IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები.
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 01:05 AM
პოსტი #41


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
ნებისმიერი იმპლანტანტს რომ აუტოლოგური ქსოვილი ჯობია, დარწმუნებული ვარ ეჭვი არავის ეპარება

არადა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ტრანსპლანტაცია უფრო ჰგავს ცოდვას თავისი ბუნებით ვიდრე აუტოლოგიური ორგანო. yes.gif

P.S. ღვთის საქმეში ჩარევის ფენომენს ვერ ჩავწვდი და იქნებ კონკრეტულად განმარტოთ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 17 2010, 01:12 AM
პოსტი #42


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 12:01 AM) *

S a l l y

რა საოცარი ფენომენია ისე...
რას ნიშნავს რომ ადამიანი აზროვნებს, ცნობიერება გააჩნია და არ ვიცით მას სული აქვს თუ არა...?

ჩვენ ან ყველას გვაქვს სული ან არც ერთს. სულ ერთია ხელოვნური განაყოფიერებით არის ადამიანი დააბადებული, ბუნებრივი შობადობით თუ მოლეკულებით ხელოვნურად კონსტრიურებული სახის კანი ერთი უჯრედის გენეტიკური კოდის მიხედვით.

თუ სული არის ადამიანის აზროვნების და ცნობიერების პირველწყარო, მაშინ ვერ იარსებებს მოაზროვნე ბავშვი, რომელსაც ცნობიერება ექნება და სული არა. თუ ადამიანის აზროვნება და ცნობიერება მხოლოდ ტვინია, მაშინ საერთოდ რას ვერჩით ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვს? ისედაც ყველანი უსულოები ვყოფილვართ...


საქმე ისაა რომ, რელიგია ემპირიულ დასკვნებს სულაც არ ეფუძნება , განსხვავებით მედიცინისგან..ამიტომ ასეთ შეუსაბამობა ხშირი იქნება.. გარდა ამისა ის რაც დღეს ვიცით მეცნიერული კვლევების დასკვნით, შეიძლება მომავალში ძირფესვიანად შეიცვალოს.. ასე რომ აქ რწმენის საკითხთან მივდივართ მაინც..

კიდევ ერთი რამ.. დღეს დღეობით საშვილოსნო ერთადერთი ორგანოა, რომლის გადანერვაც ვერ ხერხდება.. თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებიდან გამოდინარე, გასაკვირი არ იქნება ხვლ რომ შეძლონ,მაგრამ მე როგორც ვიცი დღემდე ვერ ხერხდება..
აქამდე მხოლოდ ეს მაფიქრებინებს რომ იქნებ და უფალს მართლა არ უნდა რომ სიცოცხლის გამრავლებაზე კონტროლი მოგაპოვებინოს?! სიცოცხლის გახაგრძლივებაზე კი არა, გამრავლებაზე..(!)

ურთულესი საკითხია..


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 01:22 AM
პოსტი #43


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
იქნება ხვალ რომ შეძლონ

შეძლებენ და არა მარტო საშვილოსნოს გადანერგვას, არამედ საშვილოსნოს შექმნასაც. This is ultimate future of mankind.

თმის ღერიდანაც კი იქნება შესაძლებელი ადამიანის რეკონსტრუქცია.


ციტატა
აქამდე მხოლოდ ეს მაფიქრებინებს რომ იქნებ და უფალს მართლა არ უნდა რომ სიცოცხლის გამრავლებაზე კონტროლი მოგაპოვებინოს?! სიცოცხლის გახაგრძლივებაზე კი არა, გამრავლებაზე..(!)

და უკვე რომ მოგაპოვებინა?
მარტო ხელოვნურ საშვილოსნოშია საქმე?

ერთის მხრივ არსებობს ჩასახვის საწინააღმრდეგო უამრავი საშუალება, დაწყებული მექანიკურით და დამთავრებული ქიმიურით. ე.ი. "მინუს" მიმართულებით შობადობას 100%-ით გააკონტროლებ. რაც შეეხება "პლიუს" მიმართულებას აქ 100%-იანი კონტროლი ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგივე ხელოვნური განაყოფიერება, ან თუნდაც უბრალოდ მკურნალობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ცვლის გამრავლების მაჩვენებლებს უკვე კონტროლია.
ციტატა
საქმე ისაა რომ, რელიგია ემპირიულ დასკვნებს სულაც არ ეფუძნება

და მერე რა?
ცნობიერების მატარებელი უსულო ბავშვის იდეა (ხელოვნური განაყოფიერების მიზეზით?!) არის ტოტალური აბსურდი და ვიღაც ფუნდამენტალისტების თითიდან გამოწოვილი იდეა.

აბა, მითხარი ან წმინდა წერილში, ან სჯულის კანონში ან საერთოდ სადმე თუ არის ლაპარაკი უსულო ადამიანის არსებობის შესაძლებლობაზე და მითუმეტეს იმის არ მონათვლაზე...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 17 2010, 01:31 AM
პოსტი #44


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,845
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



S a l l y
ციტატა
რომელიღაცამ დაწერა, საშინელებაა ხელოვური გზით გაჩენილი ბავშვის ნათლობაო..თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?!

რა თქმა უნდა აქვს სული smile.gif

გიორგი
ციტატა
არამც თუ უფლება აქვს, ეს ბარბაროსობაზეც კი მეტია... ადამიანი (ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული) რომ მივიდეს სასულიერო პირთან და მომნათლეო რომ უთხრას, ქრისტეანი მინდა ვიყოო და ამაზე სასულიერმა პირმა უარი რომ უთხრას, მომაკვდინებელ ცოდვას აიღებს საკუთარ თავზე - ადამიანისთვის ქრისტეს ეკლესიის გზის ჩაკეტვას.

გეთანხმები

ვფიქრობ, ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით ჩვეულებრივი ბავშვები იბადებიან.
რა თქმა უნდა გარკვეული ბიოეთიკური პრობლემები არსებობს, თუნდაც ზედმეტი ემბრიონების პრობლემა, ასევე ის, რომ ბევრი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ადრეულ პერიოდში, ანუ ჯერ კიდევ სინჯარაში დაიღუპოს, ამიტომ თითოეული ადამიანი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას დათანხმდება თუ არა ამ მეთოდს.
ნუ ვიქნებით კატეგორიულები, უშვილობა მძიმე ჯვარია.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jan 17 2010, 01:45 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



გიორგი
ციტატა
არახელოვნური გზით მკურნალობა არ არსებობს

ციტატა
მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა.

ციტატა
მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ორივე ხელოვნური.

ციტატა
მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა)

ციტატა
შენი ლოგიკის პრობლემაც ამაშია... აბსოლუტურად ყველა მკურნალობა არის ხელოვნური

შენი პოსტის უდიდესი ნაწილი რატომღაც ამ ტერმინს უკავია, რომელიც თავის მხრივ მოცემულ სიტუაციაში არაარსსებითია. თუ გგონია რომ მაგით რამეში შემედავე ან მაგხელა პოსტი იმას ნიშნავს რომ საკითხი კარგად გესმის და მიზნობრივად საუბრობ ძალიან ცდები. ეს არის მარტივი მარტივი მაგალითის თითზე დახვევა რომელიც მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ყოველგვარ ხელოვნურ ქმედებას გმობს. თუ ბუნების და ცხოველების ზემოქმედებას ხელოვნურად არ ჩავთვლით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანი რომელიც კარგ ჰაერს სუნთქავს ან ცხენით მგზავრობს, ბუნებრივად მკურნალობს.

ეხლა კი იმ თემას მივუბრუნდები, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია და შენი ლოგიკის ჯაჭვში ერთი წინადადება უკავია.
ციტატა
ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება, უფლის ნებითვე ხდება მისი მკურნალობაც.

ისე ნება და დაშვება მე სხვანაირად მესმის. თუ ვიტყვით რომ ყველაფერი რაც ქვეყანაზე ხდება უფლის ნებაა გამოდის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ნება რაც ქრისტიანი ადამიანის უმთავრესი განსაზღვრებაა. უფლის ნება იყო სამყაროს შექმნა, სოდომის და გომორის დაქცევა ( ბუნებას არ გააჩნია თავისუფალი ნება ), ებრაელების ტყვეობიდან დახსნა...ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება მივაწეროთ უფლის ნებას მაგრამ ყოველივე დანარჩენი არის უფლის დაშვება, ეხლა რო მე პოსტს ვწერ, უფეხო რო ყავარჯნით დადის ქუჩაში და ა.შ. ღმერთის ნებასა და დაშვებას შორის იქ გადის ზღვარი სადაც ადამიანს შუძლია ცვლილების შეტანა. ადამიანის ჩასახვა კი უმნიშვნელოვანესი ქმედებაა, რადგან ქრისტიანულ რელიგიაში იგი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არსების ჩასახვა/არ ჩასახვა არის უფლის ნება, მაგრამ აბორტი, ადამის და ევას დაცემა, გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის უფლის დაშვება.

ნუ გვავიწყდება რომ ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამასთანავე ადამიანების რაოდენობრივი დიფერნციაცია, 3 ადამიანის სიცოცხლე უპირატესია ერთისაზე, არ ჯდება მართლმადიდებლურ რელიგიაში, მითუმეტეს პირიქით.


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 02:47 PM
პოსტი #46


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



gurulo
ციტატა
შენი პოსტის უდიდესი ნაწილი რატომღაც ამ ტერმინს უკავია, რომელიც თავის მხრივ მოცემულ სიტუაციაში არაარსსებითია.

ციტატა
თუ გგონია რომ მაგით რამეში შემედავე ან მაგხელა პოსტი იმას ნიშნავს რომ საკითხი კარგად გესმის და მიზნობრივად საუბრობ ძალიან ცდები.

შეიძლება არა არსებითად ვსაუბრობ, შეიძლება არც საკითხი მესმის კარგად (არც მედიცინის სფეროდან ვარ და არც თეოლოგიის), შეიძლება არამიზნობრივადაც ვსაუბრობ და შეიძლება ვერც შეგედავე შენი თვალთახედვით, მაგრამ ვთვლი, რომ ხელოვნური განაყოფიერება არ არის ქრისტეანობის საწინააღმრდეგო. smile.gif
ციტატა
ეს არის მარტივი მაგალითის თითზე დახვევა რომელიც მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ყოველგვარ ხელოვნურ ქმედებას გმობს.

არავითარ შემთხვევაში.
ჩემი ლოგიკა ასეთია:

1. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა დავგმოთ (თუ ხელოვნურობაშია საქმე)
2. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა მივიღოთ (თუ ხელოვნურობა პრობლემა არაა)
3. ხოლო, თუკი ზოგი რამ ხელოვნური მისაღებია და ზოგი რამ კი დასაგმობი, (ანუ ხელოვნურობის საკითხს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) მაშინ ძალიან კონკრეტული არგუმენტები უნდა დაიწეროს თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება დასაგმობი, მაგრამ სხვა რაღაც ხელოვნური პროცესი კი მისაღები. ეს კონკრეტული არგუმენტი კი უნდა იყოს ცალსახად განსაზღვრული თეოლოგიური მომენტი და არა ზოგადი ლაპარაკი, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, ეს ღვთის საქმეში ჩარევაა და ა.შ.

სამწუხაროდ ასეთ არგუმენტებს ვერ მივიღებ. ვერ მივიღებ, რადგან არც იმას საზღვრავ რას ნიშნავს ღვთის საქმეში ჩარევა , (მაგ. რატომ არის რომ რეპროდუქციაზე მკურნალობა არაა და განაყოფიერება კი არის) ვერ ვხვდები რას გულისხმობ იმაში რომ ადამიანი მნიშვნელოვანია და საერთოდ ვერსად ვერ ვხედავ ერთიან და ცალსახა პრინციპს თუ რატომ არის არაქრისტეანული ხელოვნური განაყოფიერება ანუ რაშია პრობლემა:

1. მეთოდის და ინსტრუმენტების ხელოვნურობაში?

მაშინ მართლა არ მესმის, უბრალოდ არ მესმის, მკურნალობა რატომაა მისაღები ხელოვნურობა/ბუნებრიობის გადმოსახედიდან და განაყოფიერება კი არა. თუ ხელოვნურობა/ბუნებრიობის საკითხი არაა არსებითი, მაშინ:

2. ადამიანის/სიცოცხლის დაბადებასთან რომ გვაქვს საქმე ეს არის პრობლემა?

თუ ესაა პრობლემა, მაშინ შობადობისთვის/რეპროდუქციისთვის მკურნალობაც (და არა სხვა რაიმესი!) იგივე გამოდის, რადგან ისიც შობადობას და ადამიანის/სიცოცხლის დაბადებაში ჩარევა გამოდის. არ იმკურნალებ - არავინ დაიბადება, იმკურნალებ - დაიბადება. თუ არც სიცოცხლის/დაბადების საკითხების გადაწყვეტაა მაშინ რა არის პრობლემა?
ციტატა
ისე ნება და დაშვება მე სხვანაირად მესმის. თუ ვიტყვით რომ ყველაფერი რაც ქვეყანაზე ხდება უფლის ნებაა გამოდის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ნება რაც ქრისტიანი ადამიანის უმთავრესი განსაზღვრებაა. უფლის ნება იყო სოდომის და გომორის დაქცევა, ებრაელების ტყვეობიდან დახსნა...ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება მივაწეროთ უფლის ნებას მაგრამ ყოველივე დანარჩენი არის უფლის დაშვება

ვიცი რაც არის ღვთის ნება და ღვთის დაშვება. განსხვავებაც ვიცი. ღვთის ნებაც და ღვთის დაშვებაც ყველა ქრისტეანს ერთნაირად უნდა ესმოდეს. მეც შენსავით მესმის, მაგრამ გააქვს რაიმე სერიოზული არგუმენტი, რომ მაგ. საშვილოსნოს მკურნალობა ღვთის ნებაა, ხოლო აი, ხელოვნური განაყოფიერება კი ღვთის დაშვება? თუ ორივე ღვთის დაშვებაა? თუ ორივე ღვთის დაშვებაა, მაშინ რა განსხვავებაა?

შეგიძლია არგუმენტირებულად გამცე პასუხი თუ რატომ არ არის ღვთის ნება ხელოვნური განაყოფიერების გამოგონება და რეალიზაცია? რატომ თვლი რომ ეს უბრალოდ ღვთის დაშვებაა? თუ ისევ ხელოვნურობას და ადამიანის დაბადებასთან კავშირზე დაიწყებ აპელირებას ასე ჩიხში შევალთ, რადგან სხვა სახის ხელოვნურ პროცესებს და ადამიანის დაბადებასთან უშუალოდ კავშირში მყოფ რეპროდუქციაზე მკურნალობას მისაღებად მიიჩნევ, ეს კი ერთის მხრივ ხელოვნური პროცესიც არის და მეორეს მხრივ კი მასზეა დამოკიდებული ახალი ადამიანის შექმნა.
ციტატა
ჩასახვა კი უმნიშვნელოვანესი ქმედებაა, რადგან ქრისტიანულ რელიგიაში იგი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არსების ჩასახვა/არ ჩასახვა არის უფლის ნება

გავიგე რომ უფლის ნებაა.
ახლა მაინტერესებს, როგორ მივაღწიოთ სინერგიას ანუ ისეთ ცხოვრებას, როდესაც ყველაფერში უფლის ნების განხორციელება გვინდა?

აი, ქალს აქვს კონკრეტული პრობლემა და ვერ ორსულდება. თუ ადამიანი არ ჩაერია ამ პროცესში (მატერიალურად) ვერც ვერასოდეს დაორსულდება. რა უნდა ქნას? მხოლოდ ილოცოს, რომ ღვთის ნება განხორციელდეს და იქნებ მაინც დაორსულდეს როგორმე, სასწაულით? თუ წავიდეს და იმკურნალოს? იქნებ უმარტივესი მკურნალობაც იოლად შველის...

არის მკურნალობა ღვთის ნებასთან (და არა დაშვებასთან) თანხვედრაში? იქნებ ღვთის ნება სწორედ ისაა რომ შვილი არ უნდა მიეცეს? ანდა პირიქით, იქნებ მკურნალობის შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება? საიდან დგინდება რა არის ღვთის ნება?

განვიხილოთ იდენტური ხელოვნური განაყოფიერებისთვისაც. არის ხელოვნური განაყოფიერება ღვთის ნება? იქნებ სწორედ ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება (და არა დაშვება) საიდან დგინდება ღვთის ნება?


ციტატა
გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის უფლის დაშვება.

კარგი.
გასაგებია.
გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის ღვთის დაშვება, ხომ?

და ამაზე რას იტყვი: რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 17 2010, 06:56 PM
პოსტი #47


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(athos @ Jan 16 2010, 11:04 PM) *

lingvo
ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ?
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება
1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი?
2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე?

ყველა დაბადებული ადამიანი უნდა მოინათლოს. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა.

ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 11:05 PM) *

lingvo

ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს...
მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ.

სქესის შეცვლის ოპერაციები და სხვა ამდაგვარი გავმიჯნოთ ჩვეულებრივი მკურნალობისგან. ანტიბიოტიკებით და და სხვა პრეპარატებით, ასევე სხვადასხვა ოპერაციები, რაც დაავადებული ადამიანის გასაჯანსაღებლად გამოიყენება რათქმაუნდა მისაღებია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 17 2010, 07:33 PM
პოსტი #48


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 02:47 PM) *

და ამაზე რას იტყვი: რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს?

გიორგი
ამაზე მე ვეცდები გიპასუხო. შენ ამბობ, რომ ხელოვნური ან ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ან არაფერი. მე კი ეს მგონია უკიდურესობად. და აი რატომ: ვფიქრობ, რომ

მკურნალობა მისაღებია.
ხელოვნური განაყოფიერება არა.


თუ მკურნალობის შედეგად ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა, ეს ღვთის ნებაა. და აქაა სინერგია ჩემი აზრით.
თუ ხელოვნური განაყოფირებით დაიბადა ბავშვი ეს უკვე ჩვენი ნებაა და ამიტომაა მიუღებელი ჩემთვის.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 17 2010, 07:45 PM
პოსტი #49


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 12:42 AM) *

lingvo
თუ ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა მაშინ ერთი სერიოზული არგუმენტიც კი რატომ ვერ მოვისმინე?
თუ ღმერთის გავლენა არაა ფეხის მოტეხვა და ღმერთი მხოლოდ უნაყოფობის საკითხში ერევა ხოლმე?

გიორგი
ჩემთვის ყველაზე დიდი არგუმენტია ღვთის ნების მორჩილება. ეს დავწერე ზემოთ, და სხვა არგუმენტის მოყვანას რა აზრი აქვს როცა ეს ყველაზე დიდი არგუმენტია? მივყვეთ ლოგიკურ მსჯელობას ამ არგუმენტის დასამტკიცებლად.

რა არის მედიცინის არსი? ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ჩვენი მოვალეობაცაა, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სხეულს, რომელიც სულთან ერთად მისგან მოგვეცა და ღვთის ტაძარია. ამიტომ სამედიცინო მეცნიერება, რომელიც ღვთის მადლით ეხმარება ადამიანს ფიზიკურ განკურნებაში მისთვის სათნოა.

20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნეში ვხედავთ არნახულ ტექნოლოგიურ პროგრესს. ადამიანს შეუძლია თავისი ნებით ხელოვნური განაყოფიერების გზით გამრავლდეს. აი აქაა პრობლემა ჩემი აზრით.

ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო ამ მეთოდს? გამოდის რომ ყოვლის შემძლე ღმერთს რომ ვთხოვთ შვილს და არ გვეძლევა, შემდეგ ბოლო იმედი ხელოვნური განაყოფიერებაა?! მორწმუნე ადამიანისთვის მემგონი ეს მიუღებელი უნდა იყოს.

და კიდევ ერთი. რელიგიის მიზანია ადამიანის სულის ცხოვნება. ადამიანის ჯანმრთელობას ამ კუთხით აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მკურნალობის შედეგად გახანგრძლივებული სიცოცხლე ადამიანმა სინანულში და სათნო ცხოვრებაში გაატაროს და ცხოვნდეს.

შვილიერებას კი არ აქვს პიროვნების ცხოვნებისთვის მნიშვნელობა. მემგონი მისარები არგუმენტია.

თემას ნუ განვიხილავტ სხვადასხვა კონტექსტში, არამედ მხოლოდ მართლმადიდებლური სწავლების ფარგლებში, თორემ აზრი არ ექნება მსჯელობას.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 08:42 PM
პოსტი #50


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
შენ ამბობ, რომ ხელოვნური ან ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ან არაფერი

რატომ არ კითხულობ ყურადღებით ჩემს პოსტებს? ასე ხომ ჩაციკლული რუტინისაკენ წავალთ? გარკვევით მეწერა მესამე პუნქტიც, სადაც კონკრეტულ არგუმენტაციას ვითხოვდი, მაგრამ ამაოდ:
ციტატა
1. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა დავგმოთ (თუ ხელოვნურობაშია საქმე)
2. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა მივიღოთ (თუ ხელოვნურობა პრობლემა არაა)
3. ხოლო, თუკი ზოგი რამ ხელოვნური მისაღებია და ზოგი რამ კი დასაგმობი, (ანუ ხელოვნურობის საკითხს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) მაშინ ძალიან კონკრეტული არგუმენტები უნდა დაიწეროს თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება დასაგმობი, მაგრამ სხვა რაღაც ხელოვნური პროცესი კი მისაღები. ეს კონკრეტული არგუმენტი კი უნდა იყოს ცალსახად განსაზღვრული თეოლოგიური მომენტი და არა ზოგადი ლაპარაკი, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, ეს ღვთის საქმეში ჩარევაა და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 08:57 PM
პოსტი #51


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო ამ მეთოდს?

არასწორი კუთხით მიგყავს ლაპარაკი. ამაზეც უკვე წინასწარ მეწერა ზემოთ პასუხი. რატომ არ წაიკითხე?

გარკვევით განვმარტე რომ რეპროდუქციაზე მკურნალობა პირდაპირკავშირშია ბავშვის დაბადებასთან.

კონტრკითხვა შენ: ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო თუ არა მკურნალობას, (ხელოვნურ განაყოფიერებაზე არა მაქვს ლაპარაკი...) რომელიც აღადგენს რეპროდუქციის უნარს? სიტყვაზე, ბლოკირებულია ფალოპის მილები...

ძალიან გთხოვთ, ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმრდეგოდ ნუ მოიშველიებთ ღვთის ნების მინდობას, რადგან ერთის მხრივ არ ვიცით რა არის ღვთის ნება, მეორეს მხრივ კი მაგ ლოგიკით ნებისმიერი მკურნალობა რეპროდუქციისათვის (ჯანმრთელობაზე არა მაქვს ლაპარაკი) და გამრავლების უნარის მიღწევისათვის ღვთის ნების საწინააღმრდეგო გამოდის.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 17 2010, 09:27 PM
პოსტი #52


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



როგორ გამოდის ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლა ხელოვნური განაყოფიერება, მაინც არ მესმის.. უფლის ხელში არაა სულის მიცემა - არ მიცემა?


ესეიგი შეიძლება არსებობდნენ სუსულო ადამიანებიც? ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულებს არა აქვთ სული?
ვერ ცხონდებიან?
არის ამაზე რამე საეკლესიო მოსაზრება?



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 09:34 PM
პოსტი #53


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



kato_Bato
ციტატა
ესე იგი შეიძლება არსებობდნენ უსულო ადამიანებიც? ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულებს არა აქვთ სული?
ვერ ცხონდებიან?
არის ამაზე რამე საეკლესიო მოსაზრება?

ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს. "უსულო ადამიანის ფენომენი" არის აბსურდი. მეტი არაფერი...

არადა ახლა წარმოიდგინე ადამიანური კუთხით... წყვილს არ უჩნდება ბავშვი, როგორ დანაღვლიანებული იქნებიან, სიყვარულიც თითქოს არასრულყოფილი იქნება, გაფერმკრთალებული და ამ დროს რა ლამაზად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მართლა არ მესმის ამაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი.... rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 17 2010, 09:41 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 09:34 PM) *

kato_Bato

ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს.


კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 17 2010, 09:46 PM
პოსტი #55


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



გიორგი
ციტატა
ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს. "უსულო ადამიანის ფენომენი" არის აბსურდი. მეტი არაფერი...

არადა ახლა წარმოიდგინე ადამიანური კუთხით... წყვილს არ უჩნდება ბავშვი, როგორ დანაღვლიანებული იქნებიან, სიყვარულიც თითქოს არასრულყოფილი იქნება, გაფერმკრთალებული და ამ დროს რა ლამაზად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მართლა არ მესმის ამაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი....

ჰოდა რაღაც ძალიან დიდი სიცარიელის და წინააღმდეგობის შეგრძნება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეიძლება ერთნი ამბობენ, რახან არ მისცა, არ დაუშვა ღმეთმაო, მაგრამ ეგრეც ხომ არ არის, ყველაფერს ხომ არ ჩაგაგონებს და მიგითითებს უფალი, ზოგი რამ შენით უნდა ქნა, როგორც "დამსახურებულმა" თავისუფალი ნების მქონე ადამიანმა.
ან რომელი ვართ მასეთი ზეაზროვნების, ყველაფერში და ყველგან ღვთის ნებას და მინიშნებას ვკითხულობდეთ?
საით მიმყავს ახლა, ყოველდღე ხომ არ არის ორგანიზმის მზაობა, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, გასანაყოფიერებლად?
მე როგორც ვიცი, ეს არის მხოლოდ 12 საათი თვეში, როცა კვერცხუჯრედი არისსაამისოდ მომწიფებული.
ვაიდა არ დაემთხვა რომელიმე წყვილის სქესობბრივი კავშირი ამ 12 საათს ან მის ირგვლივ 72 საათს(ამდენ ხანს არისო სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდი).

ეგ ღვთის ნებაა?

ღმერთმა არ ჩააგონა?

ეს ამბავი, ღვთის ჩაგონებით ხდება ოჯახში?

ისიც იკრძალება, გამოკვლევებით რომ დგინდება, როდისაა კვერცხუჯრედი გასანაყოფიერებლად მწიფე?

და მაინტერესებს კლონის საკითხი კიდევ...

sable
ციტატა
კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?

+1


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 17 2010, 10:12 PM
პოსტი #56


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ არა ხელოვნური განაყოფიერება. ამაში არ მეთანხმები?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 17 2010, 10:23 PM
პოსტი #57


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



sable
ციტატა
კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?

კლონირებულსაც ექნება სული. უსულო ადამიანი არ არსებობს. no.gif

lingvo
ციტატა
მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ არა ხელოვნური განაყოფიერება. ამაში არ მეთანხმები?

არა. no.gif
ორივე დასაშვებია.

P.S. სხვებსაც მოვუსმინოთ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 17 2010, 10:47 PM
პოსტი #58


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
კარგი, მოუსმინოთ მეგობრებს და მერე განვაგრძოთ მსჯელობა. ისე კონკრეტული თეოლოგიური არგუმენტი შენთვის არაა საკუთარი ნების დაპირისპირება ღვთის ნებასთან?

ღვთის ნება არაა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები, კლონირებული ადამიანი, არც ხელოვნური განაყოფიერება. ეს უკვე ზედმეტი კადნიერებაა ადამიანის და მეცნიურეული პროგრესით აპელირება.

უწმიდესმა ბრძანა ერთ-ერთ ქადაგებაში, კაცობრიობამ ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია, მაგრამ სულიერად კი დაეცაო. მემგონი ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია.

ფალოპის მილების გამტარობის აღდგენა კი, ჩვეულაბრივი მკურნალობაა და დასაშვებია. ამის გარჩევა ხელ. განაყოფიერებისგან მარტივია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 18 2010, 01:57 PM
პოსტი #59


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მე მგონია, ხელოვნური განაყოფიერება რომ ხდებოდეს ისე, რომ არცერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ხელოვნურად მოკვდინება (ანუ ფაქტიურად საშვილოსნოს გარეშე აბორტი) არ იყოს საჭირო. მაგ, ცდილობნდენ მაქს 2 ცალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებას და ორივეს განაყოფიერების შემთხვევაში, ორივე საშვილოსნოში ხვდებოდეს, იქ ამორალური და უზნეო არაფერი იქნებოდა. ასეთი რამის ხელოვნურად კონტროლი, შესაძლებელი უნდა იყოს, უბრალოდ გაცილებით უფრო შრომატევადია, ვიდრე ერთბაშად მრავალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება და იქიდან გადარჩევა. ამდენად, მგონია რომ სინჯარაშიც განაყოფიერდება თუ არა კვერცხუჯრედი, ეგეც ღვთის ნებაა და ხშირად ვერც საშვილოსნოში ახერხებს სამწუხაროდ განვითარებას (აბორტს არ ვგულისხმობ, ბუნებრივად რაც ვერ ნარჩუნდება იმას) ესეც ღვთის ნებაა. აი ჩვენი ნებაა და ღვთის დაშვება, სინჯარაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ამორჩევა და დანარჩენის მოკვდინება, რაც ჩემი აზრით აბორტთან გათანაბრებული ცოდვაა. თავად ხელოვნური განაყოფიერება, ფაქტი ცოდვად არ მიმაჩნია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 18 2010, 02:03 PM
პოსტი #60


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



k@the
ციტატა(k@the @ Jan 18 2010, 01:57 PM) *

მე მგონია, ხელოვნური განაყოფიერება რომ ხდებოდეს ისე, რომ არცერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ხელოვნურად მოკვდინება (ანუ ფაქტიურად საშვილოსნოს გარეშე აბორტი) არ იყოს საჭირო. მაგ, ცდილობნდენ მაქს 2 ცალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებას და ორივეს განაყოფიერების შემთხვევაში, ორივე საშვილოსნოში ხვდებოდეს, იქ ამორალური და უზნეო არაფერი იქნებოდა. ასეთი რამის ხელოვნურად კონტროლი, შესაძლებელი უნდა იყოს, უბრალოდ გაცილებით უფრო შრომატევადია, ვიდრე ერთბაშად მრავალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება და იქიდან გადარჩევა. ამდენად, მგონია რომ სინჯარაშიც განაყოფიერდება თუ არა კვერცხუჯრედი, ეგეც ღვთის ნებაა და ხშირად ვერც საშვილოსნოში ახერხებს სამწუხაროდ განვითარებას (აბორტს არ ვგულისხმობ, ბუნებრივად რაც ვერ ნარჩუნდება იმას) ესეც ღვთის ნებაა. აი ჩვენი ნებაა და ღვთის დაშვება, სინჯარაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ამორჩევა და დანარჩენის მოკვდინება, რაც ჩემი აზრით აბორტთან გათანაბრებული ცოდვაა. თავად ხელოვნური განაყოფიერება, ფაქტი ცოდვად არ მიმაჩნია.

+1

არა რა ამ 57-ე სკოლელებს რაღაც საოცარი თანდაყოლილი ნიჭიერება და აზროვნება გვახასიათებს... smile.gif

lingvo
ციტატა
ისე კონკრეტული თეოლოგიური არგუმენტი შენთვის არაა საკუთარი ნების დაპირისპირება ღვთის ნებასთან?

ამას ვერ ვხედავ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2018 - 05:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი