IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "თავისუფალთა" მარგალიტები!, მართლაც და, ამას გვიმალავდით?
მნათე
პოსტი Jun 29 2007, 09:11 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ერთ მეტად მომაბეზრებელ თემაზე მსურს საუბარი user.gif

ადამიანთა ერთი კატეგორია, უკვე მიზეზს ეძებს როგორ გალანძღოს, შერისხოს, დააკნინოს "ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის მასაზრდოებელი" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია... (ახლა მეტყვიან გელანდებაო)

მოდაში შემოვიდა რომელიმე სასულიერო პირის ცოდვაზე აღშფოთებული საუბარი, რასაკვირველია ოჯახში ნასწავლი ზრდილობით :yes: შემდეგ ამაზე შემაშფოთებელ/წარბაწეულ/ხომყველაფერიგასაგებია? ტონალობით დამატება რომ - "პრინციპში ეკლესია ძალაუფლებისა და შემოსავლების მოხვეჭის ორგანოა?" რასაც რიხიანი ტაშიც მოყვება ხოლმე, მსოფლიო ისტორიის ავტორიტეტული განმარტებებითა და რომელიმე ფაქტის - უეჭველობის ნიშნად ზურგგამაგრებით - თანაიდეოლოგი მეგობრებისგან biggrin.gif

ვაკეთებთ აღმოჩენებს, რომ თურმე ეკლესია ქალების დისკრიმინაციას ეწევა და ამ კოლუმბისებრ შენაძენს 70%-ზე მეტი ქალი წმინდანის ტაძართა ფონზე ვააშკარავებთ, ეკლესია ბნელია რადგან ცოდვად მიაჩნია სექსი... ნათლობის მოწმობები შავბნელი საქმიანობის უპირობო დასტურია, ამასთან ის თურმე ატარებს სახელმწიფოებრივ თვისებებს და მალე როცა "ვატიკან 2" იქნება შემოსავლებს სწორედ ამ წინწაგდებული საქმით აღრიცხავს... ეკლესიაში გარკვეული პროტოკოლით შესვლა არაცივილიზებულობის ევერესტია, პატრიარქის ხელზე მთხვევით მისალმება, რომელიც საუკუნეების ტრადიციისაა და სულაც არ აღნიშნავს პიროვნებაზე მიმთხვევას და ყველას ვინც წმიდა საყდარს შეუვლის რომში აუცილებლად გაითავისებს , პიროვნების შებღალვა... სამარშუტო ტაქსში ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა და ამით საკუთარი სარწმუნოების უნებური და აბსოლუტურად უწყინარი გამოვლენა, უკიდურესი შავრაზმელობა და "მ ა რ ა ზ მ ი !!!" რომელიც ცხვირმოუხოცავთა სასაცილოდ უნდა იქცეს...

კათალიკოს-პატრიარქის სათვალე, საზოგადოების წინაშე დანაშაული, 'ნარკომანიის სამარცხვინობა' სამგზისდასაწყევლი და არატოლერანტული biggrin.gif

ეკლესიის შიდა-ადმინისტრაციულ საქმიანობაში, შავრაზმულ-ექსტრემისტულ-უზრდელური ჩარევა, მრევლის სიბნელიდან გამოყვანის მცდელობა და ა.შ yes.gif

საზოგადოება, რომელიც დაწვრილმანებას არ იკადრებს სოციალური გარემოს სხვა ყოფაში, სიამოვნებით ისაუბრებს მღვდლის ოფლზე წირვისას, ეპისკოპოსის კვერთხის ჭერის მანერასა და მედავითნის ტონალობაზე... თავის ბანჯგვლიან ფეხებზე მონასტერში და ა.შ

ღრმადინტელექტუალური თავები, რომლებიც დღეს ჭეშმარიტების ერთადერთობის იდეას წიხლით გადაუვლიან სოკრატეან-ფილოსოფიანად, ხვალ ისე დასახავენ თავის იდეოლოგიას ბეტელჰეიზედ სულაც არ შერცხვებად თავიანთი უწინდელი მტკიცებულებების yes.gif

ადამიანები რომლებიც ეკლესიაში ექსტრემიზმს უპირისპირდებიან, ხშირად ხდებიან უკიდურესი და აწ უკვე ამ პოსტში ყბადაღებული შავრაზმელობის გამომვლენნი, თავიანთი იდეის თარგად ძალადობით გამსაღებელნი... გააკრიტიკებენ ადამიანს რომელიც იტყვის რომ ეკლესია არის ცხონების გზა ამავდროულად თავიანთი ცხოვრების და იდეოლოგიის მთავარ პოსტულატებს, ისე გაასაღებენ საყოველთაო ვალდებულებად პირის დაღებას ვერ მოასწრებ, მენტორული ტონი, რომ მოგიწოდებს ნათურის ანთებას blink.gif ვაი და ოდნავ აკადემიური ტონით მოგივიდა, დაუყოვნებლივ გიბრძანებენ შეწყვიტო ძველქართულად საუბარი და ისაუბრო ადამიანურ ენაზე, რომლის მსაზღვრელნიც რასაკვირველია თავად არიან...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   "თავისუფალთა" მარგალიტები!   Jun 29 2007, 09:11 PM
მნათე   ფორუმ.გე-ს ათეისტუ...   Jun 29 2007, 09:28 PM
ლილიანა   მნათე ჩემთვის ყველ...   Jun 29 2007, 10:52 PM
იოანა   მნათე სიმართლე გით...   Jun 30 2007, 11:59 PM
kato_Bato   აქ ლაპარაკია იმაზე...   Jul 1 2007, 12:09 AM
იოანა   აქ ლაპარაკია იმაზ...   Jul 1 2007, 12:14 AM
მნათე   ვაიმე კატო დამდე პ...   Jul 1 2007, 12:12 AM
მნათე   ტექსტს შეიძლება ა...   Jul 1 2007, 12:20 AM
იოანა   ტექსტს შეიძლება ა...   Jul 1 2007, 12:22 AM
იოანა   მე წაშლას იმიტომ ვ...   Jul 1 2007, 12:27 AM
მნათე   აბა გისმენ, რა აბს...   Jul 1 2007, 12:33 AM
Sotiris   აბა გისმენ, რა აბსუ...   Jul 1 2007, 12:35 AM
იოანა   აბა გისმენ, რა აბსუ...   Jul 1 2007, 12:35 AM
მნათე   ეს გაშარჟებულია ც...   Jul 1 2007, 12:38 AM
იოანა   და მთელს პოსტს, მუქ...   Jul 1 2007, 12:43 AM
პატრიოტი   უნდა განვსაჯოთ და ...   Jul 1 2007, 12:39 AM
მნათე   ექსტრემისტი ხარო, ...   Jul 1 2007, 12:42 AM
პატრიოტი   ექსტრემისტი ხარო, ...   Jul 1 2007, 12:43 AM
Sotiris   მე შთაბეჭდილება მრ...   Jul 1 2007, 12:45 AM
იოანა   მე შთაბეჭდილება მ...   Jul 1 2007, 12:48 AM
მნათე   ჩამოთვალე რას გავ...   Jul 1 2007, 12:46 AM
პატრიოტი   ჩამოთვალე რას გავ...   Jul 1 2007, 12:47 AM
მნათე   რისი? სისულელეები...   Jul 1 2007, 12:50 AM
kato_Bato   მოკლედ, ამ თემა მიი...   Jul 1 2007, 12:52 AM
lch   ძალიან უკბილო და უ...   Apr 16 2013, 02:44 PM
user165454   ძალიან უკბილო და უ...   Apr 16 2013, 03:27 PM
G_saxva   ძალიან უკბილო და უ...   Apr 16 2013, 03:50 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი