IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
marine
პოსტი Dec 9 2016, 06:29 PM
პოსტი #421


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი: ერთ-ერთ შეტაკებაში უკანდახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდისრებით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლია - შუაზე აპობდა მით თათრებს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან. ურიცხვი ალაფი დატოვა მტერმა, რასაც აფხაზები მათ გადამრჩენ ჭაბუკს სთავაზობდნენ. მაგრამ მან მხოლოდ ორი ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა.

მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთ-იქიდან დახვდათ ჩამოკიდული. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცველ ერს".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2017, 08:41 PM
პოსტი #422


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...როგორი დიდია იმედი და ნუგეში, როდესაც ასეთი დიდი წმინდანი უდგას გვერდში ჩვენს რწმენას..."

/"ფუძნარი" N100, 2016, გვ.7/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2017, 07:18 PM
პოსტი #423


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა გიორგი ქართველებს ყურადღებას არ აკლებდა დევნილობაშიც. ფერეიდნელ ქართველებს აქვთ ასეთი გადმოცემა: როდესაც ავღანელები შეჭრილან ირანში, აუღიათ ისპაჰანი და ფერიდანს მისდგომიან, მთის ფერდობზე იქ ერთი დიდი ლოდი ყოფილა, გახსნილა ის ლოდი, გამოსულა თეთრ ცხენზე ამხედრებული, თეთრით მოსილი, ხმალშემართული კაცი. ის დახმარებია იქაურ ქართველებს. ვერ შესულან ავღანელები ფერიდანში და უკან გაბრუნებულან. ის მეომარი კი ისევ იმ ლოდში გაუჩინარებულა. ამ ლოდს თამზის ცხენი ჰქვია. იქ, სადაც წმინდა გიორგი გამოცხადებიათ, ქართველები დღეს სანთლებს ანთებენ".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2017, 10:19 AM
პოსტი #424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გასაჭირის ჟამს, როდესაც მტერი მუსრს ავლებდა ქართველ ვაჟკაცებს უთანასწორო ბრძოლაში, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდებოდა, დაერეოდა მტრის ლაშქარს და საკვირველი ძალით ამარცხებდა მომხდურთ. მისი გულადობით გაოცებულ ქართველებს გამარჯვების იმედი უბრუნდებოდათ, უკანასკნელ ძალას იკრებდნენ და უკუაქცევდნენ მტერს - ასე შემოინახა ქართველი ერის გენეტიკურმა მეხსიერებამ ძნელბედობის ჟამს დიდი მფარველისა და საქართველოსთვის უფლის წინაშე მეოხის წმინდა გიორგის სახე."

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ. 29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2017, 10:24 PM
პოსტი #425


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მთავარ სტეფანესეული ხატი

ეკლესიაში ამ წმინდა ხატის პირდაპირ დასვენებულია წმინდა გიორგის მესამე ხატი, რომელიც სერბეთის მთავარს, სტეფანე დუშანს, უფრო სწორად, დედამისს ეკუთვნოდა.

მეფე სტეფანე 1458-1504 წლებში მართავდა სერბეთს. საშინელი დრო იყო. თურქებს დაპყრობილი და დამონებული ჰყავდათ ბიზანტია. ქრისტიანთა დაღვრილი სისხლი და შებილწული ტაძრები სულს უწუხებდა მეფე სტეფანეს და შურისძიება სწადდა. მაგრამ სად ჰქონდა საამისო ძალა. ერთხელ დედის სამლოცველო ოთახში წმინდა გიორგის ხატის წინ დამხობილმა მთავარმოწამეს ქრისტეს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში შეწევნა სთხოვა. ლოცვისას მიეძინა. ძილ-ღვიძილში წარმოუდგა მშვენიერი ჭაბუკი და ჰკითხა: - რა გინდა, რისთვის შეაწყენ ღვთის დიდებულებასო?

- ნება მომეცი, გკითხო, ვინა ხარ? - შიშით შეეპასუხა სტეფანე.

- მე ძლევაშემოსილი გიორგი ვარ. რა გინდა ჩემგან, რის შუამდგომლობას მთხოვ ღვთის წინაშე?

- შენ იცი, რასაც სჩადიან თურქნი. მათი განადგურება მწადს, მაგრამ ამის ძალა არ მაქვს. განმაძლიერე, რომ ქრისტეს ჯვრისა და რწმენის მტერს შევება.

- შენ არ გაქვს ძალა, მაგრამ უფალს უხვად აქვს, - ბრძანა წმინდა გიორგიმ, - წადი და განაბნიე თურქნი. მე ვიქნები შენთან. განა საკმარისი არ არის ეს? შენი და შენი მცირერიცხოვანი რაზმის გასამხნევებლად, იმის ნიშნად, რომ თქვენს გვერდით ვარ, აიღე დედაშენის სამლოცველოდან ჩემი ხატი და ბრძოლებში არ მოიშორო. ოღონდ როცა გადამწყვეტ ბრძოლებში გაიმარჯვებ, არ დაგავიწყდეს ჩემი ხატის მიტანა ათონზე, ზოგრაფის მონასტერში, სადაც მუდმივად ვიმყოფები. განაახლე ჩემი ტაძარი ზოგრაფში (ზღვის მეკობრეთაგან დარბეული). ეს არ დაივიწყო.

ძალამიცემულმა სტეფანემ შეკრიბა რაზმი, წაიმძღვარა ხატი და ორმოცი წელი შიშის ზარს სცემდა თურქებს. გაფართოვდა სერბეთის საზღვრები. მეფე სტეფანეს ეძახდნენ "მეფეს სერბთა და ბერძენთა". ხშირად ტყვედ ჩავარდნილი თურქები იხსენებდნენ ერთ ყმაწვილ მეომარს, რომელიც ადვილად მუსრავდა თურქებს, თვითონ კი უვნებელი რჩებოდა. "ის მეომარი რომელია ჩემს ჯარისკაცებს შორის?" - ჰკითხა მათ სტეფანემ. "ახალგაზრდაა, თეთრ ცხენზე ზის და ხელთ მახვილი უპყრია", - პასუხობდნენ თურქნი. მაშინღა მიხვდნენ სერბნი, თუ ვინ იყო მათი უცნობი თანამებრძოლი, ადიდებდნენ უფალს და მის ძლევამოსილ მხედარს. შემდგომში წმინდა სტეფანემ აღასრულა წმინდა გიორგის ნება და მისი ხატი ზოგრაფის მონასტერს ჩააბარა.

/"კარიბჭე" N23, 2009, გვ.54-55/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2017, 07:22 PM
პოსტი #426


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში წმინდა გიორგი ცნობილია სახელით "თეთრი გიორგი", კახეთში მას უწოდებენ "პიროფლიან გიორგის" ან "დაღლილ გიორგის" - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მუდამ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2017, 11:37 AM
პოსტი #427


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასტიკი ომი [კულიკოვის] გაჩაღდა... ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრეობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის წმინდა მხედრები, - ძლევაშემოსილი გიორგი, დიმიტრი თესალონიკელი და ბორისი და გლები, რომელნიც მტერს ცეცხლოვან ისრებს აყრიდნენ".

/"თქვენი" წიგნი 19, 1 ივლისი - 10 ივლისი, გვ. 154/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2017, 09:42 AM
პოსტი #428


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძლევაი საკვირველის" - უთანასწორო ომში ზეციურ შეწევნას, ხილული თვალით იხივლებოდა ბრძოლის ველზე თვით წმიდა დიდმოწამე გიორგი - მფარველი ჩვენი ერისა. თუ ეს ყველაფერი ზღაპრად გეჩვენებათ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. გვაქვს არა დაუმონებელი თავისუფლება, არამედ დამონებული, რაც სახეზეა".

/მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)
"ქვაკუთხედი" N7, 2017, გვ.10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2017, 03:05 PM
პოსტი #429


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს".

/"ქვაკუთხედი" N8, 2017, გვ.14/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:39 AM
პოსტი #430


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია, რომ წმინდა ნინო წმინდა გიორგის ნათესავი იყო, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული".

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.49/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 09:42 PM
პოსტი #431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმიდა გიორგისადმი

წმიდა გიორგი ჰფარვიდე
კეთილსა ქვეყანასაო,
გულდაწყლულებულს ჰკურნავდე,
თვალს აუხელდე ბრმასაო,
დააჯერებდე მოკვდავთა -
მთაზე შეადგამ მთასაო,
ვინც ვერა იცნას კეთილი
დააბრალებდეს თავსაო.
სიკეთის ზღვაში კეთილად
დააცურებდე ნავსაო,
ჭეშმარიტება მაღალი
გაგვინათებდეს გზასაო,
წმიდა გიორგი ჰფარვიდე
ქართველთა ქვეყანასაო.

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)
/FB/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2017, 11:08 AM
პოსტი #432


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"ამის შემდეგ იპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით, მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმინდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმინდანის სისხლი და ხორცი მიწას შეეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს.

იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო, ათანასემ შეზევებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხდა იგი, მეორეს კი მოეკლა, მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი".


"წმინდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N35, 2017, გვ.12,13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 07:57 PM
პოსტი #433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუჯუნის სასწაულმოქმედი ხატი სამეგრელოში დიდად განთქმული იყო, ყველას დიდი სასოება ჰქონდა მის მიმართ. წმინდა გიორგის ხატი სულით ავადმყოფთა მკურნალად ითვლებოდა და "მარჩქილენი" - შემსმენელი ერქვა. გადმოცემით, ეკლესიის ტრაპეზში წმინდა გიორგის ყური იყო ჩატანებული. დღესასწაულზე მოჰყავდათ მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანები, ეკლესიისთვის დიდძალი შესაწირიც მოჰქონდათ".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 07:50 PM
პოსტი #434


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესია [წმინდა გიორგის მონასტერი სირიაში, ბადია ან-ნადარაში], რომელსაც ძველს უწოდებენ, პირველ სართულზეა. აქ ნახევრად მრგვალ თაღებსა და მოჩუქურთმებულ ხის კანკელს, XVIII საუკუნის ადგილობრივი კოლორიტით შესრულებულ ბიზანტიურ ხატებს ნახავთ. ასეთი სტილი კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს. წმინდა გიორგის ერთ-ერთი ხატი მოიტაცეს კიდეც და ლონდონში გაყიდეს. საბედნიეროდ, ინტერპოლმა შეძლო მისი პოვნა და მონასტრისთვის დაბრუნება."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.33/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 05:14 PM
პოსტი #435


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი ერი, ქვეყანა, რომელიმე კუთხე თუ რეგიონი ირჩევს თავის მფარველ წმინდანს. ჩვენთვის, ქართველთათვის, წმინდა გიორგია მთავარი მფარველი წმინდანი. როდესაც ქართველი მეფეები მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, დიდმოწამე გიორგი ხილულად უძღოდათ წინ და იმარჯვებდნენ კიდეც".

/მეუფე იობი (აქიაშვილი)
"კარიბჭე" N26, 2008, გვ.42/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2017, 11:52 AM
პოსტი #436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლო ჟამს ხილულად მობრძანდება თვით წმინდა გიორგი და ყველა დაინახავს მას. წმინდა გიორგის დაევალება, განწმინდოს ჩვენი ეკლესია უღირსი სამღვდელოებისგან, - ეს ეხება მღვდელმთავრებსაც და მამებსაც, - პირდაპირ მიუთითებს, შენ ეკლესიიდან უნდა წახვიდეო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ წმინდა გიორგი ბოლომდე მფარველობს და პატრონობს ქართველ ერს და ქართულ ეკლესიას".

/მეუფე იობი (აქიაშვილი)
"კარიბჭე" N26, 2008, გვ.42/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2017, 09:14 PM
პოსტი #437


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ბახტრიონის აჯანყებისას] პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. ამბობენ, რომ ცხადად ხედავდნენ ამ ბრძოლაში წმინდა გიორგის "ელვის სახედ მიმასრბოლს წინა მავლად მათდა".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.26/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2018, 12:50 PM
პოსტი #438


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხსენება დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგი საკვირველმოქმედისა, ურმის თვალსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა".

"ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტიროლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევაშემოსილი გიორგისა".

"- ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი!"

"განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, სხეულმა ის აისხლიტა და მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს".

/"თვენი" წიგნი 31, 1 ნოემბერი - 10 ნოემბერი" გვ. 239, 242/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2018, 09:29 PM
პოსტი #439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



---
"არსებობს წმინდა გიორგის ხატები, რომლებზეც გამოსახულია უცნობი სცენები მის ცხოვრებიდან, მაგალითად, თუ როგორ წვავენ მას სიწითლემდე გავარვარებული სპილენძის ხარის ფიტულში".

"წმინდა გიორგის წამება ლათინურ ტექსტებში უფრო სასტიკი, მრავალფეროვანი და ხანგრძლივია. ლათინური გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგის წამება 7 წელიწადს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ქრისტეს სჯულზე 40 900 ადამიანი მოაქცია".

"წმინდა გიორგის შემწეობა და ქმედითი მეოხება უფლის წინაშე უწინ და დღესაც უძლიერესია".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2018, გვ.12-13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 08:20 PM
პოსტი #440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე ვლოცულობდი, რამეთუ სინდისი მკარნახობდა, რომ ლოცვა იმ ჯავშანივითაა, რომლითაც შემოსილს ვხედავთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილს და წმინდა დიმიტრი თესალონიკელს. როგორც მტერმა ვერ შეძლო მათი ძლევა ვერანაირი იარაღით, ასევე ჩვენი სულების მტერს არ შეუძლია რაიმეთი გვძლიოს."

/მამა ქრისანთე
"კარიბჭე" N15, 2010, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st April 2020 - 11:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი