IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 138 139 140 141 142 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Sep 19 2017, 01:22 PM
პოსტი #2781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი პოეტი ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას - ენის მიმართ იგი უნდა იყოს განსაკუთრებულად მგრძნობიარე. პოეტი ინტუიციურად უნდა ფლობდეს ენის ისეთ შრეებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისათვის ვერსაგრძნობი და დაფარულია. პოეტურ ნიჭიერებას სწორედ ენის დაფარული შრეების გამომზეურება ავლენს. მაგალითად, გალაკტიონის ხელში ცვილივით დნება ქართული ენა. მას შემოაქვს სრულიად ახალი, უცნაური სიტყვები და სიტყვათა შეფერილობები, რომლებიც რაღაცნაირად განსხვავებულ, თავისებურ ინტონაციებს ქმნიან."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2017, 11:29 AM
პოსტი #2782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტს უნდა შეეძლოს საკუთარ სულში ჩახედვა, სინდისის ქენჯნის განცდა, ლირიკული აღსარება, თუ გნებავთ და ა. შ. ლირიკული პოეზიის მთავარი გმირი არის თვითონ პოეტი და იგი ლაპარაკობს თავის თავზე. ის იჩხრიკება საკუთარ თავში, ეძებს და ამზეურებს თავის განცდებს, გრძნობებს, აზრებს."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 09:49 AM
პოსტი #2783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად პოეზიაში ეძებენ ზნეობრივ იმპულსებს ან მორალურ შეგონებებს, თვითონ პოეზია თავისი სახით, თავისი პირველქმნილი ნიშნით არის მაღალი ზნეობრივი იმპერატივის მქონე. ნამდვილი პოეზია თავისი ნაივურობით, განცდათა მძაფრი ინტენსივობით ყოველთვის გულისხმობს ადამიანის ზნეობრივ სიმაღლეს.
რუსთაველის თქმით, პოეზია - "სიბრძნისაა ერთი დარგი". პოეტი უნდა იყოს ბრძენი. ის, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მქადაგებელი ანდა ფილოსოფოსი, მაგრამ მან თავისი მსოფლმხედველობა სიტყვიერი მუსიკის ენაზე უნდა გამოთქვას. იგი ყოველთვის უნდა შეეხოს რაღაც დრამატულს, ცხოვრების უმტკივნეულეს საკითხებს: ყოფნა-არყოფნას, ღალატს, მეგობრობას, სიყვარულს... და მხატვრულ ენაზე აამეტყველოს ისინი.
შეიძლება პოეტი უშუალოდ არ ლაპარაკობდეს ზნეობრივ საკითხებზე და არც არის ეს საჭირო, იმიტომ რომ პოეზია თავისთავად გულისხმობს უკვე ზნეობრივ სიმაღლეზე ყოფნას. პოეტი თავისი ადგილსამყოფელით და დანიშნულებით თავის თავში უკვე შეიცავს ამას. ასე რომ, იმას კი არ უნდა ვთხოვდეთ პოეტს, რომ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე ტრაქტატები წეროს, არამედ დავინახოთ, რომ მისი სამყარო სწორედ ზნეობრივი ადამიანის თვალით დანახული სამყაროა. არ შეიძლება ეს არ აღიქვას მკითხველმა, თუკი, რაღა თქმა უნდა, თვითონაც აქვს პოეზიის შეგრძნების უნარი."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 11:35 AM
პოსტი #2784


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
თენდება როდის-როდის...
ვერ ვეგუები ლოდინს
და ისე მძაფრად ასდის
შენი სურნელი ლოგინს,
გული გულსაც კი უცემს...
შენი ხმა მესმის უცებ
და შენს პატარა ბალიშს
ვახებ გამომშრალ ტუჩებს...
უცებ შეშლილის მსგავსად,
ძლიერ ტკივილის ფასად,
ყველა ოთახში გეძებ,
მაგრამ არ ჩანხარ არსად...
მერე დილიდან ვლოთობ,
იმ ერთს დავცქერი ფოტოს,
ჩვენ რომ ერთად ვართ, ირგვლივ
ფოთლის სიყვითლე რომ თოვს.
როგორ შვენოდი ერთ დროს
ამ ჩემს სახლსა და ეზოს...
ახლა გნატრობ და მარტო
ვხვდები წვიმების სეზონს.
დრო კი აღელვებს დროსაც
და ასე შორს ხარ როცა,
იქნებ, არც ღირდეს ამდენ
ლოდინის მერე მოსვლა.

/ედუარდ უგულავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 12:49 PM
პოსტი #2785


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეხეთქებიან ტალღები ტალღებს,
ეჯახებიან ქვიშები ქვიშებს
შენ - სულს ჩარაზულ კარივით აღებ
და სულის გრძელი ჰოლიდან მიშვებ...

მე ისევ მახსოვს ჩვენი კარეტა
და შენი კოცნა - აბი საძილე...
შენ კი მითითებ ღია კარებთან
და კარებამდე არც კი მაცილებ...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 01:03 PM
პოსტი #2786


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი ხომ შვილს გაჩუქებს, ვალდებული ხარ, გაზარდო, ასეა ლექსიც, პოეტი ქალები უბრუნდებიან ისევ დედობას, ლექსი უნდა გაზარდონ, ანდა პირიქით ლექსებს ვინც ბავშვობიდან წერს, ეს იმას ნიშნავს მათ ტვირთი პატარაობიდან უნდა მეტი აქვთ, აი, მაგალითად ლექსი, სწავლა, ოჯახი და... ათასი ჯაფა..."

/პოეტი ნანა ნოზაძე/

"ლექსის მჭადები დააცხო"

"პოეტს პოეტი გაუგებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:04 PM
პოსტი #2787


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა თქმა უნდა ძვირად ფასობს ჯერაც
"სიყვარული" - უკვდავების კოდი.
და ფოთლებიც დაიწყებენ ცვენას,
და უეცრად შემოდგომაც მოდის...

ვუსმენთ ჯაზს და შიგა და შიგ როკსაც...
მზერა გვიყვარს ვან გოგის და კლოდის...
და ხანდახან სულ უდროო დროსაც
შემოდგომა სიკვდილივით მოდის...

ფოთლების და უძრაობის, ლოდის
მეც არ მჯერა... ვეფარები რიყეს...
შემოდგომა დედასავით მოდის,
შემოდგომაც დედასავით მიყვარს...

და კლავიში და სიცოცხლის კოდი
თითქოს პაჟის...პრინცესის და ლედის...
ჩემი... შენი... შემოდგომა მოდის,
შემოდგომა ამ ფოთლებზე მეტი...

ფოთლებივით დაიწყებენ ცვენას
გრძნობები და შემოდგომა მოდის...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 12:49 PM
პოსტი #2788


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო, უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში! ვერ გაჩერებ.
ტუჩი, თითი, ტუჩი
_ გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...…

ბექა აბუთიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 09:30 AM
პოსტი #2789


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ისევ დაგვიზამთრდა, იტირე…
სულში ფოთლებია, (ცვივიხარ) …
ახლა გაყინული ჩიტივით,
ზამთრის გაყინული ჩიტივით
- ცივი ხარ…

ზეცა მოლბერტია, უკიდო,
თეთრი მოტივია მოლბერტზე…
უკვე მეორეჯერ ვუკიდებ,
იწვის Marlboro
და მომბეზრდა…

კვამლის აქეთ-იქით გარება,
სივრცე, უანგარო ხალისი…
ნეტავ თუ იციან ქალებმა,
კაცი რას ჩაიდენს ქალისთვის…

ზიხარ, ალამაზებ გობელენს,
ზამთრის უსადესი კლავიშით,
და ის შემოდგომა, გოგენი,
ნაზად შეგიყრია მკლავებში…

ვზივარ, არ ვუჩივი ბედ-იღბალს,
მზერა ისარივით ავლესე,
ვხვდები, რომ ამ ლექსზე მეტი ხარ,
ვხვდები, ნაკლები ხარ ამ ლექსზე…

რადგან უსაშველო, უკიდო,
გახდა ეს უღმერთო ქაღალდიც…
უკვე მესამეჯერ ვუკიდებ,
იწვის Marlboro და…
ნახვამდის…

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 11:42 AM
პოსტი #2790


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მუზის ქარმა ლექსის მტვერი შემაყარა"

/გერონტი მესხი/

"პოეზია რხევაა ჟღერადობასა და აზრს შორის"

/პოლ ვალერი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2017, 05:59 PM
პოსტი #2791


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მინდორში

ვუძღვნი ჩემს შუათანა დას - თიკას სიყვარულით!

მინდორი ყვავილებს მიაქვს,
ლივლივებს რამდენი ფერი,
ქათქათა წვივებს მზე გსუსხავს
სხივების შუქით და ჩქერით.

ბალახი ცოცხალი, ნაზი,
ფეხს როგორ დაადგამ ტანზე?
კალია სიმშვიდეს გიფრთხობს,
ხტება წამიდან წამზე.

ყვავილებს ვერ დაკრეფ, ვერა,
არ დასევდიანდნენ ხელში,
ისევ მზემ დაგსუსხოს მხრებზე,
ისევ მზის გულზე და ჩქერში.


/მაკა გელაშვილი/
19.10.17


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2017, 09:48 AM
პოსტი #2792


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში პოეტებს თურმე მეფეზე მაღლაც კი აყენებდნენ".

/ალექსანდრე ლევკოვსკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2017, 08:57 PM
პოსტი #2793


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
მე და მინდორი გულაღმა ვწევართ,
თაფლის სურნელი მაბრუებს მინდვრის,
ის ჩემი, მე კი მისი შემწე ვარ,
მე მას ვუდრი და იგი მე მიდრის.
ესაა ჩემი მყუდრო სახლ-კარი,
ცის სახურავი, გულში საყდარი...
ვინ მიუჩინა ჩემს მარტოობას
ულამაზესად მკვიდრი საყრდენი _
განსაცვიფრებლად მდედრი მინდორი,
ისე ღრმა, ისე სურნელოვანი _
დო რე მი ფა სოლ,
ლა ლა სი დო რე,
საუკუნეთა ფარული სუნთქვა,
გადამალული დროის სიმდორე
და ვარსკვლავები _ წვრილ-წვრილ შვილებით,
მოყურადებულ ცის მონიტორით,
ჩვენს სიახლოვეს მოენატრება,
ღამის სიმშვიდე და ცხრა-კლიტური.

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2017, 08:47 PM
პოსტი #2794


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ისევ მოვიდა ნოემბრის სუსხი.
მახსოვს, ქარები ქროდნენ იმ დღესაც.
როდესაც გულმა მომაკვდავ გრძნობის
ბოლო მისხალი გამოიმეტა.

მერე წახვედი უმისამართოდ,
არ დამიტოვე დარდის უფლება,
ბაღის კუთხეში ყვავილი, ვიცი
მალე სიცივით დაიღუპება.

ისევ მოვიდა ეს ნოემბერი,
( ან კი სად იყო ამდენხანს მიკვირს),
მე რა ხანია ვუხმობდი ქარს და
ო, რახანია ველოდი სიკვდილს.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ -
ისევ მოვიდა ეს ნოემბერი....

მზია წიკლაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2017, 12:45 PM
პოსტი #2795


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
თოვს, დღეა რუხი და ნაცრისფერი...
სტვენს ჩაიდანი ზამთრის არიებს
და ბეღურები ეძებენ სახლებს,
უხიფათოებს, მშვიდებს, კარღიებს...
თოვს... ზამთარია უკვე უშენო...
გაზაფხულამდე თოვლის მთებია...
დიდი ხანია ჩვენი ხელები
ბუხართან ერთად აღარ თბებიან...
თოვს და ოცნებას რა დააბრკოლებს,
რა ჩაიდანი... რა ბეღურები?...
ნეტავ სახლამდე, გაუკვალავ თოვლს,
დააჩნდეს შენი ნაფეხურები.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2017, 08:43 PM
პოსტი #2796


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე შენ მე-გულ-ები

"დეკემბრის გაყინულ
მხრებზე ჩამოსკუპდნენ
რიგში - ბეღურები.

რაფაზე დაცვენილ
გამხმარი სხივებით
დილით მეც ვპურდები.

-ისევ გიყვარვარო?!
მიყვარხარ კი არა,
მე შენ მე-გულ-ები..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2017, 11:51 AM
პოსტი #2797


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტთან [გოგლა ლეონიძე] ურთიერთობის მცირე დროში მივხვდი, რომ ლექსი მისთვის სიცოცხლის ძარღვის ფეთქვა, შემოქმედებითი იმპულსი იყო"
"როგორ ზრდიდა და მუხტავდა ქართულ სულს მისი შოლტივით მოქნეული სტრიქონის ძალა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2017, 09:10 PM
პოსტი #2798


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წარწერა კედელზე

„მიყვარხარ“ - ვიღაცამ დაწერა კედელზე.
იმ კედლით ის სახლი გათბა და განაზდა
და ქუჩა, სიყვარულნაპოვნი, ამ სიტყვით,
სამყაროს გულივით ამღერდა ანაზდად.
„მიყვარხარ“... ელავდა წარწერა კედელზე,
ნაცრისფერ ფასადზე - მზედ, ჭიაკოკონად
და იქვე, იმ სახლის იდუმალ ოთახში,
სანუკვარ უფლისწულს ელოდა გოგონა.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2017, 09:53 PM
პოსტი #2799


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღამე თბილა.
დღე ცივია, დღე ცივია, დღე ცივი...
მეც დაგეძებ სიცივეში
ტყვიით დაჭრილ მხეცივით...
მხოლოდ მონოტონურია
ეს ნოტი და ის ნოტი,
მე აღარ ვარ ის პოეტი,
შენ რომ ადრე იცნობდი...
იქნებ შევძლო ეგ ღიმილი,
ეგ სიცივე მეც ვხატო..
იქნებ შეძლო მოხვდე და
ჩუმად გამომეცხადო...
დაიღალა გული ცემით,
გული თრთის და გული ცემს..
ვერაფრით ვერ ვეგუები,
თბილ და მტვრიან კულისებს..
და დაგეძებ ამიტომაც
ტყვიით დაჭრილ მხეცივით...
ღამე თბილა.
დღე ცივია,
დღე ცივია,
დღე ცივი..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2018, 02:58 PM
პოსტი #2800


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შობა

მინდა რომ გვიან, როდესაც მოთოვს,
ჩვენს სამყოფელში იშვას უფალი.
და როცა თოვლი აუწყებს ფოთოლს-
რომ ცისგან არის თავისუფალი.
მელოდებოდე შინ მოუთმენლად
(თოვლის მოსვლას რომ ელიან მთებში)
შენს თვალებიდან ვწვეთავდე მელნად,
გეძინოს ჩემი ლექსებით ხელში.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 138 139 140 141 142 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი