IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

108 გვერდი V « < 106 107 108  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 19 2018, 10:32 AM
პოსტი #2141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,761
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- დედაო, უძღები შვილი ყველა ადამიანის რეალური სახეა?

- უძღები შვილი მართლაც ყოველი ადამიანის სახეა, განსაკუთრებით კი მონაზვნისა. მონაზვნობა უძღები შვილის მამის წიაღში დაბრუნებაა, აღკვეცისას იგალობება ტროპარი: "წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესრეთ უძღებებით წარვაგე ცხოვრება ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ-ვარ კაცთმოყვარებისა შენისასა, მაცხოვარ. დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ, უფალო, სინანულით გიღაღადებ: ვცოდე, მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენსა". შეიძლება ითქვას, რომ ამ ტროპარში მონაზვნის სამოქმედო პროგრამაა მოცემული.

დღეს მონასტერში კაცი მრავალნაირმა მიზეზმა შეიძლება მიიყვანოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უმთავრესად მიუთითებს ცოდვისგან გაქცევისა და საკუთარი უძლურების გამო საცდურთაგან განშორების სურვილზე. უძღები შვილის მამასთან დაბრუნების მიზეზიც ცოდვის სიმძიმე და აუტანლობა იყო ("სიყმილი ძლიერი"). გადაწყვეტილების მიღებისთანავე იგი განეშორა "შორსა სოფელსა და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისასა".

მონაზვნობის მსურველთა პირველი ნაბიჯიც განშორებაა სოფლისგან: "ყოველთა, რომელთა ნებავს მონაზვნობა, ყოველნიმცა საქმე სოფლისა დაუტევებიეს და ყოველივემცა შეურაცხ-უყოფიეს, ყოველივემცა უარუყოფიეს, მორავიდოდინ მონაზვნობად, რათა კეთილი საფუძველი დადვან" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). და კიდევ, "სოფლისგან განშორების გარეშე ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს. განშორებას კი ვუწოდებ არა სხეულით გადასახლებას, არამედ ამ სოფლის საქმეებისგან განდგომას. სოფლისგან განშორების სათნოება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი გონება არ დავაკავოთ ამა ქვეყნით" (წმინდა ისააკ ასური).

სწორედ საამისო მზადყოფნას და სურვილს გამოხატავს აღსაკვეცი, როცა აღმკვეცელის შეკითხვაზე, თუ რისთვის მოსულა შევრდომით წმიდასა ამას მსხვერპლის შესაწირავსა და წმიდათა ამათ კრებულსა, პასუხობს: "მნებავს განშორებაი სოფლისგან". აქედან იწყება მონაზვნობა. აქედან დაიწყო უძღები შვილის გადარჩენის გზაც. როგორც მამები ამბობენ, ამ ღრმა შინაგანი განშორების გარეშე მონაზვნობა ძალიან რთულია. მოციქულებიც შეგვაგონებენ: "არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობაი არს ღმრთისა? აწ უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მეტად ღმერთსა აღუდგების" (იაკ. 4,4); "ნუ გიყვარან სოფელი ესე, ნუცა რაი არს სოფლისა ამის. უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მისთანა" (I ინ. 2,15).

უმრწემესმა ძემ არჩევანი გააკეთა მამასა და სოფელს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მონაზვნობის მსურველნიც არჩევანს აკეთებენ სულიერ და ხორციელ ცხოვრებას შორის და მათი პირველი ნაბიჯი, უძღები შვილის მსგავსად, ეს არის განშორება ამქვეყნიურ ამაო სიამეთაგან და მონასტრის ნავსაყუდელში თავდრეკა, მაგრამ მონაზონი ამ მომენტებზე არ ჩერდება, გარეგნული განდგომა შინაგან განშორებად უნდა იქცეს იმდენად, რომ მან უარყოს თავისი თავი და საკუთარი მეც, სძლიოს ყოველგვარ ცხოვრებისეულ მიჯაჭვულობას, ჩაკლას საკუთარი ნება, ეს "ჯოჯოხეთური თესლი", რომელიც კედელივით დგას ღმერთსა და ადამიანს შორის.

ვიდრე მამის წიაღში დაბრუნდებოდა უძღები შვილი, მოეგო თავსა თვისსა, რაც ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა სრულად თავისი დაბეჩავებული მდგომარეობა და სავალალო ყოფა, იგრძნო სიყმილი ძლიერი ანუ მასში ღმერთის არყოფნით გამოწვეული სიცარიელე. იგი შეაძრწუნა ამგვარმა ყოფამ და დაიწყო შემობრუნების პროცესი. როცა გონება საკუთარ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვან ცოდვებს დაინახავს, სწორედ მაშინ იწყება ზრუნვა სულის განათლებასა და გამოჯანსაღებაზეც, - წერს ღირსი პეტრე დამასკელი.

იმ მომენტიდან, როცა ძე მოეგო თავსა თვისსა, დაიწყო მამისკენ სავალი გზა, გზა მძიმე და იწრო, გზა სინანულისა. მონაზვნისთვისაც "სინანული ღმერთთან შერიგებაა ცოდვების შესაბამისი სიკეთის ქმნით. მონაზონი არის მჭმუნვარე სული, ძილსა და ღვიძილში სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით დამწუხრებული" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). სინანული არის ის, რისთვისაც მონაზონია მოწოდებული და მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის, მონაზვნად აყალიბებს. "ვცოდე, მამაო", - ეს სიტყვები ღმერთთან გვარიგებს.

წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "სიმდაბლე და მისგან წარმოშობილი სინანული არის ერთადერთი პირობა, რომლითაც მიიღება ქრისტე! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი ზნეობრივი მდგომარეობა, რომლითაც შესაძლებელია ქრისტეს გზაზე შედგომა და უფალთან შეთვისება! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი მსხვერპლი, რომლითაც გვაზღვევინებს და რომელსაც შეიწირავს ღმერთი ცოდვილი კაცობრიობისაგან".

მონაზვნობის და ზოგადად ადამიანის მიზანი სულიწმინდის მადლით ღმერთთან ერთობის მოპოვებაა, მაგრამ საამისოდ ჯერ აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ თავში მოიხვეჭოს მშვიდობა და სულიერ ძალთა ერთობა და მათი ღმერთის ნების მორჩილებაში მოყვანა. ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და მის ხატად და მსგავსად შექმნილ სულსაც სამი ძალა აქვს: აზროვნება, გრძნობა და ნება. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში სულის ძალთა ერთობა ერთმანეთთან და ღმერთთან მიმართებაში დაირღვა. ისინი ღმრთისაგან განდგნენ: გონება, გული, ღმერთის სიყვარულის ნაცვლად, თავმოყვარეობის ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. ნება, იმის ნაცვლად, რომ ღმერთთან ერთობისა და ურთიერთობისკენ ისწრაფოდეს, ვნებათა სამსახურში დგას.

ვიდრე სულის ეს სამი ძალა არ განიწმინდება, არ განიკურნება და სწორად არ იქნება ორიენტირებული, ადამიანი მიზანს ვერ მიაღწევს ანუ სულიწმინდის მადლს ვერ მოიხვეჭს. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, სამი ძალის ბუნებრივი მდგომარეობა იმაში მკვიდრობს, რომ გონებამ ღმერთი შეიცნოს, სურვილმა მხოლოდ ღმერთი ისურვოს და შეიყვაროს და ნებამ ღმრთის ნება აღასრულოს. "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა".

/დედა ეფემია (ჩირგაძე)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2018, 10:09 AM
პოსტი #2142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,761
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიეველ მოღვაწ