IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სამხრეთის კარიბჭე, ეპისკოპოსი ზენონი
Georg
პოსტი Nov 12 2006, 02:13 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა რათა შენ წარხვიდე და წარასვენო სახე ჩემი, და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა ჩემდა წილხვდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

ქართლის ცხოვრება


ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო!

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ,

"დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!". დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში დმანისში უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, მას აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისათვის.

ჩემი უპირველესი საფიქრალი იყო, რომ ამ უძველეს ქალაქს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეებით, თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით. აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს უკვე არჩეული და ნაკურთხი ბრძანდებით დმანისის ეპისკოპოსად. არ უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ ნაკლებობაა ქართველებისა და არ არის სათანადო პირობები, რომელიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეს. ეს არ არის პრობლემა, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში აღდგება. მთავარია, არ უნდა დაიშუროთ თქვენი გონება და ენერგია ამისათვის და ყველაფერი მოწესრიგდება. მე დარწმუებული ვარ, რომ სულ მალე, დმანისის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი.

მიიღეთ კვერთხი - სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
2003 წელი, 31 აგვისტო, სვეტიცხოველი

+ + + + + + +

ხოლო დბანისს... არს ეკლესია დიდი, უგუნბათო, კეთილშუენიერი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ტაშირისა და დბანისის ხევისა.
ვახუშტი ბაგრატიონი

აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მდებარეობს ღვთივკურთხეული, სახელგანთქმული უძველესი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული - დმანისი.

ქ. დმანისი, რომელსაც ძველი ქართული ისტორიული წყაროები მოიხსენიებენ როგორც "დბანისი", ისტორიულად ქვემო ქართლის - ანტიკური გუგარეთის(ბერძნ. გოგარენე, სომხ. გუგარქა) შემადგენელი ნაწილია და უძველეს დროში შედიოდა ჯერ გაჩიანის, შემდეგ სამშვილდის საერისთავოში. განვითარებულ შუა საუკუნეებში, დმანისი წარმოადგენს სამეფო ქალაქს. მის ზოგიერთ სანახებს ფლობდნენ სხვადასხვა დროს ბაღვაშები, ორბელები და თორელები. XV - XVI სს-ში დმანისი ლორე-ტაშირითურთ, წარმოადგენს სრულიად საბარათიანოს; XVII ს-ის პირველ ნახევარში, დმანისხევი ნაწილობრივ წარმოადგენს საბარათიანო-საიოთამიშვილოს; ამავე საუკუნის შუა წლებისათვის დმანისხევში, კერძოდ, კაზრეთი-ბალიჭისა და ხრამის ხეობაში წარმოიქმნა, მცირე სათავადო - საზურაბიშვილო. XVII - XVIII სს-ში დმანისხევი და ლორე-ტაშირი საორბელიანოს დიდი სათავადოა.
(გაგრძელება იქნება)


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი