IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> გენმოდიფიცირებული პროდუქტები!, და შხამ-ქიმიკატები...
lingvo
პოსტი Jul 2 2010, 11:27 AM
პოსტი #41


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



საფრთხე, რომელიც გენურმა ინჟინერიამ მოიტანა


სურსათის უვნებლობა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. არადა, დღეს მთელ მსოფლიოში სურსათს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უფრო, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის მასშტაბები გაიზარდა.

გმო-ს აკრძალვა და ეტიკეტირება


საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას საზოგადოებაში უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. უკვე აღავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფრაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის რაიმე პროდუქტი მიღებული. პირველ რიგში, კი ეჭვებს პური იწვევს. როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, დიდწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. საკმაოდ რთულია, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლოს თავის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან.

საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმეული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გმო პროდუქცია ქართულ ბაზარზე. საქართველო გამოცხადდეს, ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად, თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხოს.

მარიამ ჯორჯაძე (ექსპერტი, ასოციაცია “ელკანას” დირექტორი): “შეუძლებელია საქართველო გმო პროდუქციისგან სრულიად თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საერთაშორისო კანონმდებლობით ჯარიმების გადახდა დაგვეკისროს. იმპორტიორმა შეიძლება უჩივლოს ქვეყანას, რომ ის დამატებით ბარიერებს უქმნის მეწარმეებს. თუ ქვეყანას გმო ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად აცხადებ, მაშინ უნდა გქონდეს იმის საშუალებაც, რომ გააკონტროლო ეს პროცესი და საზღვარზე არ შემოვიდეს ასეთი ტვირთი. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება. ეს თვით ევროგაერთიანებამაც კი ვერ შეძლო, რომ გმო პროდუქტი მაინც აეკრძალა. თავად მოსახლეობას შეუძლია თავისი თემი გამოაცხადოს ასეთ თავისუფალ ზონად და არ დაუშვას ასეთი პროდუქციის შეტანა. ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, მსგავსი გამოცხადება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”.

გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების მიზანია, რომ არ მოხდეს საქართველოს უნიკალური აგრარული ჯიშების გადაგვარება. როგორც ცნობილია, ამ სფეროს გაუკონტროლების გამო საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე.

მზა პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება, რათა მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა სახის პროდუქციას ყიდულობს. თანაც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირება გამოიწვევს მასზე ფასის დაწევას. საგულისხმოა, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს.
“ეტიკეტირება მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ შესაძლოა საქართველოში ამის განხორციელებაც რთული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა არსებობდეს. ამასთან სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს, სპეციალური ლაბორატორები უნდა მოქმედებდნენ, სადაც მზა პროდუქტი გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველობაზე შემოწმდება, თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული ეტიკეტირების განხორციელება” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით.

გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადებას მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა ეტიკეტირების მომხრეა. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის იზოლირება მაინც შეუძლებელია სისტემური კონტროლის სირთულეების გამო და თანაც ასეთ პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს. თანაც საქართველოს საზღვრები ბიოლიგიურად გამჭვირვალეა და ქვეყნის იზოლაცია ბუნებრივი შეღწევისგან მხოლოდ კუნძულებზეა შესაძლებელი. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეები იშველიებენ ბიოუსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო აქტებსაც, რომლის მიხედვითაც ასეთი ვალდებულება ქვეყნებს არ აქვთ.

აერთაშორისო რეგულირება ბიოუსაფრთხოების სფეროში ემყარება ბიოუსაფრთხოების ოქმს (კარტახენას ოქმი), რომელიც, თავის მხრივ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას (ე.წ. რიოს დეკლარაციას) ეყრდნობა. საქართველო რიოს კონვენციის მხარეა 1997 წლიდან, ხოლო კარტახენას ოქმის რატიფიცირება პარლამენტის მიერ 2008 წლის შემოდგომაზე მოხდა.

სხვათა შორის, მსოფლიოში გმო პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. თუმცა ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია. “15 წელია, რაც გენმოდიფიცირებული კულტურები არენაზე გამოჩნდნენ, მაგრამ არც ერთ ამ კულტურას თავისი მოსავლით ინდუსტრიული ჯიშებისთვის არ გადაუჭარბებია. ისინი მაღალმოსავლიანობით ნაკლებად გამოირჩევიან. ასე რომ, შეხედულება, თითქოს მსოფლიოს შიმშილისგან იხსნის, არ დასტურდება. გმო პროდუქტებს არც უკეთესი კვებითი ღირებულება გააჩნიათ და მოსავლიანობა აქვს უკეთესი. ამასთან, ამ ტექნოლოგიის გამოყენება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამდენად გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა საკმაოდ ძვირია და გათვლილია ინდუსტრიული წარმოების და არა მცირე და ღარიბი ფერმერების მოთხოვნილებებზე” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.
საგულისხმოა, რომ გენური ინჟინერიის განვითარებამ და ბაზრებზე გმო პროდუქციის გამოჩენამ სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ამ მხრივ სერიოზული პოტენციალი გააჩნია, მთავარია სწორი პოლიტიკის წარმოება.

შოთა ცუკოშვილი (”ახალგაზრდა ფერმერთა სახლის” თავმჯდომარის მოადგილე): “გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქცია დღევანდელ კვერცხს ჰგავს, ამიტომ განვითარდა ის ასე სწრაფად. ჩვენ მომხრე ვართ ბიომეურნეობების განვითარების, როცა პროდუქციაც ხარისხიანია და მომხმარებელიც კმაყოფილი. ასეთი ბიომეურნეობების შესაქმნელად ფერმერის, გლეხის სტიმულირებაა საჭირო, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალია. სოფლის მეურნეობის სწორად წარმართვა დამოკიდებულია დარგობრივ სამინისტროზე. აუცილებელია სუბსიდიები, ასევე, კონტროლი იმ სახეობის პროდუქციის იმპორტზეც, რომელთა ანალოგებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ და საკუთარ ქვეყანაში ვერ ყიდიან, რადგან ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული, მაგრამ იაფი პროდუქციით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება ჩვენს ფერმერს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე იმპორტიორებს გენმოდიფიცირებულის. ამიტომ ადგილობრივი ბაზარი იჩაგრება. თუმცა ესეც მოგვარებადია, თუკი სწორი პროპაგანდა იქნება, მომხმარებელი არ არის სწორად ინფორმირებული გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქციის შედეგზე. თუკი საზოგადოებას დავუსაბუთებთ ბიოპროდუქციის უპირატესობას და გენმოდიფიცირებულის მავნებლობას, დამერწუნეთ, 1 წლიანი სააგიტაციო პროგრამა საკმარისი იქნება ადგილობრივი ბაზრის განვითარებისათვის”.

რა გმო პროდუქტებს მივირთმევთ?


გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იანი წლებიდან განვითარდა. თავდაპირველად ეს “სინჯარის” მეცნიერება იყო და მისი პრაქტიკული გამოყენების იდეა ქიმიურ კონცერნებს ეკუთვნოდათ. კომერციული მიზნით,
გენმოდიფიცირებული კულტურები პირველად 1996 წელს დაითესა. სხვათა შორის, საქართველოშიც გმო პროდუქცია ამ დროიდან შემოდის.

გენმოდიფიცირებული კულტურები გენური ინჟინერიის გზით მიიღება. მცენარეებში ასეთ დროს უცხო გენის ჩანერგვა ე. წ. გენის თოფით ხდება. ანუ, მცენარეული უჯრედის ბაქტერიით ინფიცირებას აქვს ადგილი და ამ დროს უცხო გენი ამ უჯრედში გადადის. გენური ინჟინერიის მეთოდებით შესაძლებელია თევზის გენის პომიდორში ჩანერგვა, ან ღორის გენისა – კარტოფილში და ა.შ.

გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით დღეისათვის ოთხი ძირითადი კულტურა მიიღება: სოიო, სიმინდი, ბამბა და კანოლა (თალგამის ნაირსახეობა). კვლევები ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მარცვლეულ, პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებზე, ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებსა და ისეთ ხემცენარეებზეც კი, როგორიცაა ფიჭვი, ალვის ხე, ევკალიპტი და სხვ. დღეისათვის მსოფლიოში სულ 30-მდე მცენარეზე არის ნებართვა გაცემული კომერციულ თესვაზე. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიას თითქმის სრულად ფლობს 6 მულტინაციონალური კომპანია: მონსანტო, სინჯენტა, დუპოინტი, ბასფი და ბაიერი.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები მრავალნაირია – გარკვეული ვაქცინები, წამლები, საკვები დანამატები და მრავალი გადამუშავებული თუ დაკონსერვებული საკვები პროდუქტი შეიცავს მკვდარი მოდიფიცირებული ორგანიზმების ან არაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველ კომპონენტებს. გენმოდიფიცირებული სოიის თუ სიმინდის კომპონენტები შესაძლებელია ისეთ პროდუქტებშიც კი შეგვხვდეს, როგორიცაა შოკოლადი, იოგურტი, ძეხვი, და სხვ. ლუდის წარმოება და პურის საცხობები ხშირად გენმოდიფიცირებულ საფუარს იყენებენ… როგორ ცნობილია, საქართველოში ძირითადად გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ინსულინი შემოდის. ასეთი ინსულინი შედარებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი გზით წარმოებული პროდუქტი.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს ისმის, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი საკვების მიღება და უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.
სპეციალისტების პასუხი მარტივა. მათი თქმით, გმო პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

“ასეთი კვლევები, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ამ კვებით დიეტაზე, არ ჩატარებულა. თანაც ასეთი პროდუქციის გამოჩენიდან მოკლე პერიოდია გასული და დაკვირვება ბევრს ვერაფერს მოგვცემდა. ექსპერიმეტები ვირთაგვებზე ჩატარდა და მათ შემთხვევაში იმუნოდეფიციტი აჩვენა. არის ვარაუდი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების სიმისვნური გადაგვარება, ასევე ალერგიები” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ. დასკვნების თანახმად, ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.

ალბათ, უახლოეს წლებში გენმოდიფიცირებული პროდუქცია მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორი რეგულაციებიც არ უნდა იქნეს შემოღებული, გმო პროდუქტები მაინც აღმოჩნდება ბაზარზე. მთავარია, მათ შესაბამისი ნიშანი მაინც ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს.

ნინო ლოლაძე
წყარო: http://www.ambioni.ge/safrtze-romelic-genu...neriam-moitana/


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 2 2010, 05:02 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



sad.gif sad.gif sad.gif

სამწუხაროდ ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში არავის ადარდებს გმო, მთავარია იაფი იყოს ყველაფერი

ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, ნახავს რომ ქართველი გლეხი სიტყვაზე კარტოფილს კილოს 5 ლარად ყიდის, რა ამბავია იტყვის მე ხომ თურქეთიდან შემოტანილს 2 ლარად ვიყიდი, ხოდა იყიდის 10 კილოს 20 ლარად და მეორე დღეს შევა ისი პარიში ან მექსში და 300 ლარს დატოვებს,

თუ ადამიანი ნამდვილი ტყავის ფეხსაცმელში 300 ლარს იხდის და ამბობს რომ ურჩევნია ხარისხიანი "ტავარი" შეიძინოს, ვიდრე ხელოვნური ტყავი, იგივე ადამიანი რატომ იგივეს არ ფიქრობს საკვბზე, ნაგავი საჭმლის ყიდვას ამჯობინებს იმიტომ რომ იაფი ღირს და ლამაზი შესახედია, ან პოპულში და გუდვილში იყიდება



ისე ატმან ამ ამბავში ჩათვალე შენთან ვარ, იმიტომ რომ მე სერიოზულად ვარ დაინტერესებული აგრარული მეურნეობით და ჩვენი ჯიშებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jul 2 2010, 06:18 PM
პოსტი #43


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



'მონსანტო' – the most evil company in the world


ნახეთ ქართული სტატიაა და ძალიან საინტერესო ki.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jul 2 2010, 08:55 PM
პოსტი #44


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ისე ადრე რომელირაც გადაცემაში იყო სიუჟეტი რომ, ე.წ. 'შავ პურს" საღებავით აძლევენ ფერს და ისე ცხვება, , სასარგებლოა გაღივებული ხორბლის პური smile.gif უსაფუაროდ ცხვება და არაა მავნებელი თუმცა დიდი რაოდენობით მიღება არ ვარგა,გაღივებული ხორბალი ცოტა რთულად მოსანელებელია .
აი საღეჭ რეზინას საერთოდ აღარ ვეკარები,ემულგატორების დიიდი ბუდეა,( საკბვები პროდუქტებიდან თითქმის ყველაზე გვიან საღეჭ რეზინას გასდის ვადა sad.gif )


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 2 2010, 09:26 PM
პოსტი #45


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



რაიმე მცდელობა არის იმისი რომ ეგ პროდუქტი ვიცნო? რომ გავარჩიო რომელი გენმოდიფიცირებული და რომელია ჯანსაღი?
თუ რომელიც უფრო ძვირია ის ჯანსაღია და რომელიც იაფი ის გენმოდიფიცირებული? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 2 2010, 09:53 PM
პოსტი #46


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ფილმში ერთი ამერიკელი ფერმერი საუბარობს, რომ კორპორაცია "მონსანტო" ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს ყველა სახის საკვებ პროდუქტზე მსოფლიოში...

ikanosi
ვერ გაარჩევ არ არის მარკირებული. ამისათვის ხორბლისა და სხვა კულტურების თესლის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს, რომელიც დიდი ალბათობით გენმოდიფიცირებულია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 2 2010, 09:58 PM
პოსტი #47


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



lingvo
ვერც გემოთი?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 2 2010, 10:03 PM
პოსტი #48


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(ikanosi @ Jul 2 2010, 10:58 PM) *

lingvo
ვერც გემოთი?

ხშირ შემთხვევაში ალბათ ვერც გემოთი. ფილმში ერთი მეცნიერი საუბრობს, რომ როდესაც საცდელ ვირთაგვებზე ატარებდნენ გენმოდიფიცირებული საკვებით ექსპერიმენტს, აღენიშნებოდათ მსხვილი ნაწლავის გადიდება (სიმსივნის წინაპირობა) და იმუნიტეტის მომატებული რეაქცია-ო. ესეიგი ორგანიზმი აღიქვამდა გენმოდიფიცირებულ საკვებს როგორც უცხოს. შეიძლება იყოს კვლევები როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე....
ერთი სიტყვით ამ კორპორაციის მიზანია განდევნოს ბუნებრივი ჯიშები და დაამკვიდროს ყველგან გენმოდიფიცირებული თესლები და შემდგომში საკვები. საშინელება...


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jul 3 2010, 12:30 AM
პოსტი #49


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ისადა ამბობენ სოიოს ყველანაირი ნაწარმი გენმოდიფიცირებულიაო და ამაზე თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია?


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 3 2010, 04:26 AM
პოსტი #50


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



fiore
ციტატა
ისადა ამბობენ სოიოს ყველანაირი ნაწარმი გენმოდიფიცირებულიაო და ამაზე თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია?


კი მასეა. ნაღდ სოიოს ვერ იპოვი საქართველოში.


ისე პომიდორს მართლა თევზის გემო აქვს, მეც შევამჩნიე biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 9 2010, 07:06 AM
პოსტი #51


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Mass Protests against GM Crops in India

http://www.i-sis.org.uk/gmProtestsIndia.php

მონსანტოს მარცვლეული მეორედ აღარ მოდის და გლეხები იძულებულნი არიან ისევ კომპანიისგან იყიდონ
გმ პროდუქტს დიდი რაოდენობით ჰერბიციდები და ქიმია უნდა
ამიტომ ამ კულტურების ზონაში მწერები იხოცებიან, ტრადიციული კულტურები აღარ ნაყოფიერდება და ა.შ,

ეს თემა პირდაპირ კავშირშია პლანეტის overpopulation =თან
დაგუგლეთ ერთად overpopulation და GM
ნახავთ ბევრ საინტერესოს
დღეს ტრადიციული აზროვნება "ადამიანი უპირველეს ყოვლისა" კონფლიქტშია გარემოსთან
და ამ თემის ირგვლივ ბევრი ინტრიგა არსებობს
ნახეთ შესაბამისი თემები http://www.scientificamerican.com/ განსაკუთრებით საინტერესოა მკითხველების აზრები, ნახავტ სტატიების ბოლოში


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 9 2010, 01:59 PM
პოსტი #52


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



გენმოდიფიცირებულის ჭამა არ მხიბლავს : |

მირჩევნია ჭიანი ვაშლი იყოს, მაგრამ ჩემს მიწაზე მოყვანილი, ვიდრე ლამაზი და გენმოდიფიცირებული


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Jul 9 2010, 02:53 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



სააკაშვილის მრევლს უნდა აჭამო დღეში ოთხჯერ ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jul 10 2010, 03:46 PM
პოსტი #54


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



გუშინ სტუმარი მყავდა და მითხრა,მარკეტში დიდი შეფუთული მწვანე ვაშლები ვიყიდეო,მსგავსი საზიზღრობა არ მიჭამია არაფრის გემო არ ჰქონდა ნმარტო შესახედად იყო ლამაზიო,ინგლისში კიდევ გენომოდიფიცირებული მეთოდით თეთრი მარწყვი გამოიყვანეს, ანანსის გემო აქვსო და ეს ტუტუცი ინგლისელებიც ყიდულობენ თურმე რიხინით,შე დალოცვილის შვილო თუ ანანასი გინდა გვერძე არ უდევს მაგ მარწყვს? (სულ მამა თეოდორეს სიტყვები მახსენდება ხოლმე,ვაშლი ვაშლია და ატამი ვერ გახდებაოsmile.gif(თუნდაც ვაშლაატამა იყოსოbiggrin.gif)

და კიდევ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მარილიან ჩხირებში, (კრეკერებიც)უფრო მეტი ემულგატორებია ვიდრე სხვა საკვებში,გამომცხვარი პური 3 დღის მერე უკვე ობდება,მით უმეტეს ცელოფნის პარკში და რით ინახავენ თვეობით აბა წარმოიდგინეთ? sad.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 10 2010, 04:36 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



izi-bartki
ციტატა
და კიდევ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მარილიან ჩხირებში, (კრეკერებიც)უფრო მეტი ემულგატორებია ვიდრე სხვა საკვებში,გამომცხვარი პური 3 დღის მერე უკვე ობდება,მით უმეტეს ცელოფნის პარკში და რით ინახავენ თვეობით აბა წარმოიდგინეთ?

კონსერვანტებით იზი, კონ სერ ვან ტე ბით sad.gif
გაძეძგილია პირდაპირ.
თვითმკვლელობა თუ გინდა, ეგეთი რამეები უნდა ჭამო აქტიურად.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jul 10 2010, 08:30 PM
პოსტი #56


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(terra @ Jul 10 2010, 04:36 PM) *

izi-bartki

კონსერვანტებით იზი, კონ სერ ვან ტე ბით sad.gif
გაძეძგილია პირდაპირ.
თვითმკვლელობა თუ გინდა, ეგეთი რამეები უნდა ჭამო აქტიურად.

დიდებს ვინ ჩივის მე ის მაგიჟებს ამ პატარა ბავშვებს რომ ატენიან პირში, გამომხმარ ჩიფსებს და ათას უბედურებას mad.gif შემწვარი კარტოფილი მეორე დღეს აღარ ვარგა ამას კიდევ აწერია შენახვის ვადა 3-ანვის ვადა 6 ტვე 6 თვე...sad.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 11 2010, 06:12 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



მგონი ამ თემას შეეფერება:



ჭამა აღარ მოგინდება რა კაცს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 15 2010, 10:23 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




უყურეთ!!

http://rutube.ru/tracks/3251490.html?v=ff7...=true&bmstart=0


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 20 2012, 10:01 PM
პოსტი #59


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



რა ვქნათ აბა, რა ვჭამოთ?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 9 2013, 07:10 PM
პოსტი #60


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857





tv3 ახალი შექმნილი იყო სხვადასხვა გადაცემები გადიოდა ყურადსაღები

ერთერთი ასეთ თემაზეც იყო (იმედია სწორად მახსოვს ამ არხზე იყო თუ არა)

ეგ ცდა (ეგრედ წოდებული experiment) ძლიერ სახელმწიფოებს სხვა ქვეყნებზე უკვე ჰქოდნა ჩატარებული

და საერთოდ როცა ქართველმა გადაწყვიტა რომ toyota prado-თი უდნა იაროს სახლი უდნა ჰქონდეს კარგი evro remont-ით შვილი, მომავლის ინგლისურ სკოლაში უდნა ატაროს, კომპიუტერით უნდა აგვარებდეს საქმეს, შარვალ-პიჯაკი უდნა ეცვას და ისე უნდა უფროსობდეს სხვა ქართველებზე და ეს საამაყოა, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა მეფუტკრეობა, არარ უნდა გლეხი ხომ არაა,

აი მაშინ ამ სიბლწის ღირსი ნამდვიალდ ვართ რასაც დღეს gen modification product ეწოდება


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2018 - 12:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი