IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა და მედიცინა
ნათია
პოსტი Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი

გამოჯანმრთელება.




რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“.

ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“.







მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს



ვისაუბროთ .....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jun 23 2007, 09:58 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ნათია
შენ უფრო ნერვული დაავადებებზე გიწერია,რთულია საერთოდ ფსიქიატრია იმიტომ ძირითადად ვერ ხდება დარღვეული ფსიქიკის მკურნალობა შეიძლება რაღაც უკეტეს ეფექტს მიაღწიონ მაგრამ საბოლოოდ განკურნება მით უმეტეს ცნობიერების ღრმა მოშლის ვერ ხერხდება სამწუხაროდ,რადგან გამომწვევი მიზეზი არ არსებობს.ზოგჯერ ფსიქოტროპული მკურნალობა კიდევ უფრო აშტერებს პაციენტს sad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 23 2007, 10:38 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(მარიტა @ Jun 23 2007, 10:58 PM) *

ნათია
შენ უფრო ნერვული დაავადებებზე გიწერია,რთულია საერთოდ ფსიქიატრია იმიტომ ძირითადად ვერ ხდება დარღვეული ფსიქიკის მკურნალობა შეიძლება რაღაც უკეტეს ეფექტს მიაღწიონ მაგრამ საბოლოოდ განკურნება მით უმეტეს ცნობიერების ღრმა მოშლის ვერ ხერხდება სამწუხაროდ,რადგან გამომწვევი მიზეზი არ არსებობს.ზოგჯერ ფსიქოტროპული მკურნალობა კიდევ უფრო აშტერებს პაციენტს sad.gif



ყურადღებას მაინცდამაინც ამაზე ნუ გავამახვილებთ, ზოგადად მედიცინაზე ვისაუბროთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Jun 23 2007, 11:05 PM
პოსტი #4


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



საერთოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება კურნავს როგორც სულს ასევე ხორცს.ეს უდავო ფაქტია.დავიწყოთ ზემოთხსენებული ნერვული დაავადებებიდან,რომლის ძირითადი "წამალი" სულის სიმშვიდესა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაშია.
აღშფოთება, განრისხება, შური, ბოროტი აზრები,ბოროტის ჰქმნა,ხმამაღლობა, სიფიცხე.... აი ყოველივე ნერვული დაავადების რისკ ფაქტორები.
ნაყროვანება,გემოთმოყვარეობა,
უმარხულობა- კუჭ-ნაწლავის, პირის ღრუს,ნივთიერებათა ცვლის და ყველა მეტაბოლური პროცესების დისფუნქციის განმპირობებელია.
ხშირი სიმთვრალე და ალკოჰოლიზმი პირდაპირ დამღუპველად მოქმედებს ღვიძლზე, რომელიც ორგანიზმის მთავარი "დამცველია" ტოქსინებისა და ცვლის პროდუქტებისაგან.აღნიშნული მიდრეკილებანი ასევე აზიანებენ შარდ-გამომყოფ სისტემას,თირკმლებს.
თამბაქოს მოწევა-სასუნთქი სისტემის და იმუნური სისტემის დაავადებები.
მრუშობა,გარყვნილება სიძვა - ვენერიული, ენდოკრინული, სასქესო სისტემის მრავალი დაავადება, შიდსი. კონტრაცეპტივები და სხვა შვილოსნობისგან დამცავი საშუალებები- ენდოკრინული პათოლოგიები.და კიდევ მრავალი და მრავალი.....



--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 25 2007, 03:05 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



რატომ კრძალავს მართლმადიდებლობა ჩინურ მედიცინას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Jun 25 2007, 11:05 AM
პოსტი #6


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



კიდევ დადგენილია, რომ ადამიანებს რომლებიც ხშირად არიან მარხვაზე ნაკლებად შეაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.მარხვისას ორგანიზმი თავისუფლდება ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინისაგან,რომელიც თავის მხრივ ილექება სისხლძარღვის ენდოთელზე და ახდენს ვაზოკონსტრიქციას(შევიწროება
).რის გამოც ვხვდებით თრომბს, ემბოლიას,მიოკარდიომის ინფაქტს და ჰიპერტონულ დაავადებას.


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 25 2007, 11:14 AM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









ნათია
მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი smile.gif
italieli-dato
ვინ თქვა რომ კრძალავს? მართლმადიდებლომა მედიტაციებს და ეგეთ რაღაცეებს არ ამართლებს რაც მათთვის ლოცვას წარმოადგენს...
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 25 2007, 11:15 AM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ქავთარაძე @ Jun 25 2007, 11:14 AM) *

ნათია
მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი smile.gif



არ ვიცოდი ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 25 2007, 11:16 AM
პოსტი #9


დაურეგისტრირებელი









ნათია
ეხლა ხომ იცი? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 25 2007, 11:18 AM
პოსტი #10


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(tamari_irakli @ Jun 25 2007, 11:05 AM) *

კიდევ დადგენილია, რომ ადამიანებს რომლებიც ხშირად არიან მარხვაზე ნაკლებად შეაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.მარხვისას ორგანიზმი თავისუფლდება ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინისაგან,რომელიც თავის მხრივ ილექება სისხლძარღვის ენდოთელზე და ახდენს ვაზოკონსტრიქციას(შევიწროება
).რის გამოც ვხვდებით თრომბს, ემბოლიას,მიოკარდიომის ინფაქტს და ჰიპერტონულ დაავადებას.



სხვათაშორის ექიმების რჩევით თვეში ერთხელ აუცილებელია ორგანიზმის გაწმენდა, ანუ მარხვა

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 25 2007, 11:16 AM) *

ნათია
ეხლა ხომ იცი? biggrin.gif



კი, მადლობა! განმანათლე rolleyes.gif wub.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2007, 11:19 AM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,324
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე ვფიქრობ, რომ მედიცინა გადაჯაჭვული უნდა იყოს მართლმადიდებლობასთან..

როცა ადამიანი სნეულია და მედიკამენტებით მკურნალობს, ის პარალელურად უნდა მკურნალობდეს აღსარების თქმით და ზიარებით..

ყველა ფიზიკური სნეულება გამოწვეულია სულიერი სნეულებით.. ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ სულს, რათა გამოვჯანსაღდეთ ფიზიკურად..


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 25 2007, 02:29 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(ქავთარაძე @ Jun 25 2007, 10:14 AM) *

ნათია
მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი smile.gif


რატომ არ შეიძლება. პირველად მესმის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2007, 02:45 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,324
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(italieli-dato @ Jun 25 2007, 02:29 PM) *

რატომ არ შეიძლება. პირველად მესმის.



მეც გამიკვირდა და არამგონია ბოლომდე ასეთი მკაცრი მიდგომა იყოს მონასტერში..

მეუფე ეფრემი წინამძღვარი როცა იყო ქოზიფას მამათა მონასტრის, ერთი სნეული ბერისთვის ხშირად მიჰქონდა ხოლმე წამლები თბილისიდან..


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 25 2007, 02:50 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ციტატა
მონასტერში წამლის დალევა არ შეიძლება, განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იქნება და თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა მაშინ მოძღვრის კურთხევაა აუცილებელი


აუ მეც პირველად გავიგე და მომეწონა ძალიან.
უკეთესია შენი რწმენით განიკურნო და ეს უმეტესწილად წამლის გარეშეც შეიძლება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2007, 03:00 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,324
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(di_onise @ Jun 25 2007, 02:50 PM) *

აუ მეც პირველად გავიგე და მომეწონა ძალიან.
უკეთესია შენი რწმენით განიკურნო და ეს უმეტესწილად წამლის გარეშეც შეიძლება smile.gif


მართლმადიდებლობა არ უარყოფს მედიცინას და წამლებით მკურნალობას..

მე ვიცი ერთი ცოტა ძველი ამბავი, როცა ერთ გოგონას ეკლესიაში უთხრა ვიღაცამ წამლები არ უნდა დალიოო და სამწუხაროდ იგი გარდაიცვალა შედეგად იმისა რომ მედიკამენტებს აღარ ღებულობდა და მხოლოდ ლოცულობდა..


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 25 2007, 03:44 PM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ისიც ფაქტია, რომ ექიმების ნახევარს უფლის და ეკლესიის ხსენებაც არ უნდათ.
საკმაოდ არაეკლესიურები, ურწმიუნოები არიან და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ პაციენტებთან, მათ აღიქვამენ როგორც ფულის ტკიცინა ქაღალდებს, რომელიც ან ბევრია ან ნაკლები ან სულ არა.

ექიმები ფიცს ხომ დებენ რომ ნებისმიერ ავადმყოფს მოუვლიან? მარამ მერე ავიწყდებათ.

უფულობა ხომ საშინელებაა, მინახავს, ექიმები, სამშობიაროში, როგორ ლანძღვადნენ გაჭირვებულ პაციენტებს, ისე ცუდად გავხდი, იქედან ძლივს მიმიყვანეს სახლში. მაგრამ როცა ხედავენ,რომ შენი ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გაიღებ შეიძლება გაგაგიჟონ, აი მე მაგალითად ერთი და იგივე ანალიზი 4 - 4-ჯერ მაქვს აღებული სამი კვირის განმავლობაში.

მეგნი ექიმობას არ შველის მარტო საქმის ცოდნა, გული და გონება ერთნაირად თუ არ მუშაობს და თან უფლის სადიდებლად თუ არ აკეთებ ამას, კაპიკია შენი ფასი.
როგორც ადამიანის და როგორც ექიმის.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 25 2007, 04:24 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(di_onise @ Jun 25 2007, 01:50 PM) *

აუ მეც პირველად გავიგე და მომეწონა ძალიან.
უკეთესია შენი რწმენით განიკურნო და ეს უმეტესწილად წამლის გარეშეც შეიძლება smile.gif


რწმენით განკურნება და ტკივილების დათმენა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ეხლა აღარ არიან ისეთი დიდი ბერები რომ ტკივილებს უძლებდნენ რწმენით და ლოცვებით განიკურნებოდნენ. წამალიც ხომ ღვთის წყალობაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 25 2007, 04:30 PM
პოსტი #18


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(kato_Bato @ Jun 25 2007, 12:44 PM) *

ისიც ფაქტია, რომ ექიმების ნახევარს უფლის და ეკლესიის ხსენებაც არ უნდათ.
საკმაოდ არაეკლესიურები, ურწმიუნოები არიან და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ პაციენტებთან, მათ აღიქვამენ როგორც ფულის ტკიცინა ქაღალდებს, რომელიც ან ბევრია ან ნაკლები ან სულ არა.

ექიმები ფიცს ხომ დებენ რომ ნებისმიერ ავადმყოფს მოუვლიან? მარამ მერე ავიწყდებათ.

უფულობა ხომ საშინელებაა, მინახავს, ექიმები, სამშობიაროში, როგორ ლანძღვადნენ გაჭირვებულ პაციენტებს, ისე ცუდად გავხდი, იქედან ძლივს მიმიყვანეს სახლში. მაგრამ როცა ხედავენ,რომ შენი ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გაიღებ შეიძლება გაგაგიჟონ, აი მე მაგალითად ერთი და იგივე ანალიზი 4 - 4-ჯერ მაქვს აღებული სამი კვირის განმავლობაში.

მეგნი ექიმობას არ შველის მარტო საქმის ცოდნა, გული და გონება ერთნაირად თუ არ მუშაობს და თან უფლის სადიდებლად თუ არ აკეთებ ამას, კაპიკია შენი ფასი.
როგორც ადამიანის და როგორც ექიმის.

user.gif
ალბათ ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ ასეთი წყალში გადასაყრელი ყველა არ არის....sad.gif

მტკივნეული თემაა.....

თუმცა,ღვთის წყალობით,პროფესიონალი და კარგი ადამიანებიც გვყავს...smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 25 2007, 04:33 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მაეასი
ციტატა
ალბათ ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ ასეთი წყალში გადასაყრელი ყველა არ არის....

მტკივნეული თემაა.....

თუმცა,ღვთის წყალობით,პროფესიონალი და კარგი ადამიანებიც გვყავს...



რა თქმა უნდა ყველა არარის მასეთი, მაგრამ ანალოგიური სიტუაციაა საპატრიარქოს სამშობიაროში, ნუ მე წლების წინათ რაც ვნახე და ახლაც, სხვადასხვაგან რამდენიმე მაგდაგვარი სულიერი შემხვდა.

მე ვიცნობ კარგ ექიმებსაც, რომლებიც ასევე კარგი ადამიანები და რელიგიურები არიან, მაგრამ ეგეც უნდა იცოდე ადამიანმა, ვისთან მიხვიდე.

ხომ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 25 2007, 04:37 PM
პოსტი #20


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(kato_Bato @ Jun 25 2007, 01:44 PM) *

ისიც ფაქტია, რომ ექიმების ნახევარს უფლის და ეკლესიის ხსენებაც არ უნდათ.
საკმაოდ არაეკლესიურები, ურწმიუნოები არიან და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ პაციენტებთან, მათ აღიქვამენ როგორც ფულის ტკიცინა ქაღალდებს, რომელიც ან ბევრია ან ნაკლები ან სულ არა.

ექიმები ფიცს ხომ დებენ რომ ნებისმიერ ავადმყოფს მოუვლიან? მარამ მერე ავიწყდებათ.

უფულობა ხომ საშინელებაა, მინახავს, ექიმები, სამშობიაროში, როგორ ლანძღვადნენ გაჭირვებულ პაციენტებს, ისე ცუდად გავხდი, იქედან ძლივს მიმიყვანეს სახლში. მაგრამ როცა ხედავენ,რომ შენი ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გაიღებ შეიძლება გაგაგიჟონ, აი მე მაგალითად ერთი და იგივე ანალიზი 4 - 4-ჯერ მაქვს აღებული სამი კვირის განმავლობაში.

მეგნი ექიმობას არ შველის მარტო საქმის ცოდნა, გული და გონება ერთნაირად თუ არ მუშაობს და თან უფლის სადიდებლად თუ არ აკეთებ ამას, კაპიკია შენი ფასი.
როგორც ადამიანის და როგორც ექიმის.

უკაცრავად კატო როცა რამოდენიმე ექიმისაგან რაიმე არ მოგეწონა, არ შეიძლება ეგეთი საუბარი ზოგადად ექიმებზე!
ექიმობა არის ურთულესი და დასაფასებელი, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე ნაკლებ დაფასებული სპეციალობა!
იმისათვის რომ ექიმი გახდე, დიდი ძალისზმევაა საჭირო, დიდი ნებისყოფა, როცა ყოველდღე ავადმყოფ ხალხს უნდა უყურო, დიდი თავდადება. და ასევე დიდი უმადურობის მოთმენა უნდა შეგეძლოს. ავადმყოფისათვის და მისი ახლობლებისათვის თუ რამ მოხდა ყოველთვის ექიმია დამნაშავე, ყოველთვის უნდათ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადაიტანონ და ეგრეცაა მათთვის ადვილი. მარა ექიმებიც ადამიანები არიან! სხვათაშორის ჩვენი სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურის გაპარტახების ბრალია ის რომ შენ ეხლა ექიმებზე ეგრე საუბრობ, ყოველგვარი პატივისცემის გარეშე! რატო უნდა ქონდეს პედიატრს 60 ლარი (!!!) ხელფასი??? არაა ეხლა ეგ ამ ხალხის დამცირება? უნდა იყოს ჯანმრთელობის დაზღვევა და საერთოდ ჯანდაცვის სისტემა ისე მოწყობილი, რომ ექიმებმა თავი ისევ დაფასებულად იგრძნონ, და თუ ეხლა ზოგიერთი მათგანი უკადრებელს კადრულობს, მხოლოდ იმიტომ რომ თუნდაც ჩემნაირი შვილი (ან პატრონი) არ ყავთ, ვისაც რაიმეს საყიდლად ფულს სთხოვენ!!!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd February 2018 - 04:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი