თანამედროვე ათონელი მამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე ათონელი მამები |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 17 2007, 11:47 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
აქ დავწერეოთ იმ ათონელ მამებზე რომლებიც მოღვაწეობდნენ ბოლო მე20,მე19 და აშ საუკუნეებში.საინტერესო ამბები მათი ცხოვრებიდან მათი სწავლებანი და აშ.
|
მნათე |
Feb 17 2007, 11:49 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მე მაქვს წიგნი XIX საუკუნის მამებზე..... საოცარია
რატომღაც ახალი მამები გაცილებით პრაქტიკულნი არიან ჩემთვის... ალბათ იმიტომ რომ გაცილებით კონკრეტულად უმკლავდებიან თანამედროვე პრობლემებს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 17 2007, 11:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ბერი იოსებ ათონელი ისიქასტი ჩემი საყვარელი ათონელი მამა გარდაიცვალა 19?? წელში მისი ცხოვრება გასაოცარია და და გავიხსენებ მომენტებს მისი ცხოვრებიდან |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 12:25 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ბერი არსენი ათონელი ისიხასტი ამ სურათზე იგი 100 წლისაა და არის ერთერთი მონასტრის წინამღძვარი.მას ცხოვრებაში წამალი არ დაულევია.მამა არსენი იყო მამა იოსების სულიერი შვილი მოწაფე
ისევ მამა არსენი |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 12:43 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მამა პაისი ათონელი ასევე ჩემი საყვარელი ათონელი მამა ეხლა კი გავიხსენებ მომენტებს ბერი იოსებ და არსენ ათონელის ცხოვრებიდან (მათზე წერია წიგნში მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება მემგონი ასე ქვია იმ წიგნს) |
თათი87 |
Feb 18 2007, 12:51 AM
პოსტი
#6
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
რა სათნო სახე აქვს მამა პაისის
-------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 12:57 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როდესაც მამა იოსებმა გადაწყვიტა ბერობა იგი გაემგზავრა ათონის მთაზე.ამასთან როგორც მამა იოსები ამბობს იგი უკვე ერში ფარულად მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა იგი ორ დღეში ერთხელ ჭამდა და ეგეთი აღთქმა დადო უფლის წინაშე რომ როცა ბერი გახდებოდა 7დღეში ერთხელ შეჭამდა საჭმელს როგორც ძველი წმინდა მამები.როდესაც იგი ჩავიდა ათონზე მან დაიწყო ასეთი მკაცრი მოღვაწის ძებნა ვისაც დაემოწაფებოდა მაგრამ ასეთი მოღვაწე ვერ იპოვა იქ ყველა დღეში ერთხელ ჭამდა და ბოლოს ერთ ბერს დაემოწაფა.მიუხედავად ყველაფრისა იგი ეძებდა მამებს რომლებიც განმარტოებით ცხოვრობდნენ რათა მათგან მიეღო სულიერი სარგებელი და როგორც იგი წერს 2 წლის მანძლზე მთელი ათონი შემოვიარე და ერთი გამოქვაბული და ჯურღმულიც კი არ დამრჩენია უნახავი და ამ პერიოდში მან ბევრი დიდი მოღვაწე ბერი იპოვა.
|
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 01:17 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ბერი იოსები თავის წერილებში სულიერი შვილებისადმი ყვება ამ მამების ცხოვრებაზე.მე ძაან დამაინტერესა ერთი ასეთი მამის შესახებ როგორც მამა იოსები ამბობს იყო ერთი მამა მგონი რუსი უნდა ყოფილიყოვო იგი მოღვაწეობდა მთის წვერზე არა გამოქვაბულში და წლების მანძილზე წვიმაში, ქარში,და იმ სიცივეში ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ბარში საჭირო საზდელს შეაგროვებდა და ისევ 10 წელი აღარ ჩამოდიოდა.ასე გრძელდებოდა უკვე 6 ათეული წელი და თურმე მეხს იმდენჯერ დაერტყა იმ ბერისთვის რომ ტანსაცმელი სულ დანახშირებული ეცვაო მაგრამ მაინც ცოცხალი იყო.მასზე მეტს არაფერს ამბობს მამა იოსები.ნეტა ვინ იყო აშკარაა რომ დიდი წმინდანი გამხდარიყო ვფიქრობ სილუან ათონელი ხომ არ იყო მეთქი ეს ისე ძაან დამაინტერესა ნეტა ვინ იყო მეთქი ის ბერი.
ასევე ახსენებს ერთ ბერს რომელიც ცალკე განმარტოებით ცხოვრობდა და ყოველდღე მარტო ატარებდა წირვას და ყოველდღე ეზიარებოდა არასდროს ცუდად არ გამხდარა და მეც ხშირად ვესწრებოდი მისწირვას 4 საათს გრძელდებოდაო და ასე წირვას ატარებდა მარტო დაახლოებით 60 წელი მაინც ყოველდღე და ასე ცხოვრობდა ის ბერი |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 01:33 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ეხლა გავიხსენებ მომენტს ბერი იოსებ და არსენის ცხოვრებიდან.ათონის მთაზე გავრცელებული არის თქმულება უხილავი მოსაგრეების შესახებ განსაკუთრებული წმიდა მკაცრი მოღვაწე მამები რომლებიც იდუმალად მოღვაწეობენ და არავინ არ იცის ვინ არიან ისინი მხოლოდ ისინი ცნობენ ერთმანეთს და როცა რომელიმე აღესრულებოდა მის შემცვლელად გამოირჩევდნენ სხვას საიდუმლოდ როგორც ცნობილია ერთერთი მათგანი სილუან ათონელი იყო.სხვები არ ვიცი.და 10 უნდა იყვნენ მგონი.
მოკლედ ერთხელ ცივ ზამთრიან დღეს ბერმა თოვლზე შენიშნა შიშველი ფეხის ნაფეხურები და ზარებს შემოჰკრა და მთელი მონასტრის საძმო შეკრიბა და მათ თქვეს აქ უხილავ მოსაგრეებს გაუვლიათო და გაჰყვნენ ამ ნაკვალევს რომელმაც მიიყვანა ისინი მამა იოსებისა და არსენის კელიამდე.მონასტრის საძმო პირზე დაადგა ეხლავე გვითხარით სად წავიდნენ ის უხილავი მოსაგრეებიო რადგანაც ისინი თვლიდნენ რომ ეს ორი ხიბლში მყოFი გამოჩერჩეტებული მოხუციაო და ვერ დაიჯერესე რომ მათი ნაკვალევი იყო და გაბრაზებულები წამოვიდნენ.მამა იოსებს და არსენს კი სიღარიბისგან ჩუსტებიც არ ჰქონდათ და ფეხშიშველები დადიოდნენ არადა ისე ციოდა რომ ჩვეულებრივ ადამიანს რომ გაევლო ფეხშიშველა იმ წუთში გაეყინებოდა ფეხები მაგრამ მათ უკვე დაძლეული ჰქონდათ ბუნების კანონები |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 02:32 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ერთხელ როცა მამა იოსები მოძღვრისა და სულიერი სარგებლის ძიების გამო დადიოდა ათონის გამოქვაბულებში მას ჩაეძინდა და მან ასეთი ხილვა ნახა (მას უნდოდა მკაცრი ბერული ცხოვებით ეცხოვრა)მას ეჩვენა ანგელოზი და უთხრა რახან შენ ასეთი მკაცრი ცხოვრებით გინდა იცხოვრო მაშინ დაგაყენებ პირველთა რიგებში და მამა იოსებმა დაინახა ორი ბანაკი ანგელოზთა ჯარისა კეთილი და ბოროტი ანგელოზებისა და ანგელოზმა წაიყვანა და დააყენა იმ ბოროტი ანგელოზების ჯარის ყველაზე მძვინვარე ანგელოზებთან და უთხრა გინდა შეება მათო და მამა იოსებმაც უთხრა კიო და ასე გამოეღვიძა.როდესაც გამომეღვიძა ვიფიქრე ნეტა ასეთი რა ბრძოლები და განსაცდელები უნდა დამტყდეს თავსო და იმავე დღეს დაეწყო ბრძოლები იმ ბოროტ ანგელოზებთან და როგორ ებრძოდა მათ მამა იოსები და რაღვაწლი იტვირთა წლების მანძილზე ეს ჯობია თუ დაგაინტერესებთ წიგნში წაიკითხოთ.თავიდან წიგნს აწერია რომ ის განსაცდელები და ბრძოლები რაც მამა იოსებმა გადაიტანა მის წაკითხვასაც გამბედაობა უნდაო და მე გამიკვირდა ასეთი რა უნდა ეწეროს მეთქი და მართლაც გავოცდი ასეთი მკაცრი ცხოვრების წესით როგორითაც მამა იოსებმა იცხოვრა.
|
G_I_O_R_G_I_ |
Feb 18 2007, 02:57 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
და ბოლოს როცა მან დაამარცხა ეს ვნებები და ბოროტი ანგელოზები.გასაოცარია მისი წერილები სულიერი შვილებისადმი როგორი სიყვარული და სიბრძნეა მათში ყოფილა მომენტები მის ცხოვრებაში რომ 40 დღე საერთოდ არ უჭამია საჭმელი და ყოველ ღამეს მძვიძარებასა და ლოცვაში ატარებდა ბოლოს კი ისიქასტობისა და დაყუდების ღვაწლიც იტვირთა.იგი მონასტრიდან მოშორებით ცხოვრობდა რამდენიმე სულიერ შვილთან და მონასტრის საძმოს იგი ხიბლში მყოფი გზა აცდენილი ბერი ეგონათ.
ერთხელ მამა იოსები და მამა არსენი მონასტერში ჩავიდნენ რათა წირვას დასწრებოდნენ და ზიარება მიეღოთ ხოლო წირვის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი ისინი კი გამოყარეს რადგანაც დახეული ტანსაცმელი ეცვათ და ასე უთხრეს თქვენ ვინღამ დაგპატიჟათო და როცა ისინი მოდიოდნენ ერთ ბერს შეეცოდა ისინი ჩუმად შეიპატიჟა თავის კელიაში.რაიცოდა რამხელა სიკეთე გააკეთა ასეთ წმინდა ხალხს რომ უმასპინძლა.შეიძლება იცოდა კიდევაც.მამა იოსებს მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი და იგი წერილებს იღებდა ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან ასევე ჰქონდა კურნების ნიჭი და ბევრი განკურნა. ჩემ ენაზე დავწერე და მთლად დალაგებულად ვერ გადმოვეცი აზრები ისე ჯობია წიგნი წაიკითხოთ მათზე თუარ წაგიკითხიათ იქ კარგად წერია ყველაფერი და ბევრი სულისთვის სასარგებლოს იპოვით მე ერთხელ წავიკითხე და კიდე უნდა წავიკითხო თორემ ერთ წაკითხვაში გაიგო ყველაფერი მასეთი წიგნიც არაა. |
G_I_O_R_G_I_ |
Mar 23 2007, 03:12 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ადრე მეგონა რომ დიდი წმინდანები მარტო ადრეულ საუკუნეებსი იყვნენ მაგრამ ეხლა რომ ვეცნობი ამ მამების ცხოვრებას განცვიფრებაში მოვდივარ რომ ეხლაც არსებობენ არანაკლებ დიდი წმინდა მამები და რომ ვკითხულობ შემზარავს ხოლმე რეებს უძლებდნენ და რეებს ითმენდნე.
ეხლა წავიკითხე პირველად მამა გიორგი-ჰაძის ცხოვრება 1809-1886წწ.მისმა ერთერთმა გამორჩეულმა მოწაფემ კი 106 წელი იცხოვრა აქედან 88წელი ათონზე,როგორც მამაარსენი ასწელს ზევით მიიცვალა. http://www.orthodoxy.ge/ აქ წაიკითხეთ მამა ჰაჯი-გიორგის ცხოვრება თუ არ დაგეზარებათ ცოტა ვრცლათ წერია მაგრამ მარხვაში კარგია მათიცხოვრების კითხვა ჩვენც მათი ცხოვრების შემყურე ცოტა ძალები გვემატება განსაცდელების დასაძლევათ. |
შოთა |
Mar 23 2007, 03:22 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
solomony
კაკრას ახლა ვკითხულობდი მაგას.. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ლილიანა |
Mar 23 2007, 10:47 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
solomony
დიდი მადლობა ამ საოცარი ამებების მოყოლისთვის ! იხარე ! ოღონს მადლობას გეტყვი თუ მიმთეთებ რომელი ლიტერატურა შევიძინო სადაც აღწერილია მამების ცხოვრება -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
mariami-k |
Mar 23 2007, 10:58 AM
პოსტი
#15
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ლილიანა
ციტატა მადლობას გეტყვი თუ მიმთეთებ რომელი ლიტერატურა შევიძინო სადაც აღწერილია მამების ცხოვრება მართალია ეს კითხვა მე არ მეხება, მაგრამ გეთყვი რომ ძალიან კარგი წიგნია იოსებ ათონელის "მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება". ეს წიგნი არ არის მხოლოდ მონაზვნებისთვის, იგი ერის აადამიანებსაც შეუძლიათ წაიკითხონ. ამ წიგნში არის წერილები, რომლებსაც ბერი იოსები წერს საკუთარ სულიერ შვილებს. ამ წერილებში იგი დარიგებებს აძლევს საკუთარი გამოცდილებიდან. ამ წიგნის დასაწყისში არის მისი ცხოვრებაც. წერილებიდან კი უფრო კარგად დაინახავ თუ ვინ იყო მამა იოსებ ათინელი. ძალიან საინტერესოა. ამ წიგნის წაკითხვით ძალიან ბევრი რამ ვისწავლი და იმედი მაქვს რომ თქვენც გამოგადგებათ ცხოვრებაში. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ლილიანა |
Mar 23 2007, 10:59 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
mariami-k
დიდი მადლობა მარიამ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
G_I_O_R_G_I_ |
Mar 23 2007, 01:34 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ლილიანა
ციტატა იოსებ ათონელის "მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება მე ეს წიგნი წავიკითხე და რაც ზევით დავწერე ყველაფერი იქ წერია ისე კი ათონელ მამებზე კიდე რმდენიმე ახალი წიგნი ვნახე და მინდა სევიძინო და წავიკითხო დიდ მაღაზიებსი ყველგანაა ეს წიგნები. |
mariami-k |
Mar 24 2007, 01:50 PM
პოსტი
#18
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ქავთარაძე |
Mar 24 2007, 02:28 PM
პოსტი
#19
|
დაურეგისტრირებელი |
დღესდღეისობით ცოტა არეულობაა იქ, ბერებს შორის შეუთანხმებლობაა. უფლის წყალობით დაწყნარდება სიტუაცია.
|
mariami-k |
Mar 24 2007, 02:31 PM
პოსტი
#20
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ქავთარაძე
ასეთი რამ თითქმის ყველა მონასტერში ხდება. აუცილებლად მოგვარდება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი