IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ევთანაზია
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 01:24 AM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კელა @ Jun 3 2008, 09:04 PM) *

აი მივედით იქამდე რავარც იქნა biggrin.gif

ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ ვთქვათ შენი ახლობელია კომაში, ისეთი სიტუაციაა, როგორიც ბევრჯერ აღვწერე ზემოთ და მოყავთ უფრო "პერსპექტიული". ექიმი ამბობს, რომ შენი ახლობელი გონზე ვერ მოვა, დამოუკიდებლად ვერ ისუნთქებს ვერასდროს, რომ ქერქის ყველა ფუნქცია მკვდარია. იმ ახალს კი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების შანსი აქვს. შენ რას იზამ?
პრობლემა გვამის წვალებასთან უფრო აქვთ ხოლმე, ვიდრე ცოცხალის მოკვლასთან a075.gif



რა შუაშია ,,უფრო "პერსპექტიული"? თუ ,,ქერქის ყველა ფუნქცია მკვდარია'', ანუ ტვინის ფუნქციონირება შეწყდა ე. ი. ადამიანი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით მედიცინაშიც და იურისპუდენციაშიც ტვინის ფუნქციის შეწყვეტა სიკვდილს ნიშნავს. ამ დროს აპარატის გამორთვას ევთანაზიასთან საერთო არა აქვს. ეს მაგალითი ჩემი აზრით უადგილოა.

სწორედ რომ ტვინი რომ მუშაობს, ხოლო ზოგიერთი ფიქრობს, რომ ავადმყოფი ,,ტყუილად წვალობს'' და ,,ჰუმანური'' მოსაზრებებით უნდა ,,ტანჯვისაგან გაათავისუფლოს'', ანუ მისი ტვინის ფუნქციონირებას წერტილი დაუსვას, სწორედ ეს არის ევთანაზია.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 10:59 AM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,403
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აქტიური ევთანაზია, ქრისტიანული პერსპექტივიდან, მორალურად მცდარია, თუმცა პასიური ევთანაზია შესაძლოა მისაღებიც იყოს, რადგანაც ის ბუნებრივი და შეუქცევადი სიკვდილია და არა არაბუნებრივი ანდა შექცევადი.
თუმცა თვით მორალურად მისაღები ბუნებრივი პასიური ევთანაზიის დროსაც კი რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ასეთი ევთანაზია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა სნეულის სიკვდილი გარდაუვალია, ამასთან, ეს ნაბიჯი ავადმყოფის ახლობლების ნებით უნდა გადაიდგას. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მოძღვრის, ექიმის, იურისტისა და ოჯახის ურთიერთშეთანხმებით.
უპირველესად კი, მრავალგზის ლოცვებში ღმერთს უნდა შევთხოვოთ განკურნება, და მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილის მიზეზი, მედიცინის თვალსაზრისით, შეუქცევადია და არც ღვთაებრივი ჩარევა ჩანს, გამართლებულია, შევწყვიტოთ ბუნების საწინააღმდეგოდ, აპარატურის საშუალებით სიკვდილისწინა პროცესის გახანგრძლივება."

/მამა ლევან მათეშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 08:05 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,403
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანული თვალსაზრისით, მიუღებელია ევთანაზია, რადგანაც ის წარმოადგენს: მიზანმიმართულ ჩარევას ადამიანის სიცოცხლეში, უკურნებელი ავადმყოფობისაგან გასათავისუფლებლად სიცოცხლის შეწყვეტას სხვადასხვა საშუალებით.

თვითმკვლელობაა, - როდესაც ის ხდება ავადმყოფის სურვილით და მკვლელობაა, როდესაც ის არ ხდება ავადმყოფის სურვილით.

პირველი ხასიათდება, როგორც ენერგეტიკული ევთანაზია. მეორე სახეობა ხასიათდება როგორც პასიური ევთანაზია, რომელიც შეუძლებელია განასხვავ პირველისგან.

არსებობს ასევე ირიბი ევთანაზია, რომელიც სიცოცხლის მომსწრაფებელი წამლების მიღებაში გამოიხატება."

/ლევან ბუკია/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th August 2018 - 11:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი