IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ევთანაზია
თათი87
პოსტი Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი #1


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...

და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს!

სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის!


ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან!





--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 19 2007, 11:49 PM
პოსტი #2


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



საინტერესი თემაა თათია.
ჩემი აზრით მაგ შემთხვევაში შენ მოიკლავ თავს თუ სხვა მოგკლავს სულ ერთია, მაინც თვითმკვლელობაში გეთვლება. იმიტო რომ ფაკტიურად ის ვიღაცა შენი თხოვნით გკლავს. ანუ იდეურად ორივე თვითმკვლელობა გამოდის. რავი მე ასე ვფიქრობ.
თან თუ იკლავ თავს(სულიერად ვგულისხმობ) სხვაც რატომ უნდა გაიყოლო(მკვლელობის ცოდვაში ჩააგდო).
თავის მოკვლაზე ფიქრიც კი ძალიან დიდი ცოდვაა. მე ვფიქრობ რომ ადამიანს რაც არ უნდა უჭირდეს ეს არ უნდა გააკეთოს. ღმერთი ადამიანს ისეთ განსაცდელს არასდროს არ მოუვლენს რისი გაძლება და გადატანა მას არ შეუძლია.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 20 2007, 01:49 AM
პოსტი #3


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მე ვფიქრობ ევთანაზია უფლის ნების პირდაპირი დარღვევაა...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 20 2007, 12:47 PM
პოსტი #4


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(Zeskvi_ucha @ Jan 19 2007, 11:49 PM) *

იდეურად ორივე თვითმკვლელობა გამოდის. რავი მე ასე ვფიქრობ.




მაგაში არ დაგეთანხმები. იმიტომ ,რომ ერთშემთხვევაში სახეზეა სიკვდილის სურვილი, რომელიც სეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს და მეორე შემთხვევაში ხდება უკვე ამ სურვილის შენს მიერვე განხორციელება. ამდენად, ჩემთვის სიკვდილის სურვილი და დანაშაული უფლის წინაშე არ არის იდენტური აზრის მატარებელი ცნებები.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 20 2007, 12:48 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



რთული საკითხია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 20 2007, 01:08 PM
პოსტი #6


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ისე თუ ვინმეს აინტერესებს დავდებ ცნობებს ევთანაზიაზე რა აზრისაა ჩვენი კანონმდებლობა!


ე.ი. სისხლის სამართლის 110 მუხლით ევთანაზია დასჯადი ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს შედის შემამსუბუქებელ გარემოებათა კატეგორიაში , ტადგან აქ განმსაზღვრელია მსხვერპლის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მომენტი!


ევთანაზია არსებობს ორი სახის: ერთი რომელიც გამოიყენება უიმედო ავადმყოფის მიმართ და მეორე , რომელიც მშობლების თანხმობით გამოიყენება იმ ახალშობილის მიმართ, რომელიც დაიბადა ნათლად გამოხატული დეფექტით ან მომავლის არასაიმედო პროგნოზით.


თუ ევთანაზია ხორციელდება უიმედო ავადმყოფის მიმართ მაშინ სახეზე უნდა იყოს მისი შესაბამისი სურვილის დამადასტურებელი წერილი, რომელიც ავადმყოფმა საღ გონებაზე ყოფნის დროს შეადგინა!



ამ შემთხვევაში მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: სახელმწიფო ითვალისწინებს დამნაშავის ( ანუ იმ პირის , ვინც განახორციელებს ევთანაზიას უიმედო ავადმყოფის მიმართ) მიზანს ( ძლიერი ფიზიკური ტანჯვისგან გათავისუფლება) სასჯელის დანიშვნის დროს ! ითვალისწინებს თუ არა ეკლესია ამავე "კეთილ" მიზანს ცოდვის სიმძიმის შეფასების დროს. თუ ეს ისეთივე მკვლელობად ითვლება, როგორც ვთქვათ ჩხუბის დროს ადამიანისთვის გულში დანის გაყრა?


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 23 2007, 06:19 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რთული საკითხია


ყველაზე სწორი შეფასებაა, თუმცა აშკარად ქრისტიანობის წინააღმდეგი აზროვნებაა და აქ ვერავინ ვერ შეძლებს შეუთავსოს "თვითმკვლელობა" ქრისტიანობას!

ეს სტატია საინტერესოა იმათთვის ვისაც დააინტერესებს კათოლიკური ეკლესიის უარი ევთანაზიაზე.

ეს არის კარდინალი რუინი, რომელიც აქ კათოლიკური ეკლესიის აზრს გამოხატავს (თარგმანი ავტომატურია და ბოდიში შეცდომებისათვის)
Ruini: the sick one cannot choose to die Not to the eutanasia, not to the therapeutic fury, not to the pacs, not to the fact unions, yes to the familiar ricongiugimento of immigrates STRUMENTIVERSIONE to you STAMPABILEI PIU' LETTIINVIA THIS ARTICLE ROME - Not to the eutanasia, not to the therapeutic fury, not to the pacs, not to the fact unions, enough to the wall against wall between government and opposition, yes to the familiar ricongiugimento of it immigrates to you. They are some of the positions that cardinal Camillo Ruini, president of the Italian episcopal Conference (Cei), has expressed opening the permenente council of the Italian bishops. Cardinal Camillo Ruini EUTANASIA AND THERAPEUTIC FURY - Ruini has indirectly answered to the cardinal Carl Maria Martini who had emphasized the necessity to hold in consideration the will of the sick one. “The will of the sick one, puts into effect them or anticipated or expressed through a its chosen fiduciary liberations, and that one of its relatives”, has said Ruini, “cannot have for object the decision to remove the life to the sick one”. The cardinal has cited “the wide consent on the refusal of eutanasia, which that are the reasons and the means, the actions or the omissions, adduced and employs you to the aim to obtain it”. But at the same time the therapeutic fury has bocciato “”, defined “the resource to extraordinary medical procedures that turn out onerose too much or dangerous for the patient and sproporzionate regarding it turns out to you attended. The renunciation to the therapeutic fury cannot but reach legittimare shapes more or masked less than eutanasia and in particular the “therapeutic abandonment”. WELBY - The president of the Cei has remembered the case of Piergiorgio Welby, “painful human vicissitude that has called to me in cause also personally when it is reached the demand for the religious funeral. The suffered decision not to grant it is born from the fact that the defunct one, until the end, has perseverato lucidamente and aware in the will to place term to the own life: in those conditions a various decision would have been for the impossible and conflicting Church, because a contrary attitude to the law of God would have legittimato”. PACS AND UNIONS OF FACT - Ruini cardinal ribadito the contrarietà of the catholic Church to the pacs and the unions of fact. The rights of cohabiting and their sons are already assure to you from the “common right”, have said. Not there is reason “to create a legislative model” that “would shape something of similar to a wedding, where to the rights would not correspond equal duties”. Ruini has observed that some braces gay push for the pacs “with which they would mean to open the road for the homosexual wedding”. “A similar rivendicazione”, has continued the porporato one, “contrasts with fundamental anthropological data and in particular with not the existence of the good of the generation of the sons, that it is the specific reason of the social acknowledgment of the wedding”. IT IMMIGRATES to YOU: TO FAVOR FAMILIAR MEETINGS - One political of immigration that favors the familiar meetings, promotes the dignity of the aliens but it assures “the acknowledgment from part of the migranti of the values of the society that accommodate them”, are the lines expressed from the cardinal. ITALIAN POLITICS - the president of the Cei has spoken moreover about the Italian political contrast. “Government and opposition, without to confuse the roles, would have to exit from the fine contrasts to if same and trying the “total and loyal development of Italy”, he has asserted, indicating not only electoral reform and some constitutional reforms, but also health, job, purchasing power, house, arranges pension and fiscal. The confrontation between the political forces, “also inside of the two alignments”, has been marked also from the head of the State for the way “exceptionally tribolato” of the Financial institution. 23 January 2007


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 24 2007, 12:03 AM
პოსტი #8


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



თათი87
უბრალოდ სიტყვაციასაც გააჩნია.
ვთქვათ ვიღაც კაცს უნდა თავის მოკვლა (ღმერთმა დაიფაროს) გაიფიქრა თავის მოკვლა დიდი ცოდვააო, ხოდა ნახა ეგრედ წოდებული კილერი და უთხრა მომკალიო.sad.gif იმანაც მოკლა. იგივე თვითმკვლელობა არ გამოდის?ფაკტიურად გამოდის რომ ღმერთს ატყუებ.smile.gif რაც შეუძლებელია დამეთანხმებით. რავი მე ასე ვფიქრობ.
ხოლო რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებიც აპარატებზე არიან შეერთებული და ძალიან ცუდად, უიმედო მდგომარეობაში არიან (შენ უფრო ამ შემთხვევას გულისხმობ ალბად) რავიცი მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 24 2007, 02:28 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როდესაც ადამიანს რაიმე განსაცდელი დაატყდება თავს ეს იმიტომ ხდება რომ ამ ცხოვრებაში განიწმინდოს ცოდვებისაგან და როცა ადამიანი იმ ტანჯვას მოთმინებით დაითმენს ის ცოდვებიც ეპატიება.ჯობია ადამიანი აქ იტანჯოს ვიდრე მერე ჯოჯოხეთში.ამიტომ არ უნდა წავართვათ ადამიანებს ევთანაზიით სინანულის გამოხატვის ასეთი საშვალება,რაც შეეხება როდესაც ადამიანი დაჟინებით ითხოვს რომ მოკლან ეს იგივე ტვითმკვლელობის ტოლფასია რადგანც მას რომ ქონოდა ამის საშვალება ფიზიკურად იმწამსვე აღასრულებდა.ვეთანხმები ზესკვი უჩას.და რომ იძახიან ადამიანის უფლებების დარღვევააო ის აღარ არის ადამიანის უფლების დარღვევა ადამიანს შეუკითხავათ რომ მოკლავენ და წაართმევენ სინანულის ასეთ გზას.ამ საკითხზე რამდენიმე პატერიკის გახსენებაც შემიძლია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
judi
პოსტი Jan 24 2007, 04:27 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 6-September 06
წევრი № 156



დავით ივერიელი
სრულიად გეთანხმები..

,,კარიბჭის,, ბოლო ნომერში ეწერა, რომ სიმსივნის წამალი პირდაპირ ჩვენს წინა დევს, მაგრამ უფალი არ გვანახვებს, რადგან ამ დაავადების წყალობით, ბოლო ჟამს სამოთხე აივსებაო.. და როდესაც ევთანაზიის საშუალებითადამიანს ,,ეხმარები,, ამით სამოთხის კარს ვუხშობთ, განა მკვლელი არ არის ეს ადამიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად მასზე, ვინც თანახმაა სიცოცხლე ასეთი გზით დაამთავროს.. მათზე ხომ ლოცვაც აღარ შეიძლება..

ღმერთო დაგვიფარე საუკუნოდ ასეთი ფიქრისა და აზრისაგან..


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2007, 04:32 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



judi

გეთანხმები..
ფიზიკურ უძლურებას უფალი გვიგზავნის იმიტომ, რომ მათი დათმენით სამოთხეში მოხვედრის ღირსნი გავხდეთ.. ევთანაზია გაუმართლებელია!!!!!!!!


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 24 2007, 05:50 PM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
judi

გეთანხმები..
ფიზიკურ უძლურებას უფალი გვიგზავნის იმიტომ, რომ მათი დათმენით სამოთხეში მოხვედრის ღირსნი გავხდეთ.. ევთანაზია გაუმართლებელია!!!!!!!!


მეც გეთანხმებით.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 25 2007, 04:18 PM
პოსტი #13


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(Zeskvi_ucha @ Jan 24 2007, 12:03 AM) *

თათი87
უბრალოდ სიტყვაციასაც გააჩნია.
ვთქვათ ვიღაც კაცს უნდა თავის მოკვლა (ღმერთმა დაიფაროს) გაიფიქრა თავის მოკვლა დიდი ცოდვააო, ხოდა ნახა ეგრედ წოდებული კილერი და უთხრა მომკალიო.sad.gif იმანაც მოკლა. იგივე თვითმკვლელობა არ გამოდის?ფაკტიურად გამოდის რომ ღმერთს ატყუებ.smile.gif რაც შეუძლებელია დამეთანხმებით. რავი მე ასე ვფიქრობ.
ხოლო რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებიც აპარატებზე არიან შეერთებული და ძალიან ცუდად, უიმედო მდგომარეობაში არიან (შენ უფრო ამ შემთხვევას გულისხმობ ალბად) რავიცი მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა...



მაგ შემთხვევაში საერთოდ არ არი სახეზე ევთანაზია!!! შენ ვერ მიხვდი ზუსტად მე რას ვგულისხმობ! ევთანაზია იმას კი არ ნიშნავს ნებისმიერ "მსურველს" დაეხმარო თავის მოკვლაში, არამედ იმას ვისაც ეს ჭირდება!!! (ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო)

ციტატა(marine @ Jan 24 2007, 04:32 PM) *

judi

გეთანხმები..
ფიზიკურ უძლურებას უფალი გვიგზავნის იმიტომ, რომ მათი დათმენით სამოთხეში მოხვედრის ღირსნი გავხდეთ.. ევთანაზია გაუმართლებელია!!!!!!!!



ევთანაზია რომ გაუმართლებელია ეს მეც ავღნიშნე დასაწყისშივე! ასე რომ სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 26 2007, 03:42 AM
პოსტი #14


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მიწიერი ცხოვრება არის უნიკალური საშუალება იმისა, რომ ადამიანმა განიცადოს პირველი აღდგომა, შეუერთდეს ქრისტეს და საყოველთაო აღდგომის ჟამს წარდგეს უფლის წინაშე სასუფევლის დამკვიდრების შემძლებელად. ამიტომაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე წმიდაა. მისი წარმთმევა მხოლოდ ღმრთის უფლებაა.

არის შემთხვევები, როცა ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი და, მიწიერი თვალსასზრისით უპერსპექტივოა. მართლაც ადვილი სათქმელია სხვისთვის: "დაითმინე, ცოდვები მოგეტევება", "ქრისტემ მოგაკითხა, რათა განგწმიდოს" და ა.შ. მაგრამ როცა თვითონ ხვდები მსგავს მდგომარეობაში, ეს სიტყვები კარგავენ გამამხნევებელ და მანუგეშებელ ძალას. ადამამიანს აშინებს არა იმდენად სიკვდილის პირისპირ დგომა, რამდენადაც საშინელი ტკივილით აღვსილი მიწიერი არსებობის პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში ზოგს უჩნდება თვითმოკვდინების სურვილი.

დამეთახმებით, ევთანაზიის ძირითადი მიზეზი არი სასოწარკვეთა. ეს კი ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. სასოწარკვეთა კლავს ადამიანს სიკვდილამდე. ასეთი ადამიანისათვის ფიზიკური სიკვდილი არის მხოლოდ ბოლო წერტილი, რომლის შემდეგ ვერაფერი შემობრუნდება; მოქმედება, რომლითაც მჟღავნდება ის, რაც უფრო ადრე აღესრულა მის სულში. მივაწვდით შხამს დასალევად თუ გავუკეთებთ ინექციის სახით, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ადამიანი კვდება სასოწარკვეთისაგან. სასოწარკვეთა კი ღმრთის დაკარკვის შედეგია და არ გვატყდება უცაბედად; ამისთვის თანდათან ამზადებს ეშმაკი ადამიანს მისივე ნების თანხმობით. განსაცდელი შეიძლება უცებ დაგვატყდეს, მაგრამ სულის დაბნელებულობმდე არ მივდივართ ერთბაშად.

არც უნდა გვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ცივილიზებული სამყარო სულ უფრო მძლავრად იძახის ევთანაზიაზე თანხმობას. მან გაცილებით ადრე აქცია ზურგი ღმერთს, ჭეშმარიტ ნათელს. მარლმადიდებლებს კი იმედად გვყავს მაცხოვარი, რომელმაც ყველა ჩვენი ტკივილი იტვირთა და რომელშიც არის შესაძლებელი ყოველი ტკივილის ნუგეშის პოვნა. გავიხსენოთ ჯვარზე გაკრული მხსნელის სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე" (მთ. 27,46). ამ სიტყვებით უფალმა გვიჩვენა, რომ იტვირთა ყველაზე დიდი ტკივილი კაცისა – ღმრთის მიერ დატევებულობის განცდა. ვის შეუძლია თქვას, რომ ქრისტეში რაიმე ტკივილის ნუგეშის პოვნა შეუძლებელია?

ორიოდე შემთხვევას გავიხსენებ, რომლის მომსწრე შევიქენი.
ეს იყო ათიოდე წლის წინ. წირვის შემდეგ ერთ–ერთმა მრევლთაგანმა მითხრა, რომ მისი ნათესავი ბავშვი იყო სასიკვდინედ სნეული და სურდა მისი ნათლობა. გავყევი. შევედით საავადმყოფოს რომელიღაც დიდ და ცივ ოთახში. შუაში დგას მაგიდა, რომელზეც წევს 6-7 წლის ბავშვი. მოშორებით დგანან ნათესავები. არცერთი ექიმი ან ექთანი. მითხრეს, რომ ავადმყოფი განწირულია, არ რეაგირებს ზემოქმედებაზე. აქვს სიცხე, რომელიც თანდათან კლებულობს და სიცის დაცემასთან ერთად ჩაქრება მისი სიცოცხლეც. მოვნათლე და ხდება სასწაული – ბავშმა ოდნავ გაახილა თვალი. მოვითხოვე წყალი, გავუღე პირი და ნახევარი კოვზი დავცალე. გადაყლაპა. დავბრუნდი ეკლესიაში, წამოვიღე წმიდა ნაწილები და ვაზიარე. რათქმაუნდა, იყო რისკი, – ასეთ დროს არ შეიძლება ხმელი ნაწილით ზიარება, მხოლოდ სისხლით, მაგრამ ღმრთის იმედით მაინც გავრისკე... რამოდენიმე თვის შემდეგ ეკლესიაში ამოვიდა ერთი ოჯახი. და როგორი იყო ჩემი სიხარული, როცა ეს ბაშვი სრულიად ჯანმრთელი ვიხილე!

მეორე შემთხვევა უკავშირდება მეგობრის დედას. სიმსივნით დაავადებულის ტკივილები ალბათ ბევრს უნახავს. ამ ქალმა შეძლო არ მიეღო ასეთ დროს გამოწერილი დამაყუჩებელი საშუალებები, ოღონ ქონოდა საღი გონება, შეძლებოდა აღსარება და ხშირი ზიარება. არაერთხელ ვუთხარი, რომ ეკლესია არ კრძალავს ტკივილის გაბრუებას, და მეტიც, შესაძლოა გაუსაძლისმა ტკივილმა ფსიქიკაც დაუზიანოს და სასოწარკვეთამდეც მიიყვანოს. მაგრამ მისი პასუხი იყო ის, რომ ტკივილს იღებდა როგორც არაეკლესიური წარსულის მისატევებელად მოვლენილ ჯვარს. როგორც ხდება ხოლმე ხშირად მაზიარებლებთან, ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს გონება და იმედი ცხოვნებისა. არადა უკვე დაწოლილმა ირწმუნა ქრისტე.

რა ვთქვათ, ფიზიკური ტკივილი იწვევს თვითმკლელობისაკენ სწრაფვას? რამდენ ადამიანს, ხორცით ჯანმრთელს უმძიმს თავისი სული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 26 2007, 01:27 PM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რა ვთქვათ, ფიზიკური ტკივილი იწვევს თვითმკლელობისაკენ სწრაფვას? რამდენ ადამიანს, ხორცით ჯანმრთელს უმძიმს თავისი სული.



დიახ, მამაო, თუმცა ფიზიკური ტკივილის სიმძიმესაც ნუ დავამცირებთ, საქმე ჩემის აზრით სულიერ მდგომარეობაშია, თორემ თქვენი არ იყოს გინდ გტკიოდეს ხორცი და გინდ სული, თუ რწმენა არა გაქვს, განწირული ხარ...

ციტატა
მოშორებით დგანან ნათესავები. არცერთი ექიმი ან ექთანი


ეგ ოჯახი ფაქტობრივად ევთანაზიის სიტუაციაში ყოფილან...

ახლა კამათობენ შემდეგ თემაზე,

ციტატა
ამ ქალმა შეძლო არ მიეღო ასეთ დროს გამოწერილი დამაყუჩებელი საშუალებები, ოღონ ქონოდა საღი გონება, შეძლებოდა აღსარება და ხშირი ზიარება. არაერთხელ ვუთხარი, რომ ეკლესია არ კრძალავს ტკივილის გაბრუებას, და მეტიც, შესაძლოა გაუსაძლისმა ტკივილმა ფსიქიკაც დაუზიანოს და სასოწარკვეთამდეც მიიყვანოს


1) რამდენად გამართლებულია ადამიანის მიერ წამლებზე უარის თქმა?

2) მაკურნებელ ან მაყუჩებელ წამლებზე უარის თქმისას უახლოვდება თუ არა ადამიანის ქმედება ევთანაზიას? რადგან რა მნიშნელობა აქვს ექიმი მოკლავს ადამიანს თუ უბრალოდ ეს ადამიანი მოიკლავს თავს უწამლობით?
ანუ სად გადის საზღვარი ევთანაზიასა და მკურნალობის შეწყვეტას შორის?

ამათზე კამათობენ ბევრს თანამედროვე დასავლეთში და შევეცადოთ ჩვენც, მამაოს კურთხევით, პასუხები გავცეთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 26 2007, 03:03 PM
პოსტი #16


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ციტატა(KAIROS @ Jan 26 2007, 01:27 PM) *
ეგ ოჯახი ფაქტობრივად ევთანაზიის სიტუაციაში ყოფილან...


დიახ, ზუსტად რომ ევთანაზიაზე თანხმობა იყო ასეთი უმოქმედობა. ამისთვისაც ვახსენე ეს შემთხვევა, რომ მეთქვა: გადარჩენისათვის ბრძოლა არ უნდა შეწყდეს უკანასკნელ წამამდე. ამ შემთხვევის გარდა რამოდენიმე კიდევ მახსოვს, როცა მკურნელობის მიუხედავად სნეულება პროგრესირებდა, გაოგნებული ექიმები ვერ შველოდნენ, ნათლობის შემდეგ კი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2007, 01:27 PM) *
რამდენად გამართლებულია ადამიანის მიერ წამლებზე უარის თქმა?


ცნობილია, რომ მამა იოსებ ათონელი უარს ამბობდა წმალების მიღებაზე. ამას მისი სარწმუნოებრივი მხურვალება განაპირობებდა, და იკურნებოდა კიდევაც. მაგრამ ბოლო წერილებში მოუწოდებს სულიერ შვილს მიიღოს წამლები. მეც ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა და მიწიერი სიცოცხე ღმრთის ნიჭია, სულის ასაღორძინებლად მონიჭებული და მას უნდა გავუფრხილდეთ, მივიღოთ წამლები, როგორც უფლის მიერ მონიჭებული მადლით კურნების ძალის მქონენი და არ მოვითხოვოთ ღმრთისაგან ზებუნებრივი სასწაული. ერისკაცთა და დამწყებ მონოზონთათვის სასწაულის მოლოდინი ხიბლის ნიშანი უფროა, ვიდრე სარწმუნოების ძლიერების.

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2007, 01:27 PM) *
მაკურნებელ ან მაყუჩებელ წამლებზე უარის თქმისას უახლოვდება თუ არა ადამიანის ქმედება ევთანაზიას?


მაკურნებელ წამლებზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებრივი კადნიერებით გამართლდეს. ეს რჩეულთა ხვედრია და არ შეიძლება მიღებულიქნას ნორმად. სხვა შემთხვევაში უარის თქმა არსებითად არის ან ევთანაზია, ან კიდევ დაუდევარი დამოკიდებულება ღმრთის ნიჭისადმი. ორივე შემთხვევა დასჯადია ღმრთის მიერ. რაც შეეხება ტკივილების დაყუჩებას, ეს უკვე ნებაყოფლობითია. თუ ადამიანს აქვს სურვილი გონებრივი სიფხიზლისა, წარსულის ანლიზისა და მონანიებისა, ვერ დავაძალებთ. თუმცა აღმატებულმა ტკივილმა შეიძლება უფრო უბიძგოს სასოწარკვეთისაკენ, მაგრამ რეალობაში ასეთ ადამიანებს ვერ ვხვდებით. ჩემს მიერ ხსენებულ ქალბატონს ჰქონდა მოტივაცია დაყუჩებაზე უარის თქმის. ეს მისი გადასწყვეტი იყო. როგორც ჩანს, ღმერთმა შეუწირა ეს ქმედება და ბოლო წუთამდე ტკივილების მიუხედავად არ მოკლებია საღი გონება და სარწმუნოება.

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2007, 01:27 PM) *
ანუ სად გადის საზღვარი ევთანაზიასა და მკურნალობის შეწყვეტას შორის?


ვფიქრობ, მკურნალობის შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე მაშინ, როცა არის მისი გაგრძელების საშუალება, უკვე არის სიკვდილისაკენ გადადგმული ნებსითი ნაბიჯი. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა მინიმალური ტკივილით მოკვდინება ადამიანისა, არამედ მისი დახმარება მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზნის აღსრულებაში – ქრისტეს პოვნაში.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelenika
პოსტი Jan 27 2007, 11:40 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 912



ღმერთი ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს, რისი დათმენაც არ შეუძლია..ჩემი აზრით ევთანაზია გაუმართლებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tat-ia
პოსტი Jan 28 2007, 01:37 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-November 06
წევრი № 378



ევთანაზია ჩემი აზრით თვითმკვლელობაა, და თან ექიმი ან ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამას ჩადის მკვლელი გამოდის, ზუსტად არ მახსოვს, ვიღაცამ თქვა, ადამიანს რომელიც ხიდის მოაჯირზე დგას, თავის მოკვლა უნდა მაგრამ ვერ ხტება,გთხოვს ხელი კრა, და დაეხმარო სიკვდილში, ვინ კრავს აბა ასეთ ადამიანს ხელს და მოკლავს, ევთანაზიაც ხომ დაახლოებით იგივე გამოდის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 28 2007, 06:04 PM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა მინიმალური ტკივილით მოკვდინება ადამიანისა, არამედ მისი დახმარება მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზნის აღსრულებაში – ქრისტეს პოვნაში.



დიახ მამაო, გეთანხმებით, აშკარაა რომ ურწმუნოებაა პირველი ნაბიჯი ევთანაზიისაკენ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 28 2007, 06:52 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ევთანაზია და მისდამი დასავლური კულტურის დამოკიდებულება რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს პირდაპირი შედეგია კათოლიკური მრწამსისა სამების შესახებ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th February 2018 - 03:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი