IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 134 135 136 137 138 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 1 2020, 12:16 PM
პოსტი #2701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„არასდროს დამავიწყდება განსაკუთრებულად საკვირველი მოვლენა, ბერის ლოცვით რომ შემემთხვა. ის უზრუნველი მორჩილი ვიყავი, ახლა ხშირად ნატვრით რომ ვიხსენებ. დიდმარხვის პირველ შვიდეულში განცალკევებით ვცხოვრობდით. გაძლიერებული ღვაწლისგან და შრომისგან ჩამოვხმი და დავსუსტდი. მკერდში რაღაცა ძალიან მტკიოდა. პარასკევს ბალახის შესაგროვებლად უდაბნოში მარტო გავედი. იესოს ლოცვას მაღალი ხმით ვამბობდი და ამ დროს ფსალმუნთა გალობის მსგავსი რამ შემომესმა. სიხარულმა ამიტანა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა - თითქოს გონება ზეცაში აიტაცეს.

ადამიანური ენით ღვთაებრივის გამოხატვა შეუძლებელია, მაგრამ მაინც შევეცდები: სხეულის გარეშე ანგელოზების სამყოფელში აღმოვჩნდი - მხოლოდ სულით და გონებით. უფლის ტახტის გარშემო ანგელოზები გალობდნენ. მეც ღმერთს ვადიდებდი. დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, იმ ქვეყნად რომ მივდივართ - მომაკვდავის სული ცაში რომ ადის. ეს იყო გაოგნება და გამოუთქმელი სიხარული, ტკბობა და ნეტარება, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. კიდევ ათი წუთიც რომ გაგრძელებულიყო არა მგონია საღი განსჯის უნარი შემრჩენოდა! უფრო სწორედ რომ ვთქვა: იმ ქვეყნიური მადლი, ტკბობა და ნეტარება ისეთი ძლიერი იყო, რომ სული ჩემთან აღარ დარჩებოდა - ალბათ რაღაც დამემართებოდა. ზუსტად გადმოცემა შეუძლებელია. ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი რამ იყო!

ამიტომაც ამბობენ: ადამიანის ბუნება ზებუნებრივს ვერ იტევსო. მოციქული პავლეც იგივეს გვიმხელს: „რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“ (1. კორ. 2:9). მე ვფიქრობ, რომ ეს მადლი საათობით და დღეობით არ სტოვებდათ წმინდა მამებს, ამიტომაც ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლას ვერ გრძნობდნენ. წმინდა ირინე, ქრისტოვალანტელი მზის ჩასვლისას აღაპყრობდა ხელებს და დები მეორე დღესღა ჩამოაშვებინებდნენ. ღმერთო ჩემო! ეს რა იყო? ერთი წუთით მე სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. მაშ რაღა იქნება იმ ქვეყნად მარადიულად ამ მდგომარეობაში ყოფნა! ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანა დიდებისა, რომელ გამოჩინებულ არს ჩვენდა მომართ (რომ 8:18). ტანჯვა, ცდუნება, აკრძალვა, რასაც უფლის სიყვარულის გამო დავითემნთ სრულიად არაფერია, იმ მარადიულ ნეტარებასთან შედარებით - დამთმენისთვის რომ არის გამზადებული და საერთოდ ურთიერთშედარებაც კი უადგილოა.
ეს საოცრება როცა დამემართა, მაშინ მეუდაბნოეც კი არ ვიყავი, არამედ მხოლოდ უბრალო მორჩილი. მოძღვარი მყავდა, სასჯელებს ვითმენდი. ბევრი საზრუნავიც მქონდა. ოჰ! როგორ მსჯიდა მოძღვარი! დღევანდელი მორჩილები ამას ვერც კი წარმოიდგინენ. მაგრამ სწორედ ამ შრომის გამო მეძლეოდა ღვთაებრივი მადლი. რა თქმა უნდა ეს მოძღვრის მონაპოვარი იყო, რომლიდანაც ცოტაოდენი მეც მერგებოდა - ხოლმე. მის ლოცვას სულიწმინდის მადლის ჩამოყვანის ძალა ჰქონდა. ბერს ჰქონდა დიდი შემმართებლობა და კადნიერება. მისი ნათქვამი სრულდებოდა. ჩვენ სისტემატიურად ვიყავით მოწმე, რომ ღმერთს მისი ესმოდა და თავის კურთხევას უგზავნიდა. ყოველივე ეს მისი შრომის შედეგი იყო. მან ღმერთს უძღვნა თავი. მთელი არსებით იღვაწა, რომ ღმერთი შეემოსა. ჩვენ ბევრი გაგვიგონია და ბევრს ვკითხულობთ ძველი დროის წმინდანთა გმირობაზე. ბერ იოსებს ჩვენს ეპოქაში გააჩნდა იგივე მადლი. და როგორც მოციქულებმა იცნეს ქრისტე და მისი სასწაულები, ისევე მეც - მის გვერდით მყოფმა, საკუთარი თვალით ვიხილე იგივე, რასაც ძველ წიგებში ვკითხულობთ.


მაშ ასე, ვინც თავს აიძულებს მორჩილებას, ლოცვას, მდუმარებას, სულიერ ვალდებულებათა აღსრულებას, სიფხიზლეს, ის გაღებული ძალისხმევის შესაბამისად მიიღებს ღვთის მადლს. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2020, 10:42 AM
პოსტი #2702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(დასასრული)

„ერთ დღეს სეფისკვერისთვის ფორმებს ვამზადებ, თან მაღალი ხმით ვამბობ იესოს ლოცვას. ამ დროს ვიგრძენი რომ ჩემი მოძღვრის ლოცვის შემწეობით სულს ისეთი განცდა დაეუფლა, როგორიც ალბათ დაცემამდე ადამს ექნებოდა სამოთხეში. მისი აღწერა ნამდვილად არ შემიძლია, საკვირველი ის არის რომ იესოს ლოცვას გონებით კი არა ხმით ვამბობდი, ოღონდ შეუჩერებლად. იმ დროს მარტო ვიყავი. გვერდით რომელიმე ძმა რომ მყოლოდა - ასევე ხმით მლოცველი - ეს ნამდვილად დამეხმარებოდა იმ საოცრების შეგრძნებაში, იმიტომ რომ, ყურადღების გაფანტვის გამო ჩემი ბაგეები ლოცვას თუ შეწყვეტდნენ, ლოცვის დაბრუნებაში ძმის ხმა შემეშველებოდა.

ავღნიშნე, რომ მარტო ვიყავი და ხმამაღალ, შეუწყვეტელ იესოს ლოცვაზე ბერის მითითებას ვასრულებდი. მჯეროდა რომ ბერის სიტყვები ფუჭი არ იყო, არამედ ჰქონდა მნიშვნელობა და ძალა. ეს რწმენა ძალას მმატებდა და აღარ მაღელვებდა მყავდა თუ არა გვერდით მოძღვარი. 1953 წლის მერე წმინდა ანას მცირე სავანიდან გადავედით და მოძღვარს ტრაპეზზე, მეტანიის შესრულებასა და ლიტურგიის ჩასატარებელი კურთხევის დროსღა ვხვდებოდით. მაგრამ მარტონიც ისევე გულმოდგინებით ვაგრძელებდით მისი მითითებების შერულებას.

იესოს ლოცვა არ წყდებოდა. ზრახვებს და გულისთქმებს ვჯაბნიდით, რის გამოც ლოცვისას გონება არ გვებნეოდა. რატომ? იმიტომ რომ მოძღვარი ასე თვლიდა საჭიროდ და უნდა დავმორჩილებოდით. მაშ რისთვისღა მოვედი აქ. თუ მორჩილება არ მინდოდა - ვმჯდარიყავი ერში. თალხი სამოსისა და ბერის სახელისთვის ხომ არ მოვსულვარ? რა იყო მოსვლის მიზანი? რაიმე ხელობის შეძენა? არა, აქ მაგგვარს ვერაფერს ვისწავლიდი. მოვედი იმისთვის რომ მესწავლა ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება. მოვედი რათა გავხმდარიყავი მეცნიერი, მონაზვნური, სულიერი გაგებით. ჭეშმარიტება სწორედ ეს არის და ვისაც მისი დაგემოვნება სურს, თავი უნდა შეიწუხოს და იშრომოს. თუ არ იშრომებ, ვერაფერსაც ვერ იპოვი. მე არ ვგულისხმობ ცოტაოდენ წამუშავებას და შეჩერებას. არა! საჭიროა დაუცხრომელი შრომა, თავის იძულება და ისევ ბოლო შესაძლებლობის ზღვრამდე შრომა - იესოს ლოცვა დღისით და ღამით - უფლის სახელით სუნთქვა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2020, 11:03 AM
პოსტი #2703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2020, 01:05 PM
პოსტი #2704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მოძღვრობის ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, მჭვრეტელობაში მდგომარეობს. განსაკუთრებული, ბერ-მოძღვრებისათვის ბოძებული მადლით, მათთვის გაცხადებულია ადამიანური არსების მთელი სიღრმე, მათ მიერ გამოიკვლევა სულის იდუმალი კუთხე-კუნჭულები და ყოველივე გონებაში მიმალული, ყოველივე, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებისათვის დაფარული რჩება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2020, 11:00 AM
პოსტი #2705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2020, 09:49 AM
პოსტი #2706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსული ბერ-მოძღვრობის (старчество) აყვავება იწყება დაახლოებით მეთვრამეტე ასწლეულის ბოლო მესამედში, თავის აპოგეას აღწევს მეცხრამეტეში და შეუწყვეტლად გრძელდება 1917 წლის რევოლუციამდე.

ეს სულიერი ტრადიცია რუსეთში წარმოიშვა მონასტრული ცხოვრების აღორძინების პარალელურად, როდესაც არქიმანდრიტ პაისი ველიჩკოველის შეწევნით, მოხდა ჭეშმარიტ თემად-მცხოვრებთა მონოზვნობის აღორძინება მოლდავეთის მონასტრებში, საიდანაც ბერის მოწაფეები მოეფინენ მისი სამშობლოს სივრცეებს, კერძოდ, კალუგის, კურსკის და ორლოვის გუბერნიებს.

ეს ტრადიცია მთავრდება, ან, შეიძლება ითქვას, გარეშე მზერისგან დაფარული ხდება მაშინ, როდესაც თემად-მცხოვრებთა მონოზვნობა რუსეთში წყდება.

ამ ასორმოცდაათი წლის განმავლობაში, რუსეთის მიწაზე, მონასტრებსა და სკიტებში უამრავი ბერი მოღვაწეობდა, მაგრამ არსებობდა მხოლოდ ერთი, ოპტინა, - ადგილი გამორჩეული, სადაც ბერობის განსაკუთრებული ქარიზმა ადგილობრივ ტრადიციად იქცა; ერთგვარ მადლის მომცემ სკოლად, რომელმაც ბერების ოთხი თაობა გამოზარდა; რომლისკენაც ხალხის ნაკადი დიდი ჯგუფებით მიედინებოდა რუსეთის იმპერიის ყველა კუთხიდან".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2020, 11:35 AM
პოსტი #2707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2020, 10:13 AM
პოსტი #2708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ მონაზვნური ღვაწლი; მაგრამ მათ დროს ისეთი ჭირი იქნება, რომ ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში"

/ღირსი ამბა ისხირიონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2020, 11:42 AM
პოსტი #2709


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოვლადკეთილი მეუფე მოელის, თუ დასასრული როგორი ექნებათ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2020, 12:37 PM
პოსტი #2710


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა“

„ბერების სენაკების ნაშთნი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2020, 10:18 AM
პოსტი #2711


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსასხნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგორეს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: გახსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11.44) და უტევთ, რომ ნეტარი უვნებლობის გზით ვიდოდეს. ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2020, 11:43 AM
პოსტი #2712


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ეფრემის [არიზონელი] დაარსებულ მონასტრებში არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრადიცია. ღამით ბერები სალოცავად უდაბნოში გადიან და ლოცვასა და მდუმარებაში ღმერთთან საუბრით ტკბებიან.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ადიდებს შემოქმედს, რადგან ხედავს, რომ ღამ-ღამობით უდაბნოში გასულ ბერებთან თავს იყრიან ძალიან შხამიანი ქვეწარმავლები, რომლებიც მლოცველებს არ ეხებიან და ბერები მუდამ მშვიდად და დაუბრკოლებლად აღავლენენ ლოცვებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2020, 12:34 PM
პოსტი #2713


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2020, 11:25 AM
პოსტი #2714


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მოძღვარი (старец, ავვა, აბბა ან ამბა, ვარდაპედი - ძველ სომხეთში, გერონდა) - ეს არის სულიწმინდით განბრძნობილი ბერი (инок), რომელსაც მიმადლებული აქვს ადამიანის სულის მდგომარეობის ხედვა და მანკიერების აღმოფხვრის მეთოდების ცოდნა.

მას შეუძლია ასწავლოს რჯული და განმარტოს კანონები; უფლება აქვს დამოძღვროს მასთან მისული ნებისმიერი მართლმორწმუნე, - როგორც სასულიერო პირი, ისე ერისკაცი.

ბერ-მოძღვრის წოდება ენიჭება სულნათელ, მაღალი მოსაგრეობით გამორჩეულ ბერს - ბერების საძმოს კრებითი დადგენილებით, ანდა ერთი ან რამდენიმე ბერ-მოძღვრის გადაწყვეტილებით. ბერ-მოძღვრობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია - მჭვრეტელობის უნარი.

აქვე აუცილებლად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ старец -ის შესატყვის ტერმინად სხვა სახელწოდებებსაც ხმარობენ. ასე მაგალითად, გრიგოლ რუხაძე წიგნში "ლექციები სამოძღვრო ღმრთისმეტყველებაში", მიიჩნევს, რომ ამ სიტყვის შინაარსის გამოსახატავად, უმჯობესია ვიხმაროთ ტერმინი "ღვაწლმოსილი ბერი", "რადგან, - ამბობს, - აღნიშნული სახელით [старец] არა მხოლოდ ბერი, არამედ გამოცდილი მოძღვარი, გონებით მოხუცებული და დიდი ღვაწლით მცხოვრები მონაზონი მოიაზრება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2020, 11:46 AM
პოსტი #2715


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი არის მგლოვარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2020, 11:34 AM
პოსტი #2716


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გონიერი ლოცვა, უწინარეს ყოვლისა, მონაზონს სოფლისგან განარიდებს, ბერის მორჩილებაში ამყოფებს, საშუალებას აძლევს, უცხო გარემოში იცხოვროს და უფლის მცნებები მუდმივად დაიცვას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2020, 11:18 AM
პოსტი #2717


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასევე უეჭველია, რომ მონაზვნობის მიღებისთანავე მოღვაწეობის კეთილი და მტკიცე დასაწყისი სარგებელს მოგვიტანს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ ერთგვარად დავუძლურდეთ, რადგან სულს, რომელიც ჯერ მხნეობითაა აღსავსე და შემდეგ დასუსტდება, იმ პირველი გულმოდგინების გახსენება მჭრელი მახვილით გამოაცოცხლებს, ბევრჯერ ამ საშუალებით შეძლო მრავალმა, რომ საკუთარი თავი აღედგინა და ფრთები შეესხა, რადგან იმ არწივებს მიემსგავსნენ, რომელთაც ფრთებმა უმტყუნათ, მაგრამ შემდეგ გაიმაგრეს ფრთები და კვლავაც ცის სიმაღლეს მისწვდნენ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2020, 12:46 PM
პოსტი #2718


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ღირს ბარსანოფს მონაზვნობაზე აზრი თავიდან აშინებდა. მონასტერში წასვლა შეუძლებლად მიაჩნდა, მაგრამ თანდათანობით მწიფდებოდა აზრი წუთისოფლის დატოვებისა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2020, 03:16 PM
პოსტი #2719


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტად დიდი გაჭირვებისა და განუწყვეტელი შრომის ატანა უწევს მას, ვისაც ხორცში ყოფნისას ზეცაში ასვლა გადაუწყვეტია და განსაკუთრებულად სოფლიდან გამოსვლის დასაწყისში, სანამ გემოთმოყვარების ჩვეულება დაეხსნება და გასასტიკებული გული ღვთისმოყვარებასა და გლოვის სიწმინდეს შეიძენს, რადგან ჭეშმარიტად დიდი შრომაა საჭირო და დიდი სიმწარის ატანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვნება ჩვევად გადაექცევა, ვიდრე ძაღლივით ხორცისმოყვარე და სიბინძურისმოყვარე ჩვენს გონებას სიმშვიდის, სიმტკიცისა და განურისხველობის საშუალებით სიწმინდისმოყვარედ და სიბრძნისმოყვარედ შევცვლით.

ვნებათა და უძლურებათა გამო უიმედობას ნუ მივეცემით, არამედ სარწმუნოებისადმი ერთგულებით ჩვენი სულიერი უძლურება და უსუსურობა ჩვენივე ნებით ვაჩვენოთ ქრისტეს და ვაღიაროთ მის წინაშე. მაშინ მისგან დამსახურებულზე უმეტეს შემწეობას მივიღებთ, თუკი მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ საკუთარ თავს გამუდმებით სიმდაბლის უფსკრულში ჩავიყვანთ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2020, 01:34 PM
პოსტი #2720


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ამქვეყნად მხოლოდ მონაზვნობა!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 134 135 136 137 138 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 10 მომხმარებელი (მათ შორის 10 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი