IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამება
death
პოსტი Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...



--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 31 2009, 03:39 AM
პოსტი #2


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მოკლედ მეზობელ თემაში ბევრი ითქვა სამების საპირისპიროდ. ეხლა იმ არგუმენტებს არ გამოვეხმაურები, გვიანი და ცოტა მეზარება. შემდეგ შემოვალ და მათაც გავცემ პასუხს. მოკლედ მინდა ვთქვა, რომ შექმნა, რომელიც ნაგულისხმებია ქრისტეზე ნიშნავს გამომავლობას, რადგან ქრისტე გამოდის მამა ღმერთისგან ხოლო ეს ქმნა არ არის დროში განხორციელებული პროცესი. საერთოდ როდესაც ადამიანს არ ესმის სამების დოგმატი ის ამას ვერც გაიგებს. შეუძლებელია ეს გაიგო თუ არ იცი როგორ არის სამი ერთი და ამვდროულად ერთმანეთისგან განსხვავებული.

იმის გამო, რომ მეზობელ თემაში ბევრი ციტატა იქნა მოყვანილი ხალხის თავგზის ასაბნევად, შევეცდები აქ მარტო ბიბლიური ციტატებით შემოვიფარგლო, საიდანაც ნათლად დავინახავთ, რომ იესო ქრისტე ღმერთია.

ქრისტე ამჟღავნებდა ისეთ თვისებებს, რომელიც არ შეძლება ჰქონოდა სხვას გარდა ღმერთისა. მაგალითად მან თავისი თავი დაასახელა შემოქმედად. (იოანე 5:17) ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იუდეველებმა მას დევნა დაუწყეს მოსაკლავად. რატომ? ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად ახსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა (იოან. 5,18). იუდეველებისთვის (როგორც ჩვენთვის) სამყაროს შემოქმედი მარტო ღმერთი იყო, შესაბამისად ქრისტეს სიტყვები გაიგეს როგორც საკუთარი თავის განღმერთება.

ქრისტე იუდეველებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ის იყო აბრაამამდე. ხოლო იუდეველებმა ჰკითხეს: “ჯერ ორმოცდაათი წლისას არა ხარ და აბრამი გინახავს?”(იოან. 8. 56) ხოლო ქრისტეს პასუხი იყო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან”

სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მარტო ეს ადგილი ადასტურებს იმას, რომ ქრისტე ღმერთია.

ეხლა ვინც კარგად იცნობს ბიბლიას მიხვდება თუ რატომ აიღეს ებრაელებმა ქვები მის ჩასაქოლად. ფაქტია ებრაელებს არ აუღიათ ქვები მის ჩასაქოლად რადგან მან თავი მის ან თუნდაც აბრამიის დაბადებამდე არსებულად მიიჩნია. ასე რომ ყოფილიყო ისინი აღარ ჰკითხავდნენ თუ როგორ იყო ის აბრაამამდე. როდესაც მოსემ ჰკითხა ღმერთს თუ როგორ ეწოდებინა მისთვის, ღმერთმა თავისი თავი “მე ვარ” (იაჰვე), მოიხსენია. ხოლო ქრისტემ ამ პასუხით თავისი თავი ღმერთთან გააიგივა. ანუ ის არსებოდა აბრაამამდე რადგან ის იყო ღმერთი. შესაბამისად ამის გამო დაიტაცეს ებრაელებმა ქვები მის ჩასაქოლად.

გამოცხადებაში იესო ქრისტე ნათლად ადასტურებს, რომ ის დაუსაბამოა “მე ვარ ალფა და ომეგა” – ამბობს უფალი ღმერთი, - ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი. (გამ. 1.8)

რადგან ის არის ღმერთი როგორც მისი მამააა ღმერთი. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული , რომ ყველამ უნდა სცეს მას ისეთი პატივი, როგორ პატივსაც სცემენ მამა ღმერთს: რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. (იოან. 5:23).

მართალია ქრისტე, პირდაპირ არ ასახელებდა თავის თავს ღმერთად, რათა არ გამოეწვია მეტი აგრესია იუდეველთა შორის, რადგან იუდეველებისთვის, როგორც მონოთესიტი ერისთვის, ადამიანის სხეულში მოსიარულე იესო როგორც ღმერთი ძნელი მისაღები იქნებოდა. ის რომ ღმერთი არ ყოფილიყო მას უნდა დაეშალა სხვებისთვის, მისთვის ღმერთის წოდება. თომას მაგალითი ნათლად ადასტურებს იესოს ღვთაებრიობას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი” (იოანე 20:28) თომამ იესოს ღმერთი უწოდა. თუმცა თომამ მშვენივრად იცოდა, რომ ღმერთი ერთი იყო. მაშ რატომ უწოდა მას ღმერთი? პასუხი მარტივია.

იესო რომ ღმერთია, ეს ძველი აღქმიდანაც ჩანს. მაგალითზე მოვიყვან ბარუქ წინასწარმეტყველის სიტყვებს:

36. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.
37. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა.
36. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის. (3. 36-38)

აქედანაც ყველაფერი ნათელია.

ამიტომაც სდებდნენ იუდეველი მღვდელმთავრები ქრისტეს ბრალს იმაში, რომ ის ღმერთს გმობდა. ხოლო მათ კითხვაზე და ისეოს პასუხზე, რომ ის იყო ძე ღვთისა მათ მიერ აღქმული იქნა როგორც ღვთის გმობა.

აგრეთვე, ამიტომაც უწოდა, სულიწმინდით აღვსილმა ელისაბედმა მარიამის შვილს უფალი, რომელიც მაშინ ერთი იყო მისთვის. (ლუკა 1. 40-43)

შესაბამისად ასევე ღმერთად მოიხსენიებენ იესოს მოციქულებიც:

დასწყისში იყო სიტყვა და სიყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1.1)

მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, საუკუნოდ კურთხეული. ამინ (რომ 9.5)

მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღვთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების განცხადებას (ტიტ 2.13)

რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე (კოლ 2.9)

ღმერთი გამოჩნდა ხორცში (I ტიმ. 3:16)

ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იოსო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. (I იოან. 5:20)

ბიბლიიდან ვიცით, რომ ღმერთი ერთია ხოლო მამა ღმერთთან ერთად, რომ ქრისტეც ღმერთია ეს ნათლად მოსჩანს ამ პოსტიდანაც. ამიტომ სამების უარყოფა საღი, ბიბლიური მსჯელობის არარსებობის მანიშნებელია.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Mar 31 2009, 05:27 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



death

რა სინდისით ციტირებ 1 ტიმ 3:16-ს? biggrin.gif

სიტყვა "ღმერთი" არ წერია არსად, არც ერთ ძველ მანუსკრიპტში, არც სინაის, არც ვატიკანის, არც ლენინგრადის კოდექსებში, არც იერონიმეს ვულგატაში, ვერ გავიგე რა ეს დემაგოგია საიდან მოდის biggrin.gif

იოანე 1:1 საინტერესოა, მაგაზე ამბობენ რომ ასე წერია:

"დასაწყისში იყი (ტონ თეონ) ღმერთი, სიტყვა იყო (ტონ თეონ) ღმერთთან, და სიტყვა იყო (თეოს) ღმერთი."

ანუ არტიკლის გარეშეო, რამდენად ეს არგუმენტია არ ვიცი... ანუ განუსაზღვრელი არტიკლი, ისევე როგორც ინგლისურშია the, არ უწერიაო...

მე აღარ გადავყვები სხვა ფრაზებს, იესო რომ უფალია ამას აღიარებენ , და მანდ კურიოს ეწერება ასე მგონია...

და ისედაც, ამბობენ რომ ეშმაკიც ღმერთად იწოდებაო, რომელიც არის დედამიწის მმართველიო(ღმერთიო)...

მოკლედ ესაა, რა ალბათ შემოვლენ იეჰოვას მოწმეები და იტყვიან რამეს რავი biggrin.gif





--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 31 2009, 05:40 AM
პოსტი #4


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(death @ Mar 31 2009, 03:39 AM) *

მან თავისი თავი დაასახელა შემოქმედად. (იოანე 5:17) ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იუდეველებმა მას დევნა დაუწყეს მოსაკლავად. რატომ? ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად ახსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა (იოან. 5,18). იუდეველებისთვის (როგორც ჩვენთვის) სამყაროს შემოქმედი მარტო ღმერთი იყო, შესაბამისად ქრისტეს სიტყვები გაიგეს როგორც საკუთარი თავის განღმერთება.


death

გთხოვ გადაკეთებული ბიბლიური ტექსტების მოყვანით ნუ შეეცდები შენს საკუთარ რელიგიური მოსაზრებებში დგვაჯერო. აგრეთვე, კარგი იქნებოდა თუ თვითნებურად არ შეცვლი ბიბლიურ სიტყვებს და ნურც სხვების მიერ გადაკეთებულ ტექსტებს დაგვიკოპირებ რადგან, ბერძნულ ენაზე დაწერილი სახარების დედნისეული ტექსტები ფარდას ხდის შელამაზებულ ტექსტებს.

დროის სიმცირის გამო, შენს მიერ ინტერპრეტირებულ და გადაკეტებულ ბიბლიურ მუხლებს, თანდათანობით გავაშუქებ ყველა მკითხველის თვალწინ რადგან, სიცრუით და უამრავი უზუსტობებითაა სავსე.
იმედია მოთმინებას გამოიჩენ და დამაცდი ბოლომდე ჩავუყვე შენს მიერ "წარმოდგენილ" მოსაზრებებს.

შენს მიერ "წარმოდგენილ" იოანეს 5:17-ში, იესოს არსად არ დაუსახელებია თავისი თავი შემოქმედად.
ამ მუხლში იესო ამბობს: "ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის (ბერძნულად: "ἐργάζεται", ერგაზეტაი) და მეც ვიღვწი(ბერძნულად: "ἐργάζομαι", ერგაზომაი). ამ მუხლში ის არაა ნათქვამი რაშიც შენ ცდილობ რომ დაგვაჯერო, ანუ საკუთარ მოსაზრებებს მოარგო წმინდა წერილი! აქ არ ამბობს იესო რომ მე შემოქმედი ვარო. ნუ გვატყეობ გთხოვ. იესო ამბობს რომ ის შრომობს და იღწვის. ბაჩანა ბრექვაძის თარგმანში, კარგად არის ნათარგმნი ბერძნული სიტყვა "ἐργάζεται" "ვიღწვიდ" ნათარგმნი რაც სინამდვილეში იოანეს 5:17-ში წერია. სხვათა შორის არც გიორგი მთაწმიდელის თარგმანში წერია რომ თითქოსდა იესომ თავისი თავი "შემოქმედად" დაგვისახელა. მთაწმინდელის თარგმანში წერია: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ იქაც ანალოგიურად წერია, "ვიქმ", ანუ "ვშრომობ", "ვიღვწვი", რაც შემოქმედად სულაც არ წარმოგვიდგენს იესოს. ბიბლიის ცნობის თანახმად, ღმერთმი 6 "დღე" ქმნიდა და შემდეგ კი დაისვენა. "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ".(დაბადება თავი 2:2-4)
იესოს სიტყვები: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს" (ბრეგვაძის თარგმანის მიხედვით: "მამაჩემი აქამდე იღვწის") და დაბადების მეორე თავში ჩაწერილი ცნობების გათვალისწმინებით ნათელია, რომ ღმერთმა შემოქმედება დაასრულა, რომელიც 6 "დღე" გრძელდებოდა. ამრიგად იესო არ საუბრობდა იოანეს 5:17-ში შემოქმედებაზე, და ამგვარად არც თავისი თავი დაუსახელებია შემოქმედად. ის თავისი გამომგზავნელის მიერ დაკისრებული საქმეების კეთებაზე მიუთითებდა რადგან იესომ თავად თქვა: "სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ"(იოანეს 9:4)!

"ბერძნული სიტყვა "κτίσας" რომელიც მათეს 19:4-ში გვხვდება, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში სრულიად ზისტად, "შემოქმედად" არის თარგმნილი: " ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა (ბერძნულად: "κτίσας", კტიზას)დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?" ფაქტია, რომ იოანეს 5:17-ში იესოს თავისი თავი შემოქმედად არ დაუსახელებია. აშკარაა რომ იუზერი death ამ მუხლში არაბიბლიურ მოსაზრებებს დებს და ამავდროს, ასეთ მოსაზრებებში, სხვების დარწმუნებასაც კი ცდილობს.

ახლა კი იმაზე თუ რა არის ნაგულისხმევი იოანეს 5:18-ში. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო შენს დამოკიდებულებაზე death. შენ ამბობ რომ იუდეველებისთვის ასე იყოო და იესოს სიტყვები ასე გაიგესო და ამიტომ დაუწყეს მას დევნა მოსაკლავადო. რადგან იუდეველებმა ისე გაიგეს ჩვენც ისე უნდა გავიგოთ? დარწმუნებული ხარ რომ იუდეველებს ყველაფერი ისე ესმოდათროგორც იესო ასწავლიდა და რასაც იესო გულისხმობდა? ძვირფასო death, ალბათ დამეთანხმები რომ იუდეველებმა ბევრი რამ საერთოდ ვერ გაიგეს და ზოგი რამ არასწორადაც კი გაიგეს რასაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა. ისინი, ძალიან ხშირად ვერ სწვდებოდნენ იესოს სიტყვებს და არც მაინც და მაინც დიდი სურვილი ჰქონდათ გულით მოესმინათ რომ მისი სწავლებები გაეგოთ, ჩასწვდომოდნენ, გაეანალიზებინათ და გულში ჩაენერგათ. ასე რომ გაეკეთებინათ და იესოს სიტყვები ისე გაეგოთ როგორც იესო ამბობდა, ისინი მის მოკვლას არ გადაწყვეტდნენ. ამრიგად, ის თუ რა როგორ გაიგეს იუდეველმა არგუმენტად საერთოდ არ გამოდგება.

მოკლედ, ვნახოთ რა წერია იოანეს 5:18-ში: "ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა".
შენ ამბობ რომ ვინაიდან იესო ღმერთს მამას უწოდებდაო, ურწმუნო იუდეველებს მიაჩნდათ, რომ მას თავს უტოლებდა იესოო და ამიტომ, მოკვლა უნდოდათ მისიო. მაგრამ იესოს არასდროს გაუტოლებია თავი ღვთისთვის. მან პირდაპირ უთხრა იუდეველებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს" (იოან. 5:19, ციტატა საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდანაა; იხილეთ აგრეთვე იოანეს 14:28; 10:36). ეს ურწმუნო იუდეველები იმასაც ამბობდნენ, რომ იესო შაბათთან დაკავშირებულ კანონს არღვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ ისინი . იესო სრულყოფილად იცავდა კანონს და ამბობდა: "შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია" (მათ. 12:10—12). ამრიგად იესო არც შაბათს არღვევდა და არც ღმერთს უტოლებდა თავს!

დანარჩენებს რაც დაპოსტე, თუ დამაცდი აუცილებლად გავაშუქებ.
პატივისცემით
მოყვასი

პ.ს.
დავეთანხმები Lashab-ს და მეც ვიმედოვნებ რომ:

ციტატა
"ალბათ შემოვლენ იეჰოვას მოწმეები და იტყვიან რამეს რავი biggrin.gif "


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 31 2009, 09:09 AM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რადგან ეს თემა გაიხსნა და მიზანმიმართული რომ იყოს ჩვენი მსჯელობა, ჯერ ერთი საკითხი ამოვწუროთ და შემდეგ გადავიდეთ მეორეზე.

განვიხილოთ რას წერს იოანე მახარებელი, თავისის სახარების პირველ მუხლში (იმედია ამ მუხლსაც გვიან ამატებულად არ მიიჩნევთ და შესაბამისად ცდომილად არ გამაოცხადებთ) "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა" (აშკარაა რომ აქ ქრისტეზეა საუბარი რადგან მოგვიანებით იგივე მახარებელი აღნიშნავს: სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ". თუმცა კი ამ სიტყვებსაც ისე წარმოადგენენ თითქოს აქ შობა კი არა ქმნილება იგულისხმება, მაგრამ ამ შემთხვეავში ამაზე არ მაქვს აქცენტი)


ცალ-ცალკე განვიხილოთ ტერმინები: "დასაბამში", "იყო", "სიტყვა".

გარდა ამისა, ვინაიდან ნორმალური პასუხი მართლა ვერ მივიღე, და ესეც კავშირიშია იოანეს პირველ მუხლთან, მაინტერესებს და ვთხოვ ოპონენტებს, კიდევე რთხელ პირდაპირი და არაორაზროვანი პასუხი გამცენ იმასთან დაკავშირებით, მამას რატომ იწოდება მამად?

გვერდით თემაში აღინიშნა ოპონენტებისგან რომ მამობა არსობრივი თვისებაა მამისა, იმედია ამას არ უარყოფენ. მაშასადამე გამოდის რომ რადგან თვისებაა მამობა, შეუძლებელია მას ქმნილების მიმართ ეწოდოს მამა.


მეტს აღარ გავაგრძელებ საუბარს, შევჩერდეთ მხოლოდ ამ საკითხებზე, რომ ტავი დავიზღვიოთ სხვადასხვა საკითხთა ერთდროულად განხილვისაგან და შესაბამისად უნაყოფო საუბრისგან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 31 2009, 09:34 AM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატები გვერდითა თემიდან

evangelizer
ციტატა
რა თქმა უნდა ღმერთს ჰქონდა მამობის თვისება ყოველთვის.. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ძე (იესო ქრისტე) ყოველთვის ჰყავდა... მაგალითად ყოველ ქალში დევს დედობრივი გრძნობა, თუმცა დედა მოგვიანებით ხდება... რადგან სწორედ ამ თვისების გამო სურს მას დედა გახდეს.. მსგავსად ამისა, ღმერთს ყოველთვის ჰქონდა მამობის თვისება და ამიტომაც დაიწყო სიყვარულით აღსავსე შემოქმდება სულიერი ქმნილებებით..


თუკი დედა, ამ შემთხვევაში ქმნილება, შობს და არ ქმნის ძეს, და მხოლოდ ამის გამო ეწოდება მას დედა, შობის და არა ქმნილების გამო, რომ მან შობა ძე დაარა იმიტომ რომ ამს უბრალოდ თვისება ქონდა, რაოდენ უცნაურია ღმერთს მამას დავწამოთ ის რომ მას კი ქონდა თვისება მამობის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მას ყავდა ძე, მან შექმნა ძე და ამ შექმნილის მიმართ ეწოდება მას მამა. კიდევ ერთხელ ვიმეროებ, თუკი ადამიანი შობს და არა ქმნის შვილს და მხოლოს ამ შობის შემდეგე წოდება მას დედა ან მამა, როგორღა ვტქვათ რომ მამას, თუმცა კი მამობა თვისებად ქონია, ქმნილოების მიმართ ეწოდება მამა?

მოყვასი
ციტატა
ღმერთს ყოველთვის, მარადიულად გააჩნდა თვისებაც და შესაძლებლობაც გამხდარიყო შემოქმედი და მამა


თუ ამს თვისება გააჩნდა, როგორც შენ ამბობ, მაშასადამე მას უნდა ყოლოდა ძე, არსობრივად და არა ქმნილებიტად, ვინაიდან ქმნილების მიმართ ადამაინსაც კი არ ეწოდება დედა ან მამა და მითუმეტეს ღმერთს. და რადგან მამობა არსობრივი თვისებაა მამისა და როგორც უთითებ მას შეეძლო მარადიულად ყოფილიყო მამა, თუმცა კი თქვენი მსჯელობით კოგვიანებით გახდა მამა, გამოდის რომ მაში თვისობრივი ცვალებადობა შესულა. ანუ იგი არ იყო მამა რარაც დროს და მოგვიანებით გამხდარა მამა და თუკი მამობა თვისებაა, შესაბამისად გამოდის რომ ამ თვისებამ ცვალებადობა განიცადა.

მუ მოიყვანთ მაგალიტად ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას, რადგან თუნდაც რომ ადამიანთან მიამრთებაში განვიხილოთ, სხვაა შობა და სხვა ქმნა. ადამიანი შობს არსიდან მაგრამ ქმნის არა არსიდან და მას შობილის მიამრთ ეწოდება დედა ან მამა და არა ქმნილის. ნურც იმას მეტყვით რომ სამყაროს შექმნით ღმერთში თვისობრივი ცვალებადობა შევიდა, რადგან სამყარო გარკვეულ მომენტში შეიქმნა. შექმნა, როგორც იოანე დამასკელი ამბობს ესაა ნებელობის და არა არსის საქმე.


ჯერ ამ კითხვებზე გაეცით თუ შეიძლება პასუხი . დანარჩენი შემდეგ იყოს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 31 2009, 12:04 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
"დასაწყისში იყი (ტონ თეონ) ღმერთი, სიტყვა იყო (ტონ თეონ) ღმერთთან, და სიტყვა იყო (თეოს) ღმერთი."

ანუ არტიკლის გარეშეო, რამდენად ეს არგუმენტია არ ვიცი... ანუ განუსაზღვრელი არტიკლი, ისევე როგორც ინგლისურშია the, არ უწერიაო...


smile.gif))))
ოოოოოო არტიკლი არ უწერია....

ციტატა
და ისედაც, ამბობენ რომ ეშმაკიც ღმერთად იწოდებაო, რომელიც არის დედამიწის მმართველიო(ღმერთიო)...

მე მგონი კაკ რაზ მაქეთკან მივკავართ იეღოველთა სექტის სწავლებას,

, თუ ამბობენ რომ ანგელოზებიც შვილები არიან ღვთისა , ეშმაკიც მასე გამოდის , მერე იტყვიან რა კაი ტიპია ეშმაკი და რა სარგებლობა მოაქვს და ასშ.
ართხელ დავწერე ამაზე მარა მიმაიგნორეს


http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z12_1/Z12_1_01.htm


1. მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, 2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი

თუ მისგან შეიქმნა საუკუნენი როგორღა შეიძლება არსებობდეს დრო როდესაც ის არ იყო ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 31 2009, 02:17 PM
პოსტი #8


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(afxazi @ Mar 31 2009, 10:09 AM) *

რადგან ეს თემა გაიხსნა და მიზანმიმართული რომ იყოს ჩვენი მსჯელობა, ჯერ ერთი საკითხი ამოვწუროთ და შემდეგ გადავიდეთ მეორეზე.განვიხილოთ რას წერს იოანე მახარებელი, თავისის სახარების პირველ მუხლში (იმედია ამ მუხლსაც გვიან ამატებულად არ მიიჩნევთ და შესაბამისად ცდომილად არ გამაოცხადებთ) "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა" (აშკარაა რომ აქ ქრისტეზეა საუბარი რადგან მოგვიანებით იგივე მახარებელი აღნიშნავს: სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ". თუმცა კი ამ სიტყვებსაც ისე წარმოადგენენ თითქოს აქ შობა კი არა ქმნილება იგულისხმება, მაგრამ ამ შემთხვეავში ამაზე არ მაქვს აქცენტი)
ცალ-ცალკე განვიხილოთ ტერმინები: "დასაბამში", "იყო", "სიტყვა".
გარდა ამისა, ვინაიდან ნორმალური პასუხი მართლა ვერ მივიღე, და ესეც კავშირიშია იოანეს პირველ მუხლთან, მაინტერესებს და ვთხოვ ოპონენტებს, კიდევე რთხელ პირდაპირი და არაორაზროვანი პასუხი გამცენ იმასთან დაკავშირებით, მამას რატომ იწოდება მამად?
გვერდით თემაში აღინიშნა ოპონენტებისგან რომ მამობა არსობრივი თვისებაა მამისა, იმედია ამას არ უარყოფენ. მაშასადამე გამოდის რომ რადგან თვისებაა მამობა, შეუძლებელია მას ქმნილების მიმართ ეწოდოს მამა.
მეტს აღარ გავაგრძელებ საუბარს, შევჩერდეთ მხოლოდ ამ საკითხებზე, რომ ტავი დავიზღვიოთ სხვადასხვა საკითხთა ერთდროულად განხილვისაგან და შესაბამისად უნაყოფო საუბრისგან.


კარგი აფხაზი, დავიწყოთ იოანეს 1:1-იდან:

"დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი".

კონტექსტი გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ "სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი". გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ "სიტყვა იყო ღმერთთან". როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?! იოანეს 17:3-ში იესო მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება "ღმერთი" (ებრ. 1:3). თუ სიტყვა ერთადერთსაც სოფიტურად მიუდგებით და იტყვით რომ ერთადერთი არ ნიშნავს ერთადერთს და ერთადერთის გარდა სხვასაც მოიცავსო, მაშინ გამოდის რომ სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობასაც ამახინჯებთ.

ბერძნულ ტექსტში ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთთან" "ღმერთის" წინ განსაზღვრული არტიკლია („ო თეოს“), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთი" "ღმერთის" („თეოს“) წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი და "ღმერთი" ზმნის წინაა. ასეთი წყობის წინადადებებში არსებითი სახელი (ანუ "ღმერთი" უარტიკლოდ) თვისების ან თავისებურების მაჩვენებელია. ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ იოანეს 1:1-ში ზმნის წინ მდგომი უარტიკლო "თეოს" ძირითადად "თვისებას უსვამს ხაზს". შემდეგ ავტორი დასძენს: «ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც "სიტყვას ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება"» („Journal of Biblical Literature“, „Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1“, 1973, გვ. 85, 87).

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «ინ. 1:1 სიტყვასიტყვით უნდა ითარგმნოს ასე: "სიტყვა იყო ღმერთთან [მამასთან], და სიტყვა იყო ღვთაებრივი"» (კავები ავტორის ჩამატებულია) („Dictionary of the Bible“, 1965, გვ. 317). ეს ფრაზა მსგავსად არის ნათარგმნი სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ზოგ თარგმანშიც.

სხვა პოსტებში უკვე დავწერე რომ საჭირო იყო მხედველობაში ყოფილიყო მიღებული თუ რას ნიშნავს თვითონ სიტყვა "ღმერთი". გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს რომ, ბიბლიაში მამის გარდა მხოლოდ იესო ქრისტეს არ ეწოდება "ღმერთი". მაგალითად, ფსალმუნის 81:1—6-ში ისრაელის მოსამართლეებს ეწოდებათ ღმერთები (ებრაულად „ელოჰიმ“; ბერძნულად „თეოი“ იოანეს 10:34-ში იესო ციტირებს ფსალმუნის ამ სიტყვებს), რადგან ისინი ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ და სამართალი მისი კანონებით უნდა გაეჩინათ. ის რომ მოსამართლეებსაც უწოდებს წმინდა წერილი ღმერთებს არ უნდა იყოს ისე გაგებული როგორც იოანეს 1;1-ში სიტყვაზე ნათქვამ ღმერთს იგებთ.



რაც შეეხება სხვა იუზერის (death-ის ) მიერ მითითებულ იოანე 8:5-ში ჩაწერილ სიტყვებს მოგახსენებთ:

«უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ (ბერძნულად "ეგო ემი")» (აფხაზი, ფრაზას "მე ვარ" ზოგი მთარგმნელი ეპითეტად მიიჩნევს და აკავშირებს გამოსვლის 3:14-თან, სადაც მათი თარგმანის მიხედვით ღმერთი თავის თავს უწოდებს: "მე ვარ, რომელიც ვარ"). სინამდვილეში კი იოანეს 8:58-ში წერია: "სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი" . ანალოგურად თარგმნის ადიშის ოთხთავიც: "წინა ვე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე" (და არა "ვარ მე" ან "მე ვარ"). იგავნის 8:22-ში "სიტყვა" თავის თავზე ამბობს რომ : უფალმა შემქმნა მე". აქაც, რაც ბუნებრივია შექმნა წერია და არა შობილობის უწყვეტიპროცესის ქვეშ მყოფობა. ევსები კესარიელიც სიტყვა "შექმნას" იყენებს დამამტკიცას ან შობის მაგივრად. ეს ის ევსები კესარიელია, რომელსაც "ეკლესიის ისტორიის მამას" უწოდებთ.

რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს? იესო პასუხობდა 57-ე მუხლში იუდეველების მიერ დასმულ კითხვას. ამ მუხლიდან ჩანს, რომ მათ იესოს ასაკი აინტერესებდათ და არა ვინაობა. ლოგიკურია და ნათელია, რომ პასუხის გაცემისას იესოს მხედველობაში ჰქონდა თავისი არსებობის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ეგო ემი" არსად არის დაკავშირებული წმინდა სულთან. ანუ სამების "მესამე" პირთან!

ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «ეს ზმნა [„ემი“] . . . ზოგ შემთხვევაში გულისხმობს არსებობას . . . როგორც ეს „ეგო ემი“-ს შემთხვევაშია (ინ. 8:58)» („A Grammar of the Greek New Testament in the Light of Historical Research“, 1934, გვ. 394).

ასე რომ, იოანეს 1:1-ში გამოყენებული არსებითი სახელი "ღმერთი" არ მიუთითებს სამებაზე. სიტყვა "ღმერთი" ადამიანების მიმართადაც გამოიყენება ბიბლიაში. რა ვქნათ, იუდეველი მოსამართლეებიც სამების დამატებით ჰიპოსტასებად (პირებად) გამოვაცხადოთ?!

რაც შეეხება მამობის საკითხს აფხაზი. ბიბლია სრულიად არა ორაზროვნად ამბობს რომ ძე არის პირმშო ყოველი ქმნილებისა და ღვთის შემოქმედების დასაწყისი. მამა ყოველთვის იყო ის რაც დღეს არის თავისი არსებითა და ბუნებით. ვიმეორებ რომ, მამა ისევე იყო ყოველთვის მამა როგორც შემოქმედი. ასე რომ, როდესაც თავისი პირველი ქმნილება შექმნა, მაშინ გახდა ის შემოქმედი და მამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლა წარმოიდგინე რომ ღმერთს არცერთი ცოცხალი არსება რომ არ შეექმნა და მხოლოდ ადამიანი შეექმნა, შენი ლოგიკით გამოდის რომ ღმერთი ადამისა და ევას მამად ვერ იქნებოდა? და არ იქნებოდა ღმერთზე გვეთქვა რომ ის ადამისა და ევას მამაა?ის რა გაგებასაც დებ წმინდა წერილში რომ თითქოს ძე შობილი კი არა მარად შობილობის პროცესშია, არის წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებები და წმინდა წერილი გმობს ასეთ დამოკიდებულებას. არსად, არცერთი მუხლი ბიბლიაში არ მიუთითებს რომ იესო მხოლოდშობილი კი არა მხოლოდშობილობის პროცესშია.

ასე რომ, ბიბლია ნათლად მიუთითებს რომ იესო ღვთის პირმშო, ანუ, პირველი ქმნილებაა (იგავნის 8:22; კოლასელთა 1:15; გამოცხ.3:14) და არა შობილობის უწყვეტი პროცესის ქვეშ მყოფი ვინმე. (რომელი მოსაზრებაც წმინდა წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებაა და არ დასტურდება ბიბლიაში)


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 31 2009, 02:30 PM
პოსტი #9


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ხო, დავამატებ: "საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იოანეს სახარებაში მოციქული წერს იესოს სიტყვებს, რომ იესომ, თავის მამას უწოდა "ერთადერთი" ჭეშმარიტი ღმერთი.
იმედია სიტყვა "ერთადერთი"-ს მნიშვნელობა იცით და ამიტომ აღარ განვმარტავ სიტყვის მნიშვნელობას რადგან, ზოგიერთები საწყენად იღებენ ხოლმე და წერენ საბავშვო ბაღის ბავშვები ხომ არ ვართ მასე დეტალურად რომ გვიხსნიო.
ამგვარად ნათელია რომ მამაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი! თუ იესოს ამ სიტყვებსაც უარყოფთ მაშინ ჩემს სიტყვებს რაღას უზამთ? mellow.gif


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 31 2009, 02:50 PM
პოსტი #10


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



death

შენ აგრეთვე შენი რელიგიური მოსაზრებების "მხარდასაჭერად" მითითებული გქონდა კოლოსელები 2:9-აც. მოდით ვნახოთ სინამდვილეში რას ამბობს ეს მუხლი და რას ნიშნავს ის:

«მასში [ქრისტეში] მკვიდრობს ღვთაების [ბერძნულად „თეოტეტოს“] მთელი სავსება სხეულებრივად» (მსგავსად თარგმნის ამ მუხლს ბიბლიური საზოგადოების გამოცემული ბიბლიაც, და "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"ც). საინტერესოა რომ სხვა თარგმანები ამ მუხლს უფრო ზუსტად თარმგნიან რომელშიც წერია: „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. უფრო მეტიც, ზოგ თარგმანში „ღვთაების“ ნაცვლად „ღვთის ბუნება“ წერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად არ ხსნის კოლოსელების 2:9-ს. რომელი თარგმანი შეესაბამება კოლოსელებისადმი მიწერილ მთელ წერილს? თავისთავად ჰქონდა ქრისტეს ისეთი რამ, რაც მას ყოვლისშემძლე ღმერთად და სამების ნაწილად აქცევდა? თუ ვიღაცის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული „სავსება“? კოლოსელების 1:19-ში ნათქვამია, რომ «კეთილინება მამამ [„სასურველი იყო მამისთვის“, "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"], რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო მთელი სავსება».

ახლა მოდით უფრო ახლო მივიდეთ ამ მუხლთან და კონტექსტიც მივიღოთ მხედველობაში. მე-8 მუხლში მოციქული პავლე მკითხველს სიფრთხილის გამოვლენას ურჩევს, რათა ვერავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა ფილოსოფიითა და ადამიანთა გადმოცემებით. (რაშიც როგორც ვხედავ ბევრი გაება!)
პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ქრისტეში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“ და მათ მოუწოდებს, „იარონ მასში [ქრისტეში]“ და იყვნენ „მისით დაფუძნებულნი და აშენებულნი, და განმტკიცებულნი რწმენის მიერ“ (მუხლები 3, 6, 7). ფასდაუდებელი „სავსება“ ქრისტეშია „დამკვიდრებული“ და არა ფილოსოფიური შეხედულებების ფუძემდებლებსა თუ მასწავლებლებში. უნდოდა პავლეს იმის თქმა, რომ ეს „სავსება“ ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად აქცევდა? არა, რადგან კოლოსელების 3:1-ში მან ქრისტეზე თქვა: „ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ“.

ლიდელისა და სკოტის ცნობილ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, „თეოტეს“ (რომლიდანაც ნაწარმოებია „თეოტეტოს“) ნიშნავს „ღვთაებრიობას, ღვთაებრივ ბუნებას“ (ოქსფორდი, 1968, გვ. 792). „ღვთაებრიობა“ და „ღვთაებრივი ბუნება“ იესოს, ღვთის ძეს, არ ხდის მამის თანასწორს ან დაუსაბამოს.

ისევე როგორც, „ადამიანობა“ და „ადამიანური ბუნება“ ყველას აქვს, მაგრამ ამის გამო ყველას არ ვაიგივებთ ერთმანეთთან და არ ვთვლით, რომ ყველა ერთი ასაკისაა!

დანარჩენს მუხლებსაც გავაშუქებ დროთა განმავლობაში.
პატივისცემით
მოყვასი


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 31 2009, 04:18 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მოყვასი
შენ არ განგიმარტავს სიტყვები: დასაბამში, და იყო. ანუ რა შინაარსი აქვს ამ სიტყვებს და რას გამოხატავენ ისინი. იმედია შენეულ ხედვას დაწერ ამ სიტყვებზეც.


ციტატა
კონტექსტი გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ "სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი

კი ბატონო, ღმერთი არავის უხილავს. გავაგრძელოთ იოანეს მეთვრამეტე მუხლი: "მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა".

ანუ ქრისტემ განგვიცხადა ღმერთი. გარდა ამისა მათეს სახარებაში ნათქვამია: "არავინ იცის ძე, გარდა მამისა, და არც მამა იცის ვინმემ გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას (მათ. 11,27)

თუმცა სანამ მომდევნო მუხლებს შევეხებოდე, გავიხსენებ ეპიოდებს ძველი აღთქმიდან: " და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე" (დან. 7.9)

ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... ჩემმა თვალებმა კი მეუფე, საბაოთ უფალი იხილეს" (ეს 6,1-5)

აგრეთვე აბრაამთან გამოცხადებას მამრეს მუხასთან. კიდევ მოსეს მიერ სინას მტაზე უფლის ხილვა.

მაშ რას ნიშნავს სიტყვები ღმერთი არასდოეს არავის უხილავს? აშკარაა რომ ძველი აღტქმის მამათავარნი ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ კიდეც მას. რომ მხოლოდ ძემ, რომეიც იყო მამის წიაღში მან გაოთქვა იგი.

აშკარაა რომ აქ სხვა ხილვაზეა საუბარი

ერთგან ქრისტე ამბობს კიდეც, რომ " უთხრა მას ფილიპემ: უფალო, გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენია ხანია ტქვენთან ვარ ვარ და არ მიცნობ ფილიპე? (ძალიან გთხოვთ დააკვირდით კითხვა მიგების ფორმულირებას. ფილიპე ეკითხება ქრისტეს, მამა გვიჩვენე, ანუ ღმერთი, და ქრისტეს პასუხი, ამდენი ხანაი ტქვენტან ვარ და არ მიცნობ? არ უთქვამს ქრისტეს არ იცნობ, არამედ არ მიცნობ?) ვ ი ნ ც მ ე მ ი ხი ლ ა, მ ა მ ა ი ხ ი ლ ა, როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო? (იოანე 14,8-9)

კიდევ: "მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას (იოანე 8,19)


ციტატა
გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ "სიტყვა იყო ღმერთთან". როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?!

მოციქული ხაზს უსვამს ჰიპოსტასურ განსხვავებას მამასა და ძეს შორის, თორემ ცოტა ქვემოთ ტავად ქრისტეს ამობს: "მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში" (იოანე 14,11)

განა გონება სიტყვის გარეშე არსებობს, ან აზრის, რომელიც სიტყვაში ფორმირდება. განა ჩვენ გონებასა და აზრს ვურევთ ერთმანეტში, ანუ ვახდენთ აღრევას? გონება ხომ სხვაა და სიტყვა კი სხვა, მაგრამ ერთი მეორის გარეშე არსებობენ ისინი განა? ცალკე აღებულად სიტყვა გონების გარეშე, გონება კი სიტყვის გარეშე?

ასევე ძეც არის მამასთან, როგორც პირი, ჰიპოსტასი, მაგრამ არის ასმში ვიტარცა შობილი.

ციტატა
ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება "ღმერთი" (ებრ. 1:3). თუ სიტყვა ერთადერთსაც სოფიტურად მიუდგებით და იტყვით რომ ერთადერთი არ ნიშნავს ერთადერთს და ერთადერთის გარდა სხვასაც მოიცავსო, მაშინ გამოდის რომ სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობასაც ამახინჯებთ.

ამაზე ბოდიში მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმდენად ცხადია კონტექსტი რომ ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს. მამა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ძესთან და სულიწმინდასთან ერთად. "ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში".


ციტატა
«ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც "სიტყვას ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება"» („Journal of Biblical Literature“, „Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1“, 1973, გვ. 85, 87).


ღვთაებრივი ბუნების მქონეობა ნიშნავს თუ არა ღმერთობას? ხომ არ შეიძლება მამას გადაეცა ღვთაებრივი ბუნება ძისთვის, შექმნილისთვის. რამდენად დაიტევდა ქმნილება ღვთაებრივ ბუნებას? და თუკი ქრისტეს, სიტყვას, ღვტაებრივი ბუნება აქვს, და ამრთლა აქვს, როგორც ერთ-ერთი ანშრომის ავტორი იძახის, მაშასადამე ის ღემრთი ყოფილა. ვინადიან კიდევე რთხელ ვამბობ ღვთაებრივი ბუნების ქონა ღვტაებრიობას გულისხმობს.

ციტატა
რაც შეეხება მამობის საკითხს აფხაზი. ბიბლია სრულიად არა ორაზროვნად ამბობს რომ ძე არის პირმშო ყოველი ქმნილებისა და ღვთის შემოქმედების დასაწყისი. მამა ყოველთვის იყო ის რაც დღეს არის თავისი არსებითა და ბუნებით. ვიმეორებ რომ, მამა ისევე იყო ყოველთვის მამა როგორც შემოქმედი. ასე რომ, როდესაც თავისი პირველი ქმნილება შექმნა, მაშინ გახდა ის შემოქმედი და მამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლა წარმოიდგინე რომ ღმერთს არცერთი ცოცხალი არსება რომ არ შეექმნა და მხოლოდ ადამიანი შეექმნა, შენი ლოგიკით გამოდის რომ ღმერთი ადამისა და ევას მამად ვერ იქნებოდა? და არ იქნებოდა ღმერთზე გვეთქვა რომ ის ადამისა და ევას მამაა?ის რა გაგებასაც დებ წმინდა წერილში რომ თითქოს ძე შობილი კი არა მარად შობილობის პროცესშია, არის წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებები და წმინდა წერილი გმობს ასეთ დამოკიდებულებას. არსად, არცერთი მუხლი ბიბლიაში არ მიუთითებს რომ იესო მხოლოდშობილი კი არა მხოლოდშობილობის პროცესშია.

კიდევ არაორაზროვანი პასუხი. ხომ ამბობთ არა რომ მამობა ეს თვისება ღმერთის. იმედია იმასაც არ უარყოფთ რომ მამობა არსეობრივი ტვისებაა, თუნდაც ადამიანტან მიამრტებაში, რომელიც შობს არსებიდან და არა ქმნის შვილს.

სამყაროს ვერანაირად ვერ შექმნიდა არსებიდან, იმიტომ რომ მატერიას არაფერია ქვს საერთო ღვტაებრივ არსებასთან. შემოქმედება არის ბუნების თვისება, მაგრამ ქნის ნებით, არარსებობიდან არსებობაში შემოყავს მატერია, არაფრისგან ქმნის სამყაროს. შეუძლებელია შეექმნა არსებიდან, რადგან არსების ნაწილის მქონეობა ტავისთავად ნიშნავს ამ არსის მატარებელს, დასაბამისმიერი ქმნილება კი ვერ იქნებოდა დაუსაბამო არსის მატარებელი.

მაგრამ მამობა, რადგან ამბობთ რომ ასევე თვისებაა, ეს გულისხმობს აუცილებლად არსებიდან ძის შობას, რადგან მაშინ მამობა თვისება აღარ იქნებოდა, არამედ ზოგადად ეწოდებოდა მას მამა, მაგრამ აშკარად ტქვით რომ მამობა თვისებაა.

ციტატა
ახლა წარმოიდგინე რომ ღმერთს არცერთი ცოცხალი არსება რომ არ შეექმნა და მხოლოდ ადამიანი შეექმნა, შენი ლოგიკით გამოდის რომ ღმერთი ადამისა და ევას მამად ვერ იქნებოდა?


თვისობრივად იქნებოდა?

ციტატა
ის რა გაგებასაც დებ წმინდა წერილში რომ თითქოს ძე შობილი კი არა მარად შობილობის პროცესშია, არის წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებები და წმინდა წერილი გმობს ასეთ დამოკიდებულებას. არსად, არცერთი მუხლი ბიბლიაში არ მიუთითებს რომ იესო მხოლოდშობილი კი არა მხოლოდშობილობის პროცესშია.

ნუ დავამახინჯებთ ერთმანეთის შეხედულებებს. როგორც გონება მარადის შობს სიტყვას და გონება სიტვის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სიტყვა გონების გარეშე, თუ მოახერხებ გაიაზრე რომ ამგვარ შობას ვუსვამ ხაზს მე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 31 2009, 07:59 PM
პოსტი #12


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



afxazi

სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, ისევ სოფიზმი და ფილოსოფია რჩება მასეთი მსჯელობის ამოსავალ წერტილად და არა ობიექტური მსჯელობა წმინდ აწერილის საფუძველზე და მისი გულთან მიტანა. თუ წმინდა წერილით ვმსჯელობთ, მაშინ ვიმსჯელოთ, სხვა შემთხვევაში, აზრს მოკლებულია იმ მეთოდებით პოსტების გაკეთება რომლებიც წერილს გადასულია და ფილოსოფია-სოფიზმს ემყარება.

მამობის საკითხზე მინდა ამ პოსტში კიდევ ერთხელ და ამჯერად ალბათ საბოლოოდ გავიმეორო რომ მაგდაგვარი ფილოსოფიური თეორიები სცილდება იმას რასაც ბიბლია ასწავლის. ანუ "ზღვარს გადაცილებული სწავლებებია", რომელიც არ ეფუძნება წერილებს. სიტყვების შენეული (თუ თქვენეული) ინტერპრეტაციებით, "მამა ჩემში და მე მამაში" და მსგავსი მუხლების გამოყენებით ცდილობთ სამ პიროვანი ღვთაების ერთარსობის შესახებ არსებული მოსაზრებები ჩადოთ ბიბლიაში რაც სინამდვილეში არ დევს. ამ სახით თქვენ ცალცალკე მუხლებს, სიტყვებს და ფრაზებს ატრიელაბთ, მათ ფილოსოფიურ-სოფისტურ დატვირთვას აძლევთ რომ როგორმე სამების იდეას ადგილი მოუძებნოთ წმინდა წერილში. ნათელია რომ ცალკეული მუხლების ფილოსოფიურ-სოფისტურ შუქში ინტერპრეტირება და გაგება, არ ეთანხმება ბიბლიაში მოცემულ სხვა დანარჩენ მუხლებს და მიუთითებს რომ მსგავსი მოსაზრბები, წერილს გადასული ინტერპრეტაციებია მზოლოდ, რაზეც პავლე მოციქულმა გააფრთხილა ადრეული ქრისტიანები რომ "არ გადასულიყვნენ წერილში დაწერილს"!

კარგი, გავიხსენოთ იესოს სიტყვები, მე მათში, ისინი ჩემში მე შენში. რა ხდება აქ, რაზე და რამდენზე ერთშია აქ საუბარი? სამება კი არა 3+12 მოწაფე= 15-ობა გამდის მასე პირდაპირი გაგებით თუ გინდათ იესოს სიტყვების გაგება. მამა ძეშია და ძე კი მამაში და მოწაფეებში. ნათელია რომ აქ პირდაპირ არ უნდა აღიქვათ იესოს ეს სიტყვები. აი მაქამდე მიჰყავს ადამიანი, წერილს გადასულ, ადამიანური ფილოსოფიებით და "ლოგიკით" მსჯელობას, ანუ იმ "ლოგიკით" რომელსაც ეკლესიური სწავლებებისა და მოსაზრებების მხარდასაჭერად იყენებთ. ამრიგად, ნათელია რომ, თუ მაგნაირი მიდგომით ვიმსჯელებთ და "მე შენში და შენ ჩემში" თუ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით გავიგებთ მაშინ იესოს სიტყვები "მე მათში"ც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ! თუ არა, მაშინ არც ის ისტყვები უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით რომელსაც საკუთარი მოსაზრებების მხარდასაჭერად და გასამართლებლად იშველიებთ. ისე არ არის, რაც გსურთ პირდაპირი გაგებით აღიქვათ და რაც ეწინააღმდეგება თქვენს მოსაზრებებს კი თვალი დაგვახუჭინოთ და სხვანაირი ინტერპრეტირება გაუკეთოთ რომელიც მოერგებოდა საკუთარ მოსაზრებებს.

აფხაზი, შენ ამბობ რომ ღვთაებრივი ბუნება ღმერთობას ნიშნავსო. როგორც ჩანს ჩემი პოსტი ყურადღებით არ წაგიკითხავს რადგან საკმაოდ გარკვევით და არაორაზროვნად მიწერია:

ციტატა
"ისევე როგორც, 'ადამიანობა' და 'ადამიანური ბუნება' ყველას აქვს, მაგრამ ამის გამო ყველას არ ვაიგივებთ ერთმანეთთან და არ ვთვლით, რომ ყველა ერთი ასაკისაა!"


ის რომ იესოს ღვთაებრივი ბუნება ჰქონდა, არ ხდის მამის თანასწორს, დაუსაბამოს, და იმ შენეცნების მქონეს რაც მამას გააჩნდა (გაიხსენე გამოცხადების 1:1-თი: "გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა".)

ისევე როგორც მეც და შენც ორივე ადამიანური ბუნების ვართ, ანუ ადამიანური ბუნების დამახასიათებელი თვისებები გვაქვს, მაგრამ, არ ვართ პირდაპირი გაგებით ერთი, ანუ ერთი არსისა ან ერთ არსშიმყოფი (ერთ არსებაში მყოფი) და ერთი პიროვნება, არ ვართ ერთი ასაკის, არ ვართ ერთი და იგივე უნარის მქონდე, არ ვართ თანასწორი შემეცნებასა თუ ძალაში. ასეა იესოს- ადამიანად მოვლინებამდელი, "სიტყვის" - ღვთაებრიობაც. ის არ არის მამის თანასწორი, ცოდნაში, ასაკში, ძალაში და შემეცნებაში. ეს ასეა წმინდა წერილის თანახმად რაც წინა პოსტებში დავასაბუთე.

ამბობ, რომ:

ციტატა
"მამობა, რადგან ამბობთ რომ ასევე თვისებაა, ეს გულისხმობს აუცილებლად არსებიდან ძის შობას, რადგან მაშინ მამობა თვისება აღარ იქნებოდა, არამედ ზოგადად ეწოდებოდა მას მამა, მაგრამ აშკარად ტქვით რომ მამობა თვისებაა."


საქმე იმაშია რომ პირად საუბრებში, საკმაოდ დიდი ხანი გეკითხებოდი რომ დამედგინა რას გულისხმობდი ამ "თვისებობაში". ღმერთი თავისი არსებით განსხვავდება აფხაზ ადამიანის არსებისაგან. ის რასაც ჩვენ ვეძახით მამობას (ადამიანური გაგებით) ღმერთთან მიმართებაში ზუსტად იგივე გაგებით , ანდა "ლოგიკით" და ადამიანური გაგებით გააზრებული შობადობის და თვისობრიობის წარმოდგენით ვერ ვიმსჯელებთ. პირველ რიგში მინდა მართებულად შეგისწორო შენს პოსტში კიდევ ერთი, მნისვნელოვანი, წერილს გადასული მსჯელობების არამართებული მოსაზრებები. შენ ამბობ:

ციტატა
"სამყაროს ვერანაირად ვერ შექმნიდა არსებიდან, იმიტომ რომ მატერიას არაფერია ქვს საერთო ღვტაებრივ არსებასთან. შემოქმედება არის ბუნების თვისება, მაგრამ ქნის ნებით, არარსებობიდან არსებობაში შემოყავს მატერია, არაფრისგან ქმნის სამყაროს. შეუძლებელია შეექმნა არსებიდან, რადგან არსების ნაწილის მქონეობა ტავისთავად ნიშნავს ამ არსის მატარებელს, დასაბამისმიერი ქმნილება კი ვერ იქნებოდა დაუსაბამო არსის მატარებელი."


ეს არის ის რასაც ფილოსოფია და ადამიანების ინტერპრეტაციები, საუკუნეების მანძილზე, წრეზე დადიან და ბუნდოვნებით მოცულ მოსაზრებებს, დოგმატების სახით გვთავაზობენ რომელითაც, ბოლოს იქამდე მიდიან რომ ამბობენ, 'ვერ ვიგებთ და ვერ გავიგებთ, ვერ ვერასოდეს გავიგებთო', წმინდა საიდუმლოაო. ეგ არის ზუსტად ბოლო, ადამიანური ფილოსოფიური გონებით ღვთის არსის გაბუნდოვნება, მისტერიულობა, და საბოლოოდ ჩაუწვდომელ საიდუმლოებად გამოცხადება, რაც მართლა გულდასაწყვეტია.
შენ კომენტარს (აქ ,ზემოთ რომ დავაციტირე) ისევ დავუბრუნდები. ასეთ არაბიბლიურ წარმოდგენას სადაც ამბობ: "სამყაროს ვერანაირად ვერ შექმნიდა არსებიდან, იმიტომ რომ მატერიას არაფერია ქვს საერთო ღვტაებრივ არსებასთან" , მინდა გითხრა შემდეგი. ძვირფასო აფხაზ, არსად არ ამბობს ბიბლია (და რათქმაუნდა არც მე ) რომ სამყარო შეიქმნა მატერიიდან ან უკვე შექმნილი არსებიდან. უკვე შექმნილ არსებასთან, თავის ძესთან ერთად (და არა უკვე შექმნილი არსებიდან) შექქმნა ღმერთმა ყოველი და არა ის რომ მამამ ძეში შექმნა სამყარო ამ სიტყვის ისე გაგებით როგორც შენ გაგიგია შენი პოსტიდან გამომდინარე. ეს არც იმას ნიშნავს რომ ძე მატერიალურია. აქ კიდევ ერთხელ გადაიჭერი აფხაზი უფრო იქეთ, ალბათ უკიდურესობის უკიდურესი აზრები შეიძლება დავარქვა, რაც "წმინდა წერილს გადასვლისას" აუცილებლად ასე ჩნდება ხოლმე.

ბიბლიის ცნობის თანახმად კი, ღმერთმა თავისი ძე შექმნა, და როცა შექმნა, მაშინ არაფერი არ არსებობდა. ძე, უშუალოდ მამის მიერაა შექმნილი (იგავნი 8:22). ის უხილავი მამის მსგავსი და ხატია, როგორც ამას ბიბლია ამბობს, კოლასელთა 1:15-ში. ამრიგად მამაა მისი მშობელი და შემქმნელი! და ამიტომაც ეწოდება ძეს მამის "პირმშო" და "მხოლოდშობილი ძე" და არა ის რომ [მამისაგან გამომავალი მეორე ჰიპოსტასია, რომელიც უსასრულო შობადობის ქვეშ მყოფი სამების მეორე პირიაო] როგორც ამას ეკლესიის სწავლებებში ხსნიან ხოლმე.
უხილავი იესოს მეშვეობით, რომელიც სხვა დანარჩენის შექმნისას მამის გვერდით იყო როგორც ოსტატი ("მაშინ მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი"- იგავნი 8:30); სწორედ ამ გაგებით ამბობს პავლე მოციქული რომ : "მასში (ძეში) შეიქმნა ყოველი"ო (კოლასელთა 1:16, ციტატა საპატრიარქოს თარგმანიდანაა).
ძე სულიერი არსება იყო და არა მატერიალური (ხორციელი) არსება. მაშინ როცა ღმერთმა შემქმნაო (იგავნი 8:22, იხილე ევსების ნაშრომი სადაც სიტყვა "შექმნას" იყენებს ის და არა "შობას"); "სიტყვა" ანუ ღვთის ძე, ამბობს რომ არ იყო სამყაროს მტვერიც კიო, არც დედამიწა და არც მთებიო; როცა ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავიო, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა; როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატიო! (ეს არის სწორედ ის დასაწყისი რომელზეც იოანეე 1:1,2-შია საუბარი.)
თუ გადახედავდი იგავნის 8:22-31-ტს თავად ნახავდი რომ ეს ასეა. ღმერთის, დიდებული შემოქმედის მითითებით, ძე თავის შემქმნელ მამასთან ერთად ქმნიდა ყოველივეს. აი მაგალითად, როცა მამა, სამყაროს შემოქმედი უზენაესი ღმერთი, თავის საყვარელი ძეს, რომელთანაც მანამ ერთად შექმნიდნენ ხილულს და უხილავს, ერთმანეთში არსებული ახლო ურთიერთობიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, ღმერთი ეუბნება დაბადების 1:26-ში ჩაწერილ სიტყვებს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად". . ისინი ერთად ქმნიდნენ ყველაფერს რაც კი შექმნილა იესოს შექმნის შემდეგ. იესო კი უშუალოდ მამა შექმნა და მამის ერთადერთ ძეს, პირმშო ძეს და მხოლოდშობილ ძეს წარმოადგენს. აშკარაა, რომ ბიბლიის ერთობლივი ცნობები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან. აფხაზი, ეს არის ის, რასაც წმინდა წერილი ამბობს და ცხადია რომ განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანური გონება, ფილოსოფიები, სოფიზმი და ამა თუ იმ რელიგიის მიერ დადგენილი საეკლესიო დოგმები და სწავლებები გვთავაზობს.

მოციქულ პავლეს, კარგად ესმოდა თუ სადამდე შეიძლებოდა წმინდა წერილს გადასულ, ფილოსოფიურ სწავლებებს მიეყვანა ადამიანები როცა იძლეოდა ღვთივსულიერ გაფრთხილებას: "ზღვარს არ გადასცდეთ"-ო, ან როგორც სხვა თარგმანები ამბობენ: "გიჩვენეთ თქვენივე სასარგებლოდ, რათა ისწავლოთ ჩვენგან ეს წესი: არ გადახვიდეთ დაწერილს"; "ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც". (და არა სამპიროვანი ღვთაებაო, მამა,ძე,სულიწმინდა, ერთ არსებაში გასამპიროვნებული სამი არსება; ამას ისე არ ვწერ რომ ვინმემ ცუდად ან შეურაცხმყოფლად აღიქვათ, ისე დავწერე როგორც თქვენი და საეკლესიო ეგზეგეზებშია ახსნილი).

გულწრფელად გითხრა, მიკვირს რომ იოანეს 17:3-ში ჩაწერილ სიტყვებს სადაც მამას "ერთადერთი" შეჭმარიტი ღმერთი ეწოდება არ უდებთ გულს და მას ისე აუარეთ გვერდი თითქოს არ წერებულიყოს ბიბლიაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წმინდა წერილის უბრალო და უძვირფასეს სწავლებას ყურად უნდა იღებდეს ის ადამიანი ვისაც სურს სწამდეს, ის რაც ღვთივსულიერია, ღვთის სიტყვებზეა დაშენებული და არა კაცთდადგენილ დოგმატებზე.

სამწუხაროდ, (მართლა სამწუხაროდ) საკითხებისადმი შენი დამოკიდებულება მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ, ყველაფერს ცდილობ, ბიბლიური სწავლების ნაცვლად , ეკლესიური სწავლება გაამართლო რადაც არ უნდა დაგიჯდეს! ეს კი, საკითხების განხილვისას, შენი მხრიდან მხოლოდ არაობიექტურ ხედვასა და მიკერძოებულ მსჯელობა-დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

პატივისცემით
მოყვასი


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 31 2009, 08:06 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



ახლა დრო არ მაქვს, ხოლო ზედაპირული პოსტები არ მიყვარს.. შემოგიერთდებით მერე აუცილებლად და ერთად ვიმსჯელოთ!


smile.gifsmile.gifsmile.gif


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 31 2009, 08:35 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მოყვასი



მიუხედავად იმისა რომ ძალიან შევარბილე ნაწერი და არცერთი გადაკრული, ცინიკური და ამპარტავნებით აღსავსე სიტყვა არ მიტქვამს ჩემს წერილში, ბოდიში და ამ შენი პასუხით თავზე დამახურე ყველაფერი.

ეს არის ბოღმა და უკიდურესი ამპარტავნების გამოვლინება, ლოგიკურ მსჯელობასთან რომ ვერაფერი გააწყვე (სხვა გზა არ მქონდა ლოგიკურ მსჯელობისათვის რომ არ მიმემართა, რადგან ნებსიმეირ ადგილი საღვთო წერილიდან იმდენად უგულებელყოფილია პირადად შენი მხრიდან რომ ეს არ ვიცი რაზე მეტყველებს. ) ასეთი პასხუი მომწერე. სხავ რა დამრჩენია არ გიპასუხებ იმავე ცინიზმით, მაგრამ სეთი ნაწერით, როცა მართლა არ გქონდა არავითარი საბაბი, ურთიერთობის აწყობას ტყუილად ესწრაფი.

ციტატა
საკითხებისადმი შენი დამოკიდებულება მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ, ყველაფერს ცილობ, ბიბლიური სწავლების მაგივრად, ეკლესიური სწავლება გაამართლო რადაც არ უნდა დაგიჯდეს! ეს კი, საკითხების განხილვისას, არაობიექტურ ხედვასა და მიკერძოებულ მსჯელობა-დამოკიდებულებას ნიშნავს მხოლოდ.


ჩემო კარგო, ნეტავ იცოდე როგორ მეღიმება ამ სიტყვებზე. ვინ ცდილობს ამას, ნეიტრალური ადამიანები შეაფასებენ, აქდან გამომდინარე ეს შენეული შეფასება იმდენად არაავტორიტეტულია (ან საერთოდ რატომ ვამახვილებ ყურადღებას ავტორიტეტზე), რომ მხოლოდ ღიმილით ვპასუხობ.

smile.gif

მართლა მაინტერესებს რა საჭირო იყო ასეთი ბოღმა ჩემს მისამართით, როცა ბოლომდე ვინარჩუნებდი კეთილგანწყობას. მართლა არ ვიცი რამ გაგაღიზიანა, ალბატ იმან რომ ეს მსჯელობები ისევე უცხოა შენთვის, როგორც ზოგადად წმინდა წერილი, რადგან მას შინაგანად კი არა ზედაპირულად განიცდი (თუ განიცდი საერთოდ)


ციტატა
კარგი, გავიხსენოთ იესოს სიტყვები, მე მათში, ისინი ჩემში მე შენში. რა ხდება აქ, რაზე და რამდენზე ერთშია აქ საუბარი? სამება კი არა 3+12 მოწაფე= 15-ობა გამდის მასე პირდაპირი გაგებით თუ გინდათ იესოს სიტყვების გაგება

ამისთვის გაფრთხილება (კიდევ ერთხელ უკიდურეს კაცთმოყვარებას ვიჩენ) და მსგავსი რამე იცოდე რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. მეგონა ნორმალური საუბარი გამოვიდოდა, მაგრამ ისეთი შედევრი გამოაცხე, რომ დასაწყისშივე მომიკლა ამის სურვილი. ნუ გგონია რომ რადგან აქ საუბრის საშუელბას გაძლევენ და აძლევენ სხვებსაც, ნებისმიერ მსგავს გამოხდომას მოითმენენ თქვენგან.

მართლმადიდებლობამ დიდი ხნის წინ გასცა ამომწურავი პასუხი იმას რაც ტქვენ გაწუხებთ. გგონიათ რომ რამე ახალს ამბობთ, არიოზი, ან სხვა გაუკუღმართების მასწავლებელნი გასნხვავებულს ამბობდნენ გგონიათ, მაგრამ როგორც დაასრულეს მოღვაწეობა იცით კარგად ალბათ. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ყველაფერს, მაგრამ ის ტქვენთვის ვიცი გაგებარი დარჩება, იმიტომ რომ კიდვ ერთხელ ვამბობ, ბიბლიას საკამათოდ სწავლობთ მხოლოდ და არანაირადმისი არსის გაგებისათვის.

ასე რომ აწი ნუღარ გექნებათ იმის იმედი რომ ასე თავისუფლად დაწერთ აქ ყველაფერს. და ეს სიტყვები როგორც გინდათ ისე გაიგეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 31 2009, 09:10 PM
პოსტი #15


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მოყვასი

ეხლა რაც შენ დაწერე ყოველმხრივ არის აზრს მოკლებული და დაბნეულობისგან შეპასუხების მიზნით არის მოწერილი. შევეცდები ეს ყველაფერი მოკლედ მიმოვიხილო.

ციტატა
გთხოვ გადაკეთებული ბიბლიური ტექსტების მოყვანით ნუ შეეცდები შენს საკუთარ რელიგიური მოსაზრებებში დგვაჯერო. აგრეთვე, კარგი იქნებოდა თუ თვითნებურად არ შეცვლი ბიბლიურ სიტყვებს და ნურც სხვების მიერ გადაკეთებულ ტექსტებს დაგვიკოპირებ რადგან, ბერძნულ ენაზე დაწერილი სახარების დედნისეული ტექსტები ფარდას ხდის შელამაზებულ ტექსტებს.

დროის სიმცირის გამო, შენს მიერ ინტერპრეტირებულ და გადაკეტებულ ბიბლიურ მუხლებს, თანდათანობით გავაშუქებ ყველა მკითხველის თვალწინ რადგან, სიცრუით და უამრავი უზუსტობებითაა სავსე.
იმედია მოთმინებას გამოიჩენ და დამაცდი ბოლომდე ჩავუყვე შენს მიერ "წარმოდგენილ" მოსაზრებებს.


გაშუქებით ვერაფერს ვერ გააშუქებ, რადგან საამისო ცოდნა არ გაგაჩნია. მეორეც ის ციტატები რაც მე მომყავს არის სრული ჭეშმარიტება მხოლოდ შენთვის და შენნაირებისთვის (იეღოველები და მორმონები) არის მიუღებელი. ასე რომ მოეშვი ამ ზღაპრებს და პირდაპირ საკითხზე ისაუბრე. მე მოკლედ დაგისაბუთე ყველაფერი შენ კიდევ ტექსტზე ძალადობით, რაღაც სისულელეების დამტკიცებაც ცდილობ. ამხელა პოსტები იმის მანიშნებელია, რომ პირდაპირი პასუხი არ გაგაჩნია და მიუხვეულ მოხვეული გზებით ცდილობ, რაღაცის დამტკიცებას. ხომ გაგიგია გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, შესაბამისად შეეცადე პირდაპირი პასუხები მომცე. მონოლოგების ატვირთვაში დამიჯერე ვერ მაჯობებ. შენ სტილში რომ დავიწყო მსჯელობა ერთი წელი არ გეყოფა რამის დასამტკიცებლად. მოკლედ დაწერე პირდაპირი პასუხები.

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი არის პრიმიტივიზმის სრლი განსახიერება, ამიტომ მსგავსი პრიმიტიული თარგმების გამოყენება შორს ვერ წაგვიყვანს. თუ შეამჩნევდი მე ბაჩანა ბრეგვაძის ნათარგმნიდან არ მომყავს ციტატები.

ციტატა
შენს მიერ "წარმოდგენილ" იოანეს 5:17-ში, იესოს არსად არ დაუსახელებია თავისი თავი შემოქმედად.
ამ მუხლში იესო ამბობს: "ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის (ბერძნულად: "ἐργάζεται", ერგაზეტაი) და მეც ვიღვწი(ბერძნულად: "ἐργάζομαι", ერგაზომაი). ამ მუხლში ის არაა ნათქვამი რაშიც შენ ცდილობ რომ დაგვაჯერო, ანუ საკუთარ მოსაზრებებს მოარგო წმინდა წერილი! აქ არ ამბობს იესო რომ მე შემოქმედი ვარო. ნუ გვატყეობ გთხოვ. იესო ამბობს რომ ის შრომობს და იღწვის. ბაჩანა ბრექვაძის თარგმანში, კარგად არის ნათარგმნი ბერძნული სიტყვა "ἐργάζεται" "ვიღწვიდ" ნათარგმნი რაც სინამდვილეში იოანეს 5:17-ში წერია. სხვათა შორის არც გიორგი მთაწმიდელის თარგმანში წერია რომ თითქოსდა იესომ თავისი თავი "შემოქმედად" დაგვისახელა. მთაწმინდელის თარგმანში წერია: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ იქაც ანალოგიურად წერია, "ვიქმ", ანუ "ვშრომობ", "ვიღვწვი", რაც შემოქმედად სულაც არ წარმოგვიდგენს იესოს. ბიბლიის ცნობის თანახმად, ღმერთმი 6 "დღე" ქმნიდა და შემდეგ კი დაისვენა. "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ".(დაბადება თავი 2:2-4)
იესოს სიტყვები: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს" (ბრეგვაძის თარგმანის მიხედვით: "მამაჩემი აქამდე იღვწის") და დაბადების მეორე თავში ჩაწერილი ცნობების გათვალისწმინებით ნათელია, რომ ღმერთმა შემოქმედება დაასრულა, რომელიც 6 "დღე" გრძელდებოდა. ამრიგად იესო არ საუბრობდა იოანეს 5:17-ში შემოქმედებაზე, და ამგვარად არც თავისი თავი დაუსახელებია შემოქმედად. ის თავისი გამომგზავნელის მიერ დაკისრებული საქმეების კეთებაზე მიუთითებდა რადგან იესომ თავად თქვა: "სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ"(იოანეს 9:4)!

"ბერძნული სიტყვა "κτίσας" რომელიც მათეს 19:4-ში გვხვდება, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში სრულიად ზისტად, "შემოქმედად" არის თარგმნილი: " ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა (ბერძნულად: "κτίσας", კტიზას)დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?" ფაქტია, რომ იოანეს 5:17-ში იესოს თავისი თავი შემოქმედად არ დაუსახელებია. აშკარაა რომ იუზერი death ამ მუხლში არაბიბლიურ მოსაზრებებს დებს და ამავდროს, ასეთ მოსაზრებებში, სხვების დარწმუნებასაც კი ცდილობს.

ახლა კი იმაზე თუ რა არის ნაგულისხმევი იოანეს 5:18-ში. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო შენს დამოკიდებულებაზე death. შენ ამბობ რომ იუდეველებისთვის ასე იყოო და იესოს სიტყვები ასე გაიგესო და ამიტომ დაუწყეს მას დევნა მოსაკლავადო. რადგან იუდეველებმა ისე გაიგეს ჩვენც ისე უნდა გავიგოთ? დარწმუნებული ხარ რომ იუდეველებს ყველაფერი ისე ესმოდათროგორც იესო ასწავლიდა და რასაც იესო გულისხმობდა? ძვირფასო death, ალბათ დამეთანხმები რომ იუდეველებმა ბევრი რამ საერთოდ ვერ გაიგეს და ზოგი რამ არასწორადაც კი გაიგეს რასაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა. ისინი, ძალიან ხშირად ვერ სწვდებოდნენ იესოს სიტყვებს და არც მაინც და მაინც დიდი სურვილი ჰქონდათ გულით მოესმინათ რომ მისი სწავლებები გაეგოთ, ჩასწვდომოდნენ, გაეანალიზებინათ და გულში ჩაენერგათ. ასე რომ გაეკეთებინათ და იესოს სიტყვები ისე გაეგოთ როგორც იესო ამბობდა, ისინი მის მოკვლას არ გადაწყვეტდნენ. ამრიგად, ის თუ რა როგორ გაიგეს იუდეველმა არგუმენტად საერთოდ არ გამოდგება.

მოკლედ, ვნახოთ რა წერია იოანეს 5:18-ში: "ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა".
შენ ამბობ რომ ვინაიდან იესო ღმერთს მამას უწოდებდაო, ურწმუნო იუდეველებს მიაჩნდათ, რომ მას თავს უტოლებდა იესოო და ამიტომ, მოკვლა უნდოდათ მისიო. მაგრამ იესოს არასდროს გაუტოლებია თავი ღვთისთვის. მან პირდაპირ უთხრა იუდეველებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს" (იოან. 5:19, ციტატა საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდანაა; იხილეთ აგრეთვე იოანეს 14:28; 10:36). ეს ურწმუნო იუდეველები იმასაც ამბობდნენ, რომ იესო შაბათთან დაკავშირებულ კანონს არღვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ ისინი . იესო სრულყოფილად იცავდა კანონს და ამბობდა: "შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია" (მათ. 12:10—12). ამრიგად იესო არც შაბათს არღვევდა და არც ღმერთს უტოლებდა თავს!



ეს ადგილი ადასტურებს იმას, რომ ქრისტე არის შემოქმები. არამარტო მამა ღმერთი ქმნიდა სამყაროს, ადამიანებს არამედ მასთანე რთად ქრისტეც. შექმნა კარგად რომ გქონდეს წაკითხული ნახავდი, რომ მრავლობითშია ლაპარაკი. იქ წერია: შექვქმნათ და არა შევქმნა ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად. აქედან სრულიად ნათელია, რომ ქმნის სამების სამი პირი. აქ პირდაპირ წერია, რომ მან შექმნა (როგორც ღმერთმა ერთიანად) ადამი და ევა.

იესოს სიტყვები შექმანზე სწორედაც ესე გაიგეს ებრაელებმა. როგორც ღმერთი ქმნის "ერ-გად'-ზომ-აჰეე" ისევე ქმნის ქრისტე. რადგან როგორც ბიბლიიდან ვხედავთ ის არის ღმერთი და არის დაუსაბამო. შესაბამისად იუდოველებისთვის ცნობილი იყო თუ რასთან აიგივებდა იგი თავის თავს და შესაბამისად მაგის გამო თვილიდნენ რომ ის ღმერთს უტოლებდა თავის თავს.

დანარჩენ უადგილო კომენტარებს დროის სიმცირის გამო არ გამოვეხმაური.

ციტატა
კარგი აფხაზი, დავიწყოთ იოანეს 1:1-იდან:

"დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი".

კონტექსტი გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ "სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი". გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ "სიტყვა იყო ღმერთთან". როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?! იოანეს 17:3-ში იესო მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება "ღმერთი" (ებრ. 1:3). თუ სიტყვა ერთადერთსაც სოფიტურად მიუდგებით და იტყვით რომ ერთადერთი არ ნიშნავს ერთადერთს და ერთადერთის გარდა სხვასაც მოიცავსო, მაშინ გამოდის რომ სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობასაც ამახინჯებთ.


თუ როგორ შეიძლება ვიმნესთან იყო და ამავდროულად იყო ეს პიროვნება არასწორი ტერმინია. სამების გაგებაში რომ არ ხარ იმიტომ ვერ იგებ. მანდ წერია, რომ სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ანუ სიტყვა იყო სხვა მაგრამ ის იყო ღმერთთან, რადგან იყო ღმერთი. თუ როგორ არის ღმერთი ერთი და ამავდროულად სამი ამაზე ლაპარაკობს სამების დოგმატი. ამაზე გარკვევით დავწერე ერთერთ ფორუმზე. ამის ახსნას შემდეგ შემოგთავაზებ როდესაც ამ საკითხში გავრეკვევით თუმცა დარწმუნებული ვარ შენ გონებაში მაინც არაფერი შევა.

ციტატა
ბერძნულ ტექსტში ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთთან" "ღმერთის" წინ განსაზღვრული არტიკლია („ო თეოს“), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთი" "ღმერთის" („თეოს“) წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი და "ღმერთი" ზმნის წინაა. ასეთი წყობის წინადადებებში არსებითი სახელი (ანუ "ღმერთი" უარტიკლოდ) თვისების ან თავისებურების მაჩვენებელია. ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ იოანეს 1:1-ში ზმნის წინ მდგომი უარტიკლო "თეოს" ძირითადად "თვისებას უსვამს ხაზს". შემდეგ ავტორი დასძენს: «ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც "სიტყვას ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება"» („Journal of Biblical Literature“, „Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1“, 1973, გვ. 85, 87).


არარსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი და ნაკლებისშემძლე, რადგან ღმერთი ერთია. თეოს კი არის ღმერთი, არტიკლიანადაც და უარტიკლოდაც. ბიბლიაში თეოსი ყველგან ღმერთია, ასე რომ ამ ზღაპრების მოყოლას მოეშვი. არტიკლს რაც შეხება მაგაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია.

ციტატა
ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «ინ. 1:1 სიტყვასიტყვით უნდა ითარგმნოს ასე: "სიტყვა იყო ღმერთთან [მამასთან], და სიტყვა იყო ღვთაებრივი"» (კავები ავტორის ჩამატებულია) („Dictionary of the Bible“, 1965, გვ. 317). ეს ფრაზა მსგავსად არის ნათარგმნი სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ზოგ თარგმანშიც.


აბოსლიტურად ყველა ბიბლიური რედაქცია ამ ადგილს ისე თარგმნის, biggrin.gif გინდა ჩამოგიმწკრივო ხსენებული რედაქციების სია? ამიტომ მოდი ბევრს ნუღარ დამაწერინებ, ბიბლიის მკვლევარებს მაინც ეცი პატივი.

ციტატა
სხვა პოსტებში უკვე დავწერე რომ საჭირო იყო მხედველობაში ყოფილიყო მიღებული თუ რას ნიშნავს თვითონ სიტყვა "ღმერთი". გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს რომ, ბიბლიაში მამის გარდა მხოლოდ იესო ქრისტეს არ ეწოდება "ღმერთი". მაგალითად, ფსალმუნის 81:1—6-ში ისრაელის მოსამართლეებს ეწოდებათ ღმერთები (ებრაულად „ელოჰიმ“; ბერძნულად „თეოი“ იოანეს 10:34-ში იესო ციტირებს ფსალმუნის ამ სიტყვებს), რადგან ისინი ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ და სამართალი მისი კანონებით უნდა გაეჩინათ. ის რომ მოსამართლეებსაც უწოდებს წმინდა წერილი ღმერთებს არ უნდა იყოს ისე გაგებული როგორც იოანეს 1;1-ში სიტყვაზე ნათქვამ ღმერთს იგებთ.


წაიკითხე ებრაელთა პირველი ორი თავი, სადაც გარვკვევით წერია ხსენებული საკითხი. ქრისტე იყო ღმერთი, რაც ბიბლიიდანაც ჩანს. მოციქულები გარკვევით უწოდებენ ქრისტეს ღმერთს ხოლო ქრისტეს მართლები რომ ღმერთები არ არიან ეს პავლე მოციქულის პასუხიდანაც ჩანს, როდესაც მისი განღმერთება მოინდომეს. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია მაგრამ ჯერ ესეც გეყოფათ.

ციტატა
რაც შეეხება სხვა იუზერის (death-ის ) მიერ მითითებულ იოანე 8:5-ში ჩაწერილ სიტყვებს მოგახსენებთ:

«უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ (ბერძნულად "ეგო ემი")» (აფხაზი, ფრაზას "მე ვარ" ზოგი მთარგმნელი ეპითეტად მიიჩნევს და აკავშირებს გამოსვლის 3:14-თან, სადაც მათი თარგმანის მიხედვით ღმერთი თავის თავს უწოდებს: "მე ვარ, რომელიც ვარ"). სინამდვილეში კი იოანეს 8:58-ში წერია: "სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი" . ანალოგურად თარგმნის ადიშის ოთხთავიც: "წინა ვე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე" (და არა "ვარ მე" ან "მე ვარ"). იგავნის 8:22-ში "სიტყვა" თავის თავზე ამბობს რომ : უფალმა შემქმნა მე". აქაც, რაც ბუნებრივია შექმნა წერია და არა შობილობის უწყვეტიპროცესის ქვეშ მყოფობა. ევსები კესარიელიც სიტყვა "შექმნას" იყენებს დამამტკიცას ან შობის მაგივრად. ეს ის ევსები კესარიელია, რომელსაც "ეკლესიის ისტორიის მამას" უწოდებთ.

რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს? იესო პასუხობდა 57-ე მუხლში იუდეველების მიერ დასმულ კითხვას. ამ მუხლიდან ჩანს, რომ მათ იესოს ასაკი აინტერესებდათ და არა ვინაობა. ლოგიკურია და ნათელია, რომ პასუხის გაცემისას იესოს მხედველობაში ჰქონდა თავისი არსებობის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ეგო ემი" არსად არის დაკავშირებული წმინდა სულთან. ანუ სამების "მესამე" პირთან!

ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «ეს ზმნა [„ემი“] . . . ზოგ შემთხვევაში გულისხმობს არსებობას . . . როგორც ეს „ეგო ემი“-ს შემთხვევაშია (ინ. 8:58)» („A Grammar of the Greek New Testament in the Light of Historical Research“, 1934, გვ. 394).


ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს მაგრამ ამ დონის ტყული არ გამიგია. თავისი ხანგლიძლივობა მან სწორედაც ამით დაადასტურა, რომ ის იყო ღმერთი. შესაბამისად ყველა ნორმანულ თარგმანში ესეა ნათარგმნი. გინდა ჩამოგიწერო ბიბლიური გამოცემები, თუ როგორ თარგმნიან ამ ადგილს? biggrin.gif ყველა უძველესი ხელნაწერები ამ ადგილს მსგავსად თარგმნის. შესაბამისად ყველა ბიბლიური გამოცემაც (იაღოველების გამოცემას არ მიმაჩნია ბიბლიად) მიჰყვება მათ.

ციტატა
ხო, დავამატებ: "საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იოანეს სახარებაში მოციქული წერს იესოს სიტყვებს, რომ იესომ, თავის მამას უწოდა "ერთადერთი" ჭეშმარიტი ღმერთი.
იმედია სიტყვა "ერთადერთი"-ს მნიშვნელობა იცით და ამიტომ აღარ განვმარტავ სიტყვის მნიშვნელობას რადგან, ზოგიერთები საწყენად იღებენ ხოლმე და წერენ საბავშვო ბაღის ბავშვები ხომ არ ვართ მასე დეტალურად რომ გვიხსნიო.
ამგვარად ნათელია რომ მამაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი! თუ იესოს ამ სიტყვებსაც უარყოფთ მაშინ ჩემს სიტყვებს რაღას უზამთ?


ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ ღმერთი ერთია. a075.gif

ციტატა
«მასში [ქრისტეში] მკვიდრობს ღვთაების [ბერძნულად „თეოტეტოს“] მთელი სავსება სხეულებრივად» (მსგავსად თარგმნის ამ მუხლს ბიბლიური საზოგადოების გამოცემული ბიბლიაც, და "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"ც). საინტერესოა რომ სხვა თარგმანები ამ მუხლს უფრო ზუსტად თარმგნიან რომელშიც წერია: „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. უფრო მეტიც, ზოგ თარგმანში „ღვთაების“ ნაცვლად „ღვთის ბუნება“ წერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად არ ხსნის კოლოსელების 2:9-ს. რომელი თარგმანი შეესაბამება კოლოსელებისადმი მიწერილ მთელ წერილს? თავისთავად ჰქონდა ქრისტეს ისეთი რამ, რაც მას ყოვლისშემძლე ღმერთად და სამების ნაწილად აქცევდა? თუ ვიღაცის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული „სავსება“? კოლოსელების 1:19-ში ნათქვამია, რომ «კეთილინება მამამ [„სასურველი იყო მამისთვის“, "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"], რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო მთელი სავსება».



თეოტეს ნიშნავ ღმერთს. შესაბამისად მასში დამკვიდრებულია ღვთაებრიობის მთელი სისავსე. თუმცა აქ გინდ ღვთაებრივი იყოს გინდ ღვტაებრივი ბუნება. აქ გასაგებად წერია, რომ ღვთაება დამკვიდრებულია მასში სრულად. ეხლა როგორც არ უნდა შეატრიალო ეს ტექსტი და რაც არ უნდა თქვა აქ ყველაფერი გასაგებად არის ნათქვამი.

1.19 რაც შეეხება აქ დამკვიდრებაში ნაგულისხმებია, ქრისტეს განხორციელება. რასაც ადასტურებს კიდეც შემდეგი სტროფი: "რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლის მიერ მიწაზე თუ ცაში". ანუ მის განსხეულებაშიც იქნა დამკვიდრებული ღვთაების მთელი სისავსე, რაც დასტურდება კიდეც 2,9-ში. ხოლო 1,19 აღრმავებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ ქრისტეში იმის მიუხედავად, რომ მას ადამიანური სხეული ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება მასში მაინც მთელი სისავსით იყო დამკვიდრებული.

ციტატა
ახლა მოდით უფრო ახლო მივიდეთ ამ მუხლთან და კონტექსტიც მივიღოთ მხედველობაში. მე-8 მუხლში მოციქული პავლე მკითხველს სიფრთხილის გამოვლენას ურჩევს, რათა ვერავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა ფილოსოფიითა და ადამიანთა გადმოცემებით. (რაშიც როგორც ვხედავ ბევრი გაება!)
პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ქრისტეში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“ და მათ მოუწოდებს, „იარონ მასში [ქრისტეში]“ და იყვნენ „მისით დაფუძნებულნი და აშენებულნი, და განმტკიცებულნი რწმენის მიერ“ (მუხლები 3, 6, 7). ფასდაუდებელი „სავსება“ ქრისტეშია „დამკვიდრებული“ და არა ფილოსოფიური შეხედულებების ფუძემდებლებსა თუ მასწავლებლებში. უნდოდა პავლეს იმის თქმა, რომ ეს „სავსება“ ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად აქცევდა? არა, რადგან კოლოსელების 3:1-ში მან ქრისტეზე თქვა: „ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ“.

ლიდელისა და სკოტის ცნობილ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, „თეოტეს“ (რომლიდანაც ნაწარმოებია „თეოტეტოს“) ნიშნავს „ღვთაებრიობას, ღვთაებრივ ბუნებას“ (ოქსფორდი, 1968, გვ. 792). „ღვთაებრიობა“ და „ღვთაებრივი ბუნება“ იესოს, ღვთის ძეს, არ ხდის მამის თანასწორს ან დაუსაბამოს.


ეხლა ამის ცალკე არ გამოყოფო როგორ შეიძლება biggrin.gif მოკლედ როგორც გვინდა ისე ვთარგმნით და ვხსნით.

მერე რა რომ ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ? ფარდობითობის თეორია მაინც არ გაგიგია ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. თუ შემოტრიალდი რამოდენიმე გრადუსით მაშინ გამოვა, რომ მამა ღმერთი ზის ქრისტეს მარჯვნივ biggrin.gif. მარჯვნივ ჯდომა ეს იმის მანიშნებელია, რომ ქრისტე ღმერთი არაა? მოკლედ მსგავს არასერიოზულ ტექსტებზე კომენტარეს არ გავაკეთებ.

მოკლედ აქ იმდენი ეწერა დროის სიმცირის გამო ყველას ვერ შევეხე მაგრამ შევეხე ძირეულ სისულელეებს. შემდგომში იმედია მონოლოგებისგან თავს შეიკავებენ და მოკლედ და კონკრეტულად დაწერენ ისე როგორც მე ვწერ.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evangelizer
პოსტი Mar 31 2009, 10:28 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 194
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,657



არა მარტო ღვთის მარჯვნივ ზის იესო, არამარტო თავად მიუთითებდა მამის უპირატესობაზე, მოციქუებსაც არ ავიწყდებოდათ ეს მარტივი ჭეშმარიტება...

თუმცა ჯერ იესოს სიტყვებით დავიწყებ:

1."რადგან ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა"(იოანე6:38 )..

ქრისტე და მამა თუ ერთიდაიგივეა, მაშინ რატომ თქვა, რომ სხვის მიერ გაიგზავნა სხვისი ნების შესასრულებლად... "ადამიანური ბუნების თეორია" აქ არ გამოგადგებათ, რადგან იესოს ის თუ ახსოვდა რომ ზეციდან გამოზავნილი იყო, ისიც კარგად ახსოვდა, ვინ გამოგზავნა..

3. "მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო" (იოანე12:49)..

თუკი იესო იგივე მამაა, რაში დასჭირდებოდა მისგან ჩამოსვლამდე შემეცნების მიღება?


4. "ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“. მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა. და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის"(1კორ.15:27, 28 )...

თუკი იესო და მამა ღმერთი ერთიდაიგივე პიროვნებაა, რატომ უმორჩილებს ერთI მეორეს რამეს და რატომ ემორჩილებაიესო საბოლოოდ მამას???


ეს მუხლები კიდევ ზღვაში წვეთია.... და

4. პავლეს ამ ყოველვედან გამომდინარე ჰქონდა სწორი თვალსაზრისი, მან თქვა: "მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია." (1კორ.11:3)..

ისევე რგორც ქრისტეა კაცის თავი, ასევეა მისი თავი ღმერთი...!


--------------------

"წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ"..


1პეტრე3:15
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 31 2009, 11:15 PM
პოსტი #17


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



evangelizer

ციტატა
1."რადგან ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა"(იოანე6:38 )..

ქრისტე და მამა თუ ერთიდაიგივეა, მაშინ რატომ თქვა, რომ სხვის მიერ გაიგზავნა სხვისი ნების შესასრულებლად... "ადამიანური ბუნების თეორია" აქ არ გამოგადგებათ, რადგან იესოს ის თუ ახსოვდა რომ ზეციდან გამოზავნილი იყო, ისიც კარგად ახსოვდა, ვინ გამოგზავნა..

3. "მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო" (იოანე12:49)..

თუკი იესო იგივე მამაა, რაში დასჭირდებოდა მისგან ჩამოსვლამდე შემეცნების მიღება?

4. "ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“. მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა. და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის"(1კორ.15:27, 28 )...

თუკი იესო და მამა ღმერთი ერთიდაიგივე პიროვნებაა, რატომ უმორჩილებს ერთI მეორეს რამეს და რატომ ემორჩილებაიესო საბოლოოდ მამას???


ეს მუხლები კიდევ ზღვაში წვეთია.... და

4. პავლეს ამ ყოველვედან გამომდინარე ჰქონდა სწორი თვალსაზრისი, მან თქვა: "მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია." (1კორ.11:3)..

ისევე რგორც ქრისტეა კაცის თავი, ასევეა მისი თავი ღმერთი...!


ძე ღმერთი არსებობდა მუდმივად, რადგან იყო ღმერთი. ქრისტეს ჰქონდა ორი ბუნება ადამიანური და ღვთაებრივი. ვის ნებას ასრულებდა ქრისტე? მისი გამომგზავნელის. ვინ იყო მისი გამომგზავნელი? ღმერთი. ქრისტე თვითონ იყო თუ არა ღმერთი? იყო. პასუხიც ნათელია. ქრისტე ღმერთთან ერთად იყო ადამიანიც. ვინ ჭამდა საჭმელს? ვინ ტიროდა? ვინ გაეკრა ჯვარზე? ღმერთი თუ ადამიანი? ჯვარზე ეცვა ადამიანური ბუნება მაგრამ არა ღვთაებივი. თუ ის სრული ღმერთი იყო მაშინ რაში სწირდებოდა ჭამა-სმა, ფეხით სიარული და ა.შ ის მიჯნავს თავის თავს მამა ღმერთისგან, იგივე ღმერთისგან, რომელიც ერთია, რადგან ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს და ხალხს, როგორც ადამიანი. ტიროდა და ჭამდა მათთან ერთად. მაგრამ ამასთან ერთად თვითონაც ღმერთია, ამიტომ მას არ შეიძლება რამე არ სცოდნეობა, რადგან ღმერთმა ყველაფერი იცის.



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Apr 1 2009, 09:04 AM


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 1 2009, 09:51 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



სამების დოგმატი ძალიან არის გართულებული, მემგონი მონოთეიზმი ამით ბათილდება...

თუ 1 ღმერთია გასაგებია, მაგრამ თუ მამაც ღმერთია, ძეც და სულიწმინდაც, გამოდის 3 ღმერთია, თუ არა- მაშიან საბელიანიზმია და ეგაა, არ შეიძლება ვინმემ მარტივ ენაზე ახსნას ეს დოგმატი???

როცა ამას ვკითხულობ, ეგრევე 10 გვერდიანი იოანე დამასკელის ან სხვა ვინმეს აზრს მიკოპირებენ, რისი გაგებაც ცოტა მიჭირს, ადამიანურ ენაზე იქნებ ახსნას ვინემმ?


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 1 2009, 01:46 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



evangelizer
ციტატა
ქრისტე და მამა თუ ერთიდაიგივეა

ვინ თქვა რომ ერთიდაიგივეა?

ქრისტე არის სამების მეორე პირი, მამა კი - პირველი. როგორ არის ერთი?

ერთი არის როგორც ღმერთი - "მე და მამა ერთი ვართ", ამბობს სხვაგან





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Apr 1 2009, 03:22 PM
პოსტი #20


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(კანონისტი @ Apr 1 2009, 02:46 PM) *

evangelizer

ვინ თქვა რომ ერთიდაიგივეა?

ქრისტე არის სამების მეორე პირი, მამა კი - პირველი. როგორ არის ერთი?

ერთი არის როგორც ღმერთი - "მე და მამა ერთი ვართ", ამბობს სხვაგან


კანონისტი

იოანეს 10:30-ში სამპიროვან ღმერთზე, მამა-ძე-სულიწმინდაზე არ არის საუბარი.
თუ რას ნიშნავს მამის და ძის ერთობა, იოანე თავის სახარების 17:21, 22-ში ნათელს ფენს.
იესო თავის მიმდევრებთან დაკავშირებით ამბობს: "რათა ყველანი ერთი იყვნენ . . . რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი". "ერთი" სამივე შემთხვევაში ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან "ენ". ფაქტია, რომ იესოს მიმდევრები სამების ნაწილი არ ხდებიან. მათ მამასთან და ძესთან ერთი მიზანი აერთიანებთ. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს.
თუ მხედველობაში მივიღებთ ბიბლიის სხვა მუხლებსაც უფრო ნათლად დავინახავთ რომ ეს ასეა. აი მაგალითად:

გამოცხადების 1:1-ში, ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: "გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა"..

როგორ გესმის ეს სიტყვები: "რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა"?

ნუთუ უკვე არ უნდა ჰქონოდა ის გამოცხადება იესო ქრისტეს რომელიც უნდა ეჩვენებინა იოანესთვის?
რატომ უნდა მიეცა ღმერთს ის? ესე იგი იყო რაღაც რაც იესოს არ გააჩნდა. ანუ, მან არ იცოდა რაღაც. გამოთქმა მისცა, ნიშნავს იმას რომ მანამ მისცემდა მას ის არ გააჩნდა.

ციტატა
გამოცხადების წიგნიდან (1:1), მათეს (24:36) და მარკოზის (13:32) სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სრული შემეცნება. როდესაც იესო ამ ქვეყნიერების (სიტყვასიტყვით წყობის, სისტემის) აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ‘‘ (მარკოზი 13:32). იესო რომ ღვთაების ნაწილი, ღვთის თანასწორი ძე ყოფილიყო, მას უნდა სცოდნოდა ის, რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა, რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი.

ნათელია რომ, იესოს ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის განსხვავება მაშინაც კი არსებობდა, როცა იესო ზეცაში ღმერთთან საცხოვრებლად იქნა აღდგენილი. ყურადღება მიაქციე ბიბლიის ბოლო წიგნის პირველ სიტყვებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა“ (გამოცხადება 1:1). თვითონ იესო ღვთაების შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო, განა დასჭირდებოდა გამოცხადების მიღება ღვთაების სხვა შემადგენელი ნაწილისგან — ღვთისგან? უეჭველად, მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ, რადგან ღმერთმა იცოდა. მაგრამ იესო არ ფლობდა ასეთ ცოდნას, იმიტომ რომ ის ღმერთი არ იყო.



--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th February 2018 - 01:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი