IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე
დეკ. ირაკლი
პოსტი Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 591
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2008, 10:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მამა ირაკლი

მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში არ დაბრკოლდება და არც ბრკოლდება...

მაგრამ როგორც ქრისტე ბრძანებს, ჩვენი კეთილი საქმეების ნათელი ყველაზე უკეთესი მისიაა, მღვდელი კი გამომდინარე მისი მდგომარეობიდან ყველაზე მეტად ჩანს... ჩემი აზრით გარეგნული მხარის მოწესრიგება მრევლის გაზრდისა და არ დაბრკოლებისთვის კარგი დასაწყისია smile.gif

ერთია დასაზუსტებელი:

მღვდელი არ არის ეკლესიის სახე, ის მხოლოდ მისი სისავსის ელემენტია... შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, მისი ზნეობისა და შინაგანი სემანტიკისადმი არ უნდა იზომებოდეს მღვდლის ამა თუ იმ ქმედებასთან დამოკიდებულებით....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2008, 10:14 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მამა ირაკლი,

ამ საკითხზე ზოგადად ლაპარაკი ალბათ ძნელია, იმიტომ რომ ყველას თავისებური მსოფლმხედველობა გააჩნია ამ თემის ირგვლივ, რაც სხვას აბრკოლებს, იქნებ ჩვენ არა და პირიქით. მე ასეთით არ დავბრკოლდები,მაგრამ შევეცდები ვილოცო იმ სასულიერო პირზე მე ცოდვილმა, რომ ასე განსჯის საგანი არ გახდეს, რაც მეტად უსიამოვნოა.

პ.ს. მამაო, მე სერბეთის ეკლესიის მრევლი ვარ და იცით იქ როგორი წესია მოძღვარზე მისალმების? "Бог помогао, оче!" - ანუ : "უფალი შეგეწიოთ, მამაო". ამაზე ხშირად ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია. ანუ, მისალმებისას ჩვენც გამოდის რომ ვლოცავთ მოძღვარს, მე ასე მგონია ,ამას ნიშნავს ეს მიმართვა. მერე კი ჩვეულებრივ, დამლოცეთ მამაო და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jan 14 2008, 10:19 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ეკელსიური ცხოვრების პირველ ნაბიჯებზე მყოფი ადამიანისთვის მსგავსი ფაქტები დამაბრკოლებელია

staywhite
არაერთი ქართველი მოძღვარი ვიცი რომელიც დიდი სიხარულით ეგებება მრევლისგან დალოცვას smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alter ego
პოსტი Jan 14 2008, 10:23 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 14-January 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 3,630



ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 14 2008, 08:53 PM) *

იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?

ხშირად მომისმენია მეც, გნსაკუთრებით მარხვაში, როცა რაიმე არასამარხო საკვებს მთავაზობენ ხოლმე ზოგ ოჯახში... მსგავსი არგუმენტი ძალიან მაუხერხულებს.



--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2008, 10:27 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ხშირად მომისმენია მეც, გნსაკუთრებით მარხვაში, როცა რაიმე არასამარხო საკვებს მთავაზობენ ხოლმე ზოგ ოჯახში... მსგავსი არგუმენტი ძალიან მაუხერხულებს.


ასეთ მომენტში მე შევექცევი ხოლმე არასამარხო საკვებს, სიყვარული და არ დაბრკოლება ყველაზე მაღლა დგას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2008, 10:31 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



რათქმაუნდა ლილიანა, მაგრამ მე ის ავღნიშნე, რომ იქ სახელდობრ მისალმების წესია ეგ, და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია.

ჩემი აზრით კი, წესით გარემო არ უნდა გვაბრკოლებდეს, დაახლოებით ისე, როგორც მნათემ აღნიშნა. ნეტავ შევძლებდე "ნამდვილ " და სრულყოფილ ეკლესიურ ცხოვრებას, და გარემოს არანაირად არ ექნება გავლენა, ყველაზე დიდი დაბრკოლება ხომ საკუთარი თავია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Jan 14 2008, 10:34 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 591
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ
ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 14 2008, 10:35 PM
პოსტი #9


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



სამწუხაროდ,შვნიშნე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ძალიან ბრკოლდებიან sad.gif

მაგალითად,ჩემა ახლო ნათესავმა ამას წინათ აღნიშნა:როგორ უნდა მჯეროდეს მოძღვრის როცა ვხედავ რომ ჩემს თვალწინს თვრება და დედას იგინებაო ....მერე კი იტყვის თრობა და გინება ცოდვააო...
კიდე ბევრი ასეთი არგუმენტი მომიყვანა,რატომაც არ სჯეროდა სასულიერო პირებისა..

ვერ შევძელი სიტყვით გამექარწყლებინა მისთვის ასეთი სავალალო წაროდგენა მოძღვრებზე...


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2008, 10:39 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



საკმაოდ დამაბრკოლებელი იქნება , მე ასე ვფიქრობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მრევლი იყოფა : "ასეთთა დამცველებად" და "ასეთთა განმკითხველად", რაც თავისმხრივ უკვე უსიამოვნო ფაქტია.

ასეთი "ინციდენტები" ყველა ეკლესიაში იქნება, მითუმეტეს მართლმადიდებლურ მიწათა უმრავლესობა ძველკომუნისტური სახელმწიფოებია და იქაც იგივე პრობლემები იყო, როგორც საბჭოეთის დროს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2008, 10:41 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ
ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის?


აღმოჩნდება მამაო ცხადია, საზოგადოება ნომენკლატორულ და ბუტაფორიულ აზროვნებას შეეცვია, არსობრივში კვლევა არავის სურს, მარტივად უდგებიან ყველა რელიგიურ თემას...

ეკლესიამ ამბიონიდან რაც შეიძლება ხშირად უნდა განაცხადოს რომ "მღვდელი არ არის ეკლესიი სახე" და რომ "ეკლესია თავად არის უფალი" აგრეთვე "თქვენ ყველა სამეუფეო სამღვდელოებას წარმოადგენთ"

და იქნებ მაშინ მაინც შევიდეს ზოგიერთი უსაგნო კრიტიკისა და ნიჰილისტის თავში, რომ მღვდლის პიროვნების როლი ეკლესიაში დიდია, მაგრამ საბოლოო სიტყვას ამბობს სულიწმიდა... ამასთან ეპისკოპალური ხარისხის როლის ზრდა ბევრ პრობლემას გადაჭრის, ამ მხრივ მივესალმები ახალი ეპარქიების გამოყოფასა და შესაბამისად სამღვდელმთავრო ხარისხის გამრავლებას, აუცილებელია ეპარქიის თითოეულ წევრს რაიმეგვარი კონტაქტი მაინც ქონდეს ეპისკოპოსთან....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2008, 10:46 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მაეასი,

მართალი ხარ შენ, მაგრამ ის შენი ახლობელი არც ისე, იმიტომ რომ მოძღვრამდე არის სხვა რაღაც, რაც უნდა გჯეროდეს და თუ მოძღვარი სცოდავს, მისთვის უნდა ილოცო და არა წიხლი კრა განკითხვით (მემთვრალეობა, გინება და ასეთებზე ვამბობ, და არა რაღაც დოგმატურ გადახვევებზე ცხადია,ეს სხვების კომპეტენციაა).

ჩემთვის მამა მარკოს ხშირად უთქმია მსგავსი პატერიკი, რაც მღვდელტა განკითხვას ეხება: წარმოიდგინეო, ხარ უდაბნოში, წყურვილი გკლავს, და უცებ მიადექი ჭას, სადაც დგას კაცი, და ჭურჭლით იღებს ჭიდან წყალს და მწყურვალ-დავდომილთ აწოდებს, განა შენო დაგაინტერესებს იმ მომენტში ეს კაცი ვინაა? ანუ ეგება ლოთია, მოჩხუბარია, მკვლელიც ეგება? არა, შენ მხოლოდ წყალს რომ დალევ ეგ არის შენთვის მთავარი.

განკითხვით კი შეიძლება უარეს დღეში აღმოჩნდეს , უსასოოდ იგრძნოს თავი და უფრო გადაეშვას ცოდვაში. სასულიერო პირებიც ხომ კაცნი არიან, ფლობენ ვნებებს, ისინიც იბრძვიან, არ ჯობია განკითხვის მაგივრად იქნებ შევეწიოთ, იქნებ ვკითხოთ რა აწუხებთ? მერე რა რომ მოძღვარია, სწორედაც ამიტომ უნდა ვკითხოთ, რომ ჩვენი მოძღვარია და გვიყვარს. ალბათ გაგაგებინეთ რისი თქმა მინდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 14 2008, 11:01 PM
პოსტი #13


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182




ციტატა(staywhite @ Jan 14 2008, 07:46 PM) *

მაეასი,

მართალი ხარ შენ, მაგრამ ის შენი ახლობელი არც ისე, იმიტომ რომ მოძღვრამდე არის სხვა რაღაც, რაც უნდა გჯეროდეს და თუ მოძღვარი სცოდავს, მისთვის უნდა ილოცო და არა წიხლი კრა განკითხვით (მემთვრალეობა, გინება და ასეთებზე ვამბობ, და არა რაღაც დოსმატურ გადახვევებზე ცხადია).



ჩემი ახლობელი იმ კატეგორიას მიეკუთვნება,ვინც ცდილობს გაარკვიოს ღმერთის არსებობის ჭეშმარიტება,ამ დროს მოჰყავს ეკლესიური ცოლი,რომელიც ძალიან ახლოსაა მის მოძღვართან და ეკლესიურად ცხოვრობს..რა თქმა უნდა,უჩნდება ინტერესის გრძნობა რას ქადაგებს ჩვენი სარწმუნოება რამდენად ჭეშმარიტია იგი..

ამ დროს აწყდება ასეთ ფაქტებს და გითხრა სიმართლე ვერც გავამტყუვნებ რომ ეჭვი უჩნდება...

ეს ამხელა ისტორია იმიტომ მოვყევი,რომ ეკლესიში ახლად მისული ან ამის მსურველი გაფართოებული თვალებით შესცქერის როგორც მოძღვრებს,ისე ყველა ეკლესიურს... და ძალიან ხშირად ბრკოლდება თუ რომელიმეს რაიმე ''შეეშალა''.

სამწუხაროდ,ძალიან ბევრ ასეთ ფაქტს ვაწყდები sad.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 14 2008, 11:06 PM
პოსტი #14


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



აბსოლუტურად სწროი მიდგომაა სახარებისეული: "ესრედ ბრწყინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა"

თუმცა სამწუხაროდ დღეს დგას ერთი პრობლემა... დღეს ადამიანი მიდის ეკლესიაში და სულს აბარებს მღვდელს (ხემძღვანელს)..... ბევრი მიდის იმ განწყობით, რომ მღვდელი უკვე ნაცხოვნებია და ჩვენს გაგვიყვნას სამშვიდობოზე... აი, სწორედ აქ გვავიწყდება, რომ მღვდელიც უბრალო ადამიანია...

როდესაც ვხედავთ მის შეცდმოებსაკუთარ თავში ვუშვებთ აზრს: მე როგორ უნდ გადამარჩინოს თვითონ მარხვა ვერ დაუცვია.. ან მამაომ არხვას არ იცავს და ე.ი. არაა საჭირო... ასეთი აზრებით ბრკოლდება სწორედ გამოუცდელი ადამიანი...


თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს და სწორედ ამისთვის დაიწერა სახარება... ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვგონია, რომ მოძღვარი უკვე ჰგავს ქრისტეს და სახარების მაგივრად ვიყენებთ მას... და თითქოს ვცდილობთ მოძღვრის საშუალებით დავემსგავსოთ ქრისტეს...

ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოძღვრისგან გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ნებისმიერ მოძღვარს (თუ ერის კაცს) ზნეობაზე საუბარი უფალმა დაასწრო*სახარეაბში)...

უიმე რაები ვიბოდიალე...

მოკლედ ჩემი აზრი ასეთია ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქრისტეზე და არა მოძღვარზე...

მოძღვარი იმისთვისაა, რომ განგვიმარტოს ის რაც არ გვესმის...

სახარეაბში ყვეალფერია smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2008, 11:16 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჩემი აზრით, დიდი ხნის უკვე სულიერ შვილებს სულიერმა მამამ შეიძლება საკუთარზეც უთხრას რაიმე, მხოლოდ "გამოცდილებს" ცხადია. ჩემთვის რამდენჯერმე უთქვამს ჩემს მოძღვარს, როცა არასააღსარებო ვითარებაში მიყვედრია თავი, რომ მაგალითად ლოცვა მიჭირს, მას უთქვამს, რომ ასე შეიძლება მასაც დამართნია და ჯერ თავს უნდა დავაძალოთ, სანამ ეს "ნორმალური" და ნამდვილი ლოცვის სახეს მიიღებს. მე ამაში ცუდს ვერ , ვხედავ, პირიქით, უფრო მინდება ლოცვა, რომ ის მოვიხსენიო და მისი გაძლიერება ვთხოვო უფალს... სხვისი არ ვიცი...მე კი ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ცრემლები მადგება თვალებზე, როცა ვხედავ რომ ჭაღარა უფარავს თავს და დრო ეტყობა sad.gif მე მან გადამატანინა ჩემი უთვისტომობა 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 14 2008, 11:18 PM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



staywhite
ციტატა
მე კი ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ცრემლები მადგება თვალებზე, როცა ვხედავ რომ ჭაღარა უფარავს თავს და დრო ეტყობა sad.gif მე მან გადამატანინა ჩემი უთვისტომობა 2kiss.gif

ვამაყობ, რომ ასეთი ნათლია მყავს yes.gif 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2008, 11:38 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სახარეაბში ყვეალფერია


არ მიმაჩნია სწორად...

ეკლესიაშია ყველაფერი smile.gif

წმიდა გადმოცემაც ხომ თანაბარია? მათი სინთეზური აღქმა უნდა გახდეს აზროვნების დასაბამი...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 14 2008, 11:40 PM
პოსტი #18


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



დამლოცეთ მამაო.,

მე ვიცნობ ისეთ ხალხს ვინც ამ სამსახურში მუშაობდა კომუნისტების დროს და გამოგიტყდებით ზოგერთი მათი ხრიკებიც კი ცნობილია ჩვენთვის.

მთავარი იარაღი რასაკვირველია ჭორებია. პატრიარქიდან დაწყებული, უბრალოდ მღვდლით დამთავრებული. და გვინდა თუ არა, მღვდელი გვევლინება ე.წ. "ელჩად" ქრისტიანობისა ერში და მის ნებისმიერ საქციელს რექგირება მოჰყვება, ან დადებითი ან უარყოფითი.

დღესდღეობით, არ ვიცი ნებით თუ უნებლიეთ, მოძღვრების დისკრედიტაცია ხდება ცოტა არ იყოს "გამოცდილი" ქრისტიანების მიერაც, რომლებსაც მოძღვრებზე ჭორაობა ერთობ შესაქცევ საქმედ გადაუქცევიათ. ასეთი მრავლად შემხვედრია და გული მტკენია ყოველთვის. თითქოს ასეთი ადამიანი ქრსიტიანობას და ეკლესიის სიწმინდეს ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი საქციელის უკან სხვა მიზნები უნდა იმალებოდეს, ან საკუთარი თავსი წარმოჩენა, ან ზოგადად მოძღვრობის დაკნინება-დისკრედიტაცია.

მე გავკადნიერდები და ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი ზოგადად, რა აბრკოლებს ძირითადად არაეკლესიურ ხალხსაც. პირველ რიგში, სიგარეტის მოწევა მღვდლის მიერ, და მარხვის გატეხა. მგონი არ გვავიწყდება რომ ერისკაცნი, თუნდაც ურწმუნონი, დიდი ყურადღებით აკვირდებიან მოძღვრების საქციელს და მოძღვრის დიდი ამოცანაა რომ ამ "გამოცდას" გაუძლოს და რაც ადამიანური ჩვევა ან სიტყვით, ან საქმით, უნდა გამოემჟღავნებინა, ასეთ ხალხთან თავი შეიკავოს ზედმეტი "გახსნისგან".

მაგრამ, საბოლოოდ მინდა დავასკვნა რომ როდესაც ადამიანის გაცნობა მინდა ხოლმე თავიუსუფლად შესაძლეებლია მოძღვრებზე ჩამოაგდო თემა და ეკლესიაზე. ვინაიდან იმის მიხედვით თუ როგორ აფასებს ადამიანი მოძღვარს, სწორედ ამ ადამიანის შეფასება შეიძლება, და თითქმის შეუმცდარად. საბოლოოდ, ადამიანი რომელიც მოძღვარს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს გულში, თუნდაც მაზიარებელი არ იყოს.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 14 2008, 11:44 PM
პოსტი #19


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
წმიდა გადმოცემაც ხომ თანაბარია?


შვილო მე ზნეობაზე მაქვს საუბარი wink.gif

ციტატა
ეკლესიაშია ყველაფერი

ლოლ... რომელ ერთში? laugh.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 15 2008, 12:39 AM
პოსტი #20


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



დამლოცეთ მამაო.
მე ეს ფრაზები "იმ მოძღვარმა ეს ქნა.. და ეს მოძღვარი ასეთია.." ძალიან მაგონებს ბავშვობაში ხშირად ნათქვამს: "აბა, იმან რომ გააფუჭა? მე რატომ მიბრაზდებით?" და ასეთი ტიპის თავის გასამართლებელ ფრაზებს. რომელიც ძირითადად ან ჯიბრითაა გაპირობებული ან კიდევ დანაშაულის გრძნობის მიჩქმალვის სურვილით საკუთარ თავში.
ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი.

მაგრამ, მგონია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი (ღმერთო დამიფარე განკითხვისგან) არა მარტო სულიერად არ იზრდება ფიზიკურ ზრდასთან ერთად, არ იზრდება გონებრივად, აზროვნებაში, პასუხისმგებლობაში... და არც აქვს ამისი სურვილი, იმიტომ რომ ასეც კარგად გრძნობს თავს.
არ გაუგია მეტი ეკლესიაზე ვიღაცის მონაჭორის გარდა და სურვილიც არ აქვს. რატომ შეიწუხოს თავი?
არ ადარდებს უბრალოდ, მტყუანი რომ აღმოჩნდეს.
იმიტომ რომ ამისთვის ადამიანს სხვა რამეები სჭირდება.
ამისთვის ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაა საჭირო და ბევრს აქვს დღეს ეს ფუფუნება?

ასეთი ადამიანები ხშირად მისვამენ ამგვარ შეკითხვას :

"და შენ გინდა მითხრა რომ სამოთხეში თუ მოვხვდები არც ხორცი მექნება, არც ხელი არც ფეხი? და იქნებ მინდა მქონდეს ეს ყველაფერი? და ვიფრენ?" (და ყურადღებას ფიზიკურ "ღირსებებზე"ამახვილებს)
და სხვა მრავალი...
რას ვეუბნები ასეთი ფრაზების მერე, ნამდვილად არ მახსოვს... ძველ მანქანასავით კვამლი ამდის გონებაში.

პ.ს. ახლა, დასასრულს, ერთს ლიტერატურულად "გავუბერავ" biggrin.gif

გალაკტიონი რომ წერს "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემიო", აქედან პირდაპირპროპორციულად "ადამიანს მოძღვარში აბრკოლებს საკუთარი თავი, საკუთარი დაბალი სულიერება" .


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th March 2019 - 06:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი