რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
xatia19 |
May 28 2008, 09:31 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 |
argani
ციტატა ეს როგორ როგორ და რომ იცოდე იესოს მოძღვრება, მაშინ აღარ იტყოდი მოძღვრებს "მამაო" არ უნდა დავუძახოთო, რადგან სახარებაში უფალი "მამას" დაძახებას კი არ გვიკრძალავს, არამედ მათ გაკერპებას ანუ ღმერთზე წინ დაყენებას -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
xatia19 |
May 28 2008, 09:46 PM
პოსტი
#62
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 |
argani
უნდა გავითვალისწინოთ რომ უფალი მწიგნობრებს და ფარისევლებს ელაპარაკება და ცდილობს შეაცნობინოს ჭეშმარიტება, ამიტომ ამბობს ასე. სხვა ადგილას, აბრაამს უწოდებს "მამას", ასე გამოდის თავის ნათქვამს ეწინააღმდეგება? არაააააააა -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
argani |
May 28 2008, 10:37 PM
პოსტი
#63
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
და მეტი სიცხადისთვის კვლავ ვიკითხავ. რა შეიცვლება იმით რომ მღვდელს მაგალითან პატივცემული ან ღირსი ან ღირსი ვუწოდოთ?
ციტატა სახარებაში უფალი "მამას" დაძახებას კი არ გვიკრძალავს, არამედ მათ გაკერპებას ანუ ღმერთზე წინ დაყენებას რაც აღიკვეთება თუ მათ ისევე არ მივმართავთ როგორც უფალს ვუწოდებთ. ისევე როგორც თუ მეფე ერთია, მაშინ სხვა მთავარია ან ბატონი მაგრამ არა მეფე. მგონი მარტივი ამბავია. ციტატა აბრაამს უწოდებს "მამას", აბრამი და მღვდელი ერთი და იგივე სიბრტყეზე არ განიხილება, |
თათარაშვილი |
May 28 2008, 10:54 PM
პოსტი
#64
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
argani
ციტატა და მეტი სიცხადისთვის კვლავ ვიკითხავ. რა შეიცვლება იმით რომ მღვდელს მაგალითან პატივცემული ან ღირსი ვუწოდოთ? რისი ღირსი? ერთი რამ უნდა გავითავისოთ. სასულიერო პირი (მღვდელი) განასახიერებს/უნდა განასახიერებდეს ქრისტეს ხატებას დედამიწაზე... როდესაც მისგან ვითხოვთ დალოცვას, ჩვენ ვითხოვთ ქრისტესგან დალოცვას, როცა მას ვაბარებთ აღსარებას, ჩვენ ქრისტეს ვაბარებთ აღსარებას. როდესაც ხელზე ვეამბორებით, ჩვენ მის ხელზე გაკეთებული, სამაჯურებზე გამოსახულ უფლის პატიოსან ჯვარს ვეთაყვანებით... მოძღვარი არის შუამავალი უფალსა და ადამიანს შორის. |
argani |
May 28 2008, 10:57 PM
პოსტი
#65
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა სასულიერო პირი (მღვდელი) განასახიერებს/უნდა განასახიერებდეს ქრისტეს ხატებას დედამიწაზე... ეს ქრისტეს თხოვნით ან მითითებითაა? ციტატა რისი ღირსი? პატივისცემის |
veriko7 |
May 28 2008, 11:03 PM
პოსტი
#66
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
argani რისი ღირსი? ერთი რამ უნდა გავითავისოთ. სასულიერო პირი (მღვდელი) განასახიერებს/უნდა განასახიერებდეს ქრისტეს ხატებას დედამიწაზე... როდესაც მისგან ვითხოვთ დალოცვას, ჩვენ ვითხოვთ ქრისტესგან დალოცვას, როცა მას ვაბარებთ აღსარებას, ჩვენ ქრისტეს ვაბარებთ აღსარებას. როდესაც ხელზე ვეამბორებით, ჩვენ მის ხელზე გაკეთებული, სამაჯურებზე გამოსახულ უფლის პატიოსან ჯვარს ვეთაყვანებით... მოძღვარი არის შუამავალი უფალსა და ადამიანს შორის. +1 |
მარიამი |
May 28 2008, 11:10 PM
პოსტი
#67
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა აბრამი და მღვდელი ერთი და იგივე სიბრტყეზე არ განიხილება, რატომ? თუ მამა მხოლოდ ღმერთს უნდა ვუწოდოთ, მაშინ აბრაამი და ღმერთი განიხილება ერთ სიბრტყეზე? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თათარაშვილი |
May 28 2008, 11:24 PM
პოსტი
#68
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ეს ქრისტეს თხოვნით ან მითითებითაა? საერთოდ სწავლება სამოძღვრო მსახურების შესახებ ქრისტეს ეკლესიაში მისი დაფუძნების დღიდან არსებობს. წმიდა წერილში გადმოცემულია არსი მოძღვრობისა, მისი მიზანი და დანიშნულება. წმიდა წერილში გადმოცემული სამოძღვრო სწავლების საფუძვლები წმ. მამათა თხზულებებში მთელი სისრულითაა გახსნილი. წმიდა წერილი და წმ. მამათა თხზულებები - ეს ორი წყაროა, საიდანაც შეიძლება გაგება ჭეშმარიტი სწავლებისა მოძღვრობაზე. ქრისტე მაცხოვრის მიერ დაწესებული სამოძღვრო მსახურება, მოციქულთაგან მემკვიდრეობით გადმოცემული, დღემდეა დაცული, თავისი მოვალეობების შესასრულებლად მოძღვარს თვით სულიწმიდა ადგენს, ამიტომ სამოძღვრო მსახურება საღმრთოა, არა მხოლოდ თავისი დაწესებით არამედ თავისი გაგრძელებითაც...იესო ქრისტემ ეკლესიაში მოძღვრობა იმისთვის დაადგინა, რომ მოძღვრები მისი საღმრთო ნების მაუწყებელნი და აღმასრულებელნი ყოფილიყვნენ. (მკ. 16,15) რათა ნაყოფნი მისი გოლგოთის შესაწირავისა ყველა ხალხთა მიერ იქნეს შეთვისებული და, რათა მთელ მსოფლიოში ყველა მისმა მორწმუნემ თანდათან სრულყოფილება მოიპოვოს. (ინ. 17,21-22) ნათქვამიდან მოძღვრის სამი ძირითადი მოვალეობა გამომდინარეობს : 1) სწავლება - სახარებისეული მოძღვრების გავრცელება, 2) მღვდელმსახურება - მორწმუნეთათვის მხსნელის დამსახურებათა შეთვისება და 3) სულიერი ხელმძღვანელობა - ქრისტიანთა ზნეობრივი სრულყოფა... (მთ. 28) 19. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. " |
argani |
May 29 2008, 12:00 AM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ანუ მათი სახელით იმოქმედეთ მაგრამ განასახვავეთ თქვენი თავი მათგან, კერძოდ, მამებად არ იწოდოთ რადგან ვისი სახელითახ მოქმედებთ მხოლოდ ის იწოდება მამადო. |
თათარაშვილი |
May 29 2008, 12:28 AM
პოსტი
#70
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ანუ მათი სახელით იმოქმედეთ მაგრამ განასახვავეთ თქვენი თავი მათგან, კერძოდ, მამებად არ იწოდოთ რადგან ვისი სახელითახ მოქმედებთ მხოლოდ ის იწოდება მამადო. ვფიქრობ წრეზე ტრიალს ჯობია ამ პოსტთან დაბრუნდე და შენი კითხვის პასუხსაც აქ ნახავ... |
argani |
May 29 2008, 12:36 AM
პოსტი
#71
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
'მოციქულები თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს უწოდებდნენ' მაგრამ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ თუ იესო რას თხოვდა მათ. მაგ პასუხში მოტანილია ყველას სიტყვები თავად იესოს გარდა, ხოლო ითვლება რომ იესო უფრო დიდი ავტორიტეტია ვიდრე ყველაზე ამაგდარი მოციქულიც კი.
მაშ, რას თხოვს იესო მოციქულებს და მით უმეტეს მღვდლებს? |
თათარაშვილი |
May 29 2008, 12:43 AM
პოსტი
#72
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა მაშ, რას თხოვს იესო მოციქულებს და მით უმეტეს მღვდლებს? ციტატა (მთ. 28) 19. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. " |
argani |
May 29 2008, 12:48 AM
პოსტი
#73
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
თათარაშვილი
ეგ თავისთავად, მაგრამ როგორ გაასაღეთ თავიო, ფარისევლებივით მამად იწოდეთ თუ ახალი სულიერი მოძღრების გამავრცელებლებს როგორც შეეფერება, უარი თქვით ამ წოდებაზეო? |
guest |
May 29 2008, 12:54 AM
პოსტი
#74
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ფარისევლებივით მამად იწოდეთ მეორედ უწოდებ მოძღვართ ფარისევლებს და ცოტა დაუკვირდი რას წერ და სად ხარ ოჩოპინდრეზე არაფერს ვამბობ და სხვა თუ არაფერი ზრდილობა უნდა ქონდეს კაცს. JTZ |
დათიკო |
May 29 2008, 01:00 AM
პოსტი
#75
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
argani
ციტატა ფარისევლებივით მამად იწოდეთ ფარისევლებს მამებს უწოდებდნენ? რაღაც არ მახსენდება ეგეთი რამე. argani ციტატა ეგ თავისთავად, მაგრამ როგორ გაასაღეთ თავიო, ფარისევლებივით მამად იწოდეთ თუ ახალი სულიერი მოძღრების გამავრცელებლებს როგორც შეეფერება, უარი თქვით ამ წოდებაზეო? აკი გაგაფრთხილე არ ქნა მეთქი? კიდე ერთი გაფრთხილება! |
argani |
May 29 2008, 01:13 AM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა ფარისევლებს მამებს უწოდებდნენ? გადახედე მათეს 23 თავს და გაიხსენე რას ამბობს იესო |
დათიკო |
May 29 2008, 01:16 AM
პოსტი
#77
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
argani
ციტატა გადახედე მათეს 23 თავს და გაიხსენე რას ამბობს იესო 7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი) 8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. აი ამას ამბობს და მამას და რაბის შორის განსხვავებას ვერ ხედავ? |
argani |
May 29 2008, 01:18 AM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
დათიკო
თავიდან დაიწყე და 8-ს გაცდი და ხომ არ გგონია რომ ეს სიტყვები მიმალულია, ბიბლიის მიოინამდე გამოცემა არსებობს. |
დათიკო |
May 29 2008, 01:23 AM
პოსტი
#79
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
argani
ციტატა თავიდან დაიწყე და 8-ს გაცდი და მერე უნდა გააგრძელო კიდეც მე 9 და ა.შ. |
argani |
May 29 2008, 01:31 AM
პოსტი
#80
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა ფარისევლებს მამებს უწოდებდნენ? რაღაც არ მახსენდება ეგეთი რამე. 1. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს: 2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან; 3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ. 4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. 5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს. 6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში. 7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი! იმედია ნათელია რომ ფარისეველთა და მწიგნობარტა ხსენება იესოს მათი მისი მიმდევრებისგან გამიჯნვის მიზნიტ დაჭირდა. და აი თავად გამიჯნვაც 8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. 10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 12:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი