IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Feb 27 2009, 07:24 PM
პოსტი #261


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 108 – ბაია ლომსაძე – «საქართველოო ლამაზო»

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 48.

ბატონო გიორგი! მე გიორგი აბესაძე (უმცროსი) გახლავართ. როცა მამაჩემმა თქვენგან ინტერნეტით კუთხის თაროს შეკვეთა მიიღო, წერილის ქვემოთ თქვენი საიტის მისამართი ამოვიკითხე და შემდეგ კი გულწრფელად მოვიხიბლე! ეს არაჩვეულებრივად საქვეყნო საქმეა. ბევრ ჩემს მეგობარსაც ვურჩიე, რომ საიტს გასცნობოდნენ, რადგან აქ ძალიან ბევრი შეიძლება შეიძინო (არა მარტო ფერეიდანზე) და სულიერი სიმშვიდე მიიღო... პატივისცემის ნიშნად კი გიგზავნით ჩემს ერთ ლექსს – „კიდევ ერთი მიწა“:
მე არ მინახავს ქედა და ხულო, ამ ზაფხულს უნდა მოვინახულო.
ასე ყიალი დავგეგმე გუშინ, უნდა გავიცნო სვანი და თუში.
ენკენისთვეში მივაღწევ რაჭას, ჭიშკართან დავაჭაშნიკებ მაჭარს
და მერე ლოცვით დავყვები რიონს. ხვანჭკარის ძალამ რომ გადამრიოს? –
ტალღებში შევუფრინდები ენგურს, ფონად გავიფენ სიმღერას მეგრულს.
მწუხრისას, მზე რომ თავს ზღვაში ჩარგავს, ქისტივით შევიპარები ჩარგალს.
ვაჟას ლექსივით ვიხუვლებ ხევში – ჩემი პატარა წიგნებით ხელში.
საცალფეხო გზას ჩავყვები რაშით, ციციშვილებთან გადავალ ქართლში.
თურმე რამხელა ვყოფილვართ მაინც, დიდი გვქონია სიგრძე და განიც.
................................................................................................................................
საზრდელად კიდევ გვაქვს ერთი მიწა – ცა აფხაზეთის და თეთრი რიწა!!!


გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 4 2009, 07:36 PM
პოსტი #262


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 109 – ნომადი ბართაია

2006 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ირანისტებმა ნომადი ბართაიამ და ინგა კალაძემ.
ნომადი ბართაია თავის წიგნში – ”საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი” ჩანაწერების სახით მოუთხრობს მკითხველს კონგრესის საინტერესო დღეებზე.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Mar 5 2009, 12:15 AM
პოსტი #263


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



საქართველო უმრავლესობას ნანახი არცა აქვს მე მგონი ხომ?
სკაიპით დამეკონტაქტა ერთი ადამიანი რამდენიმე დღის წინ და კარგად წერდა ქართულ სიყვებს,გამიკვირდა ძალიან smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 5 2009, 07:21 AM
პოსტი #264


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქართული ლაპარაკი ყველამ იცის, მაგრამ წერა ძალიან იშვიათად! მით უმეტეს რომ გამართულად წერდა - გაგმართლებია! ხომ არ იცი ვინ იყო? შეიძლება აქ მცხოვრებია?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Mar 5 2009, 12:28 PM
პოსტი #265


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა(gugua @ Mar 5 2009, 07:21 AM) *

ქართული ლაპარაკი ყველამ იცის, მაგრამ წერა ძალიან იშვიათად! მით უმეტეს რომ გამართულად წერდა - გაგმართლებია! ხომ არ იცი ვინ იყო? შეიძლება აქ მცხოვრებია?

ირანში ვარო მითხრა smile.gif
სახელი და გვარი პმ-ში smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 5 2009, 09:23 PM
პოსტი #266


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 75 – „გოლე ლაალე ვააჟეგუნ“ – „ეფექტები“ – დაემატა სამი მოცულობითი სურათი სპეციალურად ამ საიტისათვის (ირაკლი ალავერდაშვილი);

ბანერები – ჟურნალი „ფიროსმანი“.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 6 2009, 07:39 PM
პოსტი #267


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დეიდა თამარ! მოგვიანებით გიგზავნით თქვენს ფოტოსურათებს, ჟურნალ „გზის“ იმ ნომერს, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა და ტექსტს, რაც ჩადებულია ჩემს საიტში. ამ საიტის საშუალებით მთელ მსოფლიოში გაფანტულმა ქართველობამ გაიგო თუ ვინ იყო მიხა ხელაშვილი. ძალიან ბევრი გამოხმაურებაც მომივიდა. მინდოდა პირადად მენახეთ და თვითონ გადმომეცა ეს მასალები, მაგრამ ეტყობა სანდრო ისე გამოემგზავრა, რომ ვეღარ შემატყობინა. ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ფოსტით გამოგიგზავნით.
სანდრო შანიძეს გუშინ საღამოთი შევხვდი, დამპირდა რომ მამათქვენის ხელნაწერების ელექტრონულ ვერსიებს გამომიგზავნის და რა თქმა უნდა საიტში დავამატებ. სანდრომ გადმომცა თქვენს მიერ მოქსოვილი წინდები, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა. ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ უნიკალურ წინდებს ვერ ჩავიცმევ... განა შეიძლება ძვირფას რელიკვიებს არ გავუფრთხილდე? შევინახავ და მისი შეხედვა უფრო გამათბობს, ვიდრე ჩაცმული!
დეიდა თამარ! როცა სოფელში ჩავდივარ, დედა თქვენზე მეკითხება ხოლმე, კიდევ ხომ არ გინახავს ან ხომ არ იცი როგორ არისო? მასაც ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს რომ მის შვილზე სხვა ქალბატონიც ზრუნავს.
ძალიან პატივს გცემთ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი
ღმერთს ებარებოდეთ!

www.fereidani.ge
ქვეთავი 61 – „სანდრო შანიძე – ალექსანდრე შანიძე. მიხა ხელაშვილი“.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 8 2009, 01:20 PM
პოსტი #268


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 48.

ბაბუაჩემი

ბაბუაჩემი გლეხი იყო სულით ხორცამდე,
წიგნი თუ ქონდა წანაკითხი ასე, ოცამდე.
ნაშემოდგომევს ბნელ ხევებში ნადირს ხოცავდა,
კაცი არ იყო იმ სოფელში, ვინც არ ლოცავდა.
მოთხოვდნენ წყალს და წითელ ღვინოს გამოუტანდა,
ყველა ალალი და მართალი გულით უყვარდა.
ცხოვრების გზაზე ხელმოცარულს ხელს უმართავდა,
წლები გავიდა და სიკეთის ქმნაში გათავდა.
დღეს ბევრი სნობი უკადრისობს გლეხის წოდებას,
აღარ ისმენენ სხვების რჩევას და მოწოდებას.
ალბათ დღედაღამ კითხულობენ მოდურ პოეტებს:
არჩევენ პეტეფს ბოდლერისგან, ცნობენ გოეთეს.
აქვთ ნიჭი ცუდის კარგისაგან მალე გარჩევის,
მაგრამ არა აქვთ ვაჟკაცობა ბაბუაჩემის!..

გიორგი აბესაძე (უმცროსი)

www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 110 – დავით სონღულაშვილი – „მოლაპარაკე ანბანი“.

ძვირფასო ქალბატონებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს! ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე საიტში ავტვირთო დავით სონღულაშვილის პროგრამა მასწავლებელი – «მოლაპარაკე ანბანი». ეს პროგრამა ფერეიდანში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს ერთ-ერთმა ქართველმა, მამუკა ონიკაშვილმა CD-ზე ჩაწერილი მაჩუქა, რომელსაც კომპიუტერული მომსახურეობის მაღაზია აქვს გახსნილი ფერეიდანში.
«მოლაპარაკე ანბანი» ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს თქვენს პატარებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უცხოეთში ცხოვრობს.
პროგრამის დასაყენებლად გადმოიწერეთ თქვენს კომპიუტერში "AnbanSetup", მაუსის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ მასზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთს, ფაილების განშლის შემდეგ კი შეასრულეთ პროგრამის დაყენების სტანდარტული მოთხოვნები. გისურვებთ წარმატებებს.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.



--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 8 2009, 01:44 PM
პოსტი #269


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამა წლის 11 მარტიდან 19 მარტამდე ტარდება ფერეიდნელი მხატვრის ალი ასლანიშვილის და ამერიკელი მხატვრის ერიკ ბინდერის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, პირველი შესახვევი, #31. საქპატენტის გალერეა "რაციო".
გამოფენის ოფიციალური გახსნა ოთხშაბათს, 11 მარტს 18.00 საათზე.
გთხოვთ მობძანდეთ!
გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 9 2009, 07:42 AM
პოსტი #270


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



dzvirpaso tanamemamuleno,
gtxovt mxari dauchirot saprangetis telearx TV5-is internet-potokonkursze tsardgenil davit-garejis potos. poto shemdeg misamartzea dadebuli:

www.tv5.org/TV5Site/concours-participati...urope.htm?fiche=5903

xmis misacemad potos qvemot, marjvena kutxeshi mdebare klavishi dakliket. panjris gaxsnis shemdeg tqveni archevani ok-it daadasturet.

tsinastsar madlobas gixdit mxardacheristvis.

pativiscemit,

lado mirianashvili


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 11 2009, 08:34 PM
პოსტი #271


დაურეგისტრირებელი









გაუმარჯოს ფერეიდნელ ქართველებს!
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Mar 11 2009, 09:40 PM
პოსტი #272


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



მართლაც გაუმარჯოს, მაგათ ქართველობას და სამშობლოს სიყვარულს. smile.gif

გასულ ზაფხულს ქობულეთში იყვნენ ჩამოსულები და რამოდენიმე მათგანთან მაქვს მიმოწერა, ძალიან საყვარელი და თბილი ხალხია. უყვართ ყველაფერი ქართული, ძაააალიან უყვართ...
ამ დღეებში ერთერთმა მომწერა წერილი, შევეცდები გადმოვაკოპირო

gamarjoba keso jan (misac goyvars farsolad vedyvid jan). jildoba irani da sakartvelosi naxe? sakartvelo saigo, me davyondi. chon gazabxolze yvelani movalt sakartvelos. kargad iyav.
iranchi 13 dyes mere seli seli gamiclebis da ari 1388
kesos gomarjos. sakartvelos gomarjos.

wub.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 12 2009, 07:17 AM
პოსტი #273


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



კესო, ფოტოები ან სხვა რამე ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 12 2009, 07:55 PM
პოსტი #274


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 111 – «დასავლეთი და აღმოსავლეთი»

გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები ალი ასლანიშვილი და ერიკ ბინდერი. შეიძლება გამოფენას პირობითად „დასავლეთი და აღმოსავლეთი“ ეწოდოს, რადგან ალი ასლანიშვილი ფერეიდნელი ქართველი, ხოლო ერიკ ბინდერი – ამერიკელი მხატვარია ფლორიდიდან. ორივე ხელოვანმა იმ კულტურის ტრადიცია, თვისებები, ხასიათი და დამოკიდებულება გაითავისა, რომლის წარმომადგენელიცაა.
ალი ასლანიშვილის ორი სამშობლოს „პირველქმნილი ბუნება“ ისპაჰანურ პეიზაჟებში, ზაგროსის მთებსა და საქართველოს ხედებში აისახა, ორივე სამშობლოს წიაღიდან აღმოცენდა მცხუნვარე მზითა და საამო ფერებით გაჯერებული მისი ფერწერა.
დასავლურ რაციონალურ კონკრეტიკაზეა დაფუძნებული ამერიკელი ერიკ ბინდერის საქართველოში შექმნილი ფერწერული ტილოები. მხატვრის მზერა ადამიანის ხელით შექმნილი ყოფითი საგნებისა თუ შენობა-ნაგებობებისაკენაა მიმართული. ქართული ყოველდღიურობა, ნაცნობი ნივთები, ნაცნობი ადგილები მის ნამუშევრებში ხელოვნების საუცხოო ობიექტებად იქცა და მაღალმხატვრულობა შეიძინა.
ექსპოზიცია ორი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მხატვრის კონტრასტულ ხელოვნებაზეა აგებული, თუმცა ერთ საგამოფენო სივრცეში მათი შემოქმედება დიდი სამყაროს ერთ პატარა დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიად იკითხება.

«THE WEST and THE EAST»

Painters Ali Aslanishvili and Eric Binder participate in the present exhibition. The exhibition may be conventionally dalled THE WEST AND TFE EAST, as Ali Aslanishvili is a Fereidanian Georgian, and Eric Binder – an American painter from Florida. Both artists have adopted the tradition, qualities, character and attitude of the culture the representative of which they are.
The “primeval nature” of Ali Aslanishvili`s two homelands are reflected in Isfahan landscapes, Zagros Mountains and views of Georgia. His painting, saturated with the bright sun and pleasant colours, has originated from the depths of both homelands.
The paintings by American Eric Binder, created in Georgia, are based on the western rational concreteness. The painter`s glance is directed towards the everyday objects made by human hands and buildings. In his works Georgian everyday life, familiar objects, familiar places have turnede into remarkable objects of art and acquired high artistic quality.
The exposition is based on the contrastive art of painters with two totally different vision and hand. However, in a single exhibition space their work is interpreted as one little western and eastern story of the great world.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Mar 13 2009, 12:30 AM
პოსტი #275


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



ციტატა(gugua @ Mar 12 2009, 08:17 AM) *

კესო, ფოტოები ან სხვა რამე ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?


წამეშალა სამწუხაროდ sad.gif დამპირდნენ გამოგიგზავნითო და როგორც კი მომივა მოგაწვდით (თუკი დაგაინტერესებთ smile.gif )


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 13 2009, 07:22 PM
პოსტი #276


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რა თქმა უნდა დამაინტერესებს, გადავხედავ და თქვენი სახელით საიტში დავამატებ, სხვებმაც რატომ არ უნდა ნახონ?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Mar 13 2009, 09:27 PM
პოსტი #277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
კარგი, როგორც კი მომივა მოგაწვდით აუცილებლად smile.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 13 2009, 11:31 PM
პოსტი #278


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



თუ გამოუთქვამს რომელიმე ფერეიდანელს საქართველოში სამუდამოდ საცხოვრებლად ჩამოსვლის სურვილი?


ლადო მირიანაშვილს!
ლადო,თუ შეგიძლიათ,გაგვიმეორეთ ფოტო კონკურსის საიტის მისამართი-თქწენს მიერ მითითებული არ იხსნება რატომღაც.გვსურს ხმა მივცეთ მამა დავით-გარეჯის მონასტრის ფოტოს თქვენს მიერ მითითებულს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 14 2009, 07:32 PM
პოსტი #279


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ლუკა, ზმაო, თითქმის ყველას უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა რომ ადრე ჩამოსულებიდან ზოგიერთი ისევ უკან დაბრუნდა... ისევ ჩვენი უგერგილობის გამო, მაშინ პირობებიც ცუდი იყო, თუმცა არც ახლა არის უკეთესი...

ლადოს წერილი მე მომივიდა და მერე გავავრცელე, შეიძლება ხმის მიცემა დამთავრდა?


www.fereidani.ge
ქვეთავი 110 – დავით სონღულაშვილი – „მოლაპარაკე ანბანი“. დაემატა საიდ ასპანანის კიდევ ერთი ორიგინალური (უფრო სწორად – სამინიგინალური ან ოთხიგინალური და ასე შემდეგ) ბოსტნეულის ფიგურები და „კაქტუსი“. სხვათაშორის თვითონ საიდსაც კი უკვირს თავისი მასალის ხილვა, მეუბნება – შენს ჯადოსნურ ხელს რომ მიჰკრავ-მოჰკრავ, მეც ვეღარ ვცნობ ჩემს გამოგზავნილ სიურპრიზებსო...

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 15 2009, 01:07 AM
პოსტი #280


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



მადლობა ququa-ს პასუხისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th January 2021 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი