IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა?
nuca_ge
პოსტი May 29 2008, 12:09 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(შოთაძე @ May 29 2008, 12:00 AM) *

მაგარი ბედნიერებააააა! მეც მინდა ეგრე რო ვიყო sad.gif


ფსალმუნები იკითხე ბევრი ძილის წინ დაგეხმარება ძალიან შოთ !!!!! და კიდე რა არის იცი??? საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები,, ყველაფერს გულთან ნუ მიიტან იყავი ლაღი და ეგ სიზმრებიც მოგშორდება!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი May 29 2008, 10:42 AM
პოსტი #22


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



ციტატა
კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი

მეც დამაჟრიალა, ღმართმა გადაგარჩინათ... ჩემი აზრით სიზმარი მართლაც ხშირად შენი ინტუიცია და წინათგრძნობაა, რომალიც ახდება, ხშირად კი შენი ნაფიქრი, სურვილი, შიში, რაც გინდა, ან რაც არ გინდა... დაგროვილი შთაბეჭდილებებით გამოწვეული რაღაც...ჩემთვის ძალიან ამოუცნობია, იმიტომ რომ ყოველთვის ვნახულობ, ფერად გრძელ შინაარსიან სიზმრებს...ხან მიხდება ხან არა... არ ვიცი...


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Aug 5 2009, 06:11 PM
პოსტი #23


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



სიზმარი მეც ბერჯერ ამხდენია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ სიზმრის გავლენის ქვეშ არ მოვექცე და არ დავიჯერო, მაგრამ უნებიეთ მაინც მჯერავს ხოლმე, თუ ძალიან შთამბეჭდავია...
აი მაგალითად გუშინ დამესიზმრა რომ თითქოს თავში აღმომაჩნდა კიბო, დილით დაფეთებული წამოვხტი, და გავიქეცი ეკლესიაში...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 5 2009, 07:43 PM
პოსტი #24


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



სიზმარს ხშირად ვნახულობ, მაგარი სიზმარა ვარ,
უსიზმრო ღამე თითქმის არ მახსოვს, რასაც ვნახავ, თუ მეორე დღესვე არა,
რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მისრულდება, შეიძლება სიტყვა-
სიტყვით არა, მაგრამ ის ძირითადი აზრი, რაც იდო სიზმარში, აუცილებლად
ცხადდება.
ადრე გვქონდა ერთი თემა, სიზმრებსაც ეხებოდა, იქ დავწერე ჩემს თავს გადახდენილი ამბავი, მაგრამ იცით რა მაკვირვებდა? ისეთი გრძნობა მქონდა რომ თითქოს ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უკვე ნანახი მქონდა, გულში ვამბობდი, აი ეხლა ეს მოხდება, ეხლა ასე იქნება და თითქმის სიზუსტით ცხადდებოდა ყველაფერი, აი კულმინაციურ მომენტში კი თითქოს ტვინი განათდაო, მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი და თან ზუსტად 10 წლის წინ.
ყველაფერი კი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, ანუ სიზმარი ვნახე მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.
თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო.

ღმერთმა დაგლოცოთ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 5 2009, 07:45 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნაინა
ციტატა
თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო.

მე არ მაქვს სხვა მოსაზრება smile.gif ჩემ სიზმრებსაც მუდამ აქვთ რაღაც აზრი, რომელიც თითქოს მიმანიშნებს მოსახდენზე yes.gif ჩემთვის ეს რაღაც მიწიერთა მიერ ამოუცნობ ფენომენად რჩება და ამ აზრს ჩემივე, საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობის გამო ვერავინ შემაცვლევინებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani-82
პოსტი Aug 5 2009, 07:46 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



staywhite
ციტატა
პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Aug 5 2009, 08:19 PM
პოსტი #27


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ნაინა
საწინააღმდეგო აზრი კი არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა ეგ პოსტი რომ წავიკითხე... საინტერესო იქნებოდა რომელიმე მამაოს აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 5 2009, 08:28 PM
პოსტი #28


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მაშიკო
ციტატა
საწინააღმდეგო აზრი კი არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა ეგ პოსტი რომ წავიკითხე... საინტერესო იქნებოდა რომელიმე მამაოს აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით...

კი იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არ მომიყოლია მოძღვრისთვის სამწუხაროდ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Aug 5 2009, 08:33 PM
პოსტი #29


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ნაინა
იქნებ აქაურ მამაოს ჰკითხო PM ში და მერე პასუხი ჩვენც გაგვანდე... მაინტერესებს როგორ ახსნიან ამ მოვლენას...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani-82
პოსტი Aug 5 2009, 08:33 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



ჩემი სიზმრებიც სულ ასე მტანჯავენ sad.gif თითქმის 80-90%ხდებიან..."მტანჯავენ"- იმიტომ რომ სულ ცუდი სიზმრები მიხდება... უფრო სწორად ცუდი სიზმრები მამახსოვრდება მხოლოდ გაღვიძებულს და ის ცუდი განწყობაც მომყვება sad.gif
კარგი სიზმრები სად მიფრინავენ არ ვიცი smile.gif
თავიდან მიკვირდა და ცოტა მეშინოდა კიდეც... ეხლა ყურადგებას არ ვაქცევ რაც არ უნდა ვნახო, პირჯვარს გადავიწერ და მორჩა ვივიწყებ...
დაიჯერებთ რომ ერთი 8-წლის წინ ნანახი (ის სიზმარი ამ ხნის მანძილძე სულ მახსოვდა და არ მავიწყდებოდა) ეხლა ამიხდა? თანაც 100 კი არა 200 %
ეეხ იქნებ ჯობდა გამეთვალისწინებინა ნანახი და ასე აღარ მოხდებოდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 5 2009, 08:36 PM
პოსტი #31


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მაშიკო
ციტატა
იქნებ აქაურ მამაოს ჰკითხო PM ში და მერე პასუხი ჩვენც გაგვანდე... მაინტერესებს როგორ ახსნიან ამ მოვლენას...

ხო, მაგრამ მოძღვრებიც იშვიათად შემოდიან, ისედაც ბევრ შეკითხვებზე აქვთ პასუხები გასაცემი, მეც რომ არ დავუმატო, თან ალბად მეტყვიან რომ რახან ასე კარგად ამიცხადდა სიზმარიც კეთილიდან იყო და არა ბოროტიდან. სხვა აბა რა უნდა მითხრან? smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Aug 5 2009, 08:42 PM
პოსტი #32


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



qetevani-82
ერთხელ მითხრა ნევროპათოლოგმა რომ სულაც არ არის კარგი როცა ადამიანს კარგად ამახსორდება სიზმარიო, მითუმეტეს ცუდს თუ ნახულობს გამოდის რომ ღამე კარგად არც ეძინაო. იმ პერიოდში მეც მესიზმრებოდა საშინელებები და ცუდად ვიყავი მერე მთელი დღე... ამიტომ გამომიწერა ექიმმა ძილის წამალი და დავისვენე კი... ეხლა სიზმარს ძალიან იშვიათად ვნახულობ.... თუ ვნახავ თითქოს არ ვაქცევ ყურადღებას მაგრამ უნებლიეთ მრჩება ხომე გონებაში და ყოფილა შემთხვევა რომ სიზმრის იხედვით მოვქცეულვარ...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 10 2009, 11:41 AM
პოსტი #33


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ნაინა

რა საოცარი ისტორიაა!

მიკვირს ხოლმე როცა ყვებიან ყოველი ღამის შემდეგ სხვადასხვა ფერადი სიზმრების შესახებ...

სულ რამდენიმე სიზმარი მაქვს ნანახი:
ჩემი ძმის გარდაცვალებამდე თუ რამე სიზმარი მინახავს აბსოლიტურად ყველა დაძაბული ფიქრის გაგრძელება იყო - უკლებლივ ყველა მათემატიკური ამოცანა!!! და სწორედ ძილში ვპოულობდი გამოსავალსაც biggrin.gif biggrin.gif
(პრინციპში ეს ფსიქოლოგიურად სავსებით ახსნადი ფსიქიკური ქცევაა)

ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება...
...მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვით...

აბსოლიტურად ყველა სიზმარი ამიხდა სრული სიზუსტით და სხვათაშორის მამაოს ყოველთვის ნახვისთანავე ვუყვები და ყოველჯერზე გათვალისწინება მირჩია.


თუმცა სიზმარი ჩემთვის შედარებით ღრმა ემოციურ გავლენას იძენს მას შემდეგ რაც მის დამაჯერებლობაზე მამაო მაძლევს კურთხევას.
მანამდე ჩემთვის ზუსტად იმდენადაა რეაქციის მქონე რამდენადაც რწმენა - გზა გულისკენ მხოლოდ მაშინ როცა იცი რომ სიზმარი ბოროტისაგან არაა.


P.S. მე მაინც ყველას მშვიდ ძილსა და არანაირ სიზმრებს გისურვებთ smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 10 2009, 01:39 PM
პოსტი #34


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



სიზმარი

სიზმარი არის გამოსახულებების, იდეების, ემოციების და გრძნობების სერია, რომელიც უნებლიად ხდება გონებაში ძილის სხვადასხვა ეტაპზე.

მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, ექსპერიმენტისა, ნეიროლოგიური თუ ონეიროლოგიური კვლევისა ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება სიზმრის ფენომენის კავშირი ტვინის მიღმიერების მიმართ ანუ ის წარმოადგენს მთლიანად გონების ნაყოფს და მიზეზები მხოლოდ ტვინში უნდა ვეძებოთ. (ამ ეტაპზე მაინც)

როგორც წესი ყველანაირ ძილს სიზმარი არ ახასიათებს. სიზმარი ხდება: თვალების სწრაფი მოძრაობის ძილის ფაზაში

სიზმრის მიზეზები არის ინფორმაციის ამოკითხვა დეკლარატიული და სივრცითი მეხსიერებებიდან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 10 2009, 01:50 PM
პოსტი #35


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა

ციტატა
ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება...

ძლიერ სამწუხარო და სევდიანი მომენტია. sad.gif

...მაგრამ მთლიანად გონების ნაყოფი. yes.gif

მეც ვხედავ ხოლმე ხანდახან გარდაცვლილ მამაჩემს სიზმარში, მაგრამ ძალიან ქაოტურად და ულოგიკოდ. საერთოდ ასეთი სიზმრების დროს ლოგიკურობის პროცესები არ მიმდინარეობს და შეიძლება ადამიანს წარმოუდგენელი სისულელე დაესიზმროს, მაგალითად ის რომ თვითონ არის ფუნჯი, ორი ადამიანი და ფანტაზიამდე მისული ულოგიკობა. თუ ლოგიკის მმართველი ცენტრები მუშაობს მაშინ სიზმარი შინაარსიანია.

სიზმარში შეიძლება ვნახოთ მრავალი წლის წინ მომხდარი ფაქტების გაგრძელება, ცხოვრებაში ერთხელ ნანახი ადამიანი, განვიცადოთ სევდა, სიხარული, სიყვარული, შიში და ა.შ. ეს არის მთლიანად გონების სიმულაცია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 10 2009, 02:37 PM
პოსტი #36


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 01:50 PM) *

ნონა

...მაგრამ მთლიანად გონების ნაყოფი. yes.gif
თუ ლოგიკის მმართველი ცენტრები მუშაობს მაშინ სიზმარი შინაარსიანია.
ეს არის მთლიანად გონების სიმულაცია.



გიორგი
თითქმის სრულად ვიზიარებ შენს პოზიციას სიზმართან მიმართებაში, მაგრამ სიზმრის რამდენიმე ტიპი არსებობს.
თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის.

ბოლოსდაბოლოს რაც მე ლოგიკური წიაღსვლები მიწარმოებია სიზმარში ეგეც კმარა პატარა არგუმენტად biggrin.gif biggrin.gif


რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია...

თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე, თანაც ისე რომ მიჭირს ხოლმე ერთი შეხედვით ლოგიკის მსაზღვრელებს მიღმა მყოფი რეალური ფაქტების დაჯერება...


...

საერთოდაც იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით სიმულირებს გონება ძალიან ბევრი რამის ახსნა შეიძლება...
რაც გეცოდინება ვგონებ smile.gif
(იმდენ ინტერესს ყოფილხარ გამოდევნებულ-ჩაყოლებული რომ) rolleyes.gif

კომპლიმენტებით


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 10 2009, 02:47 PM
პოსტი #37


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნაინა
ციტატა(ნაინა @ Aug 5 2009, 07:43 PM) *

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.

ძნელია კამათი როდესაც დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ ამ საკითხზე, მაგრამ ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებ:

უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ადამიანი მიდრეკილია სიზმრების დაჯერებისკენ და ამას ორი მიზეზი აქვს:

1. ადამიანს უნდა რომ მის მიერ სიზმარში ნანახი გარდაცვლილი ადამიანი თუ რაიმე საუბარი იყოს ნამდვილი, რეალობა და რომ ის რაც ნახა სიზმარში არის ნამდვილი კავშირი იმქვეყნად წასულ ახლობლებთან და არა საკუთარი გონების ნაყოფი.

2. ადამიანს ბოლომდე ვერ უპოვნია სიზმრის ფენომენის ახსნა და როდესაც რაიმეს ხედავს, სასარგებლოს თუ უსარგებლოს მაინც სადღაც ეპარება ეჭვი თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოს მისი გონების ნაყოფი და არაფერი რეალური.

ახლა რაც შეეხება შენს კონკრეტულ სიზმარს.

ვინაიდან სიზმრის დროს ტვინი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს დეტალურად ვერ ხერხდება ზუსტად გახსენება იმის თუ რა დაგვესიზმრა, დროის გავლასთან ერთად კი სულ უფრო და უფრო იცვლება რეალობა და შემდეგ ხდება უკვე ხელოვნურად მიმსგავსება რაღაც ფაქტთან თუ გამოსახულებასთან რომ ვითომ ეს ვნახეთ სიზმარში ან ამგვარი რაღაც და ვითომ აგვიხდა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა.

შენ ამბობ, რომ დაახლოებით 25 წლის წინ დაგესიზმრა სიზმარი, საიდანაც ზუსტად გახსოვს:

1. ქვიანი გზა.
2. მავთულიანი ღობე.
3. შავი ჭიშკარი.
4. ორი შესასვლელი.

საინტერესოა მართლა ასე დეტალურად გახსოვს ის სიზმარი თუ გგონია უბრალოდ რომ დეტალურად გახსოვს, რადგან ნაწილი 1. გამოღვიძებისთანავე ვერ აღედგინე სწორად, 2. წლების განმავლობაში რაღაცეები დაგავიწყდა, შეიცვალა და სხვანაირად შეავსე შენი მეხსიერება. 3. ბოლოს კი როდესაც "სიზმრის გახსენება დაგეწყო" უკვე როდესაც ნახე რეალური ეკლესია, ეს ყველაფერი ამოგიტივტივდა არასრული ფორმით და სხვაობები შენ თვითონ შეავსე შენი გონებიდან.

აბა დაფიქრდი. ზუსტად გახსოვს ეს ყველაფერი შენი ბავშვობის სიზმრიდან:

1. ნამდვილად იყო ქვიანი გზა 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? შეგიძლია გაიხსენო რომ ქვიანი იყო ის გზა? თუ ეს შეგიძლია მაშინ რა ფერის და ფორმის ქვები იყო, ეს ვიზუალი ისეა გადაბმული რომ აუცილებლად უნდა გახსოვდეს. კარგად გაიხსენე ნამდვილად სიზმრის ქვებს იხსენებ თუ რეალურად ნანახ ქვებს.

2. ნამდვილად იყო მავთულიანი ღობე 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში?იცოდი იმ დროს სიტყვა "მავთულის" მნიშვნელობა? როგორი ფორმა ჰქონდა, ბადე იყო? ნამდვილად ეგეთი ღობე ნახე რეალშიც თუ მერე მიამსგავსე?

3. ნამდვილად იყო შავი ჭიშკარი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? როგორი ჭიშკარი იყო? გისოსებიანი თუ ბრტყელი? შეგიძლია ზუსტად გაიხსენო? თუ ზუსტად არ შეგიძლია გაიხსენო როგორ ამგვანებ რეალში ნანახ ჭიშკარს და თუ ზუსტად იხსენებ მაშინ ნამდვილად იგივე კონფიგურაციის ჭიშკარი იყო?

4. ორი შესასვლელიც საინტერესო მომენტია. ნამდვილად ჰქონდა ორი შესასვლელი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? ასე ზუსტად გახსოვს მთელი ეკლესია რომ წინა და უკანა შესასვლელი გაარჩიე?

მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სიზმარი არც სასწაულია, არც ეშმაკეული და არც უფლისმიერი, უბრალოდ ადრე ავად რომ იყავი და თან მორწმუნე ბებიაც რომ გყავდა დეკლარატიული მეხსიერებიდან რაღაც ეკლესია დაგესიზმრა, თავისი ეზოთი, ჭიშკრით, ღობით, (ეკლესიების უმრავლესობა ასეთია) შემდეგ მრავალი კონკრეტული დეტალი რაც ზუსტად ვერ აღიდგინე მეორე დღესვე სხვანაირად გახსოვდა + დროთა განმავლობაში კიდევ რაღაცეები სხვანაირად დაგამახსოვრდა და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ-ერთ რეალურ ეკლესიას მიამსგავსე. ალბათობის თეორიაც ხელს გიწყობდა, ეკლესიების უმეტესობა წმ. გიორგის სახელობისაა.

მე დარწმუნებული ვარ ამაში. yes.gif

ნონა
ციტატა
თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის.

მე არ დამიწერია რომ ყოველთვის ალოგიკურია სიზმარი-თქო. თუ ლოგიკის ცენტრები მუშაობს მაშინ გამოსახულებებიც წესრიგდება.
ციტატა
რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია...

სამწუხარო რეალობაა.
კარგია, რომ შინაგანი სიმტკიცე და ინტელექტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო. ki.gif
ციტატა
თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივწერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 10 2009, 03:05 PM
პოსტი #38


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 02:47 PM) *

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.



უკვე გავეცანი, და აბსოლიტურად გეთანხმები...
ბევრჯერ შემიმჩნევია რომ ჩემი ტვინი მსგავს შევსებებს ახორციელებს არამხოლოდ ვირტუალური რეალობიდან, არამედ ორ რამდენადმე დაშორებულ ფაქტს შორისაც კი...

და შევსება არაა მხოლოდ ვიზუალური შინაარსის.

მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ სიზმარს:

საერთოდ არ ყოფილა არასოდეს ხატოვანი
არანაირი ვიზუალური ეფექტი არ დამრჩენია და შესავსები კი არა ამ თვასაზრისით შესაქმნელი უნდა ყოფილიყო ზემოთ ნახსენები ლოგიკის მიხედვით
უბრალოდ ვიღებ სიზმრით ძალიან კონკრეტულ (!) მესიჯს და უმოკლეს დროში რეალისტური ხდება ინფორმაცია...



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 10 2009, 03:10 PM
პოსტი #39


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
ციტატა
უბრალოდ ვიღებ სიზმრით ძალიან კონკრეტულ (!) მესიჯს და უმოკლეს დროში რეალისტური ხდება ინფორმაცია...

მაინც?
ინფორმაციას რა სახით იგებ თუ ვიზუალური არაა? სიტყვიერად?

თუ ეს ყველაფერი მართლა რეალობაა და თანაც რამდენჯერმე მომხდარა მაშინ ყველაზე უფრო თვალსაჩინო და რეალური რომელიც იყო ის ამიღწერე აბა დეტალურად.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iobi
პოსტი Aug 10 2009, 03:12 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 30-June 09
წევრი № 7,202



ჩემი ბაბუა რომ გარდაიცვალა ბებიაცემს გამოეცხადა უთხრა: ვერ წარმოიდგენ როგორი ძნელია აქ გასვლაო. საზვერეებს გულისხმობდა.
ასე რომ ხანდახან უნდა მივიღოთ სიზმრები მხოლოდ ხანდახან.


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
---------------------------------------------------------
მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim
strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. †††
---------------------------------------------------------
http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI
---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††-------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2018 - 05:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი