თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მეტეორა

პოსტის ავტორი: supernika თარიღი: May 18 2014, 03:45 PM

მოგესალმებით, მაინტერესებს პრაქტიკული ინფორმაცია მეტეორას მონასტრების შესახებ. თუ ვინმე ხართ უკვე ნამყოფი, რაიმე რჩევის მოცემა ხომ არ შეგიძლიათ, რაც ჩემი მომავალი მოლოცვის დროს დამეხმარება. წინასწარ დიდი მადლობა.



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:57 PM

"ბევრი მონასტერია საბერძნეთში. მაგრამ საგმატისა და მეტეორის მონასტრები განსაკუთრებულია. იქაური მოსაგრეები, თავიანთი ღვაწლით თვით ადამიანურ ბუნებასაც კი აღემატებიან. მათი ცხოვრების წესი ბუნებრივ ძალებზე აღმატებულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:10 PM

"კლდეებში შეზრდილი ტაძრები და კელიები ხელთუქმნელი გეგონებათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 07:06 PM

"მეტეორა ერთ-ერთი დიდი, უნიკალური კომპლექსია ჩრდილოეთ საბერძნეთში, რომელიც განთქმულია თავისი უჩვეულო ადგილმდებარეობით - კომპლექსი ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მ-იანი მწვერვალების კენწეროზეა განთავსებული და უიშვიათეს გეოლოგიურ ქმნილებებად მიიჩნევა.

იქ სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც ვარაუდობენ, კლდეები 60 მილიონ წელს ითვლიან და კლიმატის ზემოქმედებით ისინი უზარმაზარ ქვის მასივებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც თითქოსდა ჰაერშია გამოკიდული, რაც მათ სახელწოდებაზეც აისახა - ბერძნულად "ჰაერში მოლივლივეს" ნიშნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 07:20 PM

"ადრე მეტეორაზე 24 მონასტერი იყო, ამჟამად მხოლოდ 6 ფუნქციონირებს - 4 მამათა და 2 დედათა. მეტეორას კლდეებზე მრავალგანაა შემორჩენილი მესვეტე მონაზონთა ნიშები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2017, 11:48 AM

"ძველად მეტეორაზე ქალების დაშვება აკრძალული იყო, ისევე როგორც ათონზე. მხოლოდ თურქთა უღლექვეშ ყოფნის წლეში შევიდნენ ქალები კლდოვან მონასტერში, რათა მოთარეშე აგარიანთაგან ეხსნათ მართლმადიდებლური სიწმინდეები. მათმა შეუპოვრობამ ბევრი სიწმინდე გადაარჩინა. ამის შემდეგ ქალებს წმინდა მწვერვალებზე დასახლების უფლება მიეცათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 10:55 PM

"წმინდანი [ღირსი იოსები (+1422-1423)] იმდენად დაეხმარა დიდი მეტეორას მონსატერს, რომ წმინდა ათანასესთან ერთად ამ წმინდა სავანის ქტიტორად არის ჩაწერილი, რაზეც მოწმობს მონასტრის სიგელები, წმინდა ხატები და და ფრესკები".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:18 PM

მეტეორა

საბერძნეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, პინდუს და ხასიას შორის, თესალონიკის ახლოს აღმართულია დიდებული მთები, სადაც მეტეორა მდებარეობს.

მუქი ფერის გიგანტური კლდეების მნახველს ეუფლება შიშნარევი აღფრთოვანება. ეს გეოლოგიური მოვლენა ერთადერთია მსოფლიოში და მისი ახსნა ჯეროვნად ვერავინ შეძლო. მეტეორა ციურს, ცისას, ცის ქვეშეთს ნიშნავს.

მეტეორას ყურადღება მიაქციეს ბერებმა და დაიდეს ბინა მწვერვალზე, რადგან ეგონათ, რომ უფალთან უფრო ახლოს იქნებოდნენ. ეს მოხდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის დასაწყისში.

უფლის სადიდებლად ბერები მოდიოდნენ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც აიგო 1162 წელს. აღადგინეს და განაახლეს 1867 წელს. XIII საუკუნის დასასრულს თესალიის ხელში ჩაგდება ბევრს უნდოდა. ბიზანტიელები იპირუდან მოვიდნენ, ალბანელები - ჩრდილოეთიდან, სერბები და თურქები - აღმოსავლეთიდან. ასეთი ურწმუნოების, დაუცველობისა და შიშის გამო მოსახლეობის უმეტესობა ითხოვდა ბერულ ცხოვრებას მეტეორაზე. როდესაც ბერების სათაყვანო გმირმა სტეფანო დუშანმა XIV საუკუნეში აიღო თესალია და დასავლეთი საბერძნეთი, შეწყდა რომაელების და ალბანელების მბრძანებლობა და სიმშვიდემ დაისადგურა.

იმ პერიოდში მეტეორაზე პირველ განმანათლებლად და ბერული ცხოვრების დამაარსებლად ითვლება ბერი ნილე. 1367 წელს მან შეიერთა იპაპანტის უძველესი მონასტერი. მეტეორაზე სულ ოცი სავანეა.

1475-1476 წლებში დაფუძნდა სამების ტაძარი, რომელიც 1483 წელს მოიხატა.

1393 წელს თესალია აიღეს ოტომანებმა. ისინი ძარცვავდნენ და ავიწროებდნენ მონასტრებს, ამიტომ ბერები იძულებული გახდნენ, თვითონ დაეცვათ მონასტრები. XVIII საუკუნეში კი თურქ-ალბანელებმა დაიწყეს იქაურობის აოხრება. გაუდაბურდა თესალია, მაშინდელმა ბატონმა ალი პასამ დიდი გადასახადები დააკისრა მეტეორას მონასტრებს.

პროტესტის ნიშნად თურქების წინააღმდეგ აღდგა მამა თიმიუ ვლახავა აბჯროსანი. მის მამასაც აბჯროსნად მოიხსენიებენ. მამა თიმიუ 1808 წელს აუჯანყდა ალი პასას ლარისასა და ტრიკალაში. თანამებრძოლებთან ერთად ის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში იდგა. შეტაკება მოხდა კასტრაკში 1809 წელს. აჯანყებულები დამარცხდნენ. მამა თიმიოს ვლახავა დააპატიმრეს და იოანინაში სიკვდილით დასაჯეს. აჯანყებულთა დასაშინებლად ოთხად გაჭრეს. ალიმ დაადანაშაულა მეტეორა აჯანყებულების თანადგომაში და წმინდა დიმიტრის ეკლესია დაანგრია.

მეტეორას სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ძვირფასი პერგამენტები და დოკუმენტური მასალა, წიგნები საეკლესიო ცხოვრებაზე.

მეტეორაზე სხვადასხვა ეპოქაში მოქმედებდა შემდეგი მონასტრები: პანტოკრატორის - ყოვლადძლიერი, იფსილრტერა (სამყარო), კონსტანტინეს კელია, ღვთისმშობლის მონასტერი, მოდიონი, წმინდა პავლეს, კალისტრატეს მონასტერი, წმინდა გიორგის და წმინდა მანდილას, წმინდა ალისეს მონასტერი, იპაპანტი, წმინდა დიმიტრის, სტილუს მონასტერი, წმინდა მიკანი.

დღეს კი მხოლოდ ექვსი მოქმედი მონასტერი ელოდება მომლოცველებს.

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:27 PM

"მეტეორა - ცენტრალურ საბერძნეთში არსებული მონასტერთა ერთობლიობა, რომლებიც უნიკალურ სოკოსმაგვარ მაღალ კლდეებზეა აშენებული (რამდენიმე ათეული)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 09:46 PM

"მეტეორა - (ბერძ.) ნიშნავს ცასა და მიწას შორის ჩამოკიდებულ მონასტერს. ადრეულ ასაკში აქ ბერები ლოცვის იმედითა და დაწნული ბაგირის კალათებით ადიოდნენ. ამჟამად კლდეებს შორის გაჭრილია კიბეები და განსაკუთრებული მანქანებითაც ადიან. მეტეორას მონასტერს მთის სამონაზვნო რესპუბლიკაც ეწოდება. ამ ბერ-მონაზონთა მონასტერში ექვსი მონასტერია, რომელთაგან ოთხი მამებისაა, ხოლო ორი - დედების".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2024, 08:21 PM

"როდისმე მეტეორის მონასტრებში ასულხართ? დიდ მეტეორაში თუ ყოფილხართ? ძველად იქ ადამიანები საგანგებო გალიებით ადიოდნენ. მათ თვალებს უხვევდნენ, თავბრუ რომ არ დახვეოდათ, და ზემოთ ჯალამბრით სწევდნენ. მოგვიანებით ბილიკიც გაიყვანეს, ძალიან ვიწრო, კლდეს მიკრული: ის ფერისცვალების მონასტრამდე მიდიოდა. როგორ ახერხებდა ვინმე ამ ვიწრო ბილიკზე გავლას? ერთი დაბლა ჩახედვა კმაროდა და - ფეხი დაგიცდებოდა და დაილეწებოდი. ერთხელ მონასტრიდან ჩამოსული ბერი მომლოცველს მოძღვრავდა: "ასვლისას მხოლოდ ზევით ვიყურები. შენ ანაფორის კალთაზე ჩამეჭიდე. ერთად ავიდეთ. დაბლა არ ჩაიხედო. თუ ჩაიხედავ, ჩაიჩეხები და მეც თან წამიყოლებ". და აი, ამ ბილიკით, რომელზეც უფსკრულის პირას მავალი მომლოცველის გულისცემა ისმოდა, ბერმა მგზავრი სავანეში მიიყვანა. კლდის თავს რომ მიაღწიეს, ბერმა უთხრა თანამგზავრს: "აქ ქრისტეა".

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)