თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ეშმაკის სახე

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 9 2007, 01:31 AM

მაინტერესებს ძალიან სადმე რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი? იქნებ ვინმემ იცოდეთ

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 9 2007, 02:01 AM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 8 2007, 09:31 PM) *

მაინტერესებს ძალიან სადმე რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი? იქნებ ვინმემ იცოდეთ


საეკლესიო გადმოცემით დემონებს (ეშმაკებს) შეუძლიათ სხვადასხვა სახეებით აცდუნონ ადამიანები, შეცდომაში, ხიბლში შეიყვანონ ისინი, აქედან გამომდინარე ძნელია იმის დადგენა თუ როგორია ეშმაკის სახე, თუმცა იმასაც ამბობენ რომ ის იმდენად საშინელი სანახავია, რომ სულიერად სუსტი ადამიანი ვერ გაუძლებს მის დანახვას, წმ. მამებს ღვთის დაშვებით სხვადასხვა სახით ეცხადებოდნენ ეშმაკები....

მე ერთ-ერთმა მამაომ მაჩვენა ფოტო, რომელიც რუსეთშია გადაღებული, ორმა კაცმა სახლში გადაიღო ფოტო, და კადრში გამორთული ტელევიზორიც მოყვა, რომ დაბეჭდეს ფოტო გამორთულ ტელევიზორზე მკვეთრად დაფიქსირდა საშინელი სახე რომელსაც ვერ ავღწერ ისეთი ბოროტული და საზარელი გამომეტყველება აქვს, ისეთი საზიზღრობა არც მინახავს...რუს ეპისკოპოსს რომ აჩვენეს ასე უთქვამს ეშმაკიაო....არ ვიცი მონტაჟია თუ რაა, მაგრამ 3 ღამე რომ ვერ ვიძინებდი მახსოვს biggrin.gif ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე იმ ფოტომ...

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 9 2007, 02:03 AM

ციტატა(ზებედე @ Jun 9 2007, 03:01 AM) *

საეკლესიო გადმოცემით დემონებს (ეშმაკებს) შეუძლიათ სხვადასხვა სახეებით აცდუნონ ადამიანები, შეცდომაში, ხიბლში შეიყვანონ ისინი, აქედან გამომდინარე ძნელია იმის დადგენა თუ როგორია ეშმაკის სახე, თუმცა იმასაც ამბობენ რომ ის იმდენად საშინელი სანახავია, რომ სულიერად სუსტი ადამიანი ვერ გაუძლებს მის დანახვას, წმ. მამებს ღვთის დაშვებით სხვადასხვა სახით ეცხადებოდნენ ეშმაკები....

მე ერთ-ერთმა მამაომ მაჩვენა ფოტო, რომელიც რუსეთშია გადაღებული, ორმა კაცმა სახლში გადაიღო ფოტო, და კადრში გამორთული ტელევიზორიც მოყვა, რომ დაბეჭდეს ფოტო გამორთულ ტელევიზორზე მკვეთრად დაფიქსირდა საშინელი სახე რომელსაც ვერ ავღწერ ისეთი ბოროტული და საზარელი გამომეტყველება აქვს, ისეთი საზიზღრობა არც მინახავს...რუს ეპისკოპოსს რომ აჩვენეს ასე უთქვამს ეშმაკიაო....არ ვიცი მონტაჟია თუ რაა, მაგრამ 3 ღამე რომ ვერ ვიძინებდი მახსოვს biggrin.gif ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე იმ ფოტომ...

ნეტა მაგ სურათს მანახებს ვინმე? sad.gif ან სად შემიძლია ვიშოვო

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 9 2007, 02:07 AM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 8 2007, 10:03 PM) *

ნეტა მაგ სურათს მანახებს ვინმე? sad.gif ან სად შემიძლია ვიშოვო


არამგონია სხვას ვინმეს ჰქონდეს, და არც გირჩევ ნახო, მეც და სხვამაც ვინანეთ რომ ვნახეთ, ვერ დავამტკიცებ რომ ის დემონი იყო, და ეშმაკის სახე ვნახეთქო, თუმცა ძალიან ცუდად რომ იმოქმედა მახსოვს...

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 9 2007, 02:20 AM

ციტატა(ზებედე @ Jun 9 2007, 03:07 AM) *

არამგონია სხვას ვინმეს ჰქონდეს, და არც გირჩევ ნახო, მეც და სხვამაც ვინანეთ რომ ვნახეთ, ვერ დავამტკიცებ რომ ის დემონი იყო, და ეშმაკის სახე ვნახეთქო, თუმცა ძალიან ცუდად რომ იმოქმედა მახსოვს...

უფრო დამაინტრიგე ბიჯო შენ tongue.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 9 2007, 02:56 AM

ბექა.შუხოშვილი†
რას ამბობ კაცო, ღმერთმა არ განახოს ეშმაკის სახე!
ხალხი მარხვა ლოცვაში თავს კედლებს ურახუნებს, ეგება უფალმა წყალობით გადმოგვხედოს და მისი ჩრდილის ერთი მემილიონედის ხილვის ღირსები გაგვხადოსო. შენ კი ეშმაკის ნახვა მინდაო გაიძახი. მაგის ყველაზე იოლი გზა ცოდვით ცხოვრებაა. გარანტირებულია მისი სახის ხილვა biggrin.gif ღმერთმა გვაშოროს ყველას...
მოგცლიათ რა...
წადით სახარება წაიკითხეთ, პატერიკი, ფსალმუნები.... რას არ გაგიგებს კაცი...

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jun 9 2007, 04:46 AM

ციტატა(დათიკო @ Jun 8 2007, 10:56 PM) *

ბექა.შუხოშვილი†
რას ამბობ კაცო, ღმერთმა არ განახოს ეშმაკის სახე!
ხალხი მარხვა ლოცვაში თავს კედლებს ურახუნებს, ეგება უფალმა წყალობით გადმოგვხედოს და მისი ჩრდილის ერთი მემილიონედის ხილვის ღირსები გაგვხადოსო. შენ კი ეშმაკის ნახვა მინდაო გაიძახი. მაგის ყველაზე იოლი გზა ცოდვით ცხოვრებაა. გარანტირებულია მისი სახის ხილვა biggrin.gif ღმერთმა გვაშოროს ყველას...
მოგცლიათ რა...
წადით სახარება წაიკითხეთ, პატერიკი, ფსალმუნები.... რას არ გაგიგებს კაცი...


გეთანხმები, სჯობს ქრისტესთან ერთობაზე და მასთან ზიარებაზე ვიფიქროთ, ვიდრე ეშმაკების დანახვის სურვილზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 9 2007, 10:31 AM

სამებაში ხო გადაუღეს შანდალს? biggrin.gif

ბექა.შუხოშვილი†
სკაიპში რო გიყენია აბა ეგ რაარი? თვით ლუციო და biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2007, 11:14 AM

ეშმაკის სახეზე ლაპარაკი იმდენად არა თეოლოგიური და არა სერიოზულია, რამდენადაც იგი სულია, ანუ რაღაც ფორმა მართალია გააჩნია, მაგრამ ამ ფორმის გამომჟღავნებას ან თავად ახდენს ან ღვთის ნებით ხდება (თუმცა ის რომ ხანდახან თავად გამოაჩენს თავისავე სახეს სხვადასხვაგვარი სახით, ესეც ღვთის დაშვებით ხდება).

1) თუკი თავად გამოაჩენს, ან შეშინება ან დაშინების მიზნით ღებულობს უზარმაზარი ძალის და ზეგავლენის მომხდენ არსების სახეს ან კი პირიქით საცდუნებლად შეიძლება მიიღოს ნებისმიერი წმიდანის და თავად უფლის სახეც კი ( მამების გადმოცემით დედაღვთისმშობლისა და ჯვრის გარდა)

2) უფლის ნებით ეშმაკის გამოჩინებაც არ უნდა გავიგოთ პირდაპირ ისე როგორც ვხედავთ ანუ ის რომ ბანჯგვლები აქვს ან ეშვები, არამედ მისი შინაგანი გახრწნილი და საზიზღარი მდგომარეობა შეიძლება უფალმა აჩვენოს ადამიანს გარეგნული სახის სიმახინჯის გზით.

ფაქტობრივად ეს ეხება ყველა სულიერ არსებას, დემონებსაც და ანგელოზებსაც, რადგან ანგელოზის ხატი მთლიანად სიმბოლოა, კერძოდ ფრთათა ქონა მის სულიერ აღმატებულებაზე და უფალთან "ფრთოვანებაში" მეტყველებს, ასევე იმას რომ ის დროს და მანძილს არ ექვემდებარება და ე.ი. "დაფრინავს," მისი სხეულიც და სახეც სიმბოლოა, კერძოდ ანგელოზების ხატი გამოიხატება ქალის სახით ( ანუ არ არსებობს წვერებიანი ანგელოზი) და კაცის სხეულით ( ანუ არ არსებობს ქალის მკერდიანი ანგელოზი); რაც მათ უსქესობაზე მიანიშნებს და ა.შ.

ასევე სიმბოლურად უნდა გავიგოთ ეშმაკის კუდი, ეშვები, სისხლიანი თვალები და ა.შ.

იხარეთ,

კაიროსი!

ციტატა
მოგცლიათ რა...
წადით სახარება წაიკითხეთ, პატერიკი, ფსალმუნები.... რას არ გაგიგებს კაცი...

აჰა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 9 2007, 11:26 AM

ციტატა
ფაქტობრივად ეს ეხება ყველა სულიერ არსებას, დემონებსაც და ანგელოზებსაც, რადგან ანგელოზის ხატი მთლიანად სიმბოლოა, კერძოდ ფრთათა ქონა მის სულიერ აღმატებულებაზე და უფალთან "ფრთოვანებაში" მეტყველებს, ასევე იმას რომ ის დროს და მანძილს არ ექვემდებარება და ე.ი. "დაფრინავს," მისი სხეულიც და სახეც სიმბოლოა, კერძოდ ანგელოზების ხატი გამოიხატება ქალის სახით ( ანუ არ არსებობს წვერებიანი ანგელოზი) და კაცის სხეულით ( ანუ არ არსებობს ქალის მკერდიანი ანგელოზი); რაც მათ უსქესობაზე მიანიშნებს და ა.შ.


ოო, ამ იკონოგრაფიულ მასალაც, ცოტა ხნის წინ გავეცანი smile.gif გარდატეხა ანგელოზთა გამოსახვაში IV-V საუკუნიდან ხდება smile.gif გრძელი ტუნიკით შემოსვა და ფრთები, უკვე ქალკედონის მერე, როცა მაცხოვრის კაცობრივი ბუნება დოგმად ჩამოყალიბდა smile.gif

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Jun 9 2007, 11:30 AM

ჩემ დას ქონდა სურათი ეშმაკი იყო სამებაში და მერე ვკითხავ და დავდებ

პ.ს. დღეს არა ხვალ. ვაცლი დაბადებისდღეს tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2007, 12:08 PM

ციტატა
ჩემ დას ქონდა სურათი ეშმაკი იყო სამებაში


შეეშვით ზღაპრებს და მიხედეთ თეოლოგიას...

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 9 2007, 12:25 PM

kairos
გაიხარე მადლობა smile.gif

ციტატა
ხალხი მარხვა ლოცვაში თავს კედლებს ურახუნებს, ეგება უფალმა წყალობით გადმოგვხედოს და მისი ჩრდილის ერთი მემილიონედის ხილვის ღირსები გაგვხადოსო. შენ კი ეშმაკის ნახვა მინდაო გაიძახი

ზოგჯერ უკუღმართობები მჭირს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jun 25 2007, 03:01 AM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 9 2007, 12:31 AM) *

მაინტერესებს ძალიან სადმე რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი? იქნებ ვინმემ იცოდეთ


ღმერთმა დაგიფაროს არ გენახოს არასოდეს ეშმაკის სახე.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 25 2007, 01:23 PM

სისულელეა ეშმაკის სახეზე ლაპარაკი
ერთ სკოლაში შეიტანა რელიგიის მასწავლებელმა და ბავშვებს აშინებდა, აი, ამასთან მოხვდებით ჯოჯოხეთში, თუ წესიერად არ იცხოვრებთო
აშკარად ცუდადაა საქმე.......

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 01:37 PM

ეშმაკს თუ სახე აქვს, მაშინ ის დედამიწაზე მკვიდრი ცხოველია biggrin.gif

ირაციონალურის რაციონალურად გამოვლინება - მრავალფეროვანი შეიძლება იყოს wink.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 25 2007, 04:01 PM

ეშმაკი არის პიროვნება, ამიტომ მას სახე გააჩნია.
ხოლო იგი ბუნებით არის ღვთის მოწინააღმდეგე, ანუ ღვთისგან განვარდნილი და ბოროტი.
ხოლო მისი , როგორც პიროვნების სახე უმსგავსობაა და უსახურობა.
რუსებს აქვთ კარგი სიტყვა: ბეზაბრაზნი, ანუ ეშმაკი უსახურია, მას ნებისმიერი სახის მიღება შეუძლია,
მაგრამ ამ დროს არსობრივად სახე არა აქვს რადგან სახიერების წყაროს მოწყვეტილია.
ანუ მისი სახე არის უსახურობა.
ხოლო არსი არარსებობა ანუ სიკვდილი.
ეხლა ვინც ამბობს რომ მისი ნახვა მინდაო, არ იცის რას ამბობს.
მისი ნახვა უმრავლესობას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, რაც როგორც ზემოთ ითქვა ღვთის დაშვებით ხდება ხოლმე.
cool.gif
ის ფოტოები და სურათები რზეც ზევით ითქვა, სიმბოლური მინიშნებებია მის უსახურობაზე და არარსობაზე.
ესე რომ სერიოზულად ნუ მიიღებთ.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 25 2007, 05:01 PM

ლეონტი

ციტატა
მას სახე გააჩნია

ციტატა
ეშმაკი უსახურია

ბოლო ბოლო აქვს სახე თუ არა? biggrin.gif


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 05:08 PM

ციტატა
ეშმაკი არის პიროვნება, ამიტომ მას სახე გააჩნია.


ამ დასკვნისას - რას ეყრდნობოდი? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 05:34 PM

ლეონტი
ერთი თვალი მწვანე უნდა ჰქონდეს და მეორე შავი

tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 25 2007, 05:43 PM



IPB-ს სურათი
[/quote]



ნუ ეი. იშით თუ მოვკვიდ ლეონტის ბრალია, ეს რა დაგიდიათ? ეს არის ეშმაკი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 06:04 PM

ციტატა
ნუ ეი. იშით თუ მოვკვიდ ლეონტის ბრალია, ეს რა დაგიდიათ? ეს არის ეშმაკი?

შიშისგან ხომ ხედავთ ასოები გამორჩა!!!....

tongue.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 25 2007, 07:35 PM

ციტატა(დათიკო @ Jun 25 2007, 05:01 PM) *

ლეონტი
ბოლო ბოლო აქვს სახე თუ არა? biggrin.gif

აქვს, და მისი სახე არის უსახურობა , ანუ მისი ყოფნა არყოფნაა,
პარადოქსია, და ძნელად გასაგები.

ციტატა(მნათე @ Jun 25 2007, 05:08 PM) *

ამ დასკვნისას - რას ეყრდნობოდი? smile.gif

ბიბლიას.

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ პორტრეტს, ის მე მძიმე როკის ფანს უფრო მაგონებს , ვიდრე ეშმას.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 25 2007, 07:58 PM

ლეონტი
აშკარად biggrin.gif laugh.gif უფრო პანკ როკის მიმდევარს ჰგავს biggrin.gif ან და გოთიკების biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 25 2007, 08:13 PM

იოანე ოქროპირი.
საუბრები ეშმაზე.
Иоанн Златоуст
Беседы о дьяволе
БЕСЕДА ПЕРВАЯ
БЕСЕДА ВТОРАЯ
БЕСЕДА ТРЕТЬЯ

http://www.agnuz.info/library/books/ioann_zlatoust_besedi_o_diavole/




პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jun 25 2007, 09:15 PM

გარეკეთ?

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 03:01 AM

მრავალი სახით შეიძლება გამოგეცხადოსო რო დაწერეს ეგ სწორია და მაგას ვემხრობი აი მაგალითად სიზმარში ლამაზი ქალი ეშმაკია smile.gif

ერთხელ დამესიზმრა რა და მივხვდი რო ეშმაკი იყო ერთხელ ისეც ვნახე ძილის წინ ფხიზელმა და უსიამოვნო იყო ფრიად ფუ რო მახსენდება ახლაც უსიამოვნო განცდა მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jul 5 2007, 09:56 AM

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 04:01 AM) *

მრავალი სახით შეიძლება გამოგეცხადოსო რო დაწერეს ეგ სწორია და მაგას ვემხრობი აი მაგალითად სიზმარში ლამაზი ქალი ეშმაკია smile.gif

რაო? blink.gif


laugh.gif laugh.gif

კარგით რა ხალხნო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 5 2007, 10:05 AM

ციტატა(t.l. @ Jul 5 2007, 08:56 AM) *

რაო? blink.gif
laugh.gif laugh.gif

კარგით რა ხალხნო biggrin.gif

დიახ , ამას ამბობენ მამები, ამას დიდი ფიქრიც არ უნდა სიზმარში ლამაზი და სექსუალური ქალის სახით იჩითება.

ციტატა(t.l. @ Jun 25 2007, 08:15 PM) *

გარეკეთ?

და სულაც არ გაგვირეკავს, ღმერთმა დაგვიფაროს.

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jul 5 2007, 10:22 AM

ციტატა(ლეონტი @ Jul 5 2007, 11:05 AM) *

დიახ , ამას ამბობენ მამები, ამას დიდი ფიქრიც არ უნდა სიზმარში ლამაზი და სექსუალური ქალის სახით იჩითება.

huh.gif

unsure.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 5 2007, 03:04 PM

მაგას ამბობენ კი არა გოგოები არ იყოს დავწერდი რანაირად ვნახე სიზმარში და რა უნდოდა და რა ვქენი smile.gif ცოტა ვცდილობ ზრდილობა ვიქონიო თორე ნება მომეცით ყველაფერს დაწვრილებით აღგიწერთ მე მაგ მხრივ არ მერიდება smile.gif

და საერთოდ ეშმაკი არის ყველაფერ იმაში რაც ვნებას აღგიძრავს მე ასეთ სტილში მგონია smile.gif მთლად ზუსტად არაა ის რასაც ვფიქრობ ეს ბოლო ნაწერი მარა ახლოა იმასთან უბრალოდ ახსნა მეზარება გრძლად და მოკლედ დავწერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 5 2007, 03:15 PM

ციტატა(stch @ Jul 5 2007, 02:04 PM) *

მაგას ამბობენ კი არა გოგოები არ იყოს დავწერდი რანაირად ვნახე სიზმარში და რა უნდოდა და რა ვქენი smile.gif ცოტა ვცდილობ ზრდილობა ვიქონიო თორე ნება მომეცით ყველაფერს დაწვრილებით აღგიწერთ მე მაგ მხრივ არ მერიდება smile.gif

და საერთოდ ეშმაკი არის ყველაფერ იმაში რაც ვნებას აღგიძრავს მე ასეთ სტილში მგონია smile.gif მთლად ზუსტად არაა ის რასაც ვფიქრობ ეს ბოლო ნაწერი მარა ახლოა იმასთან უბრალოდ ახსნა მეზარება გრძლად და მოკლედ დავწერე biggrin.gif

ეგრეა, ეგრე.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 5 2007, 03:21 PM

ციტატა
და საერთოდ ეშმაკი არის ყველაფერ იმაში რაც ვნებას აღგიძრავს

ამაე ერთი ამბავიგამახსენდა, ერთმა მოძღვარმა მომიყვა:
მონასტერში ერთი ბერი ცხოვრობდაო. ჭამა უყვარდა ძალიანო.
ხოდა ერთხელაც შუა მარხვაში მონასტრის წინამძღვარი მივიდა მის კელიაში და კარო რომ შეაღო რას ხედავსო: ამ ბერს დაუდია კოვზზე კვერცხი და ქვევიდან სანთელი შეუნთია...biggrin.gif
რომ დაინახა წინამძღვარი მუხლებზე და დაეცა და შენდობა უთხოვია: მამაო, ეშმაკმა მაცდუნაო.
ამ დროს ეშმაკს გამოუყვია თავი და უთქვამს: რას ამბობთ, ეგეთ რამეს მე ვერ მოვიფიქრებდიო biggrin.gif

და კიდევ ერთი:
მამა გიორგი ზვიადაძე ეჩხუბებოდა ერთხელ ერთ სტუდენტს რატომ ზარმაცობ და არ სწავლობო. და მას უპასუხია: ეშმაკი მაცდუნებსო
მამა გიორგის კი უთქვამს: სად სცალია შენთვის ეშმაკსო biggrin.gif

მოკლედ ამ მოთხრობის მორალი ის არის, რომ გარდა ეშმაკის ცდუნებისა, არის ადამიანის ნებაც. smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 5 2007, 03:24 PM

ის ვნებას აღძრავს და მერე ადამიანის ნებაზეა ჩაახშობს თუ პირიქით.
ეგრეა.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 6 2007, 12:10 AM

ხო ნუ ახლოს მაინც ხო ვიყავი არა დედააზრთან smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:19 PM

"სამხრეთ ქვეყნებში ბინადრობს ღამურის მსგავსი ღამის ფრინველი, ვამპირი.

იგი უჩუმრად დააცხრება მძინარე ადამიანს, ურჭობს ნარკოტიკული შხამის შემცველ თავის ნესტარს, რათა ადამიანმა არ გაიღვიძოს, და მის სისხლს სწოვს.

დემონი ბატონობს ჩვენზე მაშინ, როცა ჩვენ სულიერად გვძინავს, არ ვლოცულობთ, ფხიზლად არ ვადევნებთ თვალყურს ჩვენი გულის მოძრაობას.

ასეთ დროს დემონი ვამპირივით გვწოვს სულიერ ძალებს და ცოცხალ-მკვდარს გვტოვებს.

ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებებს ასრულებს, დაცულია სატანური ძალებისგან. ხოლო ის, ვინც სიმდაბლე მოიპოვა, თვითონ არის საშიში დემონებისთვის"

/"კარიბჭე" N8, 2015, გვ. 34/

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 22 2015, 07:47 PM

Ise arc mgonia raime Saxe tu aqvs an eshmaks an angelozs... Angelozs an eshmaks adamianuri Saxe AQ? Any tvalebi yirebi...xelebi
..fexეbi...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 23 2015, 10:55 AM

ციტატა
Ise arc mgonia raime Saxe tu aqvs an eshmaks an angelozs... Angelozs an eshmaks adamianuri Saxe AQ? Any tvalebi yirebi...xelebi
..fexეbi...

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ალბათ კი. ვინარიდან რა დადგანაც ღმერთმა თავის ხაატად -მსგავსად შეგვქმნა ასევე შექმნა ანგელოზები და, სავარაუდოდ მსგავსი მონახაზი გვექნება ჩვენც. რაც შეეხება ყურებს თვალებს და ა.შ ეს ამ ქვეყნიური აუცილებლობაა რომ გაიგონო დაინახო იარო , იმ ქვეყნად რამდნად გამოსადეგეირა არავინც იცის biggrin.gif

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 23 2015, 11:30 PM

ციტატა
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ალბათ კი. ვინარიდან რა დადგანაც ღმერთმა თავის ხაატად -მსგავსად შეგვქმნა ასევე შექმნა ანგელოზები და, სავარაუდოდ მსგავსი მონახაზი გვექნება ჩვენც. რაც შეეხება ყურებს თვალებს და ა.შ ეს ამ ქვეყნიური აუცილებლობაა რომ გაიგონო დაინახო იარო , იმ ქვეყნად რამდნად გამოსადეგეირა არავინც იცის

არამგონია ღმეთს ჰქონდეს რაიმე სახე...(გარდა იესო ქრისტესა...ისიც ვიცი რომ ანგელოზებმა იესო ქრისტეს დახმარებით, იესო ქრისეს სახით იხილეს მამა ღმერთი სახეში პირდაპირ სახეს არ ვგულისხმობ, მგონი...) მაშინ ანგელოზებს ჩვენი დანახვა და ერთმანეთზე ყურება გაუჩIრდებოდა...ზუსტად არ ვიცი რას ნიშNავს ღმერთის ხატება და მსგავსება მაგრამ ის ვიცი რომ ამაში ასევე იგულისხმება სრულიად თავისუფალი ნება... და ფიზიკური მსგავსებაც თუ არის არ ვიცი....

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 26 2015, 06:29 PM

ციტატა(Zukazuka314 @ Apr 23 2015, 11:30 PM) *

არამგონია ღმეთს ჰქონდეს რაიმე სახე...(გარდა იესო ქრისტესა...ისიც ვიცი რომ ანგელოზებმა იესო ქრისტეს დახმარებით, იესო ქრისეს სახით იხილეს მამა ღმერთი სახეში პირდაპირ სახეს არ ვგულისხმობ, მგონი...) მაშინ ანგელოზებს ჩვენი დანახვა და ერთმანეთზე ყურება გაუჩIრდებოდა...ზუსტად არ ვიცი რას ნიშNავს ღმერთის ხატება და მსგავსება მაგრამ ის ვიცი რომ ამაში ასევე იგულისხმება სრულიად თავისუფალი ნება... და ფიზიკური მსგავსებაც თუ არის არ ვიცი....


პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 29 2015, 03:30 PM

?????????

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: May 2 2015, 07:58 AM

ბექა

ციტატა
რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი?

მხოლოდ გრიმუარებსა და აპოკრიფებში.
სოლომონის ლემეგეტონს გაეცანი, იქ არის აღწერილი სხვადასხვა ეშმაკთა მთავრების ფორმები, რომლებსაც ისინი იღებენ გამოცხადებისას.

დათიკო
ციტატა
ბექა.შუხოშვილი†
რას ამბობ კაცო, ღმერთმა არ განახოს ეშმაკის სახე!

უფ, კაი ერთი. ძაბავ?
ციტატა
ხალხი მარხვა ლოცვაში თავს კედლებს ურახუნებს,

შედეგები ამისა იგრძნობა სოციუმში, კედელზენარახუნები თავით ნაფრქვევი "სიბრძნის სიმფონიის" სახით.
ციტატა
შენ კი ეშმაკის ნახვა მინდაო

უნდა და რა ქნას? laugh.gif ლეონტი
ციტატა
ხოლო მისი , როგორც პიროვნების სახე უმსგავსობაა და უსახურობა.

შენ ეშმაკზე საუბრობ, თუ ღრიალაანთ რძალზე?

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: May 2 2015, 08:11 AM

stch

ციტატა
აი მაგალითად სიზმარში ლამაზი ქალი ეშმაკია

ლამაზი ქალი კი არა, სუკუბი ქვია მაგას.
ციტატა
ერთხელ დამესიზმრა რა და მივხვდი რო ეშმაკი იყო

მერე? დავიჯერო არ შერყვენი ძილსა შინგან?
ციტატა
ერთხელ ისეც ვნახე ძილის წინ ფხიზელმა და უსიამოვნო იყო

კიდევ კარგი პახმელიაზე არ ნახე, ეგრევე "აბრატკა" იცის.
marine
ციტატა
ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებებს ასრულებს, დაცულია სატანური ძალებისგან.

ვინც არ ასრულებს, ისინიც დაცულები არიან, მიუკერძოვებელი ღვთის მადლით, ეშმაკის სულთან თანამოზიარეობა კი მთლიანად ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2015, 10:58 PM

"ქრისტიანებს გვყავს ყველაზე დიდი მტერი (ინტრავერტი), რომელიც ყველგან არის და არსად არის, ის იმდენად ჩნდება, რამდენადაც ჩვენ ვეცემით, მისი სახელია ეშმაკი"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: May 10 2015, 02:16 PM

marine
ინტრავერტი რას ნიშნავს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2015, 03:48 PM

ციტატა(sanfol @ May 10 2015, 03:16 PM) *

marine
ინტრავერტი რას ნიშნავს


ინტერნეტში ეს განმარტება ვნახე:

ექსტრავერტი და ინტრავერტი = გახსნილი და ჩაკეტილი ადამიანი

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: May 11 2015, 02:28 PM

marine
საინტერესოა ისე ცალკე თემას თუ მივუძღვნით მაგას კარგი იქნება, ინტრავერტი ვყოფილვარ

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Jun 17 2015, 10:38 PM

რა მაინტერესებს ეშმაკს შეუძლია ინტერნეტში "შესვლა"? ანუ რა ინფორმაციაცაა იქ შეუძლია რომ გაიგოს? რამდენად ჭკვიანია..? ერთი სულელური კითხვაც გამიჩნდა რამდენი ექნება ინტელექტი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 18 2015, 09:29 AM

Zukazuka314

ციტატა
რა მაინტერესებს ეშმაკს შეუძლია ინტერნეტში "შესვლა"? ანუ რა ინფორმაციაცაა იქ შეუძლია რომ გაიგოს? რამდენად ჭკვიანია..? ერთი სულელური კითხვაც გამიჩნდა რამდენი ექნება ინტელექტი?

მართალია
ციტატა
სულელური კითხვა

ესაა ამის პასუხი. ჯერ ბეევრი რამე გაქ წასაკიტხი მსგავი სისულლეიბ რომ არ იკითხო.
პ.ს გააჩნია ვაიფაი აქ თუ ოპტიკურ ბოჭკოვანი.

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Jun 19 2015, 01:01 AM

blink.gif blink.gif
შენს მამაოს კითხე და მერე მითხარი რას გეტყვის.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 19 2015, 09:12 AM

G_saxva

ციტატა
შენს მამაოს კითხე და მერე მითხარი რას გეტყვის..

არა მადლობა მირჩევნია არ ვკითხო თუ კიდევ მინდა ეკლესიაში სიარული.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:32 PM

"როგორ განიდევნებიან ბოროტი სულები?

ჩვენი ბოროტი მტრები - ეშმაკები - უმალ განიდევნებიან და გაცამტვერდებიან, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღდებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლებსაც დავღვრით"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:38 PM

"ადამიანებმა რომ იცოდნენ, როგორი მყრალი და საძაგელია ეშმაკი, ალბათ არ შესცოდავდნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 05:43 PM

"ეშმაკი მას თითქოს ტაფაზე წვავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:15 PM

"ნამდვილი სიმშვიდე მოდის მაშინ, როცა კაცი შინაგანად მოწესრიგდება და განკრძალულად მოიქცევა, რომ ეშმაკს არ გაიბატონებს. ვინაიდან ბოროტი ცდილობს, უეცარი თავდასხმებით სიმშვიდე წაართვას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2015, 12:23 PM

"როცა გმობის გულისთქმები მოგვივა, ვიგალობოთ, და ეშმაკიც დაინახავს, რომ არად მივიჩნევთ და ბოროტებისგან გასკდება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Sep 28 2015, 07:25 AM

ბექა

ციტატა
მაინტერესებს ძალიან სადმე რომელიმე თეოლოგიურ წიგნში თუ აღწერენ ეშმაკს ანუ როგორია იგი?

ირმა ინაშვილს წააგავს იერით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2015, 02:39 PM

"კანდელის ნათელი ბოროტ ძალებსაც აფრთხობს, ლოცვისას თავს რომ გვესხმიან, ყურაღებას გვიფანტავენ და ჩვენს ფიქრებს შემოქმედს აშორებენ. რადგანაც ბოროტ ძალებს წყვდიადი უყვართ, სინათლის დანახვაზე თრთიან, განსაკუთრებით კი იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Sep 29 2015, 03:58 PM

ციტატა
"კანდელის ნათელი ბოროტ ძალებსაც აფრთხობს, ლოცვისას თავს რომ გვესხმიან, ყურაღებას გვიფანტავენ და ჩვენს ფიქრებს შემოქმედს აშორებენ. რადგანაც ბოროტ ძალებს წყვდიადი უყვართ, სინათლის დანახვაზე თრთიან

ჩემი ეშმაკი ურას იძახდა ხოლმე 90-იანებში შუქი რო მოვიდოდა და სხვის თუ ფრთხება არ ვიცი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 06:59 PM

"სილაჩრის დემონი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:16 PM

„მჭმუნვარების დემონი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:37 AM

"ეშმაკებს როდი ხელეწიფებათ გონების სიღრმეში შეღწევა, არამედ მხოლოდ ზედაპირულად ეხეთქებიან"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 10:14 PM

"მტერი, რომელიც გამუდმებით გვდევნის, არის ეშმაკი, ბრძოლის ველი კი - ადამიანის გული და ზოგადად, შინაგანი ადამიანი, დრო ბრძოლისა - მთელი ჩვენი სიცოცხლე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:33 PM

"ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლი და ანტიადამიანური ძალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 11:32 PM

„თავგამოდებით ცდილობს ბოროტი, ხელი შეუშალოს მათ, ვისაც თავი ღვთისთვის მიუძღვნია“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2015, 10:54 AM

წმინდა სვინკლიტიკია ამბობდა: მრავალფერი ხრიკი აქვს ეშმაკს: ვერ მოასწრო ადამიანის სიღატაკით შერყევა, რომ უკვე მის ცდუნებას სიმდიდრით ცდილობს. ვერ სძლია შეურაცხყოფითა და ცილისწამებით და მის წინააღმდეგ უკვე ქება-დიდებით იარაღდება. ვერ აცდუნა სიამოვნებებით და თავს ესხმის, რომ ავნოს იძულებითი შრომით (მწუხარებებით).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:21 AM

"თვითონ ეშმაკი დახტის მზაკვარი კაცის შემოხედვაში"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2015, 02:23 PM

"თვით ეშმაკი, ჩვენგან, დაცემული ადამიანებისგან იღებს "მაგალითს", თუ როგორ უნდა აცდუნოს მართლად მცხოვრებნი"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: როძიონოვა თარიღი: Dec 6 2015, 03:04 AM

თუ არსებობს მსგავსი წიგნი, ალბათ გიგასის კოდექსი რომელზეც ამბობენ ბერის მიერ გამოხმობილმა თვით ლუციფერმა(იგივე სატანა, ეშმაკი, დაცემული ანგელოზი) დაწერაო.... თუმცაღა არამგონია რქებითა და ჩლიქებით იყოს ვინაიდან იგი ღმერთის უმშვენიერესი ქმნილებაა... ჰომ და ისე როგორც ვიცი სახელები (ლუციფერი, ლევიათანი, ბაალი და ა.შ.) მხოლოდ არაკანონიკურ წიგნებშია და როგორცასეთი სახელი, მხოლოდ 'ბელზებუბია' ნახსენები როგორც დემონთა(ნეხვთა) მეუფე (ასევე ბუზთა ბატონი და ჯოჯოხეთის ლეგიონთა წინამძღვარი, ჯოჯოხეთში რანგით #2 ლუციფერის შემდეგ)


ციტატა(G_saxva @ Jun 19 2015, 09:12 AM) *

G_saxva

არა მადლობა მირჩევნია არ ვკითხო თუ კიდევ მინდა ეკლესიაში სიარული.


თუ არ შეგიძლია საკუთარ მოძღვარს თამამად დაელაპარაკო, ჰკითხო, მიიღო პასუხები და დარიგებები აბა რატომ გყავს საერთოდ მოძღვარი? :/ მაშ მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონია.... მოძღვარი ყველაფერს უნდა გიხსნიდეს რაც გაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც ეცდები შენი ინტერესის დაკმაყოფილებას და შეიძლება ამან არცისე კარგ შედეგებამდე მიგიყვანოს.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 7 2015, 11:13 AM

როძიონოვა

ციტატა
თუ არ შეგიძლია საკუთარ მოძღვარს თამამად დაელაპარაკო, ჰკითხო, მიიღო პასუხები და დარიგებები აბა რატომ გყავს საერთოდ მოძღვარი? :/ მაშ მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონია.... მოძღვარი ყველაფერს უნდა გიხსნიდეს რაც გაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც ეცდები შენი ინტერესის დაკმაყოფილებას და შეიძლება ამან არცისე კარგ შედეგებამდე მიგიყვანოს.

ეს პასუხი ჩემო კარგო იმას გავეცი ვინც თქვა შენ მამაოს კIთხე და მერე მე მითხარიო. არ ვაპირებ მსგავსი რამის კითხვას ჯერ ერთI იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს ამ კითხვის პოასუხი და მერე მეორე მე რომ ჩემი მოძღვარი მეტყვის ის შენ არ გამოგადგება. რაც შეეხება მე რატომ მყავს მოძღვარი და რამდენად მიხსის და მაძლევს რჩევას, ვეჭვობ შენ შეძლო მაგის გარჩევა, ელემენტარული მიზეზის გამო არც მე მიცნობ არც ჩემ მოძღვარ და არც ის იცი როგორი ურთიეღთობა გვაქვს biggrin.gif
ისე მადლობა რჩევისთვის a075.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 11:34 AM

"არ გრცხვენია, რომ ადამიანს მტერს ეძახი? ეშმაკი არ გვყოფნის მტრად, რომ ძმებს ვემტერებით? ეშმაკის მტრობა საკმარისია ჩვენთვის. მას ვუმტროთ და ერთმანეთს ნუ შევჭამთ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 01:06 PM

"წმინდა წერილში ეშმაკს "უცხო" ეწოდება. ის უცხოა სულისათვის, მაგრამ ღმერთის გარეშე სული მას ემორჩილება და მისი მონა ხდება".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 08:47 PM

სატანა ეშმაკი იყო ქერუბიმი რომელიც ყველაზე ახლოს იყო უფალთან , ცხადია მხოლოიშობილი ღმერთის იესო ქრისტეს შემდეგ .

სატანა არის მესამე პიროვნება ძალაუფლებით სამყაროში.

ჩვენ ვიცით რომ მამა ღმერთმა იესო ქრისტე შვა ერთადერთ მემკვიდრედ და ღმერთად და იგივე დიდება მისცა მას რაც თავად აქვს მამას , და ვინაიდან ამას სატანა ხედავდა , მას შურდა იესო ქრისტესი და ამიტომ დაიწყო მან ბრძოლა ღმერთისა და იესოს წინააღმდეგ!

მას სურდა რომ ის დიდება და ძალაუფლება მიეღო რაც მამამ ძეს თვისას იესო ქრისტეს მისცა., სწორედ ეს შეშურდა სატანას და ამიტომ გამოაცხადა თავისი თავი ღმერთად , სწორედ ამიტომ სცდის სატანა დედამიწაზე ადამიანად მოსულ ქრისტეს , რადგან მას სურს რომ იესო ქრისტეც თავის მხარეს გადაიყვანოს და უფლის მეუფება დაამხოს ! ჩვენ ვიცით რომ ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ ყვეყნიერების მართველობა სატანას გარდაეცა უფლის დაშვებით იმ დრომდე როცა შილო ანუ იესუ ქრისტე მოვა და ჩაიბარებს მამისგან მიღებულ მეფობას , და ვინაიდან იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს ჯერ კიდევ სატანის ხელში იყო წუთისოფლის ყველა სამეფო , სწორედ ამიტომ სთავაზობს ის ქრისტეს ყოველივე ამას , ანუ ქრისტეს შეეძლო რომ ორგულობა გამოეჩინა მამის მიმართ და დროზე ადრე , მოუთმენლად მიეღო მეფობა სამყაროზე , რაც სატანამ შესთავაზა ! ეს შეთავაზება არ იქნებოდა მაცდუნებელი თუ სატანა რეალურად არ იქნებოდა ქვეყნიერების მთავარი. ტავად იესო ქრისტეც ამბობს სატანაზე რომ ის არის მთავარი ამ ყვეყნიერებისა .(იოანე 14 თავი) . ვინაიდან სატანამ მოინდომა მეფობა და ღმერთობა , ამიტომ ღმერთმაც დაუშვა რომ მას ემეფა სამყაროში დროებით. ჩვენ კი ვხედავთ რომ სატანის მეფობამ კარგი არაფერი არ მოიტანა და ანგელოზებიც დარწმუნდნენ რომ სატანა არ არის კარგი მმართველი, ამიტომ დრო იწურება და სატანასაც მცირე დრო რჩება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 07:47 PM

"გონება კიდევ უფრო ღრმად მიექანება დემონურ მორევში, რომელსაც დემონოკრატია ჰქვია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 11:27 AM

"ეშმაკი უღონო და უმოქმედოა სულიწმინდის მუნმყოფობისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2016, 12:09 PM

"ხოლო ვითარცა იხილა ეშმაკმან მან, გაიხარა და სთქვა სიცილითა მოყვასთა თვისთა:

"იხილეთ, რომელი ჰსჭამს ხორცსა და სვამს ღვინოსა, ამას ნებავს ბრძოლად ჩემდა?!!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 01:38 PM

"ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 11:07 PM

"ჰაერის მცველნი (ეშმაკები)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:03 PM

"რატომ არ ანადგურებს უფალი ეშმაკს? იმიტომ, რომ ეშმაკი არავის აიძულებს, მის ნებას დაემორჩილოს: ის მხოლოდ სთავაზობს, ადამიანები კი თვითონ თანხმდებიან".

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:57 AM

"ბოროტი დახეტიალობს ირგვლივ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 10:52 AM

"ღმერთმა ეშმაკს კი არ მისცა ჩვენზე ხელმწიფება, არამედ ჩვენ მოგვცა, რათა უხილავი მტრის ყოველი ძალა დავთრგუნოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2016, 11:54 AM

" - მამაო დ., შენ ღარიბი ხარ და ფული არა გაქვს, - ვუთხარით ერთხელ მართლაც ღატაკ სკიტელ მონაზონს.

- მხოლოდ ეშმაკია ნამდვილად ღარიბი, - გვიპასუხა მან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2016, 10:59 PM

"ნუთუ ვერ ხვდებით, როგორ დასცინის ეშმაკი დღევანდელი დიზაინერების მეშვეობით ადამიანებს?!"

/ლია რუსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 07:44 PM

"მოწამებრივი ბრძოლა ჰქონდა გამართული ეშმაკის საცთურებთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:54 PM

"მამები გვასწავლიან, რომ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლა შეიქმს გამოცდილებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 09:04 PM

"ეშმაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა. მისი ბოროტი სული სწორედ ადამიანური ბუნებით იქნა მოტყუებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:00 AM

"ეშმაკი ბილწია. ის ადამიანს ხელ-ფეხზე ეპიტინება, რათა იქით წაიყვანოს, საითაც თვით სურს, მაშინ, როცა ღმერთი ადამიანის თავისუფლებას სცემს პატივს".

/წმინდა პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:46 PM

"ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:11 PM

"მართლმადიდებლისთვის ეშმაკის საწინააღმდეგო იარაღია: მარხვა, ლოცვა, სიფხიზლე, სიმდაბლე. თავმდაბლობის გარეშე ვერანაირი იარაღი ვერ გიშველის. უფალიც თვითკმაყოფილსა და ამპარტავანს არ დაეხმარება".

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 09:59 PM

"თუ ეშმა პატარა ყრმაში მომავალ მოწინააღმდეგეს ხედავს, ცდილობს მის დაღუპვას. ამას გვიდასტურებს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.

ეშმაკმა პატარა ვასიკოს (მომავალ არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე)) თავში ხელი ჩაარტყა და ზეცისკენ ყურება აუკრძალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 08:59 PM

"შეუძლებელია ეშმაკის მოახლოებისგან მოგვრილი ძრწოლა წარმოიდგინის მან, ვისაც თვითონ ეს არ განუცდია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 08:40 PM

"ვინც საკუთარი თავის დიდება და ხორცის განცხრომა შეიყვარა, მან ეშმაკს მისცა საშუალება მის სულში შესვლისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 07:07 PM

"ბევრი წაგვიკითხავს და გაგვიგონია, როგორ ძლიერ შიშს განიცდიან ადამიანები ბოროტი სულის მოახლოებისას. ამგვარივე შიშსა გრძნობს უმანკო ადამიანი მტრის - კაცის სიახლოვეს. მას ეს გრძნობა არ ატყუებს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:51 AM

"თუ მშვიდობისმყოფელს ძე ღმრთისა ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 12:17 PM

"პირველ ყოვლისა, ეშმაკი ებრძვის ადამიანს იმისთვის, რათა უფალი იესო ქრისტეს სახელით, ცხოველსმყოფელი ჯვრის ძალით გავხდეთ ეშმაკზე გაცილებით ძლიერნი; მეორე - მორჩილებაში ვიყოთ და არ განვადიდოთ საკუთარი თავი ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა სიდიადით; მესამე, რათა მაცდური სული, ჩვენი მოთმინების შეხედვარე, დარწმუნდეს იმაში, რომ განვეშორეთ მას; მეოთხე მიზეზი ის არის, რომ გავხდეთ უფრო მხნე და ძლიერი; და ბოლოს, რათა არ დავივიწყოთ იმ ძალის დახმარება, მფარველობა, რომელიც გვშველის".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:46 AM

"ეშმაკის ბუნებაა, გაანადგუროს ყოველივე ცოცხალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 10:39 AM

"ეშმაკის შებოჭვა მხოლოდ ძე ღმრთისას შეეძლო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 08:35 PM

"მამა ხარლამპე ჰყვებოდა: ახალბედობისას ერთ კაცთან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რამდენჯერმე მუხლი მოვუდრიკე, შენდობა ვთხოვე, მაგრამ ამაოდ, ის ისევ მლანძღავდა. გავბრაზდი. წავედი მამა იოსებთან (მღვიმელი) აღსარებაზე. მან მითხრა: "იფრთხილე, საცდურს არ დაჰყვე, ნუ შეეწინააღმდეგები და პირს ნუ გააღებ, თორემ დაიღუპები. მასში მჯდომ სატანას სურს ერთი სიტყვა მაინც ამოგგლიჯოს. პირის გაღებას ელოდება, რომ შენში შემოვიდეს. რამხელა უბედურების გადატანა მოგიწევს მაშინ. ნუ გეშინია, შენთვის ვილოცებ და სიმშვიდე მალე დაგიბრუნდებაო". მართლაც, იმ წუთიდანვე დავმშვიდდი, - ბრძანა მამა ხარლამპემ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:58 PM

"სადაც ხსენება, იმედი და სასოებაა ღვთისა, იქაა გოდება და ვაება ეშმაკისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2017, 09:53 AM

"ეშმაკი არავის აიძულებს, მის ნებას დაემორჩილოს: ის მხოლოდ სთავაზობს, ადამიანები კი თვითონ თანხმდებიან".

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 07:53 PM

"წმინდა კაცმა იმ ადგილას, სადაც ქვა იდო, მიწა ამოათხრევინა. ძმებმა ორმოში სპილენძის კერპი იპოვეს. როგორც კი კერპი ფურნეში ჩააგდეს, მონაზვნების თვალწინ ცეცხლი თითქოს მთელ შენობას მოედო. შეეცადნენ, წყლით ჩაექროთ ეს მოჩვენებითი ხანძარი. ხმაურზე წმინდა ბენედიქტეც მოვიდა. ის ვერ ხედავდა იმ ვითომდა ხანძარს, ძმები რომ შეაშინა. მაშინვე დაიწყო ლოცვა და მოტყუებულ ძმებს უბრძანა, თვალებზე ჯვარი გამოესახათ, რათა პურის საცხობი უვნებელი დაენახათ და არ შეშინებოდათ მოჩვენებითი ცეცხლისა, რომელიც ძველთაძველმა მტერმა გამოიგონა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 11:06 AM

"თუ მცირედიდ მაინც მოდუნდი, ეშმაკი უმალ შენს გვერდით გაჩნდება".
/მეუფე ილარიონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2017, 08:49 PM

"თუ ჩვენი ნება არ იქნა, ბოროტ სულს ჩვენზე ძალით ზემოქმედება არ შეუძლია, მიზანს ვერ მიაღწევს. ეშმაკი ჩვენში მხოლოდ უკეთურ სურვილებს აღძრავს, ბოროტ იმპულსებს გვაწვდის. თუკი ავყვებით, მის ბადეში ვეხვევით, თავს საკუთარი ნებით ვაბარებთ ეშმაკს.
ბოროტ სულს არათუ ადამიანზე ძალადობა, ცხოველებში შესვლაც კი არ შეუძლია - ამის უფლებაც არ აქვს. სახარებიდან ვიცით, რომ ეშმაკეულისგან განდევნილი ეშმაკთა ლეგიონი მაცხოვარს სთხოვს, ღორების კოლტში შესვლის უფლება მაინც მოგვეციო და ბოროტი სულები მხოლოდ მისი ნებართვით აკეთებენ ამას. ასე რომ, ჩვენი ნების გარეშე არც ერთ ცოდვაში არ ჩავცვივდებით."

/მამა დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2017, 01:52 PM

"რომელ ცხვარს უფრო იოლად შეჭამს მგელი? რომელიც ფარას ჩამორჩება და მწყემსის ყურადღება მოაკლდება. ასევე ადვილად დაიმორჩილებს და წარიტაცებს ბოროტი ადამიანის სულს, რომელიც ეკლესიის წიაღს მოსწყდება."

/მამა დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:58 PM

"უფალი რამდენადაც მადლით აჯილდოვებდა ირინეს [ქრისობალანტელი], იმდენად გააფრთებული ესხმოდა თავს ბოროტი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 09:04 PM

"ბოროტის მზაკვრობას ხომ სამანი არ აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:43 AM

"გამხნევდით და ნუ გეშინიათ: უფალი უხილავი ხელით უხილავ მტრებს შემუსრავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 11:01 AM

"ეტყობა, კიდევ დიდხანს მომიწევს ეშმაკის რქებსა და ჩლიქებთან ჭიდილი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:26 PM

"ეშმაკს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნუ გახდით მას თქვენი ფიქრის ღირსად. ის ერთი უგუნური და უძლური ვინმეა: ლოცვის წარმოთქმისას ძრწის და ჯვრის გადასახვით უჩინარდება. ვინ უფრო ძლიერია? მითხარით! ქრისტე თუ ეშმაკი? მასზე ნუ ფიქრობთ, მისი ნუ გეშინიათ, წინ გასწიეთ! ღმერთს მადლობა და დიდებისმეტყველება აღუვლინეთ".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:04 AM

"სატანა არ მხოლოდ თავად არის მკვდარი სული, არამედ მასთან მიახლოებულსაც კლავს".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 09:34 PM

"რადგან უფალმა შექმნა ადამიანი და უფალს უყვარს ადამიანი, ამის გამო სძულთ დაცემულ ანგელოზებს ადამიანები".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 11:49 AM

"[ბოროტ ძალას] შურს ადამიანის, რომელსაც აქვს შანსი იქ მოხვდეს, საიდანაც თვითონ გამოდევნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:15 PM

„მამა პაისის ნაცნობი ბერი ათანასე (სკლირისი) ეუბნებოდა ახლობელს: "წამოდი. ისეთ ბერს გაგაცნობ, მამა პაისის, რომელიც ეშაკებს წინა ხაზზე ებრძვისო". ასეთი იყო მამა პაისი. ერთხელ ერთმა სტუდენტმა მიამბო: თეოლოგიის პროფესორი ამტკიცებს, ეშმაკი არ არსებობსო. მამა პაისის გაეცინა: - ეს რა უთქვამს? ჩვენ აქ ეშმაკი ყოველღამ კინოს გვიჩვენებსო.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:23 AM

"ეშმაკები ეცხადებოდნენ მას ღვთის დაშვებით, არა იმიტომ, რომ მან ამის უფლება მისცა. ამიტომაც ვერ პოულობდნენ მასში ვერაფერს. მამა პაისი [ათონელი] ძალზე ფხიზლად იყო და ცდილობდა, ეშმაკისთვის გალანძღვის საბაბიც არ მიეცა."

"ერთხელ ერთმა მონაზონმა მას ტკბილეული მიართვა და ელოდებოდა, ბერი როდის იგემებდა, მაგრამ მამა პაისი [ათონელი] კოლოფის გახსნას არ აპირებდა. ბოლოს კოლოფი უკან დაუბრუნა. "ისევ შენ გქონდეს, - უთხრა მამა პაისიმ, - შენ არ იცი, მერე ამის გამო ღამით რას აღარ მეტყვის ეშმაკიო". სხვა კაცმა მამა პაისის შოკოლადი შესთავაზა. მან უარი უთხრა, - ღამე ჭინკა დამცინებსო".

"როცა მამა პაისი ეშმაკის თავდასხმაზე ჰყვებოდა, გულწრფელად იცინოდა: "უნდა გენახა, წუხელ რას მაიმუნობდა ეშმაკიო".

"ერთხელ, ღამით, როცა იგი [ღირსი პაისი ათონელი] პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა, კარებზე ვიღაცამ დაუკაკუნა. ბერმა იფიქრა, ქურდიაო და სანთელი აანთო. მერე სარკმელზე მიუკაკუნეს. ეტყობა, მართლა ქურდიაო და კალივის ეკლესიაში ბევრი სანთელი აანთო - ქურდს ეგონოს, თითქოს აქ ბევრი ხალხიაო. მალე კაკუნი სახურავიდან მოესმა. ბერი მიხვდა, რომ ღამის ქურდი ეშმაკი იყო და უთხრა: "ეს შენა ხარ? რატომ თავიდანვე არა თქვი? ახლა კი მივუხვდით ერთმანეთსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:46 PM

"ეშმაკი გატყორცნილი ისარივით მოშორდა იქაურობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:27 AM

უსაზღვრო იყო ღირსი მამის სიყვარული და თავმდაბლობა. ერთხელ დემონი გამოსცხადებია ცეცხლისმფრქვეველი ქოფაკის სახით. გამოეკიდა ბერს და დახრჩობა მოუნდომა - შენი ლოცვების ცეცხლი მწვავსო. მამა ავგუსტინემ შეიპყრო თურმე, კედელს მიაჯახა და უთხრა: - ბოროტო ეშმაკო, რატომ ებრძვი ღვთის ქმნილებასო. "ეშმაკი ძლიერია, - ამბობდა მამა ავგუსტინე, - არც მე ვარ სუსტი, რადგან ის კედელზე მივანარცხე. ამის შემდეგ სინდისი მტანჯავდა - ეშმაკს რატომ ვცემე-მეთქი. მოუთმენლად ველოდი გათენებას, რათა აღსარებაში მეთქვა ეშმაკის ცემის ამბავი. გათენებისთანავე პროვატში წავედი ჩემს მოძღვართან. დამამშვიდა, ზიარების ნება მომცა და სასჯელიც არ დაუდგენია. სიხარულით მთელი ღამე სკვნილზე ვლოცულობდი, შემდეგ კი წირვაზე წავედი და ვეზიარე. როცა მოძღვარმა პირში წმინდა ძღვენი ჩამიდო, ის ნამდვილი - სისხლისა და ხორცის სახით დავინახე, გავღეჭე, რომ გადამეყლაპა. ისეთი სიხარული ვიგრძენი, რომ ვეღარ ვიტევდი, თვალთაგან ცრემლი მდიოდა და ვბრწყინავდი. სასწრაფოდ წავედი იქიდან, მამებს რომ არ დავენახე, სამადლობელო ლოცვები კელიაში წავიკითხე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 09:45 PM

"ბოროტს აქვს მზაკვრობისა და ადამიანთა სულების შეპყრობის შვიდიათას წელზე მეტი ხნის გამოცდილება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 11:47 AM

"საკუთარი ნებით განვარდნენ ღმრთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:40 PM

"ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:34 AM

"რასაც არ გავიღებთ ღმერთისათვის, რომ მან ისარგებლოს, იმით სხვა ისარგებლებს. ამიტომაც ღმერთი გვაძლევს მცნებას, შევიყვაროთ იგი მთელი სულითა და გულით, რათა უკეთურმა ადგილი ვერ ჰპოვოს, რომ ჩაგვისახლდეს, ჩვენში ბინა დაიდოს".

/ღირსი იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 12:30 PM

"როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკის უდიდესი გამარჯვება ის იყო, რომ კაცობრიობას თავისი არარსებობა ჩააგონა. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 03:51 PM

"დემონებს სძულთ ადამიანები და ღმერთს თითოეული ადამიანის სულში ებრძვიან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:18 AM

"როდესაც ადამიანი შეეცდება აღასრულოს უფლის მცნებები, ილოცოს დილა-საღამოს, თქვას სხვა ლოცვებიც, არ გაუჭირდება ბოროტთან შებრძოლება."

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:37 PM

"ეშმაკი ჩვენს სხეულს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს: რა მდგომარეობაშია ის, რა სჭირდება - მას უნდა იცოდეს, სხეულის საშუალებით სულს როგორ ავნოს. ვინც თავის სხეულს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს, შეიძლება სული დაიზიანოს."


/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:35 PM

"დემონებს სძულთ ღმერთი".

"დაცემული ანგელოზი ადამიანზე ძლიერია, ამიტომ ამ სულიერ ბრძოლაში ადამიანს მხოლოდ ღვთის მადლის შემწეობით შეუძლია გამარჯვება".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 10:16 PM

ეშმაკთათვის ლოცვა

“ მამა პაისის გული იწვოდა ღვთისადმი, "ადამიანების, ცხოველთა, ფრინველთა, ეშმაკთა და ყველა ქმნილების მიმართ" სიყვარულით. მას მსგავსი რამ წაეკითხა წმინდა ისააკ ასურთან და თვითონაც განიცადა ამგვარი მდგომარეობა.

"ერთხელ, - ჰყვებოდა იგი, - მუხლმოდრეკილი ვიდექი და ეშმაკთათვის მიწამდე თავდახრილი ვლოცულობდი, ვამბობდი: "შენ ღმერთი ხარ და თუ გინდა, მოძებნი საშუალებას და აცხოვნებ ამ გულქვა, უბედურ ეშმაკებს". უეცრად გვერდით ძაღლის თავი დავლანდე, ენაგამოყოფილი მიტრიალებდა და დამცინოდა. შესაძლოა, ღმერთმა დაუშვა იმისთვის, რათა ეჩვენებინა ჩემთვის, რომ მას ეშმაკების გადარჩენაც უნდა, მაგრამ მათ თვითონვე არ სურთ ცხონება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:30 PM

“ეშმაკს თვითონ არაფრის შექმნა არ შეუძლია. მას სძულს ყველაფერი, რაც უფალმა ადამიანისათვის შექმნა. ეშმაკი ცდილობს ადამიანის ხელით აკეთოს ის, რისი ქმნაც მას არ ძალუძს. მას სურს, ადამიანმა თვითონ დაანგრიოს ღმერთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი ქვეყანა, ანუ მოსპოს უფლის მიერ შექმნილი სიკეთე და ამრავლოს ბოროტება”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:27 PM

"მამა პაისის ავსტრალიიდან დაბრუნებისთანავე ასეთი რამ შეემთხვა: "ერთხელ, გვიან ღამით, კარებზე დამიკაკუნეს. ვინ ხარ-მეთქი. პასუხად ჩემი ნაცნობის სახელი გავიგონე. შემდეგ იმავე ხმამ კარს გარედან მკითხა: "რომელი საათია? თუმცა ვიცი, რომელიც არის - სამი საათია". კარები გავაღე და ეშმაკი დავინახე! ის იყო მელოტი, ძალზე მახინჯი, სპილენძივით სახეწითელი. განრისხებულმა მითხრა: - იმ ბოროტებისთვის, რასაც შენ მიკეთებ, აქედან გაგაძევებო. ამ სიტყვების მერე გაქრა და აუტანელი სიმყრალე დატოვა.

ბერს იმდენად ატკინა გული ამ საცოდავმა მდგომარეობამ, სადამდეც მივიდა ეშმაკი, როცა ამას ჰყვებოდა, ღრმად ოხრავდა, მწუხარებით აქნევდა თავს და ამბობდა: "აი, რას დაემსგავსება ის, ვინც ღმერთს განეშორება! რა საცოდავ მდგომარეობამდე მიიყვანა საკუთარი თავი ღვთის ქმნილებათა შორის საუკეთესომ. ადამიანმა რომ იცოდეს, როგორი მყრალი და საძაგელია ეშმაკი, ალბათ არ შესცოდავდაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:31 PM

"- როდის შედიან ადამიანში დემონები?

- მამები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად დემონები იმ ადამიანებში შედიან, ვინც აბორტს იკეთებს, თავს იცავს დაორსულებისგან, სიძვაშია, მრუშობს, განსაკუთრებით - ვინც ხელით ეცემა, სქესობრივ გარყვნილებაშია. შეპყრობილობის მიზეზებს შორის შემდეგ ადგილს იკავებს ნაყროვანება, ლოთობა, ნარკომანია, უმარხველობა, მშობლების დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა, სიწმინდეების შეურაცხყოფა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელ მიზეზს ავადმყოფები თვითონაც ხვდებიან და ასახელებენ კიდეც. ადამიანში ბოროტი შეიძლება შევიდეს როკმუსიკის, განსაკუთრებით - მძიმე მეტალის, მოსმენის ან შესრულებისას, პროფესიული სპორტით ძლიერი გატაცებისას, ჰიპნოზისას, ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას და ა.შ.

სხვადასხვა წიგნი გვთავაზობს მკურნალობას შარდის დალევით, აკუპუნქტურით, უკონტაქტო მასაჟით, "სულიერი" ცენტრების გახსნით, ენერგიის გადმოზიდვით... ადამიანის დასაუფლებლად ბოროტს ეს პროცედურებიც უხსნის გზას.

ზოგჯერ ბოროტი ავადმყოფობას, ტრავმებს, ავარიის შედეგებს ეფარება და ისე მოქმედებს. ხშირად გაიგონებთ: "ანგინა გამირთულდა" ან "ავარიის შემდეგ დავრჩი ხეიბარი". არ სურთ გაგება, რომ სნეულება ცოდვების გამო ღვთისგან მოცემული განსაცდელია, რათა ჭეშმარიტებისკენ მოიხედონ და შეინანონ. სინანული კი ცოდვების გამო მოწეულ სასჯელს უფლის მოწყალებით ცვლის."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 11:07 AM

"რა უბრალო რამეს ამბობენ წმინდა მამები: "სიტყვით "შემინდე" სატანა დაიძლევა". ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, უბრალოდ რომ ვძლიოთ სატანას და აღმოჩნდება, რომ ეს მართლაც უბრალო რამაა", - გვირჩევს დეკანოზი ალექსი უმინკსი, - უნდა შეგვეძლოს გულწრფელად ვთქვათ "შემინდე", ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველ ადამიანთან. როგორც კი ამას მთელი არსებით, გულწრფელად ვიტყვით, ჩვენ ვწყვეტთ კავშირს სატანასთან. ერთადერთი არსება ამქვეყნად, ვისაც არ ძალუძს თქვას, "შემინდე", ხომ ბოროტი სულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2018, 09:36 PM

"ეშმაკი ადამიანში სამი კარით შედის. ესენია: ურწმუნოება, სასოწარკვეთილება და ბილწი ცხოვრება".

/მეუფე იობი (აქიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:25 AM

"წმინდა მამები ეშმაკს ღმრთის მაიმუნს უწოდებენ. ბოროტი ისე ბაძავს ღმერთს, როგორც მაიმუნი ადამიანს".

/დეკ. ანდრია (კემულარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2018, 08:57 PM

"ეშმაკზე გამარჯვების გარეშე ადამიანი სასუფევლის გვირგვინს ვერ მოიპოვებს. "ბრძოლის წესები" კი ეკლესიაში ისწავლება. ბოროტის დასაძლევად, შესაბამისად, სულიერი ძლიერებით შესამოსად უფალმა არაერთი საშუალება მოგვცა. ძლიერება არის ლოცვაში, მარხვაში, ეკლესიის შვიდ საიდუმლოში."

/მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:20 PM

"ეშმაკი, როცა არ შეუძლია ქრისტიანობის დანგრევა დევნისა და ცილისწამების გზით, ცდილობს, ადამიანი მოსწყვიტოს შინაგან სულიერ ცხოვრებას და ქრისტიანობა გარეგნული გახადოს. ამიტომაც აღდგა მტერი იესოს ლოცვისა დ ზიარების წინააღმდეგ, შთააგონა მრავალ ადამიანს, მათ შორის მღვდლებსაც, რომ იესოს ლოცვა მარტო მონაზვნების საქმეა, ხშირ ზიარებას კი შეუძლია, ადამიანს კეთილმოკრძალება წაართვას და ხიბლისკენ ანუ სულიერი ცდუნებისკენ წაიყვანოს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:47 PM

"ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ისიც ამიტომ უტევს მას. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2018, 08:18 PM

"ღმერთმა ეშმაკს კი არ მისცა ჩვენზე ხელმწიფება, არამედ ჩვენ მოგვცა, რათა უხილავი მტრის ყოველი ძალა დავთრგუნოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2018, 04:15 PM

"მოდით, ჩვენი გულისსიტყვებით, ჩვენი ლოცვით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და მთელი ქვეყნიერებისადმი ჩვენი კეთილგანწყობით ეშმაკი ვაიძულოთ, რომ მოგვშორდეს".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2019, 07:04 PM

"კეთილი ანგელოზების გარდა არსებობენ დაცემული ანგელოზები - დემონები, ჭინკები, ქაჯები და ეშმაკები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2019, 07:33 PM

"თუ ღმერთით ვიქნებით გაძლიერებულნი, მაშინ ეშმაკი და დემონთა სამყარო საპნის ბუშტია; თუ შეგვაშინა, გაიზრდება და დაგვნთქამს, თუ არა და, გასკდება და განგვშორდება, ხოლო ეს შესაძლებელია ღმერთთან ყოფნით, ანუ ლოცვით".

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 05:47 PM

"წმინდა იოანე კრონშტადტელი 1899 წ. თავის დღიურში წერს, ბოროტი სულების არსებობის ჯიუტი უარყოფა ნამდვილი სიგიჟეა, რადგან ასეთი თვალსაზრისი ღვთაებრივ გამოცხადებას აშკარად უპირისპირდება. ადამიანი, რომელშიც ბოროტი სულის არსებობა უარჰყო, უკვე ეშმაკმა შთანთქა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:34 PM

"ეშმაკი ახლო მეგობარია ხორცისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 11:57 AM

"მტერი ბოროტი" ეშმაკია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:25 PM

"მტერი დაეცა სიამაყით და ჩვენც იქითკენ გვეწევა"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:17 PM

"რკინა სანამ ცეცხლშია, ვერ შეეხები. ასეა სულიც, - როცა ღვთისკენ ისწრაფვის და მასთან საუბრობს, ბოროტი ვერ შეეხება"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:16 PM

"– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ეშმაკეულია?

– ის თუ სახარების სწავლებას ეწინააღდეგება, საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია, არ ემორჩილება ეკლესიას, პატრიარქს, არ კითხულობს სახარებას, ყველაფერი ისე ესმის, როგორც მას უნდა და ეშმაკის საქმეებს აღასრულებს.

ასეთი პატერიკი არსებობს: წმიდა მამამ ეშმაკი მოლხენით იხილა. ჰკითხა: რატომ ხარ დამშვიდებულიო. ჩემს საქმეს ადამიანები აკეთებენ და მე რაღა გავაკეთოო. ხშირად ვამბობთ: ეშმაკმა შემაცდინაო. კი, ეშმაკი შეგაცდენს, მაგრამ შენც ხომ ასე იქცევი – რომ არ დადიხარ ეკლესიაში, არ გყავს მოძღვარი, არ ეზიარები, ხომ მის საქმეებს აღასრულებ? ეშმაკმა ბევრ ადამიანს ისიც კი დააჯერა, რომ არ არსებობს.

ადამიანს რა უნდა? კეთილდღეობა, კარგად ყოფნა, სილამაზე, ქეიფი და დროსტარება, სიძვა, მრუშება და ეშმაკიც ყველაფერს ისე უგვარებს, როგორც ადამიანს გაუხარდება. ქრისტე კი სხვა რამეს გვასწავლის: უარყავ საკუთარი თავი, აღიღე ჯვარი, ეძიე სასუფეველი ცათა, არ განიკითხო, არ იყო ბოროტი, შურიანი და რომელი ვართ ასეთი? ამიტომ საკუთარ თავში დააფიქსირეთ ქრისტიანობა, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მართლა ხართ ქრისტიანი და გინდათ სულის ცხონება, განღმრთობა და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:06 PM

"მარად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეშმაკს არასოდეს სძინავს"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:39 PM

"კითხვა: რა სახით ეცხადება მორწმუნე ადამიანს უხილავი მტერი?

პასუხი: მშიშარას უხილავი მტერი თავს ესხმის ძრწოლითა და მოჩვენებებით, სხვას – ცილისწამებით, მტრობით, ბოღმით, სწავლულს – სიამაყით, ახალგაზრდას – ბიწიერი აზრებით, მოხუცს – სიზარმაცით და ასე შემდეგ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 09:00 PM

"ჯოჯოხეთის ძალების დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:13 PM

"უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან დაცემული ანგელოზებიც, ანუ ბოროტი სულები. ჩვენს ცოდვილ სამყაროში მათი ზემოქმედება უფრო ცხადად შეიგრძნობა, მაგრამ სხვებზე მეტად მათ რეალურობას მორწმუნენი გრძნობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2019, 02:29 PM

"ყველანი ვუყურებთ, როგორ გადაღობეს ერთმორწმუნე რუსებმა ჩვენი კიდევ ერთი სოფელი. შენ კი ამ დროს ირუჯები, ერთობი და არ გაინტერესებს, რა ხდება შენს ქვეყანაში. ხვალ მავთულხლართებს თქვენს ოჯახამდე მოიტანენ. ეშმაკმა უკვე მოიტანა. ხომ იცით, რომ იესო ქრისტე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა. ისიც იცით, როდესაც თქვენ ნათელ იღეთ, ან მიმრქმელი იყავით შეანერწყვეთ ეშმაკს.

ვინმემ რომ გითხრათ: ფუი, გიორგი, ფუი, ნინოო და ამას ხომ არ აპატიებთ მას ან დაივიწყებთ? შეიძლება, ეკლესიაში სიარულის დაწყების შემდეგ აპატიო, დაივიწყო, მაგრამ არის ერთი არსება, რომელისაც ეს მუდამ ახსოვს, არავის არაფერს პატიობს და ეს არის ეშმაკი. როცა თქვენ ან თქვენმა მიმრქმელმა სამჯერ უთხარით: ფუი, ეშმაკოო, თავადაც გაფურთხებთ ისე, რომ ვერაფერს გრძნობთ. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ხედავთ, ქვეყანა რამხელა განსაცდელშია და იმის მაგივრად, რომ ეკლესიაში მოხვიდეთ, ეკლესიიდან მიდიხართ."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 11:19 PM

"კითხვა: როდის ესხმის თავს ადამიანს განსაკუთრებით აქტიურად ბოროტი ძალა?

პასუხი: ეს განსაკუთრებით ხდება წმიდა საიდუმლოთა მიღების, ასევე, გულწრფელი ლოცვის შემდეგ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ, რადგან ასეთ დროს ეშმაკი განსაკუთრებული ბოროტებით არის აღსავსე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:29 PM

"არასწორად მოაზროვნე უკვე ბოროტის, ანუ როგორც ებრალები ამბობენ - ბელზებულის მონაა. "ზებულ" თარგმანებით ნეხვს ნიშნავს, და აი, ამიტომ გამოიყენეს სატანის სახელად ებრაელებმა ეს სიტყვა"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:31 PM

"მას შემდეგ, რაც ადამის მიერ აღთქმა დაირღვა - ბნელეთის თავადნი და მისი ძალები კაცის გულში, გონსა და სხეულში ისე მოკალათდნენ, როგორც საკუთარ ტახტზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:04 PM

"ეშმაკს უნდა, რომ სულიერად გაანადგუროს ადამიანი; უნდა, რომ მოსპოს იგი, მაშინ როცა ღვთის მადლი იფარავს ადამიანს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 09:48 PM

"როდესაც ღმერთს შორდები, საფრთხეში ხარ, იმიტომ, რომ ეშმაკი "ცარიელს" გპოულობს და გეუფლება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:25 PM

"თუ ვიტყვით, რომ ის [ბოროტი სული] არ არსებობს, გამოდის, რომ სახარებას უარვყოფთ, რომელშიც მის შესახებაც არის საუბარი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:30 PM

"მხოლოდ შენი ძალებით ეშმაკს ვერ უგულებელყოფ, ამას მხოლოდ ღვთის მადლით თუ შეძლებ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 04:17 PM

"ეშმაკზე ნათქვამია, რომ ღმერთის არსებობის სჯერა და კანკალებს, მაგრამ აკეთებს ღმერთის საწინააღმდეგოს"

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2019, 04:32 PM

"ღვთისმეტყველებაში არსებობს ასეთი ტერმინი: "სული წინააღმდეგობია". ეს ბოროტი სულია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:09 PM

"ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 05:51 PM

"ეშმაკის ძალაუფლება ადამიანზე ღვთის მიერაა შემოსაზღვრული, მაგრამ თუკი მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით აღვუდგებით მას, გაგვანადგურებს, უფლის მოხმობითა და მისი შემწეობით კი განვდევნით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2020, 06:32 PM

"სადაცაა სიწმიდე, იქ მიძვრება სწორედ ბოროტი"

/სქემმონაზონი ნილა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 10:54 AM

"ეშმაკი დაცემული ანგელოზია. ის კეთილად იყო შექმნილი და ღვთის უსაყვარლესი ქმნილება იყო, მაგრამ განუდგა საღვთო მადლს და დაეცა. ის ადამიანის გაჩენამდე დაეცა და ღვთიურმა სამსჯავრომ ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩააგდო. როგორი დაცემაა! როგორი სახეცვლილება!

თავდაპირველად, ღვთის ჭვრეტა, ნეტარება, შემდეგ კი - ჯოჯოხეთი, გაბოროტება. ნათლის ანგელოზები წყვდიადის მოციქულებად გადაიქცნენ. ლუციფერი დაცემული პირველი ანგელოზის სახელია, რომელსაც ასევე უწოდებენ სატანას. დემონები კი დაცემული ანგელოზები არიან, რომლებიც სატანას გაჰყვნენ. დაცემულ ანგელოზთა რიცხვი ძალიან დიდია, ნეტარი ანგელოზი კი - უთვალავი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2020, 09:21 PM

"სრული სიბნელის პირველწყაროს "ბოროტების საწყისი", ადამიანის მოდგმის მტერი, ეშმაკი წარმოადგენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 10:37 PM

"ღმერთი ეშმაკთა მანქანებას ისევ ადამიანთა მორალური სარგებლობისა და გადარჩენისთვის უშვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:46 PM

"მიამიტად ჩაჰხარა თვალები, წამწამებზე კი ენაგადმოგებული ეშმაკები უთამაშებდნენ"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2020, 07:03 PM

"დაცემულ ანგელოზს არავითარი ძალა არა აქვს არათუ ღმერთზე, ღვთისმოსავ ადამიანებზეც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 02:51 PM

"ეშმაკი განსაკუთრებით მძვინვარედ ესხმის თავს თავმდაბალს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:15 PM

" - განსაკუთრებით როდის ესხმის თავს ადამიანს უხილავი მტერი?

- ზიარების შემდეგ, გულმოდგინე ლოცვის შემდეგ, სულისთვის გამორჩეულად სასარგებლო საქმის შემდეგ განსაკუთრებით უნდა ვადევნოთ თვალ-ყური თავს, რადგან მაშინ მტერი განსაკუთრებით აღენთება ჩვენს წინააღმდეგ შურითა და ბრაზით".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 02:49 PM

"მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის."

/წმ.ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2020, 10:09 PM

"სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება."

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 08:24 PM

"ეშმაკისთვის ყველაზე საშინელი ღვთიური აზრებია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 10:26 PM

" - ვინ აღიზიანებს ეშმაკებს?

- ვინც ძაღლებს ჯოხით ემუქრება, ის აღიზიანებს მათ თავის საწინააღმდეგოდ. ეშმაკებს კი აღიზიანებს ის, ვინც თავს აიძულებს ხშირად ლოცვას"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:23 PM

"მოგეხსენებათ, ადამიანი ცოდვით დაეცა, რადგან ისმინა მაცდურის. მაცდური ადამიანზე აღმატებული სულიერი ძალაა. ადამიანს თავად არ შეეძლო მისი ტყვეობიდან გათავისუფლება. მაცხოვარი ამბობს, როგორ შეძლებს ვინმე სახლიდან რამეს წაღებას, სანამ სახლის პატრონს არ შეკრავსო. რადგან ადამიანი დაემორჩილა ეშმაკს, ბოროტზე აღმატებული ძალა იყო საჭირო ადამიანის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.

აღმატებული მსხვერპლი იყო საჭირო აღმატებული ბოროტების დასამარცხებლად. ამიტომაც უფალი თვითონ მოვიდა ამ ქვეყანაზე, რათა გამოეხსნა ცოდვა თავისი სისხლით, რომელიც ყველაზე წმინდაა და დათრგუნავდა ბოროტებას. უფალი შეიწირა ისე, რომ თვითონ იყო შემწირველი, შეწირული, შემწყნარებელი და მიმცემელი. უფალი სწირავს, თვითონ იწირება, თავად შეიწირავს ამას და თავად მიაგებს ხსნას. ანუ ღვთის მიერ აღესრულება სრული მოქმედება."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2020, 11:28 AM

დემონებს რა აქვთ ხელმწიფება ვინმეს წინააღმდეგ, თუ ღმერთმა არ დაუშვა და არ მისცა ნება საღმრთო განგებულების მიზნით, როგორც მართალი იობის შემთხვევაში. ისინი ძლიერნი არიან მხოლოდ ღმერთის დაშვების წყალობით და შეუძლიათ ისეთი სახე მიიღონ, როგორიც მოესურვებათ.
წმ.იოანე დამასკელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:51 PM

"ის, ვინც უხილავ მტრებს დაამარცხებს და ღვთაებრივ სათნოებებს მოიხვეჭს, მარადიულ და უხრწნელ გვირგვინს მოიპოვებს."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:38 PM

"როცა ტკბილ იესოს მოვუხმობთ, იგი მაშინვე მოვა ჩვენს საშველად. დარცხვენილი დემონები კი განგვეშორებიან"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2020, 10:29 PM

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ცოდვის უკან დგას ეშმაკი"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2020, 12:39 PM

"წმ. ბასილი დიდის განმარტებით, ეშმაკმა ცრუ დიდების იმედი ჩაუნერგა ადამიანს და ამით დაამხო იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 04:19 PM

"ეშმაკს ყველაზე მეტად სიმდაბლე აშინებს: სიმდაბლე ისე აწყლულებს მას! სადაც სიმდაბლეა, იქ ეშმაკი ვეღარ თავსდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:33 PM

"ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი".

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 08:50 PM

"ეშმაკი თავის მახეს შეიძლება თვრამეტი წელიწადი აგებდეს, რათა ვინმე გახლართოს მასში. მტერს არსად ეჩქარება"

/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 09:38 PM

"წმინდა მამები ეშმაკს ფერწერს უწოდებენ, რომელიც ადამიანის გონებაში მაცდუნებელ სურათებს ხატავს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 03:14 PM

"იარეთ თქვენი გზით. ეშმაკი წამოგეწევა თავისი აზრებით და ხელს წაგავლებს, რომ გზას აგაცდინოს, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, არ გაუბა საუბარი და არ შეედავო. ეშმაკი სახტად დარჩება და თავს მიგანებებს".

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2020, 05:26 PM

"ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას - "დიახ"! - ჩვენ ვამბობთ"

/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:18 PM

"ეშმაკი - ზეციდან გამოქცეული დეზერტირი"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:41 PM

"ეშმაკის მთელი სიშმაგე და სისასტიკე იმისკენაა მიმართული, რომ კარგ საქმეს გასაქანი არ მისცეს, ადამიანი ღმერთის ნებას განაშოროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2020, 09:27 PM

"როდესაც რამე სულიერი საქმე უანგაროდ კეთდება, შეუძლებელია, ამან ეშმაკის შური არ აღძრას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:13 PM

"ის პერანგი, რომელიც ეშმაკმა ჩაგვაცვა, უნდა გავიხადოთ და ახალი, ქრისტესგან ბოძებული პერანგი უნდა ჩავიცვათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:16 PM

"დემონებმა ეშმაკეულთა პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა მათ ბუგავს"

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 09:14 PM

"ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს"

/ბერი ამფილოქე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 10:10 PM

"ფხიზლები და ყურადღებიანები ვიყოთ, რომ მცირედით დავკმაყოფილდეთ და ეშმაკმა ხელ-ფეხი ვერ შეგვიკრას. თუ ადამიანი ფხიზელი და ყურადღებიანია, ღმერთი ხდება, ხოლო თუ უყურადღებოა - ეშმაკი".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:30 PM

"ჩვენც ეშმაკი განსაკუთრებით მაშინ გვესხმის თავს, როდესაც ხედავს, რომ მარტო ვართ, უმეტესად კი მაშინ, როცა ვრჩებით რჩევის გარეშე და მივენდობით მხოლოდ საკუთარ განსჯას. იგი ევასთანაც მაშინ მივიდა, როდესაც იგი იყო მარტო, ქმრის გარეშე".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:45 PM

"ეშმაკს განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანი სძულს და ცდილობს, ნებისმიერი საშუალებით (იგულისხმება ძირითადად გარეგანი) დაამარცხოს, მას სურს, ღვთის მადლის შემნახველ მორწმუნის გულში შეაღწიოს და მადლის ბრწყინვალება ჩააქროს, დაწერილია: "მაშინ წავა და (დასამხობად) მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 09:24 PM

" - ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკს ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვდრომილსა.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი):
"ამისათვის უფალმა თითქოს უთხრა მათ [მოციქულებს]: ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეშმაკნი გმორჩილბენ, რადგან მათი წინამძღოლი დიდი ხანია უკვე დამხობილია: "ვხედევდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" - ელვის ნათება, აქ წარმოდგენილია მოულოდნელობისა და სისწრაფის სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფალი წინასწარ აუწყებს მოციქულებს, რომ მან დაინახა, რომ ეშმაკთა თავადი დამარცხებულია, რომელიც სწრაფად, ელვასავით ვარდებოდა, და თუ მათი თავადი დამარცხდა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისი ლაშქარიც დამარცხებულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 06:04 PM

"თუ მოხდა და ეშმაკებს დაინახავ, ნუ შეშინდები, არამედ თავი დაიმდაბლე, და გაქრებიან ეშმაკები, ხოლო თუ შიშმა შეგიპყრო, ზიანს ვერ გადაურჩები. მხნე იყავ, გახსოვდეს, რომ უფალი გიყურებს, გაქვს თუ არა მისი იმედი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 05:06 PM

"კუბოს ფიცრამდე ხელჩართული ომი აქვს კაცს ეშმაკებთან. თუ ჩვეულებრივ ომში მხოლოდ ხორციელი სიკვდილი დგება, ჩვენი ომი უფრო ძნელი და საშიშია, რადგან შეიძლება სული წარვიწყმიდოთ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:20 PM

"თუ ბოროტის თავდასხმებს, ხაფანგებსა და ცდუნებებს არ გამოცდი, რაც ნუგეშინისმცემლისგან მომდინარეობს, იმ სიკეთეებს ვერ შეაფასებ,თუ სიბნელის სულს არ შეიცნობ, მაცოცხლებელ სულს ვერ აღიარებ. გამოცდილების გარეშე ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს ვერ ეზიარები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:48 PM

"რამდენს მეტს ცხოვრობ კაცი ქვეყანაზე, იმდენს უფრო და უფრო რწმუნდები ბოროტი სულების - ეშმაკების არსებობაში, მათ უბედურ შურიანობაში, ავსა და ბოროტ საქციელში".

/კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:59 PM

"წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორი საშინელება, როგორი სატანჯველი ელით ეშმაკების ხელში მოხვედრილთ. ზოგჯერ უგუნური ადამიანები იტყვიან: "სადაც სხვა, იქაც მე". ნუთუ ეს ნუგეშია? ტყუილად ინგეშებენ თავს - ეშმაკი ყველას ეყოფა".

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:04 PM

"ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობს, ადამიანების ნათელი მხარე დაგვიმალოს და ბნელი სახით წარმოგვიჩინოს ისინი"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:12 PM

"როდესაც მშობლები პატარა ბავშვებს ასეირნებენ, როგორც წესი, წინ უშვებენ მათ, რომ თვალწინ ჰყავდეთ. თუ უეცრად საიდანღაც ძაღლი გამოვარდება და ბავშვებს ეცემა, ისინი ამ დროს რას აკეთებენ? მაშინვე მშობლებს მიაშურებენ ყვირილით: "დედა! მამა!" ბავშვური უბრალოებითა და წრფელი რწმენით ელიან მშობლებისგან შველას. ასევე თქვენც, როცა დროებითი ცხოვრების გზაზე მაცდუნებელი ეშმაკი დაგიწყებთ დევნას და ხრიკებს მოგიწყობთ, ნუ დაბრკოლდებით და ნუ შეეცდებით საკუთარი ძალებით დაიცვათ თავი, არამედ ბავშვური უბრალოებით იჩქარეთ ზეციური მამისკენ და შეჰღაღადეთ: "უფალო! მე შენი ქმნილება ვარ, შემიწყალე მე".

/ღირსი მაკარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 03:38 PM

"თუ აშკარად დაინახავ, რომ სატანა ცეცხლის შენთებას და შენი გონების დატყვევებას ცდილობს, არ შეშინდე, უფლის მტკიცე იმედი გქონდეს და ასე თქვი: "მე ყველაზე უარესი ვარ" - და მტერი გაგშორდება"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:17 PM

"ეშმაკი, მართალია, დაბნელდა დაცემით, მაგრამ ანგელოზის გონება და ზოგიერთი სხვა უნარი ნაწილობრივ შეინარჩუნა. მან შესანიშნავად შეისწავლა ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვისებები და შესაძლებლობები, ხელი მიუწვდება ადამიანის სხეულზე, ნერვებსა და ტვინზე და მოქმედებს ყოველთვის ადამიანის საზიანოდ და მის დასაღუპად. ვინაიდან აშკარა ვნებებს, ისევე როგორც მათგან გამომავალ ზიანს, ადამიანი ხედავს, ამიტომ ეშმაკი ცდილობს, ყველაფერი აურიოს, ადამიანის განცდებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს: ერთ განცდას აძლიერებს, მეორეს ასუსტებს, რომ დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი, ვნებას ვითომ ღრმა მნიშვნელობას, ლამაზ გარეგნულ იერს ანიჭებს და ასე შემდეგ. აურაცხელია მისი ხრიკი, მზაკვრობა, ცბიერება, სიცრუე, ყველანაირი მანქანება ადამიანის საცდუნებლად და დასაღუპად"

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:36 PM

"ვინც თავი მცირედ აიძულა, მტერი დაამარცხა, ხოლო ვინც მცირედ განიშვა და დაბნელდა, წარწყმდა"

/ღირსი პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 07:28 PM

"სიტყვა "ეშმაკის" სინონიმია ცილისმწამებელი. წმინდა მამები ამას იმით ხსნიან, რომ ეშმაკი თავად ანგელოზებს სწამებდა ცილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 10:33 PM

"არაფერია უფრო ძლიერი, ძვირფასებო, ეშმაკის ხრიკების წინააღმდეგ, ვიდრე თანაგრძნობის სიკეთე და გულწრფელი სიყვარული, რის გამოც ყოველი ცოდვა ან უკან იხევს, ან მარცხდება".

/წმ. ლეონ დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:13 PM

"უდიდესი სხვაობაა ღმერთსა და ეშმაკს შორის: თუ თქვენ წინ აღუდგებით ღმერთს, ის გაგაცამტვერებთ, და თუ ეშმაკს შეეწინააღმდეგებით, მას თქვენ გააცამტვერებთ"

/ეპისკოპოსი ილარიონ არელატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 05:18 PM

"ბოროტი, უპირატესად ეწოდება ეშმაკს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა (ინ. 8, 44)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:15 PM

"ეშმაკის საქმენი - ესაა ბოროტება, შური, სიძულვილი, სიძვა და სხვა ცოდვები და მანკიერებები, უდიდესიდან უმცირესამდე. მათი საშუალებით, ეშმაკი პირდაპირ აქცევს ადამიანს თავის თანამონაწილედ, ანუ ეშმაკის თანამზრახველად თავის ბოროტ საქმეებში"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 06:46 PM

"ბოროტის სახელის ხსენებას ერიდე, ხოლო თუ მისი სახელის ხსენება მოგიწევს, მაშინაც პირჯვარი გამოისახე, ვნება რომ არ მოგაყენოს, რადგან ამბობს: - ჩემი სახელი ახსენე, აჰა მოვედიო"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:34 PM

"რა არის სატანა? ებრაული სიტყვის მიხედვით, მოწინააღმდეგე"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:36 PM

"არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 08:37 PM

"მძიმეა ეშმაკის მონობა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ ყოფნა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 04:31 PM

"ჩვენ იმდენად არ ვცდილობთ საკუთარ ცხონებას, რამდენადაც ეშმაკი - ჩვენს დაღუპვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:27 PM

"ეშმაკი ჩიტებზე მონადირეა; მის ძალაუფლებაზე მაღლა დადექი!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 05:36 PM

"უკვე მერვე ათასწლეულია, ეშმაკი ადამიანთა საცდურში ჩაგდებაში ვარჯიშობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:17 PM

"რომ არ ყოფილიყო ჩვენი გამომცდელი და შემავიწროებელი ეშმაკი, მაშინ ვერ გამოაშკარავდებოდა, ვინ არის გულმოდგინე, ვინ კი - ზარმაცი"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:31 PM

"ეშმაკთან ბრძოლა სხვა - ღვთის წინააღმდეგ - ბრძოლას წყვეტს; ეშმაკთან ბრძოლა ღმერთთან შერიგებას ნიშნავს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:18 PM

"მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი - ლოცვით ვიყოთ დაკავებულნი, რათა ყოველთვის, როგორც კი მოგვიახლოვდება და ვნებას დაგვიპირებს მტერი, ჩვენი გული მისთვის დაკეტილი და შეიარაღებული დახვდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:14 PM

"ეშმაკები სასარგებლოსაც რომ გვინერგავდნენ, ღმერთი მაინც გვიკრძალავს მათ მოსმენას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:26 PM

"ქრისტემ თავისი ძალით სატანაზე გაიმარჯვა; ჩვენც იესოს ძალითა და სახელით უნდა დავამარცხოთ იგი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 07:44 PM

"გულითადი ლოცვის სითბო დემონებისათვის მწველი ცეცხლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 06:56 PM

"გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 08:21 PM

"ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს მასზე, ვისშიც სახლობს ქრისტე - ეშმაკის დამმარცხებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 09:22 PM

"როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე, ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 07:50 PM

"მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 08:26 PM

"ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე - ყველა დემონი ერთად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 09:08 PM

"ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 01:48 PM

"ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:04 PM

"ასმოდავსი (ტობ. 3.8-17) - ბოროტი სული, ეშმაკი. ასე ეწოდებოდა ბოროტ სულს, რომელმაც რეღუელის ასულს, სარას, რამდენიმე საქმრო დაღუპა. გვიან ხანებში მცხოვრებ ებრაელთა აზრით, ეს არის დემონების მთავარი ანუ დემონების მეფე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2021, 06:08 PM

"სატანა არასდროს ისვენებს თავდასხმებში, სანამ ადამიანი ცხოვრობს და საკუთარ სხეულს ატარებს, თავდასხმების მოგერიება შეუძლებელია".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 05:02 PM

"სატანა არ დაკმაყოფილდა იმით, რომ თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა ადამიანი დედამიწასთან ერთად; მან დაატყვევა ის, აღძრა მასში სხვადასხვა ვნება, რომლებითაც შებორკა, და ცოდვისთვის მსახურებით თავადაც მსახურად გაიხადა ადამიანი".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 06:03 PM

"ეშმაკი ცდილობს, ჩვენი მზერა მიიზიდოს, რომ მარადისობა მხედველობიდან გაგვისხლტეს. ის გაგვისხლტება - და ადამიანი აქეთ-იქით აწყდება, მახეში გაბმული იტანჯება".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2022, 04:33 PM

"ეშმაკი ცოდვილს კი არ დაესხმის თავს, არამედ მართალს, სადაც ბევრი სიმდიდრე ეგულება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 06:16 PM

"რქიანი ეშმაკი მარტო ამითაა დაკავებული - ბადებს საცდურებს და თესავს ბოროტებას, იბრძვის ადამიანებთან, ან სასტიკად, ან მზაკვრულად"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:07 PM

"ხშირად იმის მიზეზი, რომ სწორად ვმოღვაწეობთ, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვაღწევთ, არის შემდეგი: ეშმაკმა, იმის გამო, რომ მას ომი გამოვუცხადეთ, სატანისაგან განმტკიცება ითხოვა და თუ ერთი წლის წინ ერთ ეშმაკს ვებძოდით, წელს ორმოცდაათს ვებრძვით, კიდევ ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება და ა.შ. ღმერთი არ უშვებს იმას, რომ ჩვენ ეს დავინახოთ, რათა ამპარტავნებაში არ ჩავცვივდეთ. ჩვენ ეს არ გვესმის, ხოლო ღმერთი, რადგანაც ჩვენს კეთილ მდგომარეობას ხედავს, მუშაობს ჩვენს სულებზე".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 12:44 PM

"სატანა საშუალო ადამიანებთან კი არა, არამედ მოღვაწეებთან მიდის, რათა განსაცდელში ჩააგდოს და მწყობრიდან გამოიყვანოს იგი, მტერი დროს არ დაკარგავს იმ ადამიანებთან დახვეწილი ბრძოლით, ვინც საკუთარ თავზე თვითონვე არ მუშაობს დახვეწილად. ვინც მახათით კერავს, მახათით მკერავ ეშმაკს მოუვლენს, ხოლო დამწყებებს იგი დამწყებ ეშმაკს უგზავნის".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 06:33 PM

"თუკი თქვენ ქრისტეს შეუერთდებით, არც ეშმაკს და არც ტანჯვა-წამების აღარ შეგეშინდებათ"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 12:31 PM

"რამდენჯერაც სხვადასხვა სახის შემოტევა გვაბრკოლებს სულიერ გზაზე, ფეხზე წამოვდგებით და ვეუბნებით: "წადი აქედან, სატანა. შენი ვექილობაღა მაკლია ახლა! მე ღმერთთან ერთად მშვენივრად მოვაგვარებ ყველაფერს. შენ ვინ რას გეკითხება?"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 09:46 PM

"თავის ბრალობით ეშმაკის ხრიკები დაირღვევა. სატანას შეუძლია ყველა სათნოებას მიბაძოს, მაგრამ, როდესაც თავის ბრალობასა და თავმდაბლად ზრახვას შეამჩნევს სადმე, იმწუთას განეშორება იქაურობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 02:04 PM

"მას შემდეგ, რაც თვითონ გაიხრწნა, ბოროტებით გაივსო და საკუთარ გახრწნილებას მუდმივად გადასცემს მთელ სამყაროს. ეშმაკს პიროვნება არ გააჩნია, რადგან არ არის კეთილი, მიუხედავად ამისა, ადამიანის არსებული, დაუძინებელი და უხილავი მტერია".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 02:35 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] გვიხსნიდა, თუ როგორი მეთოდურობით ცდილობს ეშმაკი, ისტორიის დასაწყისიდან მოყოლებული, შეაცდინოს ადამიანი. მუდამ ერთი მიზანი ჰქონდა: ადამიანი ღმერთის შემეცნებას ჩამოაშოროს, სულიერი ცხოვრების რა საფეხურსა თუ ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდეს ეს უკანასკნელი. ის ფაქტიც, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალხს ატყუებდა და სხვადასხვა სახის "ღმერთებს" ათაყვანებდა, იმავე მიზანს ემსახურებოდა: რათა ადამიანს არ მოეძია, უფრო სწორად კი, არ აღმოეჩინა ჭეშმარიტი ღმერთი, შესაბამიად კი, არ ცხონებულიყო. თავისი განკაცებით ღმერთმა სიტყვამ ეშმაკს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ადამიანებს ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნება მოანიჭა და ჭეშმარიტებით ცხოვრების შესაძლებლობა მისცა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 08:13 PM

"ეშმაკის მიზანია, ავნოს ადამიანის სულს და სამუდამო სატანჯველში ჩააგდოს"

/არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2022, 09:59 PM

"მთავარანგელოზ გაბრიელს საგანგებო როლი აქვს დაკისრებული დაცემული ანგელოზების დასჯაში. მთავარანგელოზ მიქაელთან ერთად იგი სჯის დაცემულ ანგელოზებს, რომელთაც ადამიანები აცთუნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:27 PM

"ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 03:53 PM

"ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ, დაცემის შემდგომ კი - შეუწყნარებლად!"

/წმ. იიოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:12 PM

"როგორც ვერავინ გაბედავს მიახლოებას მიწიერ მეფესთან მოსაუბრესთან და მათი საუბრის შეწყვეტას, ასევე დემონები ვერ ბედავენ მიუახლოვდნენ მას, ვინც ღმერთს ესაუბრება"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:59 PM

"რატომ დაუშვა უფალმა ეშმაკის გამოცდა ჩვენზე? - იმისათვის, რომ ეშინოდა და ელოდა მის ბრძოლას, რომ მუდმივი სიფხიზლითა და მასზე გამარჯვებით გვირგვინი გაგვემრავლებინა"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:08 PM

"როდესაც ეშმაკი ცოდვისაკენ გვიბიძგებს, ღვთის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი - ღვთის მართლმსაჯულებას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 09:31 PM

"საჭიროა გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება!"

/წმ. იოანე მმარხველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:26 PM

"განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, მაგრამ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზადი იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობა და მზადყოფნა ხანგრძლივი თავდაცვისათვის, ალყა სწორედ იმ დროს მოხსნა, როდესაც ქალაქი დანებებისათვის ემზადებოდა; იმიტომ, რომ არ იცის არც ის ზიანი, რომელსაც მისი ცეცხლმსროლელი იარაღი ქალაქს აყენებს, არც მის მცხოვრებთა შიში და შფითვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 12:20 PM

„სადაც არ უნდა იყო, სატანურ ხრიკებს ვერსად გაექცევი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 08:21 PM

"ბოროტი სული არცთუ იშვიათად (განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს) უნერგავს ცოდვილს ურწმუნოებას - თვით ბოროტი სულების არსებობის მიმართ, რათა უფრო ძლიერ დაუმორჩილოს იგი თავის დამღუპველ გავლენას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:47 PM

"ვინც ავმეხსიერია ეშმაკის მიმართ, იგი კაცთა სიავეს არ იმახსოვრებს; მაგრამ ეშმაკთან მშვიდობას ამყარებს ის, ვინც ძმის მიმართ ავმეხსიერია"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:46 PM

"როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი წრიულად დადის; მას რომ თვალები ახვეული არ ჰქონდეს, იგი ასე არ ივლიდა; ასევეა ეშმაკიც: თუ შეძლებს, ადამიანს თვალები დაუბნელოს, ცოდვის ყველა სახეობაში აგდებს მას. როდესაც ადამიანს თვალები გახელილი აქვს, იგი თავს არიდებს ეშმაკის საცდურებს"

/ძველი პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:37 PM

"ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:43 PM

"ვერავინ ცდუნდება ეშმაკით, თუ თვითონ არ დაუთმობს მას საკუთარი ნებით; "რამეთუ თქუმულ არს: "წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:23 PM

"ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირედ, უმნიშველოდ წარმოგვიდგენს, რომელთანაც, თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს უნდა მისი დიდებულების გამო, არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენ ცოდვებს კი - სრულიად მიუტევებლად!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 04:31 PM

"ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს - ღვთის წინაშე და - თვით ადამიანების წინაშე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 05:31 PM

"სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 09:15 PM

"თვით ეშმაკზე ავისმეტყველებაც კი (რომლის მტრობაც, სხვათა შორის აუცილებელია) არ არის დასაშვები ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 09:17 PM

"მხოლოდ ეშმაკი რომ იყოს მიზეზი ადამიანის დაცემისა, მაშინ ღმერთი ადამიანს არ მოჰკითხავდა ამ ცოდვას. ეშმაკი მხოლოდ ცოდვის ჩადენისკენ გვიბიძგებს, მაგრამ თუ ადამიანი ბოროტისგან მოწოდებულ აზრებს არ დაემორჩილება, ბოროტი ზიანს ვერ მიაყენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:32 PM

"როცა ადამიანი "ბოლო ჟამს" ელოდება და ხვალინდელი დღისათვის გადადებს განუწყვეტლად სულზე ზრუნვას, სულიერი ცხოვრების დაწყებას, მას ბოროტი სული ებრძვის და იმორჩილებს, რომელსაც წმინდა მამებმა ხვალის ეშმაკი უწოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:29 PM

"უფალს მინდობილთაც აშფოთებს ხშირად ბოროტი. მატერიალურ სამყაროში შეუძლებელია, ადამიანმა საბოლოოდ დააღწიოს თავი ბოროტისგან ბრძოლას, რომელსაც ყოველთვის უფალი უშვებს მეტი სულიერი გამოცდილების შესაძენად და ამით მეტი სულიერი წარმატების მოსაპოვებლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:55 PM

"როგორი ბრძოლაც არ უნდა გაუმართოს ადამიანს ბოროტმა, თუ ამპარტავნობაში არ იქნება, არამედ მარხვით, ლოცვით, სიმდაბლით და მორჩილებით შეუდგება ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლას, ღვთის შეწევნით აუცილებლად გაიმარჯვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 10:21 PM

"სატანა შეხედავს რა ჯვარს, მაშინვე ის ახსნედება, როგორ გაუჭეჭყა თავი ჯვარზე ქრისტემ და როგორ დაუცარიელა ჯოჯოხეთი, როდესაც მართალი სულები სამოთხეში გადაიყვანა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 08:14 PM

"ნუ დაკარგავ მხნეობას. ძლევას ეშმაკი კი არა, ქრისტე მოიპოვებს. შენ არ იცი, რას გიმზადებს ქრისტე, როცა ეშმაკს სძლევ. მაგრამ ყურადღებით იყავი, რომ ბრძოლაში არ მოუძლურდე და იმედგაცრუება არ დაგეუფლოს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:42 PM

"ეშმაკთა ბორკილი - ეშმაკს ყველაზე მეტად რა შემოაქვს ადამიანში? - შფოთი, აურზაური, მრისხანება. მშვიდ ადამიანში ბოროტს აღარ აქვს ხელმოსაჭიდი, რითაც შეძლებს ადამიანის სულში შეღწევას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:38 PM

"ბოროტის ხრიკების დასაძლევად აუცილებელია ღვთისადმი სასოების გამოჩენა. როგორი მეთოდიც არ უნდა მოიფიქროს მტერმა, თუ ღვთის სასოება გვექნება, ვერაფერს დაგვაკლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:41 PM

"ეშმაკის ყველა თვისება, რასაც იგი ადამიანის წინააღმდეგ ავლენს, ცბიერებით არის სავსე, ამიტომ ცბიერი ადამიანი პირდაპირ ემსგავსება ეშმაკს; იმდენი საერთო აქვს ეშმაკთან, რომ მას შეიძლება ცბიერების შვილიც ეწოდოს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:18 PM

"როგორც ანგელოზთა დასებს შორის, ეშმაკთა შორისაც არსებობს სხვაობა. ზოგი მეტად ბოროტია. ისინი არა მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ ერთი ადამიანი დასცენ ცოდვით, არამედ მისი მეშვეობით მრავალნი აცდუნონ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 05:12 PM

"ეშმაკი იმ შემთხვევაშიც განეშორება ადამიანს, როდესაც ვნებებს მიჩვეულია, რადგან ადამიანი უკვე თვითონვე სჩადის იმ უკეთურებებს, რომლისკენაც ეშმაკმა უნდა უბიძგოს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 07:53 PM

"შეიძლება ეშმაკი ეშმაკს დაუპირისპირდეს, მაგრამ ეს ადამიანის საცდუნებლად და დასაღუპავად ხდება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 09:43 PM

"ნოე რომ სიმართლით და სიკეთით იმყოფებოდა კიდობანში , იქ გველიც იყო, მაგრამ ნოეს ვერაფერი ავნო, ასევე, თუკი ჩვენ ეკლესიაში კეთილად ვიდგებით, ეშმაკი ვერაფერს დაგვიშავებს. არა თუ მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ვერცერთ ადგილას ვერაფერს გვავნებს, თუკი კეთილად ვიდგებით"

/ანტონ ჭყონდიდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2022, 06:05 PM

"ამ უდაბურ კუნძულზე ყოფნისას წმინდა ნიკოდიმოსს [მთაწმინდელი] მოუხდა ეშმაკთა შემოტევების მოგერიება, რომლებიც ცდილობდნენ იმ ადგილიდან მის გაძევებას. წმინდა ნიკოდიმოსი ბავშვობაში ისეთი მშიშარა იყო, რომ დახურულ კარში ვერ იძინებდა, ახლა კი არაწმინდა სულები მის სარკმელთან ჩურჩულებდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:44 PM

"7.2 კითხვა: სატანა ან ჰაერშია, ან ადამიანებში, შეიძლება თუ არა ღმერთთან იყოს?

მიგება: თუ ბინძურ ადგილებს ქმნილი მზე ასხივოსნებს და ამით არ ზიანდება, მით უმეტეს, იქ ყოფნით, სადაც სატანაა, ღმერთი არ შავდება და არ იბილწება".

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:40 PM

"როგორც მარკოზ განშორებული იტყოდა: "როდესაც ეშმაკი შეამჩნევს, რომ გონება გულიდან ლოცულობს, მაშინ თავდასხმებში იგი დიდ და დასხვეწილ ცდუნებებს იყენებს". ადამიანები მას ძალიან ეჯავრება; მისი სიძულვილი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც ხედავს, რომ ლოცვის წყალობით ადამიანი ანგელოზებს ემსგავსება და იმ ადგილს იკავებს, რომელიც დაცემამდე ეშმაკს ეკუთვნოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:31 PM

"ასევე აუცილებლობის გარეშე არ უნდა ახსენოთ ეშმაკის სახელი, რომელიც საძულველია ცხონების მაძებარი ქრისტიანის სულისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:54 PM

"იმისთვის, ვინც შორს შეტოპავს ეშმაკის ბილიკზე, უკან დაბრუნება ძნელია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:03 PM

"შემუსვრილი გულიდან გარბის არა მხოლოდ დემონი, სატანის მსახური, არამედ ასეთი გულიდან ელვის სისწარფით გარბის თავად სატანაც - პირველი დემონთა შორის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:57 PM

"თუკი შენი გული ლოცვით დაავადდა, მაშინ სატანას მუცელი ასტკივდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:38 PM

"თუკი შენ მეუფე ქრისტეს მოუწოდე, შენ ეშმაკი განარისხე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 09:42 PM

"ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 01:18 PM

"ეშმაკი სრულიად ბოროტება და ცბიერებაა. მას სურს, რომ ჰბაძავდნენ ბოროტებასა და ცბიერებაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 03:15 PM

"როგორც შეუძლებელია ფრენის დროს ფუტკრის ფრთების მოძრაობის დათვლა, ასევე შეუძლებელია დათვალო სატანის ფეხის ნაბიჯების ხმა, როდესაც ის შემუსვრილი გულით შესრულებული ლოცვის შედეგად გარბის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 03:28 PM

"როგორც ორატორი, როდესაც მას ცეცხლი ახვევია, მაშინვე შეწყვეტს ცეცხლის შესახებ ორატორობას, არამედ ცდილობს, ხანძრისგან თავის გადარჩენას, ასევე დემონიც, რომელიც ლოცვისგან გახურებულ გულს ხედავს, მის მდგომარეობას უკვე აღარ უყურებს, არამედ თავად ცდილობს თავის დაცვას ასეთი მხურვალე გულისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:30 PM

"ეშმაკის თავდასხმის მთავარი საგანი ჩვენი უძლური მხარეებია"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 08:27 PM

"უფლის სახელი წმინდაა და სიწმინდის წყარო, ამიტომ მისი წარმოთქმით განიწმინდება ჰაერი, განიწმინდება შენი ბაგეები, ენა და შენი სხეული; დემონებს, მათთვის საშინელი უფლის სახელის გამო არც კი ძალუძთ იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც შენ ხარ და უფლის სახელს ახსენებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 02:40 PM

"ლოცვას ვერ იტანენ მტრული სულები"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:46 PM

"როდესაც მოიზიდავს თავისკენ და აირეკლავს საღვთო სხივს, ლოცვა განაბნევს მტრებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულს ამ მდგომარეობაში დემონები ვერ სწვდებიან. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ლოცვა დღენიადაგ და ყველგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 03:23 PM

"ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს" - ეშმაკს არა აქვს სულთან წვდომა, როდესაც მას არა აქვს არავითარი ვნება. მაშინ ის ნათელია და ეშმაკი ვერ ხედავს მას. როდესაც იგი დაუშვებს ვნების მოძრაობას და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება და ეშმაკი ხედავს მას, თამამად უახლოვდება და იწყებს მასში მბრძანებლობას"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2023, 07:59 PM

"ღვთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 09:22 PM

"ეშმაკი დღესაც ხნავს მიწას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ხნულს დათესავს ქრისტე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 05:52 PM

"სულიერ სიმამაცეს უნდა ვფლობდეთ, არად უნდა ვაგდებდეთ ბოროტს და მის ზრახვებს - "დეპეშებს", საუბარი არ უნდა გავუბათ მას. ერთად თავშეყრილი მთელი მსოფლიოს ადვოკატებიც კი ვერ შეძლებენ, დაჯაბნონ ერთი პატარა ეშმაკუნა. მაცდურთან საუბრის შეწყვეტა მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტასა და საცდურისგან განრიდებაში დაგვეხმარება. რაიმე შეგვემთხვა? უსამართლოდ მოგვექცნენ? გაგვლანძღეს? შევამოწმოთ, თვით ჩვენვე ხომ არა ვართ დამნაშავენი ამაში. თუ დამნაშავენი არა ვართ, სასყიდელი გველის? ამაზე უნდა შევჩერდეთ. ჩაღრმავება საჭირო არ არის. თუ კაცი მაცდურთან საუბარს აგრძელებს, იგი ისეთ ამბებს მოქსოვს, ისეთ ორომტრიალს მოუწყობს!.. მაცდური ჩააგონებს, მოვლენებს მისი მაცდური "სიმართლით" მისდიონ და ადამიანის გული სრულ გასასტიკებამდე მიჰყავს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 07:17 PM

" - წმიდაო მამაო, იცის მაცდურმა რა არის ჩვენს გულში?

- კიდევ რა უნდა! ეგღა გვაკლია, რომ ის ადამიანის გულებს ხედავდეს! გულს მხოლოდ ღმერთი ხედავს და მხოლოდ ღვთის ადამიანებს გაუხსნის ხოლომე იგი ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ, თუ რა არის ჩვენს გულებში. მაცდურმა მხოლოდ ცბიერება და ბოროტება იცის, რომლითაც ის თავად ატკბობს მათ, ვინც მას ემსახურება. ჩვენი კეთილი ზრახვები მისთვის ცნობილი არ არის. მხოლოდ გამოცდილებით ხვდება ზოგიერთ რამეს და უმეტეს შემთხვევაში მარცხს განიცდის! და თუ ღმერთმა არ დაუშვა, რომ ეშმაკმა შეიტყოს რამე, მაცდური გამუდმებით შეცდება. ეშმაკი ხომ ეს საშინელი წვდიადია! "მხედველობა - ნოლზე"! ვთქვათ, მე რაიმე კეთილი განზრახვა მაქვს, ეშმაკმა ეს არ იცის; თუ ბოროტი ზრახვა მაქვს, ეს იცის, იმიტომ, რომ მან თვით შთამაგონა. თუ მე ახლა მსურს, რომ საღდაც წავიდე და რაიმე სიკეთე გავაკეთო, მაგალითად, გადავარჩინო რომელიღაც ადამიანი, ეშმაკმა ამის შესახებ არ იცის. მეორე მხრივ, თუ ბოროტმა თვით უთხრა ადამიანს: "წადი და გადაარჩინე ვინმე", ანუ ასეთი აზრი ჩაუნერგა, ის თვით აღძრავს მის ამპარტავნებას და ამიტომ იცის, თუ რა აქვს ამ ადამიანს გულში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:23 PM

"მორჩილება უმძლავრესი იარაღია დემონურ ძალის წინააღმდეგ და ვისაც ეს დიდი სათნოება აქვს, მის წინაშე ეშმაკი უძლური ხდება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 09:14 PM

"ასევე როცა წამოვდგებით ლოგინის დალაგებაც საჭიროა უცბად. თუ ის მოუწესრიგებელია დემონები იქ ყირაზე გადადიან, მრუშული მუხტი შეაქვთ, ხოლო როცა კაცი წვება ესხმიან თავს. ძილის შემდეგ პირი უნდა დაიბანო, დაივარცხნო რათა თმებში არ ინავარდოს ბოროტმა ძალამ, არ მოხდეს მისი მხრიდან უწმინდური აზრების ჩვენში გაჩენა. კაბა, თავშალი უნდა იყოს დაუთოებული, სუფთა. თუ ჭურჭლის გარეცხვა ვერ შევძელით მას პირჯვარი უნდა გადავსახოთ და დავაფაროთ რაღაცა, იგივე უნდა გაუკეთოთ საწოლსაც. მაშინ ბოროტი ძალა ვეღარ იბოგინებს ჩვენთან"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:59 PM

"ბოროტი სულები მარცხნიდან ესხმიან თავს ადამიანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 03:30 PM

"წმინდა მამათა სიტყვებით, მთელი დემონთა პოლკი ვერაფერს ავნებს მას, ვინც ცხოვრობს მართლად და უმწიკვლოდ და გაურბის საკუთარი თავით სიქადულსა და ამპარტავნებას, თუნდაც უთვალავი განსაცდელი აღძრან მის წინააღმდეგ".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)