IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ხატწერის ისტორია
qetevano
პოსტი Feb 18 2013, 11:33 PM
პოსტი #21


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აწყურის ღვთისმშობლის ხატი – მცველი ივერიისა

ავტორი: დავით დანელია

საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება, ბევრი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძველი და უდიდესი მადლის მქონე ყოვლადწმიდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. მისი მეშვეობით ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა: “დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის… წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი… შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდეო”.“შვილო ანდრია, – უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს, – ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა. შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ”. “იყავნ ნება შენი, ყოვლადწმიდაო, – მიუგო მოციქულმა, – და ნება ძისა შენისა”. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.

მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: “სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა გდევდესო თან… მეც შეგეწევი ქადაგებაში”. წმიდა ანდრია ყოვლადწმიდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმიდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა.

წმიდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, “რომელ არს სოფელ მეგრელთა” და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა “ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდება” და სახარების ქადაგება დაუწყია. ამ ადგილების მკვიდრნი, როგორც მატიანე მოგვითხრობს, “პირუტყვთა უუგუნურესნი” ყოფილან. ეს წარმართები შემოქმედ ღმერთს არ ცნობდნენ და არაწმიდა წესს აღასრულებდნენ. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

მოციქულმა ნათლობის შემდეგ ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს, მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა; წმიდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმიდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეყსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში.
ქართლიდან წმ. ანდრია ოძრხეს გავლით სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენ-გორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ მოციქული დაბა სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში) გაემართა და იმ მხარის გამგებლის – ქვრივი ქალის სამძიმარის შვილი მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იწამა ქრისტესი და მოინათლა, შემდეგ კი წერილი მისწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია. სოსანგეთი ხალხით გაივსო. ეკლესიის გადმოცემით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როცა საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეული დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი – მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველა დამსწრემ ერთხმად აღიარა ქრისტე. წმიდა ანდრიამ სოსანგეთში მრავალი ადამიანი მონათლა და ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მოსახლეობის თხოვნით, წმიდა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომმეფისეულ სიგელში. მეფეს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: “მას ჟამსა, ოდეს აწყურის ღვთისმშობლის საყმო აზნაურიშვილი და გლეხი ჩვენს საბატონოში ჩამოსულიყვნენ და ღოღეთს დაესახლებინათ და რაცა ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქვენს (მცხეთის) ტაძარში დაესვენებინათ… სხვას კაცს ღოღეთს ხელი არა ჰქონდესო… ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტეანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერვინ დაუჭიროს…” შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის, გაურკვეველია.

წმიდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი – მცველი ივერიისა წარმოადგენს ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანეს სულიერ მემკვიდრეობას. ამჟამად ხატი მუზეუმშია დაცული.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 10 2013, 11:44 PM
პოსტი #22


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი
ზარზმის ფერისცვალების ხატი


ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში, ზარზმის “ფერისცვალების” ხატი უადრესია ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია. ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – “… ქორონიკონი იყო რ “ვ”, ე.ი. 886 წელი.

“როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ეს არის შესანიშნავი ძეგლი. მთელი მისი აღნაგობა გამსჭვალულია მონუმენტალობით, დეკორატიულობითა და ექსპრესიულობით… ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საკუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად,” – გიორგი ჩუბინაშვილი.

“ფერისცვალების” ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIIIს.) საუკუნეების ამბებია აღწერილი. აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ზარზმის წინამძღვარმა პავლემ “სრულყო ეკლესია და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისა.”
სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131×74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი.

თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე.

“ფერისცვალების” დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის “ფერისცვალების” ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.).

ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი – “მე ზვიად ერისთავი, ძე სულკურთხეულისა ერისთავისა არაბაისი, ღირს ვიქმენ შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა…”. ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა. ამ საუკუნეს შეესატყვისება სწორედ ყველა ის ფირფიტა, რომელიც აღდგენა-განახლების პროცესში დაემატა ზარზმის “ფერისცვალებას”.

მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს დაიწყო ზარზმის ფერისცვალების ხატის ასლის შექმნა. ხატი 2009 წლის 10 ოქტომბერს, ზარზმის მონასტერში დააბრძანეს.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 11 2013, 02:20 AM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
მდლ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 11 2013, 04:35 PM
პოსტი #24


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
როგორ გავშიფრო მდლ? მადლოობა, მოდილიანი, მადლი, მადლენა, მედალი თუ? biggrin.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 11 2013, 09:28 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
მადაგასკარი...ლოლ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 11 2013, 11:39 PM
პოსტი #26


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი

უბისის ფრესკები
ავტორი: თეონა ნოზაძე
დასავლეთ საქართველოში, სოფელ უბისის მისადგომთან შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. აქ დგას ძველი დარბაზული ეკლესია, კოშკი-გოდოლი და თაღოვანი კარიბჭე, იქვეა უფრო გვიანდელი სამრეკლო. აღმოსავლეთის ფასადის პირდაპირ აღმართული კოშკი-გოდოლის სამხრეთ კედლის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტერი და კოშკი 1141 წელს აუშენებიათ.
ტაძრის უძველესი და ძირითადი ნაწილი ერთნავიანი, ერთაფსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. თავდაპირველად ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონდა: სამხრეთისა და დასავლეთის გადაუხურავი კაბიბჭეები. ეკლესიაში შემორჩენილი საკურთხევლის დაბალი კანკელი, არქაული ფორმების მიუხედავად, ეკლესიის თანადროული უნდა იყოს. კოშკი მესვეტის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.

უბისის ეკლესიაში თაღისა და კედლების უმეტესი ფართობი ფერწერას უკავია, რაც ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციებიდან გაომდინარეობს. მთლიანობაში ფერწერა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ, ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან დაზიანებას, კარგადაა შემონახული.

უბისის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, რომლის შემოქმედებასაც XIV საუკუნის პირველი ნახევრის მონუმენტური ფერწერის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ეკლესიის კედლის მხატვრობა თავისი გენეტიკური შემადგენლობით ერთდროულია, მხატვრულად – ერთიანი. სამხრეთ მინაშენში ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია გვიანი მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს ასახავენ. ეს მოხატულობა XVI საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს.

უბისის ძირითადი მოხატულობა საკმაოდ თავისებური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეწყო დარბაზული ტიპის ეკლესიას გუმბათური მოხატულობის სქემა. კათოლიკონი გადახურულია ცილინდრული თაღით, რომელიც ორ საბჯენ კამარას ეყრდნობა და ამით გამოიყოფა სამი არე. კამარებს შორის მოქცეულ თაღის ზედა ნაწილში მოხატულია გუმბათისათვის განკუთვნილი კომპოზიცია – მახარებელთა ოთხ სიმბოლოს შორის კი – მაცხოვრის მკერდზევითა გამოსახულება. საყრდენ თაღებზე გამოსახულია წინასწარმეტყველთა და ქრისტეს წინაპართა მედალიონები, რომლებიც გუმბათოვანი ტაძრის მოხატულობის სქემაში გუმბათის ყელსა და საყრდენ კამარებზეც გვხვდებიან. თაღის ზედა ნაწილის აღმოსავლეთ არეში გამოსახულია ქრისტე “ძველი დღითაი”, დასავლეთის არეში კი – “ნათლისღების” კომპოზიცია, რომელიც ნაწილობრივ სამხრეთკალთაზეც გადადის. კათოლიკონის ზედა ნაწილის მოხატულობა ორ რეგისტრად წარმოაჩენს რელიგიურ სიუჟეტებს “ღვთისმშობლის ხარებიდან” – “მიძინების ჩათვლით”.

მოხატულობის მთელი მეორე რეგისტრი დაკავებული აქვს წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ვის სახელსაც ატარებს უბისის ეკლესია. საკურთხევლის აბსიდის მოხატულობა თავისი შინაარსით, სტილითა და ხელის მანერით, ერთიან ქმნილებას წარმოადგენს და როგორც ამას “საიდუმლო სერობის” კომპოზიციის წარწერა გვაუწყებს, ფერმწერ დამიანეს ეკუთვნის.

საკურთხევლის აფსიდის კონქი შეფენილია “ვედრების” რთული კომპოზიციით. ცენტრში მშვიდ პოზაში გამოხატულია “საყდარსა ზედა მჯდომი” ქრისტე, მკერდთან მიტანილი მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხნივ დგას ღვთისშობელი, ანგელოსთა დასითურთ, მარჯვნივ კი წინამორბედი ანგელოზებითურთ. ვედრების კომპოზიციის თავზე გამოსახულია “საიდუმლო სერობა”, მარჯვნივ და მარცხნივ კი -”მოციქულთა ზიარება სისხლითა და ხორცით უფლისა.”

მეორე რეგისტრში, ორივე მხარეს მთელი სიმაღლით გამოხატულია ოთხ-ოთხი მღვდელმთავრის გამოსახულება ხელში გაშლილი გრაგნილებით, თითო დიაკვნის თანხლებით.

კონქის მთელი კომპოზიცია მთლიანად თბილ, მსუყე ტონებშია გადაწყვეტილი. ფიგურები მოხდენილი და ჰარმონიულია, პროპორციები კი – დაგრძელებული და დახვეწილი.

დამიანეს მხატვრულ ოსტატობაზე მსჯელობისთვის დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს “საიდუმლო სერობის” კომპოზიციას. ოვალური მაგდის ცენტრში ზის ქრისტე. თავი ოდნავ დაუხრია იოანე მოციქულისკენ, რომლის მხარზეც ხელი უდევს მოციქულთა ჯდომის პოზაში, ხელებისა და თავების მოძრაობაში შეინიშნება მხატვრის თავისებური მისწრაფება, ფსიქოლოგიურად გაიაზროს სიუჟეტი. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს გამოსახულ იუდას ენერგიულად გაუწვდია ხელი მაგიდის შუაგულისკენ.
“სერობის” კომპოზიციას არქიტექტურული პეიზაჟი ამშვენებს. პერსპექტივაში გამოსახული გრძელი კედელი კოშკისმაგვარი კარიბჭეებითა და აქეთ-იქით ჩამოშვებული ფარდის კიდეებით მთელ კომპოზიციას სიღრმეს ანიჭებს.

ძეგლის კედლის ფერწერაში ხატვის ორი მანერა შეიმჩნევა, რაც ორი ოსტატის ხელს მოწმობს. მეორე მანერით შესრულებული ნახატი – დამიანეს მოწაფის ნახელავად უნდა მივიჩნიოთ.

უბისის მოხატულობის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი და მისი შესრულების ტექნიკა მიგვანიშნებს, რომ ეს ძეგლი XIII-XIV საუკუნეების ადგილობრივი მხატვრული ტრადიციების ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპს წარმოადგენს.

დამიანეს ფერწერა გაბედული მანერით, ლაღი, ოსტატური, მეტყველი, მსუყე მონასმით გამოირჩევა, რაც მის ნახატებს “იმპრესიონისტულ” იერს ანიჭებს. მისი შემოქმედება ქართული მონუმენტური ფერწერის ტრადიციებზეა შექმნილი და ქართულ ნიადაგში აქვს გადგმული ფესვი და არა კონსტანტინოპოლურ ხელოვნებაში. მისი ხელწერა ელინისტურ ხელოვნებსაც ეხმაურება.

დამიაანეს მიერ შესრულებული უბისის მოხატულობა დღესაც დიდ ინტერესს იწვევს მნახველთა შორის და მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქარული კულტურის განვითარების ისტორიაში.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 19 2013, 02:33 PM
პოსტი #27


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



http://radio1.ge/media-view/12941

ხატმწერები არიან რომელიღაც რადიოში სტუმრად. ჩემი საყვარელი ხატმწერიცაა დავით ხიდაშელი. ეხლა ვიწყებ მოსმენას. წესით საინტერესო იქნება.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2018, 01:03 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



+


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:46 AM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალზე საინტერესოა იმდროინდელი მხატვრობა. მაშინ ენკაუსტიკის მეთოდით - ცვილის საღებავებით ხატავდნენ. ტრადიციის თანახმად, სუდარაში გახვეულ მიცვალებულს სახეზე თავისივე პორტრეტს ადებდნენ, რომელიც იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული, რომ დიდი ხნის შემდეგაც მიცვალებული ცოცხალს ჰგავდა. I საუკუნის ხატწერა საოცრად ჰგავდა ამ მხატვრობას. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზნეობრივად დაცემულ კაცობრიობაში მაინც არსებობდა მაღალსულიერი მხატვრობა - თითქოს ადამიანი გამუდმებით ეძებდა გამოსავალს..."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th October 2018 - 11:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი