თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ქართული ხალხური ინსტრუმენტები

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2007, 01:42 AM

აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ.

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jan 30 2007, 04:21 PM

მოსაზრება არ ვიცი, მარა ლარჭემის სწავლის მუღამი მაქვს, ლარჭემიდან მერე აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.

ამჯერად კი ჭიბონის ჭყვიტინის სწავლა მომიწევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jan 30 2007, 04:45 PM

მე ვიცი ფანდურზე და სალამურზე დაკვრა

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 8 2007, 05:55 PM

საქართველოში ხალხური საკრავები გავრცელებულია უძველესი დროიდან.
არსებობს საკრავების სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყმელი.
ჩასაბერი საკრავებია: სოინარი, სალამური და გუდასტვირი.
სიმებიანი საკრავებია: ფანდური და ჩონგური. მოსაზიდი საკრავებია: ჩანგი და ქნარი.
დასარტყმელი საკრავებია: დოლი და დიპლიპიტო.


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 2 2007, 10:28 AM

მე ხალხურ ანსამბლში ვუკრავდი ხოლმე. ვიცი ფანდური, სალამური, ბასი, კონტრაბასი და ჩანგი. ყველაზე მეტად ჩანგი მიყვარს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 3 2007, 01:49 PM

მოდით ხალხური ინსტრუმენტების ქრომატიულობაზე ვისაუბროთ.
მესმის რომ ის ხალხური მუსიკა რაც საუკუნეების წინ იკვრებოდა, დღეს ქრომატიული ფანდურით ვერ გაჟღერდება.
თუმცა ასეთ ინსტრუმენტებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ.
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები, რაც ქრომატიულზე ფიზიკუირად შეუძლებელი იქნებოდა.
მე ვიცი რომ ფოლკლორისტებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ და სრულებით ეწინააღმდეგებიან ქრომატიკას ხალხურ ინსტრუმენტებში.
მოდით ვისაუბროთ ამ საკიტხზე. მეტად საინტერესოა და პრობლემატური.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 3 2007, 03:38 PM

დათიკო

ციტატა
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები,


ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.

მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 3 2007, 08:49 PM

ვეშაპო

ციტატა
ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.

ჩონგული ისედაც ულადოა, ტემპერირების პრობლემა არ აქვს.
ციტატა
მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.

რა თქმა უნდა სხვა განწყობას შექმნიან, ისინი ხომ არაქრომატიულები არიან biggrin.gif
მე არც ვადარებ მათ.
უბრალოდ ვამბობ რომ ქართული მუსიკა შესაძლებელია ქრომატიულ ფანდურზეც დაიკრას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დღეს შესრულების ტექნიკა არ მოგვცემს საშუალებას იგივე არაქრომატიულზე დავუკრათ. მე ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც მელოდიის დაკვრა მომდომებია, მაგრამ ხალხური არ მაძლევდა ამის საშუალებას, ქრომატიულზე კი გამოდიოდა.

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Apr 24 2007, 04:23 PM

ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Apr 24 2007, 05:07 PM

ციტატა(QORBUDA @ Apr 24 2007, 03:23 PM) *

ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif


და კიდევ ისიც, რომ ფანდური უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ვიდრე დასავლეთში.


პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Apr 24 2007, 05:08 PM

შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: May 6 2007, 04:06 PM

ფანდურს, რომელსაც 12 ლადა აქვს კლასიკურს ეძახიანხოლმე, ხშირად გამიგონია.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 12:03 PM

ეს რა თემა ვნახე!!!!! ქართული მუსიკალური კულტურაში ინსტრუმენტული მუსიკა ჩემი უსაყვარლესი სფეროა!!! მე პირადად ჩონგურზე ვუკრავ, ულადოზე, ანუ ტრადიციულზე, რამოდენიმე ნიმუში ვისწავლე ჩანგზე, უმაგრესი ხმოვანება აქვს, აგრეთვე ვგიჟდები დაირაზე!!!! საერთოდ ჩემი ოცნება იყო საუკეთესო ხალხური ინსტრუმენტალისტი ვყოფილიყავი!

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 12:20 PM

ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩონგურსა და ფანდურს შორის პრინციპული სხვაობაა. პირველ რიგში ის რომ ჩონგური ოთხსიმიანია, ფანდური სამიანი, სრულიად სხვადასხვა რეპერტური იკვრება, შესაბამისად კონკურენციას არც უწევენ ერთმანეთს, არამედ ორივე დამოუკიდებელია, და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ; სხვადასხვაა წყობა, ჩონგურს ოთხამდე წყობა აქვს, და არც ერთი არ ემთხვევა ფანდურისას, რომელსაც მხოლოდ ერთი წყობა აქვს; შესრულების ტექნიკაც რამდენადმე განსხვავებული აქვთ; და ზომითაც ჩონგური ბევრად დიდია;

განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი.
ორივე უძველესია, მათ შორის ფანდური ალბათ კიდევ უფრო ძველი, ვინაიდან ჩონგური ბევრად განვითარებულია, არსებობს ვარაუდი, რომ დასავლურ სიმღერებში მეოთხე ხმის გაჩენამ გავლენა იქონია ჩონგურზე, რის შედეგადაც საკრავზე ზილი (მეოთხე სიმი) დაამატეს, ამიტომ ჩონგური თავისი დღევანდელი სახით მეც მოგვიანო პერიოდისა მგონია, მითუმეტეს ფანდურთან შედარებით.


ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში.

ტრადიციულს ლადები სულ არ აქვს, და ნოტებში თუ წყობას გულისხმობ კი ბატონო

ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif
ნამდვილად! ორივე განსაკუთრებულია

ციტატა(adamis_nekni @ Apr 24 2007, 05:08 PM) *

შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია

ჩონგურზე უკრავენ გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში...

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 15 2007, 01:08 PM

ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 15 2007, 01:35 PM

ნუ დღეს ფანდურმა დაკარგა სახე, ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად, რასაც ბევრგან ვხვდებით, ასევე არამარტო ფშავ ხევსურეთში იყო გავრცელებული , "სტუმარ მასპინძელში"როდესაც ზვიადაური მიდის სტუმრად ჯოყოლასთან იქ ხვდება კაცი რომელიც არ "დაამღერს" დღეს ძირითადი სახე დაკარგა... ნუ მთაში ყოველ შემთხვევაში.
QORBUDA
არაა ეგრე ფანდური ძველია, ვაჟას თითქმის ყველა ნაწარმოებშია ნახსენები,
ამას გარდა უძველესი დროიდან ვიცით მთაში კაფიობა და დამღერება.


ციტატა
ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?

იბადდება კითხვა biggrin.gif გიერთდები.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 09:49 PM

ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM) *


იბადდება კითხვა biggrin.gif გიერთდები.

ზუსტად ამ ტერმინით არ ვიცი, მაგრამ ლადებიანი ჩონგური ზუსტად იმ კონტექსტშია როგორშიც კლასიკური ფანდური

ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM) *

ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად

არა მარტო...
მთელ აღმოსავლეთშია გავრცელებული

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 11:44 PM

მგონი თემას ეხმიანებაsmile.gif


მე და ჩემი ჩონგური

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 16 2007, 01:46 AM

ფანდური კი ვიყიდე მაგრამ რად გინდა დაკვრა არ ვიცი biggrin.gif არადა მაგარი საკრავია smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 18 2007, 04:49 PM

მოდით გავნაგრძოთ ხალხურ ინსტრუმენტებზე საუბარი smile.gif

თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ ჩანაწერები? მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, თქვენ იქნებ უფრო ძველები შემოგვთავაზოთ?

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: May 20 2007, 11:16 AM

N. R.

ციტატა
მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ

რას უცდიsmile.gif მაგრად მაინტერესებს

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 30 2007, 02:36 PM

ციტატა(ჯეგე @ Jan 30 2007, 03:21 PM) *

აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.

”აფხარცა” არა ”აფხერცა”. ისე ეს საკრავი მკვლევარების მიერ ”აფხიარცა”-დაც არის მოხსენიებული.

რახან შევეხეთ აფხაზურ ხალხურ საკრავებზე მე დავწერ.

აჭარპანი უენო სალამურის მსგავსი ჩასაბერი საკრავია, რომელიც ლერწმისაგან მზადდება. მას სამი თვალი აქვს. მისი წარმოშობა მწყემსურ ყოფას უკავშირდება. აჭარპანს უკრავდნენ ფარის ძოვნის დროს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კარგი შემსრულებელი ახერხებს გარკვეული მელოდიის შესრულებისას, ცხვირით მეორე ხმის აყოლებას. აჭარპანი მყარად იყო დამკვიდრებული განსაკუთრებით მწყემსთა საქმიანობაში, მას მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ. გამოიყენებოდა მაღალმთიან ადგილებში.
რაც შეეხება აიუმას, იგი სამკუთხა ფორმისაა და ცხენის ძუისაგან დამზადებული 14 სიმი აქვს. იგივე ფორმისაა ახუმაც, მხოლოდ მას 28 სიმი აქვს. ამჟამად მათზე აღარავინ უკრავს.
ორ სიმიანი აფხიარცა უმთავრესად თანმხლები საკრავია და მასზე დამკვრელი უპირატესად მამაკაცია.
აფხაზური და ქართული (სვანური) ხალხური საკრავების აშკარაა მსგავსება. დასტურად მოვიყვან მათ ფორმას, შესრულების წესს და საკრავის წყობას: აფხაზური ორსიმიანი აფხერცა _ g - c
სვანური სამსიმიანი ჭუნირი _ g - a - c
აფხაზური 14 სიმიანი აიუმა _ c – d – e – f – g – a – h – c – d – e – f – g – a – h
სვანური 9 სიმიანი ჩანგი _ e – f – g – a – h – c – d – e – f

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 03:04 PM

qarcivadze
სანამ ჩანაწერებს შემოგთავაზებდეთ მინდა შევაფასო ამ ადამიანის შესაძლებლობები ქართული ინსტრუმენტული მუსიკის სფეროში: იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 31 2007, 03:06 PM

ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:04 PM) *

qarcivadze
სანამ ჩანაწერებს შემოგთავაზებდეთ მინდა შევაფასო ამ ადამიანის შესაძლებლობები ქართული ინსტრუმენტული მუსიკის სფეროში: იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს

ვიიიიიიიიიიიიიიიინ? unsure.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 03:09 PM

qarcivadze
დიდი ქარცივაძე


კეტილი იყოს ჩვენი ხელახალი ჩაფორუმება ჩემო საყვარელოsmile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 31 2007, 03:11 PM

ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:09 PM) *

დიდი ქარცივაძე

აააააააააააააააა
ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:09 PM) *
კეტილი იყოს ჩვენი ხელახალი ჩაფორუმება ჩემო საყვარელოsmile.gif 2kiss.gif

გაიხარეეეე! 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: May 31 2007, 03:37 PM

აქაც მოგაგენით biggrin.gif


Ninia I

ციტატა
”აფხარცა” არა ”აფხერცა”. ისე ეს საკრავი მკვლევარების მიერ ”აფხიარცა”-დაც არის მოხსენიებული.

აფხ-ი-არცად იმიტომ ჟღერს, რომ აქ ჩვეულებრივ ფონემასთან ხ-სთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მის პალატალიზებულ ვარიანტთან. დაახლოებით რუსულ ხ-ს რომ გვერდში ე.წ. სირბილის ნიშანი მიუწერო, ან კიდევ ქართული იოტა, ჟღერადობით ყველაზე მეტად ემგვანება. ანუ აქ გვაქვს არა "ხი", არამედ პალატალიზებული ხ.
ამ სიტყვის მართლწერა აფხაზურად ასეა:
ა - ფ - პალატალიზებული ხ - ირაციონალური ხმოვანი (მახვილიც ამ ხმოვანზე მოდის) - რ - ც - ა
ხ-ს პალატალიზაციისა და მახვილის გამო ირაციონალური ხმოვანი ხშირად ასიმილაციის გამო ე-დაც ისმის.

ეთნომუსიკოლოგიურ ლიტერატურაში როგორ წერენ არ ვიცი, მაგრამ ლინგვისტურ ნაშრომებში ქართულ ენაზე აფხარცად მოიხსენიება.


პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 05:00 PM

ჯეგე
აქ ვართ აქ smile.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 31 2007, 09:33 PM

ჯეგე

ციტატა
აქაც მოგაგენით

მოკლედ ვერ დაგემალეთ რა wink.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 04:18 PM

qarcivadze

ა, ბატონო...

ალეკო ხიზანიშვილი - აჭარული ხორუმი

http://www.link.ge/file/144079/04-Khorumi--Acharuli---04-Khorumi--Acharuli-.wav.html

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 10 2007, 04:30 PM

N. R.

ციტატა
იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს

უი, ეს რა დაგიცერიაsmile.gif
დიდი მადლობა,მაგრამ შორს ვარ ნამეტანიsmile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 04:46 PM

ესეც აჭარული საცეკვაო

http://www.link.ge/file/144090/09-Ajaruli-Satsekvao---09-Ajaruli-Satsekvao.wav.html

qarcivadze
ცოტა იმუშავე და ნახავ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 06:00 PM

ლეკური


http://www.link.ge/file/144110/14-Lekuri--Satsekvao---14-Lekuri--Satsekvao-.wav.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 06:51 PM

ნიაზ დიასამიძე - ,,ფანდური"

http://www.link.ge/file/144130/09---Fanduri.mp3.html

მართალია არატრადიციულია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ფასეული! ძალიან მომწონს, საოცრად გულშიჩამწვდომია

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 11 2007, 02:10 AM

ესე იგი ფანდურს ვაფხაკუნებ ხოლმე რა, ვერ ვიტყვი რომ ვუკრავ, იმიტო რო კარგად არ ვიცი.
მარა მაგრად მინდა რომ ვისწავლო სერიოზულად დაკვრა. მონაცემები მაქვსავით გიტარას ვუკრავ და მეხერხება რა.
ერთი მასწავლებელიღა მინდა ახლა.smile.gif
უხ ბევრი რამე მკლებია არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 12:50 PM

ძალიან მყვარს ყველა ხალხური საკრავი
მეც ვუკრავ ჩონგურზე , ფანდურზე ეხლა კახურ სალხინოს ვსწავლობ ძაან მაგარია , ჭუნირზეც ვიცი 3 სიმღერა , დოლზეც ვახერხებ რაღაცას,
მგრან ჭიბონზე ვაფანატებ და აუცილებლად ვისწავლი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 12:56 PM

ABRAMA
რომელიმე ანსამბლში ხარ?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 13 2007, 01:03 PM

ABRAMA
საღოლ ! laugh.gif

იმეგობრე ჩვენთან biggrin.gif (ჩემი უსა\ყვარლესი მეგობრის საყვარელი ფრაზა! smile.gif )

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 01:14 PM

misdevs mela loms
''შემოქმედი''

N. R.
რატომაც არა wink.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 01:34 PM

ABRAMA
კახა ჩხიკვადზეს არ იცნობ? biggrin.gif დიდგორი და შემოქმედი ფეხბურთს რომ ვტამაშობტ ხოლმე შენ თამაშობ?

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 01:36 PM

misdevs mela loms
კი როგო არვიცნობ კახას

მე მეკარე ვიყავი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 01:38 PM

ABRAMA
უი biggrin.gif გამახსენდი. მერე შე დალოცვილო გაუშვი ცოტა გოლები wink.gif

ისე ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი ჭიბონია

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 02:09 PM

misdevs mela loms
უი გამახსენდი. მერე შე დალოცვილო გაუშვი ცოტა გოლები [quote]

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი ჭიბონია


მაგარია ძაან

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 02:46 PM

ABRAMA

ციტატა
მაგარია ძაან

მაგარი კია ვერ ვუკრავ თორემ sad.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 13 2007, 07:01 PM

ერთი კითხვა მაქვს. სალამური მიში არებობს, ან ლაში? მე რამდენადაც ვიცი დო არის სალამურის ტონალობა.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 13 2007, 07:11 PM

დათიკო

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს. სალამური მიში არებობს, ან ლაში? მე რამდენადაც ვიცი დო არის სალამურის ტონალობა.

გაუმარჯოს კაი კაცს.
დათიკო, მე როგორც ვიცი სალამურს აკეთებენ 2 მუხლიანს (რა თქმა უნდა, არა ხალხურს) და ზედა მუხლი, რომელზეც ხვრელი არაა შეგიძლია ასწიო და დასწიო, შესაბამისად ამაღლდება და დადაბლდება.

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 13 2007, 07:31 PM

სალამი ყველას!

მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.

მაგრამ smile.gif არ ვიცი როგორ დავდო დამეხმარეთ და ამ დისკს თავისი ბუკლეტით, მუსიკებით და კიდე ახალი ჩანაწერებით რომელიც არ არის შესული დისკში ჩემ თავზე ვიღებ wink.gif

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 13 2007, 11:34 PM

tsintsa

გაიხარე! მოგესალმები

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 13 2007, 11:39 PM

tsintsa

ციტატა
სალამი ყველას!

მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.

მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო დამეხმარეთ და ამ დისკს თავისი ბუკლეტით, მუსიკებით და კიდე ახალი ჩანაწერებით რომელიც არ არის შესული დისკში ჩემ თავზე ვიღებ

კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე smile.gif მიხარია ასეთ ხალხს რომ ვხედავ აქ smile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 01:40 AM

შესრულებულია კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2006-წელს
"ბუქნა" - გიორგი სუბელიანი

http://www.link.ge/file/145663/11-Track-11.mp3.html

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 14 2007, 02:09 AM

ციტატა(tsintsa @ Jun 13 2007, 04:31 PM) *

სალამი ყველას!

მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.



კეთილი იყოსsmile.gif

ეს რა კარგი რამე თქვი,აწი ,,ხელცარიელები'' აღარ შემოვუშვათ ფორუმზეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 02:11 AM

"მთიულური" - გიორგი სუბელიანი

ანსამბლი "შავანაბადა"

http://www.link.ge/file/145680/mtiuluri.mp3.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 02:58 AM

tsintsa
იქნებ შემსრულებელზე მოგვაწოდო ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:23 PM

N. R.

http://funkyimg.com

"შავნაბადაში" ძირითადი ინსტრუმენტალისტები ეს 4 კაცი ვართ.
მაგრამ მთავარი ინსტრუმენტალისტი ანი ის ვინც ყველაზე კარგად ფლობს უმეტეს ინსტრუმენტებს არის გიორგი სუბელიანი - დაიბადა 1988 წ. მღეროდა მართვეში დაამთავრა 140-ე საშ. სკოლა და სწავლობს სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Jun 14 2007, 04:28 PM

გუდასტვირი უხხხხხ
ძაან მაგრა მიყვარს ეგ ინსტრუმენტი

გუდასტვირის ხმა რო მესმის მართლა აღუწერელი გრძნობა მეუფლება რა...

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:40 PM

"ხორუმი"-გიორგი სუბელიანი და ბაჩო წიკლაური

ამსამბლი "შავანაბადა"

http://www.link.ge/file/145873/xorumi.mp3.html

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:54 PM

1. "ღიღინი"-გიორგი სუბელიანი
2. "სატრფიალო"-გიორგი სუბელიანი შესრულებულია 150 წლამდე ასაკის ფანდურზე ფანდურზე.
3. "აფხაზური"-გიორგი სუბელიანი



1. http://www.link.ge/file/145876/02-gigini.mp3.html

2. http://www.link.ge/file/145877/03-satrfialo.mp3.html

3. http://www.link.ge/file/145880/06-afazuri.mp3.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 05:59 PM

tsintsa
მადლობა ინფორმაციისა და ჩანაწერებისთვის smile.gif


პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 07:27 PM

მე ძალიან მიყვარს ჭუნირი და ჩონგურიი.სხვებიც რათქმაუნდა უბრალოდ, სხვებს ვერ ვუკრავ wub.gif jump.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 07:47 PM

Cecxladze I
რამე შენი საყვარელი ჩანაწერი დაგვიდე რა..

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 09:53 PM

ციტატა(N. R. @ Jun 14 2007, 04:59 PM) *

tsintsa
მადლობა ინფორმაციისა და ჩანაწერებისთვის smile.gif


ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 10:06 PM

ციტატა(tsintsa @ Jun 14 2007, 09:53 PM) *

ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს

იმედია აზრს არ შეიცვლი biggrin.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 10:08 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jan 29 2007, 12:42 AM) *

აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ.


გასაგებია smile.gif

თქვენი აზრით:

ფოლკლორულმა ანსამლებმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქრომატიული ფანდური რადგან კირილემ შექმნა?


ჩემი აზრით იმის მიუხედავად რომ, ეს ინსტრუმენტი კირილემ შექმნა ხმარებიდან არ უნდა ამოვარდეს რადგან კარგად შეერწყა ქართულ ხალხურ მუსიკას, უბრალოდ გააჩნია როგორ დაუკრავ და რას დაუკრავ.
რომცა დრო იყო ხო შეიქმნა ხალხური ფანდური და მასაც ჰყავს ვიღაც შემქმნელი.

ჩემი აზრიძ და არა მარტო ჩემი აზრით ქართველი ფოლკლორისტების შემუშავებული თუ ზუსტად მახსოვს 7 ფოლკლორულობის კანონიდან უმრავლესობას ეს საკრავი აკმაყოფილებს.
ეს კანონები თუ შეიძლება კანონები ეწოდოს მე ბ.ნ. თამაზ გაბისონიასგან ვიცი.

1. უნდა იყოს ხალხში პოპულარული
2. მისი ხმარების წესი უნდა იყოს ხალხში
3. უნდა გაუძლოს დროს
4. უნდა იყოს ანონიმური მისი შემქმნელი
5. ხალხს უნდა ჰქონდეს მის მუსიკალურ განვითარებაში წვლილი შეტანილი
6. უნდა ახლოს იყოს და კარგად ერწყმოდეს ხალხურ შემოქმედებას


სამწუხაროდ მეშვიდე ვერ გავიხსენე და არ მინდა მე თვითონ მოვიგონო smile.gif

ჩემი აზრით ამ კანონებიდან ხალხური ფანდური აკმაყოფილებს 1,2,3,5,6 პუყნქტებს 7 არ მახსოვს

მაგრამ რაც მე არ მომწონს: ამ ინსტრუმენტის ქრომატიულობა ხელს უწყობს მასზე შესრულებული კომპოზიციების არაქრომატიულად შერულებას და ამავე დროს უფრო მეტად ხელს უწყობს არაქრომატიულობას.
ასე რომ ჩემი აზრით გააჩნია ვინ რას დაუკრავს და როგორ

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 10:42 PM

ანმსაბლი "შავნაბადა"

მთიულური
http://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.html

მთიულური2
http://www.link.ge/file/146007/07-mtiuluri.mp3.html

ბუქნა
http://www.link.ge/file/146010/10-buqna.mp3.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 10:46 PM

tsintsa
ჯიგარი ხარ!!! ჩემს ნერვებს რომ უფრთხილდები 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 14 2007, 10:51 PM

tsintsa

ციტატა
მთიულური
http://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.html

გაიხარე, ძალიან მაგარია, მაინც მშობლიურია რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 10:53 PM

N. R.
სამწუხაროდ ჯერ არამაქვს ჩემი ჩამაწერი მაგრამ მალე მექნება

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 14 2007, 11:00 PM

აუ რა ტკბილი ხმა აქვს ფანდურს smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 14 2007, 11:14 PM

ციტატა
მთიულურიhttp://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.htmlმთიულური2http://www.link.ge/file/146007/07-mtiuluri.mp3.htmlბუქნაhttp://www.link.ge/file/146010/10-buqna.mp3.html

მაგარია ძაან!

Cecxladze I
ციტატა
ჩემი ჩამაწერი მაგრამ მალე მექნება

არ გამოგვაპარო biggrin.gif wink.gif

p.s.
სალამურის ყიდვა მინდა და რამე რჩევას ვერ მომცემთ? როგორ გავსინჯო კაია თუ არა...

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 11:20 PM

ალექსანდრე
ნამდვილად.საერთოდ ყველა ქართულ ინსტრუმენტს თბილი და ჟღერადი ხმა აქვს. საოცრებაა!

komisia
არა არ გამოგაპარებთ. biggrin.gif


პოსტის ავტორი: mastersoni თარიღი: Jun 15 2007, 12:07 AM

tsintsa
აბსლუტურად არ გეთანხმები ქრომატიულ ინსტრუმენტებთან მიმართებაში, მაგრამ N. R. ვცეთ პატივი და ცოტა ხნით დავასვენოთ smile.gif
ის ცოტა ხანი ცორა გავა შემატყობინეთ მეც მინდა "ადინ უმნი ვეშ სკაზაწ" ტემპერირებულ საკრავებთან დაკავშირებით smile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 04:51 PM

2007-წლის კონცერტი კონსერვატორიაში ანსამბლი "შავნაბადა"

გიორგი სუბელიანი

მთიულური

http://www.link.ge/file/146874/09-mtiuluri.mp3.html

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 06:03 PM

"ღიღინი" 2007-წელი კონსერვატორია

გიორგი სუელიანი - ანსამბლი "შავნაბადა"


http://www.link.ge/file/147094/25-gigini.mp3.html

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 17 2007, 06:13 PM

თუ ვინმეს გაქვთ გარუჩავას შესრულებული ხორუმი იქნებ დააგდოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 17 2007, 06:15 PM

ციტატა(G A B O @ Jun 17 2007, 06:13 PM) *

თუ ვინმეს გაქვთ გარუჩავას შესრულებული ხორუმი იქნებ დააგდოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

მოგიკვდა ჩემი თავი!!! sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2007, 06:46 PM

tsintsa

ციტატა
ფოლკლორულმა ანსამლებმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქრომატიული ფანდური რადგან კირილემ შექმნა?

უნდა ამოიღოს, ქართული კილო აღარ აქვს.
მერე კიდევ, ხმოვანებაც აღარ აქვს ისეთი.
სული აქვს ქართული ამოცლილი, სული.

შენ ამბობ, რომ ქრომატიულზე დიდი ტექნიკის განვითარება შეიძლებაო, მაგრამ მე შენ მოგეცი კაი ჩანაწერი ხალხურ ფანდურზე შესრულებული, რომელიც შენს მოსაზრებას აბათილებს.

http://www.link.ge/file/147114/16---Metskhvareebtan.mp3.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 17 2007, 06:47 PM

ვეშაპო
tsintsa


ანუ პოლმიკას ,,გახსნილად" ვაცხადებთ?! laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 08:06 PM

QUOTE(ვეშაპო @ Jun 17 2007, 05:46 PM) *

tsintsa

უნდა ამოიღოს, ქართული კილო აღარ აქვს.
მერე კიდევ, ხმოვანებაც აღარ აქვს ისეთი.
სული აქვს ქართული ამოცლილი, სული.

შენ ამბობ, რომ ქრომატიულზე დიდი ტექნიკის განვითარება შეიძლებაო, მაგრამ მე შენ მოგეცი კაი ჩანაწერი ხალხურ ფანდურზე შესრულებული, რომელიც შენს მოსაზრებას აბათილებს.

http://www.link.ge/file/147114/16---Metskhvareebtan.mp3.html



მე არ ვამბობ რომ ანვითარებს ტექნიკას, ან რამე უკეთესი აქვს რაც, ხალხურ ფანდურს არ ააქვს.
ბევრად უკეთესად იგრძნობა ხალხურ ფანდურში ფოლკლორულობა და სილამაზე ხალხურობის.

უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს I საუკუნის მერე რა ბედი ელის ქრომატიულ ფანდურს? იქნება "ხალხურად" წოდებული? ქართული ბევრი აქ ამ საკრავს და თან ბევრი არა ქართულია ჩემი აზრთი დღევანდელ ქართველობას გავს wink.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 18 2007, 10:33 AM

გამარჯობათ კარგო ხალხო. კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე.

http://www.link.ge/file/147277/BUQNA.wma.html
ასრულებს ხვიჩა ხვთისიაშვილი.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 18 2007, 11:32 AM

tsintsa

ციტატა
იქნება "ხალხურად" წოდებული?

სანამ იარსებებს "ხალხური" ფანდური, მაგ ფანდურს ყოველთვის ქრომატიული ერქმევა.
ნუ, რა თქმა უნდა ისეთ ხალხში ვინც ცოტათი მაინც გათვითცნობიერებულია, ანუ როგორც ეხლაა რა.

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 18 2007, 11:48 AM

ციტატა(tsintsa @ Jun 14 2007, 08:53 PM) *

ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს


იქნებ 2007 წლის სოლო კონცერტზე ფანდურზე შესრულებული ოსური დადო თუ გაქვს ჩანაწერი.
საერთოდ ამ კონცერტზე შესრულებულ სიმღერებსაც თუ დადებ ხო მთლად კაი. ან იქნებ ვიდეო გქონდეს. წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 05:36 PM

ეს არის ოსური ანსამბლ "შავნაბადას" კერძოდ გიორგი სუბელიანის მიერ შესრულებული კონსერვატორიაში სოლო კონცერტზე.

არის ხარვეზები. როცა მინი დისკიდან გადავწერე კომპიუტერში.
ხარვეზები ერთ ორ ადგილას აფუჭებს მაგრამ ისე რო მოისმინება და თან ამ ჩანაწერს ბალანსიც გასასწორებელი აქვს დიდი რევერი აქ მაგრამ რახან თხოვეთ wink.gif


http://www.link.ge/file/147435/11-osuri.mp3.html

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 08:44 PM

tsintsa


რომელი ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელი ქრომატიული ინსტრუმენტების აუცილებლობაზე, როდესაც ხალხურ ინსტრუმენტს გააჩნია ასეთი შესაძლებლობები როგორიც ამ ჩანაწერზეა მოცემული?




(მადლობა გაბოს ჩანაწერის მოწოდებისთვის)


მე სიმოვნებით გადავიწერე და მოვისმინე ყველა ჩანაწერი რაც აქ დაიდო, და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გაიოლება და გამარტივება იყო და არა განვითარება, მითუმეტეს ამ ჩანაწერის შემდგომ

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 09:04 PM

N. R.

მე უბრალოდ თემა შემოვაგდე თორე ქრომატიული ფანდური ყველაზე დაბალი დონეა ჩემტვის ბას ფანდურის შემდეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 09:26 PM

ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:04 PM) *

N. R.

მე უბრალოდ თემა შემოვაგდე თორე ქრომატიული ფანდური ყველაზე დაბალი დონეა ჩემტვის ბას ფანდურის შემდეგ biggrin.gif



ძაან საინტერესოა biggrin.gif აბა რა ,,განვითარებაზე'' საუბარი მოგინდა?! laugh.gif

ისე მე ნიაზის ,,საფანდუროც'' მაგრა მომწონს, მაგრამ არა როგორც ხალხური ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუში smile.gif

http://www.link.ge/file/147522/09---Fanduri.mp3.html

ნუ გემოვნებიანი ყველაფერი მომწონს, და ისეთი, რაც ტრადიციას კი არ აზიანებს და მის ხარჯზე არსებობს, არამედ რაც თავისთავადია, და თავისი ღირებულებიდან გამომდინარე საკუთარ პოზიციას წარმოადგენს

ისე ყველაზე დაბალი დონისად თუ მიგაჩნია (მე ასე არ ვფიქრობ,მაგალითად კარგად და კარგ რამეებს უკრავს ქრომატულ ფანდურზე ხვიჩა ღვთისიაშვილი) შენი ანსამბლს რატოიმ გამოაქვს კონცერტზე, და რატომ აქცევ ამხელა ყურადღებას? შენს მიერ დადებული ნიმუშები არ არის განა ქრომატიულ ფანდურზე შესრულებული?

გთხოვ სწორად გამიგო, ახლა დავფიქრდი და მართლა დამაინტერესა

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 10:51 PM

N. R.

სიმართლე გითხრა გიორგი რო მართლა კარგად არ უკრავდეს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან ქრომატიულ ფანდურს.
მაგრამ მიუხედავად ამისა ისედაც ნელ ნელა ამოვიღებ.
გარკვეულ საზოგადოებას რომელიც ვერ არჩევს ხალხურს და ფრომატიულს ჩევნმა ანსამბლმა მართლა დაანახა ქართული ინსტრუმენტების სიდიდე. მაგრამ ნახევრად სწორი და ნახევრად არასწორი გზით.
უბრალო მსმენელი ხალხურ ფანდურზე შესრულებულ ბუქნას უფრო ნაკლები ყურადღებით უსმენს ვიდრე ქრომატიულ ფანდურზე ჩატარებულ "ფოკუსებს" მაგრამ იქ სადაც ქრომატიული გაგვაქ ყოველთვის ხალხურიც გაგვაქ ან ისეთი ნომერი სხვა საკრავებზე (ჩონგურებზე ჭიბონზე და ასე შემდეგ) რომელიც მართლა ქართულია და ნელ ნელა მართლა ვანაცვლებთ. როცა ანსამბლია და მაყურებელი იქ ავთენტურობა დაკარგულია და ხალხისთვის საინტერესო რო იყოს გინდა არ გინდა ყველა ანსამბლი არტისტოს, რაც ერთ ერთი ხერხია ხალხზე ზემოქმედების. ხალხის უმრავლესობა მარტო ჭუნირს და ჩანგს არ მოისმენს და ქრომატიულ ფანდურ კარგ დაკრულზე "ითიშებიან" biggrin.gif ასე რომ ჯერ აქედან დავიწყებ და მერე შევაპარებთ. მალე იმ ნომერსაც გაკეთებულს იხილავთ საფანდუროს "მეცხვარეებთან" რო ქვია და კიდე სხვა ბევრს

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 11:02 PM

ცოტა რაღაცეები არის შენს პოსტში, რაზეც შემიძლია უზარმაზარი ,,შენიშვნები ავაგო'', მაგრამ არ დავწვცრილმანდები და კარგზე გავამახვილებ ყურადღებას!

მიხარია შენი პოზიცია რომ შევიტყვე, მართლა კარგია ასეთი მიმართულება თუ გაქვს, რომ ტრადიციას ხაზი გაუსვა, და აქვე ვიტყვი, რომ რაღაც დონეზე შეიძლება კლასიკური ფანდურიც იყოს მისაღები, თუ ხალხურობა იგრძნობა, ხალხურობას დანაყოფების რაოდენობის გარდა სხვა რაგაცეებიც განსაზგვრავს, მტავარია ჩემი აზრით ბოლომდე ხალხური განწყობა მოდიოდეს შემსრულებლისგან, რაც რთული მისაღწევია

სხვათაშორის მე მახსოვს რომ თქვენს პირველ სოლო კონცერტზე ძალიან მომეწონა მისი დაკრული, თუმცა რაღაც მაკლდა, ტექნიკა იყო, ნიჭიერებაც, მაგრამ რაღაც აკლდა, რაღაც, ის რასაც მადლიანი ხალხური ქვია, და ეს მარტო კლასიკური ჩონგურის ბრალი არ იყო. თუ ბევრ ძველ ჩანაწერს მოისმენს და ,,მუღამს'', სხვანაირ გემოს გაუგებს ბევრად მეტს გაუჭირდება მისი გაკრიტიკება


პ.ს. მსიამოვნებს, რომ ადამიანს თავისუფლად შემიძლია ჩემი აზრი ვუთხრა და არ ,,ვხოცავთ''ერთმანეთს და არ ,,შევურაწყოფთ'' smile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 11:07 PM

N. R.

მეც მსიამოვნებს ის რჩევა რომელიც სასიკეთოა და ჩემგან ცუმად არ მიდის ამაზე საუბარი რაც ხშირად ქალებს კი არა კაცებს ჭირს ძალიან ბევრს.
გულახდილობისთვის მადლობა!

ისე რის აგებასაც აპირებდი და არ დაწვრილმანდი კეთილ რჩევად მომწერე და ვისაუბროთ მშვიდად

კარგი ხომ ისედაც ვიცი რაც მაქ და კიდე ხაზგასმისთვის მადლობა, ცუდი მაინტერესებს რასაც შეიძლება მე ვერ ვხედავდე smile.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 23 2007, 03:33 AM

ამ თემაში გამოცდები მქონდა და ვეღარ შემოვიხედე. ხოდა ახლა გადმოვწერე ყველა ლინკი.
აუ უმაგრესი შესრულებაა რა ფანდურზე.smile.gif
დიდი მადლობა ცინცას, ნინოს და პატრულს.biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 12:22 PM

ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:51 PM) *

N. R.

სიმართლე გითხრა გიორგი რო მართლა კარგად არ უკრავდეს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან ქრომატიულ ფანდურს.



იგი როგორი წარმატებითაც უკრავს არატრადიციულ მუსიკას, იგივე წარმატებით შეუძლია ტრადიციულის დაკვრაც, ასე რომ მხოლოდ ამით გამართლება... რაღაც ვერ აღვიქვამ

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 23 2007, 12:37 PM

QUOTE(N. R. @ Jun 23 2007, 11:22 AM) *

იგი როგორი წარმატებითაც უკრავს არატრადიციულ მუსიკას, იგივე წარმატებით შეუძლია ტრადიციულის დაკვრაც, ასე რომ მხოლოდ ამით გამართლება... რაღაც ვერ აღვიქვამ



მერე ხო არის ბუქნას 2 სხვა და სვა და სხვა ვარიანტი დაკრული და ხორუმი არ ნახე? smile.gif

ტრადიციულსაც უკრავს და არატრადიციულსაც.
ტრადიციულს თუ რატო უკრავს ამას ახსნა არ ჭირდება. არა ტრადიციულს რატო უკრავს ხო ავხსენი ერთხელ უკვე

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 01:03 PM

ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:51 PM) *

N. R.


გარკვეულ საზოგადოებას რომელიც ვერ არჩევს ხალხურს და ფრომატიულს ჩევნმა ანსამბლმა მართლა დაანახა ქართული ინსტრუმენტების სიდიდე. მაგრამ ნახევრად სწორი და ნახევრად არასწორი გზით.




მესმის, რომ ორივე გზით შეიძლება ადამიანს დაანახო ,,ქართული ინსტრუმენტების სიდიდე'', მითუმეტეს ამ საკითხში დილეტანტებს, მაგრამ მეორესმხრივ შეიძლება მხოლოდ ტრადიციულითაც დაანახო, ხომ? თუ ის მაღალი დონის შესტულებაა, და ტრადიციული რომ ხშირ შემთხვევაში ბევრად რთული და მრავალფეროვანია ეგეც ხომ დავინახეთ

ციტატა(tsintsa @ Jun 23 2007, 11:37 AM) *

მერე ხო არის ბუქნას 2 სხვა და სვა და სხვა ვარიანტი დაკრული და ხორუმი არ ნახე? smile.gif

ტრადიციულსაც უკრავს და არატრადიციულსაც.
ტრადიციულს თუ რატო უკრავს ამას ახსნა არ ჭირდება. არა ტრადიციულს რატო უკრავს ხო ავხსენი ერთხელ უკვე



ხო მესმის, მაგრამ მაინც, აჯობებს სულ ტრადიციული დაუკრას, ან ქრომატულზე თუ დაუკრავს მეტი ხალხურობა ჰქონდეს

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 23 2007, 01:48 PM

N. R.

გეთანხმები რო უკეთესია ამას არც უნდა საუბარი.

მთავარია რო იმასაც აკეთებს და იმასაც, მაგრამ მე გითხარი მალე საერთოსდ ქრომატიულსაც ამოვიღებთქო და ბოლომდე გადავალთ ხალხურზეთქო და ეს ტავის გასამართლებლად ი არ მითავამს მართლა ასეა. უბრალოდ რაღაც დღო უნდა ყველაფერეს. და მსმენელსაც გააჩნია როგორი იქნება იმის მიხედვით დაუკრავთ

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 23 2007, 05:36 PM

მიდით მიაწექით წარმატებები მისურვებიაო.
სუბელიანი კაი ბიჭია, და კიდევ უფრო კარგი იქნება ჩონგურს ფანდურს თუ კიდევ მეტ ყურადღებას მიაქცევს. ძალიან შრომისმოყვარეა და აუცილებლად გამოუვა, და თან საუკეთესოთ. მოდით ხალხო წარმატებები უსურვოთ.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 09:47 PM

ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 10:51 PM) *

N. R.
ხალხის უმრავლესობა მარტო ჭუნირს და ჩანგს არ მოისმენს და ქრომატიულ ფანდურ კარგ დაკრულზე "ითიშებიან" biggrin.gif



შენ რომ გგონია ,,ითიშებიან'' , მე ასე არ ვფიქრობ და უბრალოდ ეგაა რა. smile.gif არ შეიძლება ჩემი აზრით ხალხური შემოქმედება მხოლოდ ასეთი პოზიციით გათვალო

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 24 2007, 12:23 AM

ხოო!!!
არ იჩხუბოთ.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 24 2007, 10:28 PM

Cecxladze I




ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 11:07 PM) *

N. R.



ისე რის აგებასაც აპირებდი და არ დაწვრილმანდი კეთილ რჩევად მომწერე და ვისაუბროთ მშვიდად

კარგი ხომ ისედაც ვიცი რაც მაქ და კიდე ხაზგასმისთვის მადლობა, ცუდი მაინტერესებს რასაც შეიძლება მე ვერ ვხედავდე smile.gif




ამას რომ ბაღანა მოგწერს იმის მერე როგორ უნდა ,,იჩხუბო''?! 2kiss.gif biggrin.gif


გამაკვირვა და გამახარა biggrin.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 25 2007, 10:20 AM

N. R.


biggrin.gif:D:D ვინაა შენი ბაღანა biggrin.gif:D:D

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jul 31 2007, 08:45 AM

ვინმეს ხომ არ გაქვთ ჭიბონზე შესრულებული ჩანაწერები? არ დაიზაროთ რა.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 6 2007, 11:25 AM

ციტატა(Berikaci @ Jul 31 2007, 08:45 AM) *

ვინმეს ხომ არ გაქვთ ჭიბონზე შესრულებული ჩანაწერები? არ დაიზაროთ რა.

ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs tongue.gif manamde veSapo bizias vtxovopt smile.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 7 2007, 09:26 PM

ციტატა(N. R. @ Aug 6 2007, 10:25 AM) *

ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs tongue.gif manamde veSapo bizias vtxovopt smile.gif


სადაა ვეშაპო!? sad.gif ვეშაპოს კი ვიცი რომ ექნება, მარა არ ჩანს და....!

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 14 2007, 04:59 PM

ციტატა(N. R. @ Aug 6 2007, 10:25 AM) *

ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs tongue.gif manamde veSapo bizias vtxovopt smile.gif


გელოდები სულმოუთქმელად. wink.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 20 2007, 02:52 AM

არავინ ყურადღებას არ მაქცევს! ...მდააააა... ნეტა სად დაიკარგა ეს ხალხი ჰა? ეჰ, არადა რა ჩანაწერებს დამპირდენ!? biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:08 AM

ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...
იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში, მე გონზე არა ვარ როგორ უნდა ავარჩიო, ფული მაქვს...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:41 AM

komisia

ციტატა
ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში,

ერთს გეტყვი რო ქრომატიული არ იყიდო და ისე არჩევაშიც დაგეხმარები if u want wink.gif
ციტატა
ფული მაქვს...

ეგაა მთავარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:44 AM

Didgoreli

ციტატა
ქრომატიული

როგორიო? blink.gif

ციტატა
არჩევაშიც დაგეხმარები

აი კაცი!

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:45 AM

komisia

ციტატა
როგორიო?

ანუ არახალხური რაა wink.gif ნახევარი ტონები რო აქვს ეგაა ქრომატიული wink.gif
ციტატა
აი კაცი

კაი ნუ გამაწითლე ბუჯო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:49 AM

Didgoreli

ციტატა
ანუ არახალხური რაა

ოო, მე ხალხური მიდნა smile.gif

ციტატა
კაი ნუ გამაწითლე ბუჯო

წვერში მაინც არ გამოჩნდება სიწითლე laugh.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:51 AM

komisia

ციტატა
ოო, მე ხალხური მიდნა

ხოდა მაგიტო გითხარი ქრომატიული არ გინდათქვა wink.gif
ციტატა
წვერში მაინც არ გამოჩნდება სიწითლე

მაშინ რო გავიპარსავ მერეე გავწითლდები

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 11:21 AM

ციტატა(Berikaci @ Aug 20 2007, 01:52 AM) *

არავინ ყურადღებას არ მაქცევს! ...მდააააა... ნეტა სად დაიკარგა ეს ხალხი ჰა? ეჰ, არადა რა ჩანაწერებს დამპირდენ!? biggrin.gif



ვინდოუსი გადავაყენე და ყველაფერი წამეშალა, ვერ მოვახერხე გადმოწერა, იმიტომ რომ ჩემი კომლპიუტერი ისე გაიჭედა ვეღარც კი ვრთავდი ;(

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 20 2007, 12:11 PM

Didgoreli
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 20 2007, 01:08 PM

ციტატა(doroTea @ Aug 20 2007, 11:11 AM) *

Didgoreli
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს smile.gif


მე ვიცი ერთი კაცი, თუ არ ვცდები მარტვილელია,(სახელი და გვარი არ მახსოვს) ძალიან მაგარ ფანდურებს და ჩონგურებს აკეთებს. ქრომატიულსაც და ხალხურსაც. ნომერს გაგიგებ თუ გინდა. შეკვეთით ამზადებს რა.

ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 02:08 AM) *

ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...
იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში, მე გონზე არა ვარ როგორ უნდა ავარჩიო, ფული მაქვს...

IPB-ს სურათი


ერთს გირჩევ რა, უკვე მზა ფანდურს ნუ იყიდი, ჯობია დაუკვეთო. wink.gif მაღაზიის ფანდურები ხშირ შემთხვევაში უვარგისია. sad.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Aug 20 2007, 01:35 PM

doroTea

ციტატა
ჩონგურიც მაინტერესებს

120 ლარი ღირს ნორმალური ჩონგური. სამეგრელოში აკეთებს ვიღაც და აქედან უკვეთავენ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 01:36 PM

ციტატა(doroTea @ Aug 20 2007, 11:11 AM) *

Didgoreli
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს smile.gif



ფანდური არ ვიცი, თუმცა ჩონგურები მალხაზთან არის, ერქვანიძესთან, მეგრელი ხელოსანი უმზადებს, ადრე 130 ლარი ღირდა

(ფანდურის კარგი ოსტატი თბილისში კაკო ლაშქარაშვილია)

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 01:47 PM

და ფანდური რა ღირს დაახლოებით არ იცით?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 01:52 PM

ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 12:47 PM) *

და ფანდური რა ღირს დაახლოებით არ იცით?


კარგი ფანდური 50-60 ლარი

komisia


აქაურობა მოვაპრიალე და ჭუჭყიანი ფეხებით არ შემოხვიდეთ შენ და დიდგორელი, თორე მიგტყეპავთ და მიგაგდებთ tongue.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 02:02 PM

N. R.

ციტატა
კარგი ფანდური 50-60 ლარი

ზნაჩიტ ბანძი მინდა... user.gif
ბანძი რა, 30 ლარია ბიუჯეტში მაგისთვის... user.gif

რო დავამუღამებ კარგს მერე ვიყიდი tongue.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:04 PM

ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 01:02 PM) *

N. R.

ზნაჩიტ ბანძი მინდა... user.gif
ბანძი რა, 30 ლარია ბიუჯეტში მაგისთვის... user.gif

რო დავამუღამებ კარგს მერე ვიყიდი tongue.gif



30-ს მერე მოგცემ-თქო tongue.gif


თუ არადა მაგ ფასშიც იქნებ ნახო რამე tongue.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:07 PM

აქეთ რა ხდება ხალხო?

komisia

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:09 PM

doroTea

ციტატა
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?ჩონგურიც მაინტერესებს

ერთი მეგრელი ადამიანი ყიდის , ფანდურსაც და ჩონგურსაც wink.gif მაგისგან ვიყიდეთ ჩვენ და ჩონგური დაგვიჯდა 120 ლარი და ფანდური თუ არ ვცდები ერთერთმა ჩვენგანმა იყიდა 100 ლაარად , ოღონდ ის ქრომატიული იყო wink.gif ხალხურის ფასი არ ვიცი ნამდვილად sad.gif ისე ნომრის გაგება შემიძლია თუ დაგჭირდებათ wink.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:10 PM

გიო გილოცავ კარგი გადაწყვეტილება
მიგიღია ფანდურის სწავლა რომ გინდა
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:21 PM

komisia

ციტატა
ოო, მე ხალხური მიდნა

გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდო
უფრო კომპაქტურია

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:26 PM

ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ Aug 20 2007, 01:21 PM) *

komisia

გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდო
უფრო კომპაქტურია



რაიოოო?! blink.gif


ახალგაზრდავ tongue.gif ფოლკრლოის განყოფილების საზოგადოება ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაციას ეწევა, და ან შემოგვიერთდით, ან არადა და განსხვავებულ მიმართულებას ნუ უწევთ პროპაგანდას tongue.gif laugh.gif


საუკეთესო სურვილებით ფოლკლორის განყოფილების სააღმსრულებლო tongue.gif ლოლ

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 02:29 PM

N. R.

ციტატა
30-ს მერე მოგცემ-თქო
თუ არადა მაგ ფასშიც იქნებ ნახო რამე

რას ამობ გოგო 60 ლარს ხომ არ მივცემ ფანდურში... უბრალოდ სასწავლად მინდა... და ჩემთვის რომ გავერთო ხოლმე... ვაჩხაკუნო...
ახლა ძაან ჩაინიკობაც არ მინდა... ნორმალური რა...

Didgoreli
ციტატა
ფანდური თუ არ ვცდები ერთერთმა ჩვენგანმა იყიდა 100 ლაარად ,

ohmy.gif wacko.gif blink.gif user.gif

ჰ ა რ ი რ ა
ციტატა
გიო გირჩევ ქრომატიული იყიდო უფრო კომპაქტურია

კომპაქტური რა, ნაკლებ ადგილს იკავებს? laugh.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:33 PM

ჰ ა რ ი რ ა

ციტატა
გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდოუფრო კომპაქტურია

კარგით რაა პატივცემულო არ გრცხვენიაათ ??? ქრომატიული ფანდური ხომ არახალხურიააა , ასეთი რჩევის მიცემაა როგორ შეიძლებააა biggrin.gif biggrin.gif

komisia
ციტატა
კომპაქტური რა, ნაკლებ ადგილს იკავებს?

აბაა რააა .... ეგ დასაკეცი ფანდურიაა დაა პატარა ადგილი ჭირდება

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:38 PM

Didgoreli


კაი ბიჯო, ბაღანას ნუ გავაქცევთ tongue.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:41 PM

Didgoreli
N. R.

ციტატა
ხალგაზრდავ ფოლკრლოის განყოფილების საზოგადოება ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაციას ეწევა, და ან შემოგვიერთდით, ან არადა და განსხვავებულ მიმართულებას ნუ უწევთ პროპაგანდას

კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი

ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათ
ჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:47 PM

ჰ ა რ ი რ ა

ციტატა
კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი

ძალიან კარგი smile.gif
ციტატა
ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?

ჩვენც მოგვიკითხე და უთხარი უნდა ვისაუბროთ აბა რათქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:48 PM

ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ Aug 20 2007, 01:41 PM) *

Didgoreli
N. R.

კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი

ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათ
ჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?



რა რაის ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი შენს გარეშე-თქო 2kiss.gif მოგვიკითხე smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:48 PM

N. R.

ციტატა
კაი ბიჯო, ბაღანას ნუ გავაქცევთ

მაი ბაღანა ჩვენთან ერთად ოფოფობდა გუშინ და მიხვდა რომ ვიხუმრე smile.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:52 PM

N. R.

ციტატა
მოგვიკითხე

OKEY

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Aug 20 2007, 07:43 PM

რას მიმიჩმორეთ ჩემი ძმა ჰაა?tongue.gif რა ხდება აქ? ხანდაზმულებს უტყაპუნებენ? biggrin.gif tongue.gif biggrin.gif

უხ კაი ხუმრობა იქით იყოს და სად ქრომატულ ფანდურზე რომ მელოდიას დაუკრავ და სად ხალხურზე.smile.gif
უნდა ვაღიაროთ რომ ქრომატული ფანდური ხალხურს უხევს.smile.gif მარა ახლა რახან ხალხური ფანდური ხალხურია რათქმაუნდა პოპულიზაცია უნდა გავუწიოთ.wink.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 21 2007, 01:04 AM

უჩა

ციტატა
რას მიმიჩმორეთ ჩემი ძმა ჰაა? რა ხდება აქ? ხანდაზმულებს უტყაპუნებენ?

არ გრცხვენიაა? პირიქით მაგრად მივიღეთ და კაი ბიჭიაა , მომიკითხე wink.gif
ციტატა
უხ კაი ხუმრობა იქით იყოს და სად ქრომატულ ფანდურზე რომ მელოდიას დაუკრავ და სად ხალხურზე.უნდა ვაღიაროთ რომ ქრომატული ფანდური ხალხურს უხევს. მარა ახლა რახან ხალხური ფანდური ხალხურია რათქმაუნდა პოპულიზაცია უნდა გავუწიოთ

კაი ბიჯო გაჩერდი არ თქვა მაგი მეორეთ თვარაა მოგვეჭრა მთელ ფოლკლორის განყოფილებას თავი biggrin.gif biggrin.gif მასეე გიტარაა უფრო მაგარიაა biggrin.gif biggrin.gif ლადებიც მეტი აქვს და სიმებიც biggrin.gif biggrin.gif , მარაა ხალხური სულ სხვა ძმაოჯან , სულ სხვა wink.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 01:12 AM

Didgoreli

ციტატა
არ გრცხვენიაა? პირიქით მაგრად მივიღეთ და კაი ბიჭიაა , მომიკითხე

კაი ახლა მაგ მე არ ვიცი თქვენ არავის რომ არ დაჩაგრავდით?wink.gif გეიხარეთ.smile.gif
ციტატა
კაი ბიჯო გაჩერდი არ თქვა მაგი მეორეთ თვარაა მოგვეჭრა მთელ ფოლკლორის განყოფილებას თავი მასეე გიტარაა უფრო მაგარიაა ლადებიც მეტი აქვს და სიმებიც , მარაა ხალხური სულ სხვა ძმაოჯან , სულ სხვა

შეიძლება დაგეთანხმო რაღაც ნაწილში, მარა ქრომატულზე რომ ზოგიერთ ხალხურ სიმღერას დაუკრავ იმას ხალხურზე ვერ დაუკვავ ვერაფრითwink.gif. ჟღერადობა შეიძლება უფრო მაგარიც აქვს ხალხურ ფანდურს მარა რა ვიცი აბა.smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 21 2007, 01:32 AM

უჩა

ციტატა
შეიძლება დაგეთანხმო რაღაც ნაწილში, მარა ქრომატულზე რომ ზოგიერთ ხალხურ სიმღერას დაუკრავ იმას ხალხურზე ვერ დაუკვავ ვერაფრით. ჟღერადობა შეიძლება უფრო მაგარიც აქვს ხალხურ ფანდურს მარა რა ვიცი აბა.

არაა ბატონო უჩა არა არაა და კიდევ ერთხელ არა biggrin.gif biggrin.gif ქრომატიულ ფანდურზე რო დაუკრავ ხალხურ სიმღერას მაგას ხალხური აღარ ქვია უკვეე wink.gif ასეაა ეს!!! wink.gif ქრომატიული ფანდური ისეა ხალხური როგორც გიტარა . ვოტ ტაკ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Aug 21 2007, 10:03 PM

ერიჰააააააა! IPB-ს სურათი

რა ხდება ამ ფორუმში?

სულ გააოფეთ ყველაფერი გალობაშიც და ფოლკლორშიც.

ისეთი განცდა დამეუფლა (რა თქმა უნდა უმნიშვნელო მასშტაბებში), როგორიც მოსეს, სინას მთიდან რომ დაბრუნდა და ისრაელის ხალხი გაუკუღმართებული დახვდა. IPB-ს სურათი

რა ხდება რა უბედურებაა?
მეტი ოფი აღარ დავინახო. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Aug 21 2007, 10:21 PM

ციტატა(ვეშაპო @ Aug 21 2007, 07:03 PM) *


ისეთი განცდა დამეუფლა (რა თქმა უნდა უმნიშვნელო მასშტაბებში), როგორიც მოსეს, სინას მთიდან რომ დაბრუნდა და ისრაელის ხალხი გაუკუღმართებული დახვდა. IPB-ს სურათი


laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 11:36 PM

ვეშაპო

ციტატა
სულ გააოფეთ ყველაფერი გალობაშიც და ფოლკლორშიც.

ჰააჰ, აქ რა ხდებოდა შენ არ იცი laugh.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 25 2007, 12:31 AM

ლევან ვეშაპიძეს მივმართავ უმორჩილესი თხოვნით: იქნებ გქონდეს ჭიბონზე შესრულებული მელოდიები და სიმღერები ჭიბონის თანხლებით და დადო რა. 1 თვეა ვიხვეწები.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 27 2007, 12:24 PM

ციტატა(ვეშაპო @ Aug 21 2007, 09:03 PM) *



ისეთი განცდა დამეუფლა (რა თქმა უნდა უმნიშვნელო მასშტაბებში), როგორიც მოსეს, სინას მთიდან რომ დაბრუნდა და ისრაელის ხალხი გაუკუღმართებული დახვდა. IPB-ს სურათი




არადა ერთი მოსე იმათაც ჰყავდათ აშკარად, არა? laugh.gif tongue.gif




ამ ბაღანას მიხედე, ჭიბონზე შესარულებელი მელ;ოდიები უნდა biggrin.gif მე რაც მომცი ყველა წამეშალა ვინდოუსის გადაყენებისას wink.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Aug 27 2007, 12:53 PM

Berikaci

ციტატა
ლევან ვეშაპიძეს მივმართავ უმორჩილესი თხოვნით: იქნებ გქონდეს ჭიბონზე შესრულებული მელოდიები და სიმღერები ჭიბონის თანხლებით და დადო რა. 1 თვეა ვიხვეწები.


http://bin.ge/file/58362/Acharuli---Kochaxelas-chiboni.mp3.html - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები

http://bin.ge/file/58365/15---Gandagana.mp3.html - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები

http://bin.ge/file/58367/16---Satsekvao-melodiebi.mp3.html - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.)

http://bin.ge/file/58363/Chiboni---Vaso-Iremadze.mp3.html - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ.

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 27 2007, 01:09 PM

ციტატა(ვეშაპო @ Aug 27 2007, 11:53 AM) *

Berikaci
http://bin.ge/file/58362/Acharuli---Kochaxelas-chiboni.mp3.html - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები

http://bin.ge/file/58365/15---Gandagana.mp3.html - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები

http://bin.ge/file/58367/16---Satsekvao-melodiebi.mp3.html - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.)

http://bin.ge/file/58363/Chiboni---Vaso-Iremadze.mp3.html - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ.


გაიხარე ლევან! დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 1 2007, 11:06 PM

ხალხნო!!!!!!!!!სჰეგიძლიათ მითხრათ როგორ ავტვირთო ვიდეო?

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 12:11 AM

http://bin.ge/file/60805/tamta-art-genze.mpg.html
დაწერეთ რა აზრის ხართ ამ ვიდეოზე

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 12:32 AM

თუ არ მოგეწონებათ მითხარით

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 2 2007, 01:16 AM

გოგოს პირობაზე კარგია. ტექნიკაა დასახვეწი კიდო ცოტა. კრიტიკაში ნუ ჩამომართმევ ოღონდ. ისე ხალხურზეც უკრავს ნეტაი? თუ უკრავს მთლად კაი.

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 11:47 AM

Berikaci
კი უკრავს, სალამურზეც უკრავს smile.gif

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 01:24 PM

აპა

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 3 2007, 10:53 PM

ციტატა(givi-gogo @ Sep 2 2007, 11:47 AM) *

Berikaci
კი უკრავს, სალამურზეც უკრავს smile.gif


უკაცრავად, მარა სახელს და გვარს ვერ გვეტყვი მაგ გოგოსი?

საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა!

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 3 2007, 11:31 PM

ციტატა
საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა!

ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!!

საიდან გეცნობა??? fiqri.gif

Berikaci

პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 3 2007, 11:49 PM

ჰა?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 07:36 PM

მეზობელმა ხალხური ფანდური მომცა და აწყობა როგორ უნდა?
პიანინოდან რომ ავაწყო....

პოსტის ავტორი: Gruzinski თარიღი: Sep 20 2007, 07:41 PM

[b]komisia
კაი გამარჯობა შენ wink.gif სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 08:00 PM

Gruzinski

ციტატა
კაი გამარჯობა შენ

კაი გაგიმარჯოს ბატონო smile.gif

ციტატა
სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება

ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს...

და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება?

პ.ს.
ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს?
და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები?

58.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 20 2007, 11:46 PM

ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 08:00 PM) *

Gruzinski

კაი გაგიმარჯოს ბატონო smile.gif
ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს...

და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება?

პ.ს.
ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს?
და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები?

58.gif


არ აწყობ სწორად აშკარად! wink.gif პირველ რიგში არც ერთი სიმი არ უნდა გაწყდეს. "მცირე ოქტავა" თუ არ ვცდები ასე ქვია ამ ოქტავას.(რომელშიც ხალხური ფანდური იწყობა.) ინსტრუმენტები, საერთოდ ამ ოქტავაში ეწყობა თუ არ მეშლება. როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო. ნოტების არაფერი გამეგება და თუ არასწორად აგიხსენი ბოდიშს გიხდი. biggrin.gif

ციტატა(givi-gogo @ Sep 3 2007, 11:31 PM) *

ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!!

საიდან გეცნობა??? fiqri.gif

Berikaci


ეავიცი აბა!? ალბათ არტ-გენიდან! biggrin.gif

ციტატა(Gruzinski @ Sep 20 2007, 07:41 PM) *

[b]komisia
კაი გამარჯობა შენ wink.gif სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება smile.gif


სოლ,ლა,დო კი არა... შენ ჭიბონი დააბრუნე! dry.gif და საერთოდ! არ ვიცი მე რეზერვი და დესანტი, რეპეტიციებზე იარე! biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 11:47 PM

Berikaci

ციტატა
არ აწყობ სწორად აშკარად!

ძალიან ’საინტერესო’ სიმები აქვს... ყველა ერთი კალიბრისაა, თან ბალალაიკის ჯღერადობა აქვთ biggrin.gif ჩერესჩუ წვრილებია რა...
ვგონებ მაგის ბრალი უნდა იყვეს.

და იქნებ მირჩიოთ რა სად შემიძლია მაგისი სიმების ყიდვა?

ციტატა
როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო.

N.R.-მ მითხრა დო რე ფა. 003.gif

პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Sep 20 2007, 11:55 PM

komisia

მდა..
ესაა რა
გვასუქებენ..
user.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 21 2007, 12:47 AM

ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 11:47 PM) *


N.R.-მ მითხრა დო რე ფა. 003.gif


ohmy.gif ეგეთი პირველად მესმის! unsure.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 9 2007, 03:29 PM

ფანდური


ამოჭიკჭიკდი ფანდურო
გული შაბურე ნისლითა,

მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,

ჩემს საყვარელზე ფიქრითა,

შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.

იმით მიყვარხარ, ტიალო,

იმით ყურს გიგდებ გულითა
ვაჟა-ფშაველა

ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.
http://imageshack.us

ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანა” სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.

როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს": ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, ახლობლები კი "გვლოვას" განაგრძნობდნენ.

ჭუნირი და ფანდური | ფანდური (არქივი) | სალამური და ფანდური
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ «იმით ერთობოდნენ». ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო». კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

«ლექსო გამოქთქომ ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემად სახსოვრად

სააქაოსა რჩებოდე,

გიმღერდნენ ჩემებრ სწორები

ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე».



ინტერნეტში ბოდიალის დროს მივაგენი ასეთ საითსhttp://www.hangebi.ge/index.htm
გამოგადგებათ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 20 2007, 09:19 PM

ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 11:47 PM) *

N.R.-მ მითხრა დო რე ფა. 003.gif



ციტატა(Berikaci @ Sep 21 2007, 12:47 AM) *

ohmy.gif ეგეთი პირველად მესმის! unsure.gif



ციტატა(Gruzinski @ Sep 20 2007, 07:41 PM) *

სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება smile.gif


ვაი თქვენს პატრონს laugh.gif ახლა წავიკითხე biggrin.gif სოლ, ლა, დო და დო, რე, ფა ერთი და იგივე წყობა არაა? biggrin.gif მე ვიგულისხმე სიმებს შორის არსებული ინტერვალური თანაფარდობა, და არა კონკრეტულად დო, რე ან ფა laugh.gif ბოლოსდაბოლოს პიანინოზე ხომ არ აწყობთ ? უფ, კარგად ვიცინე laugh.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 20 2007, 10:06 PM

ჩემ ფანდურს მაგარი სიმები დავუყენე, აყწობაც ვისწავლე tongue.gif დაკვრასაც ვსწავლობ, მოკლედ ისეთი მაგარი ფანდური მაქვს თვითონ უკრავს biggrin.gif
გაიხაროს მაგისმა მომგონმა smile.gif

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Dec 20 2007, 11:36 PM

ჩონგურზე დაკვრას ვინ მასწავლის? smile.gif

სერიოზულად ვამბობ, სად შეიძლება ვისწავლო?

და მაინტერესებს, რა განსხვავებაა ხალხურსა და ქრომარიულ ჩონგურს შორის

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 21 2007, 04:53 AM

ციტატა(doroTea @ Dec 20 2007, 11:36 PM) *

ჩონგურზე დაკვრას ვინ მასწავლის? smile.gif

სერიოზულად ვამბობ, სად შეიძლება ვისწავლო?

და მაინტერესებს, რა განსხვავებაა ხალხურსა და ქრომარიულ ჩონგურს შორის


ასწავლიან არტოს ბაღში და მეგობრები, რომლებმაც იციან დაკვრა tongue.gif

ქრომატიულ ფანდურსა და ხალხურ ფანდურს შორის უფრო მეტი განსხვავებაა ვიდრე ანალოგიურ შემთხვევაში ჩონგურებს შორის. ძირითადად მოცულობა, ზომით უფრო მომცროა ქრომატიული. ლადები აქვს და ჟღერადობით მაინც და მაინც ხალხურის ინტონაცია არ აქვს. და ფუნქციურადაც მეტ-ნაკლებად განსხვავდება. უფრო გამარტივებულია და ძირითადად ორკესტრებში უკავია ადგილი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 21 2007, 12:04 PM

ვეშაპო
ლინკები განაახლე რა ვეშაპოჯან biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 21 2007, 12:33 PM

ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM) *

«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?

ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.

ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური? piqri.gif ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?

ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.

ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM) *

«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?

ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.

ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური? piqri.gif ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?

ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.

ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM) *

«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?

ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.

ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური? piqri.gif ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?

ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 21 2007, 03:20 PM

M.M.
ჩვენც სამ-სამჯერ გაგცეთ პასუხი თუ ერთს დასჯერდები? biggrin.gif

ციტატა
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?

ხალხური არ ვიცი, მაგრამ კარგი ქრომატიული 100 ლარიდან ზევით. საშუალო დონის 45-ლარიდან ზევით.

ძველი ფანდურები კიდე, არ ვიცი რა ღირს.

ციტატა
ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური? ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?

ხალხური არაა ნამდვილად. ჩემი ბოლო დასკვნებით და ანალიზით ეგ არის "სიმებიანი პიანინო".

ციტატა
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.

ფანდურზე შაირი თავისით მოდის biggrin.gif მაგარი ვეშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 22 2007, 12:18 PM

ციტატა(komisia @ Dec 21 2007, 03:20 PM) *

M.M.
ხალხური არ ვიცი, მაგრამ კარგი ქრომატიული 100 ლარიდან ზევით. საშუალო დონის 45-ლარიდან ზევით.

შენ დაუკარ!
ასი კი არა, ოცი ვერ მიშოვია, დიდგორელები და მარტყოფელები რომ დავაჯახო ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 22 2007, 04:51 PM

M.M.
ჩვენ , სასწავლებელში გვაქვს ხალხური ფანდურები და თუ არ ვცდები 70 ლარი დაჯდა wink.gif საკმაოდ კარგი ფანდურებია , თუ გინდა გაგირკვევ wink.gif ქრომატიულის ყიდვას არ გირჩევ wink.gif

პ.ს. დიდგორელებზე და მარტყოფელებზე მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif

პ.პ.ს ისე შენ რატო უნდა იშოვო??? ერთად ვიშოვოთ wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 22 2007, 09:25 PM

M.M.
მიდი მიდი შენ ერთმანეთსდაგვაჯახე და ჩონგუსრ და ფანდურს ოდესმე ეშველება რაცხა.smile.gif)))))))))

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 24 2007, 12:19 PM

მაინტერესებს, კარგ და საშუალო ფანდურს შორის რა განსხვავებაა?
მაგალითად, ორლარიანი კალამი ოცთეთრიანზე კარგად წერს (ისიც არა ყოველთვის), მაგრამ რამოდენიმე ათასიანი კალმები რომაა, იდიოტობად მიმაჩნია. ჩემს მაგივრად ის ვერ დაწერს, მასაჟს ვერ გამიკეთებს და რატომ გადავყარო ფული? თუ მეტი მაქვს, მათხოვარს მივცემ.
ფანდურზე როგორაა არ ვიცი და გეკითხებით.

ციტატა(Didgoreli @ Dec 22 2007, 04:51 PM) *

M.M.
ქრომატიულის ყიდვას არ გირჩევ wink.gif

რომც მირჩიო, არ გავითვალისწინებ smile.gif

ციტატა
ისე შენ რატო უნდა იშოვო??? ერთად ვიშოვოთ wink.gif

მარტყოფელებთან ასე ვაპირებდი - ღვინო ჩემი, საჭმელი იმათი.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 24 2007, 03:09 PM

Didgoreli

ციტატა
ჩვენ , სასწავლებელში გვაქვს ხალხური ფანდურები და თუ არ ვცდები 70 ლარი დაჯდა

შენ რომ გქონდა იმაზე ამბობ? მაგაში 70 ლარი რა ამბავია...

M.M.
ციტატა
მაინტერესებს, კარგ და საშუალო ფანდურს შორის რა განსხვავებაა?

ჟღერადობა.
ცუდი ფანდური: არასწორად გაკეთებული ლადათა სისტემა, ანუ სწორ აკორდებს ვერ აიღებ.
საშუალო ფანდური: სწორად გაკეთებული ლადათა სისტემა. საშუალო ჟღერადობა.
კარგი ფანდური: სწორად აკეთებული ლადათა სისტემა, ძაან მაგარი ჟღერადობა, სუფთა წკრიალა ხმა.

პ.ს.
დაჯახებას რაც შეეხებათ, ეს ახალი წელი გადავაგოროთ ჯერ...
სადღაც 10-სთვის გავმართოთ ეგ ამბავი... მანამდე თადარიგი დაიჭირეთ რაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 24 2007, 06:33 PM

komisia
მომისმინე მარტო დიდგორი და მარტყოფელები რა აზრი აქ.
ტან მარტყოფელების გეგმები არ ვიცი მე შეიძლება მონასტერში წავიდნენ და შევიყაროთ რა ყველა ერთად ვინც ვიქნებით.ღვინოც გაიჩითება და პურმარილიც,ოღონდ დღე დავთქვათ ისე რო ყველას აწყობდეს

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 24 2007, 06:38 PM

yipiani gio
დიდგორის თემაში ვაბამთ მაგას თავს smile.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 03:02 AM

ვაა ახლები ხართ? მე პირველად მესმის ... წარმატებები აბააა thumbs.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 03:51 AM

chela
nodariko
ვა, კარგია wink.gif აბა თქვენ იცით, ყველა ახალი ფოლკლორულ წამოწყებას მივესალმები.

პ.ს.

ციტატა
დაინტერესებულმა პირებმა მომართეთ YAHOO ID don_vaska SKYPE don_vaso

ციტატა
იმფორმაცის მისაგებად დაკვიკავშირდით ნომერზე 855 51 14 71 ნოდარიიი ან სკაიზე მ-გ-ე-ლ-ო

ასე თუ იმუშავებთ, დამიჯერეთ ბევრს ვერ მოაგროვებთ მაგ კონცერტვისთვის biggrin.gif ხალხი თქვენ კი არ უნდა გიკავშირდებოდნენ ინფორმაციის მისაღებად, თქვენ უნდა ცდილობდეთ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას wink.gif

პ.პ.ს.
თუ გინდათ alazani.ge -ზე გავაკეთებ თქვენს აფიშას. ოღონდ დაწვრილებით უნდა დაწეროთ ყველაფერი.

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 03:55 AM

komisia
ნუ რა მაგარი ხაარ,არ გესწავლება პიარი რაა tongue.gif wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 03:58 AM

TuTashxia
გამოცდილება... გამოცდილება... biggrin.gif

პატივისცემით თქვენი საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის მთავარი მენეჯერი და სახალხო მოძრაობის კახეთის ფრთის ნეოქარიზმატული ლიდერი - გიორგი ბერიკელაშვილი.

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 04:01 AM

komisia

ციტატა
პატივისცემით თქვენი საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის მთავარი მენეჯერი და სახალხო მოძრაობის კახეთის ფრთის ნეოქარიზმატული ლიდერი - გიორგი ბერიკელაშვილი.

ჰოი საოცრებაავ!პირველად გავიგე ასეთი დასახელება.ისა და პრესსამსახურის უფროსად ვერ დამნიშნავდი რამე რომ იყოს? http://allsmiles.caucasus.net

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 04:04 AM

TuTashxia

ციტატა
ჰოი საოცრებაავ!პირველად გავიგე ასეთი დასახელება.ისა და პრესსამსახურის უფროსად ვერ დამნიშნავდი რამე რომ იყოს?

ჰმ... სწორედ რომ შენნაირი მონდომებული ხალხი გვჭირდება...
მთავარია ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდე:
1. გიყვარდეს და ემსახურებოდე ქართულ ფოლკლორს.
2. ზუსტად დაიზეპირო შენი თანამდებობა.

თუ გინდა ახლავე დაგნიშნავ wink.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 26 2007, 05:09 AM

axlebi ar vart didi xania vukravt da albat zogs econba ansambli chela tu daintersedebit 31 dekembers 12 saatze uyuret pirvel stereos da naxavt kvintet chelas:) da solo koncertze tu moxvalt saertod kargad gagvicnobt.

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 26 2007, 05:27 AM

tu vinmes chveni daxmerabe shuzlia zaan sasixarulo iqneba.26 ianvar vaketebt solo koncerts xoravashi visac qartuli folklori uyvars imedia mova apshi ki gvchirdeba aucileblat da tu dagvexmarebi kai iqneba:)

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 02:51 PM

komisia

ციტატა
ჰმ... სწორედ რომ შენნაირი მონდომებული ხალხი გვჭირდება...
მთავარია ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდე:
1. გიყვარდეს და ემსახურებოდე ქართულ ფოლკლორს.
2. ზუსტად დაიზეპირო შენი თანამდებობა.

თუ გინდა ახლავე დაგნიშნავ

კი,აბა რას ვიზავ.1ის ვაკმაყოფილებ,2საც ვისწავლი,აი უკვე ვიციი jump.gif

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 27 2007, 12:11 PM

მეც პირველად მესმის ჩელას შესახებ მაგრამ ეგ არაფერი კარგი ანსამბლი არ დაიკარგება და გისურვებთ წარმატებებს )))ვნახოთ რას იტყვის თქვენი კონცერტი თქვენზე ,გაიხარეთ))))))

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 27 2007, 10:06 PM

chela
კონცერტი სად იქნება? კონსერვატორიაში?

პ.ს.

ციტატა
კი,აბა რას ვიზავ.1ის ვაკმაყოფილებ,2საც ვისწავლი,აი უკვე ვიციი

დღეიდან შენ ოფიციალურად ხარ:
საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი. wink.gif
კაია, ამ კომისიაში უკვე ორი კაცია გაწევრიანებული biggrin.gif საქმე წინ მიიწევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 27 2007, 10:33 PM

komisia

ციტატა
დღეიდან შენ ოფიციალურად ხარ:
საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი.
კაია, ამ კომისიაში უკვე ორი კაცია გაწევრიანებული საქმე წინ მიიწევს

გმადლობ,უღრმესი მადლობა.ვამაყობ ამ დიდებული სამსახურის თანამშრომელი რომ გავხდი.უზომოდ ბედნიერი ვარ,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ cray.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 30 2007, 02:19 AM

solo koncerti aris xoravashi 25 ianvars.da ta gainteresebt ansambli chela 31 dekembers xamis 12 saat ze pirvel stereoze gvnaxavt.da imedia solo koncertzec mooxvalt.

პოსტის ავტორი: nodariko თარიღი: Jan 3 2008, 03:36 PM

იმედია მოხვალთ და ისიამოვნებთ ამ კონცერტით აბა შეხვედრამდე მიყვარხართ ყველა ფოლკლორის მოყვარული ჩელაააა]

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 4 2008, 12:33 AM

ქრომატიულ ფანდურზე უკრავთ თუ ხალხურზე?

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 8 2008, 02:16 PM

kromatiulze vukravt komisia apishis shesaxeb ro tqvi imaze ras shvebi?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 8 2008, 08:07 PM

chela

ციტატა
kromatiulze vukravt

ოოო... ქრომატიული ფანდური არაა მთლად კაი საქმე wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 9 2008, 09:41 PM

chela

ციტატა
komisia apishis shesaxeb ro tqvi imaze ras shvebi?

სად ტარდება მაინც ვერ გავიგე და რა ჩავწერო იმ აფიშაში...

პოსტის ავტორი: shumaxera თარიღი: Jan 10 2008, 11:01 PM

მაგარია მაგარი საგოლ smile.gif CHELA4EVER

nodariko biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 11 2008, 02:42 AM

ციტატა(Didgoreli @ Jan 8 2008, 08:07 PM) *

chela

ოოო... ქრომატიული ფანდური არაა მთლად კაი საქმე wink.gif


ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 11 2008, 12:22 PM

ციტატა(N. R. @ Jan 11 2008, 02:42 AM) *

ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში

ეგრე გიტარაზეც ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში იქმნება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 11 2008, 12:35 PM

ციტატა(M.M. @ Jan 11 2008, 12:22 PM) *

ეგრე გიტარაზეც ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში იქმნება rolleyes.gif


ხოდა მაგასაც თავისებური სილამაზე აქვს. არაა ტრადიციული, მაგრამ არც გადასაგდებია

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 11 2008, 01:31 PM

ციტატა(N. R. @ Jan 11 2008, 12:35 PM) *

ხოდა მაგასაც თავისებური სილამაზე აქვს. არაა ტრადიციული, მაგრამ არც გადასაგდებია

ვინ ამბობს, რომ არა აქვს, უბრალოდ რამდენად ხალხურია, მაგაზეა ბაასი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2008, 02:51 PM

ქრომატიული ფანდური როგორია? blink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 11 2008, 02:55 PM

k@the

ციტატა
ქრომატიული ფანდური როგორია?

ქრომატიული ანუ კლასიკური. შექმნეს მეთვრამეტე საუკუნეში.
ხალხური ფანდურისგან განსხვავებით აქვს ბრვრი (12) ლადა, რაც იძლება თითქმის ყველა მელოდიის დაკვრის საშუალებას (კლასიკის ჩათვლით).

ზოგს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს, და თავიანთი მიზეზებიც აქვთ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2008, 03:22 PM

komisia
გაიხარე, გავიგე ეხლა.
და თუ მეთვრამეტე საუკუნეშია შექმნილი ეგ ხალხურ საკრავად ითვლება? ფანდური რომელ საუკუნეშია ნეტა შექმნილი?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 11 2008, 04:27 PM

k@the

ციტატა
და თუ მეთვრამეტე საუკუნეშია შექმნილი ეგ ხალხურ საკრავად ითვლება?

რა ვიცი ვისაც ვიცნობ არ თვლის და...

ციტატა
ფანდური რომელ საუკუნეშია ნეტა შექმნილი?

რა გითხრა აბა...
სტვირს რაც შეეხება ვიცი რომ ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა, ბატის ძვლისგან დამზადებული სტვირია აღმოჩენილი საქართველოში. მგონი ჩვენწელთაღრიცხვამდე ძაან დიდი ხნის წინაა გაკეთებული.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 11 2008, 06:53 PM

N. R.

ციტატა
ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში

ვერ დაეთანხმები !!! რას ქვია ქართული კულტურის ნაწილია??? მასე აგერ MM-მა რომ მოგწერა , გიტარაც ქართული კულტურის ნაწილია??? მასე ვინც გიტარაზე კარგად უკრავს , იმას თავისუფლად შეუძლია ყველა ის ნაწარმოები დაუკრას რომელიც ქრომატიულ ფანდურზე იკვრება wink.gif ასე რომ ქართული კულტურისთვის გიტარა და ქრომატიული ფანდური ერთი და იგივე მნიშვნელობისაა wink.gif
komisia
ციტატა
შექმნეს მეთვრამეტე საუკუნეში.

დარწმუნებული ხარ?? მე როგორც ვიცი ბევრად უფრო აქეთ შეიქნა wink.gif თუ არ ვცდები მეოცე საუკუნეში !!! wink.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 11 2008, 10:42 PM

26 იანვარს ა.ხორავას სახელობის დარბაზში ტარდება კვინტეტ ჩელას სოლო კონცერტი.

ეს იმათთვს ვინც სწორად ვერ გაიგო.

წინასწარ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის!!!!!!

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 12 2008, 12:55 AM

chela

ციტატა
ა.ხორავას სახელობის დარბაზში

ეგ სად არის? sad.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 12 2008, 02:13 AM

ციტატა(chela @ Jan 11 2008, 10:42 PM) *

26 იანვარს ა.ხორავას სახელობის დარბაზში ტარდება კვინტეტ ჩელას სოლო კონცერტი.

ეს იმათთვს ვინც სწორად ვერ გაიგო.

წინასწარ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის!!!!!!


ქრომატიული ფანდურის გარდა, კიდევ რა ინსტუმენტებზე უკრავთ?

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Jan 12 2008, 02:32 AM

ანსამბლ ,,ჩელას" წევრებს ვთხოვთ გაგვაცნონ თავი, კარგი იქნება რაიმე აუდიო ფაილს თუ მოგვაწვდიან.

რაც შეეხება ქრომატიულ ფანდურს საიდან მოიტანე მე-18 საუკუნე საოცარია პირდაპირ. ohmy.gif

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 12 2008, 03:26 AM

ჯამბაკური

ციტატა
საიდან მოიტანე მე-18 საუკუნე

რა ვიცი ვიღაცამ მითხრა... ან არასწორად მახსოვს unsure.gif

ციტატა
ანსამბლ ,,ჩელას" წევრებს ვთხოვთ გაგვაცნონ თავი, კარგი იქნება რაიმე აუდიო ფაილს თუ მოგვაწვდიან.

მართალია. ან სად შეიქმენით, როგორ ჩამოყალიბდით... ვინაა ხელმძღვანელი.. რა სტილს მისდევთ...

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 12 2008, 05:48 PM

კვინტეტი ჩელა შეიქმნა 2006 წელს, როდესაც დაიშალა ანსაბლი ჩელა. გაგაცნობთ შემადგენლობას
სოლო ფანდური_ზურა ბარბაქაძე
რითმ ფანდური_ვასილ თვაური
ჩონგური_ნოდარ მურცხვალაძე
ბას-ფანბური_ლაშა ბენდელიანი
სალამური_თორნიკე დულარიძე
სტილი რა თქმა უნდა ფოლკლორია,მაგრამ ჩვენ სახელი გავითქვით იმით რომ ხშირად ვუკრავთ როგორც ქართულ ასევე უცხოურ კლასიკას. ხო მართლა კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი გვინდა გადავცეთ დედა მარიამს. თქვენი იმედი გვაქვს და ერთად გავაკეთოთ მაგარი საქმე. დროებით და წინასწარ მადლობა ყველას.....

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 13 2008, 04:58 PM

komisia apishas tu gagviketeb tu ara ver gavige.da chanacers klipis saxit davagdebt.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 14 2008, 03:05 AM

chela

ციტატა
apishas tu gagviketeb

http://alazani.ge/?act=afisha&id=1
wink.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 03:25 PM

didi madloba komisia 15 dan chven dro gvecodineba romel satze daicyeba koncerti da droc davcerot ok?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 05:43 PM

ციტატა(Didgoreli @ Jan 11 2008, 06:53 PM) *

N. R.

ვერ დაეთანხმები !!! რას ქვია ქართული კულტურის ნაწილია??? მასე აგერ MM-მა რომ მოგწერა , გიტარაც ქართული კულტურის ნაწილია??? მასე ვინც გიტარაზე კარგად უკრავს , იმას თავისუფლად შეუძლია ყველა ის ნაწარმოები დაუკრას რომელიც ქრომატიულ ფანდურზე იკვრება wink.gif ასე რომ ქართული კულტურისთვის გიტარა და ქრომატიული ფანდური ერთი და იგივე მნიშვნელობისაა wink.gif


შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.


ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 14 2008, 05:47 PM

ციტატა(N. R. @ Jan 14 2008, 05:43 PM) *

შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.
ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)

მე მგონი იმის თქმა უნდოდა იმ კაცს, რომ ქართული კულტურის ნაწილია ბევრი საგიტარო და საფორტეპიანო ნაწარმოები, მაგრამ ფოლკლორს არ მიეკუთვნება.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 06:11 PM

ციტატა(M.M. @ Jan 14 2008, 05:47 PM) *

მე მგონი იმის თქმა უნდოდა იმ კაცს, რომ ქართული კულტურის ნაწილია ბევრი საგიტარო და საფორტეპიანო ნაწარმოები, მაგრამ ფოლკლორს არ მიეკუთვნება.


მიეკუთვნება. ისევე როგორც ქართულ პროფესიულ მუსიკას მიეკუთვნება ფორტეპიანოს, ორღანისა და ვიოლინოსთვის დაწერილი ნაწარმოები.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 06:41 PM

N. R.

ციტატა
შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.


ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)

ვაახ კაცოო biggrin.gif biggrin.gif შენ ვერ გაიგე მე რას გეუბნებიი?? ქრომატიული ფანდური ისევეა ხალხური საკრავი როგორიც გიტარათქოო !!! რა არის ამაში გაუგებარი? შენი აზრის მიხევით თუ ვიმსჯელებთ , ქართული სიმღერა ტამტამის , ვიოლინოს , კონტრაბასის , ბაზგიტარის და სხვა მრავალი ინსტრუმენტის თანხლებით შესრულებულა wink.gif ანუ შენი აზრით ეს ინსტრუმენტებიც ქართული კულტურის ნაწილია?? რაღაც არა მგონია მთლად მასე იყოს wink.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 06:54 PM

Didgoreli


შენ ,,არა გგონია" და მე დსარწმუნებული ვარ რომ იმისათვის რო კულტურის ნაწილი გახდეს რამ,ე არაა სავალდებულო იყოს ტრადიციული, ვახ biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 07:04 PM

N. R.

ციტატა
შენ ,,არა გგონია" და მე დსარწმუნებული ვარ რომ იმისათვის რო კულტურის ნაწილი გახდეს რამ,ე არაა სავალდებულო იყოს ტრადიციული, ვახ

მდააა... რავიცი რავიცი wink.gif არა ისე დაიცავი ზედა პოსტში ქრომატიული ფანდური რომ ძალიან გულზე მომხვდა wink.gif ნუ რაც ყველაზე მთავარია ქრომატიული ფანდური არ არის ხალხური საკრავი wink.gif მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად wink.gif


პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 08:13 PM

ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 07:04 PM) *

N. R.

მდააა... რავიცი რავიცი wink.gif არა ისე დაიცავი ზედა პოსტში ქრომატიული ფანდური რომ ძალიან გულზე მომხვდა wink.gif ნუ რაც ყველაზე მთავარია ქრომატიული ფანდური არ არის ხალხური საკრავი wink.gif მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად wink.gif


ეგრე ვერ ვიტყვით, უბრალოდ არატრადიციული საშემსრულებლო მიმართულება აქვთ, თორემ ხალხურად მაინც ითვლება
















პ.ს. მიყვარხარ დზალიან wink.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 08:40 PM

movdivart xalxo tu ara chelas solo koncertze?smile.gif amit did madls gaaketebt.

dxes davagdeb chelas chanacers da naxet xalxno:)

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 09:27 PM

chela
რამდენი ხანია არსებობს ეს გუნდი?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 10:31 PM

და რათქმაუნდა ქრომატიული ფანდური ხალხური არაა და შესაბამისად....მიხვდებით

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 10:33 PM

chela iyo ansambli sadxac 12 clis ukan 2006 daishala da mis mere darcha kvinteti chela:)

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 10:55 PM

chela
ხო მარა ეს 12 წელი ჩელა კაცი შვილს არ გაგვიგია და...
ისე მე ანსამბლს არ დავუძახებდი ისეთ გუნდს რომელსაც ჯერ
უამრავი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.ამიტომ გუნდი ჯობია.

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 14 2008, 11:08 PM

ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 07:04 PM) *

N. R.

მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად wink.gif


გეთანხმები იმაში, რომ ქრომატიული ფანდური არაა ქალხური, მაგრამ შენს მიერ ზემოთ ნათქვამში ვერ დაგეთანხმები. შენი ნათქვამით ბევრ ხალხურ ანსამბლს "ჩამოართვი" ხალხური ანსამბლის წოდება.

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 11:38 PM

shen sheizleba ar gaqvs gagonili mara bevrs aqvs gagonili ar iyo imis saxsrebi ro yvelam gagicnos da varskvlavi gaxde

saqartveloshi rac ansamblebia yvela ici shen?

da bevri gamocdac gvaqvs chabarebuli modi shen 26 da naxav chela ra aris.ar ici da ratom izaxi magas ver gavige tgan ar gagigia mitumetese!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 11:40 PM

chela
არა მე არ ვამბობ რო მაინცდამაინც ვარსკვლავიიყო,მარა როგორც ვხედავ ფოლკლორისტების ძირითადმა წარმომადგენლებმა არ იციან იმიტო რო ამ ფორუმზე უამრავი პროფესიონალი(სიმღერასა და გალობაში) შემოდის დაარაფერი სმენიათამის შესახებ.
სხვანაირად არ გამიგო მარა გირჩევთ ისევ ჯობია შეიკრიბოთ და რაც მეტი იქნებით უკეთესი.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 11:40 PM

N. R.

ციტატა
თორემ ხალხურად მაინც ითვლება

არ ითვლება wink.gif
Berikaci
ციტატა
გეთანხმები იმაში, რომ ქრომატიული ფანდური არაა ქალხური, მაგრამ შენს მიერ ზემოთ ნათქვამში ვერ დაგეთანხმები. შენი ნათქვამით ბევრ ხალხურ ანსამბლს "ჩამოართვი" ხალხური ანსამბლის წოდება.

მდაა... biggrin.gif კაი მაშინ ჩემი ანსამბლის სოლო კონცერტზე ერთ სიმღერას სოლოს შემოგთავაზებთ გიტარის თანხლებით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ wink.gif

პ.ს. ნინოო , მეც მიყვარხარ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 11:42 PM

chela
კი ყველა ვიცი რომელიც ცნობილია.
რაც შეეხება თქვენ გუნდს მე ვფიქრობ ყველაფერი სოლო კონცერტზე გამოჩნდება,ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.
ეს ყველა ანსამბლის შემთხვევაში ასეა

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 11:58 PM

zustadac eg aris solo koncertze shapasebs xalxi da visac chveni dakruli mosmneili aqvs yvelam kajrgadi icis chela ra pormashic aris me chanacers davdeb dxes aq da mousminet.davijero etnograpiul muzeumshi aravin dadiodit ard genze?an rustavi2 ze iumorstuli sheu ar ginaxiat?

tan solo koncertidan shemosuli tanxis naxevari deda mariamis pondshi iricxeba da ketil sames gaaketebs vinc koncertze mova.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:17 AM

chela
ძაან გამიხარდება დიად შეფასებას დაიმსახურებთ.ისე ძაან კი მაინტერესებს თქვენი ჩანაწერი და მალე დადეფ?

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:19 AM

ki sadxac naxevar saatshi davdeb:)

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:21 AM

კაი ველოდები მოუთმენლადsmile.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:35 AM

2 gan vcade atvirtva da 99% ichedeba ra vqna ar vici

kidev vcdi iqneb avtvirto ra

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 12:35 AM

chela

ციტატა
zustadac eg aris solo koncertze shapasebs xalxi da visac chveni dakruli mosmneili aqvs yvelam kajrgadi icis chela ra pormashic aris me chanacers davdeb dxes aq da mousminet.davijero etnograpiul muzeumshi aravin dadiodit ard genze?an rustavi2 ze iumorstuli sheu ar ginaxiat?

არტ-გენზე ვიყავით და ვიმღერეთ კიდეც მარა რავიცი რატომღაც არ მახსოვს sad.gif ისე როგორც გავიგე თქვენ უფრო ინსტრუმენტალური ანსამბლი ხართ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:37 AM

chela
ხო რავი.თუ გამოვა რამე

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:47 AM

ki instrumentaluri ansambli viyavit exla kvinteti vart:D

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 12:49 AM

chela

ციტატა
ki instrumentaluri ansambli viyavit exla kvinteti vart:D

გასაგებია wink.gif და მაინტერესებს თქვენ ხალხური კვინტეტი ჩელა ხართ თუ უბრალოდ ინსტრუმენტალური კვინტეტი ჩელა??

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:50 AM

orive vart:)

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:57 AM

chela
ხალხურებიდან ძირითადად რას მღერიხართ.?

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 01:11 AM

simxeras ki vaxerxebt mara scenaze arasdros gvimxeria

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 01:22 AM

chela
ნუ ესეიგი კონცერტზე ძირითადად მაინც საკრავები იქნება ხო.


ისე დიდგორელმა სწორად აღნიშნა ის რომ ქრომატიულ ფანდურზე...


ჩემი აზრით სიმღერებსაც უნდა მიაწვეთ თან მაგრად.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 01:34 AM

chela

ციტატა
orive vart:)

რავიცი აბა wink.gif ისე ბასფანდური და ქრომატიული ფანდური მთლად ხალხური არაა wink.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 01:38 AM

xo simxerac kaia mara exla instrumentals shevtavazebt xalxs.

http://allshares.ge/download.php?id=A4A5CF477 memgoni avtvirte da aba naxet xalxo.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 15 2008, 02:14 AM

chela

ციტატა
memgoni avtvirte da aba naxet xalxo.

ხო გადმოვწერე smile.gif

შესრულების მანერა მართლა მაგარი გქონიათ wink.gif მაგრა უკრავთ smile.gif მაგრამ რამდენად ხალხურია შემოქმედება ეს სხვა საკითხია...

ჩემს აზრს თუ გამოვთქვამ იმედია საწყენად არ მიიღებ wink.gif მაინც მგონია რომ ფოლკლორის სახელით არ ივარგებს ამ პროდუქციის გასაღება. თუ თქვენ იტყვით რომ ხართ ფოლკლორული ჯგუფი, ეს მსმენელის მოტყუება იქნება.

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 02:48 AM

ravi raca vart is vart erti sityvit. smile.gif

iq mosuli xalxi gaketebs zaan did siketes da madls da xmerti dalocav yvela iq mosuls.

imitom ro ketili saqmistvis ketdeba es yvelaperi

dxes dxeobit yvela qormatiul pandurze ukravs 99% mainc da ase tu ise me kromatiuli pan duri miyvars. smile.gif

პოსტის ავტორი: Gruzinski თარიღი: Jan 15 2008, 03:10 AM

კარგი იყო ბიჭები, ჩანაწერი ვნახე ეხლა wink.gif კარგი კონცერტი იქნება მჯერა.რაც ყველაზე მთავარია კარგ საქმეს აკეთებეთ ეხლაც და ისედაც რომ ამ ქართულ საკრავებზე უკრავთ.
სხვა საკრავებზეც დაუკრავთ კონცერტზე თუ ფანდური,ბასფანდური,სალამური?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 15 2008, 03:35 AM

მოსმენა მინდა და იქნებ ვინმემ ამიტვირთოს, უცხოეთის სერვერზე, მანდედან არ იტვირთება sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 15 2008, 11:57 AM

chela
ქართულად რატომ არ წერ? მეზარება ლათინურის კითხვა, მობილურშიც მეყოფა smile.gif

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 15 2008, 12:54 PM

ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 11:40 PM) *

N. R.

არ ითვლება wink.gif
Berikaci

მდაა... biggrin.gif კაი მაშინ ჩემი ანსამბლის სოლო კონცერტზე ერთ სიმღერას სოლოს შემოგთავაზებთ გიტარის თანხლებით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ wink.gif




არ გინდა არა! აი ქრომატიულ ფანდურზე კიდევ შეიძლება. wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 02:14 PM

chela
ვერ დაგეთანხმები იმაში რო 99% ქრომატიულზე უკრავს.ეს ასე ნამდვილად არაა...
და რაც შეეხება სიმღერას ვერ ვიწერ და რატო არ ვიცი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 15 2008, 03:30 PM

N. R.

ციტატა
მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.

კულტურა და ფოლკლორი სხვადასხვა რამ არის.

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 03:31 PM

90% xo mainc ukravs qromatiul pandurze?rogor ver gadmocere yvelam gadmocera smile.gif solo koncertze 5 kaci var t da iqneba 2 panduri 1 salamuri bas panduri da chonguri kai koncerti iqneba gpirdebit yvelas.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 03:52 PM

chela
გადმოვცერე მარა კომისიას თქმის არ იყოს ეს ფოლკლორი არაა.ეს ცოტა არ იყოს ესტრადას გავს.არ გეწყინოს

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 04:08 PM

rogor polklori ar aris aba mitxari?

kromariuli panduri iseti rame xaxlxurasc daukrav da klasikursac qromatiulze meti gasaqani gaqvs akordebshi da bev rames aacyob da shen egeti daskvna rato gamogaqvs ver vxvdebi ukrav sartot?

estradis ra mogaxseno es chavceret saaxalclot.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 04:27 PM

chela
არა ფოლკლორში ლექსებიც იგულისხმება და ყველაფერი საერთოდ მარა რაშია იცი საქმე...მაინც ბევრად განსხვავებული მუსიკაა ვიდრე ეგ სიმღერები ადრე სრულდებოდა.ძალიან ბევრი თანამედროვეობაა
თქვენს შესრულებაში.
რაც შეეხება ქრომატიულს:მეტი გასაქანი გიტარასაც აქვს და უფრო მეტ აკორდს აიღებ იქ და დასვავ მარა ქრომატიული ფანდურით და კლასიკური მუსიკით არამგონია
ფოლკლორისტების ყურადღება მიიპყრო მითუმეტეს როცა ამ შესრულებას
ტანამედროვეობის დიდი კვალი აქვს.
მე გირცევდით რო ტუ საკრავებზე დაკვრა გინდათ და ამ განხრით მიდიხართ რასაც ძალიან ვაფასებ,ჯობია ხალხური ფანდური,სალამური თუნდაც,ჩონგური,ჭუნირი დოლი და ასე შემდეგ რა.
უამრავი სიმღერა და კომპოზიციაა აღსადგენი და ჯობიუა ამაზე იმუშაოთ.
მე ვფიქრობ თქვენ რომ ამას მიაწვეთ უფრო დიდი გასაქანი გექნებათ და 5 კაცი ამ პრობლემას მგონი ასე თუ ისე გადალახავს.
ეს ცემი რჩევაა.ამას იმიტო გეუბნები რომ გათანამედროვებული მუსიკა დღეს უამრავად გვაქვს და არავის არ მოსწონს კიდე ახალ ახალი ასეთი კმპოზიცია

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 04:34 PM

me erts vityvi tu tqveni survilia ro moxvidet chven solo koncertze modits da gaaketet sikete me mets arapers davamateb.

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 16 2008, 02:35 PM

yvelam naxet chanaceri?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 16 2008, 02:46 PM

chela

ციტატა
yvelam naxet chanaceri?

მე პირადად ვნახე smile.gif ისე ბილეთი რა ღირს? smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 16 2008, 02:51 PM

ციტატა
rogor polklori ar aris aba mitxari?

kromariuli panduri iseti rame xaxlxurasc daukrav da klasikursac qromatiulze meti gasaqani gaqvs akordebshi da bev rames aacyob da shen egeti daskvna rato gamogaqvs ver vxvdebi ukrav sartot?

estradis ra mogaxseno es chavceret saaxalclot

ხალხური არის ხალხური და გიტარაზეც შეიძლება კაცმა დაუკრას და რაღად გინდა ქრომატიული ...
ეხ...
1000 ინსტრუმენტია და ჩაანაცვლე ეხლა ყველაფერი ხალხურს და ერთმანეთს...

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 16 2008, 03:24 PM

bileti 5 lari xirs.http://alazani.ge/?act=afisha&id=1 aq daicerebe dro romel saatze iqneba 26 ianvars koncerti.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 17 2008, 02:21 AM

chela

ციტატა
bileti 5 lari xirs.http://alazani.ge/?act=afisha&id=1 aq daicerebe dro romel saatze iqneba 26 ianvars koncerti.

გაიხარე wink.gif თუ შევძელი აუცილებლად მოვალ wink.gif ისე შენ რომელი ხარ კვინტეტში ? რა ინსტრუმენტზე უკრავ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 17 2008, 02:27 AM

ციტატა(chela @ Jan 16 2008, 09:35 AM) *

yvelam naxet chanaceri?


მე ვერ ვნახეე biggrin.gif კი დავიწუწუნე, გთხოვთ ამიტვირთოს ვინმე ღვთისნიერმა უცხოეთის სერვერზეთქო მარა რად გინდა... არა და მაინტერესებს.

დიდგორელი, რა მაქვს შენთან საკამათო? biggrin.gif შენ გასაგონად არ დამიწერია ეხლა ეგა და არ მოგხვდეს გულზე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 17 2008, 02:36 AM

k@the

ციტატა
დიდგორელი, რა მაქვს შენთან საკამათო? შენ გასაგონად არ დამიწერია ეხლა ეგა და არ მოგხვდეს გულზე

არც მე მაქვს რაიმე საკამათო შენთან smile.gif მე რამდენიმე ადამიანის პოსტი მომხვდა ძალიან გულზეეე !!! შენი არა ყოველ შემთხვევაში wink.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 17 2008, 05:59 AM

suratze grzelo tmiani var smile.gif pandurze vukrav.

komisia iqneb droc miacro mag apishas da eg aris 17:00 anu 5 saatze iqneba koncerti.

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 18 2008, 01:41 AM

სალამური გამიფუჭდაააააა cray.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 01:43 AM

salamura-tamta
ეტყობა რარაც ჩავარდა შიგნითsad.gif
ახალს იყდი არაუშავს

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:07 AM

აუ სახლში ჭიბონი მიდევს და ვერაფერი ვერ გავუგეე biggrin.gif biggrin.gif მაგარ შარში ვარ biggrin.gif მგონი ყველზე რთულად ასათვისებელი საკრავია !!!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 02:12 AM

Didgoreli
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველიsmile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:22 AM

yipiani gio

ციტატა
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველი

ეეჰჰ biggrin.gif მაგის სწავლა არ მგონია გამომივიდეს biggrin.gif თან ბიჭო ძაღლი მყავს სახლში და რამდენი დავიწყებ დაკვრას გამოენთება ეგრევე ( ხმა არ სიამოვნებს ბატონს biggrin.gif )! ცალკე ამას ვაწყნარებ , ამასობაში მეფუშება ეს ჭიბონი biggrin.gif მოკლედ შარო საიდან მოდიხარო რაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 02:23 AM

Didgoreli
ვააა მაგარი კაიფი იქნებაbiggrin.gif biggrin.gifშენ მოახერხებ მაგის სწავლას არ ინერვიულო.
ბოლობოლო სასწავლებელში მოგიწევს მაგის სწავლაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:25 AM

yipiani gio

ციტატა
ბოლობოლო სასწავლებელში მოგიწევს მაგის სწავლა

სამწუხაროდ ჭიბონი არ ისწავლება "სასტალებელში" smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 02:27 AM

Didgoreli
ვააა ძალიან ცუდიsad.gif
არაუშავს ერთად ვისწავლოთ მე და შენ მერეsmile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:28 AM

yipiani gio

ციტატა
ვააა ძალიან ცუდი
არაუშავს ერთად ვისწავლოთ მე და შენ მერე

კაი ბატონო smile.gif მასთე იყვეს smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2008, 03:32 AM

ვახ, არა რა kein respekt :D

რა მოხდა ვინმემ ერთი ცალი ფაილი ამიტვირთოს უცხოურ სერვერზე, ან ჯანდაბას http://www.files.ge/-დანაც იწერს ძლივს.
მესამე დღეა ვიხვეწები მოსმენა მინდა მაგ ქრომატიული ფანდურის და ვერ გამოჩნდა კეთილი ადამიანი :rolleyes:

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 18 2008, 03:45 PM

yipiani gio

ციტატა
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველი

რაჭაში ჭიბონი საიდან? გუდასტვირი გექნება შენ

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 18 2008, 03:47 PM

k@the
მე ვერ გადმოვწერე საერთოდ sad.gif არადა საქართველოში ვარ

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 03:56 PM

k@the

ციტატა
რა მოხდა ვინმემ ერთი ცალი ფაილი ამიტვირთოს უცხოურ სერვერზე, ან ჯანდაბას http://www.files.ge/-დანაც იწერს ძლივს.
მესამე დღეა ვიხვეწები მოსმენა მინდა მაგ ქრომატიული ფანდურის და ვერ გამოჩნდა კეთილი ადამიანი rolleyes.gif

დედას ვფიცავარ ცუდი ინტერნეტი მაქვს თორე აგიტვირთავდი sad.gif ერთი 3 საათი მოვუნდები და რავიცი რავიცი sad.gif

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 18 2008, 05:17 PM

yipiani gio

ციტატა
ეტყობა რარაც ჩავარდა შიგნითახალს იყდი არაუშავს

smile.gif
ციტატა
ძაღლი მყავს სახლში და რამდენი დავიწყებ დაკვრას გამოენთება ეგრევე ( ხმა არ სიამოვნებს ბატონს )! ცალკე ამას ვაწყნარებ , ამასობაში მეფუშება ეს ჭიბონი მოკლედ შარო საიდან მოდიხარო რაა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეც მყავს ძაღლი და სალამურის ხმაზე უნდა ნახოთ რეებს შვება კივის ბოლო ხმაზე... მერე ვეღარ ვაჩერებ ხოლმე biggrin.gif

ჭიბონი მაგარი საკრავია ძალიან მიყვარს...და სხვათაშორის არც ისე რთული დასაკრავია smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 05:40 PM

salamura-tamta

ციტატა
მეც მყავს ძაღლი და სალამურის ხმაზე უნდა ნახოთ რეებს შვება კივის ბოლო ხმაზე... მერე ვეღარ ვაჩერებ ხოლმე

ჭიბონი მაგარი საკრავია ძალიან მიყვარს...და სხვათაშორის არც ისე რთული დასაკრავია

ხოო ? არ არის რთული? tongue.gif მაშინ მასწავლე დაკვრა tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2008, 05:48 PM

misdevs mela loms
Didgoreli
არაუშავს. 2kiss.gif თქვენ დადებულებს ვიწერ ხოლმე, ღამე კარგათ მოაქვს ქართული სერვერებიდან smile.gif
მარა ეგ რა სერვერია ვერ გავიგე, თან აქ რო ამბავი იყო დამაინტერესა რა არის ეგეთითქო.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 06:51 PM

26 იანვარს ჩემი ძმის ჯვრისწერაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 08:32 PM

დეტაურად რითი განსხვავდება ჭიბონი და გუდასტვირი?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 09:56 PM

misdevs mela loms
არა ჭიბონი მაქ ძალიან ძველი.აწარაში მაჩუქესsmile.gif
komisia
ფაქტიურად არაფერში განსხვავდება მგონი გარდა ვიზუალურისაsmile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 09:57 PM

komisia
ვაააა მაგარია.ესეიგი ვერ ესწრები კონცერტს?biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:02 PM

komisia

ციტატა
26 იანვარს ჩემი ძმის ჯვრისწერაა

ვააა ხო არ გვპატიჟებ? biggrin.gif მუზიკანტები არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:04 PM

komisia

ციტატა
დეტაურად რითი განსხვავდება ჭიბონი და გუდასტვირი?

გუდასტვირი შედარებით დიდია ჭიბონზე wink.gif შესაბამისად სხვა ჟღერადობა აქვს მგონი tongue.gif და კიდე მგონი ზედა ბგერების ნახვრეტები მარცხენა მხარეს აქვს biggrin.gif გაიგე ხოო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 10:06 PM

Didgoreli
ხი ისე მზად ვიქნები მაინც,რაიცი რა ხდებაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:24 PM

Didgoreli

ციტატა
მუზიკანტები არ გინდა?

biggrin.gif დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:25 PM

yipiani gio
Didgoreli
გავიგე smile.gif ოღონდ მართლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:26 PM

komisia

ციტატა
გავიგე ოღონდ მართლა

კარგია biggrin.gif ისე მე ტყუილა მედო სახლში და ჩავიტანე ბიჭებს მივეცი biggrin.gif ვერფერი გავუგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:28 PM

komisia

ციტატა
დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?

ოოო დოლ-გარმონი არ მაქვს , მარა ჭიბონი მაქვს რომელზეც ვერ ვუკრავ ! წავა? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:32 PM

Didgoreli

ციტატა
ოოო დოლ-გარმონი არ მაქვს

ohmy.gif სირცხვილი და თავის მოჭრა!
ციტატა
წავა?

აბა აქედან როგორ გითხრა, მომასმენინე როგორ ვერ უკრავ რომ შეგაფასო...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:36 PM

komisia

ციტატა
აბა აქედან როგორ გითხრა, მომასმენინე როგორ ვერ უკრავ რომ შეგაფასო...

აბა როგორ გითხრა? აი ძალიან მაგრად საშინლად ვუკრავ რა wink.gif თუმცა ისე შემიძლია მაგიდაზე რამე დოლის პარტია დაგიკრა sad.gif არც ეგ წავა ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:38 PM

Didgoreli

ციტატა
თუმცა ისე შემიძლია მაგიდაზე რამე დოლის პარტია დაგიკრა

მაგას მეც ვუკრავ კაცო...

რამე ისეთი რაა, განსხვავებული...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:39 PM

komisia

ციტატა
მაგას მეც ვუკრავ კაცო...

რამე ისეთი რაა, განსხვავებული...

მეტი რავი აბა sad.gif ტაშს ვუკრავ საკაიფოდ !!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 19 2008, 12:43 AM

26 ianvars akaki xoravas darbazshi gelodebit 6 saatze cinascar madlobas gixdit.komisia im apishas miacere ra gtxov 6 saati

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 12:46 AM

Didgoreli

ციტატა
ხოო ? არ არის რთული? მაშინ მასწავლე დაკვრა

e025.gif აუცილებლად!

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 12:53 AM

ციტატა
დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?

ციტატა
დოლ-გარმონი არ მაქვს , მარა ჭიბონი მაქვს რომელზეც ვერ ვუკრავ ! წავა?

გარმონზე გამახსენდა გარმონი მე მაქვს მარა იმხელა სულ არ ვარ biggrin.gif კი ვეჭიდავები მარა იავიცი იავიცი biggrin.gif ისიც მეჭიდავება...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 19 2008, 10:44 AM

salamura-tamta

ციტატა
კი ვეჭიდავები მარა იავიცი იავიცი ისიც მეჭიდავება...

ასეა აბააა biggrin.gif ურთიერთ ჭიდაობით წარმოიქმნება იდილიაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 19 2008, 10:45 AM

salamura-tamta

ციტატა
აუცილებლად!

აა , ესეიგი შევთანხმდით ? მომწერე აბა შენი სკაიპი PM-ში და იქ მოვილაპარაკოთ უფრო დაწვრილებით tongue.gif

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 01:03 PM

ციტატა
აა , ესეიგი შევთანხმდით ? მომწერე აბა შენი სკაიპი PM-ში და იქ მოვილაპარაკოთ უფრო დაწვრილებით

laugh.gif არადა ჭიბონის ხელა სულ არა ვარ e025.gif

ისე მერე რა 2სალამურნახევარი თუ ვიყავი მესამე კლასში ვერ ვუკრავდი თუ რა laugh.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)