IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

136 გვერდი V « < 134 135 136  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 1 2020, 12:16 PM
პოსტი #2701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„არასდროს დამავიწყდება განსაკუთრებულად საკვირველი მოვლენა, ბერის ლოცვით რომ შემემთხვა. ის უზრუნველი მორჩილი ვიყავი, ახლა ხშირად ნატვრით რომ ვიხსენებ. დიდმარხვის პირველ შვიდეულში განცალკევებით ვცხოვრობდით. გაძლიერებული ღვაწლისგან და შრომისგან ჩამოვხმი და დავსუსტდი. მკერდში რაღაცა ძალიან მტკიოდა. პარასკევს ბალახის შესაგროვებლად უდაბნოში მარტო გავედი. იესოს ლოცვას მაღალი ხმით ვამბობდი და ამ დროს ფსალმუნთა გალობის მსგავსი რამ შემომესმა. სიხარულმა ამიტანა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა - თითქოს გონება ზეცაში აიტაცეს.

ადამიანური ენით ღვთაებრივის გამოხატვა შეუძლებელია, მაგრამ მაინც შევეცდები: სხეულის გარეშე ანგელოზების სამყოფელში აღმოვჩნდი - მხოლოდ სულით და გონებით. უფლის ტახტის გარშემო ანგელოზები გალობდნენ. მეც ღმერთს ვადიდებდი. დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, იმ ქვეყნად რომ მივდივართ - მომაკვდავის სული ცაში რომ ადის. ეს იყო გაოგნება და გამოუთქმელი სიხარული, ტკბობა და ნეტარება, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. კიდევ ათი წუთიც რომ გაგრძელებულიყო არა მგონია საღი განსჯის უნარი შემრჩენოდა! უფრო სწორედ რომ ვთქვა: იმ ქვეყნიური მადლი, ტკბობა და ნეტარება ისეთი ძლიერი იყო, რომ სული ჩემთან აღარ დარჩებოდა - ალბათ რაღაც დამემართებოდა. ზუსტად გადმოცემა შეუძლებელია. ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი რამ იყო!

ამიტომაც ამბობენ: ადამიანის ბუნება ზებუნებრივს ვერ იტევსო. მოციქული პავლეც იგივეს გვიმხელს: „რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“ (1. კორ. 2:9). მე ვფიქრობ, რომ ეს მადლი საათობით და დღეობით არ სტოვებდათ წმინდა მამებს, ამიტომაც ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლას ვერ გრძნობდნენ. წმინდა ირინე, ქრისტოვალანტელი მზის ჩასვლისას აღაპყრობდა ხელებს და დები მეორე დღესღა ჩამოაშვებინებდნენ. ღმერთო ჩემო! ეს რა იყო? ერთი წუთით მე სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. მაშ რაღა იქნება იმ ქვეყნად მარადიულად ამ მდგომარეობაში ყოფნა! ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანა დიდებისა, რომელ გამოჩინებულ არს ჩვენდა მომართ (რომ 8:18). ტანჯვა, ცდუნება, აკრძალვა, რასაც უფლის სიყვარულის გამო დავითემნთ სრულიად არაფერია, იმ მარადიულ ნეტარებასთან შედარებით - დამთმენისთვის რომ არის გამზადებული და საერთოდ ურთიერთშედარებაც კი უადგილოა.
ეს საოცრება როცა დამემართა, მაშინ მეუდაბნოეც კი არ ვიყავი, არამედ მხოლოდ უბრალო მორჩილი. მოძღვარი მყავდა, სასჯელებს ვითმენდი. ბევრი საზრუნავიც მქონდა. ოჰ! როგორ მსჯიდა მოძღვარი! დღევანდელი მორჩილები ამას ვერც კი წარმოიდგინენ. მაგრამ სწორედ ამ შრომის გამო მეძლეოდა ღვთაებრივი მადლი. რა თქმა უნდა ეს მოძღვრის მონაპოვარი იყო, რომლიდანაც ცოტაოდენი მეც მერგებოდა - ხოლმე. მის ლოცვას სულიწმინდის მადლის ჩამოყვანის ძალა ჰქონდა. ბერს ჰქონდა დიდი შემმართებლობა და კადნიერება. მისი ნათქვამი სრულდებოდა. ჩვენ სისტემატიურად ვიყავით მოწმე, რომ ღმერთს მისი ესმოდა და თავის კურთხევას უგზავნიდა. ყოველივე ეს მისი შრომის შედეგი იყო. მან ღმერთს უძღვნა თავი. მთელი არსებით იღვაწა, რომ ღმერთი შეემოსა. ჩვენ ბევრი გაგვიგონია და ბევრს ვკითხულობთ ძველი დროის წმინდანთა გმირობაზე. ბერ იოსებს ჩვენს ეპოქაში გააჩნდა იგივე მადლი. და როგორც მოციქულებმა იცნეს ქრისტე და მისი სასწაულები, ისევე მეც - მის გვერდით მყოფმა, საკუთარი თვალით ვიხილე იგივე, რასაც ძველ წიგებში ვკითხულობთ.


მაშ ასე, ვინც თავს აიძულებს მორჩილებას, ლოცვას, მდუმარებას, სულიერ ვალდებულებათა აღსრულებას, სიფხიზლეს, ის გაღებული ძალისხმევის შესაბამისად მიიღებს ღვთის მადლს. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2020, 10:42 AM
პოსტი #2702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(დასასრული)

„ერთ დღეს სეფისკვერისთვის ფორმებს ვამზადებ, თან მაღალი ხმით ვამბობ იესოს ლოცვას. ამ დროს ვიგრძენი რომ ჩემი მოძღვრის ლოცვის შემწეობით სულს ისეთი განცდა დაეუფლა, როგორიც ალბათ დაცემამდე ადამს ექნებოდა სამოთხეში. მისი აღწერა ნამდვილად არ შემიძლია, საკვირველი ის არის რომ იესოს ლოცვას გონებით კი არა ხმით ვამბობდი, ოღონდ შეუჩერებლად. იმ დროს მარტო ვიყავი. გვერდით რომელიმე ძმა რომ მყოლოდა - ასევე ხმით მლოცველი - ეს ნამდვილად დამეხმარებოდა იმ საოცრების შეგრძნებაში, იმიტომ რომ, ყურადღების გაფანტვის გამო ჩემი ბაგეები ლოცვას თუ შეწყვეტდნენ, ლოცვის დაბრუნებაში ძმის ხმა შემეშველებოდა.

ავღნიშნე, რომ მარტო ვიყავი და ხმამაღალ, შეუწყვეტელ იესოს ლოცვაზე ბერის მითითებას ვასრულებდი. მჯეროდა რომ ბერის სიტყვები ფუჭი არ იყო, არამედ ჰქონდა მნიშვნელობა და ძალა. ეს რწმენა ძალას მმატებდა და აღარ მაღელვებდა მყავდა თუ არა გვერდით მოძღვარი. 1953 წლის მერე წმინდა ანას მცირე სავანიდან გადავედით და მოძღვარს ტრაპეზზე, მეტანიის შესრულებასა და ლიტურგიის ჩასატარებელი კურთხევის დროსღა ვხვდებოდით. მაგრამ მარტონიც ისევე გულმოდგინებით ვაგრძელებდით მისი მითითებების შერულებას.

იესოს ლოცვა არ წყდებოდა. ზრახვებს და გულისთქმებს ვჯაბნიდით, რის გამოც ლოცვისას გონება არ გვებნეოდა. რატომ? იმიტომ რომ მოძღვარი ასე თვლიდა საჭიროდ და უნდა დავმორჩილებოდით. მაშ რისთვისღა მოვედი აქ. თუ მორჩილება არ მინდოდა - ვმჯდარიყავი ერში. თალხი სამოსისა და ბერის სახელისთვის ხომ არ მოვსულვარ? რა იყო მოსვლის მიზანი? რაიმე ხელობის შეძენა? არა, აქ მაგგვარს ვერაფერს ვისწავლიდი. მოვედი იმისთვის რომ მესწავლა ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება. მოვედი რათა გავხმდარიყავი მეცნიერი, მონაზვნური, სულიერი გაგებით. ჭეშმარიტება სწორედ ეს არის და ვისაც მისი დაგემოვნება სურს, თავი უნდა შეიწუხოს და იშრომოს. თუ არ იშრომებ, ვერაფერსაც ვერ იპოვი. მე არ ვგულისხმობ ცოტაოდენ წამუშავებას და შეჩერებას. არა! საჭიროა დაუცხრომელი შრომა, თავის იძულება და ისევ ბოლო შესაძლებლობის ზღვრამდე შრომა - იესოს ლოცვა დღისით და ღამით - უფლის სახელით სუნთქვა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2020, 11:03 AM
პოსტი #2703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2020, 01:05 PM
პოსტი #2704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მოძღვრობის ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, მჭვრეტელობაში მდგომარეობს. განსაკუთრებული, ბერ-მოძღვრებისათვის ბოძებული მადლით, მათთვის გაცხადებულია ადამიანური არსების მთელი სიღრმე, მათ მიერ გამოიკვლევა სულის იდუმალი კუთხე-კუნჭულები და ყოველივე გონებაში მიმალული, ყოველივე, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებისათვის დაფარული რჩება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2020, 11:00 AM
პოსტი #2705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2020, 09:49 AM
პოსტი #2706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსული ბერ-მოძღვრობის (старчество) აყვავება იწყება დაახლოებით მეთვრამეტე ასწლეულის ბოლო მესამედში, თავის აპოგეას აღწევს მეცხრამეტეში და შეუწყვეტლად გრძელდება 1917 წლის რევოლუციამდე.

ეს სულიერი ტრადიცია რუსეთში წარმოიშვა მონასტრული ცხოვრების აღორძინების პარალელურად, როდესაც არქიმანდრიტ პაისი ველიჩკოველის შეწევნით, მოხდა ჭეშმარიტ თემად-მცხოვრებთა მონოზვნობის აღორძინება მოლდავეთის მონასტრებში, საიდანაც ბერის მოწაფეები მოეფინენ მისი სამშობლოს სივრცეებს, კერძოდ, კალუგის, კურსკის და ორლოვის გუბერნიებს.

ეს ტრადიცია მთავრდება, ან, შეიძლება ითქვას, გარეშე მზერისგან დაფარული ხდება მაშინ, როდესაც თემად-მცხოვრებთა მონოზვნობა რუსეთში წყდება.

ამ ასორმოცდაათი წლის განმავლობაში, რუსეთის მიწაზე, მონასტრებსა და სკიტებში უამრავი ბერი მოღვაწეობდა, მაგრამ არსებობდა მხოლოდ ერთი, ოპტინა, - ადგილი გამორჩეული, სადაც ბერობის განსაკუთრებული ქარიზმა ადგილობრივ ტრადიციად იქცა; ერთგვარ მადლის მომცემ სკოლად, რომელმაც ბერების ოთხი თაობა გამოზარდა; რომლისკენაც ხალხის ნაკადი დიდი ჯგუფებით მიედინებოდა რუსეთის იმპერიის ყველა კუთხიდან".



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2020, 11:35 AM
პოსტი #2707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:13 AM
პოსტი #2708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,752
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ მონაზვნური ღვაწლი; მაგრამ მათ დროს ისეთი ჭირი იქნება, რომ ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში"

/ღირსი ამბა ისხირიონი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

136 გვერდი V « < 134 135 136
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th April 2020 - 10:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი