IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა?
guest
პოსტი Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა sad.gif ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა sad.gif სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები sad.gif sad.gif აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Apr 6 2008, 01:46 AM
პოსტი #2


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ეხლა დაძინებას ვაპირებდი და ცოტა შევშინდი ეს რომ წავიკითხე sad.gif იმედია სიზმარს არ ვნახავ smile.gif

ისე მგონი მართლა რაღაცის მანიშნებელია ყველა სიზმარი, აბა ისე ტყუილად ხომ არ ვნახავდით რამეს

მე რომ სიზმარში ვინმემ მსგავსი რამე მითხრას ან რამე საშიშროების შესახებ გამაფრთხილოს, რაც არ უნდა იყოს არ წავალ და მთელი დღე სახლიდან არ გავადგამ ფეხს ისე მეშინია ეგეთი რაღაცეების sad.gif





ერთი შემთხვევა გამახსენდა, მართალია სიზმარს არ ეხება მარა მაინც კავშირშია ამ თემასთან

მე და ჩემი და ჩვენ მეგობართან ერთად მცხეთაში ვაპირებდით წასვლას ჯვარზე, უკვე გავდიოდით სახლიდან ჩემი მეგობრის დედამ რომ დარეკა და გვთხოვა არ წავსულიყავით, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს და არ წახვიდეთ გთხოვთო. მაშინ სიცილად არ გვეყო მისი ეს სიტყვები, აღარ წავსულვართ, მაგრამ სულ ვიცინოდით ხოლმე ამ ამბის გახსენებაზე, ეხლა კი აღარ მეცინება, ალბათ მართლა რაღაცას გრძნობდა დედა huh.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 6 2008, 01:57 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეკატო,

არც მე წავიდოდი, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი, მეორე დღეს გერმანიაში რომ არ ვყოფილიყავი, დიდი პრობლემის წინ ვდგებოდი, ვერც ადრე წავიდოდი, ჯერერთი გვიანი იყო და ისედაც: მხოლოდ ამ დღეს შემეძლო sad.gif გავრისკე იმის იმედით, რომ მხოლოდ სიზმარია. ლოცვა არ მცილდებოდა ბაგეს.
გარდა ამისა, ვფიქრობდი , რომ არ მიმენიჭებინა მნიშვნელობა.

არ შეშინდე, ილოცე და დაწექი 2kiss.gif

პ.ს. ამიტომაც მოვერიდე მომხდარის დეტალურ აღწერას, სიკვდილი ბევრჯერ მინახავს,მაგრამ ეს აუტანელი იყო cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 6 2008, 02:13 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ამის მშემდეგ არ ნიშნავს ამის გამო...


ბევრჯერ დამსიზმრებია ისეთი რამე რაც სემდეგ რეალობასტან ახლოს ყოფილა, მაგალითად ერთხელ დამესიმრა რომ სახლი იწვოდა, მეორე დღეს ბიცოლაჩემი (მაშინ იქ ვცხოვრობდი) დაიწვა და დიდი ხანი რეანიმაციაში იყო... ასეტები ბევრი მომხდარეა... მაგრამ


ასავე ბევრი რამე დამსიზმრებია რაც არ მომხდარა...


არ შეიძლება სიზმარი იყოს ისე ჰარი ჰარალოზე, დანიშნულების გარეშე, დანიშნულების გარეშე არაფერი არ არსებობს... მე მგონია რომ სიზმარს რარაც ტრეინინგისა და დასვენების, საქმიდან საქმეზე, სამყაროდან სამყაროზე გადართვის დანიშნულება აქვს ძირიტადად... თუმცა არსებობს ზეციური და სატანისეული სიზმრებიც...

პრობლემა იმასია რომ დედაკაცები ხშირად ხიბლში ვარდებიან თუ ერთი სიზმარი მაინც აუხდათ და თავის თავს ზებუნებრივ მკითხავებად აღიქვავენ....

კიდევ კარგი რასაც დედაჩემს ინტუიცია ეუბნება ყველაფერი არ ხდება თორემ აქამდე ცხრაჯერ უნდა დავმხრჩვალიყავი, ავტოკატასტროფაში მომკვდარიყავი ან სხვა რაიმე მაგდაგვარი მომსვლოდა...

უჰ რამდენი ვიბოდიალე...


იმქვეყნიური სამყარო არსებობს და თუ არსებობს ეს ნიშნავს რმ დროსა და სივრცეში ჩვენთან რაღაც დამოკიდებულებაშია, შესაბამისად არსებობს კომუნიკაციის საშუალებაც... ეს სავსებით ბუნებრივია... თუმც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა არ შეიძლება რადგან არსოდეს იქნები დარწმუნებული მტერი აგზავნის მესიჯს თუ მოყვარე... მოკლედ კოდირების სისტემა რომ გვქონდეს მაშინ შეიძლებოდა სიზმარზე დაყრდნობა smile.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 6 2008, 02:20 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნეო,

სწორედ მაგის გამო ვეცდებოდი მუდამ მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მუდამ ტან ! მიუხედავად გაოგნებისა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 6 2008, 02:39 AM
პოსტი #6


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ძალიან ხშირად მიხდება ცუდი სიხზმარი და უკვე საერთად აღარ მინდა სიზმარი ვნახო. sad.gif ერთადერთხელ ამიხდა კარგი სიზმარი და ცუდი კიდე იშვიათია რომ არ ამიხდეს.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Apr 6 2008, 01:37 PM
პოსტი #7


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



რა კაია რო სიზმრებს არ ვნახულობ,ან ვნახულობ და არ მახსოვს ხოლმე... unsure.gif



staywhite
დავიბენი user.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Apr 6 2008, 02:27 PM
პოსტი #8


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



staywhite
ციტატა
როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

რწმენადა სიზმარი ერთმანეთს ხელს არ მგონია რომ უშლიდეს. რაა აქ გასაკვირი ადამიანს თუ რაღაც წინათგრძნობა აქვს, და ეს წიათგრძნობა კიდევაც იფარავს რაიმე უბედურებისაგან. თუ ეს ხდება განა შეიძლება რომ რაიმე ბოროტძალებს დავუკავშიროთ? თუ ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება სიზმარი ან წინათგრძნობა რატომ არ შეიძლება კეთილისგან იყოს და არა ბოროტისაგან? ამით იმის თქმა მინდა რომ თქვენნაირი ისტორია ხშირად მომისმენია და მერე პირჯვარს იწერენ ღმერთო მომიტევე თუ შევცოდეო მაგრამ რა უნდა შეეცოდათ სიზმრის ნახვით ვერც ისინი და ვერც მე ვერ ვხვდები. ჯერ არ მინახავს მაგდაგვარი სიზმარი, თუ ვნახავ ღმერთს მადლობას გადავუხდი...

ისე სიზმრებზე და გამოცხადებებზე არაა რომ ეკლესიები შენდება ხშირად? მოდიდა მაგ სიზმარს გამოცხადება დაარქვი რა პრობლემაა?


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 6 2008, 02:47 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



მთავარია სიზმრის მონად არ იქცა


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 6 2008, 09:11 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მიშა,

გეთანხმები. ჩემზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სიზმრებს ბევრი ვინმე მოუქცევია და გამოუსწორებია. მაგრამ მე მაინც ვერ "ვბედავ" sad.gif

მეცნიერულად "სარჩულზე" რას იტყვით?

ქეთუ,

იქნება შEნ გქონდეს ეს საკითხი შესწავლილი პროფესიიდან გამომდინარე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Apr 6 2008, 09:38 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში.
მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა.
იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 6 2008, 09:42 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



miss sevda 2kiss.gif უაფალი გფარავდეთ მუდამ, როგორც ამჯერადაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Apr 6 2008, 09:45 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



ციტატა(staywhite @ Apr 6 2008, 10:42 PM) *

miss sevda 2kiss.gif უაფალი გფარავდეთ მუდამ, როგორც ამჯერადაც.





უღრმესი მადლობა შენც გფარავდეს rolleyes.gif friends.gif mpua.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Apr 6 2008, 11:38 PM
პოსტი #14


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



miss sevda
რა საოცარი ამბავი მოყევი, მადლობა ღმერთს რომ არავინ დაშავებულა სერიოზულადsmile.gif
ამის მერე დაუჯერე ხოლმე დედას 2kiss.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 7 2008, 12:14 AM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად...

მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... mellow.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 7 2008, 12:35 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(ketino @ Apr 6 2008, 10:14 PM) *

სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად...

მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... mellow.gif


მასე ვარ მეც, ქეთევან smile.gif

ამიტომ ვთხოვ ქეთუს და სხვა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში ჩახედულთ, იქნებ რაიმე საინტერესო შემოგვთავაზონ, ასევე რელიგიური დატვირთვითაც რათქმაუნდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 28 2008, 11:42 PM
პოსტი #17


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა




ციტატა
ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში.
მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა.
იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი


გამაჟრიალა sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 28 2008, 11:54 PM
პოსტი #18


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა....

ზუსტად sad.gif
ისე კი მე ნამდვილად არასდროს არ ამსრულებია სიზმარი,ყოველთვის რაღაც უაზრობებს ვხედავ,თან ძალიან იშვიათად...(კიდე კაი)


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი May 28 2008, 11:57 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!! და ისედაც არ მჯერა სიზმრების!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 29 2008, 12:00 AM
პოსტი #20


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(nuca_ge @ May 28 2008, 10:57 PM) *

არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!!

მაგარი ბედნიერებააააა! მეც მინდა ეგრე რო ვიყო sad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2018 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი