ტელეკომპანია "ივერია", სტატია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტელეკომპანია "ივერია", სტატია |
ნიანია |
Nov 11 2008, 11:25 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
დღეს ჩვენს საიტზე იდება სტატია სადაც ბ-ნი გიორგი ანდრიაძე საუბრობს საპატრიარქოს არხის დახურვის მცდელობაზე. გთავაზობთ ამ სტატიას
[b]ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვა ემუქრება ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ცალკე სიხშირის გამოყოფას ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ეს უყურადღებოდ რჩება. ქართული ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს არხისთვის სიხშირის გამოყოფას ითხოვს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ არხს საბოლოოდ წაართვა მაუწყებლობის გაგრძელების შესაძლებლობა. გიორგი ანდრიაძის თქმით, ის უკვე დიდი ხანია ელოდებოდა მეორე არხის სიხშირის გადაცემას ტელეკომპანია „ივერიისთვის“. თუმცა ეს თხოვნა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, მეორე არხი პოლიტიკურ არხად გადაკეთდება. ამ განცხადების შემდეგ „ივერიის“ დახურვის საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, რამდენადაც იმ გადასახადების გადახდა, რომელიც მას დღეს უწევს და რომელსაც ვეღარ მოახერხებს, ვინაიდან მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოგვიჭრა შესაძლებლობა, განვაგრძოთ მაუწყებლობა. შედეგად, საპატრიარქოს პატრონაჟით დაფუძნებული ქართული ტელემაუწყებლობა „ივერია“ იძულებული გახდება, მაუწყებლობა შეწყვიტოს, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩია ფინანსური შესაძლებლობა, არსებული გადასახადების პირობებში, განვაგრძოთ ფუნქციონირება. ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „გენერალიტეტის“ ერთობლივი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს, როდესაც საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის, ან სიხშირის გადმოცემას, მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთება საპატრიარქოს ტელევიზიის წინააღმდეგ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე. გიორგი ანდრიაძის თქმით, ამ მიზნისთვის ხელისუფლებას მის მიერ კონტროლირებადი სხვა არხების გამოყოფა შეეძლო. სიხშირის გამოყოფაზე ტელეკომპანია სიხშირეთა გადანაწილების კომისიას ჯერ კიდევ 22 მაისს მიმართა. „გვითხრეს, რომ სიხშირეების გაცემა ყველასათვის შეჩერებულია. შემდეგ გამონაკლისის სახით ამის განხილვა ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ დაუშვეს. ჩვენც იგივე მოთხოვნით მივმართეთ. მანამდე ეს თხოვნა ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობისას პარლამენტს მივაწოდეთ. ხელი 60-მდე დეპუტატმა მოაწერა. თუმცა, საბოლოოდ ეს საკითხი აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვეს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. როგორც ჩანს, ეს არც ერთის ინტერესების სფეროში შედიოდა“. გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ეს მოთხოვნა კანონიერია. ხოლო მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ხელისუფლების თანადგომას ყველა იმ საკითხში, რომელიც ეკლესიის ინტერესების სფეროში შედის. კონსტიტუციური შეთანხმების „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ პირველ მუხლში წერია, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ... სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით თანამშრომლობაზე თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარებას. ხოლო ის, რომ სახელმწიფო არ აძლებვს საპატრიარქოს საკუთარი სიხშირის მფლობელობის შესაძლებლობას, სწორედ ამ კონსტიტუციური შეთანხმების შეზღუდვას ან უგულებელჰყოფას ნიშნავს.“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ ახალი სიხშირეების გამოყოფა შეჩერებულია იმიტომ, რომ ამჟამად პრიორიტეტების განსაზღვრა მიმდინარეობს. ლიცენზიების გაცემის შეფერხება საზოგადოებრივი ინტერესების გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობამ გამოიწვია. ეს გამოკვლევა „მაუწყებლის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ბოლოს ასეთი გამოკვლევა 2004 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კანონის ეს პუნქტი არავის გახსენებია. გაახსენდათ სწორედ იმ დროს, როდესაც გარკვეულ მედია სუბიექტებს ლიცენზიის აღება ან მოდიფიცირება დასჭირდათ. ამ ეტაპზე მარეგულირებელში არ იციან, როდის დასრულდება ეს კვლევა და ტელეარხებს ლიცენზიის მიღება როდის შეეძლებათ. სხვათაშორის, კვლევა პრიორიტეტების გამოკვეთას ემსახურება. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ აღმოჩნდეს, საზოგადოებას ისეთი გადაცემები აინტერესებს, რომლებიც „ივერიის“ ეთერით არ გადის. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
.:Lela:. |
Nov 11 2008, 09:40 PM
პოსტი
#2
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
სამწუხარო ამბავია და რას აპირბენ ნეტა ეხლა?
-------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
xornabujeli |
Nov 12 2008, 04:25 PM
პოსტი
#3
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
სამწუხაროა, რომ ისეთ ტელევიზიას როგორიც ივერიაა,სიხშირის გამოყოფაზე უარს ეუბნებიან,თუმცა ამ უღმერთო ხელისუფულთაგან და თვით ოპოზიციისაგანაც კი მეტს არ უნდა ელოდოს კაცი,ისევ ჩვენ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიაქტიუროთ და რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერები შევუგროვოთ ტელეკომპანია ივერიას,რათა გათვალისწინებულ იქნას საზოგადოების ინტერესები.
აბა ვიაქტიუროთ! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
llaasshhaa |
Nov 12 2008, 10:42 PM
პოსტი
#4
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ეჰ როცა ომი იყო ყოველ გამოსვლაზე უფალოს და ღმერთს ახსენებდნენ პოლოტიკოსები და ახლა როცა ჩაიარა ვითომც არაფერი სულ ცალ ფეხზე კიდიათ ყველაფერი
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
orthodox-georgia |
Nov 13 2008, 09:45 PM
პოსტი
#5
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ეჰ როცა ომი იყო ყოველ გამოსვლაზე უფალოს და ღმერთს ახსენებდნენ პოლოტიკოსები და ახლა როცა ჩაიარა ვითომც არაფერი სულ ცალ ფეხზე კიდიათ ყველაფერი კი, ნამდვილად -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
alilo |
Nov 14 2008, 03:29 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
მეტად სამწუხაროა
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
Giorgi- |
Nov 14 2008, 03:30 PM
პოსტი
#7
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
მთლად მასეც არ არის საქმე
ივერია ერთერთი ოპოზიცური არხი გახდა ანდრიაძის ხელში და იქ სადაც პოლიტიკაა და არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი - ასეტ არხს რა ესაქმება საპატრიარქოსტან? თუმცა კარგი გადაცემებიც გადის რასაკვირველია და იმედია არ დახურავენ |
tamuna m |
Nov 15 2008, 08:38 PM
პოსტი
#8
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
Giorgi-
არც მე მომეწონა, როდეს ამ არხზე პოლიტიკური რეკლამები დავინახე, მაგრამ თუნდაც გადაცემა "მოძღავრი" ყველა არხს (მგონი 60-ია) გადაწონის. საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს (ჩემი ჩამორჩენილობის ბრალია), მაგრამ, როგორ ვთქვა... ბნელში მბჟუტავი (და არა კაშკაშა) შუქივით მეჩვენება ეს ტელეკომპანია. დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაიხურება და ბევრი რამეც გამოსწორდება! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
orthodox-georgia |
Nov 16 2008, 01:17 PM
პოსტი
#9
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ხო. ანდრიაძის პოლიტ. აქტიურობა არც მე მომეწონა
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
.ნინო |
Nov 16 2008, 07:48 PM
პოსტი
#10
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ჭორად გავიგე რომ ანდრიაძე გაუშვეს არხიდან და და სიხშირეც მისცესო... მართალია?
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
orthodox-georgia |
Nov 18 2008, 10:41 PM
პოსტი
#11
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ჭორად გავიგე რომ ანდრიაძე გაუშვეს არხიდან და და სიხშირეც მისცესო... მართალია? საპატრიარქოს ტელემაუწყებლობა "ივერიის" ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, ამის მიზეზი "ივერიისთვის" სამაუწყებლო სიხშირის მხრივ შექმნილი პრობლემებია. მისივე განცხადებით, ტელესტუდიას არ გააჩნია სიხშირე და საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ტელეკომპანია "ევრიკას" არხზე მაუწყებლობს. როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში მიდის, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. ამასთან, ჯერ უცნობია, რომელ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლებს ანდრიაძე. "რამდენიმე თვეა, კანონით კუთვნილ სიხშირეს ვითხოვთ. შევაგროვეთ 60 ათასზე მეტი ხელმოწერა და ეს პროცესი გრძელდება. გადავწყვიტე, დავტოვო თანამდებობა და დავიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა", _ აღნიშნა ანდრიაძემ. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი