სულიერი მდგომარეობით, - და გადის წლები და არაფერი იცვლება... საშინელებაა neo უფლის სასოება და იმედი მუდამ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ღვაწლი არ არის გულის განწმენდაზე მუშაობა? ეს ცხოვრება ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის განწმენდისთვის ბრძოლა. შეიძლება ვერ განვიწმიდოთ გული, მაგრამ უფალი ჩვენ ალალ მცდელობას და ღვაწლს იწირავს. მე ასე ვფიქრობ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ninca |
Jun 17 2008, 04:45 PM
პოსტი
#20
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
უფალს ჩვენი მხრიდან მონდომება უნდა დავანახოთ
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი