IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?
marine
პოსტი May 1 2022, 04:53 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არჩილს მითითებული აქვე აგრეთვე, რომ არ შეიძლებოდა საზოგადოებაში ფეხის ფეხზე გადადება, რაც სხვა წყაროებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, ვახუშტის აღწერილი აქვს მეფე ლუარსაბისა და გიორგი სააკაძის კონფლიქტი, რისი მიზეზიც გიორგის მიერ ლუარსაბის თანდასწრებით ფეხის ფეხზე გადადება გამხდარა. ივანე ჯავახიშვილს ამ ცნობაზე ასეთი კომენტარი გაუკეთებია: "ცხადი ხდება, ფეხის ფეხზე გადადება სხვასთან ჯდომელა საუბრის დროს დიდ უზრდელობად ყოფილა მიჩნეული. ხოლო თუ ამასთანავე მოსაუბრე უფროსი იყო, ფეხის ფეხზე შემომდები კი უმცროსი, მაშინ ასეთი საქციელი უკადრისობად და უპატიობად ითვლებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 332/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2022, 06:47 PM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბაგრატ მეფე ართმევს დადიანს ცოლს და თვითონ ირთავს. ლევან დადიანის ძემ გიორგიმ გაუშვა თავისი კანონიერი ცოლი - როსტომ გურიელის ასული და თავისი ბიძის - ბათულიასგან მოტაცებული ცოლი შეირთო. ამ პრობლემით დაინტერესებულა შაჰ აბასიც: გიორგი სააკაძესთან საუბარში მას გიორგისათვის უკითხავს, თუ რა ღონეს მიმართავს ცოლმოტაცებული კაცი, რაზედაც ასეთი პასუხი მიუღია: "ეგე ვითარი კაცი წარმგურელსა ცოლისასა აღუოხრებს მამულსა თუ სადამე ძალ-უძს მორევაი და წარმოსტყუენავს ყოველსავე მისსა და მოჰკლავსცა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 286/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2022, 12:13 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ექ. თაყაიშვილს და ი. დოლიძეს გამოცემული აქვთ 1620 წლით დათარიღებული დიდი მოურავის გიორგი სააკაძის და ქაიხოსრო ჯავახიშვილის მიერ აღძრული სარჩელი: სააკაძე ჩიოდა, რომ ქაიხოსრო ჯავახიშვილს თავისი შვილისათვის გიორგის ქალიშვილი უთხოვია და დაენიშნა კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ კი ამ ნიშნობაზე უარი უთქვამს. სასამართლომ იმსჯელა და ასეთი გადაწყეტილება მიიღო: იმის გამო რომ არცერთი მოწმე არ გამოჩნდა ამ ფაქტის დამადასტურებლად, ან უარსაყოფად, ქაიხოსრომ უნდა დაიფიცოს, რომ ქალი არ დაუნიშნია. თუ ვერ დაიფიცა "რაც მოურავის სახლის ქალის სისხლი ყოფილიყოს, ს ქაიხოსრო გარდაიხადოს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 314/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 11:46 AM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოციალური მდგომარეობით შესაფერისი მეუღლის პოვნა აუცილებელი იყო არა მხოლოდ პირადი, არამედ საზოგადოებრივი ამბიციების დასაკმაყოფილებლადაც. ეს, რა თქმა უნდა, ეხებოდა მმართველ წრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება "უგვარო" მეუღლისადმი საზოგადოებას ბოიკოტი გამოეცხადებინა, მსგავსად ლუარსაბ II-ის მიერ გიორგი სააკაძის დის ცოლად მოყვანის შემთხვევისა: "მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩუენზედ დიდად უმცირო არისო და უმრწემესი გუარითაო. ჩუენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი ყმად რად მივცეთო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.279/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2022, 02:44 PM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი ბიზანტიურ წყაროებში მოხსენიებულ ამ გრძელ თავსარქმელს იმ მაღალ ქართულ ქუდს ადარებს, რომელიც იერუსალიმის ჯვრის ეკლესიაში გამოსახულ შოთა რუსთაველს ახურავს. ისტორიკოსი ალექსანდრე თვარაძეც ამ შემთხვევაში პარალელს აშკარად ხედავს. მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერი ქრისტოფორო დე კასტელის ნახატზე წარმოდგენილ გიორგი სააკაძის ქუდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ სააკაძის ქუდი ზედმიწევნით "თანხვდება ქობაზე მრავალნაკეციან, შენაოჭებულ და სახეზე ოდნავ ჩამოშვებულ თავსაბურავს. ფაქტობრივად, რუსთაველის ფრესკითა და ქრისტოფორო დე კასტელის ნახატით ქართული ქუდის ორი ვარიანტი გვაქვს. ორივე პირამიდებულია, ანუ მოყვანილობა ერთია. მაგრამ რუსთაველის ქუდი ბევრად უფრო სადა ფორმისაა, ხოლო სააკაძის ერთგვარად რუსთაველთან გამოსახული "კლასიკური" ქუდის ვარირება ჩანს, გაფართოებული და გვერდებზე ჩამოშვებული".

"სააკაძის ქუდი XVII საუკუნის მოდას ასახავს".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N9, 2019, გვ.25-26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 07:11 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსანიშნავია, რომ "კავკასიის საგერბეში" თარხან-მოურავებსა და თარხნიშვილებს მიკუთვნებული გერბის იმ ვარიანტში, რომელიც ქვათახევის მონასტერში მდებარე საფლავის ქვაზეც გვხვდება, მოთავსებული მამაკაცის თავი აშკარად წააგავს ამ სამი მონათესავე გვარიდან ერთ-ერთის - სააკაძეების სახელგანთქმული წინაპრის "დიდი მოურავია", გიორგი სააკაძის სახეს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 139/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2023, 10:33 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შარდენი ახსენებს თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბავს, როდესაც სამეფო კარზე გადაწყვიტეს გიორგი სააკაძის მოკვლა. როგორც ცნობილია, სააკაძემ ლხინიდან გასვლა მოიმიზეზა და გაქცევა შეძლო. ამ მოვლენის აღწერისას შარდენი დასძენს: "ამ ქვეყანაში ეს როდი ითვლება სათაკილოდ (სუფრიდან დროებით გასვლა -ჯ.ს.) რადგანაც ლხინი ნახევარი დღე გრძელდებოდა ხოლმე"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.205/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 01:53 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბატონ ვაჟას [ოთარაშვილი] მედიაკავშირ "ობიექტივში" მიჰყავს გადაცემა "ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება". მის გადაცემებში, ისევე, როგორც მის წიგნებში, მკითხველი თუ მაყურებელი მრავალ საინტერნერესო ინფორმაციას ღებულობს... ამ შემთხვევაში, შევჩერდები ბოლო ორ წელიწადში გამოსულ ორ წიგნზე: "გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები" და "მიტროპოლიტ იოსებ ტფილელის (სააკაძის) ცხოვრება და მოღვაწეობა". აქვე აღვნიშნავთ, რომ ბატონი ვაჟა გახლავთ გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრის დირექტორი. მისმა საფუძვლიანმა გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა ქართველი ხალხის საყვარელი გმირის სახელს, რომლის შესახებ დიდი ივანე ჯავარხიშვილი წერს: "გიორგი სააკაძეს რომ არ დაემარცხებინა სპარსელები მარტყოფის ველზე, შეიძლება, საქართველო სამუდამოდ აღგვილიყო პირისაგან მიწისა". ამ თავდადებული გმირის შესახებ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ბრძანებს: "არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლს აღნიშნავს ერი. გიორგი სააკაძე სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება".

"სადღაა, ვამბობ, სააკაძე - ქართლის ცეზარი?"

- ასე წერდა კონსტანტინე გამსახურდია თავის შესანიშნავ ლექსში სამშობლოსა და მეფისთვის თავგანწირულ გმირზე, რომელსაც გარეული (შაჰ-აბასი) და შინაური მტრების აღზევებულმა შურმა ისე გაურთულა ურთიერთობა მეფესთან, ლუარსაბ II-მ მისი ცოლშვილიანად ამოწყვეტისა და სახლ-კარის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო"

/"ქაროზი" N80, 2020, გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი