IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ხატწერის ისტორია
აკაკი
პოსტი Nov 11 2010, 06:57 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატი არის რელიგიური გამოსახულების აღმწერი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გადმოსცეს "ანარეკლი" ღვთისა, წმინდანებისა და სხვადასხვა რელიგიური მოვლენები. დღესდღეობით, სიტყვა "ხატი" პირველრიგში ასოცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრობასთან. ხატს აქვს თვალსაჩინო ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და თაყვანისცემაში.

სიტყვა "ხატი" (icon) მოდის ბერძნული სიტყვიდან "eikon". როგორც იცით სიტყვა "ხატი" გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15].

მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება.

ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს. IV და V საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით (რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.) ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი) რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ კირილე I-ის (404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში.

ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა.

VIII-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ ლეონ III-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი თეოლოგი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.) და წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის VII მსოფლიო კრებისას 787 წელს.

თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
  • პირველი, ეს არის, როგორც ცნობილია წმ. მახარებელი ლუკა იგი იყო ნიჭიერი მხატვარი და ექიმი. მან დახატა ხატი სადაც ასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა ქრისტეთი ხელში, რომელიც შემდგომ მსოფლიოს მრავალ ეკლესიაში იქნა გადაწერილი. ასევე არის ცნობა, რომ ისტორიკოსმა "ვან კელუბიმ" აღმოაჩინა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ალექსანდრის საკათედრო ტაძარში ვიზიტისას, რომელიც დაუწერია მოციქულსა და მახარებელს წმ. ლუკას.
  • მეორე, ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა გვაბრუნებს უკან პირველ საუკუნეში როცა ედესის (მდებარეობს აღმოსავლეთ ერაყში) მეფემ ავგაროზმა გააგზავნა თავისი მსახური ანანია უფალ იესო ქრისტესთან და სთხოვა, რომ თუკი შესძლებდა სწვეოდა მეფეს და განეკურნა იგი. მეფე დაავადებული იყო და სურდა, რომ მასთან მისულიყო უფალი, მის სამეფოში. ანანია იყო ნიჭიერი მხატვარი, და ცდილობდა დაეხატა უფლის სურათი, მაგრამ მისი დიდებული და მშვენიერი გარეგნობა იმდენად ძლიერი და არაამქვეყნიერი იყო, რომ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება. ნაუბარი მოგვითხრობს, რომ ანანია დაბრუნდა უკან მეფესთან, მას თან ჰქონდა ნაჭერი რომელზეც ქრისტეს გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ქრისტეს წმინდა სახის სურათმა განკურნა მეფე მისი დაავადებისაგან, ქრისტეს თანამყოფობის გარეშე წმინდა სურათმა გამოაჩინა ძლიერება მეფის განაკურნავად. ფაქტიურად ამ ლეგენდაზე მეტყველებს წმ. პავლე მოციქულიც(? / მთარგმ.) "ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. [2 კორინთ. 3:18]. ეს ამბავი და ორი წერილი გადაწერილია სიტყვასიტყვით და გამოქვეყნებულია 56 და 57 გვერდებზე წიგნში "საეკლესიო სტორია", ძველი ქრისტიანი ისტორიკოსის ევსები კესარიელის (264-340 წ.) მიერ.
  • მესამე, კიდევ ერთი ამბავი ძველად ხატის გამოყენებისა გულისხმობს ქალს ლუკას სახარების 8:43 მუხლში, რომელიც იესომ განკურნა თორმეტწლიანი სისხლდენისაგან. ქალს მისი სახლის (სიფეკ ბენიაში, იოარდენეს მდინარესთან ახლოს) კარებზე ჰქონდა ქრისტეს გამოსახულება და კიდევ სხვისა, ანუ თვითონვე მდებარე განრთხმული მის (ქრისტეს) ფეხებთან. ისტორიკოსი ევსები კესარიელი ამ გადმონაცემს ციტირებს მის წიგნში "საეკლესიო ისტორია" რომელმაც თავადვე ნახა ქრისტეს ეს გამოსახულება ამ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო იმ დროს მისი იქ ვიზიტისას III საუკუნეში.
ამგვარად, ხატი შეიძლებოდა გამოყენებულიყო სახარების მოღვაწეობაში და ეკლესიის წმინდა ტრადიციაში, არა უბრალოდ მხატვრული ნიმუში. ხატები არიან სარკმელნი ზეცისა. მორწმუნე უხილავ კონტაქტში შედის პიროვნებასთან რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ გზით ხატმა შეიძლება დიდი როლი იქონიოს ადამიანის სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ამ თუ იმ წმიდა პიროვნების ცხოვრების ასახული დეტალით ხატში.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] . გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია.

მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს: "სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას; "ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4] "ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6] თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში.





კარგი იქნება თუ თქვენც განათავსებთ აქ ამ თემაში ინფორმაციებს რომელიც ეხება ხატწერის საეკლესიო, სასულიერო მხატვრობის ისტორიის თემას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 13 2010, 12:50 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018




- ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ახალი სარწმუნოების გავრცელება სწრაფად მიმდინარეობდა მთელს რომაულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში. ბუნებრივია, რომ ადამიანს რომელმაც ქრისტე იხილა ვკითხავდით აღეწერა მისი გარეგნობა. იყო ეტაპები, როცა ადამიანებმა დაიწყეს ქრისტეს გამოსახულებების შექმნა და გავრცელება, ასევე მოციქულთა და ქრისტიანული სარწმუნოების წამებულთა გამოსახულებანიც. ადრეული გამოსახულებათა შესახებ დღეს ჩვენ ცნობებს გვაწვდიან ქრისტიანი ისტორიკოსი და ეპისკოპოსი ევსები (კესარიელი), რომელიც გადმოგვცემს, რომ არსებობდა ქრისტეს მთლიანი გამოსახულება ერთერთი ქალის მიერ რომელიც აღწერილია სახარებაში როგორც 12 წლიანი სისხლდენისაგან განკურნებული. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე არსებობდა ძალიან ძველი გამოსახულებანიც, წმ. პეტრესი და პავლესი.

ევსებიმ უარი უთხრა კეისრის კალიუსის მეუღლეს ქრისტეს გამოსახულების გაგზავნაზედ, რადგანაც იგი ფიქრობდა, რომ იგი მას გამოიყენებდა როგორც კერპს და დაარღვევდა ბიბლიურ მცნებას. ზოგიერთი რეგიონალური ეკლესია წინააღმდეგი იყო გამოსახულებების, ესპანეთის ადგილობრივმა ეკლესიის სინოდმა 305 წელს განაცხადეს, რომ გამოსახულებანი ეკლესიაში უნდა იყოს აკრძალული. თუმცა, გამოსახულებათა რიგი მაგალითები არსებობს, შობისა და მწყემსი კეთილის ალეგორიები რომლებიც შექმნილია ქრ. შ. 250 წლის განმავლობაში, იგინი გვაჩვენებენ თუ რამდენად ახლოა ფერწერა და როგორ საერთო გახდა ქრისტიანობასთან იგი. გამოსახულებათა ზრდა კონკურენტული იყო ქრისტეს განკაცების მოძღვრების კიდევ უფრო ნათლად გამომჟღავნებასთან ერთად, რომელიც უმთავრესი ელემენტია ქრისტიანული სარწმუნოებისა.

შეგვიძლია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ქრისტეს და მისი წმინდანების ადრეული გამოსახულებანი პირვეულად იყო უფრო რეალისტობისაკენ მიდრეკილი და მიწიერი; მალე ქრისტეს და სხვა წმინდანთა გამოსახულებების შექმნისათვის ჩამოყალიბდა გარკვეული კანონები. მაგალითად, პეტრე მოციქული გამოსახულია როგორც ოდნავ უთმო, ნაცრისფერი ხუჭუჭა თმა და წვერი. პავლე შედარებით კიდევ უფრო უთმო, რომელსაც სწორი ყავისფერი თმა და წვერი აქვს, და სქელი კისერი. ეს გამოსახულებანი ცნობილი იყო რომში, სადაც ადამიანები უკეთ იცნობდნენ ამ ორ მოციქულის ფიზიკურ გარეგნობას. მაგალითად ადრე წმ. პეტრეს ხატი

ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში იყო ორი ტიპის გამოსახულება ქრისტესი. ერთი ახალგაზრდა ფორმაში, წვერის გარეშე "გმირის" ტიპის. მეორე გამოსახულება კი რომელსაც ვიცნობთ დღეს - კაცი 30 წლის ასაკის, უკან გადაშვებული გრძელი თმით, გლუვი წვერით, მაღალი შუბლით, ოდნავ გრძელი და სწორი ცხვირით, ჩაცმული მანტიითა და მოსასხამით.

ძველ რომში და საერთოდ მთელი რომაული სამყაროს იმპერატორები ცდილობდნენ, რომ გაევრცელებინათ მათი მეფობის პერიოდში თავიანთი გამოსახულებანი, ქანდაკებანი და ა.შ. ეს გამოსახულებანი განთავსებული იყო ქალაქის ცნობილ ადგილებში. მათი წარმოდგენით, ეს ნამუშევრები ნიშნავდა რეალურად იმპერატორის და მისი "ძალის" იქ მყოფობას. გამოსახულებებს ადამიანთა საცხოვრებელ სახლებშიც კი შეხვდებოთი, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ადამიანებს დაემსახურებინათ იმპერატორის მათდამი კეთლგანწყობილი დამოკიდებულება.

ქრისტიანებს ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, იმართებოდა საჯარო ცერემონიები სადაც იმპერატორის გამოსახულებებს სწირავდნენ მსხვერპლს. მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ეს ცერემონია, უბრალოდ სამოქალაქო ცხოვრების ფორმალური ნაწლი იყო, ზოგს კი მართლა სჯეროდა, რომ იმპერატორი იყო ღმერთი. ის ფაქტი, რომ ქრისტიანები არ იქცეოდნენ ასე, ძალიან აღიზიანებდა მმართველთ და ამ საქმეს შერაცხავდნენ როგორც სახელმწიფო ღალატად, ამის გამო მრავალი ქრისტიანი აღესრულა იმის გამო, რომ მსხვერპლი არ შესწირა იმპერატორის გამოსახულებას. აქედან კარგად სჩანს, რომ ძველ ქრისტიანებისათვის (დღესაც) იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიწიერ მმართველს ვიდრე ზეციერ მეუფეს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 13 2010, 01:19 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატთაყვანისცემის მნიშვნელობა და პირველი ქრისტიანული ხატები

ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება", - ბრძანებენ წმინდა მამები. არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული ძალზე მნიშვნელოვანია.


არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ხატმებრძოლები ქრისტიანებად მიიჩნევდნენ თავს. ეს იყო ქრისტიანობიდან წარმოქმნილი ერესი, მაგრამ სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან და საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანებისგან წარმოიშვა, დანარჩენ მწვალებლობათა ფუძემდებლები კი სასულიერო პირები იყვნენ. ხატმებრძოლებმა წმინდა ხატების დევნა თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ამაში ზოგიერთი სასულიერო პირიც ჩააბეს. ისინი საეპისკოპოსო კათედრებიდან დევნიდნენ ხატთაყვანისცემის დამცველ სასულიერო პირებს და მათ ადგილზე ხატმებრძოლებს ნიშნავდნენ. კათედრებზე ინიშნებოდნენ ხელისუფლებისგან გამორჩეული საერო და ხატმებრძოლობის მომხრე სასულიერო პირებიც.

ხატმებრძოლებს ერთიანი, ჩამოყალიბებული სწავლება არ ჰქონიათ და ხშირად მიდიოდნენ ალოგიკურ ქმედებამდე - ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ აღიარებდნენ წმინდა ხატებს, მაგრამ თაყვანს სცემდნენ ჯვარს და წმინდა ნაწილებს. იმ გაგებით, რა გაგებითაც ისინი ხატებს კერპებად მიიჩნევდნენ, ჯვარი და წმინდა ნაწილებიც კერპებად უნდა მიეღოთ.

მათგან განსხვავებით, ერში მყოფი ხატმებრძოლები წმინდა ნაწილებსაც ანადგურებდნენ და ცხოველმყოფელ ჯვარსაც შეურაცხყოფდნენ; თუკი ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ გამოირჩეოდნენ მართლმორწმუნე, ხატთაყვანისცემის დამცველ ქრისტიანთა ტანჯვა-წამებითა და დევნით, საერო ხელისუფლებაში მყოფნი ამას არად დაგიდევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ქრისტიანებად აღიარებდნენ, ხატმებრძოლთა მიერ მოწყობილმა მართლმორწმუნე ქრისტიანთა დევნამ სისასტიკით დიოკლეტიანეს მიერ მოწყობილ დევნას გადააჭარბა. ხატმებრძოლთა ქმედებები არ იყო ერთიანი, თანამიმდევრული და აქედანაც ჩანს, რომ მათთან არ იყო ჭეშმარიტება.

- რადგან ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან მომდინარეობდა, ალბათ ძალადობითა და სისასტიკითაც ამიტომ გამოირჩეოდა...


- ცხადია. საერთოდაც, როდესაც ამა თუ იმ მწვალებლურ მიმდინარეობას საერო ხელისუფლება უჭერდა მხარს, ესა თუ ის ერესი სწორედ მაშინ იკიდებდა მყარად ფეხს და იწყებოდა ქრისტიანთა დევნა. ამ შემთხვევაში, ხატმებრძოლობა თავად საერო ხელისუფლებისგან დაიწყო და მეტი ძალადობითაც გამოირჩეოდა.

- როგორც ცნობილია, ხატმებრძოლობა მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული...


- ხატმებრძოლობა გავრცელებული იყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზანტიის იმპერატორების ხელისუფლება ვრცელდებოდა. ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ერესი ეკლესიის წიაღში არ წარმოქმნილა. მას ეწინააღმდეგებოდნენ რომის პაპი, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები. იმ პერიოდში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა, იოანე გუთელი საქართველოში იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად, რადგან არ ისურვა ხელდასხმა მიეღო კონსტანტინოპოლში, სადაც ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და მიეღო იგი იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. აქედან ისიც ჩანს, რომ ამ მოვლენას საქართველოში არ მოუკიდებია ფეხი.

- ცხადია, ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი იარსებებდა. იქაური ტაძრებიც ხომ უფლისა და მის წმინდანთა გამოსახულებებით იყო მოხატული... როგორ მოხერხდა წმინდა ხატების გადარჩენა?

- ხატმებრძოლობის დროს ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი განადგურდა. ეკლესიების კედლებიც ჩამოფხიკეს, შელესეს და სხვადასხვა ფიგურით მოხატეს, მაგრამ ბევრი ხატის გადარჩენა მოხერხდა. როდესაც ბერმონაზვნები და მართლმადიდებლები ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს ტოვებდნენ, თან წმინდა ხატებიც მიჰქონდათ.

ამ გზით აურაცხელი ხატი გადაარჩინეს განადგურებას. ხატმებრძოლობის დასრულების შემდეგ, ამ ხატებიდან ნაწილი კვლავ ბიზნატიის იმპერიის ტერიტორიაზე დააბრუნეს, ნაწილს კი ათონის მთაზე მოუყარეს თავი, რომელიც სწორედ IX საუკუნეში იწყებდა ჩამოყალიბებას, როგორც საეკლესიო ცენტრი. ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლიდან გამორიდებულ იქნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი - ანჩისხატად წოდებული. იგი ბიზანტიიდან წასულმა ბერებმა ანჩის საეპისკოპოსოში მიაბრძანეს და სწორედ ამის გამო ეწოდა ანჩისხატი. მოგვიანებით, თურქთაგან ტაო-კლარჯეთის დაპყრობისა და ანჩის საეპისკოპოსოს დაცემის შემდეგ, ანჩისად წოდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი საქართველოში იქნა გადმობრძანებული და დღემდე ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. ამჟამად, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

იმ პერიოდში, ხატთაყვანისცემის დამცველებად უპირველესად, ბერმონაზვნები გვევლინებიან, ამიტომ საერო ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც წამოიწყო ბრძოლა. მათმა უმრავლესობამ დატოვა ბიზანტია, ნაწილი დასავლეთში - რომის კათედრის დაქვემდებარებაში მოქცეულ ტერიტორიებზე გადავიდა, ნაწილმა კი აღმოსავლეთს მიაშურა. ამ პერიოდში რომში უამრავი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი ამოქმედდა, სადაც მსახურებები ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. IX საუკუნიდან, ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, ხატთაყვანისცემის აღდგენასთან ერთად, ბიზანტიაში კვლავ აღორძინდა და განმტკიცდა მართლმადიდებლობა.

- საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხატთაყვანისცემას? რატომ არის ქრისტიანობაში მიღებული ხატების - ანგელოზთა, უფლის და მის წმინდანთა გამოსახულებების შექმნა?

- წმინდა მამები ბრძანებენ: ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს ვუკავშირდებით. ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება.

ხატის თაყვანისცემისას, თაყვანს ვცემთ და პატივს მივაგებთ არა ხეს, საღებავსა და იმ მასალას, რომლისგანაც ხატია შექნილი, არამედ მასზე გამოსახულ პირველსახეს - უფალს, ანგელოზებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებს ან წმინდა მოვლენებს. წმინდანთა გამოსახულებებს თაყვანს ვცემთ და ლოცვა-ვედრებას აღვუვლენთ იმის გამო, რომ ისინი თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრებით და ქრისტიანული აღსასრულით სათნო ეყვნენ უფალს და ამის გამო მეტი კადნიერება აქვთ უფლის წინაშე თხოვნისა, ვიდრე ჩვენ.

როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქრისტიანული ხატები?


- პირველი ქრისტიანული ხატი გახლდათ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს შეიქმნა. ქალაქ ედესის მძიმედ დასნეულებულმა ავგაროზ მეფემ მხატვარი ანანია იერუსალიმში მყოფ მაცხოვართან მიავლინა, თან წერილი მისწერა ქრისტეს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იცოდა მისი სასწაულებრივი მკურნალობის შესახებ, აღიარებდა მას მესიად და სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და სნეულებისგან დაეხსნა. ამასთანავე, მაცხოვარს საცხოვრებლად თავის ქალაქს - ედესს სთავაზობდა.

ავგაროზმა ანანიას ისიც დაავალა, - თუკი ქრისტე თავად არ ინებებს წამოსვლას, მისი ღვთაებრივი სახე დახატე, რათა სურათი მაინც მქონდესო. უფალმა ედესში წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ანანიას მისი დახატვის ნება დართო. მხატვარმა ვერასგზით მოახერხა უფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახის ტილოზე გადატანა. მაშინ მაცხოვარმა წყალი და ტილო მოატანინა, პირი დაიბანა და ტილო სახეზე მიიდო, რომელზეც სასწაულებრივად აღიბეჭდა მაცხოვრის სახე... ამ გამოსახულებას მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდა. ამგვარად, ქრისტიანთა შორის ხატთაყვანისმცმელობას დასაბამი მისცა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა. უფალმა თავად აკურთხა წმინდა გამოსახულებების - ხატების თაყვანისცემა.

სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ბრძანდება საქართველოში, რომელიც როგორც ვთქვით, ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. XIX საუკუნეში ამ ხატის დათვალიერებამ უჩვენა, რომ იგი შესრულებულია ტილოზე ჩვენგან უცნობი მეთოდებით (უცნობია იმის გამო, რომ ხელთუქმნელია), რომელიც შემდეგ არის გადაკრული ხეზე, მოჭედილია და შემკულია ძვირფასი ქვებით.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისგან კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ერთ-ერთი მათგანი - კეცის ხელთუქმნელ ხატად წოდებულიც, საქართველოში მოხვდა. იგი ჩვენს ქვეყანაში წმინდა ანტონ მარტყოფელმა ჩამოაბრძანა, მაგრამ დიდი თურქობის დროს დაიკარგა: საქართველოს მეფის, გიორგი მეშვიდეს (1393-1407) ხანაში, თემურ ლენგის შემოსევისას, გიორგი მარტყოფელმა ეს ხატი, იმის შიშით, რომ ურჯულოებს არ გაენადგურებინათ, ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალა; მოგვიანებით, გიორგი მარტყოფელი მოწამებრივად აღესრულა და თან წაიღო კეცზე აღბეჭდილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ადგილსამყოფლის საიდუმლო, რომელიც დღემდე უცნობი რჩება.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გარდა, არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც, რომელიც წმინდა ქალწულის პირისახეზე მიდებით გამოისახა. იგი ღვთისმშობელმა თან გამოატანა საქართველოში საქადაგებლად წამოსულ ანდრია პირველწოდებულს. ეს ხატი დღესაც საქართველოშია და აწყურის ყოვლადწმნიდა ღვთისმშობლის ხატის სახელწოდებითაა ცნობილი.

ხატები ქრისტიანობის პირველი საუკუნიდან იწერებოდა. ლუკა მახარებელი - ერთ-ერთი სახარების ავტორი, ცნობილი ხატმწერი გახლდათ. მან შექმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, ასევე მოციქულთა ხატები. საეკლესიო მეცნიერებაში ცნობილია 100-მდე ხატი, რომელთა სახელიც ლუკა მახარებელს უკავშირდება.

- არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. როდის შეიქმნა მართლმადიდებლური კანონიკა და შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დამოუკიდებლად გაარკვიოს, ხატი მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული თუ არა?

- მართლმადიდებლური კანონიკა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში შეიქმნა, საბოლოოდ კი ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, IX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეკლესიის მიერ უამრავი არაკანონიკურად შექმნილი ხატი განადგურდა.

იმის გარჩევა, კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული ხატი თუ არა, ძალზე ძნელია. თუ ადამიანმა მართლმადიდებლური კანონიკა არ იცის, ამას ვერც გაარჩევს. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული მნიშვნელოვანია. მაგალითად: მაცხოვარს, მისი ღვთაებრივი ბუნების ნიშნად, შარავანდედში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯვარი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გამოისახება თავსაბურავის გარეშე, არ შეიძლება, რომ ღვთისმშობელს უჩანდეს თმა; იგი იშვიათად გამოისახება მარტო - თითქმის ყველა ხატში ღვთაებრივი ყრმა უჭირავს ხელში, ამასთანავე, შუბლსა და მხრებზე სამი ვარსკვლავი აქვს გამოსახული, ნიშნად იმისა, რომ ღვთისმშობელი ქალწული იყო შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდეგაც.

დამახასიათებელი ნიშნები აქვს წმინდანთა ხატებსაც: არ შეიძლება, წმინდანი გამოსახული იყოს პროფილში; მოციქულებს და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს სახარება ან ქარტია უპყრიათ ხელთ, წმინდა მოწამეებს - ჯვარი, მკურნალ წმინდანებს - წამლის ყუთი და ა.შ. რაც შეეხება ცალკეულ დეტალებს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, მაღალი შუბლი - სიბრძნეს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას... მნიშვნელობა აქვს ფერებსაც: თეთრი სიწმინდეს აღნიშნავს, მწვანე - ცხოვრებას, ლურჯი - საიდუმლოს, ცისფერი - უმანკოებას, ოქროსფერი - მარადიულობას, ყვითელი - სითბოსა და სიყვარულს, წითელი - მსხვერპლად შეწირვას.

ცხადია, ყველა დეტალზე ლაპარაკი შეუძლებელია. ხატის კანონიკურობის დამტკიცება ხდება მისი კურთხევის დროს - თუ ხატი მართლმადიდებლური კანონიკით არ არის შესრულებული, ამას მოძღვარი გვეტყვის.


შორენა მერკვილაძე
ჟურნალი ”გზა”


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/16047-kha...l#ixzz156YyXu9p
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 4 2011, 06:25 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო ხატები

ი.ა. უსპენსკი

წინასიტყვაობა


მართმადიდებელი ეკლესია ფასდაუდებელი განძის მფლობელია არამარტო ღვთისმსახურების და წმინდა მამათა თხზულებების, არამედ საეკლესიო ხელოვნების სახითაც. ცნობილია,რომ ეკლესიაში წმინდა ხატთა თაყვანისცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხატი არამარტო გამოსახულებაა, ის გაცილებით მეტს ნიშნავს. ის არ არის მხოლოდ მორთულობა ტაძრისა ან წმინდა წერილის ილუსტრაცია: ხატი სრულიად შეესაბამება მას (ეკლესიას), ორგანულად ერწყმის ღვთისმსახურებას. ამით აიხსნება, თუ რატომ ანიჭებს ხატს უდიდეს მნიშვნელობას ეკლესია; ხატს – და არა ნებისმიერ გამოსახულებას; ხატს, რომელიც თავად ეკლესიამ შექმნა, ჩამოაყალიბა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე წარმართობასთან თუ სხვადასხვა მწვალებლობასთან ბრძოლაში; მართმადიდებლურ ხატს, რომელიც ხატმებრძოლობის პერიოდში მოწამეთა და აღმსარებელთა სისხლის ფასად შეინარჩუნა. ხატი ეკლესიისთვის მართმადიდებელი სარწმუნოების მხოლოდ ერთ ასპექტს კი არ წარმოადგენს, არამედ მთლიანად მართმადიდებლობის გამოხატულებაა. ამიტომ საეკლესიო ხელოვნების სწორად აღქმა ან მისი ახსნა, გაგება ეკლესიის გარეთ, ეკლესიური ცხოვრების გარეშე შეუძლებელია. ხატი, როგორც წმინდა ხატება, საეკლესიო გადმოცემის ერთ–ერთი გამოვლენაა და უტოლდება ჩაწერილ თუ ზეპირ გადმოცემებს.

- მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ანგელოზების, წმინდანების ხატთა თაყვანისცემა ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატია, მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ ჩამოყალიბებული და დამტკიცებული, რომელიც მართმადიდებელი სარწმუნოების საფუძველს – ძე ღვთისას განკაცებას ემყარება. მაცხოვრის ხატი მისი ჭეშმარიტად განკაცების უტყუარი მოწმობაა. ამიტომაც ხატს სამართლიანად უწოდებენ ,, ღვთისმეტყველებას ფერებში”. ამას ხშირად გვახსენებს საეკლესიო ღვთისმსახურება. ყველაზე უკეთ ხატის არსს ამა თუ იმ ხატისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო სძლისპირები, ტროპრები და სტიქარონები განგვიმარტავენ, განსაკუთრებით – მართმადიდებლობის ზეიმის საკითხავები. ამდენად, გასაგებია, რომ ხატის შინაარსისა და აზრის შესწავლა საღვთისმეტყველო საგანია ისევე, როგორც წმიდა წერილის შესწავლა. მართმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ებრძოდა საეკლესიო ხელოვნების სეკულარიზაციას; კრებების, წმინდა მამებისა და მართლმორწმუნე ქრისტიანების დახმარებით იცავდა მისთვის უცხო, მხოლოდ საერო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ელემენტების შეჭრისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც რელიგიური აზრი არ იდგა ყოველთვის ღვთისმეტყველების დონეზე, ასევე სასულიერო სახვითი ხელოვნებაც ყოველთვის არ იდგა ჭეშმარიტი ხატწერის სიმაღლეზე. ამიტომ უტყუარ ავტორიტეტად არ უნდა მივიჩნიოთ ყველა ხატი, თუნდაც უძველესი და ულამაზესი; მით უმეტეს, თუ ის დაწერილია დაცემის ეპოქაში (მაგ. ჩვენ დროში). ასეთი ხატი შესაძლოა შეესაბამებოდეს ეკლესიის სწავლებას, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს და ნაცვლად იმისა რომ გვასწავლოს, შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს. ეკლესიის სწავლა–მოძღვრება ისევე შეიძლება დაამახინჯოს ხატმა, როგორც სიტყვამ. ამიტომ ეკლესია ყოველთვის იბრძოდა თავისი ხელოვნების არა მაღალმხატვრული ხარისხისთვის, არამედ მისი უტყუარობისთვის; არა მისი სილამაზისთვის, არამედ სიწრფელისთვის.

http://www.betlemi.ge/index.php?request=page&id=35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 29 2012, 04:31 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



საიმპერატორო გავლენა ხატწერაზე
მილანის რჯულშემწყნარებლობის ედიქტს (313 წ) არ მოჰყოლია ხატწერის სწრაფი აყვავება. ეს უფრო საიმპერატორო კარიდან მოდიოდა ვიდრე ეკლესიიდან. ქრისტეს მონოგრამა (ასოები X და P) ამოტვიფრული იყო სამხედრო დროშებსა და მუზარადებზე. ღმერთების გამოსახვის ძველი ხერხების შესაბამისად იმპერატორმა თავისი გამოსახულება ამოატვიფრინა მონეტებსა და მედლებზე. იგი თავისი დიდებით იჯდა ტახტზე, ხოლო ზემოდან მისკენ მიმართული იყო ღვთის მაკურთხეველი მარჯვენა.
IV ს-ის ქრისტიანული ხატწერის განვითარებაში გადამწყვეტი როლი იქონია სასახლის ხელოვნებამ. მისი გავლენით ქრისტეს გამოსახავდნენ საყდარზე დაბრძანებულს, როგორც სამყაროს მბრძანებელს, გარშემორტყმულს ანგელოზებითა და წმინდანებით.
საიმპერატორო ხელოვნებიდან მოდის აგრეთვე მოგვიანო ქრისტიანული ხატწერისათვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველების სახეები. წამებულებს გამოსახავდნენ სამეფო კარის სამოსით - მოსასხამით, რომელიც მხარზე ბალთით იკვრებოდა და გვერდზე მიკერებული ჰქონდა ტაბლიონი (ოთხკუთხა ნაჭერი, რომელიც მის საპატიო წოდებაზე მიუთითებდა) ქრისტეც ისევე მოთავეობდა მოციქულების შეკრებას, როგორც იმპერატორი საბჭოს სხდომას სასახლეში.
მაშინდელი იკონოგრაფიით ადამიანი ისე იყო გამოსახული, რომ ნათელი ყოფილიყო მისი ოფიციალური სტატუსი.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 25 2013, 01:44 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



რა კარგია რომ ეს თემა წამოიწია... ახლა წავიკითხე პირველი პოსტი, დიდი ხნის წინანდელია, აღარ წამეკითხა... დანარჩენებსაც გავაგრძელებ...

საინტერესოა ისტორიული განვითარება... როგორ იწყება, როგორ მოდიოდა, როგორ ნარჩუნდებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 25 2013, 01:46 AM
პოსტი #7


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ხვალ ჩავუჯდები ამ თემას.... მაინტერესებს ძალიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 01:47 AM
პოსტი #8


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(აკაკი @ Jan 25 2013, 01:44 AM) *

რა კარგია რომ ეს თემა წამოიწია... ახლა წავიკითხე პირველი პოსტი, დიდი ხნის წინანდელია, აღარ წამეკითხა... დანარჩენებსაც გავაგრძელებ...

საინტერესოა ისტორიული განვითარება... როგორ იწყება, როგორ მოდიოდა, როგორ ნარჩუნდებოდა.

მინდოდა თემა გამეხსნა სახელად "იკონოგრაფია" მაგრამ მერე ეს თემა ვიპოვე, თითქმის იგივეა და ამიტომ აქ დავპოსტე. ფერთა სიმბოლიკაზე ვამზადებ ახლა და ცოტა ხანში დავდებ მაგასაც ბარემ აქ.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 25 2013, 09:47 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



qetevano
კარგი იყო...
ეს მჭირდებოდა ახლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 09:48 PM
პოსტი #10


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აკაკი
ხატწერის თემაში გავაგრძელებ მეორე ნაწილსაც რომ ვთარგმნი


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 25 2013, 09:49 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კარგი, ეს თემა უფრო სამეცნიერო განხილვას დაეთმოს, ისტორიულს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 09:51 PM
პოსტი #12


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აკაკი
ისტორიულსაც დავდებ smile.gif ავაღორძინოთ ფორუმზე ეს განყოფილება


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 26 2013, 12:56 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ხატმწერი შენ ხარ და შენ უნდა დაგვიდო ხოლმე რასაც სწავლობ...biggrin.gif
(თორემ აგერ შაქროს ის ეზარება რომ თავისი ფუჯები მაგიდიდან აიღოს...)biggrin.gif



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 26 2013, 01:07 AM
პოსტი #14


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Jan 26 2013, 12:56 AM) *

qetevano
ხატმწერი შენ ხარ და შენ უნდა დაგვიდო ხოლმე რასაც სწავლობ...biggrin.gif
(თორემ აგერ შაქროს ის ეზარება რომ თავისი ფუჯები მაგიდიდან აიღოს...)biggrin.gif

ხატმწერი გადამეტებული ნათქვამია, ჯერ არ ვარ. smile.gif აკი გიდებთ... შაქროს სიბეჯითე რომ მქონდეს, აქამდე.........................


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 26 2013, 01:18 AM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ციტატა
. შაქროს სიბეჯითე რომ მქონდეს, აქამდე.........................
--------------------

მაგარი ზარმაცია ეგ ოხერი...biggrin.gif
უბრალოდ სიზარმაცეზე ბევრად ნიჭიერია.
(ბეჯითი კეკელიაა ...)
აქ მოდი...
http://church.ge/index.php?showtopic=9625&...60&#entry726206


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 29 2013, 12:09 AM
პოსტი #16


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



..............ანჩისხატის ისტორია..............

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და საქართველო



სასწაულთა სასწაული, საოცრებათა საოცრება – მაცხოვრის პირველი ხატი საუკუნეებია საქართველოშია და დღეს მისი ხილვა ხელოვნების მუზეუმშია შესაძლებელი.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – “პირი ღვთისა” ქრისტიანობის უდიდესი სასწაულია და მას საოცარი ისტორია უკავშირდება.

პირველ საუკუნეში, იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, ედესის მმართველი იყო ავგაროზი. ედესა იმ დროს რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, დღეს კი თურქეთის ქალაქი ურფაა. ავგაროზმა, რომელიც თურმე დასნეულებული იყო, მაცხოვართან მხატვარი გააგზავნა და თან წერილიც გაატანა. ამ წერილით, დასნეულებული მეფე სთხოვდა იესოს, რომ განეკურნა იგი. თანაც ავგაროზი იესოს ედესაში იწვევდა, რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.

ავგაროზის მიერ წარგზავნილმა მხატვარმა მაცხოვარი მართლაც ნახა, თუმცა იესომ ედესაში წასვლასა და შეთავაზებული თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. ცხადია, მაცხოვარი ედესაში არ წავიდოდა, რადგან ამით წინასწარმეტყველება ვეღარ ახდებოდა და კაცობრიობის ხსნა არ მოხდებოდა.

ავგაროზისგან მხატვარს დავალებული ჰქონდა, რომ თუ იესო ედესაში არ წაბრძანდებოდა, მაშინ მისი ხატი დაეხატა. მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვით მაინც განიკურნებოდა. მხატვარი შეეცადა, იესოს სახე დაეხატა, მაგრამ ალბათ, ნაკლები მორწმუნეობის გამო ვერ შეძლო. მაშინ მაცხოვარმა ტილო დაასველა და სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული და მაცხოვრის სახე ამ მანდილზე გადმოვიდა. ეს საოცრებათა საოცრება იყო. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მას “პირი ღვთისა” ჰქვია.

ისტორია მოგვითხრობს, რომ მხატვარს მაცხოვრის ხატი წამოუღია, მოციქულ თადეოსთან ერთად ედესისკენ გზად მიმავალს ქალაქ იეროპოლში ერთ-ერთი სასტუმროსთვის შეუფარებია თავი. სასტუმროს მფლობელი კერამიკოსი იყო და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მას საოცრება, რომელიც მხატვარს მოჰქონდა, ქოთნებს შორის შეუნახავს, რათა უფრო დაცული ყოფილიყო. შუა ღამისას საშინელი ჭექა-ქუხილი ამტყდარა, შეშინებული მხატვარი და სასტუმროს მეპატრონე წამომდგარან, რათა ენახათ, “პირი ღვთისა” ხომ არ დაზიანებულიყო და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის სახე კეცზე გადასულიყო. ამრიგად, “პირი ღვთისა” ორია: ერთი კეცის, ანუ, კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული.


კერამიონისა და მანდილიონს ისტორიები საქართველოს უკავშირდება. კეცის ხატი საქართველოში არის დავანებული. წმიდა ანტონმა, ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა მეექვსე საუკუნეში, ერეტიკოს ნესტორიანელებს წაგვარა ეს ხატი და საქართველოში ჩამოაბრძანა.

წმიდა მამამ კერამიონი მის მიერ დაარსებულ მარტყოფის მონასტერში დააბრძანა და მას აქ სათუთად ინახავდნენ. კერამიონს უამრავ სასწაულს მიაწერენ.

მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს და ამჟამადაც იქ იმყოფება.

ტილოზე გადასული ხატი მხატვარმა ედესაში ჩააბრძანა და მანდილიონმა მეფე ავგაროზი განკურნა. ედესის შესასვლელის კარის თავზე ნიში გააკეთეს, მანდილიონი, ანუ ტილო ფიცარზე გადააკრეს, იქ დააბრძანეს და მას კანდელი დაუნთეს.

კეთილშობილი მმართველის შვილები ქრისტიანობას არ სწყალობდნენ. ქრისტიანების დევნის დროს ეს ნიშა ამოაშენეს. რომის იმპერიაში ქრისტიანები მეოთხე საუკუნემდე იდევნებოდნენ.

539 წელს ედესას სპარსეთის მეფე ხოსრო–ანუშირვანი მიადგა ასაოხრებლად. ედესის ეპისკოპოსს ხილვა ჰქონდა ღვთისმშობლის, რომელმაც აუწყა სად იყო მაცხოვრის ხატი. მოიძიეს კედელში ჩაშენებული მაცხოვრის ხატი და აღმოჩნდა, რომ ხატთან კანდელი ჩაუქრობლად ენთო. მოულოდნელად მტერმა პირი იბრუნა, ედესა “პირი ღვთისამ” გადაარჩინა.

641 წელს ქალაქი ედესა არაბ დამპყრობთა ხელში გადავიდა, თუმცა ხატისთვის ხელი არავის უხლია, 944 წელს კი ედესას ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის ჯარები მიადგა. ქალაქის ჯარის სარდალ იოანესთან გაიმართა მოლაპარაკება. მის შედეგად ბიზანტიელებმა ალყა მოხსნეს, სამაგიეროდ ჯილდოდ უდიდესი სიწმინდე – “პირი ღვთისა” მიიღეს.

ედესიდან ხატი კონსტანტინოპოლში ლიტანიობით გადააბრძანეს. შემდგომ წმინდა სოფიას ტაძარში დაბრძანეს და დიდი ხნის განმავლობაში იქ იყო და ხატმებრძოლეობის ავბედით დროსაც კი გაუძლო.

1204 წელს, IV ჯვაროსნული ლაშქობების დროს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა იერუსალიმი გადაწვეს, მონასტრები გაძარცვეს და სიწმინდეები ევროპაში გაიტანეს. ამ ლაშქრობების მეთაურის, ვენეციელი დოჟის, დონდოლეს ბრძანებით, “პირი ღვთისა” გაუძარცვავთ, ფიცრიდან გამოგლიჯეს და გენუას ან ვენეციის გზას გაუყენეს. გემი ჩაიძირა და ორიგინალი მანდილიონიც, სამწუხაროდ, ადრეატიკის ზღვაში ჩაიძირა.

“პირი ღვთისას” აქვს საოცარი თვისება, სხვადასხვა ნივთებზე გადადის. ხატი იმ დაფაზე გადასულა, რომელიც ტილოს უკნიდან ჰქონდა გაკეთებული. ქართველთა ღვაწლით ეს დაფა გადარჩა. ამ პერიოდში, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველო უმნიშვნელოვანესი და ანგარიშგასაწევი ქვეყანა იყო. “პირი ღვთისა”, ანუ ფიცარზე გადასული ხატი, თავშესაფრად გადმოაბრძანეს საქართველოში – კლარჯეთში მთიან ანჩში და ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში დაასვენეს.

თამარ მეფემ ხატი შეაკეთებინა, ცვილის საღებავით აღადგენინა და ბექა ოპიზარს მოაჭედინა. მსოფლიო მნიშვნელობის ეს საგანძური თურქთა მიერ ბიზანტიის იმპერიისა და მისი დედაქალაქის დაცემამდე, 1453 წლამდე იმყოფებოდა ანჩის ტაძარში. შემდეგ თურქებმა საქართველოსაც შემოუტიეს, გათათრდა სამცხე, ანჩაშიც თურქები შევიდნენ.

1664 წელს ქართლის კათალიკოსის დომენტის დავალებით “პირი ღვთისა” 2,000 მარჩილად შეისყიდეს და ჩამოაბრძანეს თბილისში, ღვთისმშობლის მიძინების (ახლანდელი ანჩისხატი) ტაძარში. ეს ტაძარი VI საუკუნეში, ვახტანგ მეფის შვილს დაჩის განუსრულებია, როგორც საეპისკოპოსო ტაძარი.

ანჩისხატის ტაძრის უმშვენიერეს ეზოში იკრიბებოდა თბილისის წარჩინებული საზოგადოება, აქვე იყო სემინარიაც. ტაძრის დეკანოზები კი მეფის აღმზრდელებად ითვლებოდნენ. ტაძარშია დაკრძალული დიდი წმიდანი ევდემოს კათალიკოსი. იგი გამუსულმანებულ როსტომ მეფეს ებრძოდა და ამხელდა, ქვეყნისა და მართლმადიდებლობის გადასარჩენად.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარმა სახელი იცვალა და მას “ანჩისხატი” უწოდეს, ანჩიდან ჩამობრძანებული “პირი ღვთისას” საპატივსაცემოდ.

გამოხდა ხანი, დიდმა ქართველმა, სამშობლოს მოყვარულმა გივი ამილახვარმა (მეფის მტრებისთვის ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი – ასეთი დევიზი ჰქონდა მის გერბს) “პირი ღვთისა” წააბრძანა სოფელ ჭალაში, კარის ეკლესიაში, გივის ძმის, ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ VI–ის ლოცვა-კურთხევით. გივიმ ხატი კვლავ განაახლა, შეამკო გარედან, ოქრომჭედლებს კარედიც მოაჭედვინა. ასე დამშვენებული ხატი კვლავ “ანჩისხატის” ეკლესიაში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, საქართველოს გასაბჭოებამდე, ეს საოცარი ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათოლიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ მსოფლიო საოცრება “პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება და ანჩისხატის ტაძარი კვლავ ელოდება მის დიდებით დაბრუნებას.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 29 2013, 02:09 AM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კარგია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gunci
პოსტი Jan 29 2013, 06:01 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 13-September 10
წევრი № 9,453



ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე...
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ძველ ქართულ ხატებსა და ფრესკებზე მინდა ინფორმაცია და ვერსად ვერ ვნახულობsad.gif


--------------------
[b]სიცილი ისე სასაცილოდ,
ტირილი მოგინდებათ უთუოდ...[/b][color=#000099]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 29 2013, 07:19 PM
პოსტი #19


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(gunci @ Jan 29 2013, 06:01 PM) *

ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე...
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ძველ ქართულ ხატებსა და ფრესკებზე მინდა ინფორმაცია და ვერსად ვერ ვნახულობsad.gif


რა სახის ინფორმაცია და კონკრეტულად რომელ ხატზე ან ფრესკაზე? ასე უამრავია ძველი და როგორ გითხრა აბა


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 30 2013, 05:14 PM
პოსტი #20


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ისტორია



ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავად გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ამ დროისათვის, ნიკეის ახლოს - საკუთარ სახლში ერთი მდიდარი და ღვთისმოსავი ქვრივი ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებინათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს. მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა. მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისა, ხოლო თვით ხატი - ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ, იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისაკენ გასცურა.
ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.
არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომისმარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა გაბრიელ ბერმა, რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულისსამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაშიშესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად" ანუ „კარიბჭის მცველად". ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და მიტომ ხატს ასევე ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი". ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2018 - 04:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი