IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> (ფს. 2,7), (ფს. 109,3)
■გიორგი■
პოსტი Dec 5 2010, 03:25 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



მოგესალმებით ყველა მართლმადიდებელს.

გვერდით თემაში http://church.ge/index.php?showtopic=8540&st=0 სათაურით მამა ღმერთი, მსჯელობა სრულიათ სხვა კუთხით მიმდინარეობდა და კითხვები რომელიც დამებადა, იმ თემაში დავსვი, რაზეც როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ეცადნენ ზოგიერთები და ჩემ შეკითხვებს უპასუხეს. ცალკე საკითხია, რამდენად დამაკმაყოფილებელი ან საერთოდ, რამდენად მართებულად და სათანადოდ გასცეს პასუხები (რაზეც არაფერი დამიწერია იმ თემაში), თუმცა, ჩემთვის მთავარი იყო პასუხების მიღება და არა კამათი ან პროვოლაცია.

ვინაიდან გვერდით თემაში მიღებულმა პასუხებმა უამრავი კითხვა დაბადა, გადავწყვიტე თემიდან გადახვევა რომ არ გამომსვლოდა, თქვენის ნებართვით, ცალკე თემა გამეხსნა, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიის დოგმატური საკითხებიდან, ერთერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრა მეგობრული განწყობით, რომელსაც შეკითხვის სახით, ამგვარად გადმოვცემდი:

1. რას ნიშნავს: მამამ შვა ძე?


და მოგვიანებით განვიხილოთ საკითხი: რას ნიშნავს, მამამ შვა ძეები?

პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა გვესაუბრა პირველზე: რას ნიშნავს მამამ შვა ძე?

სანამ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ამ კონკრეტულ საკითხებზე დაწვრილებით დაწერდეთ მართლმადიდებლები, სასურველი იქნებოდა, პირველ რიგში ბიბლიის ის მუხლები დაგეწერათ, საიდანაც მართლმადიდებელი ეკლესია ეფუძნება - მამის მიერ ძის შობასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპისთვის, ამ საკითხის ამოსავალ ბიბლიურ მუხლებად, მხოლოდ 2 მუხლი დასახელდა მონათესავე თემაში, რომელიც ზემოთ, თემის სათაურის სახით წარმოვადგინე: 1. (ფს. 2,7) 2. (ფს. 109,3)


ალბათ სხვა ბიბლიური მუხლებიც შეემატება ამ მუხლებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მამების უშუალო განმარტებები დაიდება სათაურში მითითებული 2 ბიბლიური მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც დავინახე, მართლმადიდებლური ეკლესია 'ღვთის ძის შობის' შესახებ სწავლებისთვის საყრდენ მუხლებად მიიჩნევს.

რადგან 2 მუხლი უკვე სახეზე გვაქვს, რომელსაც დოგმატის სწვალების საფუძვლად მიიჩნევენ მართლმადიდებელი ეკლესიის მწინდა მამები, ყველა მართლმადიდებელს გთხოვთ, ამ მუხლის დეტალური განმარტება მოიყვანოთ იმ ეკლესიის მამებისა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდანებს წარმოადგენენ.

ამ თემაში დაწერილი მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების განმარტებები, დარწმუნებული ვარ თითოეული მართლმადიდებელისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ღვთის შესახებ ცოდნის მიღების დიდი წყურვილი აქვს, სასარგებლო იქნება, რადგან საფუძვლიანად ეცოდინება, თუ რაზე დაყრდნობით და როგორ განმარტავენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები სამების დოგმატის ამ მეტან მნიშვნელოვან საკითხს.

ამასთან ერთად ყველას მინდა ვთხოვო, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელსაც და მომავალში ვინც შემოგვიერთება:

გთხოვთ, ამ თემაში დასმული საკითხის ირგვლივ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდა მამების განმარტებების დადებისას, (ანდა მასზე მსჯელობისას), ერთმანეთს სიყვარულით მოვეკიდოთ და საფუძვლად ამ ყოველივეს, სიყვარული დავუდოთ. ასეთი დამოკიდებულება, თბილ გარემოებას შექმნის არსებულ საკითხებზე მსჯელობისას და საინტერესოს გახდის მას, ნაცვლად წინასწარ შექმნილი მოსაზრებებით ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განვეწყოთ. ამ თემაში შესაძლოა ფორუმის წევრებს შიგა და შიგ ლოგიკური შეკითხვები გაგვიჩნდეს აღნიშნული საკითხების განხილვისას, (თუნდაც ერთმანეთის მიმართაც კი) და ცოდნის გაღრმავებისა და რწმენის განმტკიცების მიზნით, დრო და დრო დავსვათ შეკითხვები და ეს ძმული სიყვარულით გავაკეთოთ. ამხელა შესავალს არ გავუკეთებდი თემას, თუ არა გვერდით თემაში ფორუმის ერთერთი მომხარებლის (აფხაზის) პოსტში გამოვლენილი უნდობლობა ჩემს მიმართ, რაზეც ნამდვილად აღარ ღირს გამოკიდება და თემიდან სხვა მიმართულებაზე გადასვლა.

ჩემი ინტერესი (როგორც ადმაიანის, რომელიც არაა მართლმადიდებელი და რომელსაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შესახებ გარკვეული სახის ცოდნა თქვენს ფორუმიდანაც შეიძინოს ) მხოლოდ ისაა რომ სრულად, ბოლომდე და უფრო საფუძვლიანად გავეცნო ჩემ მშობლიურ სარწმუნოებას, რომელიც ჩემმა წინაპარმა დატოვა. ამ მიზეზიდან და ისედაც, ცოდნის გაღრმავებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შეიძლება სრულად და საფუძვლიანად ვიცოდე აღმოსავლურ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამ ფორუმის დახმარებითაც.

დიდი პატივისცემით გთხოვთ ყველას, ვისაც სათანადო ცოდნა და საკმარისი სურვილი გაქვთ, იაქტიუროთ ზემოთ ხაზგასნული საკითხების მხარდამჭერი ეკლესიური სწავლება, ამომწურავი სახით წარმოადგინოთ და მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ აღიარებული ეკლესიის წმინდა მამების უშუალო განმარტებები (თუკი არსებობს) დადოთ ამ თემაში ფსალმუნის 2:7-სა და ფსალმუნის 109:3-ზე.

მადლობა.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 5 2010, 01:26 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ძალიან გთხოვ განგვიმარტო თქვენი რელიგიური მისწრაფებანი. ვის ან რას აღიარებთ?

ერთიც, აქ არავის არაფრისა არ ეშინია და შესაძლოა დაგვიანებით (საწუხაროდ ვირტუალური სივრცე სხვა არჩევანს არ ტოვებს), მაგრა, სრულ და ამომწურავ პასუხებს მიიღებ ნებისმიერი შეკითხვაზე. ერთიც, კვლავ ვიმეორებ, თუ ვესაუბრები იეღოველს, სრული სერიოზულობით ვამბობ (იმედია ყველას სახელით), რომ ამ შემთხვევაში კამათი სრულიად უადგილოა, რადგან გადმოცდილება ამას აშკარად მიკარნახებს. ეს კამათი არ წარიმართება დადებითი შედეგებით და უფრო უარყოფითს მივიღებთ. ასე რომ, გთხოვთ გვითხრათ ვინა ხარ და რას მორწმუნეობთ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 5 2010, 03:38 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(afxazi @ Dec 5 2010, 01:26 PM) *

■გიორგი■

ძალიან გთხოვ განგვიმარტო თქვენი რელიგიური მისწრაფებანი.

afxazi

როგორც უკვე აღვნიშნე პირველ პოსტში:

"ჩემი ინტერესი (როგორც ადმაიანის, რომელიც არაა მართლმადიდებელი და რომელსაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შესახებ გარკვეული სახის ცოდნა თქვენს ფორუმზე შეიძინოს ) მხოლოდ ისაა რომ უფრო საფუძვლიანად გავეცნო ჩემ მშობლიურ სარწმუნოებას, რომელიც ჩემმა წინაპარმა დატოვა. ამ მიზეზიდან და ისედაც, ცოდნის გაღრმავებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შეიძლება საფუძვლიანად ვიცოდე აღმოსავლურ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამ ფორუმის დახმარებითაც".



ციტატა
ვის ან რას აღიარებთ?


მრწამს ერთი ღმერთი, ყოვლის მპყრობელი მამა, ცისა და ქვეყანის, ყოველივე ხილულისა და არა ხილულის შემოქმედი;
და
ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე.

ციტატა
სრულ და ამომწურავ პასუხებს მიიღებ ნებისმიერი შეკითხვაზე.

ძალიან კარგი. დაველოდები პასუხებს.

ციტატა
ერთიც, კვლავ ვიმეორებ, თუ ვესაუბრები იეღოველს, სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში კამათი სრულიად უადგილოა, რადგან გადმოცდილება ამას აშკარად მიკარნახებს. ეს კამათი არ წარიმართება დადებითი შედეგებით და უფრო უარყოფითს მივიღებთ


მეგობარო, არ გეკამათებით, და არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ თქვენთვის.
უბრალოდ შეკითხვები დაგისვით და თქვენის ნებართვით, პასუხების მიღება მწადია. თქვენი ფორუმი ჩემი ცოდნის და მწმენის გაღრმავების ერთერთ საშუალებად მინდა მივიჩნიო. მხოლოდ შეითხვებს ვსავ და პასუხებს ველი მთელი სულითა და გულით.

ციტატა
ასე რომ, გთხოვთ გვითხრათ ვინა ხარ და რას მორწმუნეობთ?


მრწამს ერთი ღმერთი, ყოვლის მპყრობელი მამა, ცისა და ქვეყანის, ყოველივე ხილულისა და არა ხილულის შემოქმედი;
და
ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე. - ანუ ქრისტიანი ვარ.




ახლა დაველოდები პირველ პოსტზე თქვენ პასუხებს და ამისთვის, კიდევ ერთხელ წინასწარ მოგიხდით მადლობას.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Dec 5 2010, 03:47 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



■გიორგი■

გთხოვ საწყენად ნუ მიიღებ. მაგრამ, ჩემი აზრით ქრისტიანს ეს უნდა სწამდეს.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.


იმედია თქვენს შეკითხვაზე პასუხს ჩემზე უფრო მცოდნე ადამიანები გაგცემენ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 6 2010, 12:18 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
მრწამს ერთი ღმერთი, ყოვლის მპყრობელი მამა, ცისა და ქვეყანის, ყოველივე ხილულისა და არა ხილულის შემოქმედი;
და
ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე. - ანუ ქრისტიანი ვარ.


ხოოოო, ამას არც არიანელები უარყოფდნენ თავის დროზე, მაგრამ როდესაც ერთარსებაზე მიდიოდა საქმე იქ უკვე ამჟღავნებდნენ საკუთარ თავს. მიდი აბა გააგრძელე მრწამსის ეგ მუხლი უცვლელად და დავრწმუნდები, რომ "მშობლიური" (ეს რას ნიშნავს საერთოდ ვერ გავიგე) სარწმუნოების შესწავლა გწადია.

ხელწერა ნაცნობია და არ გინდა ძალიან გთხოვ ცხვრის ქურქში გახვეული პოზიციიდან ლაპარაკი. მითუმეტეს გულწრფელად დაინტერესებული პირდაპირ დოგმატურ სიმაღლეებს არ დაუწყებს ყურებას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 7 2010, 01:40 AM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
და მოგვიანებით განვიხილოთ საკითხი: რას ნიშნავს, მამამ შვა ძეები?

და რატომ ძეები? საიდან მოიტანეთ ეს ფრაზა?
IPB-ს სურათი

ციტატა
მრწამს ერთი ღმერთი, ყოვლის მპყრობელი მამა, ცისა და ქვეყანის, ყოველივე ხილულისა და არა ხილულის შემოქმედი;
და
ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე. - ანუ ქრისტიანი ვარ.

სულიწმინდა?

IPB-ს სურათი

გამოტოვეთ?

ცხადია გამოტოვეთ, რადგან მეორეჯერაც, კითხვაზე რას მორწმუნეობთო, იგივე დაწერეთ...

ანუუუ?
ტრამპლინი – გორის ციხე
IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 7 2010, 01:41 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ჩემ კითხვებზე პასუხები თუ არ გაქვთ პირდაპირ დაწერეთ.

რა საჭიროა უსაგნო პოსტები?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 7 2010, 01:56 AM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



■გიორგი■
რა უნდა გითხრათ? კატეხიზმოში წერია თქვენი კითხვის პასუხი + არის სახარების, ფსალმუნების განმარტებები + არის მოძღვარიც, რომელსაც შეუძლია დააკვალიანოს სულიერი შვილი

დიდი ბოდიში, მაგრამ არ გეტყობათ რომ სწავლა გსურთ smile.gif

და კამათი კამათისთვის, ზოგჯერ მოსაწყენია, რა ვქნა : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2010, 02:12 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(■გიორგი■ @ Dec 7 2010, 01:41 AM) *

ჩემ კითხვებზე პასუხები თუ არ გაქვთ პირდაპირ დაწერეთ.

რა საჭიროა უსაგნო პოსტები?


შენც შეგიძლია, ჩემო კარგო, პირდაპირ დაწერო რომელ აღმსარებლობას ეკუთვნი.

რა საჭიროა ამის მალვა?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 7 2010, 02:39 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(terra @ Dec 7 2010, 02:12 AM) *

შენც შეგიძლია, ჩემო კარგო, პირდაპირ დაწერო რომელ აღმსარებლობას ეკუთვნი.

რა საჭიროა ამის მალვა?

terra


არაფერი არ დამიმალავს. რა მრწამსიც მაქვს, აფხაზისთვის მიწერილ პოსტში დავწერე.

კიდევ ერთხელ გთხოვთ:


ციტატა
დიდი პატივისცემით გთხოვთ ყველას, ვისაც სათანადო ცოდნა და საკმარისი სურვილი გაქვთ, იაქტიუროთ ზემოთ ხაზგასმული საკითხების მხარდამჭერი ეკლესიური სწავლება, ამომწურავი სახით წარმოადგინოთ და მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ აღიარებული ეკლესიის წმინდა მამების უშუალო განმარტებები (თუკი არსებობს) დადოთ ამ თემაში ფსალმუნის 2:7-სა და ფსალმუნის 109:3-ზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 8 2010, 10:11 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



სულიწმინდა რატომ გამოტოვეთ? ჯერ ამაზე გვითხარით : )

სწავლა გინდოდეთ, აპოლოგეტიკაში არ გახსნიდით IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 10 2010, 06:00 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ქევანა

რა მნიშვნელობა ჰქონდა სად გაიხსნებოდა ეს თემა. მთავარი ისაა, რომ მის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდა მამების განმარტება დადებულიყო. სამწუხაროა რომ არავინ შეიწუხა თავი ამის გაკეთებით... დავიჯერო ზემო აღნიშნულ მუხლებზე, დეტალური განმარტებები არ გაქვთ????

ასეთ საკითხებზე, აპოლოგეტიკაში საუბარი ურიგო არ უნდა იყოს, რადგან აპოლოგეტიკა ხომ რწმენისა და სწავლებების დაცვაა... ამიტომ დაწერეთ მის შესახებ, ვისაც სათანადო ცოდნა და საკმარისი სურვილი გაქვთ. იაქტიუროთ ზემოთ ხაზგასმული საკითხების მხარდამჭერი განმარტებების დაწერით. ეკლესიური სწავლება, ამომწურავი სახით წარმოადგინეთ და მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ აღიარებული ეკლესიის წმინდა მამების უშუალო განმარტებები (თუკი არსებობს) დადეთ ამ თემაში ფსალმუნის 2:7-სა და ფსალმუნის 109:3-ზე.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 10 2010, 06:13 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა

■გიორგი■

იმედია თქვენს შეკითხვაზე პასუხს ჩემზე უფრო მცოდნე ადამიანები გაგცემენ smile.gif

A.v.B

მეც მაგ იმედით გავხსენი თემა, მაგრამ არავის დაუდვია მართლადიდებელი ეკლესიის მამების ახსნა-განმარტებები. ვიფირე სამების დოგმატის ამ მნიშვნელოვან სწავლებაზე, საკმარისი განმარტებები იარსებებდა და იმ მუხლებზე, რომელზეც სამების დოგმატია აგებული, საკმარისზე მეტი მასალა დაიდებოდა. სამწუხაროდ, ირკვევა რომ ზემო აღნიშნული მუხლების დეტალური განმარტებები ეკლესიის მამებისგან არ გვაქვს...


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 10 2010, 06:28 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(ქევანა @ Dec 7 2010, 01:40 AM) *

და რატომ ძეები? საიდან მოიტანეთ ეს ფრაზა?

ქევანა

ეს ფრაზა წმინდა წერილიდან მოვიყვანე. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი ძე როდი უშვია. მასში ისიც წერია, რომ ღმერთმა ძეები შვა. ამ საკითხების განხილვა იმის ფონზე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის მამები ასწავლიან, ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არ აქტიურობენ ამ ფორუმში ადამიანები. ამის მიზეზი ალბათ ისევ და ისევ ისაა, რომ ეკლესიის მამები, არ იძლევიან ამომწურავ განმარტებებს ზემო აღნიშნულ მუხლებზე, რაც თავისთავად სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სკაითხის შესახებ დუმილი, მთლად კარგის ნიშანი არ უნდ აიყოს.

ციტატა(ქევანა @ Dec 7 2010, 01:40 AM) *

და რატომ ძეები? საიდან მოიტანეთ ეს ფრაზა?

ქევანა

ეს ფრაზ წმინდა წერილიდან მოვიტანე. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი ძე როდი უშვია. ის ამბობს: "ძენი ვშვი".

ასე რომ ამ საკითხების განხილვა იმის ფონზე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის მამები ასწავლიდნენ, ვფიქრობ საინტერესო უნდა ყოფილიყო. მაგრამ არ აქტიურობენ ამ ფორუმში ადამიანები. ამის მიზეზი ალბათ ისევ და ისევ ისაა, რომ ეკლესიის მამები, არ იძლევიან ამომწურავ განმარტებებს ზემო აღნიშნულ მუხლებზე, რაც თავისთავად სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სკაითხის შესახებ დუმილი, ამ ერთხელაც აღვნიშნავდი, მთლად კარგის მომასწავებელი არ უნდ აიყოს.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 10 2010, 11:43 AM
პოსტი #15


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



■გიორგი■
ციტატა
ეს ფრაზა წმინდა წერილიდან მოვიყვანე. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი ძე როდი უშვია. მასში ისიც წერია, რომ ღმერთმა ძეები შვა.
კონკრეტულად სად ამოიკითხე, წიგნი თავი და მუხლი დაწერე.

ეს კი რუსულ ენაზეა (სამწუხაროდ ქართულად ვერ მოვიძიე ინტერნეტში) მეორე ფსლამუნის მეშვიდე მუხლის განმარტება წმიდა ათანასე დიდის, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის მიერ (+373) http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/02-atanase.htm

Господь рече ко Мне: Сын Мой ecu Ты и проч., то есть, естество Отчее подтверждает, что Я Сын. Не повелением произведено это, но самая сущность показывает, что Я — образ ипостаси Отчей (Евр. 1, 3). Весьма кстати присовокуплено «ecu» в означение предвечного рождения; потому что Сын был всегда. Но присовокуплено также: днесь родих Тя, чтобы показать и рождение по плоти; потому что слово «днесь» указывает на время и употреблено в означение временного рождения. Следовательно, о человеческом рождении разумеются и последующие слова: родих Тя. Видишь, как Отец Себе присвояет и рождение по плоти единородного Христа.
(ფს.2,7)

ფსალმუნთა განმარტება ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
ამ სიტყვებში მოიაზრება მამა ღმერთისგან ძე ღმერთის საუკუნეთა უწინარესი შობაც და საღვთო განგებულებაც ძე ღმერთის განკაცებისა დროში. სიტყვა დღეს თითქოს ზღვარია დროსა და მარადისობას შორის, როცა ძე ღმერთი განკაცდა, „წინასწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს“ (1 პეტ. 1,20); „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთა, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი“ (მათ. 4,4).
მიშობიე გულისხმობს განკაცების საიდუმლოს აღსრულებას.
(ფს.2,7)

ეს კი ას მეცხე ფსალმუნის მესამე მუხლის განმარტება:

С Тобою начало в день силы Твоея. Этим означает или время суда, когда с Божеским могуществом всех будет судить, пришедши с святыми Ангелами Своими, или время рождения Его, которое и называется днем силы. С Тобою будет начало, потому что обладает целою вселенною, хотя и соделался человеком. В светлостех святых Твоих. Слова в светлостех святых Твоих — означают не иное что, как те лики святых Ангелов, которые в ночь, когда родился Христос, взывали: слава в вышних Богу, и на земли мир (Лк. 2, 14). Из чрева прежде денницы родих Тя. Смотри, как усвояет Себе Отец рождение Единородного по плоти[1]. Отец говорит Сыну: прежде бытия сего видимого мира и лучезарного света родил Я Тебя. Говорит же не потому, что Бог имеет чрево, но потому что рождением из чрева дается истинное, а не мнимое, право первородства.
(ფს.109,3)

http://www.wco.ru/biblio/books/afanv2/main.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 11 2010, 01:30 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(lingvo @ Dec 10 2010, 11:43 AM) *

■გიორგი■
უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
ამ სიტყვებში მოიაზრება მამა ღმერთისგან ძე ღმერთის საუკუნეთა უწინარესი შობაც და საღვთო განგებულებაც ძე ღმერთის განკაცებისა დროში. სიტყვა დღეს თითქოს ზღვარია დროსა და მარადისობას შორის, როცა ძე ღმერთი განკაცდა, „წინასწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს“ (1 პეტ. 1,20); „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთა, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი“ (მათ. 4,4).
მიშობიე გულისხმობს განკაცების საიდუმლოს აღსრულებას.
(ფს.2,7)

lingvo

ძალიან დიდი მადლობა რომ მცირე მაგრამ მაინც რომ მონახე ზემოაღნიშნული მუხლების მართლმადიდებლური განმარტება. სამწუხაროდ ძველი რუსულით დაწერილ ფრაზებს სრულად ვერ ჩავწვდი და თუ შეგიძლია, იქნებ გადმოაქართულო, დიდი არაა მაინც.

ქართულ ტექსტში რაც წერია, მასში არაა იმ მუხლების დეტალური ახსნა-განმარტება, რომლის განმარტებასაც სულმოუთქმელად ველი ამდენი ხანია. ქართულ ტექსტში, უბრალოდ მოკლედაა ნათქვამი, რომ:

1. ძის შობა ნიშნავს საუკუნეების წინ შობასო. რას გულისმხობდა სიტყვებში "საუკუნეების წინ" განმმარტებელი, ვისი განმარტებაც დაწერე?
ან საერთოდ, რას ნიშნავს საუკუნეების წინ შობა?
ამასთან ერთად, გამიჩნდა დამატებითი შეკითხვები: შობა როგორ? როგორ მოიაზრებთ სიტყვა "შობას"? ფეხმძიმე ხომ არ იყო ღმერთი რომ ვინმე გაეჩინა, ანუ ემშობიარა? რას მოიზარებს მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვა შობაში? გთხოვთ ახსენით.

და

2. სიტყვა 'დღეს' კი დროსა და მარადიულობას შორის ზღვარს ნიშნავსო. რას ნიშნავს დროსა და მარადიულობას შორის ზღვარი?

მარადიულობა ხომ უკვე დრო არის? რადგან მარადიულობა დროის უწყვეტობას ნიშნავს, როგორც მომავლის, ისე წარსულის... smile.gif


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heaven soldier
პოსტი Aug 24 2015, 05:03 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 11-August 14
წევრი № 13,790




მოგესალმებით, იმედი მაქვს დაწვრილებით წაიკითხავთ ყოველივეს და გპირდებით ტექსტის ბოლოს თუ რა თქმაუნდა გულით გნებავთ მართლმადიდებლობის არსში ჩაწვდომა თქვენ იპოვით ჭეშმარიტებას, აქ კი ყველაფერია ჩაწერილი მინდა რომ არაფერი გამოტოვოთ და ყველაფერი ზედმიწევნით წაიკითხოთ, ქრისტემ დაგლოცოთ ვითარცა ღმერთმან ჩვენმან და დიდმა უფალმან, რომელი საუკუნო ცხოველ არს მამით და სულით უკუნითი უკუნისამდე <3 ამინ
საღვთო პირთა პირად თვისებთა შესახებ

ყოვლადწმიდა სამების პირთა ანუ ჰიპოსტასთა თვისებები ამგვარად მოიხსენება: მამა - არშობილი, ძე - შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, შობილობასა და გამომავლობას შორის განსხვავების არსებობა, მაგრამ რაში მდგომარეობს მამისაგან შობა ძისა და გამომავლობა სულიწმიდისა, არ ვუწყით“5.

ყოველგვარი დიალექტიკური მოსაზრება, თუ რაში მდგომარეობს შობა და გამომავლობა, უძლურნი არიან ამოხსნან საღვთო ცხოვრების ეს შინაგანი საიდუმლო. თვითნებურმა მიხვედრებმა შეიძლება ქრისტიანული სწავლების დამახინჯებამდე მიგვიყვანოს კიდეც. თვითონ გამოთქმები: „შობილი მამისაგან“ (ძის შესახებ) და „გამომავალი მამისაგან“ (სულიწმიდაზე) არის წმიდა წერილის სიტყვების ზუსტი გადმოცემა. ძის შესახებ ნათქვმია: იგი მხოლოდშობილია (ინ. 1,14; 3,16 და სხვა), აგრეთვე „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (ფს. 109,3), „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“ (ფს. 2,7, ეს სიტყვები მეორდება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში - 1,5 და 5,5). სულიწმიდის გამომავლობის დოგმატს საფუძვლად უდევს მაცხოვრის პირდაპირი და არაორაზროვანი გამონათქვამი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ. 15,26). მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ძეზე ლაპარაკია ძირითადად გრამატიკულ წარსულ დროში („შობილი“), ხოლო სულიწმიდაზე აწმყოში („გამოვალს“). მაგრამ დროის განსხვავებული გრამატიკული ფორმები არ მიანიშნებენ რაიმეს დაქვემდებარებას ჟამთასვლაზე - შობაც და გამომავლობაც „დაუსაბამოა“, „დროის მიღმაა“. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ზოგჯერ ძის შობასთან დაკავშირებულ ციტატებში გამოიყენება აწმყო დროის ფორმა: „დაუსაბანოდ იშვება“ მამისაგან. ჩვეულებრივ კი წმიდა მამები იყენებენ მრწამსის სიმბოლოს გამოთქმას „შობილი“.

მამისაგან ძის შობისა და მამისაგან სულიწმიდის გამომავლობის დოგმატი მიანიშნებს საღვთო პირთა საიდუმლო ერთობაზე, ღმერთის შიდაცხოვრებაზე. ეს წინასაუკუნო, ყოვლადსაუკუნო და უჟამო არსებობა ურთიერთში უნდა გავასხვაოთ ყოვლადწმიდა სამების გამოვლინებათაგან ქმნილ სამყაროში. იგი არ უნდა აგვერიოს ისეთ საღვთო განგებულებითს ქმედებებსა და გამოცხადებებში როგორებიცაა შესაქმე, ამა სოფლად ძე ღვთისას მოვლინება, მისი განხორციელება და სულიწმიდის გამოგზავნა. ეს განგებულებითი გამოცხადებანი და ქმედებანი აღესრულა დროში. ძე ღვთისა იშვა ქალწულ მარიამისგან მასზე სულიწმიდის გარდამოსვლით გარკვეულ ისტორიულ ხანაში: „სულიწმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლუკ. 1,35). ისტორიულ დროში გარდამოვიდა სულიწმიდა იესოზე, როდესაც იგი იოანესგან ნათელს-იღებდა; ასევე მოავლინა ძემ მამისაგან სულიწმიდა, რომელიც ცეცხლოვანი ენების სახით გაცხადდა. ძე ამას სოფლად მოვიდა სულიწმიდის მიერ და თანახმად აღთქმისა, ძემ მოავლინა იგი: „მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“ (ინ. 15,26).

კითხვას, თუ „როდის მოხდა შობა (ძისა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და გამომავლობა (სულიწმიდისა) - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი პასუხობს: „მანამდე, ვიდრე თვით „როდის“. ისმენ შობაზე და ნუ ეცდები გაიგო რანაირად, ისმენ მამისაგან სული გამომავლობაზე და ნუ გაირჯები მიხვდე, როგორ“6.

თუმცა გამოთქმების - „შობა“ და „გამომავლობა“ - შინაარსის გაგება ჩვენთვის მიუწვდომელია, ეს ქრისტიანული სწავლებისათვის ამ ცნებათა მნიშვნელობას არ აკნინებს. აღნიშნული სიტყვები მიანიშნებენ მეორე და მესამე პირის სრულ ღმერთობაზე. ძისა და სულის მყოფობა განუყოფლად ივანებს მამა ღმერთის არსებაში. აქედან არის გამოთქმა: „საშოჲთ... გშევ შენ“ (საშო - არსებას აღნიშნავს). სიტყვებით - „შობილი“ და „გამომავალი“, მოიაზრება ძისა და სულის მყოფობა ყოველივე ქმნადის, ღვთის ნებით არარადან გამოხმობილ ქმნილებათა საპირისპირო მნიშვნელობით. საღვთო არსების მყოფობა შეიძლება იყოს მხოლოდ ღვთაებრივი და მარადიული.

შობილში ყოველთვის არის მშობლისეული არსება, ქმნილი არსება კი შემოქმედისაგან განსხვავდება, იგი გარეგანია და შედარებით კნინი.

მეორე პირის „სიტყვად“ სახელდება

წმიდა მამებთან და საღვთისმეტყველო ტექსტებში ძე ღვთისას ხშირად უწოდებენ სიტყვას ანუ ლოგოსს. ამ სახელდებათა მართებულობა დასაბუთებულია იოანე ღვთისმეტყველის სახარების პირველ თავში.

ძველი აღთქმის წიგნებში არაერთგზის ვაწყდებით ცნებასა თუ სახელს „სიტყვა“, გამოყენებულს მაღალი მნიშვნელობით. ამის მაგალითად ფსალმუნთა გამონათქვამებს მოვიყვანთ: „უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა“ (ფს. 118,89), „მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნა იგინი“ (ფს. 106,20 - ეს მუხლი ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას ეხება), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32,6). ავტორი წიგნისა „სიბრძნე სოლომონისა“ წერს: „ყოვლადძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა თვალუხვავეი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მის მიიწია ქუეყნად - მახჳლი მალე და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდინა, დადგა და აღესრულა ყველა სიკუდილითა და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად“ (სიბრძნ. 18,15-16).

წმიდა მამები ცდილობდნენ, ამ საღვთო სახელის დახმარებით რამდენადმე გასაგები გაეხადათ ძისა და მამის ურთიერთში არსებობის საიდუმლო. ორიგენეს მოწაფე წმ. დიონისე ალექსანდრიელი ამ ურთიერთბებს შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენს აზრს სიტყვა მოაქვს; როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი“ (ფს. 44,1). აზრი და სიტყვა განსხვავდებიან და თითოეულს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაშინ, როცა აზრი მყოფობს და მოძრაობს გულში, ენასა და ბაგეებზეა სიტყვა. მაგრამ ისინი განუყოფელნი არიან და ერთი წუთითაც არ არსებობენ უერთმანეთოდ. არც აზრი არსებობს უსიტყვოდ, არც სიტყვა უაზროდ... იგი აზრში პულობს მყოფობას. აზრი თითქოს შინაგანი, დაფარული სიტყვაა, სიტყვა კი გარეთ გამომავალი აზრი. ანუ აზრი გადადის სიტყვაში, მას კი იგი მსმენელამდე მიაქვს. მაშასადამე, აზრი მსმენელთა სულებში სიტყვის მიერ ინერგება. აზრი, როგორც თავისთავადი რამ, თითქოს სიტყვის მამაა, სიტყვა კი მისი ძე. იგი არ არსებობს აზრზე უწინარესად არც მასთან ერთად წარმოშობილა სადღაც გარედან, სიტყვა აზრის წიაღში იშვა. ასევე ჰყავს უდიდეს და ყოვლისმომცველ აზრს - მამას თავისი პირველი განმმარტებელი და მაუწყებელი ძე - სიტყვა“7.

სიტყვისა და აზრის ურთიერთობის იმავე სახეს ფართოდ იყენებს მამა იოანე კრონშტადტელი, როდესაც ყოვლადწმიდა სამებაზე მსჯელობს8.

წმ. დიონისე ალექსანდრიელის ციტატაში ფსალმუნის ჩართვა მიუთითებს, რომ სახელდება „სიტყვის“ შესახებ ეკლესიის მამათა აზრი ეყრდნობა როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის წმიდა წერილს. ამრიგად, უსაფუძვლოა ზოგიერთი დასავლელი განმმარტებლის მცდელობა, დაამტკიცოს, რომ სახელი „სიტყვა - ლოგოსი“ ქრისტიანებმა ფილოსოფიიდან აიღეს.

ეკლესიის მამებსა და თ჻ვად მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს, რასაკვირველია, უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ბერძნულ ფილოსოფიაში გამოყენებული და იუდეველთა ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის მიერ განმარტებული ლოგოსის ცნება (ლოგოსი, როგორც პიროვნული არსება, ღმერთსა და სამყაროს „შუამავალი“ თუ უპიროვნო ღვთიური ძალა). ლოგოსის ამგვარ გააზრებას მათ დაუპირისპირეს ქრისტიანული სწავლება სიტყვაზე, რომელიც ამის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ერთარსი მამისა და სულისა.

სულიწმიდის გამომავლობის შესახებ

ძველი მართლმადიდებლური სწავლება მამის, ძისა და სულიწმიდის პირად თვისებებზე დაამახინჯა ლათინური ეკლესიის სწავლებამ. მისი მტკიცებით სულიწმიდა მარადიულად და ყოვლადსაუკუნოდ გამოვალს მამისაგან და ძისაგან (Filioque). მოსაზრება, რომ სულიწმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალს, თავდაპირველად ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. იგი ამის შესახებ მსჯელობს თავის ზოგიერთ საღვთისმეტყველო თხზულებაში, სხვებში კი აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას მამისაგან. დასავლეთში ამგვარად აღმოცენებულმა სწავლებამ VII ს. დასაწყისისათვის დაიწყო გავრცელება და IX საუკუნეში იქვე დამკვიდრდა, როგორც სავალდებულო. პაპმა ლეონ III მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ სწავლებას ემხრობოდა, აკრძალა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტის შეცვლა და ბრძანა მისი, როგორც ძველი მართლმადიდებლური საკითხავის, ლითონის ორ დაფაზე დაწერა - ერთზე ბერძნულ, მეორეზე კი ლათინურ ენებზე. პაპმა ისინი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გამოფინა წარწერით: „მე, ლეონმა, დავდგი ისინი მართლმადიდებელი სარწმუნოების სიყვარულით და მის დასაცავად“ პაპმა ეს მას შემდეგ მოიმოქმედა, რაც აახენის კრებამ (შედგა IX საუკუნეში იმპერატორ კარლოს დიდის მეთაურობით) Filioque-ს საერთოეკლესიურ სწავლებად აღიარება ითხოვა.

მიუხედავად ამისა, ახალშექმნილი დოგმატის გავრცელება დასავლეთში მაინც გრძელდებოდა და როცა IX საუკუნის შუა წლებში ბულგარელებს ლათინი მისიონერები ეწვივნენ, მათ სარწმუნოების სიმბოლოში უკვე ჩაეწერათ Filioque.

პაპიზმსა და მართლმადიდებელ აღმოსავლეთს შორის ურთიერთობათა გამწვავებასან ერთად ლათინთა დოგმატი დასავლეთში სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, ბოლოს კი იგი აღიარეს, როგორც საერთო-სავალდებულო. პროტესტანტიზმმა ეს სწავლება რომის ეკლესიიდან მემკვიდრეობით მიიღო.

ლათინური დოგმატი Filioque მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისაგან არსებითი და მნიშვნელოვანი გადახრაა. იგი განსაკუთრებით ზედმიწევნით გაირჩა და მხილებულ იქნა პატრიარქების: ფოტისა და მიქაელ კერულარიოსის, აგრეთვე ფლორენციის კრების მონაწილე ეპისკოპოს მარკოზ ეფესელის მიერ. რომაული კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულ ადამ ზერნიკავს (XVIII ს.) თხზულებაში „სულიწმიდის გამომავლობის შესახებ“ მოჰყავს ეკლესიის წმიდა მამათა ნაწერებიდან აღებული დაახლოებით ათასამდე მაგალითი, რომლებიც სულიწმიდის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სასარგებლოდ მეტყველებს. ხელმძღვანელობს რა „მისიონერული მიზნებით“, რომის ეკლესია სადღეისოდ ხაზს აღარ უსვამს სულიწმიდაზე მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ სწავლებათა შორის განსხვავებას (უფრო ზუსტად - იმას, რაც მასში არსებითია). ზემოხსენებული მიზნითვე შეუნარჩუნა მან უნიატებსა და „აღმოსავლურ მოწესეობას“ მრწამსის ძველი მართლმადიდებლური ტექსტი (სიტყვის „და ძისაგან“ გარეშე). ეს ფანდი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რომი თავისსავე დოგმატზე უარს აცხადებდეს. იგი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მიანიშნებს რომის თვალთახედვაზე, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი აღმოსავლეთის დოგმატური განვითარება გაქვავდა და ამ „ჩამორჩენილობას“ სიბრალულით უნდა მოპყრობა; რომ დასავლეთში განვითარებული სახით ჩამოყალიბებული დოგმატი (explicite - დოგმატთა განვითარების თეორიის მიხედვით) მართლმადიდებლურ დოგმატში დაფარულია და ჯერაც გამოუვლენელი (implicite). ოღონდ, შიდა გამოყენებისათვის განკუთვნილ ლათინურ დოგმატიკონში გვხვდება სრულიად ნათელი განმარტება, რომ მართლმადიდებლური დოგმატი სულიწმიდის გამომავლობაზე არის ერესი. ღვთისმეტყველების დოქტორ ა.სანდას მიერ შედგენილ, ოფიციალურად დამტკიცებულ ლათინურ დოგმატიკონში ვკითხულობთ: „მოწინააღმდეგენი (რომის ამ სწავლებისა) არიან ბერძენი სქიზმატიკოსები, რომლებიც ასწავლიან, რომ სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან. ჯერ კიდევ 808 წელს აღუდგნენ წინ ბერძენი ბერები ლათინთა მიერ სიმბოლოში „Filioque“-ს შეტანას. ვისგან წამოვიდა ეს ერესი, უცნობია“9.

ლათინთა დოგმატი ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, წმიდა საერთო-საეკლესიო გადმოცემას და თვით ადგილობრივი რომის ეკლესიის უძველეს გადმოცემებსაც კი.

რომაელ ღვთისმეტყველებს დოგმატის დასაცავად მოჰყავთ წმიდა წერილიდან ის ადგილები, სადაც სულიწმიდას ეწოდება „ქრისტესი“, სადაც მას ძე ღვთისა წარმართავს და ამით ასკვნიან სულიწმიდის გამომავლობას ძისაგან. ყველაზე ხშირად რომაელი ღვთისმეტყველები იშველიებენ მაცხოვრის სიტყვებს სულიწმიდა - ნუგეშინისმცემლის შესახებ: „ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (ინ. 16,15), პავლე მოციქულის გამონათქვამებს: „გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა“ (გალ. 4,6) და „უკეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არ არს მისი“ (რომ. 8,9) და ციტატას იოანეს სახარებიდან: „შეჰბერა მათ და ჰრქუა, მიიღეთ სული წმიდაჲ“ (ინ. 20,22).

რომაელი ღვთისმეტყველები, აგრეთვე, პოულობენ ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში ადგილებს, სადაც არცთუ იშვიათად ლაპარაკია სულიწმიდის გამოგზავნაზე „ძისა მიერ“, ზოგჯერ „ძისაგან მის გამომავლობაზეც“ კი.

მაგრამ ყოველგვარი მსჯელობა უძლურია შეცვალოს მაცხოვრის სავსებით გარკვეული სიტყვების აზრი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს...“ (ინ. 15,26). ეკლესიის წმიდა მამები სიტყვებს - „ძისა მიერ“ ვერ მიანიჭებდნენ წმიდა წერილის შინაარსისაგან განსხვავებულ აზრობრივ დატვირთვას.

ამ შემთხვევაში რომაელი კათოლიკე ღვთისმეტყველები ორ დოგმატს ურევენ ერთმანეთში. ესენია: ჰიპოსტასების პიროვნული მყოფობის დოგმატი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული, მაგრამ გამორჩეული ერთარსობის დოგმატი. სულიწმიდა ერთარსია მამისა და ძისა და მაშასადამე იგი სულია მამისა და ძისა. ეს არის უდავო ქრისტიანული ჭეშმარიტება - ღმერთი ხომ ერთარსი და განუყოფელი სამებაა.

ამ აზრს ცხადად გამოხატავს ნეტარი ტეოდორიტე: „სულიწმიდაზე ამბობენ, რომ მას თავისი მყოფობა ძისაგან ან მისი მეშვეობით არ მიუღია. იგი მამისაგან გამოვალს და თანაარსია ძისა“10.

მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებებში ხშირად ვისმენთ უფალ იესო ქრისტესადმი აღვლენილ სიტყვებს: „განგვანათლენ, წარგვმართე და დაგვიცვენ ჩვენ სულითა შენითა წმიდითა“... თავისთავად მართლმადიდებლურია გამოთქმაც „სული მამისა და ძისა“. მაგრამ ეს გამოთქმები ერთარსობის დოგმატს განეკუთვნებიან და აუცილებელია იგი განვასხვაოთ შობისა და გამომავლობის დოგმატისგან, სადაც, წმიდა მამათა თქმით, მითითებულია ძისა და სულის მყოფობის მიზეზი. აღმოსავლეთის ყველა მამა აღიარებს, რომ ძისა და სულის ერთადერთი მიზეზი არის მამა (μόνος αϊτιος). ამიტომ, როდესაც ეკლესის ზოგი მასწავლებელი იყენებს გამოთქმას „ძისა მიერ“, ზუსტად ამით იცავს მამისაგან გამომავლობის დოგმატსა და დოგმატური ფორმულის - „მამისაგან გამოვალს“ შეუვალობას. წმიდა მამები ძის შესახებ ამბობენ „მიერ“, რათა სახელდება „ძე“ გაემიჯნოს „-გან“-ს, რომელიც მარტო მამას ეკუთვნის.

ამასთან, ზოგ წმიდა მამასთან მოყვანილლი გამოთქმა „ძისა მიერ“ უმეტესწილად სრულიად ცხადად განეკუთვნება სულიწმიდის სამყაროში გამოცხადებას ანუ ყოვლადწმიდა სამების განგებულებითს ქმედებებს და არა თავად ღმერთში ცხოვრებას. დასავლურ ღვთისმეტყველებაში სულიწმიდის დოგმატის დამახინჯების შემჩნევისთანავე იწყო აღმოსავლეთის ეკლესიამ მისი გაკიცხვა ამგვარი სიახლის შემოტანისათვის. სურდა რა დასავლელ ღვთისმეტყველთა დაცვა, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.) მათ გასამართლებლად ამბობდა: თითქოს სიტყვა „ძისაგან“ გამოყენებით ისინი ცდილობდნენ, ეჩვენებინათ არა სულიწმიდის მყოფობა ძისაგან, არამედ ის, რომ სულიწმიდას „ძისაგან იღებენ ქმნილებები, იგი ძის მიერ ცხადდება და წარიგზავნება“. თვითონ ღირსი მაქსიმე აღმსარებელი მკაცრად იცავდა აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებას მამისაგან სულიწმიდის გამომავლობაზე და ამ დოგმატს ცალკე ტრაქტატიც მიუძღვნა.

ძე ღვთისას მიერ სულიწმიდის განგებულებითს გარდამოვლენაზე ლაპარაკია შემდეგ ფრაზაში: „რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“ (ინ. 15,26). ჩვენ ასეც ვლოცულობთ: „უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლე მვედრებელსა შენსა“.

„გამომავლობისა“ და „გარდამოვლენის“ შესახებ წმიდა წერილის ტექსტების აღრევით რომაელმა ღვთისმეტყველებმა განგებულებითი ურთიერთობების ცნება ყოვლადწმიდა სამების პირთა ურთიერთმყოფობის შუაგულ სიღრმეებში გადაიტანეს.

ახალი დოგმატის შემოტანით რომის ეკლესიამ, გარდა დოგმატური მხარისა, დაარღვია III და IV-VII მსოფლიო კრების დადგენილებანი, რომლებიც კრძალავს ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში ნებისმიერი ცვლილების შეტანას მას შემდგომ, რაც II მსოფლიო კრებამ იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა. მაშასადამე, დასავლეთის ეკლესიამ უხეშად დაარღვია კანონიკური სამართალი.

რომაელი ღვთისმეტყველები ცდილობენ შთაგვაგონონ: თითქოს სულიწმიდაზე რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებლური სწავლებანი მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ პირველი ქადაგებს გამომავლობას „და ძისაგან“, მეორე კი „ძისა მიერ“. ამგვარი მტკიცებანი შეფარულ გაუგებრობას მაინც შეიცავს (თუმცა ხანდახან ჩვენი საეკლესიო მწერლებიც აძლევენ თავს ნებას, კათოლიკეთა მიბაძვით გაიმეორონ ეს აზრი): გამოთქმა „ძისა მიერ“ საერთოდ არ შედის მართლმადიდებლურ დოგმატებში და ზოგი წმიდა მამა ყოვლადწმიდა სამების შესახებ სწავლებაში მას მხოლოდ ახსნის საშუალებად თუ იყენებს. მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკურ სწავლებათა შინაარსი არსობრივად განსხვავებულია.
ყოვლადწმიდა სამების პირთა ერთარსობა, თანასწორობა და თანადიდებულება

ყოვლადწმიდა სამების სამივე ჰიპოსტასი არსით ერთი და იგივეა. თითოეულ მათგანს აქვს საღვთო სავსება - უკიდეგანო და განუზომელი. სამივე ჰიპოსტასი თანაბრად დიდებული და თაყვანსაცემია.

რაც შეეხება ყოვლადწმიდა სამების პირველი პირის საღვთო სისავსეს, ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ამის უარმყოფელი ან დამაკნინებელი ერეტიკოსები, მაგრამ მამა ღმერთის შესახებ ნამდვილი ქრისტიანული სწავლებისაგან გადახრები კი გვხვდება. ძველ დროს გნოსტიკოსებისგან შემოიჭრა და უფრო მოგვიანებით, XIX საუკუნის პირველი ნახევრის ე.წ. იდეალისტური ფილოსოფიის (ძირითადად შელინგის) ზეგავლენით ისევ აღმოცენდა სწავლება ღმერთზე, როგორც აბსოლუტზე. ამ სწავლების თანახმად ღმერთი უსასრულოდ დაშორებულია ყოველგვარი შეზღუდულისა და დროებითისგან (თვით სიტყვა „აბსოლუტი“ განდგომილს ნიშნავს), ამიტომაც მას სამყაროსთან უშუალო კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს და ამისთვის შუამავალი სჭირდება. ამგვარად ცნება „აბსოლუტი“ უახლოვდება მამა ღმერთის, ხოლო „შუამავალი“ - ძე ღვთისას სახელს. ასეთი წარმოდგენა სრულიად მიუღებელია ქრისტიანული, წმიდა წერილის სწავლებისათვის, რომლის მიხედვითაც, ღმერთი ახლომყოფია სამყაროსთვის: „ღმერთი სიყუარული არს“ (ინ. 4,8). „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან (მამა ღმერთმან) სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნო“ (ინ. 3,16). მამა ღმერთი ძისა და სულისაგან განუყოფლად სამყაროს შემოქმედი და მისი მარადიული განმგებელია. წმიდა წერილში ძეს შუამავალი იმიტომ ეწოდა, რომ ადამიანური ბუნება მიიღო, თავისთავში ღვთაებრივი შეაერთა კაცობრივთან, მიწიერი - ზეციურთან, და არა იმიტომ, თითქოს ძე აუცილებელი შემაკავშირებელი საწყისი იყოს სამყაროსგან უსასრულოდ დაშორებულ მამა ღმერთსა და შექმნილ, დასრულებად სამყაროს შორის.

ეკლესიის ისტორიაში წმიდა მამები დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებულ მთავარ სამუშაოს ყოვლადწმიდა სამების მეორე და მესამე ჰიპოსტასთა ერთარსობის, საღვთო სისავსისა და თანადიდებულების ჭეშმარიტების დამკვიდრებაში ხედავდნენ.

მამა ღმერთისა და ძე ღმერთის ერთარსობა, თანასწთრობა და თანადიდებულება

ადრექრისტიანულ პერიოდში, როდესაც ყოვლადწმიდა სამების დოგმატის მკაცრი ტერმინოლოგიური ფორმულირება არ არსებობდა, იყო შემთხვევები, როცა მართლმადიდებლური ცნობიერების ერთგულმა საეკლესიო მწერლებმაც კი გამოიყენეს ნაწილობრივ არაზუსტი, ყოვლადწმიდა სამების პირთა თანასწორობის დასამტკიცებლად გამოუსადეგარი გამოთქმები. ამ მოვლენას ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ ეკლესიის მწყემსნი ხანდახან ერთიდაიმავე ტერმინს განსხვავებულ ცნებებად მოიაზრებდნენ ხოლმე. ცნება „არსებას“, „არსს“ (ბერძნ. ούσια) ყველა თითქმის ერთნაირად იგებდა, მაგრამ რაც შეეხება ცნებას - „პირი“, მას სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ (ύπόστασις, πρόσωπον). გაუგებრობას იწვევდა სიტყვა ,ჰიპოსტასი“: ერთნი ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთ პირს, მეორენი „არსებას“. ეს გარემოება ართულებდა ურთიერთგაგებას, სანამ წმიდა ათანასე დიდის წინადადებით არ დადგინდა, რომ სიტყვა „ჰიპოსტასი“ ერთმნიშვნელოვნად აღექვათ, როგორც „პირი“.

ადრექრისტიანულ პერიოდში იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც შეგნებულად უარყოფდნენ, ან აკნინებდნენ ძე ღვთისას ღმერთობას. ამგვარი ერესები მრავლად იყო და დროდადრო ეკლესიაში დიდ შფოთსაც იწვევდა. მოციქულთა ეპოქაში ასეთი ერეტიკოსები იყვნენ ებიონიტები (ერეტიკოს ებიონის სახელიდან). ძველ მამათა გადმოცემით, მათ წინააღმდეგ დაწერა თავისი სახარება წმ. იოანე ღვთისმეტყველმა. III საუკუნეში აღმოცენდა პავლე სამოსატელის ერესი, რომელიც ამავე საუკუნეში ანტიოქიის ორ კრებაზე იქნა მხილებული.

მაგრამ ყველაზე საშიში იყო IV საუკუნის ის ერესი, რომლის შემქმნელი ალექსანდრიელი მღვდვლი არიოზი იყო. მისი სწავლებით სიტყვამ, ანუ ძე ღვთისამ მყოფობის დასაბამი თუმცა უწინარესად, მაგრამ მაინც დროში მიიღო. ამ ერესის მიხედვით, ძე ღვთისა ქმნილებაა და შემდეგ მის მიერ შექმნა ღმერთმა ყოველივე. იგი ძედ ღვთისად იწოდა, როგორც ქმნილ სულთაგან ყველაზე სრულყოფილი და აქვს მამისაგან განსხვავებული, არაღვთაებრივი ბუნება.

არიოზის ამ ერეტიკულმა სწავლებამ მთელი ქრისტიანული სამყარო ააღელვა, რადგან მრავალი მიიზიდა. მის წინააღმდეგ 325 წელს მოწვეულ I მსოფლიო კრებაზე ეკლესიის 318 მღვდელმთავარმა ერთსულოვნად აღიარა ძველი მართლმადიდებლური სწავლება და დაგმო არიოზის ცრუმოძღვრება. კრებამ საქვეყნოდ განუცხადა ანათემა მათ, ვინც ძე ღვთისას არსებობას დაუსაბამოდ არ მიიჩნევდა, ვინც ამტკიცებდა, რომ იგი ქმნილია და მამა ღმერთისაგან განსხვავებული ბუნება აქვს. კრებამ შეადგინა სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი), რომელიც შეივსო დ დამტკიცდა II მსოფლიო კრებაზე. კრებამ მრწამსში შეტანილი სიტყვებით „ერთარსი მამისა“ გამოხატა მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაარსობა და თანადიდებულება.

კრებათა დადგენილებების მიღების შემდეგ არიანული ერესი სამ მიმართულებად გაიხლიჩა და კიდევ რამდენიმე ათწლეულს იარსება. იგი ზედმიწევნით განხილული და უარყოფილია ადგილობრივ კრებებზე და IV და ნაწილობრივ V საუკუნის ეკლესიის ისეთ დიდი მამათა თხზულებებში, როგორებიც არიან წმ. ათანასე დიდი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ნოსელი, ეპიფანე კეიპრელი, ამბროსი მედიოლანელი, კირილე ალექსანდრიელი და სხვანი. მაგრამ ამ ერესის სული შემდგომაც პოულობდა თავის ადგილს როგორც შუა საუკუნეების, ისე ახალი დროის ცრუსწავლებებში.

არიანელთა მსჯელობების საპასუხოდ წმიდა მამებმა უყურადღებოდ არ დატოვეს წმიდა წერილის არც ერთი ადგილი, რომლებიც ერეტიკოსებს ძისა და მამის უთანასწორობაზე თავიანთი შეხედულების გასამართლებლად მოჰყავდათ. წმიდა წერილის იმ გამონათქვამთა განხილვისას, რომლებიც თითქოსდა ძის მამისადმი უთანასწორობაზე მიუთითებენ, მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოქბანი:

ა. უფალი იესო ქრისტე არა მარტო ღმერთია, არამედ განკაცებული ღმერთი და ასეთი ციტატები შესაძლოა მის კაცობრივ ბუნებას ახასიათებდეს;

ბ. მან, როგორც ჩვენმა გამომსყიდველმა კეთილნებობით დაიმდაბლა თავი ამა სოფლად ცხოვრების დროს. „არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა... და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე“ (ფილიპ. 2,7-8). ამიტომ მაშინაც კი, როცა „უფალი თავის ღმერთბაზე ლაპარაკობს, იგი მამისადმი მორჩილია, როგორც მისგან მოვლენილი და მისი ნების აღმსრულებელი. მაცხოვარი მორჩილების მაგალითს გვაძლევს: იგი ერთარსია და თანადიდებული მამისა, მაგრამ მორჩილია, როგორც ძე. ასეთი დაქვემდებარებითი ურთიერთობა ეხება არა საღვთო არსებას („უსია“), არამედ ღვთაებრივი პირის მოქმედებას სამყაროში; მამა მომვლინებელია, ძე მოვლინებული. ეს სიყვარულის მორჩილებაა.

ზუსტად ამასვე აღნიშნავს მაცხოვრის სიტყვები წმ. იოანე მახარებლის სახარებაში: „რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს“ (ინ. 14,28). საყურადღებოა, რომ ეს მან მოწაფეებს გამოსათხოვარი საუბრისას უთხრა, საღვთო სისავსისა და ძისა და მამის ერთარსობის გამომხატველი სიტყვების შემდეგ: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (ინ. 14,23). ამ ფრაზაში მაცხოვარი თავისთავსა და მამას აერთიანებს ერთ სიტყვაში „მოვიდეთ“ და ორივეს სახელით ლაპარაკობს. მაგრამ როგორც მამისაგან ამა სოფლად მოვლინებული (ინ. 14,24), თავისთავს მას უქვემდებარებს.

როდესაც უფალმა ბრძანა: „ხოლო დღისა მისთვს და ჟამისა არაჳნ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან“ (მარკ. 13,32), აქ მან თავისთავი კეთილნებობით დაიმდაბლა. ღვთაებრივი ბუნებით ყოვლისმცოდნემ ადამიანურ უმეცრებამდე დაიდრიკა თავი. ასე განმარტავს ამ სიტყვებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი11.

„მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26,29) - აქ მაცხოვარმა თავისთავში ადამიანური ხორცის უძლურება დაგვანახა, ამასთან კაცობრივი ნება შეუთანხმა თავისსავე საღვთო ნებას, რომელიც მას და მის მამას ერთი აქვთ12. ეს ჭეშმარიტება ასახულია იოანე ოქროპირის ლიტურგიის ევქარისტიული კანონის სიტყვებში ძე ღვთისა - კრავის შესახებ: „რომელი იგი მოვიდა რა, ყოველი ჩუენთვის განგებულება სრულჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვსსა ცხოვრებისათვის“.

ჯვარზე გაკრული უფლის ღაღადება: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათვს დამიტევე მე?“ (მთ. 27,46) მთელი კაცთა მოდგმის სახელით იყო ნათქვამი. უფალი ამა სოფლად იმისთვის მოვიდა, რომ კაცობრიობასთან ერთად განეცადა მისი დანაშაული, ღვთისაგან დაშორება და განდგომა, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ესე გუემულებათა ჩუენთა იტვირთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს...“ (ეს. 53,4). მაცხოვრის სიტყვების ამგვარი განმარტება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს ეკუთვნის.

აღდგომის შემდგომ, ზეცად ამაღლების წინ, უფალმა უთხრა მოწაფეებს: „...აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა ღა ღმრთისა თქუენისა“ (ინ. 20,17). ანუ მისი ნათქვამის მიხედვით, თავისი ერთობა მამასთან და მოწაფეთა ურთიერთობა ზეციურ მამასთან ერთი და იგივე არ არის. ამიტომ თქვა ხაზგასმით: „მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა“ და არა „მამისა ჩუენისა“. ღმერთი მამაა ძისა არსობრივად, ჩვენი კი მადლისმიერად13. იესო ქრისტეს სიტყვებიდან ვხვდებით, რომ ზეციური მამა ჩვენთან ახლა უფრო ახლოს არის, ღმერთი, რომელიც მაცხოვრის მამაა ახლა ჩვენიც გახდა. ჩვენ კი მისი შვილნი შევიქენით მადლისმიერად. ეს აღსრულდა ქრისტეს ამა სოფლად ცხოვრების, ჯვარზე სიკვდილისა და აღდგომის წყალობით. „იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ“ (I ინ. 3,1) - წერს იოანე მოციქული. აღასრულა რა საქმე ღვთის მიერ ჩვენი შვილებისა, უფალი ამაღლდა მამასთან როგორც ღმერთკაცი, ანუ არა მარტო ღვთაებრივი, არამედ ჩვენივე მსგავსი კაცობრივ ბუნებითაც. სიტყვებით: „ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ მაცხოვარმა შეგვ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2015, 12:14 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Heaven soldier
როცა ამგვარი ვრცელი პოსტის დადებას გადაწყვეტ ხოლმე,რამდენიმე ნაწილად გაყე და 10 წუთის ინტერვალით ატვირთე ხოლმე,თორემ ხომ ხედავ სრულად არ იტვირთება... smile.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heaven soldier
პოსტი Aug 25 2015, 12:30 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 11-August 14
წევრი № 13,790



აღასრულა რა საქმე ღვთის მიერ ჩვენი შვილებისა, უფალი ამაღლდა მამასთან როგორც ღმერთკაცი, ანუ არა მარტო ღვთაებრივი, არამედ ჩვენივე მსგავსი კაცობრივ ბუნებითაც. სიტყვებით: „ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ მაცხოვარმა შეგვაგონა, რომ კაცობრივი ბუნებით იგი სამუდამოდ შეგვიერთდა.

წმიდა წერილის ამ და სხვა მსგავს ადგილებს ზედმიწევნით განიხილავდნენ წმ. ათანასე დიდი14, ბასილი დიდი15, გრიგოლ ღვთისმეტყველი და ისინი, ვინც არიანელთა წინააღმდეგ წერდნენ.

წმიდა წერილში კიდევაც რომ იყოს ზემომოყვანილი მაგალითების მსგავსი ბუნდოვანი გამოთქმები მაცხოვარზე, იქვე მრავლადაა, შეიძლება ითქვას, უამრავია უფალ იესო ქრისტეს ღმერთობის დამადასტურებელი ადგილები. ამას მთლიანად სახარება ადასტურებს. აი, ცალკეულ ადგილებიდან ზოგიერთი, მხოლოდ უმთავრესი: ერთ ჯგუფში თავმოყრილია ძე ღვთისას ჭეშმარიტი ღმერთობის, მეორეში მამასთან მისი თანასწორობის, მესამეში კი მამისა და მისი ერთარსობის დამადასტურებელი ციტატები.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოხსენიება ღმერთად (θεός) თავისთავად მიუთითებს მისი, როგორც ღვთაებრივი პირის, სისავსეზე. „ღმერთი“ (ლოგიკური, ფილოსოფიური თვალსაზრისით) შეუძლებელია იყოს „მეორეხარისხოვანი“, „უარესი“, შეზღუდული. ღვთაებრივი ბუნების თვისებები უცვალებელია და მოუკლებელი. თუ „ღმერთია“, ღმერთია მთლიანად და არა ნაწილობრივ. ამაზე მიუთითებს პავლე მოციქული, როდესაც ძის შესახებ საუბრობს: „რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად“ (კოლ. 2,9). ძე ღვთისა ღმერთია ჭეშმარიტი, იგი:

1. წმიდა წერილში პირდაპირ ღმერთად მოიხსენიება:

„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ - ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა“ (ინ. 1,1-3);

„დიდ არს ღმრთისმსახურებისა საიდუმლოჲ: ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. 3,16).

„ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20);

„ქრისტე ჴორციელად, რომელი იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5);

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - თომა მოციქულის შეძახილი (ინ. 20,28).

„ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა“ (საქმ. 20,28);

„სიწმიდით და სამართლით და ღმრთისმსახურებით ვცხოვნდებოდით, ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,12-13). წოდება „დიდისა ღმრთისა“ რომ იესო ქრისტეს ეკუთვნის, შეიძლება დაერწმუნდეთ ბერძნულ ენაზე აგებული წინადადებიდან (საერთო წევრი τού სიტყვებისადმი „ღმერთი და მაცხოვარი“ - θεού και σωτηρος) და მოცემული თავის შინაარსიდან.

2. მხოლოდშობილად იწოდება:

„და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ...“ (ინ. 1,14);

„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნო“ (ინ. 3,16).

მაგალითები მამისა და ძის თანადიდებულების შესახებ:

„მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“ (ინ. 5,17);

„რავდენსა იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს“ (ინ. 5,19);

„რამეთუ ვითარცა იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვნებს“ (ინ. 5,21);

„რაჲთა ყოველი პატივს-სცემდნენ ძესა, ვითარცა იგი პატივს-სცვმენ მამასა...“ (ინ. 5,23);

„რამეთუ, ვითარცა იგი მამასა აქუს ცხორებაი თავსა თვსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თაჳსა თჳსისა თანა“ (ინ. 5,26);

მამისა და ძის ერთარსობის შესახებ:

„მე და მამაჲ ერთ ვართ“ (εν εσμεσ) (ინ. 10,30);

„მე მამისა თანა ვარ და მამაჲ ჩემ თანა არს“ (ინ. 14,11; 10,38);

„და ჩემი ყოველი შენი არს და შენი ჩემი არს...“ (ინ. 17,10);

საღვთო წერილი, აგრეთვე, ძე ღვთისას დაუსაბამობაზე მიანიშნებს: „მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოც. 1,8);

„და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელ მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (ინ. 17,5);

ძის ყველგანმყოფობის შესახებ:

„და არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდმოვიდა ზეცით - ძე კაცისაა, რომელი არს ზეცათა შინა“ (ინ. 3,13);

„რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მთ. 18,20);

მასზედ, რომ ძე ღვთისა სამყაროს შემოქმედია:

„ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა“ (ინ, 1,3);

„რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1,16-17).

წმიდა წერილი ასევე ლაპარაკობს უფალ იესო ქრისტეს სხვა საღვთო თვისებათა შესახებაც.

რაც შეეხება წმიდა გადმოცემას, იგი სავსებით ნათლად ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებში უფალ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ღმრთისადმი რწმენას საყოველთაო ხასიათი ჰქონდა. ეს ჩანს:

ა. ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე თითოეული ადგილობრივი ეკლესიის მიერ მიღებულ მრწამსის სიმბოლოდან;

ბ. კრებათა ან მათი სახელით ეკლესიის მწყემსთა მიერ IV საუკუნემდე შედგენილ სარწმუნოების აღსარებებიდან;

გ. მოციქულთა მოწაფეთა და პირველი საუკუნეების ეკლესიის მასწავლებელთა ნაწერებიდან;

დ. იმ პირთა წერილობით დოკუმენტებიდან, რომელთათვისაც ქრისტიანობა მიუღებელი იყო. მათი ნაწერებიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანები თაყვანს სცემდნენ „ქრისტეს, ვითარცა ღმერთს“ (მაგ., პლინიუს უმცროსის წერილი იმპერატორ ტრაიანესადმი; ქრისტიანთა მტრის, მწერალ ცელსიუსისა და სხვათა მოწმობანი).

მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდის ერთარსობა, თანასწორობა და თანადიდებულება

ძველი ეკლესიის ისტორიაში ერეტიკოსთა მხრიდან ძე ღვთისას საღვთო ღირსებათა დაკნინებას ჩვეულებრივ თან სდევდა სულიწმიდის ღირსებათა დამცირებაც.

II საუკუნის ცრუმასწავლებელი, ერეტიკოსი ვალენტინი სულიწმიდაზე ამბობდა, რომ მისი ბუნება ანგელოზთა ბუნებისაგან არ განსხვავდება. ამგვარადვე ფიქრობდნენ არიანელებიც. სულიწმიდაზე სწავლების დამამახინჯებელ ერეტიკოსთა სათავეში იდგა IV საუკუნეში კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის კათედრის მპყრობელი მაკედონიუსი. მას მიმდევრები ყოფილ არიანელთა და ნახევრად არიანელთა შორის გამოუჩნდნენ. მაკედონიუსი სულიწმიდას ძის ქმნილებად - და მამისა და ძის ქვეშევრდომად მიიჩნევდა. ეს ერესი ამხილეს ისეთმა წმიდა მამებმა, როგორებიც იყვნენ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ათანასე დიდი, გრიგოლ ნოსელი, ამბროსი მედიოლანელი, ამფილოქე იკონიელი, დიოდორე ტარსელი და ერეტიკოსთა მამხილებელი თხზულებების სხვა ავტორები. მაკედონიუსის ცრუსწავლება უკუგდებულ იქნა ჯერ ადგილობრივ, ბოლოს კი, კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებებზე. მართლმადიდებლობის დასაცავად II მსოფლიო კრებამ (381 წელი) მრწამსის ნიკეის სიმბოლო შემდეგი სიტყვებით შეავსო: „და სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ“. ამასთან ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მომდევნო წევრებიც დაამატა.

წმიდა წერილში სულიწმიდის შესახებ მრავალრიცხოვან მოწმობათაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ადგილები, რომლებიც:

ა. ადასტურებენ ეკლესიის სწავლებას, რომ სულიწმიდა უპიროვნო ღვთიური ძალა კი არა, ყოვლადწმიდა სამების პირია;

ბ. ამტკიცებენ მის ერთარსობასა და თანასწორობას ყოვლადწმიდა სამების პირველ და მეორე პირთან.

პირველი სახის მაგალითებს (რომ სულიწმიდა პიროვნული საწყისის მატარებელია) განეკუთვნება მაცხოვრის მიერ მოწაფეებთან გამოსათხოვარი საუბრის დროს წარმოთქმული სიტყვები, სადაც უფალი სულიწმიდას ნუგეშინისმცემელს უწოდებს, რომელიც „მოვა“, „ასწავლის“, „ამხელს“: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ. 15,26) ,,...და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის; ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს“ (ინ. 16,8-11).

სულიწმიდაზე, როგორც პირზე, ნათლად ლაპარაკობს პავლე მოციქული, როდესაც მსჯელობს მისგან მიღებული სიბრძნის, რწმენის, კურნების, სასწაულქმედების, ენათა გარჩევისა თუ განმარტებისა და სხვა ნიჭებზე. იგი ასკვნის: „ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს“ (I კორ. 12,11).

სულიწმიდაზე, როგორც ღმერთზე, საუბრობს პეტრე მოციქული, როდესაც თავისი მამულის საფასურის დამმალავ ანანიას მიმართავს: „რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა... არა ეცრუვე შენ კაცსა, არამედ ღმერთსა“ (საქმ. 5,3-4).

სულის, მამისა და ძისა ერთარსობასა და თანადიდებულებაზე მიუთითებს შემდეგი ადგილები:

„...ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა“ (მთ. 28,19);

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა თქუენ ყოველთა თანა“ (2 კორ. 13,13).

ამ მაგალითებში ერთდროულად სახელდება ყოვლადწმიდა სამების სამივე პირი. თავად მაცხოვარმა სულიწმიდის საღვთო ღირსება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მთ. 12,32).
ასეა ეს! dry.gif


ციტატა(A.V.M @ Aug 25 2015, 12:14 AM) *

Heaven soldier
როცა ამგვარი ვრცელი პოსტის დადებას გადაწყვეტ ხოლმე,რამდენიმე ნაწილად გაყე და 10 წუთის ინტერვალით ატვირთე ხოლმე,თორემ ხომ ხედავ სრულად არ იტვირთება... smile.gif

მადლობა ინფორმაციისთვის წეღან არ მივაქციე ყურადღება მეგონა ბოლომდე იყო ნუ თუმცა კაი არაუშავს იქ ჩავაკვეხე მაინც, ეხლა მხოლოდ ის დროა იმან წაიკითხოს ვისაც აინტერესებდა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heaven soldier
პოსტი Aug 25 2015, 12:59 AM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 11-August 14
წევრი № 13,790



მალდობა ინფორმაციისთვის, წერან ყურადღება არ მიმიქცევია ეხლა კი დავამატე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი