IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მღვდელი და ფსიქიატრი, თავსდება კი ერთმანეთთან?
saria-giorgi
პოსტი Jan 26 2011, 03:03 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ადამიანებს ხშირად უჭირთ თავისთავად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. მორწმუნენი კი ხშირად, თითქმის ყოველთვის მიმართავენ სულიერ ხემძღვანელს, სასულიერო პირს. სწორედ აქვე ჩნდება კითხვა, რა საჭიროა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი?
სასულიერო პირს მივმართავთ, როდესაც ვგრძნობთ შინაგან დაცემას და გვინდა შენდობა მივიღოთ, ასევე კურთხევის დარღვევის პერიოდში, რომელიც იწვევს ფსიქიკურ აშლას, ხიბლს. თვითნებური გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში გვანადგურებს. შინაგანად გვტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ არასწორად მოვიქეცით, გვეწყება არეულობა გულსა და გონებაში, ვგრძნობთ დანასაულს. ეს არის სულიერი ნარკოტიკი ცოდვის სახით, რომელიც აზრის შედეგად შემოვიდა, რომლის ერთბაშად განკურნება შეუძლებელია, თუ მღვდელი ამჩნევს, რომ მას ასეთად დავადებული ადამიანის განკურნება არ შეუძლია, აგზავნის ფსიქიარტთან, რადგან ყოვედღიურად ჰქონდეს ურთიერთობა, ხოლო ფსიქიატრი თავის მხრივ მღვდელთან. ერთმანეთს არ გამორიცხავენ კურნების პროცესში მღვდლისა და ფსიქიატრის ქმედებები. მღვდელი ხედავს რა, რომ აღმსარებლის სულიერი მდგომარეობა ნორმალური არაა (არცერთი ცოდვილის მდგომარეობაა ნორმალური, მაგრამ აქ იგულისხმება უკიდურესი, გაგიჟების მომეტამდე მისული ადამიანი) ამ შემთხვევაში აკურთხებს წავიდეს ფსიქიატრტან.
სულიერი და სხეულებრივი კურნება ეკლესიაში ხვდება, ამის მაგალითები დაიძებნება ძველსა და ახალ აღთქმაში. კეთროვნები, როდესაც განკურნა უფალმა, უთხრა მიდით და მღვდელს ეჩვენეთო, ასევე განრღვეულსაც. მოსეს პერიოდში მრავალი ჭირი დაატყდათ ეგვიპტელებს, მაგრამ მისი ლოცვით სასჯელები იხსნებოდა, თუ ურჩობდნენ უბრუნდებოდათ. სასჯელს არა მხოლოდ ფიზიკური ზიანი, არამედ სულიერი დეგრადაციაც მოჰყვება. ადამიანს აზროვნება ეცვლება და დეპრესიასი ვარდება, უკიდურეს შემთხვევაში სულელდება. ხსნა ისევ წესრიგშია. მორწმუნე უფრო ადვილად იტანს ყველანაირ გაჭირვებას, რადგან მან იცის, რომ არაფერი წარტაცებს ღვთის მადლ, გარდა ცოდვისა, რასაც ერიდება კიდევაც. არც ჭირი, არც იწროება, მხოლოდ დაცემა ანადგურებს.
გამოკვლევის შედეგად დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ მდიდარი, რომელიც ღარიბდება უფრო მეტად თავს იკლავს, ხოლო გამდიდრებული ღარიბი, რომელიც ჩვეულ მდგომარეობაში ვარდება, ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას, მსგავსად იობისა, რომელსაც ყვეწლაფერი წაერთვა და ღმერთი არ დაუგმია. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მართლმადიდებლებს არ სჭირდებათ ფსიქოლოგები და მათი დახმარება, პირიქით არის ისეთი მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანი ურწმუნმოა და მღვდელი მას არ სჭირდება, ურჩევნია ფსიქოლოგტან მისვლა, მორწმუნე ფსიქოლოგს შეუძლია კატეხიზაციაც კი გაუწიოს და სულიერად კვებოს ადამიანი, ილოცოს მასზე, ესაა დიდი ნუგეში პაციენტისთვის. ურწმუნო ფსიქოლოგთან მისვლა უფრო ამძიმებთ და ფაქტებიც არსებობს, მათგან უფრო დამძიმებული გამოსული ადამიანების თვითმკვლელობისა, რადგანაც მათ აკლიათ ჯერ სულიერი ხელმძღვ ანელები, მათ სჭირდებათ სულიერი დახმარება, მხოლოდ თეორიული ცოდნა არაა საკმარისი, სულიერადაც უნდა იყოს გამოწრთობილი ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგიური დაავადების სამ ჯგუფს განარჩევენ: ენდოგენია (შიზოფრენია, შიზოფრენიული ფსიქოზი, აფექტური ფსიქოზი) ენდოგენალური დაავადება (ეპილეფსია, ტვინის ქერქის ტრამვა, ალცგეიმერი, პიკა, პარკისონი და სხვ.,) ეგზოგენო-ორგანული დავადება (ინფექციურ-ორგანული დავადება) ეკზოგენია (ალკოჰოლი, ნარკომანია ტოკსიკომანია), ასევე ფსიქოლოგიური პათოლოგია (ასევე იგულისხმება გონების გადაღლა). ამ დავადებათა ბუნება განსხვავდება. ბევრი სეიძლება ვწეროთ და დისერტაციებიც კი დავიცვათ ამ საკითხების გარშემო, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდეთ სადისერტაციო. ადამიანის გონება მაშინ არის მშვიდად, როდესაც მორჩილებას განიცდის, მისი გონება მშვიდადა და მეტი დატვირთვისგან თავისუფალი. არასწორ წიგნებსაც შეუძლია ადამიანი შინაგანად მოსალოს, ამიტომ ხელმძღვანელი აუცილებლად სჭირდება ადამიანს. მისი გონება იმაზე იგება, რასაც ისრუტავს ინფორმაციის სახით.
იოგას ვინც მისდევს, მათ რიგებშიც მეტია დაავადებული, თითქოს ერთი შეხედვით მშვიდი გარემო აქვთ, საკუთარ თავში ღრმავდებიან, მაგრამ ასეთი ადამიანები უფრო მეტად საკუთარ ძალებში დარწმუნებული გონებას ატალახებენ და უჯრედების დაქვეითებას ახდენენ, მათ გარეგნული ძალა მეტი ეძლევათ გარეშე ძალებისგან, ვიდრე სულიერი მშვიდი წყობა. იოგისტების მეტი ნაწილი, რომლებიც სიღრმისეულ ფაზებში არიან შესულნი, აღმაფრენებსა და აღტაცებებს განიცდიან, რაც რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტასა და სულიერ ხიბლს იწვევს.
ფსიქოთერაპია, ეს მედიცინის საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს საქართველოში და არც რუსეთში, მართლმადიდებლურ ქვეყნებში სპეციალური უნივერსიტეტი, სადაც შეიძლება კარგი სპეციალისტების აღზრდა.
ერთადერთი სერიოზული წიგნი შემიძლია დავასახელო, რომელიც ქართულ ენაზე არცაა, სოლიდური და სულისთვის სასარგებლო წიგნია:Мелехов Д.Е. «Психиатрия и вопросы духовной жизни» ინტერნეტშიც არის. მიტროპოლიტი იეროთეოზ (ვლახოსი) ,,მართლმადიდებლური ფსიქოტერაპია" და ასევე, რომელიც რუსულ ენაზეა: Жан-Клод Ларше «Исцеление психических болезней (Опыт христианского Востока первых веков)», М., Из-во Сретенского монастыря, 2007, 223 с.
ბავშობიდანვე აუცილებელია, რომ ბავშვებს ავუხსნათ ღვთის ნებისა და მისგან დასვებული სხვადასხვა სახის ქმედებების შესახებ, უნდა მივაჩვიოთ ტკივილის ატანასა და მოთმინებას, ასეთი ბავშები ჯანსაღები და ოცნებებს მოკლებულნი იქნებიან.
დეპრესიის დროს აუცილებელია გვერდით გყავდეს მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, თუ მორწმუნეა მღვდელი, რომელსაც გულს გაუხსნის და ეტყვის რამ მიიყვანა ამ მდგომარეობაში, თუ მხოლოდ რჩევა არ კმარა, ანტიდეპრესანტი უნდა დაუნიშნოს უკვე ფსიქიატრმა, ეს აუცილებელია. არსებობს ქრონიკული დეპრესია, რომლისგან ხსნა ძალიან ძნელია, ადამიანი ამ მდგომარეობამდე უუნარობის შედეგად მიდის, რადგან მას არაფრის და არავის იმედი არ ქონდა, ამ შემთხვევაში მას სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, ფსიქიკის მობრუნება სულიერი წამლობით, არა თუ რჩევებით, არამედ ლოცვით: ეკლესიის ლოცვა ადამიანს აჯანსაღებს, რადგან მადლმოსილება და მისი გატარება მხოლოდ მორწმუნეთა ერთობაშია.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Nov 27 2011, 11:44 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



მე მაწუხებდა ცხოვრებაში საშინელი დეპრესია, თავის მოკვლის სურვილიც რო გამცენია და რო წამკიტხავს და მსმენია ასეთი რამეები, მამაოს და ეკლესიის დახმარების ამები, მივმართე ტაძარს და მამაოს, ვიფიქრე ისინი გამიგებენ და დამეხმარებიანთქო, ოჯახის მამაოსტანც ვიყავი მისული, რომელიც კარგად მიცნობდა მეც და ჩემს ოჯახს მაგრამ მათგან არაფერი მიგრძვნია მე დახმარებისა თუ თანადგომის მსგავსი. მათგან უფრო მეტად შეურაწყოფილი და დამცირებული წამოვედი. მერე მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე იქ მაინც მივიღებ სულიერ დახმარებასთქო და მივედი მამაოსთან და ვთხოვე იქნებ ამაში დამეხმაროთთქო და აუ, ეგ ეგრე ადვილი კი არ არის შენ რომ გგონიაო და არც ამაში შემიწყო ხელი. ასეა, არაფერში დამეხმარა ეკლესია და მამაო და მერე მე მოვერიე საკუთარ თავს, მე გავუწიე ისევ დახმარება და მე ჩემით დავამარცხე ეს დეპრესია. ახლა კარგად მესმის ასეთი ადამიანების და შემიძლია გავუგო ჩემი გამოცდილება და ცოტათი მაინც დავეხმარო მათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 28 2011, 07:13 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



peritoniti

შენ თუ ერთგან ვერ შეგხვდა წესიერი მღვდელი და დახმარება ვერ გაგიწია, არ ნიშნავს იმას, რომ სამღვდელოება და მით-უმეტეს ეკლესია არ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 28 2011, 07:17 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

შენ თუ ერთგან ვერ შეგხვდა წესიერი მღვდელი და დახმარება ვერ გაგიწია, არ ნიშნავს იმას, რომ სამღვდელოება და მით-უმეტეს ეკლესია არ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს.

thumbs.gif thumbs.gif
ერთი კი არა არაერთი მოძღვარიც რომ შეგხვედროდა ,,უღირსი"არ ნიშნავს იმას რომ მთელი სამღვდელოება ,,უღირსია"და გაჭირვებულს არ ეხმარება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Nov 28 2011, 09:29 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ციტატა
შენ თუ ერთგან ვერ შეგხვდა წესიერი მღვდელი და დახმარება ვერ გაგიწია, არ ნიშნავს იმას, რომ სამღვდელოება და მით-უმეტეს ეკლესია არ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს.

მე მაგალითი მოვიყვანე აქ მხოლოდ ერთი მამაოსი თორე ეს იმას არ ნიშნავს რო 1-ის მეტს არ შევხვედრივარ. (ამის დაზუსტება, აქ ამ საიტზე, თუ მომიწევდა არ მეგონა. იმიტო აღარ ვახსენე სხვა ფაქტებიც) კი, გეთანხმებით, ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა ეგეთია, თუმცა სერიოზულ ანტირეკლამას რო უწევს ეკლესიას და აკომპლექსებს ადამიანს და განაგდებს ეკლესიისაგან ეს ფაქტია. ბევრი ვიცი ადამიანი რომელიც ამის გამო განუდგა ეკლეისიას. და თუ ვცდები იქნებ თქვენ მირჩიოთ აბა მამაო და ეკლესია სადაც შევძლებ მისვლას და სადაც შეძლებენ ჩემს თანადგომასა და დახმარებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 28 2011, 09:50 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
გეთანხმებით, ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა ეგეთია, თუმცა სერიოზულ ანტირეკლამას რო უწევს ეკლესიას და აკომპლექსებს ადამიანს და განაგდებს ეკლესიისაგან ეს ფაქტია

ფაქტია.
ციტატა
იქნებ თქვენ მირჩიოთ აბა მამაო და ეკლესია სადაც შევძლებ მისვლას და სადაც შეძლებენ ჩემს თანადგომასა და დახმარებას.

არაა პრობლემა .,,როგორი მამაო"გინდა გაგაცნო?

1-მჭევრმეტყველი თუ მდუმარებაში მყოფი
2-თეოლოგიურად ძალიან ძლიერი თუ პრაქტიკულად შეუდარებელი
3-ფიზიკურად უდიდესი ძალის მქონე თუ ღმრთის ნებით დაუძლურებული
4-ერში მყოფი თუ მონასტერში
5-მანქანით მოსიარულე თუ სახედრით
6-მკაცრი და სამართლიანი თუ ლმობიერი(ვინმე რომ არ დააფრთხოს)
7-ბრძოლებისგან გამოცდილი(ხანშიშესული) თუ ახალგაზრდა და ,,საომრად"შემართული
8-მზრუნველი თუ სალოსური ღვაწლის მტვირთველი

და აღარ გავაგრძელებ...
როგორ მოძღვართან გსურს შეხვედრა თქვი?(გასაგებია რომ მომისმინოსო,მაგრამ მარტო მოსმენა ხომ არაა საქმე.მისი სულიერი მდგომარეობა,გამოცდილება,განს
ჯის უნარი და.ა.შ. არის მთავარი)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 28 2011, 09:51 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
მე მაგალითი მოვიყვანე აქ მხოლოდ ერთი მამაოსი თორე ეს იმას არ ნიშნავს რო 1-ის მეტს არ შევხვედრივარ. (ამის დაზუსტება, აქ ამ საიტზე, თუ მომიწევდა არ მეგონა. იმიტო აღარ ვახსენე სხვა ფაქტებიც)

არც მე მეგონა, თუ ჩემი სიტყვების განმარტება დამჭირდებოდა, მაგრამ რას იზამ, ეს უნდა გავაკეთო.

მაგალითს მოგიყვან: ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს.
ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს?

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ყველა ადამიანი სულიერად დაავადებული და დაზიანებულია, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება.
ამ შემთხვევაში კი ეკლესიაა საავადმყოფო, მოძღვარი - ექიმი.
ციტატა
და თუ ვცდები იქნებ თქვენ მირჩიოთ აბა მამაო და ეკლესია სადაც შევძლებ მისვლას და სადაც შეძლებენ ჩემს თანადგომასა და დახმარებას.

მადლობა ღმერთს, რომ დღესაც მრავლადაა საქართველოს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირები და მე მრავალ მათგანს კარგად ვიცნობ.
ვიცნობ ისეთ მოძღვრებს, რომელთაც შეუძლიათ მთლიანად გაიზიარონ ადამიანის დამძიმებული მდგომარეობა, ბოლომდე თანაუგრძნონ და გვერდში დაუდგნენ.

გინდა კონკრეტულად დაგისახელო ეს სასულიერო პირები?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Nov 28 2011, 11:59 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ციტატა
მაგალითს მოგიყვან: ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს.
ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს?

არასწორი მაგალითი მოგყავს. თუ ექიმი გეტყვის გიმკრნალებო მაგრამ ძვირს გიფასებს ან არამცალიო მაშინ კი დაიწყებ სხვა ექიმის ძებნას მაგრამ როცა ექიმი დაგრწმუნებს რომ მაგას არაფერი ეშველებაო მაშინ მართლა შეიძლება ჩაიქნიო ხელი მკურნალობაზე და შეეგუო ბედს. და ბევრი ადამიანი ვიცი რომელიც უკვე ასე შეგუებია ბედს და აღარ ებრძვის იმ დაავადებას, პათოლოგიას თუ რაიმე ნორმიდან გადახრას რომელიც აწუხებს მას. ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამაშიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 29 2011, 12:16 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



peritoniti
ციტატა
არაფერში დამეხმარა ეკლესია და მამაო და მერე მე მოვერიე საკუთარ თავს, მე გავუწიე ისევ დახმარება და მე ჩემით დავამარცხე ეს დეპრესია.

რა გინდა ძამიკო, ეკლესია კი არა, თავად უფალი შეგწევია და დაგხმარებია smile.gif
არარანი ვართ ღმერთის შეწევნის გარეშე.
და ნუ აიკვიატებ, რომ, საკუთარი ძალებით შეძელი ის, რაც შეძელი.
ვისი შექმნილი ხარ? ვინ გაძლევს სუნთქვას და სასიცოცხლო ძალებს?
ვინ გკვებავს და გმოსავს? ვინ ისმენს შენს ლოცვას?
ვის ხელშია შენი არსებობა?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 29 2011, 12:21 AM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 28 2011, 02:51 PM) *

peritoniti

არც მე მეგონა, თუ ჩემი სიტყვების განმარტება დამჭირდებოდა, მაგრამ რას იზამ, ეს უნდა გავაკეთო.

მაგალითს მოგიყვან: ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს.
ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს?

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ყველა ადამიანი სულიერად დაავადებული და დაზიანებულია, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება.
ამ შემთხვევაში კი ეკლესიაა საავადმყოფო, მოძღვარი - ექიმი.

მადლობა ღმერთს, რომ დღესაც მრავლადაა საქართველოს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირები და მე მრავალ მათგანს კარგად ვიცნობ.
ვიცნობ ისეთ მოძღვრებს, რომელთაც შეუძლიათ მთლიანად გაიზიარონ ადამიანის დამძიმებული მდგომარეობა, ბოლომდე თანაუგრძნონ და გვერდში დაუდგნენ.

გინდა კონკრეტულად დაგისახელო ეს სასულიერო პირები?

აი ამ პოსტისთვის და ასეთი პასუხისათვის დიდი პლიუსი შენ ჩემგან +++++++++


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 29 2011, 03:29 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
არასწორი მაგალითი მოგყავს. თუ ექიმი გეტყვის გიმკრნალებო მაგრამ ძვირს გიფასებს ან არამცალიო მაშინ კი დაიწყებ სხვა ექიმის ძებნას მაგრამ როცა ექიმი დაგრწმუნებს რომ მაგას არაფერი ეშველებაო მაშინ მართლა შეიძლება ჩაიქნიო ხელი მკურნალობაზე და შეეგუო ბედს.

კარგი რა, ერთი მანახე ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა კვდება და პირველივე შემხვედრ ექმის დაუჯერებს, რომელიც ეტყვის, რომ აღარაფერი გეშველება და ისღა დაგრჩენია საკუთარი კუბოს ფული გაამზადოო.
რომელი ჭკუათმყოფელი და მართლა სასიკვდილოდ დასნეულებული ადამიანი ეწრმუნება ვიღაც ექმის ამგვარ სიტყვებს?
ციტატა
და ბევრი ადამიანი ვიცი რომელიც უკვე ასე შეგუებია ბედს და აღარ ებრძვის იმ დაავადებას, პათოლოგიას თუ რაიმე ნორმიდან გადახრას რომელიც აწუხებს მას. ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამაშიც.

მე უფრო მგონია, რომ საკუთარი პოზიციის გამართლება გინდა და ამიტომ არ გსურს საღად მსჯელობა.
თუკი ეს ასე არ არის, ეხლა ხომ მაინც გაიგე, რომ არსებობს უამრავი მართლაც ღირსეული და ჭეშმარიტი სასულიერო პირი, რატომ არ მიმართავ მათ?
ადამიანს რომ რაღაც სერიოზულად დაჭირდება, ცხრა მთას გადააბრუნებს, სანამ არ იპოვის და შენ რა დაგემართა?

ნაინა
ციტატა
აი ამ პოსტისთვის და ასეთი პასუხისათვის დიდი პლიუსი შენ ჩემგან +++++++++

დიდად მადლობელი ვარmadlioba.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამას
პოსტი Dec 1 2011, 06:42 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 29 2011, 03:29 PM) *

ადამიანს რომ რაღაც სერიოზულად დაჭირდება, ცხრა მთას გადააბრუნებს

..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 24 2011, 07:10 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ციტატა
მე უფრო მგონია, რომ საკუთარი პოზიციის გამართლება გინდა და ამიტომ არ გსურს საღად მსჯელობა.
თუკი ეს ასე არ არის, ეხლა ხომ მაინც გაიგე, რომ არსებობს უამრავი მართლაც ღირსეული და ჭეშმარიტი სასულიერო პირი, რატომ არ მიმართავ მათ?
ადამიანს რომ რაღაც სერიოზულად დაჭირდება, ცხრა მთას გადააბრუნებს, სანამ არ იპოვის და შენ რა დაგემართა?

ჯერ ერთი ახლა უკვე აღარ მჭირდება და კიდე იცი რა. რო ამბობ რო ქვეყანას გადააბრუნებს ადამიანიო, ბევრი ადამიანი არის რომელსაც არ შესწევს ბრძოლის უნარი, თანადგომა უნდა. ვერ ებრძვის ცხოვრებას და მას გაგება და დახმარება უნდა. ყველას არ აქვს ეს ბრძოლის უნარი. ასეთ ადამიანს მე თუ ვერ გავუგე შეიძლება წავიდეს და სხვა იპოვოს მარა ალბატ მამაო ვალდებულია სწორად გაუგოს. ისეთი მამაო, რომელიც ასეთ ღირსებებს ვერ ფლობს ეკლესიაში არ უნდა ხვდებოდეს. როგორც არაკვალიფიციურ ექიმს შეიძლება ავადმყოფი შემოაკვდეს ასე შეიძლება არაკვალიფიციურ მღვდელს ადამიანის სული შემოაკვდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 24 2011, 07:25 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ისეთი მამაო, რომელიც ასეთ ღირსებებს ვერ ფლობს ეკლესიაში არ უნდა ხვდებოდეს

ხშირად გვსმენია ამგვარი რაღაცეები.
უღირსი სამღვდელოება...რუის-ურბნისის კრებაა მოსაწვევი...არ აქვთ სულიერება...

სხვა რა არის აქ სრულყოფილი და უშეცდომო მღვდელი რომ იყოს?
მღვდელი კი არა სატანა უახლოესი ანგელოზი იყო ღვთისა,თავად უჭვრეტდა მის დიდებას,მაგრამ საშინლად დაეცა და თან წაიყოლა ანგელოზთა ,,რაზმი"
გასაგებია,რომ გარკვეული სასულიერო პირები ან ცუდად იქცევიან ან ვერ ასრულებენ მოვალეობას,მაგრამ ჩვენი ჯვარი ხომ მღვდლის ჯვარზე ბევრად ნაკლებია?ვზიდავთ მას? ვერა.
ხოდა თუ ჩვენ ვერ ვზიდავთ იმ ჩვენს მარტივ ჯვარს,რატომ ვითხოვთ ყველა მღვდლისგან,რომ უცოდველი იყოს?რომ შეცდომა არ მოუვიდეს?
ციტატა
როგორც არაკვალიფიციურ ექიმს შეიძლება ავადმყოფი შემოაკვდეს ასე შეიძლება არაკვალიფიციურ მღვდელს ადამიანის სული შემოაკვდეს!

ნამდვილად სეიძლება ეგრე.მოხდეს,მაგრამ ეხლა მე გეტყვი.სახელმწიფომ რომ გაამკაცროს სამედიცინოზე მიღება,ჩაუტაროს გამოცდები ექიმებს.(ვინც ვერ ჩააბარებს ჩამოართვას უფლება)დარჩენილებს გადამზადების კურსები ჩაუტაროს და განახორციელოს კიდევ უამრავი ასეთი ღონისძიება გვექნება გარანტია ან შედეგი იმისა,რომ არც ერთი ექიმი არ იქნება დამნაშავე პიროვნების სიკვდილში?
ვერანაირად.
ხოდა დავანებოთ თავი ამ ,,მაღალ იდეალებზე"ლაპარაკს და რაღაც ,,უცდომელის აგებას".
ლაპარაკი ადვილია:განვკვეთოთ,გავაგდოთ,
ულიერება არ აქვს,გამოცდილება არ გააჩნია...
ჩვენ თავს მოვუაროთ და ვზიდოთ ის მცირე ჯვარი რაც სასულიერო პირებთან შედარებით ჩვენ მოგვანიჭა შემოქმედმა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 24 2011, 08:43 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ექიმსა და მღვდელს შორის კიდე იცი რა განსხვავებაა?! რატომ შეიძლება ექიმს ეპატიოს და მღვდელს არა. ექიმის შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ მასზე - შესაძლებელია ჭრილობა არ შეხორცდეს, დაჩირგდეს, ან თვითონ ავადმყოფმა მიიღოს რაიმე პროვოკაციული ფაქტორი, ან რაიმე მიკრობი მოხვდეს ორგანიზმში რამაც გამოიწვიოს მარცხი. და ექიმს დაბრალდეს მარცხი, ხოლო მღვდელი-ადამიანის ურთიერთობაში ყველაფერი დამოკიდებულია მღვდლის საუბრაზე, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებია ყველაფრის გადამწყვეტი და გარე ფაქტორი არაფერი უშლის ხელს. შეიძლება ადამიანი ვერ დააყენოს სწორ გზაზე, მაგრამ გულნატკენი და შეურაწყოფილი რო არ გაუშვას ამაში არავინ და არაფერი უშლის მას ხელს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 24 2011, 09:30 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მღვდელი-ადამიანის ურთიერთობაში ყველაფერი დამოკიდებულია მღვდლის საუბრაზე, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებია ყველაფრის გადამწყვეტი და გარე ფაქტორი არაფერი უშლის ხელს.

აბა ეხლა მითხარი ვინაა ისეთი ვინც იესო ქრისტეზე ბრძნულად საუბრობს?
ვისი პირიდან ამომავალი სიტყვებია უფლის პირიდან გამოსულ სიტყვებზე სასარგებლო?
ვისი მოქმედებაა თავად იესო ქრისტეს მოქმედებაზე რაიმეთი აღმატებული?
პასუხი ერთია-არავის.
ხოდა თუ ასეთი ,,პიროვნება",მოსული სოფლად ვერ იცნო ხალხმა,და უფრო მეტიც-საერთოდ მოკლეს იგი.იგი,რომელიც გამუდმებით მოძღვრავდა,არიგებდა,ასწავლიდ
ა,კურნავდა...ვერ იცნეს.მისი სიტყვები ვერ მიიღეს.
დააკვირდი!ვერც ღმერთის და ვერც კაცის სიტყვები ვერ მიიღეს.
და მოკვდავის(თუნდაც მღვდლის სიტყვებს მიიღებენ თუ არ უნდათ?მის კურთხევას შეასრულებენ თუ არ უნდათ?)
ხოდა ზუსტად ასეთები ლაპარაკობენ დღეს ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევაზე,და ,,უღირსთა"განკვეთაზე.


ციტატა
მისი პირიდან ამომავალი სიტყვებია ყველაფრის გადამწყვეტი და გარე ფაქტორი არაფერი უშლის ხელს.

ეხლა მე გეკითხები:უფალზე მეტად უნდა ვინმეს რომელიმე კონკრეტულის ადამიანის გადარჩენა?არა!
აბა რატომ ვერ მივიღეთ იგი?რატომ მოვკალით იგი?



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 25 2011, 12:02 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
ექიმსა და მღვდელს შორის კიდე იცი რა განსხვავებაა?! რატომ შეიძლება ექიმს ეპატიოს და მღვდელს არა. ექიმის შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ მასზე - შესაძლებელია ჭრილობა არ შეხორცდეს, დაჩირგდეს, ან თვითონ ავადმყოფმა მიიღოს რაიმე პროვოკაციული ფაქტორი, ან რაიმე მიკრობი მოხვდეს ორგანიზმში რამაც გამოიწვიოს მარცხი. და ექიმს დაბრალდეს მარცხი, ხოლო მღვდელი-ადამიანის ურთიერთობაში ყველაფერი დამოკიდებულია მღვდლის საუბრაზე, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებია ყველაფრის გადამწყვეტი და გარე ფაქტორი არაფერი უშლის ხელს. შეიძლება ადამიანი ვერ დააყენოს სწორ გზაზე, მაგრამ გულნატკენი და შეურაწყოფილი რო არ გაუშვას ამაში არავინ და არაფერი უშლის მას ხელს!

საკუთარი გამოცდილებიდან ამბობ?

კიი, არის სამღვდელოების ისეთი ნაწილიც, რომელთაც არაფერი გაეგებათ მართლმადიდებლობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, სიყვარულსა და მეგობრობაში.
რას იზამ, უღირსი სამღვდელოება ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ თუკი ადამიანი მართლაც ჭეშმარიტად მაძიებელია ღვთისა და უკეთესი ცხოვრებისა (სულიერებაში), ის არ დაბრკოლდება ამგავრ სასულიერო პირებთან ურთიერთობით და სხვას მონახავს.

თუკი ერთაგნ ექიმი არ მოგწონს, მკურნალობაზე საერთოდ ხომ არ აიღებ ხელს?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 25 2011, 02:00 PM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
kiss1.gif

***

ფსიქიატრი არა, მაგრამ ფსიქოლოგია კი უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ადამიანურ ურთიერთობებს სჭირდება გარკვეული სახის გამოცდილება ან ფსიქოლოგიური ცოდნა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთევანი777
პოსტი Jan 18 2013, 07:52 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892



peritoniti
ციტატა
მე მაწუხებდა ცხოვრებაში საშინელი დეპრესია, თავის მოკვლის სურვილიც რო გამცენია და რო წამკიტხავს და მსმენია ასეთი რამეები, მამაოს და ეკლესიის დახმარების ამები, მივმართე ტაძარს და მამაოს, ვიფიქრე ისინი გამიგებენ და დამეხმარებიანთქო, ოჯახის მამაოსტანც ვიყავი მისული, რომელიც კარგად მიცნობდა მეც და ჩემს ოჯახს მაგრამ მათგან არაფერი მიგრძვნია მე დახმარებისა თუ თანადგომის მსგავსი. მათგან უფრო მეტად შეურაწყოფილი და დამცირებული წამოვედი. მერე მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე იქ მაინც მივიღებ სულიერ დახმარებასთქო და მივედი მამაოსთან და ვთხოვე იქნებ ამაში დამეხმაროთთქო და აუ, ეგ ეგრე ადვილი კი არ არის შენ რომ გგონიაო და არც ამაში შემიწყო ხელი. ასეა, არაფერში დამეხმარა ეკლესია და მამაო და მერე მე მოვერიე საკუთარ თავს, მე გავუწიე ისევ დახმარება და მე ჩემით დავამარცხე ეს დეპრესია. ახლა კარგად მესმის ასეთი ადამიანების და შემიძლია გავუგო ჩემი გამოცდილება და ცოტათი მაინც დავეხმარო მათ

სწორად მიხვედრილხარ მეგობარო...
"შეიცან" თავი შენი - გვეუბნება უფალი.
რა იცის ვიღაც უცხო მამაომ ადამიანის სულის ტკივილი?
ჩვენზე უკეთესად ხომ ვერ გაიგებს ის ჩვენი სულის ტკივილს?
სწორად მოქცეულხარ, როცა გადაწყვიტე საკუთარ თავს შენთვითონ მიხედო!
ადამიანის სხეული არის ღვთის ტაძარი და მას გამუდმებით სჭირდება "დასუფთავება".
ადამიანი თვითონ უფალია თავისი თავის.. ტყუილად კი არ გვაქვს ქართულ ენაში ესეთი შესანიშნავი სიტყვა "თავისუფალი" ანუ საკუთარი თავის უფალი - ბატონ-პატრონი...
სულიერება მაღლა უნდა იდგეს ყოფიერებაზე. გამუდმებით ამაზე უნდა ფიქრობდეს მოკვდავი ადამიანი.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს კაცი უამრავი პრობლემის დაძლევას...
ფაქტიურად არ არსებობს პრობლემა, რომ ვერ დაძლიოს მორწმუნე ადამიანმა. ის უფრო მდგრადი ხდება მიწიერი, უარყოფითი მოვლენების მიმართ და ადვილად ვერავინ ვერ შეაცდენს...
გისურვებ წარმატებებს მეგობარო, სულიერ სიმტკიცეს და სულიერად გაზრდას!:)


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 10:26 PM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქეთევანი777
ციტატა
რა იცის ვიღაც უცხო მამაომ ადამიანის სულის ტკივილი?

ბანს ეთამაშები...

უკვე მერამდენედ აყენებ სასულიერო პირს თუ ეკლესიას შეურაცხყოფას...

შენ რაც გინდა ის იფიქრე და რასაც როგორ გინდა ისე შეხედე მაგრამ თუ ფორუმზე გინდა ყოფნა პატივი ეცი მომხმარებელთა აბსოლიტურ უმრავლესობას და მათ რელიგურ გრძნობებს ნუ აყენებ შეურაცხყოფას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2018 - 02:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი