დიდი მამა ვიტალი სიდორენკო, 1დეკემდერს მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი მამა ვიტალი სიდორენკო, 1დეკემდერს მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა |
kent5 |
Dec 1 2010, 09:33 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
დღეს მამა ვიტალი სიდორენკოს გარდაცვალების დღეა. ეს იყო მამა როგორებიც /ყოველთვის/ მაგრამ განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოს წამალივით ესაჭიროება. თუმცა არც იმ ქვეყნიდან გვაკლია მათი ლოცვა-კურთხევა, მართმადიდებლებო თაყვანი ეცით მამა ვიტალი სიდორენკოს.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
May 17 2018, 05:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვისაც მამა ვიტალისთან ჰქონდა ურთიერთობა, აღნიშნავდნენ, რომ მისი სწავლებები და დარიგებები დიდხანს ამახსოვრდებოდათ, თითქოს ებეჭდებოდათ გონებაში.
ერთხელ, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მას ქადაგება სთხოვეს. მამა ვიტალი გამოვიდა ამბიონზე და აუჩქარებლად, ისე წაიკითხა ღირსი სერაფიმეს ტროპარი, თითქოს სულს ამ სიტყვებში დებდა, შემდეგ აკურთხა ხალხი, მიულოცა დღესასწაული და საკურთხეველში დაბრუნდა. ბევრი ჰყვებოდა, - იმ დღეს მოგვეჩვენა, თითქოს არასოდეს წაგვეკითხა წმინდა სერაფიმეს ტროპარი და პირველად მაშინ განგვეცხადა მისი აზრიო." "სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ ზეპირად სამი აკათისტო იცოდა: მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზისა. როცა გზად მიდიოდა, ხმამაღლა კითხულობდა." მამა ვიტალი [სიდორენკო] ჰყვებოდა: "დედაჩემი რწმენაში სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ მოიყვანა, შემდეგ მონაზვნად ანდრონიკას სახელით აღიკვეცა. მე მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ უფალს მისთვის სიკვდილის წინ მაინც მიეცა სინანული. უფალმა კი უფრო მეტი მისცა, ვიდრე მე ვთხოვდი: ის ანგელოზის სქემაშემოსილი გარდაიცვალა". "მამა ვიტალის [სიდორენკო] დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 11:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი