მართლმადიდებელ მაღალიერარქთა მიმართვა, 10-12 ოქტომბერი, 2008 წ. - სტამბული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებელ მაღალიერარქთა მიმართვა, 10-12 ოქტომბერი, 2008 წ. - სტამბული |
კანონისტი |
Jan 13 2009, 04:19 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართლმადიდებელ მაღალიერარქთა ერთობლივი მიმართვა სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. 1. ღვთის წყალობით ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურნი და წარმომადგენელნი შევიკრიბეთ ფანარაში 2008 წლის 10-12 ოქტომბერს, ჩვენ შორის პირველის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევითა და თავმჯდომარეობით, ამ წლის წარმართთა დიდი მოციქულის წმ. პავლეს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძმური სიყვარულით ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით, ერთობლივად აღვასრულეთ წმინდა ევქარისტია მსოფლიოს საყდრის უწმიდეს საპატრიარქო ეკლესიაში დღეს, 2008 წლის 12 ოქტომბერს, ნიკეის VII მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას. ამ დღეებში ჩვენ განვმტკიცდით საღვთო შორსმჭვრეტელობის ძღვენთა ჭეშმარიტებით, რომელიც მოგვეცა წარმართთა მოციქულის მიერ, რომელსაც ეწოდა უდიდებულესი `რჩეული ჭურჭელი~ (საქმეები, 9:15) ღვთისა და ბრწყინვალე მაგალითი ეკლესიის სხეულისათვის სამოციქულო მსახურებისა. მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე პატივს მიაგებს ამ მოციქულს მიმდინარე საუფლო წელს, მიიჩნევს რა მას მორწმუნეთათვის მაგალითად ჩვენი რწმენის თანამედროვე დამოწმებისთვის მათ წინაშე `ვინც ახლოა და ვინც შორსაა~ (ეფ. 2:17). 2. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს წარმართთა მოციქულის სწავლების სანდო განმარტებანი, რომელმაც გამოიარა ჩვენი ორიათასწლოვანი ისტორიის მშვიდობიანიც და ძნელბედობის დროც, შეუძლია და ვალდებულია, რომ შეუსაბამოს მოძღვრება თანამედროვე მსოფლიოს არამხოლოდ ქრისტეს მიერ ყველა ერის ერთობის მიღწევისათვის, არამედ ღვთის გამომსყიდველობითი ღვაწლის საყოველთაოობისთვისაც, რომლის მიერ მსოფლიოში ყველა განყოფა დაიძლევა და ადამიანთა საერთო ბუნება იქნება განმტკიცებული. მეტიც, გამომსყიდველობის თაობაზე რწმენის ეს გზავნილი ხელს შეუწყობს მართლმადიდებელ ეკლესიას დაძლეულ იქნეს შიდა კონფლიქტები, რომლებიც გამოიწვია წარსულის ეროვნულმა, ეთნიკურმა და იდეოლოგიურმა უკიდურესობებმა. მხოლოდ ამ გზით ექნება მართლმადიდებლურ სამყაროს წარმატება თანამედროვე მსოფლიოში. 3. მოციქულ პავლეს სწავლებითა და ღვაწლით აღვსილები, ჩვენ ეკლესიის ცხოვრებისათვის უპირველესად და უმთავრესად მივიჩნევთ მისიის მოვალეობის მნიშვნელობას და კერძოდ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას აღვასრულოთ ეს საქმე, თანახმად უფლის ბოლო მცნებისა: `თქვენ იქნებით ჩემი მოწამე არამხოლოდ იერუსალიმში, არამედ იუდეაში, სამარიაში და ქვეყნის კიდემდე~ (საქმეები, 1:8). ღვთის ხალხთა ევანგელიზაცია, ასევე მათი, ვისაც არ სმენიათ ქრისტე, კვლავაც რჩება ეკლესიის უმაღლეს ვალდებულებად. ეს ვალდებულება არ შეიძლება აღსრულდეს აგრესიული ფორმით, ან პროზელიტიზმის სხვადასხვა გამოვლინებებით, არამედ სიყვარულით, მოკრძალებით, ყოველი ადამიანის განუმეორებლობისა და ყოველი ერის კულტურულ თავისებურებათა პატივისცემით. ყოველმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა აღასრულოს ეს სამისიონერო საქმე, კანონიკური წესების დაცვით. 4. ქრისტეს ეკლესია დღეს თავის მსახურებას აღასრულებს სწრაფად განვითარებად სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო შეკავშირებული გახდა კომუნიკაციების გამოყენებით და ტრასპორტირებისა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად. ამავე დროს, გაუცხოება, განყოფა და კონფლიქტებიც მნიშვნელოვნად იზრდება. ქრისტიანები ვაცნობიერებთ, რომ ამგვარი მდგომარეობის მიზეზი არის ადამიანის ღვთისაგან გაუცხოება. არანაირი ცვლილებები სოციალურ სტრუქტურებსა თუ ქცევის წესებში შეძლებს განკურნოს ეს მდგომარეობა. ეკლესია მუდმივად მიუთითებს, რომ ცოდვა დაიძლევა მხოლოდ ადამიანების ღმერთთან მყოფობით. 5. ამ ვითარების პირობებში, მართლმადიდებლობის დამოწმება ადამიანთა და მსოფლიოს განუხრელად ზრდადი პრობლემების მიმართ ხდება აუცილებელი არამხოლოდ იმისთვის, რომ მივუთითოთ მათ მიზეზებზე, არამედ იმისათვისაც, რომ თავიდან ავიცილოთ ის ტრაგიკული გაგრძელება, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. სხვადასხვა ნაციონალისტური, ეთნიკური, იდეოლოგიური და რელიგიური განსხვავებები მუდმივად კვებავს საშიშ დაპირისპირებებს, არამარტო ადამიანთა უდავო ონტოლოგიური ერთობის საზიანოდ, არამედ ადამიანის ურთიერთობებისთვისაც წმინდა ქმნილების მიმართ. ადამიანის პიროვნების სიწმინდე შემოფარგლულია ინდივიდუალობით, სადაც მისი ურთიერთობა დანარჩენ წმინდა ქმნილებათა მიმართ განიხილება, როგორც მისი შემთხვევითი გამოყენება ან საერთოდ, გამოუყენებლობა. მსოფლიოს ასეთი განყოფა წარმოადგენს ინდივიდთა და თვით ხალხთა მონაწილეობის უსამართლო უთანასწორეობას ქმნილების სიკეთეთა მიმართ; ისინი ძირითად სიკეთეებს აშორებენ მილიარდობით ადამიანს და იწვევენ ადამიანის პიროვნების დამცირებას; ისინი იწვევენ მასობრივ სახალხო მიგრაციებს, ნაციონალისტური, რელიგიური და სოციალური დისკრიმინაციისა და კონფლიქტების გაღვივებას, რომლებიც აზიანებენ ტრაციდიულ შიდა საზოგადოებრივ თანაცხოვრებას. ეს გარემოებები განსაკუთრებით შეუთავსებელია, რადგან მჭიდროდ არის მიბმული ბუნებრივი გარემოსა და სრული ეკოსისტემის დანგრევისაკენ. 6. მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვა ერებთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას დედამიწის თანამედროვე კრიზისის მიმართ, მიუხედავად იმისა, ეს ერები არიან რწმენაში თუ არა, რადგან ისინი შემწყნარებლობით და დამცირების გარეშე მიაგებენ პატივს ადამიანის არჩევანს, რწმენის სიტყვის ამ არჩევის ღირსეული გამოწვევების გარეშე. ამდენად, მათაც დიდი ვალდებულება აქვთ თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს განყოფის დაძლევის საქმეში. ადამიანის რასისა და წმინდა ქმნილების ონტოლოგიური ერთობის თაობაზე ქრისტიანული სწავლება, რომელიც გამოხატულია ქრისტეს გამომსყიდველობითი ღვაწლის საიდუმლოს სისავსეში, ქმნის საფუძველს ადამიანის ურთიერთობისათვის ღმერთთან და სამყაროსთან. 7. რელიგიის გამოცალკევების მცდელობა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არის მრავალი თანამედროვე სახელმწიფოს საერთო ტენდენცია. საერო სახელმწიფოს პრინციპი დაცულ უნდა იქნეს, თუმცა, მიუღებელია ამ პრინციპის გაგება იმგვარად, რომ მოხდეს რელიგიის რადიკალური მარგინალიზაცია საჯარო ცხოვრების ყველა სფროდან. 8. ფინანსური კრიზისი კვალობაზე განუხრელად იზრდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რომელიც ხშირად შედეგია ეკონომიკური ფაქტორებით ყოვლად მიუღებელი ვაჭრობით და კორუმპირებული ფინანსური საქმიანობით, რომელიც ადამიანური განცდისა და გრძნობის გარეშე, არანაირად არ ემსახურება კაცობრიობის რეალურ მოთხოვნილებებს. სასიცოცხლო ეკონომიკა არის ის, რაც ეფექტიანად აერთიანებს სამართლიანობას და სოციალურ თანადგომას. 9. რაც შეეხება ქრისტიანული სარწმუნოების დამოკიდებულების საკითხს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავიდან აიცილა უსაფუძვლო მიკუთვნება განვითარებადი მეცნიერული კვლევებისა და პასუხის მოძებნა ყველა სამეცნიერო საკითხზე. მართლმადიდებლური თვალთახედვით კვლევების თავისუფლება არის ღვთივ-ბოძებული წყალობა ადამიანებზე. ადასტურებს რა ამას, ამავე დროს, მართლმადიდებლობა ხედავს ხიფათსაც, რომელიც მოდის ზოგიერთი მეცნიერული მიღწევით, სამეცნიერო ცოდნის საზღვრებით და რაღაც სხვა `ცოდნის~ არსებობით, რომლებიც ვერ ეთანადება მეცნიერების რეალურ მიზნებს. ეს სხვა `ცოდნა~ მრავალნაირი გზებით ამტკიცებს, რომ საჭიროა თავისუფლების აუცილებელი საზღვრების დადგენაც და მეცნიერების ნაყოფის გამოყენება ეგოცენტრიზმის დაძლევითა და ადამიანის პიროვნების ღირებულებათა პატივისცემით. 10. მართლმადიდებელ ეკლესიას წამს, რომ ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა პროგრესმა არ უნდა მიგვიყვანოს გარემოს განადგურებისა და ბუნებრივი რესურსების გაქრობისაკენ. მატერიალური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილების სიხარბეს მივყავართ ადამიანისა და ბუნების ერთობის დარღვევისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებრივი სიმდიდრეები არის არამხოლოდ ადამიანთა საკუთრება, არამედ უპირველესად ღვთის ქმნილება: `უფლისაი არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა~ (ფს. 23:1). ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არამხოლოდ დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც აქვთ უფლება ისარგებლონ იმ ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც შემოქმედმა გვიბოძა ჩვენ ყველას. 11. მტკიცედ ვუჭერთ რა მხარს წამოჭრილი კონფლიქტების სამართლიანი გადაწყვეტის მშვიდობიან მცდელობებს, ჩვენ მივესალმებით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა პოზიციას და მათ ძმურ თანამშრომლობას ბოლო პერიოდის სამხედრო დაპირისპირების დროს. ამ გზით ორმა ეკლესიამ აღასრულა ვალდებულება ერთობის მსახურებისათვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ მათი ერთობლიოვი ეკლესიური მცდელობა შეძლებს, რომ დაძლეულ იქნეს სამხედრო ოპერაციათა ტრაგიკული შედეგები და აღდგეს მეგობრობა ერებს შორის. 12. ჩვენი დროის აღრევის პირობებში, ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტის წინაშე დადგა კრიზისი. სოციალური მდგომარეობის ახალი კომპლექსების გათვალისწინებით, ეკლესია ვალდებულია, რომ გამოძებნოს გზების ახალგაზრდა და დიდი ოჯახებისათვის სულიერად მხარდასაჭერად და საერთო წახალისებისთვის. ჩვენი ფიქრები განსაკუთრებით მიემართება ახალგაზრდობისადმი საიმისოდ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც წმინდა და ეკლესიურ ცხოვრებაში, აგრეთვე ეკლესიის სამისიონერო და სოციალურ მსახურებაში, გაუზიარონ მათი პრობლემები და მოლოდინები ეკლესიას, რითიც ისინი შეიქმნიან არამხოლოდ მათ მომავალს, არამედ აწმყოსაც. 13. როგორც უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურნი და წარმომადგენელნი, სრულად აღვსილნი ზემომოყვანილი პრობლემების მნიშვნელობის განცდით და მომუშავენი მათ თავიდან ასაცილებლად, როგორც `მსახურნი ქრისტესი და აღმასრულებენი საღვთო საიდუმლოებებისა~ (1 კორ. 4:1), ეკლესიათა შორის ამ პირველი საყდრიდან ვაცხადებთ და ვადასტურებთ: ა) ჩვენ უცვლელ პოზიციას და ვალდებულებას, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა `საერთო რწმენის, რომელიც მოგვეცა წმიდათა მიერ~ (იუდ. 3), მამათა რწმენის, საერთო საღვთო ევქარისტიისა და ეკლესიის მმართველობის კანონიკური სისტემის სარწმუნო დაცვის მიერ, ჩვენ შორის პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების სიყვარულითა და მშვიდობის სულით გადასაწყვეტად. ბ) ჩვენ სურვილს, რომ გადაჭრილ იქნეს ყველა კანონიკური უწესრიგობა, რომელიც აღმოცენდა ისტორიული გარემოებებით და სამოძღვრო საჭიროებებით, როგორიცაა ე.წ. მართლმადიდებლური დიასპორა, ყველა შესაძლო გავლენის დასაძლევად, რომელიც უცხოა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებას მოწვეულ იქნეს სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციები მომავალ 2009 წელს ამ საკითხებზე, აგრეთვე გაგრძელდეს მომზადება წმინდა და დიდი კრებისათვის. როდოსში სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციებზე დადგენილი წესისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მასში მოწვეულ იქნება ყველა ავტოკეფალური ეკლესია. გ) ჩვენ სურვილს, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, გაგრძელდეს საღვთისმეტყველო დიალოგი სხვა ქრისტიანებთან, აგრეთვე რელიგიათშორისი დიალოგი, განსაკუთრებით იუდეველებთან და ისლამთან, რამდენადაც დიალოგი წარმოადგენს ერთადერთ გზას ერთა შორის განსხვავებების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ნებისმიერი განყოფა, მათ შორის რელიგიის სახელით, აზიანებს ერთა მშვიდობასა და ერთობას. დ) ჩვენ მხარდაჭერას მსოფლიო საპატრიარქოს, ასევე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ ბუნებრივი გარემოს დასაცავად. დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი, რაც გამოიწვია სულიერმა და ეთიკურმა მიზეზებმა, ქმნის ეკლესიის აუცილებელ ვალდებულებას სულიერი წვლილი შეიტანოს მის აღმოსაფხვრელად, დაიცვას ღვთის ქმნილებები ადამიანური სიხარბისაგან. ამ მხრივ, ჩვენ ვიწონებთ 1 სექტემბრის, საეკლესიო ახალი წლის, ღვთის ქმნილებათა დაცვისათვის საგანგებო ლოცვების დღედ გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ბუნებრივი გარემოს საკითხების შეტანას კატეხიზმოში, ქადაგებებსა და ჩვენი ეკლესიების საერთო სამოძღვრო საქმიანობაში, როგორც ამას ზოგნი უკვე ასრულებენ. ე) გადაწყვეტილებას, საჭირო საქმიანობის შესასრულებლად შეიქმნას შიდა-მართლმადიდებლური კომიტეტი, რომელიც შეისწავლის ბიოეთიკის საკითხებს, რამდენადაც მსოფლიო ელოდება მართლმადიდებლობის პასუხს ამ პრობლემებზე. მივმართავთ რა ამ საკითხებზე მსოფლიოში მართლმადიდებელ ერებს და მთელ ქვეყნიერებას, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს `მერმე და მერმე~ მშვიდობისათვის, სამართლიანობისათვის, რათა საღვთო სიყვარულმა საბოლოოდ დაიმკვიდროს ადამიანთა ცხოვრებაში. `დიდება მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე~ (ეფ. 3:20-21). ამინ. ფანარა, 12 ოქტომბერი 2008 წ. + ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი + თეოდორე ალექსანდრიელი + ეგნატე ანტიოქიელი + თეოფილე იერუსალიმელი + ალექსი მოსკოველი + ამფილოქე ჩერნოგორიელი (სერბეთის ეკლესიის წარმომადგენელი) + ლავრენტი ტრანსილვანიელი (რუმინეთის ეკლესიის წარმომადგენელი) + დომენტიანე ვიდინელი (ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელი) + გერასიმე ზუგდიდელი (საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი) + ქრიზოსტომოს კვიპრელი + იერონიმე ათენელი + იერემია ვროცლაველი (პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელი) + ათანასე ტირანელი + ქრისტეფორე პრაღელი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Jan 13 2009, 04:34 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა ჩვენ მივესალმებით მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებას მოწვეულ იქნეს სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციები მომავალ 2009 წელს ამ საკითხებზე, აგრეთვე გაგრძელდეს მომზადება წმინდა და დიდი კრებისათვის. ამაშია საქმე |
KAIROS |
Jan 18 2009, 08:18 AM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა + გერასიმე ზუგდიდელი კარგად ჟღერს ციტატა დიალოგი წარმოადგენს ერთადერთ გზას ერთა შორის განსხვავებების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ნებისმიერი განყოფა, მათ შორის რელიგიის სახელით, აზიანებს ერთა მშვიდობასა და ერთობას. მაგარია -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
agmsarebeli |
Jan 18 2009, 12:05 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს?
|
KAIROS |
Jan 27 2009, 09:51 PM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს? იმედია 2010 შივე უამრავი პრობლემაა დაგროვებული... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 1 2009, 07:28 PM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მართლმადიდებელ მაღალიერარქთა ერთობლივი მიმართვა ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
agmsarebeli |
Feb 1 2009, 11:04 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
საინტერესოა..ნეტა სად?
|
კანუდოსელი |
Feb 2 2009, 12:05 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
საინტერესოა..ნეტა სად? საქართველოში ცხადია, ანტიქრისტე ხომ აქ ვერ იბატონებს მარტო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლეონტი |
Feb 2 2009, 12:11 PM
პოსტი
#9
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
თუ ეს კრება შედგა , დიდი ხელჩართული ჩხუბით დამთავრდება.
-------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მხევალი ნინო |
Feb 2 2009, 01:23 PM
პოსტი
#10
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა ანტიქრისტე ხომ აქ ვერ იბატონებს მარტო პატვცემულო, მცირე ხნით იბატონებსო, ვიააააა!!!! ისედაც, სულ ანტიქორისეტეზე ვსაუბროთ, შენ კიდევ ამუქებ! თუ ეს ბოლო კრებაა, მაშინ სწორედ იქ ჩატარებდბა, სადაც ანტიქრისტეა (ინტრიგა) ვოტ! დამცხეთ, ამხანაგო ეკუმენისტო მღვდელო! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
alilo |
Feb 2 2009, 03:42 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ციტატა VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს? იმედია 2010 შივე უამრავი პრობლემაა დაგროვებული... რაო, რა 8-ე მსოფლიო კრებაა? რას ამბობოთ? -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
მხევალი ნინო |
Feb 2 2009, 04:38 PM
პოსტი
#12
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
alilo
ციტატა რას ამბობოთ? ჩვენ არა, ციტატა მართლმადიდებელ მაღალიერარქთა ეს პატივცემული ადამიანები. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Feb 2 2009, 07:32 PM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სანამ ეკუმენისტი მღვდელი დაგცხებდეთ აქ არ ვარ
ციტატა მცირე ხნით იბატონებსო, ვიააააა!!!! ისედაც, სულ ანტიქორისეტეზე ვსაუბროთ, შენ კიდევ ამუქებ! ნინო, შეეშვი ამ სისულელეებს ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში იბატონებს, თავისი ბატონობის სრულ 7 ( 3,5 +3,5) წლის განმავლობაში, უდაბნოებშიც და მთებშიც კი მიაგნებს ქრისტიანებსო... მაგაზე ხომ გვიწერია უკვე ესქატომანიაში? და იქ ვისაუბროთ, ოღონდ აღარ გაიმეორო, ეგ აბსურდია! და არც არავინ იცის ბოლო კრებაა და თუ ბოლოდან 100-ე კანონ, ციტატა ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Feb 2 2009, 07:44 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა და არც არავინ იცის ბოლო კრებაა და თუ ბოლოდან 100-ე ციტატა ნინო, შეეშვი ამ სისულელეებს ნწუ, კანუდოსა ამბობს, საქრთველოსი ვერ გამეფდებაო, მე ვუთხარი იგონებ, ასეთი არავის უთქვია ტქო. სულ ეგ ვთვქი, დანაღცენს დრო გვაჩვენებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Feb 2 2009, 07:50 PM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნწუ, კანუდოსა ამბობს, საქრთველოსი ვერ გამეფდებაო, მ კანუდოსა ამბობს არა ის იხუმრა, იხუმრა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Feb 2 2009, 07:50 PM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა კანუდოსა ამბობს არა ის იხუმრა, იხუმრა კი, მაგრამ გადააჭარბა ვაიდა, ვერ გამეფდეს, მერე ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Feb 2 2009, 07:58 PM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კი, მაგრამ გადააჭარბა ვაიდა, ვერ გამეფდეს, მერე ? ნინოოო ვააა, მაგაზე ორი თვე მიდიოდა კამათი, და რასაც კანუდოსა ებრძოდა იმას კანუდოსას აწერ ახლა გამეფდება ყველგან ესაა ქრისტიანული ესქატოლოგია.. ამ თემას კი საშინლად ვაოფებთ ვიმეორებ თხოვნას_ ციტატა კანონ, ციტატა ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Feb 2 2009, 08:00 PM
პოსტი
#18
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა ნინოოო ვააა, მაგაზე ორი თვე მიდიოდა კამათი, და რასაც კანუდოსა ებრძოდა იმას კანუდოსას აწერ ახლა ვა, ვიხუმრე რა იყო ციტატა კანონ, ციტატა ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Feb 6 2009, 09:19 PM
პოსტი
#19
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ისევ მე მომიწია ძებნა და ვიპოვე
ციტატა ინგლისური ვარიანტი http://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=en&id=995&tla=en -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Feb 9 2009, 01:47 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მხევალი ნინო
ციტატა თუ ეს ბოლო კრებაა, მაშინ სწორედ იქ ჩატარებდბა, სადაც ანტიქრისტეა (ინტრიგა) ვოტ! დამცხეთ, ამხანაგო ეკუმენისტო მღვდელო! სანამ მოგიწყე აუტოდაფე ანუ ავტომატურ დაფაზე გაკვრა შეეშვი მღვდელს, მღვდლის განკიხვა, თუნდაც ეკუმენისტი და მასონი იყოს, არ შეიძლება... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი