IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :)
ნონა
პოსტი Feb 26 2010, 09:23 PM
პოსტი #41


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(S a l l y @ Feb 26 2010, 06:25 PM) *

მაგრამ როცა ვკითხულობ ტყუპების დახასიათებას 80 % მეტი თუ არა -ემხვევა..ვინც ახლოს მიცნობს ზუსტად ეგრე დამახასიათებდა ალბათ..გაგეცინებათ და რომელ ზოდიაქოს ვუგებ ყველაზე მეტად ისიც ზედმიწევნით ემთხვევა biggrin.gif
ყველაფერი უბრალო დამთხვევა ხო არ იქნება?!

სალი სანამ მოვინათლებოდი ძალიან სერიოზულად ვიყავი ასტროლოგიით გატაცებული.
ადამიანს რომ გავიცნობდი ლამის სახელზე ადრე მისი ზოდიაქო მაინტერესებდა და ამ კითხვას პირველივე შესაძლებლობისთანავე ვუსვამდი და ამის მიხედვით ვაგებდი ურთიერთობებს sad.gif

მერე მოვინათლე და ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად თუმცა უყოყმანოდ დავმორჩილდი აკრძალვას

დღეს ეს ინფორმაცია საერთოდ აღარ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ ყველაზე უცნაური ისააა რომ ზოდიაქოსგან დამოუკიდებლად და ძალიან ხშირად განსხვავებულადაც ეწყობა ურთიერთობები პოზიტიურ-ნეგატიურად.

არადა მაშინ ლამის უშეცდომოდ მართლდებოდა ასტროლოგიური შესატყვისობის პროოგნოზი sad.gif
ჩემი დახასიათება კი რომ წაგეკითხა სადმე ასტროლოგიურ ხარახურაში ლამის გაცნობაც აღარ იყო საჭირო ისე დამახასიათებდი yes.gif

დღეს აღარც ამ ინფორმაციას ვღებულობ და აღარც ”ზოდიაქოური” გართულებები ჩნდებიან.

პ.ს. მე ვთვლი რომ მორჩილება ერთერთი ყველაზე მთავარი სათნოებაა.
ყველაფრის შეცნობას ვერც გამოცდილებით და ვერც აზროვნებაში მიღწეული განვითარებებით ვერ შეძლებ.
ამ ფონზე ძალიან ბევრს ნიშნავს ექსპერიმენტები საკუთარ თავზე საკუთარი სულიერების ფასად აღარ ჩაატარო და უბრალოდ დაემორჩილო ეკლესიურ ტაბუს!

სცადე გულწრფლი მორჩილება და ნახავ შედეგს რა მალე მოიმკი yes.gif

იმედია ასეთი ტონი შენთვის გამაღიზიანებელი არ იქნება sad.gif
თუ არადა მომიტევე 001.gif

მოკრძალებით


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 26 2010, 09:40 PM
პოსტი #42


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ნონა

არა, რა გამაღიზიანებელი, აზრი რომ არ მაინტერესებდეს სხვების აქ არც დავწერდი smile.gif

ძალიან მიხარია რომ შენი გამოცდილება გამიზიარე, მაგრამ მე ასტროლოგიაზე მიჯაჭვულობას არ განვიცდი, პირიქით ვაცნობიერებ რა მის სიმცდარეს ძალიან ბევრ ასპექტში არც მაქვს სურვილი გავეცნო მის პროგნოზებს..
ხოლო ის რომ რაღაც გავლენა მაინც აქვს ციურ სხეულებს ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში აქედანაც ჩანს:
ციტატა
წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "... რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერატმენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანებშიო.


"ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბება" მშვენივრად უწერია, ეს არც მუდმივი და უცვლელი თვისებებია და არც თანდაყოლილი ჩვევები..უბრალოდ არსებობს ზედმეტ-ნაკლები მიდრეკილებები და ეგაა smile.gif

თუ ვცდები მითხარით, იმედია კაიროსიც შმოიხედავს, მაინტერესებს მისი მოსაზრება..


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 26 2010, 09:51 PM
პოსტი #43


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



დამასკელის სიტყვების მასეთი გაგება რომ უცდომელი იყოს ეკლესიას არ ექნებოდა ასეთი აკრძალვა ხო?!

ეტყობა წინააღმდეგობა არასწორი გაგებიდანაა წარმოქმნილი...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 26 2010, 11:12 PM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვფიქრობ, რომ ამ თემას კიდევ და კიდევ სჭირდება უფრო ღრმა ჩაღრმავება, ამისათვის ყველას მოვუწოდებ, პირველ გვერდზე მინიშნებული წიგნები და სტატიები ნახოს და მოკლედ მაინც გაეცნოს, მაშ რაა ცუდი, ვნახოთ დამასკელი:
"
ციტატა
„ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია

იგივეს ამბობს დავით აღმაშენებელი:
ციტატა
'ზენაჲს მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკულავთა
და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე,
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.''

აი ესენია ცოდვა, ახლა რაა ჩვენი პოზიცია:
ციტატა
ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა.

ესენი გასაგებია, ახლა ვნახოთ რაა დამთხვევები და რა ხდება საერთოდ:
1. ადამაინის ხასიათის ჩამოყალიბებაში უამრავი წინარეპირობა იღებს მონაწილეობას, ესაა
ა. გენები
ბ. ირგვლივ საზოგადოება
გ. შექმნილი ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია
დ. პირადი არჩევანით გადადგმული ნაბიჯები
და ა.შ.
შესაბამისად,
ჩვენ სადღაც ჰაესთან ახლოს ანბანის მიხედვით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მზე ან მთვარე, რომელთა ფაზები ოკეანებსაც კი უცვლიან მიმართულებას, მიწაზე და წყალზე ახდნენ გავლენას, რაღაც გაგებით ადამიანის მიწაზე და წყალზე ანუ სხეულზე და ფსიქოზე რაღაც გავლენას ახდენდეს, ან რაღაც უმკრთალესი კვალი დაამჩნიოს მთვარის და მზის სრულიად განსხვავებულ ფაზებში დაბადებულთ, როგორც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაბადებულთ, განსხვავებული ხასიათის კვეთა ქონდეთ,
გერმანელი უფრო ცივი იყოს და იტალიელი უფრო ფიცხი, და ა.შ. მაგრამ ეს იმდენად მკრთალი კვალია, რომ მას არანაირად არ ძალუძს რაიმე თუნდაც უსუსტესი გავლენა მოახდინოს ადამიანის არჩევანზე და მის ნებისმიერ ქმედებაზე, და მსგავსი აბსურდები, უცილობლად აბსურდია,
Христианство Павла и большинства Отцов Церкви было юпитерианской компенсацией функции Сатурна, разрушенной чувством вины, греха и раскаяния
(Д.Редьяр. Потребность в многоуровневой психологии, ориентированной на процесс)
ადამიანი მართალია განიცდის მისი წინაპრების, მისი ირგვლივ მყოფი საზოგადოების, სიტუაციის, და სხვა მცირე თუ ნაკლებ გავლენებს მათ შორის ციურ ცვლილებებსაც, როგორც ბევრი ადამიანი სხეულებრივად მძიმედ განიცდის მთვარის ფაზებს და ა.შ. , მაგრამ ეს მასზე არავითარ გავლენას არ ახდენს და ის მუდამ თავისუფალი რჩება, ყოველთვის შეეძლება გააკეთოს
ის რაც უნდა და გახდეს ის რაც სურს.
ისე მერე ვნახოთ მამები, პირველ გვერდზე დაწერილია ძირითადი ლინკები, თუმცა უფრო მეტის მოძიებაც შეიძლება და უფრო მეტი ჩაღრმავებაც,
კირჩხიბლომა biggrin.gif
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Feb 27 2010, 12:30 AM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



პირველ გვერდზე ვნახე, მგონი წერია ამის შესახებ უფრო ვრცლად და ლინკებიცაა..

მგონი მართლმადიდებლობა უარყოფითად უყურებს, მე რაც შემეხება, ღრმად ჩახედული ამ საკითხში არ ვარ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როცა სიცოცხლის, კანონზომიერების ღმერთი გვყავს, არჩევანის თავისუფლების სამყაროში, რამე უსულო ნივთს, ან მოვლენას გავლენა ქონდეს ადამიანის ხასიათზე, და თუ რამე უსულო ახდენს ადამინზე გავლენას რატომ მზე და არა ქვა ან მდინარე, ან ხე?.. მოკლედ რაღაც ლოგიკურად არ მესმის, ასტროლოგია მეც მაინტერესბდა, მიშასაც ვუსმენდი :დ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტებით არტყამს რა.. ანუ ჩემი ჰოროსკოპის მახასიათებლები მემთხვევა, და სხვისასაც რომ ვკითხულობ, იქაც ვხედავ ბევრ ჩემსას, ან ჩემი ჰოროსკოპის ადამიანი არ მგავს და რავი ეთს
ნუ არვიცი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 27 2010, 01:40 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(newbie @ Feb 27 2010, 12:30 AM) *

ვერ წარმომიდგენია როცა სიცოცხლის, კანონზომიერების ღმერთი გვყავს, არჩევანის თავისუფლების სამყაროში, რამე უსულო ნივთს, ან მოვლენას გავლენა ქონდეს ადამიანის ხასიათზე, და თუ რამე უსულო ახდენს ადამინზე გავლენას რატომ მზე და არა ქვა ან მდინარე, ან ხე?.

ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ნერვულ სისტემაზე, სხეულში სითხის მიმოქცევასა და დეპონირებაზე,
ნამდვილად ახდენს ზეგავლენას ციური მნათობები. კონკრეტულად - მზე და უფრო მეტად მთვარე.
ისევე, როგორც, გავლენას ახდენენ მცენარეებზე, წყლებზე და ა.შ.
ესეც უფლის მიერაა დაწესებული და უზენაესი კანონზომიერებაა.
ასევე ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგიერთი მინერალი და ელემენტი.
მაგ : სპილენძი, ბროლი და ა.შ.
ისინი, შესაბამისად გამოიყენება კიდეც უკვე მრავალი საუკუნეა ადამიანის საკეთილდღეოდ.
ქრისტიანობა ამას არც უარყოფს და არც კრძალავს.
და ამ ყველაფერს, არანაირი კავშირი არ აქვს ნების თავისუფლებასთან.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Feb 27 2010, 02:45 AM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა(terra @ Feb 27 2010, 01:40 AM) *

ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ნერვულ სისტემაზე, სხეულში სითხის მიმოქცევასა და დეპონირებაზე,
ნამდვილად ახდენს ზეგავლენას ციური მნათობები. კონკრეტულად - მზე და უფრო მეტად მთვარე.
ისევე, როგორც, გავლენას ახდენენ მცენარეებზე, წყლებზე და ა.შ.
ესეც უფლის მიერაა დაწესებული და უზენაესი კანონზომიერებაა.
ასევე ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგიერთი მინერალი და ელემენტი.
მაგ : სპილენძი, ბროლი და ა.შ.
ისინი, შესაბამისად გამოიყენება კიდეც უკვე მრავალი საუკუნეა ადამიანის საკეთილდღეოდ.
ქრისტიანობა ამას არც უარყოფს და არც კრძალავს.
და ამ ყველაფერს, არანაირი კავშირი არ აქვს ნების თავისუფლებასთან.

ამ ყველაფერზე ვსაუბობთ ჩვენ..? ანუ ასეთი სახის გავლენაზე ხომ არ ვსაუბრობთ, არამედ ისეთზეა ლაპარაკი როცა ციურები და მთუარე ახდენენ გავლენას პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, სიმშვიდე, ობიექტურობა, ეთს, და შემდგომში კი ადამიანის ფსიქოლოიურ მდგომარეობაზე და ქმედებების წარმართვაზე, აი ამას კი უარყოფითდ უყურებს ქრისტიანობა, იოანე დამსკელის სიტყვაა მგონი
ციტატა
აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან: ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების.


,.. წავედი მე , მთვარემ მითხრა გეძინება ძალიანო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 27 2010, 04:10 AM
პოსტი #48


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
,.. წავედი მე , მთვარემ მითხრა გეძინება ძალიანო

biggrin.gif
ჩაგეთვალა smile.gif
ტერრამ და შენ კარგად განავითარეთ ის ,რაც ზემოთ დავწერე, კარგია,
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Mar 14 2010, 10:11 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, biggrin.gif ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო biggrin.gif, მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, biggrin.gif არადა არ დაგვილევია ბევრი, biggrin.gif მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 14 2010, 10:17 PM
პოსტი #50


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



დამასკელის დამოკიდებულებას გავეცანი ამ საკითხზე smile.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 15 2010, 12:58 AM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(newbie @ Mar 14 2010, 10:11 PM) *

დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, biggrin.gif ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო biggrin.gif, მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, biggrin.gif არადა არ დაგვილევია ბევრი, biggrin.gif მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : )

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Mar 15 2010, 12:35 PM
პოსტი #52


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(newbie @ Mar 14 2010, 10:11 PM) *

დღეს დაბდღეზე ერთი გავიცანი ასტროლოგიის მოტრფიალე, biggrin.gif ჯერ სანამ დაჯდებოდა წარბშეკრულმა მკითხა ზოდიაქოთი რა ხარო biggrin.gif, მერე დამერე აღმოჩნდა რომ ადამიანი შეიქმნა ვარსკვლავისგან, biggrin.gif არადა არ დაგვილევია ბევრი, biggrin.gif მერე ვაჟნი გამომეტყველებით, და ისე რა - პა სეკრეტუ გაგვიმხილა კონფიდენციალური ინფორმაცია ქრისტე თევზები იყოო, და მეცო , : ) ) რავი გამახსენდება კიდევ, : )


laugh.gif მაგარიააააააააააა!!!!!!!!!!!


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 29 2010, 08:20 PM
პოსტი #53


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ასტროლოგია მცდარი მეცნიერება არაა. ნაღდი ასტროლოგი სულ რამდენიმეა მსოფლიოში და ცაგარელი მათ შორის ნამდვილად არაა. პლანეტებს თავისი ენერგეტიკა აქვს, ისინი ღმერთის იარაღია, თითებია ჩვენზე ზემოქმედებისთვის. ნუ თქვენ კარმის და რეინკარნაციის თუ არ გჯერათ მაშინ ასტროლოგიაზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ. მხოლოდ იმას გთხოვთ ასტროლოგიას როგორც მეცნიერებას ცაგარელით და სხვა ბევრი ასტროლოგით ნუ განსაზღვრავთ. ნამდვილი ასტროლოგისთვის მორალის კანონი და ღმერთის სიყვარული უპირველესია და ფულის საკეთებლად არასოდეს არ ადგენს ჰოროსკოპს. (თუმცა ვერც ამაში დავადანაშაულებთ, რადგან ადრე ექიმებიც მხოლოდ შემოწირულობებით ცხოვრობდნენ და კონკრეტული ტარიფები არ ქონდათ. ახლა სხვა დროა...) ასეთები კი ჩვენს დროში თითქმის გადაშენდნენ. ადრე ასტროლოგი ქირომანტიც იყო, ნუმეროლოგიც, ექიმიც და რაც მთავარია ბრძენიც. როგორც ასეთი მარტო ასტროლოგი არ არსებობდა. ხელისგულზე ყოველი ადგიული და ხაზი რაღაც პლანეტას და მის მდგომარეობებს აღნიშნავს და ეს უძველესი მეცნიერება გაფანტული და გაშლილია სხვადასხვა ცივილიზაციებში არასრული და დამახინჯებული სახით.

მე პირადად გირჩევთ ასტროლოგთან მისვლას, ის ფული რაც მათში უნდა გადაგეხადათ ეკლესიას შეწირეთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2010, 08:31 PM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პლანეტებს თავისი ენერგეტიკა აქვს, ისინი ღმერთის იარაღია, თითებია ჩვენზე ზემოქმედებისთვი

მოიდაააა smile.gif))
და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ biggrin.gif
ატმანს სიცოცხლე, დღეს იუბილარი ხარ და მეტს არ გაგაკრიტიკებ, მეორედ კი ასეთ "განცხადებებს" უფრო მკარად ვუპასუხებთsmile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 29 2010, 09:00 PM
პოსტი #55


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

ციტატა
და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ ატმანს სიცოცხლე, დღეს იუბილარი ხარ და მეტს არ გაგაკრიტიკებ, მეორედ კი ასეთ "განცხადებებს" უფრო მკარად ვუპასუხებთ


002.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2010, 09:58 PM
პოსტი #56


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



biggrin.gif
ეს რა კაცია biggrin.gif
ატმან, ჩემი დის დაბადების დღეცაა დღეს smile.gif
ჰოდა, მეც არ მინდა ზედმეტი ომები smile.gif
ნააღდგომევს იყოს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 09:16 AM
პოსტი #57


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

გილოცავ დის დაბადების დღეს! smile.gif

ციტატა
და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ


აი ხომ ხედავ რა ბავშვურ, ცალმხრივ და სოფისტურ განცხადებებს აკეთებ biggrin.gif

ყოველ პლანეტას ყავს თავისი მმართველი, რომელიც ღმერთის ქვეშევრდომობის ქვეშ მართავს ამ პლანეტას. მაგალითად ავიღოთ მზე: მას გააჩნია 3 ასპექტი:

1) სინათლე და რადიაცია, ანუ ის მატერიალური გამოვლინებები, რაც შეგვიძლია გავზომოთ, დავინახოთ და ა.შ.
2) "ტონკი" ენერგია ანუ "თეჯისი" (სანსკრიტზე), რომელიც განჭოლავს ყველას და ყველაფერს მიუხედავად იმისა დახურულ შენობაში ვართ თუ მზის ქვეშ დავტანტალებთ შიშვლები biggrin.gif ეს ენერგია მოქმედებს ადამიანის პრანაზე, სასიცოცხლო ენერგიაზე, იმუნიტეტზე და ა.შ.
3) მზის მმართველი პიროვნება, როელსაც ჰქვია "სურია ნარაიანა" და რომელიც ღმერთის უშუალო წარმომადგენელია და დიდ ძალაუფლებასაც ფლობს, რადგან სხვა პლანეტებისგან განსხვავებით მზეს უპირველესი ადგილი უკავია. თქვენ თუ გნებავთ ანგელოზი უწოდეთ, ვედებში კი ანგელოზებს ნახევარღმერთებს (ღმერთის ერთგულებს) უწოდებენ და მათ შორის იერარქიაა. ხოლო ნახევარღმერთებისადმი9 თაყვანისცემა ვედებშიც წარმართობად მიიჩნევა რადგან უზენაესი ღმერთი ერთია და ანგელოზები და ნახევარღმერთები მის ქვეშ არიან. თუმცა არის ხალხი და მითუმეტეს იყო ადრე, რომლებიც უშუალოდ პლანეტის ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რადგან იცოდნენ მათ შესახებ და არა კონკრეტულ მრგვალ და ორბიტიან პლანეტებს. (ცდუნება დიდი იყო, ნახევარღმერთები გაცილებით მალე ასრულებენ სურვილებს ვიდრე ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არ შეგისრულებს იმას რაც გავნებს, ნახევარღმერთთაგან უმეტესობა კი ყველაფერს აგისრულებს გარკვეული ასკეზების და თაყვანისცემის სანაცვლოდ).

ერთ კომენტარს გავაკეთებ სატურნზე. ის ითვლება კარმულად დამსჯელ პლანეტად. განაგებს და აღზრდის ადამიანში ასკეტიზმს, მოთმინებას, ნებისყოფას, მოვალეობას (მზესთან ერთად). და თუ სატურნი ცუდ მდგომარეობაშია ადამიანის ჰოროსკოპში, რაღაც პერიოდი ძალიან გაუჭირდება. სატურნის დღეა შაბათი (აქედან მოდის "saturday"). ამიტომ ვედურ ცივილიზაციაში მარხვისთვის და ლოცვისთვის საუკეთესო დღედ შაბათი იყო მიჩნეული, რაც იუდეველების კულტურაშიც მეორდება...
მზის დღეა კვირა (sunday, კვი-რა "რა"-მზის ერთ-ერთი სახელია), მთვარის ორშაბათი (Monday). ეს კავშირშია ნუმეროლოგიასთანაც. ათვლა კვირით იწყება, მზის რიცხვი ერთია, მთვარის ორი (ორ-შაბათი) და ა.შ.

მინდა ავღნიშნო რომ პლანეტები მოქმედებენ მათზე, ვინც ღმერთის მორჩილი არაა და მისი კანონებით არ მოქმედებს, ხოლო ვინც ღმერთის მფარველობის ქვეშ შედის, მათზე უკვე მცირდება პლანეტების გავლენა, ან ქრება. (თუმცა ისიც, რომ პლანეტები განაგებენ "უღმერთო" ადამიანის ბედს და "გაკვეთილებს" უტარებენ ადამიანს, ესეც ღმერთის მფარველობა და წყალობაა).

მოკლედ ეს ძალიან საინტერესო, რთული და ღრმა თემაა და ცაგარელამდე და ევროპულ ასტროლოგიამდე (რომელიც ტექნიკურად თითქმის ზუსტია მაგრამ მის არსს ცუდად წვდება) ნუ დაიყვანთ. ყველა ციხეს ყავს პერსონალი, რომლებიც გარკვეული წესებით და კანონებით მოქმედებენ პატიმრებზე და ვიდრე უშუალოდ ციხის დირექტორი არ მიაქცევს პატიმარს ყურადღებას, მანამდე სწორედ ზედამხედველი განაგებს იმას, გავა თუ არა პატიმარი სასეირნოდ ა რომელ საათზე გავა. და ეს ზუსტად განსაზღვრულია. განრიგის შეცვლა თუ გნებავთ დირექტორს უნდა მიმართოთ smile.gif მგონი გასაგებად ავხსენი ასტროლოგიის არსი.


მით უმეტეს ჟურნალებში დაბეჭდილი ჰოროსკოპები აბსოლუტური სისულელეა და მანდ მხოლოდ მთვარის ფაზებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მთვარე შედარებით რეალურად და თვალნათლივ მოქმედებს მიუხედავად ადამიანის ზოდიაქოს ნიშნისა.

ეს ფორუმი სერიოზული მგონია და სუბიექტურად ნუ შევაფასებთ იმას რაშიც ცუდად ვერკვევით. მითუმეტეს ნუ დავუპირისპირებთ ასტროლოგიას რელიგიას, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება და ამ მეცნიერების ბრალი არაა თუ პროფესიონალი ასტროლოგები აღარ დარჩნენ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 30 2010, 04:23 PM
პოსტი #58


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება

რას ამბობ, მათემატიკაც ზუსტი მეცნიერება და ასტროლოგიაც?



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 04:46 PM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა

კი, ნუმეროლოგია მაგალითად ასტროლოგიის მათემატიკური გამოხატულებაა... და საერთოდ, ასტროლოგია და მათემატიკა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეს ჩვენი გონებისთვისაა რთულად გასაგები, თორე იყვნენ ადამიანები, რომლებთან შედარებით აინშტაინი და ლეონარდოც დილეტანტები იყვნენ. მათ გააჩნდათ ერთიანი ცოდნა და ვერ დაარქმევდი ამ ცოდნას ვერც მათემატიკას და ვერც ფიზიკას. ყველაფერს მოიცავდა და ყველაფერს იტევდა და მოდიოდა მთავარი ცოდნიდან, რასაც ღმერთის სიყვარული ჰქვია... ამ სიყვარულის დაკარგვასთან ერთად ცოდნაც მისუსტდა და ნაწილებად დაიყო.

არსებობს შებრუნებული პროცესიც: ყველა ცოდნას და მეცნიერებას ღმერთამდე მივყავართ და ერთმანეთთან კავშირამდე! smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Mar 30 2010, 04:51 PM
პოსტი #60


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(Atman @ Mar 30 2010, 04:46 PM) *

არსებობს შებრუნებული პროცესიც: ყველა ცოდნას და მეცნიერებას ღმერთამდე მივყავართ და ერთმანეთთან კავშირამდე! smile.gif




opaa.gif friends.gif ki.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2018 - 03:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი