IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხატწერა, კანონიკა
expert:)
პოსტი Mar 20 2009, 10:59 AM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 20-March 09
წევრი № 6,686



ქართული მონუმენტური ფერწერა ერთ-ერთი გამორჩეულია აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროსში. ხატმებრძოლეობის პერიოდშიც კი არასოდეს გამხდარა საქართველო ანიკონური. უნიკალურია გარეჯის სკოლა, სვანეთის სკოლა. . . მართლაც დაუსრულებლად შეიდძლება ვისაუბროთ ამ თემაზე. . . . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 5 2009, 07:45 PM
პოსტი #22


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



expert:)
თავად დაიწყე მოყოლა, პერიოდების მიხედვით smile.gif
და ჩვენც შიგადაშიგ თუ კითხვები გვექნება, შეგეკითხებით smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shalvapaint
პოსტი Jun 22 2009, 03:34 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-June 09
წევრი № 7,158



რა მასალაზე იწერებახატი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 22 2009, 11:29 PM
პოსტი #24


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(shalvapaint @ Jun 22 2009, 03:34 PM) *

რა მასალაზე იწერებახატი?

მთავარია იყოს მყარი მასალა, ძირითადად იწერება სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ ხის დაფაზე ან ქვაზე smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 27 2009, 10:05 AM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეკატუნიკო,
შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან?
და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას?
სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ...


მაგალითისათვის მე არ დავდებ აქ, რომ თქვენი შემოქმედებიდან არ გადავიდეთ სხვა თემაზე:
რუსული ხატი
http://artealbrecht.files.wordpress.com/2008/05/03-bolg.jpg
ბერძნული
http://www.studionicoli.com/immagini/icona2.jpg
სირიული
http://www.russiaecumenica.it/repository/p...%2036,5x47z.jpg
სომხური
http://www.azad-hye.net/media/a1/andrey-an...v-icon-2000.jpg
კოპტური
http://www.pddm.it/vita/vita_09/n_04/cari_amici0001.gif
კათოლიკური
http://www.pastoralefamiliare.it/images/icona-beltrame2.jpg

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Nov 27 2009, 09:04 PM
პოსტი #26


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



KAIROS
ციტატა
შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან?

ცოტა რთულია ქართული, რუსული და ბერძნული სტილების განსხვავებებზე ლაპარაკი, ასე კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი, თუმცა თუ გამოცდილია ხატმწერი, ერთი შეხედვით გაარჩევს ქართულ ხატს სხვა ხატებისგან.
საერთოდ ქართულ ხატებში ყველაფერი პირობითად აღინიშნება, ხაზგასმული არ არის ფიზიკური სილამაზე და ანატომიური აგებულებაც დეფორმირებულია, აქცენტი არ კეთდება სამოსზე და სხვა დეტალებზე.
თუმცა ბოლო პერიოდში დაწერილი ხატების უმრავლესობაზე ვერ იტყვი რომ სუფთა ქართული ხატებია (მათ შორის ჩემი ხატებიც), უფრო სხვადასხვა სტილების სინთეზია, თუმცა ქართული სული მაინც იგრძნობა, თვალში არ გხვდება რაიმე დეტალი.

ციტატა
და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას?

რაც შეეხება კოპირებას, ცუდი ნამდვილად არ არის როცა ხატმწერი რომელიმე ცნობილი ხატის ასლს აკეთებს, მითუმეტეს თუ "ახალბედაა" და ახლა იწყებს სწავლას, ეს პირიქით ეხმარება, მე ის უფრო არ მომწონს როცა ცდილობენ შექმნან ე.წ. "თავისი სტილი", ხატწერა ფერწერაა არაა რომ რომელიმე ხატმწერის სტილი გამოკვეთილი იყოს (არ ვგულისხმობ რუბლოვს და სხვებს) თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია

ციტატა
სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ...

ჩემი ბოლო ღვთისმშობლის ხატიც ბერძნულია biggrin.gif
მარა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე სულ ბერძნულ ხატებს დავწერ biggrin.gif უბრალოდ ძალიან მიყვარს ის ხატი და თავისით დამეწერინა wub.gif

ისე მაინც ვთვლი რომ ქართველებმა ქართული ხატები უნდა ვწეროთ smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 28 2009, 12:17 AM
პოსტი #27


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხატწერა ფერწერაა არაა რომ რომელიმე ხატმწერის სტილი გამოკვეთილი იყოს (არ ვგულისხმობ რუბლოვს და სხვებს) თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია

რატო?
რუბლოვი ციდან ხომ არ ჩამოვარდა? განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ smile.gif ანდა ირაკლი ცინცაძეს, ან თუნდაც დავით აღმაშენებლის მომხატავს?
დანარჩენი საინტერესოა, მე ვფიქრობ,რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენი სტილის და მანერის აღმოჩენაზე და თავიდან დამკვიდრებაზე.
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 28 2009, 12:25 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



KAIROS

ციტატა
რატო?
რუბლოვი ციდან ხომ არ ჩამოვარდა? განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ ანდა ირაკლი ცინცაძეს, ან თუნდაც დავით აღმაშენებლის მომხატავს?
დანარჩენი საინტერესოა, მე ვფიქრობ,რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენი სტილის და მანერის აღმოჩენაზე და თავიდან დამკვიდრებაზე


მასე მგონი ხატების მაგიერ ნახატებით შეიმკობა ეკლესია. რაღაც ეკატოს პოზიცია უფრო სწორი მეჩვენება.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 28 2009, 12:45 AM
პოსტი #29


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



KAIROS
ციტატა
ირაკლი ცინცაძე

wub.gif wub.gif wub.gif

რაც შეეხება თემას, მე ვფიქრობ, რომ ხატმწერი ისეთივე შემოქმედია, როგორც ნებისმიერი ხელოვანი smile.gif ესეც ღვთისგან მონიჭებული მადლია, ასე რომ არაფერია იმაში ცუდი, თუკი რომელიმე ხატმწერს თავისი ინდივიდუალური ხელწერა გააჩნია, მთავარია კანონიკა არ იყოს დარღვეული smile.gif მეტსაც ვიტყვი, შეიძლება კონკრეტული ხატის ასლი გააკეთო მაგრამ ის მაინც შენი იყოს და ყველა ხატში გამოირჩეს smile.gif მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ასე ვფიქრობ smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Nov 28 2009, 01:22 AM
პოსტი #30


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



KAIROS
ციტატა
განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ

ის, რაც ჩემ მასწავლებელს ათასში გამოარჩევს, ხელწერაა და არა სტილი, ეს კი სულ სხვადასხვა რამეა, ჩვენ რომ ყველამ ჩვენი სტილის შექმნაზე ვიზრუნოთ, წარმომიდგენია რა მოხდება, ხელწერას კი ვერსად გავექცევით, ვისა როგორი ხელი აქვს ისეთI ხატები გამოსდის.
თუმცა ამბობენ რომ ხატს ადამიანი კი არა ანგელოზი წერს კაცის ხელით smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 28 2009, 03:31 AM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხელწერაა და არა სტილი

ძალიან კარგი, მოდი ახლა გავარჩიოთ, რატომ უნდა იყოს მარტო რუბლოვის "სტილი", რომელიც ჩემთვის რუსული სტილის ერთერთი მწვერვალია და არ უნდა იყოს ქართული სტილი?
თუ ბადრის შიშის არ იყოს, ნახატებად იქცევა ხატი, ქართული სტილის თუ იქნება?
ჩემს ავატარს შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართული სტილია (ხელწერა უცნობი ავტორისა, რომელსაც არ ვიცნობთ), ჰოდა რაა ცუდი იქ? ნახატია? smile.gif
არა...არამედ ჩვენი სიამაყეა.
ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული...
ნანინას ვეთანხმები მთლიანად, ირაკლი ჩემი ძმაა და ძალიან მიყვარს...
ციტატა
ხატმწერი ისეთივე შემოქმედია, როგორც ნებისმიერი ხელოვანი ესეც ღვთისგან მონიჭებული მადლია, ასე რომ არაფერია იმაში ცუდი, თუკი რომელიმე ხატმწერს თავისი ინდივიდუალური ხელწერა გააჩნია, მთავარია კანონიკა არ იყოს დარღვეული მეტსაც ვიტყვი, შეიძლება კონკრეტული ხატის ასლი გააკეთო მაგრამ ის მაინც შენი იყოს და ყველა ხატში გამოირჩეს

რათქმაუნდა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Nov 28 2009, 10:26 AM
პოსტი #32


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



KAIROS
ციტატა
ჩემს ავატარს შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართული სტილია (ხელწერა უცნობი ავტორისა, რომელსაც არ ვიცნობთ), ჰოდა რაა ცუდი იქ? ნახატია? smile.gif

შენ ავატარად ძალიან კარგი ხატი გაქვს. ყინწვისის ფრესკაა. მართლაც განსაკუთრებულად ლამაზია.
აი კიდევ ყინწვისის ფრესკები:
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ასევე გამოვარჩევდი ატენის მოხატულობას.
IPB-ს სურათი

ყველა ხატმწერს უნდა ჰქონდეს თავისი ხელწერა. რათქმაუნდა მასში იქნება რომელიმე სტილის გავლენა, მაგრამ თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს. კარგია ქართული სტილი, მე მომწონს ძალიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართველი ხატმწერის ნამუშევრებში შეიმჩნევა ბერძნული სტილის გავლენა. მეპირადად მომწონს ბერძნულიც, ძალიან დახვეწილია.

საკმაოდ ბევრი სტილის გავლენა შეიმჩნევა ზურა მოდებაძის ხატწერაშიც. ეს ადამიანი უძლიერესია თავის საქმეში. შესწავლილი აქვს ხატწერის ყველა სტილი და ყველადან აქვს აღებული რაღაც. საკმაოდ ბევრი ტაძარი აქვს მოხატული და ამ საქმის პროფესიონალია. ესეც მის მიერ შექმნილი ფრესკები.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ციტატა
ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული...

გეთანხმები. კარგი იქნება თუ აღდგება მართლაც ისეტი ხატწერა, როგორიც ადრე იყო. დღევანდელი ქართული ხატწერა საერთოდ შორსაა ადრინდელისგან. ერთეულები თუ არინ ვინც მართლაც კარგ ხატებს ქმნიან. მე პირადად ძალიან ბევრი თანამედროვე ხატმწერის ნამუშევრები არ მომწონს. ამიტომ ვცდილობ (და მასწავლებელიც ასე მირჩევს)რომ როცა ვსწავლობ ვიხენმძღვანელო ბერძნული სტილით ან ძველი ქართულით.

ციტატა
ჩვენ რომ ყველამ ჩვენი სტილის შექმნაზე ვიზრუნოთ, წარმომიდგენია რა მოხდება,

მართალი ხარ, და სტილის შექმნაზე არც არის საუბარი, უბრალოდ ქართული სტილით წერაზეა ლაპარაკი. ხოლო ხელწერა ყველა ვარიანტში ინდივიდუალური უნდა იყოს.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 28 2009, 10:47 AM
პოსტი #33


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ჩვენი ქართული სტილიც ხომ სხვადასხვა კულტურათა გავლენით ჩამოყალიბდა? მაგრამ აქვს ინდივიდუალურობა, რითიც გამოირჩევა. საინტერესოა ხატწერის ისტორიის ღრმად შესწავლა, იმედია ხატმწერები სწავლობენ smile.gif
ჩემი აზრით ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი ნიშანია ქართული ეთნოსი.

ხომ არ იცით სამების საკათედრო ტაძარში, მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი ვისი დაწერილია? (იმ ხატზე ვსუბრობ რომელიც 2008 წლის საეკლესიო კედლის კალენდარზეცაა). ძალიან მიყვარს ეს ხატი და განსაკუთრებით იგრძნობა ჩემი აზრით ქართული სტილი. შეიძლება ვცდები კიდეც, კომპეტენტური არ ვარ ამ სფეროში smile.gif

ვერ მოვიძიე ინტერნეტში და ვიდეოთვალით გადავიღე. აი ამ ხატზე ვსაუბრობ

IPB-ს სურათი


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Nov 28 2009, 10:55 AM
პოსტი #34


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



lingvo
ციტატა
ჩვენი ქართული სტილიც ხომ სხვადასხვა კულტურათა გავლენით ჩამოყალიბდა? მაგრამ აქვს ინდივიდუალურობა, რითიც გამოირჩევა. საინტერესოა ხატწერის ისტორიის ღრმად შესწავლა, იმედია ხატმწერები სწავლობენ smile.gif

მართალი ხარ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს ამ ისტორიის სწავალ, და იმედია მომეცემა ამის შესაძლებლობა.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Nov 28 2009, 11:26 AM
პოსტი #35


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



KAIROS
ციტატა
ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული...

ჩვენ ისედაც გვაქვს ჩვენი ქართული სტილი, მე ვფიქრობ რომ ახლის ძიება და ექსპერიმენტები არ გვარგებს, რაც შეეხება რუბლოვს, ის ჩემთვის მართLა განსაკუთრებული ხატმწერია და ძალიან მიყვარს მისი ხატები, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვყავს მსგავსი ხატმწერები, რომელთაც თავისი სიტყვა თქვეს ქართულ ხატწერაში, ყველა მათგანს აქვთ განსაკუთრებული ხელწერა რაც გამოარჩევს დანარჩენებისგან, მარა ეს არ უნდა იყოს სტილი, რომელსაც სხვები მიბაძავენ და გადმოაკოპირებენ, ხელწერის მიბაძვა არ შეიძლება, ეს ინდივიდუალური რამეა, სტილს კი ათვისება და შესწავლა უნდა.
არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მარა ეს ჩემი აზრია, მე ჩემი მასწავლებლის ხელწერა ძალიან მომწონს, მარა მას არ ვბაძავ, იმიტომ რომ როგორც ახალ სტილს ისე არ ვუყურებ, შეიძლება გავლენა იგრძნობა და ეს ბუნებრივია


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 28 2009, 11:40 AM
პოსტი #36


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ეკატო
გეთანხმები


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Nov 28 2009, 12:40 PM
პოსტი #37


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ეკატო
ციტატა
არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მარა ეს ჩემი აზრია, მე ჩემი მასწავლებლის ხელწერა ძალიან მომწონს, მარა მას არ ვბაძავ, იმიტომ რომ როგორც ახალ სტილს ისე არ ვუყურებ, შეიძლება გავლენა იგრძნობა და ეს ბუნებრივია

ეგ ეგრეც უნდა იყოს. smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 30 2009, 05:21 AM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კი მაგრამ ეკატუნიკო, მე საშინალად ჩაკოპირებული რუსულიდან და ბერძნულიდან ხატები მინახავს, ეკლესიებია მოხატული ძალიან მდარედ და საწყენია, გინდ ნარიყალა აიღე და გინდ ბეთლემი, სხვებიც შემიძლია მოვიყვანო...
ციტატა
ახლის ძიება და ექსპერიმენტები არ გვარგებს

ჩემს მაგივრად უპასუხა მარიამი-კ-მ და ვიზიარებ, ეგაა მე რასაც ვამბობ:

ციტატა

...სტილის შექმნაზე არც არის საუბარი, უბრალოდ ქართული სტილით წერაზეა ლაპარაკი. ხოლო ხელწერა ყველა ვარიანტში ინდივიდუალური უნდა იყოს.


რეალობაა ის, რასაც მარიამი-კ წერს :
ციტატა
დღევანდელი ქართული ხატწერა საერთოდ შორსაა ადრინდელისგან. ერთეულები თუ არინ ვინც მართლაც კარგ ხატებს ქმნიან. მე პირადად ძალიან ბევრი თანამედროვე ხატმწერის ნამუშევრები არ მომწონს. ამიტომ ვცდილობ (და მასწავლებელიც ასე მირჩევს)რომ როცა ვსწავლობ ვიხენმძღვანელო ბერძნული სტილით ან ძველი ქართულით.

ესაა სწორედ პრობლემა, ჯერ არაა შემუშავებული ერთიანი სტილი, არადა დახეთ ზემოთ დადებულ ყინწვისის ხატებს ანდა ხატებს გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან, ანდა სვანეთიდან, ან წილკნიდან, აი დავდებ ქართული ხატწერის სტილისტური ზეობის მარგალიტებს:

მაცხოვარი

IPB-ს სურათი

საოცარი გაბრიელი სვანეთიდან

IPB-ს სურათი

ყრმა მაცხოვარი ვარძიიდან

IPB-ს სურათი

გარეჯა

IPB-ს სურათი

ელისაბედი და ღვთისმშობელი:

IPB-ს სურათი

და ბოლოს ესეც იყოს:

IPB-ს სურათი

აღგვიდგინეთ ეს სტილი smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 30 2009, 01:30 PM
პოსტი #39


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS
კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ..

აი თუ ეკატო განიზრახავს და შეეცდება... biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 1 2009, 12:01 AM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ..

რათქმაუნდა, ასე ამდენი ასობით წლის ვაკუუმს ვინ ამოავსებს უცებ?
მაგრამ სწორი გზა უნდა აიღონ, უნდა იცოდნენ, რომ ფესვები აქვთ გადგმული სვანეთში და გარეჯში, ვარძიაში და ყინწვისში, არ არიან ბერძნულ-რუსული ჩარჩოების მონები და მერე ეკატუნიკოს თაობა, და ამ თაობის შემდეგი თაობა და იმ შემდეგი თაობის კიდე შემდეგი თაობა მივა ამ დონემდე , აუცილებლად.
ოღონდ მთავარია გასიგრძეგანება ამ მიზნის smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 08:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი