IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> უცნაური დიალოგები, იოანეს სახარებაში არსებული
Otherguy
პოსტი Sep 29 2010, 12:48 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სალამი ყველას, ეს თემა არ დამიხუროთ რა, ძალიან მაინტერესებს...

პირველ რიგში ამ სახარების ავტორი ებრაელებს მოიხსენიებს ნაციის მიხედვით იესოსთან საუბარში, რაც აბსურდულია... იგივეა თქვა - ამას(ვიღაც ქართველის სახელი) ქართველები ესაურებოდნენ-ო... რაც აბსურდია, რადგან ვისაც ელაპარაკებიან ისიც ქართველია...

ეხლა მთავარი, პირველ რიგში დიალოგი :

1) იესო ეუბნება: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში ავაშენებ მას." ებრაელებმა კი უთხრეს: "ეს ტაძარი 46 წელი შენდებოდა და 3 დღეში აღადგენ მას?" - კი მაგრამ სად ჩანს რომ სოლომონის ტაძარი 46 წელი შენდებოდა? ორიგენე ამის განმარტებისას გაოცებული აკეთებს კომენტარს და ებრაელთა არცოდნით გაკვირვებულია...

2) მერვე თავში ებრაელები ესაუბრებიან იესოს. იესო ეუბნება: "აბრაამი ელოდა ჩემს ნახვას, მნახა და გაიხარა"- როდის ნახა აბრაამმა იესო?

3) ებრაელები კი ეკითხებიან: "50 წლისაც არ ხარ და აბრაამი გინახავს?"- ამეებმაც არანაკლები ლოგიკური კითხვა დაუბრუნეს - ვითომ 50 წლის რომ გახდებოდა აბრაამს ნახავდა...

რას ფიქრობთ ამ 3 საკითხზე, ჯერ ესენი გავარჩიოთ და მერე სხვებზეც ვიფიქროთ...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 29 2010, 09:02 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Otherguy
შენ, ჩემი ძმაო, როგორც ჩანს არ გესმის მართლმადიდებლობის არსი. მსგავსი კითხვები არაფრის მომტანია და შენც იცი რისთვის სვამ ამ კითხვებს - არა იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ეძებ და გაინტერესებს, არამედ რომ დაამტკიცო მაგარი ხარ (მეც მასე ვარ და იქიდან ვიცი მაი ამბები biggrin.gif). კარგად გაათვითცნობიერე, რომ მართლმადიდებლისთვის უპირველეს ყოვლისა არის გზა, ქრისტეს ჯვრის ტარება, ზუსტად ისე, როგორც მან ატარა და მოუწოდა მიმდევრებს. ვერავინ შეძლებს ქრისტეს გზაზე სიარულს, რა თქმა უნდა, მაგრამ ღვთის წყალობით და მადლით, მართლმადიდებლები ამას აღწევენ - ღვთის წყალობით და მადლით და არა თავისით! ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ღმერთის სსიყვარული თუ აქვს ადამიანს და გული უნდა გაუღოს ქრისტეს, მაშინ რა კავშირი აქვს ასეთ კითხვებს საერთოდ მართლმადიდებლობასთან? არაფერიც. უფრო მეტიც, ასეთ კითხვებით დატვირთვა და რაციონალური ანალიზით პასუხის ძებნა არის დამღუპველი ადამიანისათვის. ასე ამბობს მართლმადიდებლობა და მეც ვიწამე, რადგანაც რასაც მართლმადიდებელი წმინდანი ამბობს, იმას ამბობს ღმერთი.

პროტესტანული რაციონალიზმი და კათოლიკური რაციონალიზმი (სქოლასტიციზმი) ამპარტავნული თამაშებია. რადგან ამ ბოლო დროს, ღმერთის წყალობით და მადლით, ჭეშმარიტ რელიგიასთან მოვედი (სხვა არამართლმადიდებლური, ოღონდ არაქრისტიანულ, რელიგიების ჭეშმარიტებას არ ვუარყოფ), მოხდა ისე, რომ პროტესტანტულ წყაროებსაც ვკითხულობ და მი არსში გავერკვიე. რა შეიძლება ითქვას ამ პროტესტანზიზმე? To study Bible? ბიბლიის სწავლა როგორ შეიძლება? თუ ბიბლია ღვთის მოცემული წიგნია, როგორ შეიძლება ღვთის სიტყვას ჩაწვდეს კაცი, თუ უშუალოდ ღმერთმა არ გაგიხსნა ეგ სიტყვა? სისულელეა ეს ყველაფერი. ერთია იკითხო ბიბლია და რა თქმა უნდა გარკვეული აზრის ჩამოყალიბებას ვერ აცდები, რადგანაც ადამიანები ვართ. მარა, მეორე, როცა ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ უსუსურებას და ჩვენი აზრი ღვთის სიტყვა გვგონია. ასეა ყველა პროტესტანტი და სამწუხაროდ მართლმადიდებლების დიდი ნაწილიც.

დღეს ყველა თეოლოგია, ჩემი ჩათვლით biggrin.gif მე ყველაზე დიდი თელოგი ვარ biggrin.gif (ასე მგონია ხანდახან, როცა მარტო მე ვარ, ხოლო როცა უფალი მეხმარება, მაშინ ვიცი რომ ერთი პატარა უაზრო და ამპარტავანი წერტილი ვარ) ისე, თუ გიცდია იოანე ოქროპირის ლოცვა წაგეკითხა სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ? ან წაკითხვის დამთავრების შემდეგ, წმინდა წერილის კითხვის შემდგომი ლოცვა თუ წაგიკითხია? იოანე ოქროპირის ლოცვა სულიერების ნიმუშია. აუცილებელია მისი წაკითხვა წმინდა წერილის კითხვის წინ
ციტატა
უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რაჲთა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დააკვირდი ლოცვას. იმას კი არ ვიტყვი, რომ ამ ლოცვის შემდეგ თვალები მეხილება და სახარებას ვხედავ თქო, მარა სინდისი მქენჯნის, რო არ ვაღიარო მისი კითხვის შემდეგაც იგივე ვარ. რაოდენ ბრმები ვართ, ხედავ? აი რა ყოფილა თურემ საჭირო, რომ მაცხოვრის და მოციქულთა და წმინდანების სიტყვას ჩაწვდე და "ვხედვიდეთ საკვირველებასა სულისა მისისა".

პროტესტანტებს კიდევ ათასი საშუალებები აქვთ ბიბლიის "სწავლისა". ამ საშუალებას ისე მეც ვიყენებ, ისტორიული ფაქტების და სხვა ფაქტობრივი მასალების ცოდნის გაღმავებისათვის. მარა, აი მათი კომენტარები არის ე.ი. აბსურდების ნიმუში; თურმე საიდუმლო მაცხოვრის სიტყვაში არაფერია, ყველაფერი ცხადია. აი შენ დასმულ კითხვებზეც წავიკითხე მათი კომენტარები და ამისთანა სისულელეები არ მინახია. პირველ კითხვაზე (აი მსგავსი ტიპის კითხვებზე აზრი აქვს გადახედო პროტესტანტულ კომენტარებს, სადაც სწავლების არსი არ არის გადმოცემული) პასუხის პროტესტანტული კომენტარი შეიძლება მიიღოს კაცმა. ბობლო, ბოლო, ფარისეველთა უაზრო პასუხს რა სასწავლო ღირებულება უნდა ქონდეს? ამ მხრივ მესმე კითხვაც მსგავსია. ფარისეველთა ფარისევლური კითხვაა და რა აზრი აქვს სინამდვილეში თუ რატომ უპასუხეს ფარისევლებმა ასე? აგერ, რომ არ ვიწვალოთ, პირდაპირ დავდებ პროტესტანტულ კომენტარს პირველ (კი მაგრამ სად ჩანს რომ სოლომონის ტაძარი 46 წელი შენდებოდა?) და მეორე (ამეებმაც არანაკლები ლოგიკური კითხვა დაუბრუნეს - ვითომ 50 წლის რომ გახდებოდა აბრაამს ნახავდა...) კითხვებზე.

პირველი კითხვა:
ციტატა
Then said the Jews: forty and six years was this temple in building;
which cannot be understood of the temple as built by Solomon, for that was but seven years in building, ( 1 Kings 6:37 1 Kings 6:38 ) . But rather of the temple, as built by Zorobabel, commonly called the second temple, and might be more properly said to be "this temple"; the calculations of this made by learned men, are various and endless to recite. Daniel's seven weeks, or forty nine days, which are so many years, can have nothing to do with this account; since they regard not the building of the temple, but the city of Jerusalem; though from the second year of Cyrus, in which the temple began to be built, to the thirty second of Darius exclusive, were just forty six years; Cyrus reigning three years, Artaxerxes Ahasuerus fourteen years, and Artaxerxes Darius thirty two; but their account is more likely, which begins at the first of Artaxerxes Longimanus, who reigned forty years, and ends in the sixth year of Darius, his successor, in which year the temple was finished, ( Ezra 6:15 ) . But to me it seems rather, that Herod's temple, or the temple as rebuilt, or repaired by Herod, is here meant; and which the Jews call, (owdwrwh Nyynb) , "the building of Herod" F7; and say of it, that

``he who has not seen Herod's building, never saw a beautiful building.''

And this, according to Josephus F8, was begun in the "eighteenth" year of his reign, in the "thirty fifth" of which Christ was born, who was now "thirty" years of age: so that reckoning either the eighteenth year of Herod, or the thirtieth of Christ, the present year exclusively, just forty six years had run out, since the rebuilding or reparations were first begun; and which were not yet finished; for some years after this, the above writer observes F9, the temple was finished, even in the times of Nero and Agrippa: and agreeably to this, the words may be rendered, "forty six years has this temple been building";


კითხვა მეორე:
ციტატა
Then said the Jews unto him, thou art not yet fifty years old
One copy reads forty, but he was not that; no, not much more than thirty; not above two or three and thirty years old: the reason of their fixing on this age of fifty might be, because Christ might look like such an one, being a man of sorrows and acquainted with griefs, as well as of great gravity; or they might be free in allowing him as many years, as could be thought he should be of, and gain their point; for what were fifty years, when Abraham had been dead above two thousand? and therefore he could never see Abraham, nor Abraham see him; moreover, this age of fifty, is often spoken of by the Jews, and much observed; at the age of fifty, a man is fit to give counsel, they say F1; hence the Levites were dismissed from service at that age, it being more proper for them then to give advice, than to bear burdens; a Methurgeman, or an interpreter in a congregation, was not chosen under fifty years of age F2; and if a man died before he was fifty, this was called the death of cutting off F3; a violent death, a death inflicted by God, as a punishment; Christ lived not to that age, he was now many years short of it:


შენს მეორე კითხვაზე პროტესტანტების განმარტება აბსურდის მწვერვალია. შეგიძლია ამ ვებგვერდე იხილო ნებისმიერი მუხლის კომენტარი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარებიდან. ახლა მე დაგისვამ ასეთი კითხვას. ბიბლიიდან ვიცით, რომ აბრაამი ღმერთთან იყო და ღმერთს "ელაპარაკებოდა". უფალი ქრისტე კი ამბობს, ვინც მე მიცნო მამაჩემი იცნოო და ვინც მამაჩემი იცნო, მე მიცნოო; ან კიდევ, მამაჩემთან მისვლა მხოლოდ ჩემით შეიძლებაო. როგორ უნდა ენახა აბრაამს მამა ღმერთი, მაშინ, თუ ქრისტე არ ნახა? უპასუხე ამ კითხვას.

P.S. გასართობად, ისე სხვათაშორის, ცონკორდანსიც კარგია, რაც ინფორმაციისათვის მართლმადიდებლისთვისაც კარგი იქნებოდა. ისე როგორ ეტყობა პროტესტანტიზმს (და კათოლიციზმსაც, რომელიც თავის დოგმას მეცნიერების წინსვლასთან ერთად "ხვეწავს", რომ არ ჩამორჩეს მეცნიერებას) მატერიალური სული, არა? რას იტყვი Otherguy? შენ თუ ჭეშმარიტად გაინტერესებს ღვთის ძიება და მისი მადლის შეძენა, ამ ქვეყნიური სულის მეთოდებით და ხრიკებით როგორ უნდა იპოვო ღვთიური სული? ვერ მისდევ კაი გზას შენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Sep 29 2010, 09:25 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



guest1

ხრიკები რა შუაშია? smile.gif

მეორე კითხვაზე ეგ ახსნა არის სერიოზული გადაჭარბება... იესო თავის თავზე ლაპარაკობს და იმაზე რომ აბრაამმა იცოდა რომ იესო ნახა...

შენ თვლი რომ აბრაამს წარმოდგენა ჰქონდა იესო ვინ იყო? არსად არ ჩანს რომ აბრაამი ელოდა იესოს ნახვას და მერე ნახა... მან მამა ღმერთი "ნახა"(ბრჭყალებში, რადგან ღმერთი არავის უხილავს)...

სხვათაშორის წმინდა ირანეუს ლიონელი ამბობდა რომ იესოს 50 წლამდე ცოტა აკლდა... მეორეც, ის არაფერ შუაშია "კაცს შეეძლო თუ არა დარიგება ან ბრძენი ხდებოდა" თუ არა 50 წლის ასაკში... თორემ აბრაამს ვერც 100 წლის ბრძენი ვერ ნახავდა... (ვიცი რომ 40 წერია ზოგიერთ მანუსკრიპტში, ამაზე წმ. იოანე ოქროპირის განმატებაში ნათლად წერია... მაგრამ ეგ სპეციალურად ჩაასწორეს, ის არ იფიქრონ - იესო 50 წლამდე იყოო)

მე აქ არაერთხელ დამიწერია უზუსტობებზე, და არაერთხელ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ დემაგოგიას ჰქონდა ადგილი(ამ პასუხებზე არ ვამბობ რაც ეხლა დამიწერე)...

ან იესო გაუცინარი ადამიანი იყო? რატომ ასე? იმიტომ რომ ქრისტიანობა გლოვის რელიგიაა? სად ჩანს ეს? სრულყოფილება("იყავით ისეთივე სრულყოფილი როგორიცაა თქვენი მამა ზეციერი") გლოვა და ჩამოღვრემილი სახეა? ამას მოგვიწოდებს იესო? მამა ღმერთიც მგლოვიარეა მაშინ და რა აგლოვებს არ ვიცი...

მე არც პროტესტანტი ვარ და არც არავინ, დამიჯერე ძალიან გულწრფელად ვუდგები ამ საკითხს...


პ.ს. პროტესტანტებს რაც შეეხება კარგად ვიცი მათი კომენტარები... მაგრამ ეკლესიის შინა დაპირისპირებებზე რას იტყვი? განა ის წმინდანები ვიცი განმარტებაც მართლმადიდებლებმა სწორად ცნეს - ამორჩეულები არ არიან? მარტო მაგენი ხომ არ წერდნენ განმარტებებს? smile.gif



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Sep 29 2010, 09:25 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



guest1

ხრიკები რა შუაშია? smile.gif

მეორე კითხვაზე ეგ ახსნა არის სერიოზული გადაჭარბება... იესო თავის თავზე ლაპარაკობს და იმაზე რომ აბრაამმა იცოდა რომ იესო ნახა...

შენ თვლი რომ აბრაამს წარმოდგენა ჰქონდა იესო ვინ იყო? არსად არ ჩანს რომ აბრაამი ელოდა იესოს ნახვას და მერე ნახა... მან მამა ღმერთი "ნახა"(ბრჭყალებში, რადგან ღმერთი არავის უხილავს)...

სხვათაშორის წმინდა ირანეუს ლიონელი ამბობდა რომ იესოს 50 წლამდე ცოტა აკლდა... მეორეც, ის არაფერ შუაშია "კაცს შეეძლო თუ არა დარიგება ან ბრძენი ხდებოდა" თუ არა 50 წლის ასაკში... თორემ აბრაამს ვერც 100 წლის ბრძენი ვერ ნახავდა... (ვიცი რომ 40 წერია ზოგიერთ მანუსკრიპტში, ამაზე წმ. იოანე ოქროპირის განმატებაში ნათლად წერია... მაგრამ ეგ სპეციალურად ჩაასწორეს, ის არ იფიქრონ - იესო 50 წლამდე იყოო)

მე აქ არაერთხელ დამიწერია უზუსტობებზე, და არაერთხელ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ დემაგოგიას ჰქონდა ადგილი(ამ პასუხებზე არ ვამბობ რაც ეხლა დამიწერე)...

ან იესო გაუცინარი ადამიანი იყო? რატომ ასე? იმიტომ რომ ქრისტიანობა გლოვის რელიგიაა? სად ჩანს ეს? სრულყოფილება("იყავით ისეთივე სრულყოფილი როგორიცაა თქვენი მამა ზეციერი") გლოვა და ჩამოღვრემილი სახეა? ამას მოგვიწოდებს იესო? მამა ღმერთიც მგლოვიარეა მაშინ და რა აგლოვებს არ ვიცი...

მე არც პროტესტანტი ვარ და არც არავინ, დამიჯერე ძალიან გულწრფელად ვუდგები ამ საკითხს...


პ.ს. პროტესტანტებს რაც შეეხება კარგად ვიცი მათი კომენტარები... მაგრამ ეკლესიის შინა დაპირისპირებებზე რას იტყვი? განა ის წმინდანები ვიცი განმარტებაც მართლმადიდებლებმა სწორად ცნეს - ამორჩეულები არ არიან? მარტო მაგენი ხომ არ წერდნენ განმარტებებს? smile.gif



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Sep 29 2010, 10:12 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



Otherguy


მეტი საქმე არ გაქვს ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Sep 30 2010, 04:46 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



A.v.B

შენ ეკლესიაში ხო დადიხარ? ხო კითხულობ ბიბლიას, და რომ გკითხო - მეტი საქმე არ გაქვს - თქო, რას მიპასუხებ? biggrin.gif

და ჩემგან რა პასუხს ელი? smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 30 2010, 09:38 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



მოსეს ვინც დაატარებდა და იუდეველთა ღმერთი იყო თუ არ ვცდები ვაბშე 7 სიმკვრივის ძალაუფლების არსება იყო biggrin.gif სირიუსელი სხვათაშორის თავი რომ მოაქვთ სირიუსიდან ვართო. biggrin.gif
რომელიც ყველას კლავდა 'ძალაუფლება" და სუ ჯუჯღუნებდა. biggrin.gif ტაკ შტო არკვიეთ კარგად სადაა ღმერთი..

არა ისე სულ არ გიგვრძნიათ რომ რაღაც განსხვავებაა და სხვა და სხვა ღმერთთან გვაქვს საქმე?
იესო ქრისტესი განსხვავებულია და ნამდვილია..
სხვებზე ეჭვი მეპარება.. უბრალოდ ყოველვის ვგრძნობ რომ რაღაც ისე არ არის..
მომიტევეთ


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Sep 30 2010, 07:08 PM
პოსტი #8


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Sep 30 2010, 07:19 PM
პოსტი #9


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy
ციტატა
სალამი ყველას, ეს თემა არ დამიხუროთ რა, ძალიან მაინტერესებს...პირველ რიგში ამ სახარების ავტორი ებრაელებს მოიხსენიებს ნაციის მიხედვით იესოსთან საუბარში, რაც აბსურდულია... იგივეა თქვა - ამას(ვიღაც ქართველის სახელი) ქართველები ესაურებოდნენ-ო... რაც აბსურდია, რადგან ვისაც ელაპარაკებიან ისიც ქართველია...ეხლა მთავარი, პირველ რიგში დიალოგი:

1) იესო ეუბნება: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში ავაშენებ მას." ებრაელებმა კი უთხრეს: "ეს ტაძარი 46 წელი შენდებოდა და 3 დღეში აღადგენ მას?" - კი მაგრამ სად ჩანს რომ სოლომონის ტაძარი 46 წელი შენდებოდა? ორიგენე ამის განმარტებისას გაოცებული აკეთებს კომენტარს და ებრაელთა არცოდნით გაკვირვებულია...

2) მერვე თავში ებრაელები ესაუბრებიან იესოს. იესო ეუბნება: "აბრაამი ელოდა ჩემს ნახვას, მნახა და გაიხარა"- როდის ნახა აბრაამმა იესო?

3) ებრაელები კი ეკითხებიან: "50 წლისაც არ ხარ და აბრაამი გინახავს?"- ამეებმაც არანაკლები ლოგიკური კითხვა დაუბრუნეს - ვითომ 50 წლის რომ გახდებოდა აბრაამს ნახავდა... რას ფიქრობთ ამ 3 საკითხზე, ჯერ ესენი გავარჩიოთ და მერე სხვებზეც ვიფიქროთ...


პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ კარგი იქნება თუ მომავალში, ანალოგიური შეკითხვების მოცემისას, ზუსტად მიუთითებ იმ ადგილებს (თავებისა და მუხლების, ასევე წიგნის დასახელების მიხედვით), რომელთაც იმოწმებ.

ამჯერად შენ დაიმოწმე რამოდენიმე ადგილი იოანეს სახარებიდან. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს წმიდა წერილის წმიდა მამებისეულ განმარტებას (თუ რატომ ამაზე ამჯერად არ შევჩერდები), ამიტომაც გთავაზობ შენთვის საინტერესო ადგილების განმარტებებს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელისა და ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით.

თეოფილაქტე ბულგარელი. იოანეს სახარების განმარტება (გამომც. "მრწამსი". თბილისი 2008 წ. გვ. 58).

"უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძარი პირველად აშენდა სოლომონ მეფის დროს, მის მშენებლობას მოანდომეს 20 წელი. შემდგომში, როდესაც ებრაელებმა, ტყვეობის შემდეგ მიიღეს ნებართვა ამ ტაძრის აშენებაზე, სარემონტო სამუშაოებით განაახლეს იგი კვიროსის მეფობისას, შემდგომ, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს შურიანმა ადმიანებმა და მშენებლობა გაგრძელდა მეფე არტაქსერქსის დრომდე. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ებრაელი მშენებლები დიდი გაჭირვებით ამთავრებენ ტაძრის მშენებლობას.

როცა ამბობენ, რომ იუდეველებს მშენებლობის დროს ერთ ხელში შუბი ეჭირათ, ხოლო მეორეში კი - სამშენებლო ხელსაწყოები, ეს სიმართლეა, რადგან ისინი დიდ შიშში იყვნენ მეზობლად მაცხოვრებელი იდუმიელებისგან, ხოლო სპარსელებისგან კი ისინი სრული უშიშრობით სარგებლობდნენ. იმ მშენებლობაზე საუბრობენ რომელიც ტყვეობის შემდეგ მოხდა, რომელიც გრძელდებოდა 46 წლის განმავლობაში. რადგან ებრაელებს ჰქონდათ წინააღმდეგობა, ამის გამო ტაძრის მშენებლობა ამდენ ხანს გაგრძელდა - კვიროსის მეფობიდან - არტაქსერქსეს მეფობამდე" (თეოფილაქტე ბულგარელი. იოანეს სახარების განმარტება. (გამომც. "მრწამსი". თბილისი 2008 წ. გვ. 58). იგივეს წერს ექვთიმე ზიგაბენიც (იხ. მისი იოანეს სახარების განმარტება).

სანამ მეორე შეკითხვის პასუხს დავდებდე, მინდა შენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ შეკითხვა შენს მიერ დასმულია არასწორად. კერძოდ, იოანეს სახარებაში არ წერია, რომ "აბრაამი ელოდა ჩემს ნახვას, მნახა და გაიხარა", ეს შეცდომაა (შესაძლოა, ასეა გადათარგმნილი ეს ადგილი რომელიღაც პროტესტანტულ ბიბლიაში)! ძველქართულში წერია: "აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (იოანე 8:56). ახალი ქართულით ასეა: "მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა".

ამრიგად, აქ ლაპარაკია უფლის დღეზე. რას ნიშნავს "უფლის დღე" და როდის ან როგორ ნახა ის აბრაამმა? აი ამაზე კი პასუხს გაგვცემს ექვთიმე ზიგაბენი:

"თავის დღეს" ქრისტე თავის ჯვარცმას უწოდებს. აბრაამმა წინასწარ უწყოდა იესუს ჯვარცმის საიდუმლო და ძლიერ სურდა ეხილა ეს დღე, რომლის წინასახეც ის დღე იყო, როდესაც მან სამსხვერპლოზე აიყვანა თავისი ძე ისააკი. აბრაამმა იცოდა, რომ როგორც მან არ დაინდო ძე თვისი საყვარელი ღმრთისთვის, ასევე ღმერთიც არ დაინდობდა ძეს თვისას საყვარელს კაცთათვის; როგორც ისააკს მიჰქონდა შეშა თავის ყოვლადდასაწველი მსხვერპლის აღსასრულებლად, ასევე წაიღებდა თავისი სიკვდილის ძელს ქრისტეც; შემდეგ, როდესაც ისააკი არ ევნო და მის ნაცვლად შეწირულ იქნა კრავი, მაცხოვარიც, თუმც უვნებელია, როგორც ღმერთი, კაცობრივი ბუნება მისი მოკვდება ჯვარზე. ხოლო თუ აბრაამს ძლიერ სურდა ეხილა ეს დღე, დღე ქრისტესი, ცხადია, როგორც უმეტესისა". (ექვთიმე ზიგაბენი. იოანეს სახარების განმარტება თ. 8:56).

აი, ასე იხილა აბრაამმა უფლის დღე და განიხარა.

რაც შეეხება მესამე კითხვას, ვფიქრობ მას შენ თვითონვე უკვე უპასუხე.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 2 2010, 06:11 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



dzvelmartlmadidebeli

ანუ შენ გინდა თქვა რომ მაგ მომენტში უკვე ნანახი ჰქონდა აბრაამს იესოს ჯვარცმა? მაშინ როცა ჯერ არ იყო ჯვარცმული?

ნახე რა წერია "იხილა და გაიხარა"- ანუ იესო როგორც ამბობს, უკვე ნანახი ჰქონდა თქმის მომენტში...

starscream

როგორ არ მიგრძვნია, ძალიან ხშირად... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Oct 2 2010, 10:05 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ციტატა

2) მერვე თავში ებრაელები ესაუბრებიან იესოს. იესო ეუბნება: "აბრაამი ელოდა ჩემს ნახვას, მნახა და გაიხარა"- როდის ნახა აბრაამმა იესო?
3) ებრაელები კი ეკითხებიან: "50 წლისაც არ ხარ და აბრაამი გინახავს?"- ამეებმაც არანაკლები ლოგიკური კითხვა დაუბრუნეს - ვითომ 50 წლის რომ გახდებოდა აბრაამს ნახავდა...


ჩვენ მხოლოდ ლოგიკური აზროვნება და სამ დროში (წარსული, აწმყო, მომავალი) აღქმის უნარი შეგვწევს.
სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი უნარები იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა ბოლომდე სწორად გავიგოთ.
ეს არის საარსებო მინიმუმი(ლოგიკა და 3დროში აზროვნება), რაც ეძლევა კაცობრიობას იმისათვის, რომ ელემენტარულად იცოცხლოს და ელემენტარული ცოდნა შეიძინოს.

ეს "შეუსაბამობები" ვერ აიხსნება ლოგიკის ენაზე და 3 დროში. ამას თავისი ენა აქვს, რომელზე ახსნასაც უბრალოდ ვერ გაიგებს ამჟამინდელი ადამიანი.

სამწუხაროდ არც მე არ ვიცი ეგ ახსნა და ენა, უბრალოდ მე ის ვიცი, რომ "საარსებო მინიმუმის" გარდა არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არამარტო იარსებო, არამედ იცხოვრო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Oct 13 2010, 11:57 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



Otherguy
გაუმარჯოს როგორ ხარ?

თუ ბიბლიას ამ კუთხით მიუდგები შეიძლება ბევრ შეცდომას წააწყდე რადგანაც ასო აკვდინებს სული აცოცხლებს შენ ეს ყველაფერი სულში უნდა არკვიო და არა ისე ზედაპირულად ა


ასეთი კვლევა დიდ ორმომდე მიგიყვანს რადგან შენ ვერ წვდები უფლის სიღრმეებს ის შენთვის და ჩემთვის მიუწვდომელია..... ფორუმზე კი ამ კითხვებზე რთლია რაიმეს გარკვევა მემგონი ვისი დაწერილიცაა ჯობია მას მიმართო ამ კითხვებით


და ბოლო შეგახსენებ პავლეს სიტყვებს: როდესაც კითხლობენ ძვ აღთქმას რიდე ადევთ ხოლო ეს რიდე ქრისტე იესოში იხსნება



--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი