IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ევთანაზია
მხევალი ნინო
პოსტი Jan 29 2007, 07:38 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ევთანაზია და მისდამი დასავლური კულტურის დამოკიდებულება რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს პირდაპირი შედეგია კათოლიკური მრწამსისა სამების შესახებ.




განგვიმარტე რატომ?

კათოლიკეები კრძალავენ ევთანაზიას


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 29 2007, 11:03 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 29 2007, 08:38 PM) *

განგვიმარტე რატომ?

კათოლიკეები კრძალავენ ევთანაზიას



კათოლიკები რომ კრძალავენ, ვიცი, მე სხვა რამეზე ვთქვი, ანუ ვამბობ, რომ კათოლიკური თეოლოგიის გამო ხდება მრავალი რამ.

მოკლედ საკითხი ეხება შემდეგს: საქმე იმაშია, რომ დასავლური კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება ზოგადად ჩამოყალიბდა კათოლიკურ სამეცნიერო ცენტრებში და გარკვეული ზეგავლენა იქონია მასზე, განსაკუთრებით არაზუსტ მეცნიერებაში.


ოდნავ შორიდან დავიწყებ:
დასავლური თეოლოგია ღმერთის სახელთა შესახებ, სამებაზე მსჯელობისას წავიდა ოდნავ სხვა გზით აღმოსავლეთისგან განსხვავებით. აღმოსავლეთი განმარტავს სამების პიროვნებას როგორც პირველ საწყისს ღმერთში, ანუ ამბობს, რომ საწყისნი - პიროვნებები (მამა ძე და სული წმინდა) არიან და მერე დანარჩენი უკვე მათი შედეგია თავად ღმერთში.
დასავლეთი ამბობს: საწყისი არის თვისება და შედეგად პიროვნებათა სხვაობა სამებაში. ერთი შეხედვით ეს ადამიანს მოეჩვენება უაზრო კამათად, რამაც ბოლოს გამოიწვია დიდი სქიზმა დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის, მაგრამ ასე არაა. დასავლეთმა ღმრთაებრივ პიროვნებებში განსხვავებისთვის შემოიტანა თვისებების ცნება თავისი დანამატით: სული წმინდა რომელიც გამოდის მამისგან და ძისგან-ამით მან სულიწმინდის შინაარსი, მისი პიროვნება ახსნა თვისებაზე დაყრდნობით-გამომავლობაზე ძისგან. არ შევუდგები ახლა ამ დეტალებს, მაგრამ საკითხი იმაშია, რომ პრინციპული განსხვავება უკვე ჩამოყალიბდა,
დასავლეთში: ღმერთში სამი პიროვნება შედეგია თვისებების
აღმოსავლეთში: თვისებებია შედეგი პიროვნებათა


შემდეგი ეტაპი ანთროპოლოგიაა, ანუ სწავლება ადამიანის შესახებ. ვინაიდან ადამიანს ეკლესია განიხილავს ღვთის ხატებად შექმნილს, ბუნებრივია, როგორც დასავლეთმა, ისე აღმოსავლეთმა, შესაბამისად განავრცო პარალელი ღმერთის პიროვნების გააზრებისა ადამიანის პიროვნებაზე და თქვა:
დასავლეთმა: ადამიანი პიროვნებაა, თუ მას აქვს თვისებები - კომუნიკაცია გარემოსთან, მეტყველება, კვება, ფიზიკური კონტაქტი და სხვა.
აღმოსავლეთმა: თვისებები არის შედეგი ადამიანის პიროვნებისა და არა პირიქით, ანუ პირველადია პიროვნება და არა თვისებები.


შემდეგი ეტაპი:
მეცნიერება, ფილოსოფია და ფსიქოლოგია ყალიბდება დასავლურ სამყაროში და ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიამ აიღო დასავლური ეკლესიის განმარტება პიროვნებისა. შედეგი როგორია? ვნახოთ: ასეთ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არა აქვს - კონტაქტი გარემოსთან, კომუნიკაცია,მეტყველება - ე.ი. განმარტებიდან გამომდინარე ის არაა პიროვნება. - ანუ ჩვენ არც ვკლავთ ადამიანს, ამ სიტყვის სრული გაგებით.

აღმოსავლეთი ამბობს: ის ადამიანი პიროვნება არის აპრიორი, ვინაიდან პიროვნება არაა შედეგი რაიმესი, თუმცა ამ პიროვნებას არა აქვს შესაბამისი თვისებები (რომელიც პიროვნების არსს არ ეხება), არამედ მის შედეგად ცხადდება და თუ ის (თვისებათა ერტობლიობა) არ არსებობს, ვერ იტყვი, რომ არც პიროვნება ყოფილა, ვინაიდან, ვიმეორებ: პიროვნება - ეს აქსიომაა და არა შედეგი.

ასე, რომ ასეთი არასწორი თეოლოგიური წანამძღვარით ეკლესიისა, აღმოვჩნდით ტყვენი ამ ეკლესიის მიერ დაარსებული მეცნიერების.

ცოტა გაუგებრად ავხსენი მგონი, მაგრამ ეს თავისთავად რთული საკითხია ძალიან, უფრო მარტივად შეუძლებელია.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 30 2007, 02:03 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



კანუდოსელი შენს მიერ ზემოთ აღნიშნული რთულ ფილოსოფიურადაა ნათქვამი მაგრამ აზრის გამოტანა შეიძლება.
მე ცოტა მარტივად ვიტყვი.
ათეისტური(თანამედროვე მეცნიერული) თვალსაზრისით დავუშვათ კომაში მყოფი ადამიანი შეიძლება განვიხილოთ რომ იგი აღარ არის პიროვნება რადგანაც მას დაკარგული აქვს კონტაქტი გარემო სამყაროსთან,მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანს სხეულის გარდა გააჩნია სული და ამასთან ადამიანის გარკვეული ორგანოები ქმედებაშია და იგი არ არის სრულად უმოქმედო ანუ მკვდარი.ამიტომ ამ ადამიანის
განხილვა არ შეიძლება რომ იგი მკვდარია.არსებობს მრავალი შემთხვევა ასეთი უიმედო მდგომარეობიდან ადამიანთა მობრუნებისა,გაცოცხლებისა და არც ის ვიცით თუ რა ხდება კომაში მყოფი ადამიანის თავს.ყოფილა შემთხვევები წლობით კომაში მყოფი ადამიანები გამოსულან ამ მდგომარეობიდან.ამიტომ მათ მიმართ ევთანაზია(სიცოცხლის მოსწრაფება)დაუშვებელია მითუმეტეს ეს ხდება იმ ადამიანის შეუკითხავად,უნებართვოდ, ძალადობით.
სამწუხაროდ დღესდღეობით ევთანაზიას ანუ (სიცოცხლის მოსწრაფებას)უნდათ დაუქვემდებარონ უფრო ფართო წრე ადამიანებისა ვინც ქმედითიცაა,არც გარე სამყაროსაა მოწყვეტილი დააშ.ამრიგადს ევთანაზია ესაა მკვლელობა,სიცოცხლის მოსწრაფება და აშ,რომელიც ხშირად ეყრდნობა ადამიანის სულმოკლეობას.მაგრამ ამასთან არის მცდელობა რომ ევთანაზიას დაუქვემდებარონ ის ადამიანებიც რომლებსაც ამაზე სურვილი არ გამოუთქვამთ.უბრალოდ ამათუ იმ ექმიებმა დაასკვნან რომ იგი ექვემდებარება ევთანაზიას.
იგივე თანამედროვე (ათეისტი)ექიმობა და მეცნიერება არც აბორტს განიხილავს როგორც მკვლელობას,არამედ რაღაც ჰუმანურსაც და იმ ადამიანის უფლებათა დაცვის კატეგორიაშიც კი გაჰყავს.
და ბოლოს თუ კათოლიკური ეკლესიაა ევთანაზიის წინააღმდეგი მითუმეტეს წინააღმდეგია მართმადიდებლური ეკლესია და ეს მოსაზრებები აღმოსავლურ(მართლმადიდებლურ) სამყაროში არ წარმოქმნილა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 30 2007, 10:50 AM
პოსტი #24


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელისაც გავიგე და სოლომონისაცsmile.gif მადლოთ. მე ერთ ამბავს მოგიყვებით. სამედიცინო ისნტიტუტში ვსწავლობდი და ხშირი პრაქტიკები გვქონდა რეანიმაციის განყოფილებაში. ერთი ბიჭი იწვა, რომელსაც საძილე არტერიაში მეგობარმა სრულიად შემთხვევით ტყვია მოარტყა. სრულიად უიმედო იყო. მაგრამ მოხდა სასწაული, სწორედ სასწაული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ტავისი გამოცხადებით და ყველა ნიშნით, რაც სასწაულს ახასიათებს. ბიჭი გადარჩა და ნათლობის სახელიც შეიცვალა დღესი ის გიორგია. ცოლ-შვილიც ჰყავს. კიდევ სხვას გეტყვით, კომატოზურ დგომარეობაში ბიჭი იწვა რეანიმაციაში. კომის დროს კონტაქტი არ არის. როცა ის ამქვეყნად დაბრუნდა, ანუ გადარცა ყვებოდა, რომ ყველაფერი ესმოდა, რასაც მის შესახებ საუბრობდნენ, განსაკუთრებით დედის ფეხის მას ცნობდა დერეფანში და ელოდა მის მოსვლას. თუ ვინმეს შეხება გქონიათ ასეთ ავადმყოფთან, ნახავთ, რომ ექიმები, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთანაც კი არაფერს არ ამბობენ ცუდს ხმამაღლა მის შესახებ, პირიქით ყოველთვის ხმამაღლა ამბობენ, რომ ის უკეთაა, ყველაფერი კარგად ექნება და აშ.

წარმოპიდგინეთ, ადამიანის მდგომარეობა თუ მას ესმის, რომ მოკლვალს უპირებენ,


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 30 2007, 07:38 PM
პოსტი #25


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მგონი ის ფაქტი, რომ ევთანაზია ცოდვაა სადაო არ არის!
მე მაინტერესებს ის ეკლესიას მკვლელობის რანგში გაყავს ევთანაზიაც თუ იგი უფრო მსუბუქ ( ან უფრო მზიმე) დანაშაულად ითვლება!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 12 2007, 04:10 PM
პოსტი #26


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ევთანაზია უთუოდ არის მკვლელობა, მაგრამ მისი საეკლესიო–სამართლებრივი შეფასება ჯერჯერობით მომავლის საქმედ რჩება. გაუტოლდება მისი სიმძიმე მკვლელობის ისეთ სახეს, როგორიცაა აბორტი, თუ დაისჯება როგორც ჩვეულებრივი კაცისკვლა, ამაზე იერარქთა კრებამ უნდა იმსჯელოს. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ეპიტემიის ზომას განსაზღვრავენ მოძღვარი და მმართველი ეპისკოპოსი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Feb 14 2007, 02:44 AM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(თათი87 @ Jan 25 2007, 03:18 PM) *

შენ ვერ მიხვდი ზუსტად მე რას ვგულისხმობ! ევთანაზია იმას კი არ ნიშნავს ნებისმიერ "მსურველს" დაეხმარო თავის მოკვლაში, არამედ იმას ვისაც ეს ჭირდება!!! (ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო)

თათია ის ფაქტი რომ მკვლელობა უდიდესი ცოდვაა ღვთისთვის ეს ფაქტია და ამის ახსნა აქ ზედმეტიც იქნება მაგრამ რაც შეეხება ევთანაზიას, ესეც უდიდესი ცოდვაა ჩემი აზრით და რატომ...

1) ადამიანი რომელიც თვითმკვლელობით ამთავრებს ამქვეყნიურ ცხოვრებას ღვთისთვის იმდენად მიუღებელია და უდიდეს ცოდვად გვითვლის, (ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ხელყოფის გამო) რომ მასზე ეკლესია არ ლოცულობს...

2) ადამიანი რომელიც სხვას კლავს ანუ ართმევს ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლეს...

და

3) ევთაიზია რომელიც ჩემი აზრით ორმაგად დიდი ცოდვაა. ადამიანი ჯერ სულიერად სასოწარკვეთის ცოდვაში ეცემი, შემდეგ გონებრივად თვითმკვლელობის სურვილის ცოდვაში ვარდები და მეტიც სხვას აგდებ უდიდეს ცოდვაში ამით არა მარტო საკუთარ უმძიმეს ცოდვას არამედ სხვის (სულის მომაკვდინებელ)ცოდვასაც იდებ მხრებზე.

შენ რამდენიც გინდა შესცოდე, შენ თავად გასცემ პასუხს უფალს მაგრამ შენს გამო რომ სხვა ცოდვაში ჩავარდება მე მგონი რომ ეს უფრო დიდი ცოდვაა, თუ იმიტომ სთხოვ სხვას მოგკლას რომ შენ თვითმკვლელობა აიცილო თავიდან ეს ხომ საკუთარი თავის და უფლის მოტყუებაა... ისე რომ ევთანაზია უფრო გაუმართლებლად მიმაჩნია ვიდრე თვითმკვლელობა რომელიც შეიძკლება სულიერი დაავადების შედეგად იქნას ჩადენილი.

იქნებ მე არასწორად ვმსჯელობ ან ჩემი ეს აზრიც განკითხვაში მეთვლება ?? უფალს ვთხოვ პატიებას


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 14 2007, 01:21 PM
პოსტი #28


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ადამიანი ჯერ სულიერად სასოწარკვეთის ცოდვაში ეცემი, შემდეგ გონებრივად თვითმკვლელობის სურვილის ცოდვაში ვარდები და მეტიც სხვას აგდებ უდიდეს ცოდვაში ამით არა მარტო საკუთარ უმძიმეს ცოდვას არამედ სხვის (სულის მომაკვდინებელ)ცოდვასაც იდებ მხრებზე.

იმ შემთხვევაში თუ ადამინი კომაშია ??? მაშინ ხო აღარ არის სულიერი სასოწარკვეთა?
ისე არ გამომივიდეს რომ მე ვამართლებ ევთანაზიას, პირიქით!
ციტატა
შენ რამდენიც გინდა შესცოდე, შენ თავად გასცემ პასუხს უფალს მაგრამ შენს გამო რომ სხვა ცოდვაში ჩავარდება მე მგონი რომ ეს უფრო დიდი ცოდვაა,


ამაში სრულიად გეთანხმები smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 14 2007, 01:29 PM
პოსტი #29


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



teo..
თათი87
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვით შევეწიოთ ავადმყოფს. ეს ფრაზა ცხადია ათეისტისთვის სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მართლმადიდებლებისთვის ლოცვა ხომ ხშირად ერთადერთი იარაღია....

პატარა სამხიარულო გადახვევას გავაკეთებ: ონში მოგეხსენებათ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ჰოდა ერთ-ერთს თურმე რაღაც ზარალი უნახავს ისეთი, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. თავს ხომ არ მოიკლავდა (ეს იუდეველობაშიც ცოდვაა), ამიტომ დამდგარა რიონის ხიდზე და ხმამაღლა დაუწყია ყვირილი - ამწიეთ და გადამაგდეთო.... biggrin.gif (ცოდვა რომ სხვაზე გადასულიყო tongue.gif )


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Feb 15 2007, 03:43 AM
პოსტი #30


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მე არ ვიცი ამაზე რას ამბობენ მამები მაგრამ როცა ხედავ ადამიანი იტანჯება და სიკვდილის დაჩქარება ერთადეთი საშველია მაშინ მაგასაც ვაჟკაცობა უნდა რომ მოკლა. შეიძლება ბევრს სწორად არ მიაჩნდეს მაგრამ ზოგჯერ გამართლეულია. მეტიც ამაზე უარის თქმა უფრო მეტი სისასტიკეა


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Mar 24 2007, 01:00 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე ექიმი ვარ რეზიდენტი და დღეს ბიოეთიკის ლექცია ჩამიტარეს სწორედ ამ თემაზე.ლექტორმა გვკითხა ვიყავით თუ არა მომხრეები ევთანაზიის.იქ ბევრმა თქვა რომ ადამიანი თუ იტანჯება ტკივილებისგან არ არი მისი გადარჩენის შანსი და ითხოვს სიკვდილს ხელი უნდა შეუწყოთო რაზეც მე და რამდენიმემ აუდიტორიაში წავედით წინააღმდეგი მთავარი მოტივის-მართლმადიდებლობის არგუმენტით.იმას რასაც უფალი აძლევს ყველა ადამიანს ანუ სიცოცხლეს არავის არა აქვს მისი შეწყვეტის უფლება.ყველა ხომ არ არის მორწმუნე პაციენტიო? ესეთი აზრიც წამოვიდა.თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს მთავარია ის რომ მე როგორც მართლმადიდებელი პირველ რიგში და როგორც ექიმი ვერასოდეს ვერ ჩავიდენ ამას


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Mar 24 2007, 02:49 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ჩემი აზრი ასეთია რომ ყოვლად დაუშვებელია რომ ადამიანს მოვუსწრაფოთ სიცოცხლე.. თუ იტანჯება ადამიანი ალბათ იმიტომ რომ ღმერთს ასე სურს ... ეს ერთგვარი გამოცდაცააა გამძლეობის.. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ როგორმე დავეხმაროთ... ხოლო მისი სიცოცხლის მოსწრაფება კი ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს....


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia24
პოსტი Mar 24 2007, 10:46 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 77
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,274




მეც ნაწილობრივ ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ და გეთანხმედი.ეს იგივე მკვლელობაა, უფლის ნების გარეშე ხომ არაფემი არ ხდება. ცოტა შეიძლება მკაცრად ვთქვა მაგრამ ,ადამიანი რომ იტაჯება ჩვენზე უკეთ უფალმა უწყის და ჩვენზე უკეთ განიცდის, ალბად საჭიროა ეს განსაცდელი მისთვის, ამ დროს კი ექიმი უხეშად ეპოტინება მის სიცოცხლეში.


--------------------
უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 26 2007, 03:56 AM
პოსტი #34


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ევთანაზიის შესახებ
(ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან)
კითხვა: რას პირდება მედიცინას და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ეთიკურად დაკანონება? რა უფლება აქვს ადამიანს მხარი დაუჭიროს მას?

პასუხი: ვიდრე გიპასუხებდეთ, საჭიროდ ვთვლი, პირველ ყოვლისა, შევნიშნო, რომ ევთანაზიასთან ეთიკის ხსენება არაეთიკურია, რამეთუ როგორც მაცხოვარი გვასწავლის, არაფერია საზიარო ნათელსა და ბნელს შორის. სიტყვა „ევთანაზია“ ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ ნიშნავს „კარგ სიკვდილს“, ხოლო ჩვენი ქრისტიანული ღრმა რწმენით ასეთ კარგ სიკვდილს „ცუდი უკვდავება“ მოსდევს ჯოჯოხეთში. ევთანაზიის მომხრეები არა იმდენად ათეიზმს ამჟღავნებენ, რამდენადაც უფრო მეტად სატანიზმს.

ის, ვინც თვითმკვლელობის მოსურნე ავადმყოფს ეხმარება ამ სასიკვდინე ცოდვის ჩადენაში, სხვა არა არის რა, თუ არა კაცისმკვლელი. კაცისმკვლელები არიან ავადმყოფის ახლობლებიც, რომლებიც თავისი მოყვასის სასოწარკვეთილებისაგან გამოყვანას კი არ ცდილობენ, არამედ უბიძგებენ საუკუნო სატანჯველისაკენ. ორმაგად სცოდავს ექიმი, რომელიც ამას სჩადის, რადგან მას ფიციც კი აქვს დადებული, იზრუნოს ავადმყოფის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ხოლო თქვენს კითხვაზე, თუ „რას პირდება მედიცინასა და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ... დაკანონება“ გიპასუხებთ ბევრისათვის ცნობილი ავსტრიელი ფრანც შტანგლის მაგალითზე:

თავდაპირველად ფ. შტანგლი „ჩვეულებრივი ვენელი პოლიციელი და კარგი მოქალაქე იყო“. ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ იგი დანიშნულ იქნა მოხუცებულთა, ინვალიდთა და გონებასუსტთა საავადმყოფოების ოფიცრად. თავისი „მოღვაწეობა“ იმით დაიწყო, რომ უკურნებელად დაავადებულებსა და ფსიქოპატებს ხვედრს „უმსუბუქებდა გულმოწყალე სიკვდილით“, ანუ ევთანაზიით. თავდაპირველად მისმა თანამედროვეებმა ეს შეაფასეს, როგორც „ერთადერთი შესაძლო ღირსეული გადაწყვეტილება“. თუმცაღა ფრანც შტანგელმა იმით დაასრულა, რომ პოლონეთში ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტრებლინკის კომენდატი გახდა და ორგანიზაცია გაუწია 900 000 განადგურებას.

ამას გარდა, სულ უფრო პოპულარული ხდება რა მედიცინაში ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ევთანაზიის მომხრე ექიმებმა ეგებ სკანდალურად ცნობილი ამერიკელის „დოქტორ სიკვდილად“ წოდებული ჯეკ გევორქიანის ნაცისტურ პრაქტიკასაც მობაძონ და ახლად ევთანიზირებული ადამიანის შინაგანი ორგანოებითაც ივაჭრონ (ეს ცდუნება უფრო დიდია ჩვენთან, ჩავწვდით რა ამერიკის სულს, სადაც ყოველგვარი ბიზნესი დასაშვებია, ნავთობბიზნესით დაწყებული და საკუთარი სხეულით ვაჭრობით დამთავრებული). თუ შეიძლება სხეულით ვაჭრობა, რატომ არ შეიძლება სხეულის ორგანოებით ვაჭრობა, მეტადრე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, - იტყვიან მაშინ ცბიერი დემაგოგები. იქნებ მაშინ სახელმწიფო პროგრამაშიც იქნას შეტანილი ევთანაზია და ტრანსპლანტაციებით ვაჭრობა. წარმოიდგინეთ როგორ შეივსებოდა მარადცარიელი სახელმწიფო ხაზინა! (?) ჩვენი სახელოვანი ზედა ფენა, ელიტა აღარ დასჯერდებოდა ძვირადღირებული „ელიტარული ნაყინის“ (ასე უწოდა ამ ნაყინს მთავრობის ერთმა წევრმა) ჭამას, რითაც კიდევ უფრო გულს უკლავენ სიკვდილამდე გაღატაკებულ დაბალ ფენას, და ღატაკთა და უპოვართა ორგანოებსაც გაუფასურებული ლარის ფასად იყიდდა, გააყოფინა რა უკვე ასეთებს თავი ლარში.

როგორც ამაზე მაგონდება ერთი ქართველი ფუტურისტი პოეტის ლექსიდან:

აიდა ბაიდებს, აიადა ბაიდებს,
ცირა ხელებზე გულ-ფილტვს დაიდებს.

აი, ჰუმანური ინტელიგენტური ევთანაზია!

კითხვა: ეთიკური თვალსაზრისით დასაშვებია თუ არა ევთანაზიის აღმკვეთი იძულებითი ზომების მიღება?

პასუხი: რომელი მოყვასის მოყვარული ადამიანი დაუშვებდა თავისი მშობლის, შვილის, და-ძმის და სხვათა თვითმკვლელობას, განა ყოველნაირად არ ეცდებოდა ასეთების მდგომარეობიდან გამოყვანას? ჩვენი ცდაა, ღვთისა შეწევნა. და თუ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას მაინც თვითმკვლელობით სურს თავის დაღუპვა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რატომ უნდა დააკანონოს მისი ახირებული სურვილი და მით უფრო ეს უმძიმესი ცოდვა ექიმის ხელით აღასრულოს, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ იარაღია თვითმკვლელის ხელში.

ევთანაზიის დაკანონება საბოლოოდ დასცემს ადამიანთა ისედაც შერყეულ ზნეობას.

ავადმყოფობასა და განსაცდელებს წმ. მამები ღმერთისგან მონახულებას უწოდებენ. ყველა ისინი ჩვენი შეცოდებების პირდაპირი შედეგია, მაგრამ ეს სასჯელი კიდევ არ არის, რამდენადაც უფალი ამ გზითაც ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას და ცოდვის აჩრდილებიდან გამოყვანას, რამეთუ თუ ავადმყოფს თერაპიული მკურნალობა არ შველის და ქირურგის ჩარევა აუცილებელია, რომელი ჭკუათმყოფელი დაუწყებს ქირურგს ლანძღვას, რომელიც ცდილობს პირნათლად აღასრულოს თავისი მოვალება და ქირურგიული ხელოვნებით ლამობს პაციენტის განკურნებას.

მაცხოვარმა, როდესაც განრღვეული (პარალიზებული) მოუყვანეს განსაკურნებლად, ჯერ მიუტევა ავადმყოფს ცოდვები და შემდეგღა განკურნა, რითაც ყველას უქადაგა, რომ ავადმყოფობა ცოდვიანი ცხოვრების ნაყოფია. დასასრულ კი განკურნებულს შეაგონა აღარ ეცოდა მომავალში, რათა უარესი არ დამართვოდა.

როდესაც ადამიანს ესმის, თუ რატომ ისჯება ავადმყოფობით და იგი მადლობით ცდილობს აიტანოს თავისი ცოდვებით მოვლენილი განსაცდელი, ამით მას აქვე, მიწაზევე უმსუბუქდება ცოდვები და თუ იგი მიმართავს წმ. ეკლესიას და აღსარებაში მოინანიებს ცოდვებს და ზიარებით შეუერთდება მაცხოვარს, საბოლოოდ მიეტევება ჩადენილი შეცოდებანი.

აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევთანაზია ესაა სატანის მსახურება, რომელიც საბოლოოდ უსპობს ავადმყოფს სინანულისა და ცხონების საშუალებას.

ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველისა და მკურნალის სწავლებით სატანის მსახურებაა მიცვალებულის გვამის კრემაცია (დაწვა) და ასეთის მოხსენიებაც კი არ შეიძლება საეკლესიო ლოცვებში. რაღა ითქმის მით უფრო სულის, თუ შეიძლება ითქვას კრემაციაზე და მის ხელშემწყობ ევთანაზიაზე.

არანაირი გამართლება არა აქვს ევთანაზიას, რამდენადაც ადამიანის უკვდავი სული შეუდარებლად მაღლა დგას ყოველთვის მიწიერ ფასეულობასა და შეხედულებაზე.

კითხვა: სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანს არ სურს სიკვდილი, როცა ის თვითმკვლელობის ცდას მიმართავს, ის მიზნად ისახავს არა სიცოცხლის შეწყვეტას, არამედ არსებობის პირობების გაუმჯობესებას. თქვენი აზრით, ვინ არის სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი: მისი სულიერი მოძღვარი, ოჯახის წევრები, თუ მთლიანად საზოგადოება?

პასუხი: თვითმკვლელობით „არსებობის პირობების გაუმჯობესებას“ მხოლოდ ბუდისტურ-კრიშნაიდული მონაჩმახი ქადაგებს. მათეულ ნირვანაში გადასასვლელად ცხრა საფეხური განიხილება, ხოლო თვითმკვლელობა უმოკლესი გზაა. ის, რაც მათთან ნირვანად (სამოთხედ) იწოდება, სახარებისეული სწავლებით სხვა არაფერია, თუ არა ჯოჯოხეთი. თუნდაც იმიტომ ვერ იქნება თვითმკვლელის სიცოცხლეზე სულიერი მოძღვარი პასუხისმგებელი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თვითმკვლელობით არასოდეს ესალმებიან სიცოცხლეს. ჩვენ ადამიანური აღმოსავლეთის რელიგიის მიმდევრები როდი ვართ, არამედ სიკვდილით სიკვდილის დამმარცხებელი და ცხოვრებისმომნიჭებელი ქრისტეს მოწაფეები.

სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი კი ყველა ისაა, ვინც არ აღვივებდა და არ აღვივებს ადამიანში ჭეშმარიტ, ღვთიურ რწმენას, მართლმადიდებლობას, რომელიც მას საუკუნო სიცოცხლესა და ზეციურ ნეტარებას აზიარებდა. ასეთები კი არიან ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მეტად ხელისუფლება.

დაე ნურავინ ირწმუნებს მაცდურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთი იყოს სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, - წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, - რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას, ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.

ფილოსოფოს სოლოვიოვის მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს დანიშნულება „ის კი არაა, რომ ბოროტებაზე დაფუძნებული ეს სოფელი ღვთიურ სასუფევლად გარდაიქმნას, არამედ - დროზე ადრე არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად“.

ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა (წმ. სერაფიმ საროველი). სწორედ ცხებული მეფობა განამზადებს ქრისტეს ეკლესიასთან ერთად ადამიანებს მარადიული სასუფევლის მოქალაქედ. მაგრამ სამოთხე დედამიწაზე იწყება, თქვენს შორისაა, გვასწავლის იესუ ქრისტე, - ვინც ქრისტიანული სიყვარულის უმაღლეს კანონს შეუდექით.

სწორედ იმით იტანჯება დღევანდელი საზოგადოება, რომ მას არა აქვს ქრისტეს რწმენა, არა აქვს რწმენის სიმტკიცე და ქრისტიანული შეხედულებები, დახარბებულია ყოველგვარ „თავისუფლებას“, რომელიც არასწორად ესმის და სჩადის ყოველგვარ შეუსაბამობას, უგუნურებას და გამოჰკიდებია ახალმოდურ მმართველობას, რომლის უნარი მას სავსებით არ შესწევს თავისი მრავალეროვნების, მრავალსარწმუნოებრიობის და ურთიერთმტრობის გამო.

დადუმებით მეოცნებე კონსტიტუციალისტებო და პარლამენტარებო! - ამბობს წმინდა და მართალი იოანე კროშტანდტელი, - თქვენ როდი უნდა განაგებდეთ მიწიერ მეფეთა ტახტებს... უფლისაგან მეფეს ენიჭება ძალაუფლება, ძალა, სიმამაცე და სიბრძნე, რათა მართოს თავისი ერი.

რა რეფორმატორები და რა კომუნისტები, - აგრძელებს აზრს ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველი, - არც ერთი არ იზრუნებს ხალხისათვის... ხალხისთვის ცხებული მეფე იზრუნებს (რომელსაც მართლმადიდებლებს უკანასკნელ ჟამს აღუდგენს ღმერთი და რომლის შიშიც წმ. მამათა წინასწარმეტყველებით თვით ანტიქრისტესაც ექნება, რომელსაც მესამე მსოფლიო ომში „მთავარ მშვიდობისმყოფელად“ ამოირჩევენ (არჩევნებით), ცხებულ მეფეს კი ღმერთი გამოირჩევს და დაუდგენს ქრისტიანებს!)

საქმე ორი რეჟიმის ბრძოლაში კი არაა, არამედ რწმენასა და ურწმუნოებას, ქრისტეანობასა და ანტიქრისტეანობას შორის ბრძოლაშია.

თითქმის მთელი ოცი საუკუნის წინათ ქრისტე მაცხოვრის გოლგოთას ჯვარცმამ, - როგორც „მიფენილმა მახვილმა“ (მათე 10, 34) - მთელი ქვეყანა სულიერად ორად გაყო: ეკლესიად და არა ეკლესიად, ქრისტეს ერად და ანტიქრისტეს ერად.

უნდა ვანებოთ თავი ყოველგვარ კონსტიტუციურ და პარტიულ ბოდვას, რომელიც, როგორც სახელმწიფოს, მხოლოდ ძალას გვაცლის, მივყავართ დაკნინებისაკენ და მტრის ხელში გვაგდებს. უნდა აღდგეს ჩვენი მშობლიური უძველესი მეფური თვითმპყრობელობა, რომლიც ხალხთან მეფის უახლოეს სულიერ კავშირზე განისვენებს და საერთო სახელმწიფოებრივ სიკეთეს იცავს (რა თქმა უნდა, ათეისტურ-ბოლშევიკურ ქრესტომათიებზე აღზრდილები არ დაგვეთანხმებიან).

კითხვა: საიდან დაიბადება ადამიანში სასოწარკვეთილება ან საითკენ მივყავართ მას? როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?

პასუხი: როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, სასოწარკვეთილება ესაა სასოების, იმედის წარკვეთა, დაკარგვა. ქრისტეანული სწავლებით სასოება სარწმუნოებაზეა დაფუძნებული, მისგან მომდინარეობს. ადამიანი რაც უფრო ღრმადმორწმუნეა, მით უფრო ადვილად გადააქვს ამსოფლიური განსაცდელები, პირადიც და საზოგადოც. მასაც შეუძლია თქვას დავით წინასწარმეტყველივით „რაი მიყოს მე კაცმან“, ან პავლე მოციქულივით „რამ განმაყენოს ჩუენ უფლის სიყვარულსა“, ასეთი ძალა არაა არც ქვეყანაზე და არც ქვესკნელში; ქრისტეს სარწმუნოების კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას ვერ მოერევა ვერც სატანა და ვერც ჯოჯოხეთის ბჭენი.

გნებავთ, ჩაატარეთ გამოკვლევა, როგორ გადაიტანეს ეს მრავალწლიანი გაჭირვება მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა და როგორ ათეისტებმა, ან ნაკლებმორწმუნეებმა.

როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?

უფალი გვპასუხობს: მოვედით ჩემდა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენო თქუენ. თვით სახელწოდება „ეკლესია“ ქრისტეს ამ სიტყვებიდან მომდინარეობს. ხოლო ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი მამა არასოდეს იქნება. ვინც მაცხოვართან ერთად არ შეჰკრებს, ის განაბნევს. ვინც ქრისტესთან ერთად არაა, ის მისი წინააღმდეგია. ხოლო, თუ ჩვენთან არს ღმერთი, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?

კითხვა: აქვს თუ არა ექიმს უფლება უყურადღებოდ დატოვოს პაციენტის გადაწყვეტილება: სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმა?

პასუხი: თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე შეუძლია გაიაროს მკურნალობა, ან უარი თქვას მასზე, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმასაც, რა მოსაზრების საფუძველზე ამბობს უარს.

მაგონდება წმ. მამათა ცხოვრებიდან: იორდანის ერთ-ერთ შინაგან უდაბნოში ერთი ქრისტეანი ღირსი მამა მოღვაწეობდა. უკიდურესი ასკეზების გამო წყალმანკი დაემართა. ეს რომ მისმა ძველმა მეგობარმა, აწ იერუსალიმის ეპისკოპოსმა შეიტყო, სულიერ ძმას მედიკამენტები, სურსათი და თბილი ტანსაცმელი გაუგზავნა. ბერმა ყოველივე უკან გაუგზავნა და თან ბარათი დაურთო: მეუფეო, არ იფიქრო, რომ სიამაყის გამო ვამბობ უარს შენს მოწყალებაზე, არამედ პავლე მოციქულის სწავლება გავიხადე მსოფლმხედველობად: რაც უფრო იხრწნება ჩვენი გარეგანი ადამიანი, მით უფრო ძლიერდება შინაგანი. ამიტომაც ავიღე ხელი და აღარ ვზრუნავ ჯანმრთელობაზე. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის წმინდაო მეუფეო, რათა განკითხვის დღეს ჩემი შინაგანი ადამიანი, სული მაინც გამრთელდეს ღვთის სამსჯავროზე.

კითხვა: რამდენად გამართლებულია ექიმის საქციელი, როცა ის უიმედო ავადმყოფს გაწერს საავადმყოფოდან?

პასუხი: რამდენადაც ვიცი, როდესაც ექიმები უიმედო ავადმყოფებს წერენ საავადმყოფოდან, მათ უკურნებელ სნეულებაზე არაფერს ეუბნებიან თვითონ ავადმყოფებს, არამედ ავადმყოფის ახლობლებს ამცნობენ და თუ ყველა საშუალება ამოწურეს მკურნალობისა, სხვა რაღა დარჩენიათ, გამაყუჩებელ საშუალებებს ხომ ბინაზეც გაუკეთებენ?

დროა მოვიგონოთ, რომ არსებობს სხვა საავადმყოფოც, - ქრისტეს ეკლესია, როგორც მას წმ. იოანე ოქროპირი უწოდებს - რომელსაც მხოლოდ ერთსა აქვს მინიჭებული ღვთისაგან მადლი და ხელმწიფება საკურნებელად სულისა და ხორცთაი. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესია მხოლოდ „ავადმყოფებისთვისაა“, მისი მკურნალობა თანაბრად ესაჭიროება ყველა ადამიანს, რამეთუ, როგორც მოციქული იტყვის, ყველამ შევცოდეთ და განწმედას ყველა საჭიროებს.

კითხვა: ავადმყოფი უარს აცხადებს სასიცოცხლო თერაპიაზე, რადგან ვერ შოულობს წამალს, ან არა აქვს ძვირადღირებული აპარატურით სარგებლობის საშუალება. ვინ აგებს პასუხს დაკარგულ სიცოცხლეზე, „დაბნეული ექიმი“, უფულო ავადმყოფი, თუ რეფორმის ინიციატორები?

პასუხი: თითოეული ჩვენთაგანი, რადგან ჩვენმა გულგრილობამ და უდარდელობამ მოიყვანა დღეს რეფორმატორები ხელისუფლების სათავეში, მანამდე კომუნისტები... შემდეგი?

ანტიქრისტესაც ჩვენი ურწმუნოება და უსჯულოება მოიყვანს!

თითოეულ ერს თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდში ის ხელისუფლება ჰყავს და ისეთი ცხოვრების პირობები აქვს, როგორსაც იმსახურებს.

მაშ, გამოვფხიზლდეთ და შევუდგეთ „საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელსა“!

კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია?

პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს.

არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“.

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ.

კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში?

პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია.

კითხვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ.

პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი.

ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან.

მაგონდება მსოფლიოს ისტორიიდან: ერთ-ერთ ველურ ტომს ჩვეულება ჰქონდა, თავისი დაუძლურებული მოხუცებული თანატომელები, რომელნიც ტომს სარგებლობას ვეღარ მოუტანდნენ, ხევში გადაეყარათ და სიკვდილისთვის გაეწირათ. ერთხელაც ერთმა მათგანმა თავისი მოხუცებული მამა წაიყვანა ურიკით ხევისაკენ. მას თან თავისი პატარა ბიჭუნა გაჰყვა. როდესაც თავისი ჩანაფიქრი აღასრულა, მამამ ურიკაც იქვე დატოვა. ბიჭუნამ ურიკის წამოღება დააპირა. განცვიფრებული მამა დაეკითხება: ურიკა რაღად გინდა? - მამა, კი მაგრამ შენც ხომ მოხუცდები და მეც ხომ მომიწევს შენი აქ მოყვანა?

ველური მწარედ ატირდა, წარმოიდგინა რა თავისი სიბერე და მწარე აღსასრული...

კითხვა: თვლით თუ არა, რომ ჩვენს საავადმყოფოში საჭიროა შეიქმნას ეთიკური კომისიის ინსტიტუტი, რაც იგივეს შეასრულებს მორალის სფეროში, რასაც სასამართლო - სამართლებრივ სისტემაში. ვინ შეავსებს მის შემადგენლობას?

პასუხი: ეგ იმას ჰგავს, ხეს ფესვი დაუავადდეს და მებაღემ გამოუცდელობით რომელიმე ტოტს დაუწყოს მკურნალობა.

ამიტომაც ასეთი „ეთიკური კომისიის ინსტიტუტის შექმნა ჩვენს საავადმყოფოში“ მხოლოდ მორიგი პომპეზური ჟესტი იქნება „ცივილიზაციის გზაზე შემდგარი“ ჩვენი საზოგადოებისათვის.

ხომ გახსოვთ ქართული ზღაპარი მონადირეზე, მწყურვალი მოწამლულ ნაკადულს რომ მიადგება, აუყვება სათავეს და ნახავს, რომ წყაროსთვალში მკვდარი გახრწნილი ვეშაპი გდია და ის წამლავს წყალს...

კითხვა: რას გულისხმობს მორალი მედიცინაში?

პასუხი: ზნეობა მედიცინაშიც იგივეს გულისხმობს, რასაც ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2007, 12:10 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,403
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევთანაზია უძველეს დროში იყო ცნობილი. მაგალითად, სპარტაში ხოცავდნენ იმ ჩვილებს, რომლებიც სუსტები და სნეულები იბადებოდნენ.

ზოგიერთ პირველყოფილ ტომს წესად ჰქონდა, მოეკლა ან ზედამხედველობის გარეშე დაეტოვებინა მოხუცები, რომლებიც ოჯახს ტვირთად დააწვნენ.

XX საუკუნეში კი ევთანაზია პირველად ფაშისტურ გერმანიაში გამოიყენეს, შემდეგ კი ჰოლანდიაში გახდა ოფიციალურად ნებადართული."

დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი)


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 3 2007, 01:01 AM
პოსტი #36


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ვფიქრობ ამომწურავი პასუხია

ყველა შეკითხვაზეა პასუხი გაცემული

----------------------------------------------------



ევთანაზიის შესახებ


ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან

კითხვა: რას პირდება მედიცინას და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ეთიკურად დაკანონება? რა უფლება აქვს ადამიანს მხარი დაუჭიროს მას?

პასუხი: ვიდრე გიპასუხებდეთ, საჭიროდ ვთვლი, პირველ ყოვლისა, შევნიშნო, რომ ევთანაზიასთან ეთიკის ხსენება არაეთიკურია, რამეთუ როგორც მაცხოვარი გვასწავლის, არაფერია საზიარო ნათელსა და ბნელს შორის. სიტყვა „ევთანაზია“ ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ ნიშნავს „კარგ სიკვდილს“, ხოლო ჩვენი ქრისტიანული ღრმა რწმენით ასეთ კარგ სიკვდილს „ცუდი უკვდავება“ მოსდევს ჯოჯოხეთში. ევთანაზიის მომხრეები არა იმდენად ათეიზმს ამჟღავნებენ, რამდენადაც უფრო მეტად სატანიზმს.
ის, ვინც თვითმკვლელობის მოსურნე ავადმყოფს ეხმარება ამ სასიკვდინე ცოდვის ჩადენაში, სხვა არა არის რა, თუ არა კაცისმკვლელი. კაცისმკვლელები არიან ავადმყოფის ახლობლებიც, რომლებიც თავისი მოყვასის სასოწარკვეთილებისაგან გამოყვანას კი არ ცდილობენ, არამედ უბიძგებენ საუკუნო სატანჯველისაკენ. ორმაგად სცოდავს ექიმი, რომელიც ამას სჩადის, რადგან მას ფიციც კი აქვს დადებული, იზრუნოს ავადმყოფის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
ხოლო თქვენს კითხვაზე, თუ „რას პირდება მედიცინასა და საერთოდ კაცობრიობას ევთანაზიის ... დაკანონება“ გიპასუხებთ ბევრისათვის ცნობილი ავსტრიელი ფრანც შტანგლის მაგალითზე:
თავდაპირველად ფ. შტანგლი „ჩვეულებრივი ვენელი პოლიციელი და კარგი მოქალაქე იყო“. ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ იგი დანიშნულ იქნა მოხუცებულთა, ინვალიდთა და გონებასუსტთა საავადმყოფოების ოფიცრად. თავისი „მოღვაწეობა“ იმით დაიწყო, რომ უკურნებელად დაავადებულებსა და ფსიქოპატებს ხვედრს „უმსუბუქებდა გულმოწყალე სიკვდილით“, ანუ ევთანაზიით. თავდაპირველად მისმა თანამედროვეებმა ეს შეაფასეს, როგორც „ერთადერთი შესაძლო ღირსეული გადაწყვეტილება“. თუმცაღა ფრანც შტანგელმა იმით დაასრულა, რომ პოლონეთში ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტრებლინკის კომენდატი გახდა და ორგანიზაცია გაუწია 900 000 განადგურებას.
ამას გარდა, სულ უფრო პოპულარული ხდება რა მედიცინაში ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ევთანაზიის მომხრე ექიმებმა ეგებ სკანდალურად ცნობილი ამერიკელის „დოქტორ სიკვდილად“ წოდებული ჯეკ გევორქიანის ნაცისტურ პრაქტიკასაც მობაძონ და ახლად ევთანიზირებული ადამიანის შინაგანი ორგანოებითაც ივაჭრონ (ეს ცდუნება უფრო დიდია ჩვენთან, ჩავწვდით რა ამერიკის სულს, სადაც ყოველგვარი ბიზნესი დასაშვებია, ნავთობბიზნესით დაწყებული და საკუთარი სხეულით ვაჭრობით დამთავრებული). თუ შეიძლება სხეულით ვაჭრობა, რატომ არ შეიძლება სხეულის ორგანოებით ვაჭრობა, მეტადრე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, - იტყვიან მაშინ ცბიერი დემაგოგები. იქნებ მაშინ სახელმწიფო პროგრამაშიც იქნას შეტანილი ევთანაზია და ტრანსპლანტაციებით ვაჭრობა. წარმოიდგინეთ როგორ შეივსებოდა მარადცარიელი სახელმწიფო ხაზინა! (?) ჩვენი სახელოვანი ზედა ფენა, ელიტა აღარ დასჯერდებოდა ძვირადღირებული „ელიტარული ნაყინის“ (ასე უწოდა ამ ნაყინს მთავრობის ერთმა წევრმა) ჭამას, რითაც კიდევ უფრო გულს უკლავენ სიკვდილამდე გაღატაკებულ დაბალ ფენას, და ღატაკთა და უპოვართა ორგანოებსაც გაუფასურებული ლარის ფასად იყიდდა, გააყოფინა რა უკვე ასეთებს თავი ლარში.

როგორც ამაზე მაგონდება ერთი ქართველი ფუტურისტი პოეტის ლექსიდან:

აიდა ბაიდებს, აიადა ბაიდებს,
ცირა ხელებზე გულ-ფილტვს დაიდებს.

აი, ჰუმანური ინტელიგენტური ევთანაზია!

კითხვა: ეთიკური თვალსაზრისით დასაშვებია თუ არა ევთანაზიის აღმკვეთი იძულებითი ზომების მიღება?

პასუხი: რომელი მოყვასის მოყვარული ადამიანი დაუშვებდა თავისი მშობლის, შვილის, და-ძმის და სხვათა თვითმკვლელობას, განა ყოველნაირად არ ეცდებოდა ასეთების მდგომარეობიდან გამოყვანას? ჩვენი ცდაა, ღვთისა შეწევნა. და თუ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას მაინც თვითმკვლელობით სურს თავის დაღუპვა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რატომ უნდა დააკანონოს მისი ახირებული სურვილი და მით უფრო ეს უმძიმესი ცოდვა ექიმის ხელით აღასრულოს, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ იარაღია თვითმკვლელის ხელში.
ევთანაზიის დაკანონება საბოლოოდ დასცემს ადამიანთა ისედაც შერყეულ ზნეობას.
ავადმყოფობასა და განსაცდელებს წმ. მამები ღმერთისგან მონახულებას უწოდებენ. ყველა ისინი ჩვენი შეცოდებების პირდაპირი შედეგია, მაგრამ ეს სასჯელი კიდევ არ არის, რამდენადაც უფალი ამ გზითაც ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას და ცოდვის აჩრდილებიდან გამოყვანას, რამეთუ თუ ავადმყოფს თერაპიული მკურნალობა არ შველის და ქირურგის ჩარევა აუცილებელია, რომელი ჭკუათმყოფელი დაუწყებს ქირურგს ლანძღვას, რომელიც ცდილობს პირნათლად აღასრულოს თავისი მოვალება და ქირურგიული ხელოვნებით ლამობს პაციენტის განკურნებას.
მაცხოვარმა, როდესაც განრღვეული (პარალიზებული) მოუყვანეს განსაკურნებლად, ჯერ მიუტევა ავადმყოფს ცოდვები და შემდეგღა განკურნა, რითაც ყველას უქადაგა, რომ ავადმყოფობა ცოდვიანი ცხოვრების ნაყოფია. დასასრულ კი განკურნებულს შეაგონა აღარ ეცოდა მომავალში, რათა უარესი არ დამართვოდა.
როდესაც ადამიანს ესმის, თუ რატომ ისჯება ავადმყოფობით და იგი მადლობით ცდილობს აიტანოს თავისი ცოდვებით მოვლენილი განსაცდელი, ამით მას აქვე, მიწაზევე უმსუბუქდება ცოდვები და თუ იგი მიმართავს წმ. ეკლესიას და აღსარებაში მოინანიებს ცოდვებს და ზიარებით შეუერთდება მაცხოვარს, საბოლოოდ მიეტევება ჩადენილი შეცოდებანი.
აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევთანაზია ესაა სატანის მსახურება, რომელიც საბოლოოდ უსპობს ავადმყოფს სინანულისა და ცხონების საშუალებას.
ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველისა და მკურნალის სწავლებით სატანის მსახურებაა მიცვალებულის გვამის კრემაცია (დაწვა) და ასეთის მოხსენიებაც კი არ შეიძლება საეკლესიო ლოცვებში. რაღა ითქმის მით უფრო სულის, თუ შეიძლება ითქვას კრემაციაზე და მის ხელშემწყობ ევთანაზიაზე.
არანაირი გამართლება არა აქვს ევთანაზიას, რამდენადაც ადამიანის უკვდავი სული შეუდარებლად მაღლა დგას ყოველთვის მიწიერ ფასეულობასა და შეხედულებაზე.

კითხვა: სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანს არ სურს სიკვდილი, როცა ის თვითმკვლელობის ცდას მიმართავს, ის მიზნად ისახავს არა სიცოცხლის შეწყვეტას, არამედ არსებობის პირობების გაუმჯობესებას. თქვენი აზრით, ვინ არის სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი: მისი სულიერი მოძღვარი, ოჯახის წევრები, თუ მთლიანად საზოგადოება?

პასუხი: თვითმკვლელობით „არსებობის პირობების გაუმჯობესებას“ მხოლოდ ბუდისტურ-კრიშნაიდული მონაჩმახი ქადაგებს. მათეულ ნირვანაში გადასასვლელად ცხრა საფეხური განიხილება, ხოლო თვითმკვლელობა უმოკლესი გზაა. ის, რაც მათთან ნირვანად (სამოთხედ) იწოდება, სახარებისეული სწავლებით სხვა არაფერია, თუ არა ჯოჯოხეთი. თუნდაც იმიტომ ვერ იქნება თვითმკვლელის სიცოცხლეზე სულიერი მოძღვარი პასუხისმგებელი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თვითმკვლელობით არასოდეს ესალმებიან სიცოცხლეს. ჩვენ ადამიანური აღმოსავლეთის რელიგიის მიმდევრები როდი ვართ, არამედ სიკვდილით სიკვდილის დამმარცხებელი და ცხოვრებისმომნიჭებელი ქრისტეს მოწაფეები.
სასოწარკვეთილი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი კი ყველა ისაა, ვინც არ აღვივებდა და არ აღვივებს ადამიანში ჭეშმარიტ, ღვთიურ რწმენას, მართლმადიდებლობას, რომელიც მას საუკუნო სიცოცხლესა და ზეციურ ნეტარებას აზიარებდა. ასეთები კი არიან ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მეტად ხელისუფლება.
დაე ნურავინ ირწმუნებს მაცდურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთი იყოს სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, - წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, - რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას, ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.
ფილოსოფოს სოლოვიოვის მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს დანიშნულება „ის კი არაა, რომ ბოროტებაზე დაფუძნებული ეს სოფელი ღვთიურ სასუფევლად გარდაიქმნას, არამედ - დროზე ადრე არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად“.
ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა (წმ. სერაფიმ საროველი). სწორედ ცხებული მეფობა განამზადებს ქრისტეს ეკლესიასთან ერთად ადამიანებს მარადიული სასუფევლის მოქალაქედ. მაგრამ სამოთხე დედამიწაზე იწყება, თქვენს შორისაა, გვასწავლის იესუ ქრისტე, - ვინც ქრისტიანული სიყვარულის უმაღლეს კანონს შეუდექით.
სწორედ იმით იტანჯება დღევანდელი საზოგადოება, რომ მას არა აქვს ქრისტეს რწმენა, არა აქვს რწმენის სიმტკიცე და ქრისტიანული შეხედულებები, დახარბებულია ყოველგვარ „თავისუფლებას“, რომელიც არასწორად ესმის და სჩადის ყოველგვარ შეუსაბამობას, უგუნურებას და გამოჰკიდებია ახალმოდურ მმართველობას, რომლის უნარი მას სავსებით არ შესწევს თავისი მრავალეროვნების, მრავალსარწმუნოებრიობის და ურთიერთმტრობის გამო.
დადუმებით მეოცნებე კონსტიტუციალისტებო და პარლამენტარებო! - ამბობს წმინდა და მართალი იოანე კროშტანდტელი, - თქვენ როდი უნდა განაგებდეთ მიწიერ მეფეთა ტახტებს... უფლისაგან მეფეს ენიჭება ძალაუფლება, ძალა, სიმამაცე და სიბრძნე, რათა მართოს თავისი ერი.
რა რეფორმატორები და რა კომუნისტები, - აგრძელებს აზრს ნეტარი პელაგია წინასწარმეტყველი, - არც ერთი არ იზრუნებს ხალხისათვის... ხალხისთვის ცხებული მეფე იზრუნებს (რომელსაც მართლმადიდებლებს უკანასკნელ ჟამს აღუდგენს ღმერთი და რომლის შიშიც წმ. მამათა წინასწარმეტყველებით თვით ანტიქრისტესაც ექნება, რომელსაც მესამე მსოფლიო ომში „მთავარ მშვიდობისმყოფელად“ ამოირჩევენ (არჩევნებით), ცხებულ მეფეს კი ღმერთი გამოირჩევს და დაუდგენს ქრისტიანებს!)
საქმე ორი რეჟიმის ბრძოლაში კი არაა, არამედ რწმენასა და ურწმუნოებას, ქრისტეანობასა და ანტიქრისტეანობას შორის ბრძოლაშია.
თითქმის მთელი ოცი საუკუნის წინათ ქრისტე მაცხოვრის გოლგოთას ჯვარცმამ, - როგორც „მიფენილმა მახვილმა“ (მათე 10, 34) - მთელი ქვეყანა სულიერად ორად გაყო: ეკლესიად და არა ეკლესიად, ქრისტეს ერად და ანტიქრისტეს ერად.
უნდა ვანებოთ თავი ყოველგვარ კონსტიტუციურ და პარტიულ ბოდვას, რომელიც, როგორც სახელმწიფოს, მხოლოდ ძალას გვაცლის, მივყავართ დაკნინებისაკენ და მტრის ხელში გვაგდებს. უნდა აღდგეს ჩვენი მშობლიური უძველესი მეფური თვითმპყრობელობა, რომლიც ხალხთან მეფის უახლოეს სულიერ კავშირზე განისვენებს და საერთო სახელმწიფოებრივ სიკეთეს იცავს (რა თქმა უნდა, ათეისტურ-ბოლშევიკურ ქრესტომათიებზე აღზრდილები არ დაგვეთანხმებიან).

კითხვა: საიდან დაიბადება ადამიანში სასოწარკვეთილება ან საითკენ მივყავართ მას? როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?

პასუხი: როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, სასოწარკვეთილება ესაა სასოების, იმედის წარკვეთა, დაკარგვა. ქრისტეანული სწავლებით სასოება სარწმუნოებაზეა დაფუძნებული, მისგან მომდინარეობს. ადამიანი რაც უფრო ღრმადმორწმუნეა, მით უფრო ადვილად გადააქვს ამსოფლიური განსაცდელები, პირადიც და საზოგადოც. მასაც შეუძლია თქვას დავით წინასწარმეტყველივით „რაი მიყოს მე კაცმან“, ან პავლე მოციქულივით „რამ განმაყენოს ჩუენ უფლის სიყვარულსა“, ასეთი ძალა არაა არც ქვეყანაზე და არც ქვესკნელში; ქრისტეს სარწმუნოების კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას ვერ მოერევა ვერც სატანა და ვერც ჯოჯოხეთის ბჭენი.
გნებავთ, ჩაატარეთ გამოკვლევა, როგორ გადაიტანეს ეს მრავალწლიანი გაჭირვება მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა და როგორ ათეისტებმა, ან ნაკლებმორწმუნეებმა.
როგორ დავიცვათ თავი სასოწარკვეთილებისაგან?
უფალი გვპასუხობს: მოვედით ჩემდა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენო თქუენ. თვით სახელწოდება „ეკლესია“ ქრისტეს ამ სიტყვებიდან მომდინარეობს. ხოლო ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი მამა არასოდეს იქნება. ვინც მაცხოვართან ერთად არ შეჰკრებს, ის განაბნევს. ვინც ქრისტესთან ერთად არაა, ის მისი წინააღმდეგია. ხოლო, თუ ჩვენთან არს ღმერთი, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?

კითხვა:აქვს თუ არა ექიმს უფლება უყურადღებოდ დატოვოს პაციენტის გადაწყვეტილება: სასიცოცხლო თერაპიაზე უარის თქმა?

პასუხი: თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე შეუძლია გაიაროს მკურნალობა, ან უარი თქვას მასზე, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმასაც, რა მოსაზრების საფუძველზე ამბობს უარს.
მაგონდება წმ. მამათა ცხოვრებიდან: იორდანის ერთ-ერთ შინაგან უდაბნოში ერთი ქრისტეანი ღირსი მამა მოღვაწეობდა. უკიდურესი ასკეზების გამო წყალმანკი დაემართა. ეს რომ მისმა ძველმა მეგობარმა, აწ იერუსალიმის ეპისკოპოსმა შეიტყო, სულიერ ძმას მედიკამენტები, სურსათი და თბილი ტანსაცმელი გაუგზავნა. ბერმა ყოველივე უკან გაუგზავნა და თან ბარათი დაურთო: მეუფეო, არ იფიქრო, რომ სიამაყის გამო ვამბობ უარს შენს მოწყალებაზე, არამედ პავლე მოციქულის სწავლება გავიხადე მსოფლმხედველობად: რაც უფრო იხრწნება ჩვენი გარეგანი ადამიანი, მით უფრო ძლიერდება შინაგანი. ამიტომაც ავიღე ხელი და აღარ ვზრუნავ ჯანმრთელობაზე. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის წმინდაო მეუფეო, რათა განკითხვის დღეს ჩემი შინაგანი ადამიანი, სული მაინც გამრთელდეს ღვთის სამსჯავროზე.

კითხვა: რამდენად გამართლებულია ექიმის საქციელი, როცა ის უიმედო ავადმყოფს გაწერს საავადმყოფოდან?

პასუხი: რამდენადაც ვიცი, როდესაც ექიმები უიმედო ავადმყოფებს წერენ საავადმყოფოდან, მათ უკურნებელ სნეულებაზე არაფერს ეუბნებიან თვითონ ავადმყოფებს, არამედ ავადმყოფის ახლობლებს ამცნობენ და თუ ყველა საშუალება ამოწურეს მკურნალობისა, სხვა რაღა დარჩენიათ, გამაყუჩებელ საშუალებებს ხომ ბინაზეც გაუკეთებენ?
დროა მოვიგონოთ, რომ არსებობს სხვა საავადმყოფოც, - ქრისტეს ეკლესია, როგორც მას წმ. იოანე ოქროპირი უწოდებს - რომელსაც მხოლოდ ერთსა აქვს მინიჭებული ღვთისაგან მადლი და ხელმწიფება საკურნებელად სულისა და ხორცთაი. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესია მხოლოდ „ავადმყოფებისთვისაა“, მისი მკურნალობა თანაბრად ესაჭიროება ყველა ადამიანს, რამეთუ, როგორც მოციქული იტყვის, ყველამ შევცოდეთ და განწმედას ყველა საჭიროებს.

კითხვა: ავადმყოფი უარს აცხადებს სასიცოცხლო თერაპიაზე, რადგან ვერ შოულობს წამალს, ან არა აქვს ძვირადღირებული აპარატურით სარგებლობის საშუალება. ვინ აგებს პასუხს დაკარგულ სიცოცხლეზე, „დაბნეული ექიმი“, უფულო ავადმყოფი, თუ რეფორმის ინიციატორები?

პასუხი: თითოეული ჩვენთაგანი, რადგან ჩვენმა გულგრილობამ და უდარდელობამ მოიყვანა დღეს რეფორმატორები ხელისუფლების სათავეში, მანამდე კომუნისტები... შემდეგი?
ანტიქრისტესაც ჩვენი ურწმუნოება და უსჯულოება მოიყვანს!
თითოეულ ერს თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდში ის ხელისუფლება ჰყავს და ისეთი ცხოვრების პირობები აქვს, როგორსაც იმსახურებს.
მაშ, გამოვფხიზლდეთ და შევუდგეთ „საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელსა“!

კითხვა:შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია?

პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს.
არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“.
ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ.

კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში?

პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია.

კითხვა:ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ.

პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი.
ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან.
მაგონდება მსოფლიოს ისტორიიდან: ერთ-ერთ ველურ ტომს ჩვეულება ჰქონდა, თავისი დაუძლურებული მოხუცებული თანატომელები, რომელნიც ტომს სარგებლობას ვეღარ მოუტანდნენ, ხევში გადაეყარათ და სიკვდილისთვის გაეწირათ. ერთხელაც ერთმა მათგანმა თავისი მოხუცებული მამა წაიყვანა ურიკით ხევისაკენ. მას თან თავისი პატარა ბიჭუნა გაჰყვა. როდესაც თავისი ჩანაფიქრი აღასრულა, მამამ ურიკაც იქვე დატოვა. ბიჭუნამ ურიკის წამოღება დააპირა. განცვიფრებული მამა დაეკითხება: ურიკა რაღად გინდა? - მამა, კი მაგრამ შენც ხომ მოხუცდები და მეც ხომ მომიწევს შენი აქ მოყვანა?
ველური მწარედ ატირდა, წარმოიდგინა რა თავისი სიბერე და მწარე აღსასრული...

კითხვა: თვლით თუ არა, რომ ჩვენს საავადმყოფოში საჭიროა შეიქმნას ეთიკური კომისიის ინსტიტუტი, რაც იგივეს შეასრულებს მორალის სფეროში, რასაც სასამართლო - სამართლებრივ სისტემაში. ვინ შეავსებს მის შემადგენლობას?

პასუხი: ეგ იმას ჰგავს, ხეს ფესვი დაუავადდეს და მებაღემ გამოუცდელობით რომელიმე ტოტს დაუწყოს მკურნალობა.
ამიტომაც ასეთი „ეთიკური კომისიის ინსტიტუტის შექმნა ჩვენს საავადმყოფოში“ მხოლოდ მორიგი პომპეზური ჟესტი იქნება „ცივილიზაციის გზაზე შემდგარი“ ჩვენი საზოგადოებისათვის.
ხომ გახსოვთ ქართული ზღაპარი მონადირეზე, მწყურვალი მოწამლულ ნაკადულს რომ მიადგება, აუყვება სათავეს და ნახავს, რომ წყაროსთვალში მკვდარი გახრწნილი ვეშაპი გდია და ის წამლავს წყალს...

კითხვა: რას გულისხმობს მორალი მედიცინაში?

პასუხი: ზნეობა მედიცინაშიც იგივეს გულისხმობს, რასაც ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 3 2007, 01:43 AM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ვინ იცის რამდენი ღამე გამითენებია სიკვდილთან ბრძოლაში ,ღვთის შეწევნით მე მისი მტერი ვარ..... ძირს სიკვდილი; ხმლით იქნება, ტყვიით, სიტყვით თუ ევთანაზიით.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2007, 10:55 AM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,403
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(abo @ May 3 2007, 02:43 AM) *

ძირს სიკვდილი; ხმლით იქნება, ტყვიით, სიტყვით თუ ევთანაზიით.


რა საყვარლად ნათქვამია!!! wub.gif

ევთანაზია გაუმართლებელია ყველანაირად.. ტელევიზორში რომელი ქვეყანა თქვეს არ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს რომ დღეში 100 კაცი თანხმდება ევთანაზიას sad.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bududu_tea
პოსტი May 4 2007, 04:36 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 22-April 07
წევრი № 1,727



ადამიანს ღმერთი განსაცდელს და დიდძალ ტკივილებს უვლენს იმიტომ, რომ განიწმინდოს ცოდვებისგან.ევთანაზიის გამკეთებელი ადამიანის სულს ხელს უშლის სასუფევლის დამკვიდრებაში,თვითონაც იღუპება და სხვასაც ღუპავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guja-guja
პოსტი Jun 22 2007, 06:28 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 12-September 06
წევრი № 183



didi siamovnebit mivmartavdi im adamians visac evtanazia sheudzlia gamiketos.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th August 2018 - 03:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი