თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ტურინის მაცხოვრის ხატი

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Apr 22 2009, 05:21 PM

მაინტერესებს რამდენად კანონიკურია ეს ხატი.მასზე ამბობენ რომ ის სუდარის მიხედვით აღადგინეს და ისაა მაცხოვრის ნამდვილი სახე.მართმადიდებელი ეკლესია თვლის მას კანონიკურად?

http://www.radikal.ru

http://radikal.ru/F/i073.radikal.ru/0904/74/14ba43077d96.jpg.html

http://radikal.ru/F/i082.radikal.ru/0904/2b/cfba975690bb.jpg.html

პოსტის ავტორი: VisualBB თარიღი: Jun 9 2009, 06:19 PM

საინტერესოა ამაზე მართალი აზრი! მეც მაინტერესებს, რადგან მინდოდა, მისი ამობეჭდვა კარგი ხარისხით და ხეზე დატანა

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 9 2009, 07:47 PM

sormonii
საერთოდ მართლმადიდებლური კანონიკური ხატი არ არის რეალისტური, ეს უფრო ფოტოს გავს ვიდრე ხატს, თუმცა სრულიად შესაძლებელია ეს მართლა იყოს მაცხოვრის ნამდვილი სახე, ამაზე ვერაფერს ვიტყვი

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 9 2009, 11:10 PM

ციტატა(ეკატო @ Jun 9 2009, 08:47 PM) *

sormonii
საერთოდ მართლმადიდებლური კანონიკური ხატი არ არის რეალისტური, ეს უფრო ფოტოს გავს ვიდრე ხატს, თუმცა სრულიად შესაძლებელია ეს მართლა იყოს მაცხოვრის ნამდვილი სახე, ამაზე ვერაფერს ვიტყვი



ეს ხატი მართლმადიდებლურ მაღაზიებში იყიდება და იმიტომაც მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 9 2009, 11:12 PM

ქრისტე ბაგაში ბიზანტიური კანონიკით დაიბადა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 10 2009, 12:52 AM

ციტატა(LEXO_931 @ Jun 9 2009, 11:10 PM) *

ეს ხატი მართლმადიდებლურ მაღაზიებში იყიდება და იმიტომაც მაინტერესებს...

სამწუხაროდ ამ ბოლო დროს მაღაზიებში ბევრი არაკანონიკური ხატებიც იყიდება sad.gif

მაგ ხატზე მართლა არ ვიცი, შეიძლება კანონიკურიც არის, თუმცა ტაძარში მე არსად არ მინახავს

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 10 2009, 11:58 AM

ციტატა(sormonii @ Apr 22 2009, 05:21 PM) *

მაინტერესებს რამდენად კანონიკურია ეს ხატი.მასზე ამბობენ რომ ის სუდარის მიხედვით აღადგინეს და ისაა მაცხოვრის ნამდვილი სახე.მართმადიდებელი ეკლესია თვლის მას კანონიკურად?

http://www.radikal.ru

http://radikal.ru/F/i073.radikal.ru/0904/74/14ba43077d96.jpg.html

http://radikal.ru/F/i082.radikal.ru/0904/2b/cfba975690bb.jpg.html

ეს მთლად ტურინის არ არის, არამეტ აღდგენილია და თვალები რომელიც დახუჭული აქვს სუდარაზე მაცხოვარს, აქ აუხილეს...

მეორეც, ის რაც ტურინის სუდარაზეა გამოსახული არ შეიძლება იწოდებოდეს ხატად, რადგან ხატი არის ფერისცვალება განცდილი გამოსახულება, ანუ არათუ ცოცხალი, არამეტ ფერისცვალება განცდილი

ტურინის სუდარაზე უფლის სხეული კი არის, ოღონდ მკვდარი სხეული - ამიტომ ის ხატი ვერ იქნება ვერანაირად

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jun 11 2009, 12:37 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 10 2009, 11:58 AM) *


ტურინის სუდარაზე უფლის სხეული კი არის, ოღონდ მკვდარი სხეული - ამიტომ ის ხატი ვერ იქნება ვერანაირად


მკვდარი სხეული კი არა აღდგომის დროს გადასული სხეულის კვალია მე როგორც ვიცი.

რაც შეეხება ხატს, ყველა ხატი მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულია უფლის ნამდვილ სახესთან და არა მისი ასლია (გარდა ანჩისხატისა). ამიტომ მე მგონია აქ მნიშვნელოვანია შინაარსი და ბუნებრივია მსგავსება. მაგალიტად, ამ სურათის მიხედვით მაცხოვრის ხატი რომ დაიწეროს ეს მიუღებელი იქნება? არა მგონია.

პოსტის ავტორი: VisualBB თარიღი: Jun 11 2009, 01:04 PM

ციტატა(damiane80 @ Jun 11 2009, 12:37 PM) *

მ სურათის მიხედვით მაცხოვრის ხატი რომ დაიწეროს ეს მიუღებელი იქნება? არა მგონია.


Eს მაგარი რამე სთქვი, და საინტერსო smile.gif

ისე მე არ მესმის ადმენი და იქნებ გამარკვიოთ,

რა მნიშვნელობა აქვს რეალისტური იქნება თუ როგორი? ჩვენ ხომ გვწამს უფალი მისი ორივე ბუნებითა და სული წმიდით, ხოდა ეს ღომ უფლის სახეა რატომ არ უნდა ვილოცოთ მასზე? მე ვიძახი მხოლოდ ამ შემთხვევაზე,
და არა კათოლიკურ ეკლესიებშIრაც არის გაშიშვლებული სხეულები და ა,შ მე მხოლოდ ამ სურათზე ვიძახი (ჯერ ხატს მაინც არ ვუწოდებ)

ჩემის აზრით კიდევ არის ამაზე მსჯელობა საჭირო, უმჯობესი იქნება თU ეს მოხდება საპატრიარქოში,

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2015, 11:10 PM

"ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ტურინის სუდარის ასლი სპეციალურად, ქუთაისის ბაგრატის სიონის ტაძრისათვის, გამოგზავნა იტალიაში მყოფმა ჩვენმა თანამემამულემ გოჩა ქურასბედიანმა. სუდარამ სამუდამოდ დაიდო ბინა ბაგრატის ტაძარში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:31 PM

"ტურინის სუდარა დროთა განმავლობაში თანდათან გაფერმკრთალდა - ასეული წლების წინ გამოსახულება მასზე უფრო მკვეთრი იყო და შესაძლოა დროთა განამვლობაში გარკვეული დეტალები დაიკარგა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:57 PM

"ტურინის სუდარას მეხუთე სახარებას ადარებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 06:21 PM

"ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას უწოდებს მეხუთე სახარებას, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც ჯვარცმულს მიაყენეს"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)