IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სერბეთის პატრიარქი პავლე გარდაცვლილა, აცხოვნოს ღმერთმა
კანონისტი
პოსტი Nov 16 2009, 03:21 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ამ დილას, გამთენიას, ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი უწმიდესობა, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და სრულიად სერბეთის პატრიარქი პავლე (სტოიჩევიჩი)

IPB-ს სურათი

უფალმა განუსვენოს მას და დააწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ამინ.

სერბეთის ეკლესიას დროებით, ახალი მეთაურის არჩევამდე უხელმძღვანელებს ჩერნოგორია-პრიმორის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ამფილოქე.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Nov 21 2009, 05:36 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



Facebook-ზე ერთმა ადამიანმა დაწერა თავისი ისტორია უწმინდეს პავლესთან ერთი უცნაური შეხვედრის შესახებ.

პროგრამული კოდი
სერბეთში ყოფნისას, რამოდენიმეჯერ მქონდა ბედნიერება შევხვედროდი პატრიარქ პავლეს. მსურს გაგიზიაროთ ერთ-ერთი უჩვეულო დეტალი... სხვა რეგიონისაკენ მიმავალს ერთ-ერთ იღუმენიასთან ერთად , საღამო ხანს გავლით მომიხდა ყოფნა ბელგრადში. გვსურდა პატრიარკისაგან ლოცვა-კურთხევის აღება. საპატრიარკოში გვითხრეს რომ ის მწუხრის ლოცვაზე, მთავარ ტაძარში იმყოფებოდა...  მივედით ტაძარში...უამრავი ხალხი ესწრებოდა ლოცვას. ვუცქერით საკურთხეველს , მაგრამ პატრიარქი არსად არა ჩანს. შემდეგ კი ვიკითხეთ...გვითხრეს რომ ნამდვილად ამავე ტაძარში იმყოფებოდა. შეკითხვის შემდეგ, რადგან მრევლის წევრებმა სტუმრებად შეგვიცნეს, წინ გადაგვიყვანეს და თავისუფალი ადგილი დაგვითმეს . იქედან კარგად დავინახეთ, თუ სად იმყოფებოდა პატრიარქი პავლე: მედავითნეებს შორის, ტაძრის კუთხეში!... თვითონაც მედავითნისა და მგალობლის ფუნკციას ასრულებდა მთელი მწუხრის ლოცვის მანძილზე, უბრალო ბერის კაბით მოსილი... ეს მომენტი ძალზედ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის.


სხვა ადამიანი კი იმავე საიტზე წერს ასეთ ისტორიას
პროგრამული კოდი
ერთ დღეს, საღვთო სამსახურის აღსრულებისას, პატრიარქი პავლე ერთ სემინარისტს მიუახლოვდა მგალობელთა გუნდში და უთხრა:-ჩემო პატარა, ცოტა ყურადღებით, ვგონებ, მთლად რითმაში ვერ ხართო. თკვენო უწმიდესობავ, უპასუხა ცოტა გულნატკენმა სემინარისტმა-იცით, ყოველი ჩიტი თავისებურად გალობსო. პატრიარქმა მიუგო:-მართალი ხარ, ჩემო პატარა, მაგრამ ეს ტყეში, აქ კი ჩვენ ეკლესიაში ვართო.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   სერბეთის პატრიარქი პავლე გარდაცვლილა   Nov 16 2009, 03:21 PM
მნათე   კანონისტი დავით შ...   Nov 16 2009, 03:23 PM
კანონისტი   მნათე კი, მქონდა. და...   Nov 16 2009, 04:06 PM
კანონისტი   http://church.ge/index.php?act=ST&f=18&t=2...indpo...   Nov 16 2009, 05:48 PM
sable   ღმერთმა გაანათლოს ...   Nov 16 2009, 05:50 PM
lingvo   აცხოვნოს უფალმა   Nov 16 2009, 05:56 PM
მნათე   http://jvarosnebi.com/index.php?option=com...=58#a...   Nov 16 2009, 06:22 PM
maikusi   აცხონოს უფალმა!   Nov 16 2009, 06:58 PM
ნანინა   :( განუსვენოს უფალმ...   Nov 16 2009, 07:14 PM
aia   ღმერთმა აცხონოს!   Nov 18 2009, 03:19 AM
ვეშაპო   აცხოვნოს ღმერთმა, ...   Nov 18 2009, 03:47 AM
b-a-r-b-a-r-e   აცხოვნოს ღმერთმა, ...   Nov 18 2009, 09:32 AM
შაკო   ღმერთმა ნათელში ამ...   Nov 18 2009, 04:14 AM
KAIROS   http://church.ge/index.php?showtopic=7145&hl=   Nov 18 2009, 04:33 AM
ოიგიუს მინიმუს   ქრისტემ აცხოვნოს...   Nov 18 2009, 07:21 PM
athos   არაჩვეულებრივი ად...   Nov 20 2009, 10:30 AM
აბე   Facebook-ზე ერთმა ადამია...   Nov 21 2009, 05:36 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი