IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კათოლიკური ნათლობა
afxazi
პოსტი May 20 2010, 12:35 AM
პოსტი #21


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Believer

ციტატა
ჯერ ერთი, მრწამსი სამოციქულო სწავლება კი არა ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრების სწავლებაა!


კითხვაზე არ მპასუხობ. ამ ციტატას კიდე არ ვიცი რა დავარქვა. თითქოს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე ვიღაცის ნათქვამი მოძღვრება გადმოსცეს.


ციტატა
რომის პაპი მართლმადიდებლურ მრწამსს ამბობს


ანუ შენ ამბობ, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ფილიოკვეს არ აღიარებს?



კიდევ ერთხელ გთხოვ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით ნუ მანიპულირებ. ვისაუბროთ ჩვენი გადასახედიდან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 20 2010, 12:39 AM
პოსტი #22


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
თბილისი, 1918 წელი

და ესენი დახარისხებული გაქვს?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikolozzi
პოსტი May 21 2010, 11:25 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,716



http://www.orthodoxy.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikolozzi
პოსტი May 21 2010, 11:40 AM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,716



http://faith.ge/index.php?cstart=12& უდიდესი ხილული სასწაული აღდგომას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 12:29 PM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
ციტატა
ანუ შენ ამბობ, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ფილიოკვეს არ აღიარებს?

რომის ეკლესიამ უკვე კარგა ხანია "ფილიოკვე"-ზე, ანუ სულიწმიდის ძისაგანც გამომავლობის შესახებ სწავლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ კათოლიკურ კატეხიზმოებში ვერსად ნახავთ სწავლებას ამის შესახებ. ყოველ კათოლიკეს შეუძლია მრწამსი წარმოთქვას ისე, როგორც სურს, ამ ჩანართით ან მის გარეშე. კათოლიკურ ლოცვანებშიც კი მრწამსის ორი ვერსიაა მოთავსებული.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 03:23 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ყოველ კათოლიკეს შეუძლია მრწამსი წარმოთქვას ისე, როგორც სურს, ამ ჩანართით ან მის გარეშე. კათოლიკურ ლოცვანებშიც კი მრწამსის ორი ვერსიაა მოთავსებული.



შეიძლება ძალიან მაგრად გავოცდე?

ანუ, არ იციან რისი სწამთ????

სტრანნო!

იცი რა, ამ გაუგებრობას, მე მგნი ის ჯობს, იცოდნენ რისი სწამთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 04:03 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
შეიძლება ძალიან მაგრად გავოცდე?

ანუ, არ იციან რისი სწამთ????

სტრანნო!

იცი რა, ამ გაუგებრობას, მე მგნი ის ჯობს, იცოდნენ რისი სწამთ.

არა, ნინო. საქმე სხვაგვარადაა.

ლათინები დღეს აპელირებენ იმაზე, რომ მთელი ეს გაუგებრობა ლინგვისტიკასთან არის კავშირში. ლათინებსაც და ჩვენც ერთნაირად გვწამს, რომ სულიწმიდის საწყისი ერთია და ეს არის მამა.

რაც შეეხება პრობლემას. ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ, რომ
πιστεύω... εις το Πνεύμα το Άγιο, το Κύριον, το Ζωοποιηόν, το εκ του Πατρός εκπορεύομενον...
ხაზგასმული სიტყვა ("ეკპორევომენონ") ქართულად ითარგმნება, როგორც "გამოვალს". ლათინებმა როდესაც ეს ფრაზა თარგმნეს, გამოიყენეს სიტყვა procere:
credo... in Spiritum Sanctum, Dominum, Vivifactorem, qui ex Patri procedit...
ეს სიტყვა ("პროცედიტ") ნიშნავს ზუსტ თარგმანში არა გამოსვლას, არამედ გამომდინარებას (შდრ. "პროცესი").
ამიტომ, სწორია, რომ მამა ღმერთისგან გამოვალს სულიწმიდა და სწორია ისიც, რომ ქრისტიანებს სულიწმიდა მოგვეცემა როგორც მამის, ისე ძის მიერ. ამიტომ, კათოლიკურ-მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო კომისიაზე მსოფლიო საპატრიარქომ ლათინთა ეკლესიას შესთავაზა, რომ ნაცვლად ჩანართისა "და ძისაგან", თქვან "რომელი მოგვეცემის მამისაგან და ძისაგან" ან მრწამსის პირვანდელი რედაქცია.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 04:11 PM
პოსტი #28


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
რომელი მოგვეცემის მამისაგან და ძისაგან" ან მრწამსის პირვანდელი რედაქცია.



ხო, მაგრამ მე მგონი სადავოდ დარჩება საკიტხი ან ღიად, გამოვალს თუ არა სულიწმინდა მამისგან, არა? თუ ვერ გავიგე??

ძისგან რომ გამოვალს სულიწმინდა ამას ეხლა უარყოფენ, ანუ ამას აღარ აღიარებენ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 04:15 PM
პოსტი #29


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ანუ ისინი ამბობენ, რომ თავიდანვეც ერთნაირად გვწამდა – რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს (ეს სახარებაშიც წერია) და რომ სულიწმიდა ქრისტიანებს მიეცემათ როგორც მამის, ისე ძისა მიერ, თანახმად სიტყვებისა: "და მე [ანუ ძემ] მოგივლინოთ სხუაი იგი ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს".

ლათინთა თქმით, გაუგებრობა მხოლოდ ლინგვისტიკურია, ანუ რას იგულისხმებ სიტყვებში "ეკპორევომენონ" (ბერძნ.) და "პროცედიტ" (ლათ.)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 04:57 PM
პოსტი #30


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ლათინთა თქმით, გაუგებრობა მხოლოდ ლინგვისტიკურია, ანუ რას იგულისხმებ სიტყვებში "ეკპორევომენონ" (ბერძნ.) და "პროცედიტ" (ლათ.)



მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები?

სხვაობა ხომ მაგაში იყო? გამოდის, რომ ეგეც არაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 21 2010, 04:59 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



მე კათოლიკე არ ვარ, მარა ძალიან მომწონს მაგათი ეკლესიები smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 05:26 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები?

განა მხოლოდ ეგ არის? sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 21 2010, 05:28 PM
პოსტი #33


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



მხევალი ნინო
ციტატა
მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები?

სხვაობა ხომ მაგაში იყო?



იმიტომ რომ მოხდა სქიზმა, გაყოფა...



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 21 2010, 05:41 PM
პოსტი #34


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Believer

ციტატა
იმიტომ რომ მოხდა სქიზმა, გაყოფა...


და ეს რას ნიშნავს? რადგან გაყოფა მოხდა რა, არაფერი? ფაქტია რომ მათ შეიტანეს ცვლილება მრწამსში, ისევე როგორც მიიღეს ახალი დოგმატური სწავლებანი.

თუმცა კი ეს ყველაფერი შეიძლება მათ დათმონ, მაგრამ პაპის უცდომელობის დგმატს ვერაფერს მოუხერხებენ. ჩემის აზრით ამ ორი ეკლესიის დაახლოებაში სწორედ ეს ფაქტორი თამაშობს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს.

კანონისტი

ციტატა
ლათინთა თქმით, გაუგებრობა მხოლოდ ლინგვისტიკურია, ანუ რას იგულისხმებ სიტყვებში "ეკპორევომენონ" (ბერძნ.) და "პროცედიტ" (ლათ.)


არა მგონია მთლად ასე იყოს. თუ ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური გაუგებრბის შედეგია, მაშ რატო არ მოხდა გამოსწორება ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ ისინი სწორედაც რომ შინაარსს დებენ ამ ტერმინში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 05:50 PM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
რავი დავით, ეხლა არ ვდებთო მაგ აზრსო და


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 06:49 PM
პოსტი #36


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
რავი დავით, ეხლა არ ვდებთო მაგ აზრსო და


ანუ, მიხვდნენ შეცდომას და ეხლა ასე ვტქვთ ტავს იმართლებენ. მთავარია მიხვდნენ. ამ ეტაპზე რაიმე სახის მრწამსი არა აქვთ?

ეხლა , ძირითადი განსხვავება პაპის უცდომელობაშიღღღღღა დაგვღცენია smile.gif ) )



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 21 2010, 08:23 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



მე არ ვთვლი რომ სულიწმინდის გამომავლობის დოგმატში შეთანხმება მიღწეულია

ის რომ გაუგებრობა მხოლოდ ლინგვისტურია ძალიან არადამაჯერებელია, 20 საუკუნე სიტყვა "გამომდინარეობს"-"გამოვალს" ნიშნავდა და ამაზე იყო დავა კამათი, და 21-ე ში შეეცვალა მნიშვნელობა? მგონი ამ ხერხით მრწამსის არ შეცვლა და ამასთან ერთობის მოგებაც უნდოდათ ეკუმენური მიზნებისთვის,( თვითონ რამდენად იზიარებდნენ ეთანხმებოდნენ ამ სიტყვის ახალ მნიშვნელობას არვიცი)
ბოლო შეთანხმება მე რამდენადაც ვიცი ეს იყო
Joint statement in the United States in 2003 და მეშვიდე პუნქტად
"That the Catholic Church, following a growing theological consensus, and in particular the statements made by Pope Paul VI, declare that the condemnation made at the Second Council of Lyons (1274) of those "who presume to deny that the Holy Spirit proceeds eternally from the Father and the Son" is no longer applicable"
ანუ აღარ იქნებიან ანათემირებულნი ისინი ვინც უარყოფენ გამომავლობას მამისგანაც და ძისაგან, ანუ დასაშვებს ტოვებენ გამოავლობას როგორც მხოლოდ მამისგან, ასევე მამისგან და ძისგან
ამის მეტი შეთანხმება არვიცი
ამას კიდევ შეთანხმებად არ ვთვლი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
(Νικόλαος)
პოსტი May 21 2010, 09:08 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 179
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,853



ციტატა(noralu @ May 19 2010, 12:12 AM) *

მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა.


გამარჯობათ. ჩემი აზრით მოძღვარმა თქვენს მეგობარს ნათლიობა იმიტომ აუკრძალა რომ ნათლიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც მივხვდი თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ და ამიტომ ძნელია ნათლიისთვის თავისი მოვალეობის შესრულება როდესაც ნათლულს იშვიათად ხედავს. მე თქვენს ადგილზე თუ ყველა უარს მეტყოდა, ნათლიის გარეშე მოვანათლინებდი და ყველანაირად ვიზრუნებდი, რომ იგი ნამდვილი მართლმადიდებელი გამოსულიყო smile.gif ამიტომ გთხოვთ ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ smile.gif

და რაც შეეხება კათოლიკურ-მართლმადიდებლურ ჯვრისწერას, დარწმუნებული ვარ რომ სერბეთის ეკლესიაში ეს დაუშვებელია და ვინც უშვებს იგი ცდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქრისტეანი
პოსტი May 22 2010, 06:53 AM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-May 10
წევრი № 8,879



ძვირფასო ნორალუ,

წავიკითხე თქვენი ისტორია და ძალიან დავღონდი რადგან უზარმაზარი სევდა და შეშფოთება დავინახე თქვენს ნაწერში. არაფერი დაგიშავებიათ საიმისო რომ ასე დაღონებული იყოთ.

აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები (ანუ: კათოლიკური და მართლმადიდებლური) ერთი დიდი ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ორივე. უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ კათოლიკურ ეკლესიაში "მადლი არაა" თურმე და მადლია ბევრად გვიან აღმოცენებულ, ახლა უკვე ნახევრად წარმართულ იდეებზე მოქმედ რუსულ ეკლესიაში (ცალკეულ ღრმად პატივცემულ სასულიერო პირებს არავინ ეხება, მარგამ რუსული ეკლესია როგორც ორგანიზაცია - საკმაოდ დიდი საშინელებაა). ეს ყველაფერი არის ბინძური რუსული პოლიტიკის (და მანამდე პოლიტიკურად ანგაჟირებული - ბიზანტიურის) ნაწილი. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი მღვდელი, რუსულ ეკლესიასთან 200 წლიანი "ჩახუტების გამო" ამ პროპაგანდის ქვეშაა და გულწრფელად ცდება. მაგის გამო გულს ნუ გაიტეხ.

იყავი კარგი ქრისტიანი, გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი მეუღლე, შენ პატარა ანგელოზი და გაზარდე იგი კარგ ქრისტიანად. არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება არაა კათოლიციზსა და მართლმადიდებლობაში, თეოლოგიურ დონეზე, რომ მაგაზე იდარდო. კათოლიკური ეკლესია ვიღაც ჯო სმიტის ეკლესია არაა, უზარმაზარი ისტორიის და მადლის ეკლესიაა. ეს მღვდლები სიტყვებზე დაობენ და ისტორიული კინკლაობა ვერ მოუგვარებიათ. თუ ძალიან გაწუხებს, უამრავი კარგი წიგნია (ისტორიული) ამაზე და გაეცანი, მაგრამ მაგის გამო ნუ იდარდებ. ის ადამიანი კი, ვისაც ნათლიობა სთხოვე დიდ შეცდომაში შეიყვანეს - ქრისტიანად ბავშვის მონათვლის მადლზე უარი არ უნდა ეთქვა. მოძღვარი ღმერთი არაა, შეიძლება ისიც შეცდეს და ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და არა რაღაც კანონთა მშრალი კრებული. ოდემსე მიხვდება ალბათ ამას, თვითონაც. მაგაზე გულს ნუ გაიტეხ.

დიდი ქრისტიანული სიყვარულით,

მართლმადიდებელი ქართველი და შენი მოყვაასი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქრისტეანი
პოსტი May 22 2010, 07:05 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-May 10
წევრი № 8,879



ციტატა(მხევალი ნინო @ May 21 2010, 04:57 PM) *

კანონისტი
მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები?


იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება.

თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი რომელშიც ვითარდებოდა მოვლენები. მაშინ ე.წ. "დასავლურ" ცივილიზაციაში ორი დიდი იმპერია იყო - რომის და ბიზანტიის. ბიზანტიელებს რომაელები "ბარბაროსებად" მიაჩნდათ და თავის უპირატესობის დამტკიხებას ცდილობდნენ. ეს პოლიტიკური ბრძოლა ეკლესიასაც შეეხო სამწუხარო, ეკლესია და პოლიტიკა განუყოფელი იყო მაშინ.

რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური. ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად?

განა რა ბევრი ვართ ქრისტიანები რომ ერთმანეთს ვჭამდეთ. მილიარდი კათოლიკეს ურწმუნოდ გამოცხადება ქრისტესთვის სათნო საქციელია თქვენი აზრით? ამბობს ხალხი არ ვდაობთო და რაღატომ ვეჩხუბებით? რომც ცდებოდნენ მაინც უნდა მოვეფეროთ და დისკუსიით ვცდილობდეთ გარკვევას, "ურწმუნოს" და "უმადლოს" ძახილით კი არა.

რავიცი, მე ასე მესმის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2018 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი