IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ არის იესო ქრისტე?
georgios
პოსტი Nov 25 2011, 08:29 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ინდოეთში უამრავი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს და ყოველი მათგანი თავისებურად ასწავლის კრიშნასაც და ტრიმურტისაც.არიან ისეთნიც, რომლებიც არ ცნობენ კრიშნას უზენაეს ღვთაებად და ვიშნუს აღიარებენ. მათ ვერ დაუმტკიცებს ვაიშნავი, რომ კრიშნაა თავდაპირველი სახე და ვიშნუ მისი ექსპანსიაა; ანდა დაუმტკიცებს, მაგრამ ის არ ერწმუნება.ამიტომ ვიშნუიტები აღიარებენ ტრიმურტის უზენაესად (მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე).


ჩემი პირადი დასკვნა არის, რომ ტრიმურტი ძალიან ხელოვნურია და გვიანდელ წარმონაქმნად მეჩვენება. და თუ ასე არ არის, სამი გამოხატულებით არ შემოიფარგლებიან.

ციტატა
ისე ხომ არ იცით, იუდევლები არ ცნობენ მათ ღმერთში რამდენიმე პიროვნებას?

ამასთან დაკავშირებით იუდაიზმი დუმს. ქრისტიანები კი მივუთითებთ ირიბ მტკიცებულებებს და გამონათქვამებს ძველ აღთქმაში, მაგრამ მათ ასეთი სწავლება არ აქვთ. იუდაიზმს და ისლამს მკაცრ მონოთეისტურ რელიგიებში აერთიანებენ.

ციტატა
კი ვიყავი სინაგოგაში და ვესაუბრე კიდეც მათ, მაგრამ რაღაცნაირი გრუბი ხალხი ჩანდა და არანაირი სურვილი არ მქონდა პოლემიკის გამართვისა.

რა დაგიმალო და მეც ეგრე მომეჩვენა. ოღონდ ხმა არ ამომიღია. უბრალოდ შევისეირნე ლესელიძეზე სინაგოგაში, არ ვიყავი მანამდე ნამყოფი და დავათვალიერე. ისეთი თვალებით მიყურებდნენ იქ ვინც იყო, გარეთაც და შიგნითაც, რომ ხალისი დამეკარგა და გამოვედი...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 25 2011, 08:35 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ჩემი პირადი დასკვნა არის, რომ ტრიმურტი ძალიან ხელოვნურია და გვიანდელ წარმონაქმნად მეჩვენება. და თუ ასე არ არის, სამი გამოხატულებით არ შემოიფარგლებიან.

შესაძლოა ამ სამი ღვთაების ერთად მოქცევის იდეა მართლაც გვიანდელია, მაგრამ არ მგონია, რომ ცალკე აღებული ვიშნუ, ბრაჰმა და შივა იყოს ახალი.
ინდოეთი ამათ გარეშე ვერ წარმომიდგენიაsmile.gif
ციტატა
ამასთან დაკავშირებით იუდაიზმი დუმს. ქრისტიანები კი მივუთითებთ ირიბ მტკიცებულებებს და გამონათქვამებს ძველ აღთქმაში, მაგრამ მათ ასეთი სწავლება არ აქვთ. იუდაიზმს და ისლამს მკაცრ მონოთეისტურ რელიგიებში აერთიანებენ.

საინტერესოა როგორ ხსნიან იმ მუხლებს ძველ აღთქმაში, რომლებიც რამდენიმე საღვთო პირის მოქმედებას გულისხმობს.
ციტატა
რა დაგიმალო და მეც ეგრე მომეჩვენა. ოღონდ ხმა არ ამომიღია. უბრალოდ შევისეირნე ლესელიძეზე სინაგოგაში, არ ვიყავი მანამდე ნამყოფი და დავათვალიერე. ისეთი თვალებით მიყურებდნენ იქ ვინც იყო, გარეთაც და შიგნითაც, რომ ხალისი დამეკარგა და გამოვედი...

biggrin.gif
ჰო, მეც ასეთი შთაბეჭდილებებით წამოვედი.
რო ათვალიერებდი არ შემოგყვა ვიღაც კაცი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 25 2011, 08:56 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
საინტერესოა როგორ ხსნიან იმ მუხლებს ძველ აღთქმაში, რომლებიც რამდენიმე საღვთო პირის მოქმედებას გულისხმობს.

ვერ მოვიძიე მაგ საკითხებზე ერთიანი ზუსტი ახსნა.

ციტატა
ჰო, მეც ასეთი შთაბეჭდილებებით წამოვედი.რო ათვალიერებდი არ შემოგყვა ვიღაც კაცი?

კი. შემოსასვლელში იდგა და თვალს არ მაცილებდა, სადაც კი მივიდოდი. ძალიან არასასიამოვნოა, ზედამხედველივით რომ გადგას თავზე ვინმე ტაძარში. მერე რომ გამოვედი, ტურისტები არ შეუშვეს სინაგოგაში...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 25 2011, 09:03 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
კი. შემოსასვლელში იდგა და თვალს არ მაცილებდა, სადაც კი მივიდოდი.

ხო, აზრზე ვარ ვინც იქნებოდაbiggrin.gif
ციტატა
ძალიან არასასიამოვნოა, ზედამხედველივით რომ გადგას თავზე ვინმე ტაძარში.

გეთანხმებიki.gif
ციტატა
მერე რომ გამოვედი, ტურისტები არ შეუშვეს სინაგოგაში...

ალბათ ვინ მოწონთ იმათ უშვებენsmile.gif
მე რომ ვიყავი შეუშვეს, თან ბევრნი იყვნენ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 25 2011, 09:07 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ალბათ ვინ მოწონთ იმათ უშვებენმე რომ ვიყავი შეუშვეს, თან ბევრნი იყვნენ.


რა ვიცი. მე ვინც ვნახე, ნორმალურად ჩაცმული, ახალგაზრდა წყვილი იყო. ეტყობოდათ, რომ უცხოელი ტურისტები იყვნენ და ჯერ კიდევ ჭიშკართან გადაუდგა ერთი კაცი და თავი გაუქნია არაო...

ალბათ მეც არ მოვეწონე. sad.gif მახინჯი ვარ. cray.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 25 2011, 09:09 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



ციტატა(georgios @ Nov 25 2011, 09:07 PM) *

GIORGI LELUASHVILI
რა ვიცი. მე ვინც ვნახე, ნორმალურად ჩაცმული, ახალგაზრდა წყვილი იყო. ეტყობოდათ, რომ უცხოელი ტურისტები იყვნენ და ჯერ კიდევ ჭიშკართან გადაუდგა ერთი კაცი და თავი გაუქნია არაო...

ალბათ მეც არ მოვეწონე. sad.gif მახინჯი ვარ. cray.gif

biggrin.gif biggrin.gif
მე ხო საერთოდbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 25 2011, 09:13 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე ხო საერთოდ

ისე მახინჯი მეგრულად ქურდს ნიშნავს.

მოდი, ერთად ვიმახინჯოთ. biggrin.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 25 2011, 09:17 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



ციტატა(georgios @ Nov 25 2011, 09:13 PM) *

GIORGI LELUASHVILI

ისე მახინჯი მეგრულად ქურდს ნიშნავს.

მოდი, ერთად ვიმახინჯოთ. biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
მეზობელი თუ დაგიმახინჯებია? biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 25 2011, 09:21 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მეზობელი თუ დაგიმახინჯებია?


biggrin.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Nov 27 2011, 03:18 AM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(lasha_k @ Nov 17 2011, 10:44 AM) *

[დასასრული - მესამე ნაწილი]

QUOTE
როგორც ზევით ვთქვი, მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარები ანუ თავისი არჩევითობა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას.

- რატომ მოხდა ასე?!
ღმერთი რომელიც მოსეს ეცხადებოდა ჭეშმარიტია, მაგრამ თუ მისი თაყვანისმცემელნი კარგავენ მასზე ჭეშმარიტ ამაღლებულ შეხედულობას და უთანაბრდებიან მიწიერ ბედნიერებას, მაშინ თავად უკარგავენ მნიშვნელობას საკუთარ ლოცვასა და მსახურს, რის გამოც ეს ყველაფერი უფლამდე არ აღწევს, გზად კი ეშმაკი ეღობება.
სწორედ ამიტომ განუცხადა იესომ იუდეველებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი მამა ღმერთია: - ''თქვენი მამა არის ეშმაკი'' [იოანე 8:40/47]
სწორედ ამიტომ ვერ იგებდნენ მის სიტყვებს და სწორედ ამიტომაც ჯვარს აცვეს - ერთად ერთი მიზეზის გამო (!)

* * *

სახარების კითხვისას, მკითხველს თვალში ხდება ბევრი ეპიზოდი, სადაც იესოს წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: ''შაბათის'' დარღვევა[მათე 12:1/8]; ''კაშრუტ''ის გაუქმება - საკვების კანონები [მარკოზი 7:19];... და ა.შ.
მაგრამ როდესაც საკითხში ჩავღრმავდებით დავინახავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა იესო ქრისტედ წოდებულს არც ერთი წესი არ დაურღვევია - მან დაარღვია ის რაც ეშმაკისეული იყო ხოლო, ღვთის კანონის ''გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი'' [მათე 5:17]''
[სიტყვა -აღსრულება - ორიგინალში (მაცხოვარის ენა არამიულია) + ბერძნული გრამატიკა გაცილებიდ ფართო მნიშვნელობისაა: ''ჭეშმარიტი აზრი გამოხატო; შეავსო; დაამოწმო; სრულად გამოხატო;..]
საქმე იმაში კი არაა, რომ თავად ფარისეველთა სწავლებას აღუდგა წინ იესო, არამედ სწავლების დამახინჯებას.
თავად ფარისევლები საკმაოდ განათლებულნი ითვლებოდნენ და სხვებისაგან (თუნდაც სადუკევლებისაგან) განსხვავებით აღიარებდნენ მკვდრეთით აღდგომას.
გავიხსენოთ იგივე მოციქული პავლე ანუ ყოფილი სავლე... განთქმული რაბინი და თალმუდისტი თარსიდან რავ შაული, რომელსაც ქრისტეს რჯულის მიღების შემდეგადაც პატივისცემით ხვდებოდნენ სინაგოგაში შესვლისას და სიტყვის თქმას სთხოვდნენ იუდეველები [საქმეები 13:15]; ან მაგალითად მისი განცხადება: ''პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და იყვირა სინედრომში: კაცნო და ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისეველის ძე''[საქმეები 23:6]
აქ შემიძლია ბევრი ვისაუბრო და დავიხმარო იუდეველთა გადმოცემა - თალმუდი (''ზეპირი თორა''; თორა - ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი); მაგალითად თალმუდში ჩაწერილი: ''ადამიანი კი არაა შაბათისათვის, შაბათია ადამიანისათვის'' და მსგავსი... რომლის ყველაზე უკეთ მცოდნე, რა თქმა უნდა თავად მაცხოვარი იქნებოდა, რის გამოც საკადრის პასუცს სცემდა ფარისეველთ - მაგრამ კონკრეტულობისა და სიმარტივისათვის სახარებიდან ორ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლებიც ნათლად მიუთითებენ ყველაფერ ზევით ნათქვამზე.

პირველ ეპიზოდში იესო გამოწვევით მიმართავს ბრბოს, რომელიც ასევე შედგებოდა რელიგიური ლიდერებისაგან:
''რომელი თქვენთაგანი მამხილებს ცოდვის გამო? ''
[იოანე 8:46]
არავინ/ვერავინ გამოვიდა, რომ თუნდაც ერთი ბრალდება წაეყენებინათ კანონის დარღვევისა თუ სხვა ჭეშმარიტული ტრადიციის მოშლაში.

მეორე პირველის მსგავსია, მაგრამ ქრისტიანებისათვის შედარებით დრამატული/ემოციური.
იესო დგას სინედრომის წინაშე [მარკოზი 14: 55/56]
''მღვდელმთავარნი და მთელი სინედრონი ეძებენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ''.
ვერც ერთი მიზეზი ვერ იპოვეს (!)
... და ბოლოს, კითხვაზე: ''შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?''
ის პასუხობს ყველაზე განსაცვიფრებელს, რაც ოდესმე თქმულა.
''მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი
და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?
თქვენ გესმით გმობა. რას იტყვით თქვენ?
მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა.''
[მარკოზი 14: 63/64]
ასე და ამდაგვარად ბატონებო და ქალბატობებო... სიკვდილს! თან განსაკუთრებული სისასტიკით!
მათი წესით ღვთისგმობა ასე უნდა დასჯილიყოდა მითუმეტეს თუ ეშმაკთან ქონდათ საქმე [როგორც შერაცხეს მაცხოვარი და მისი საქმეები]

[აქ მოკლედ შევეხები განსაზღვრული ჯგუფის აბსურდულ მტკიცებასაც:
''იესოს არსად უთქვამს რომ თავადაა ღმერთი'' და ამდაგვარი...
თავი რომ გავანებო წინა პოსტში ახალი აღთქმიდან ნახსენებ მარტო მაცხოვარის სიტყვებს, (და მთლიანობაში ახალი აღთქმის სულისკვეთებას/არს, რაც მოციქულებმა გადმოგვცეს) ზემოთ მოყვანილი მაგალითიც ნათლად მოწმობს რას აცხადებდა იესო და რატომ/რა მიზეზით დაიმსახურა სინოდისაგან სიკვდილით დასჯა]

თუმცა წესი მაინც დაარღვიეს - ქრისტე ორჯერ აწამეს - მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც რომის კანი გრძალავდა ერთ დანაშაულზე ორჯერ დასჯას.
პირველად ტყვიის ბურთულებიანი, ხუთკუდა ''მათრახით'' 39 დარტყმა მიაყენეს (იუდეველებთან აგრძალული იყო 40ზე მეტი დარტყმა, რაც სიკვდილს იწვევდა) ყოველი დარტყმისას ''მათრახი'' ეფინებოდა სხეულს და ხუთ ადგილას კანს ხეთქავდა ძვლამდე...
პილატეს ეგონა შეეშვებოდნენ და ვითომ კარგს აკეთებდა, რადგან:
- დიახ... სასტიკად ნაწამები იესოს დამნახავე ადამიანი ალბათ მართლა შეეშვებოდა, მაგრამ ეშმაკი... არასდროს. (!)
მეორედ - ჯვარს აცვეს. ორი ათასი წლის მანძილზე იმდენჯერ გვსმენია ეს სიტყვა, რომ მისი ჭეშმარიტი აზრი ასე ვთქვათ - დავკარგეთ. ციცერონის თქმით, ესაა ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე სასტიკი წამების ფორმა... დეტალებზე აღარ შევჩერდები, რომელიც მართლა საშინელია და პირადად მე ვერც შევძელი ამ მასალების მთლიანად წაკითხვა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მაცხოვარი დანარჩენ ორ გაკრულზე ადრე გარდაიცვალა. ''პილატეს გაუკვიდა (კიდეც), რომ ასე მალე. '' [მარკოზი 15:44] სხვებს წვივები გადაუმტვრიეს, იესო ქრისტესათვის ეს არ დაჭირებიათ, გულმა ვერ გაუძლო ამდენ ტკივილს.... და ვერავინ იტყვის, რომელი უფრო მტკივნეული იყო: სულიერი თუ ფიზიკური.

ეს იყო მათი არჩევანი და რაც ნაწინასწარმეტყველები იყო,
რადგან უფალისათვის არასდროს არაფერია უცნობი.
* * *

საერთოდ მესიანური იდეა - შეხების მთავარი ქვაკუთხედია ქრისტიანებსა და იუდეველთა შორის. ამაში დამეთანხმება როგორც ერთი მხარე, ასევე მეორეც. მთავარი კი ისაა, რომ ამ იდეის გაგება აბსოლიტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა - მიუხედავად იმისა, რომ იდეის მატარებელი წერილი, უცვლელად წმინდაა როგორც ერთი მხარისათვის, ასევე მეორისათვის. პარადოქსალურ სიტუაციაშიც კი ვვარდებით, მაგრამ თუ აქ გავითვალისწინებთ, რომ საქმეში არაერხელ ნახსენები ეშმაკი/მაცდურია ჩამბული, შესაბამისი დასკვნებს გამოვიტანთ.

[ის სრულებითაც არ არის ''რქიან/კუდიანი'', პირიქით ...
გარდა ამისა სრულებითაც არ გავს ''ჰოლივუდის'' გმირს და ოსტატურად იყენებს თავად წმინდა წერილსაც კი - გველაპარაკება მისი ენით - როგორც თავად იესოს ელაპარაკებოდა უდაბნოში: ''ვინაიდან დაწერილია...(გააკეთე ეს)'' [მათე 4:6]
დღეს სწორედ ამ ფრაზით შეიარაღებულნი დადიან საშოვარზე გამოსული უამრავი რელიგიის წამრმომადგენელი - ბიბლიის ფრიალით და ფრაზით: ''ვინაიდან დაწერილია''... ''აი ჩახედეთ თუ არ გჯერავთ'']

ერთი სიტყვით, იუდეველები მესიას (ქრისტეს) განიხილავდნენ როგორც მსოფლიოს/დედამიწის მეფეს [სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით], რომელიც მათ კეთილდღეობასა და პირველობას უბოძებს, რასაც კარგად აღწერს ებრაული კანონის ერთადერთი აღიარებული ავტორიტეტი ამ საკითხში რამბამი - რაბი მოშე ბენ მაიმონი - ამჯერად ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ იესო ნაზარეთელი ასეთი კრიტერიუმებში არ ჯდებოდა: - მიწიერი სიმდიდრესა და ბედნიერებას მოსატანად არ მოვლენია ის ისრაელს და მითუმეტეს ერთ განსაკუთრებულ ხალხთან აღთქმის დასადებად, ''რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება'' [რომაელთა 2:11]

იესოს სიტყვა ვერ დაეტია მათში [იოანე 8:37] და ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ [იოანე 8:40]; მათ არ ესმოდათ იესოსი [იოანე 8:43], რადგან მათი მამა ეშმაკი იყო იმ მომენტში [იოანე 8:44]

აქვე ავღნიშნავ:
- იყო დრო, მეც მძლევდა ზოგჯერ მაცდური და ვერ ვწვდებოდი მაცხოვრის სიტყვების ღრმა არს: '' მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ''[ლუკა 23:34]
მაგრამ ღვთის ნებითა და დახმარებით გამოვსწორდი, ხოლო ჯვრისწერისას - როდესაც მსახური უფალს სთხოვდა დაველოცეთ: აბრაამისა და სარრას მსგავსად, ისააკისა და რებეკკას, იაკობისა და რახელის, ყველა პატრიარქის, მოსეს, ღვთისმშობლის მშობლების იოაკიმესა და ანნას..... მსგავსად - საბოლოოდ მივხვდი რომ ვცდებოდი.

* * *

კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი აღიარებული რელიგიური ბელადი: არც აბრაამი თუ მოსე, არც ბუდდა თუ ვიშნუს მერვე გარდასახვა კრიშნა, არც მუჰჰამედი, კონფუძი... და ა.შ.
არ აცხადებდა პრეტენზიას ღმერთის სახელზე.
ერთადერთი გამონაკლისი ამ მხვრივ - იესო ქრისტეა.
მაშ ასე:
ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე.
- იესო ნაზარეთიდან: ქრისტე (მესია), ძე ღვთისა და თავად ღმერთი;
- ან: სულიერად ავადმყოფი და შეიძლება უფრო მეტიც - ეშმაკი.
ჩემთვის აბსოლიტურად ნათელია, რომ არც ავადმყოფი ყოფილა და არც ეშმაკით შეპყრობილი. შესაბამისად რაც არ უნდა
'' ყველაზე განსაცვიფრებელი, იყოს რაც ოდესმე თქმულა'' -
ისაა:
უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

* * *
ესაა ჩემი არჩევანი.

თქვენ გენაცვალეთ, ძალიან კარგი სტატიაა, მომეწონა ძალიან. ვისთან ნახე ეს? თუ თქვენი შეჯამებულია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Nov 29 2011, 12:08 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



gabrieli.
ციტატა
თქვენ გენაცვალეთ, ძალიან კარგი სტატიაა, მომეწონა ძალიან

მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif
ციტატა
ვისთან ნახე ეს?

ფორუმ.გე წავაწყდი ერთ-ერთ იუზერის პოსტს smile.gif "ამსტერდამერის" ნიკით არის დარეგისტრირებული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 30 2011, 08:22 PM
პოსტი #32


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Nov 25 2011, 12:00 AM) *

Kanishtha-Adhikar

აჰა, ძალიან კარგიthumbs.gif
მინდა იცოდე, რომ ბიბლიას განმარტავდა ღვთივსულიერი ხალხი და ეს განმარტებები ეკლესიაში დაცულია.
წმინდა მამათა განმარტებებს თუკი გაეცნობი, მიხვდები, რომ ეს ხალხი საკუთარი ენით საუბრობდა, მაგრამ ღვთის შთაგონებულს გამოთქვამდა.
ისინი ფიზიკურად მოქმედებდნენ ღვთის მიერ და მისი ნებით, როცა საქმე წმინდა წერილსა და ხალხის დამოძღვრას ეხებოდა.

ბიბლია არ უნდა იმარტებოდეს ვიღაც რელიგიებში გაუცნობიერებელი ვაჭარისა თუ ბიზნესმენის მ მიერ (ალბათ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ) XIX საუკუნეში!
მას განმარტავდა ისეთი ხალხი, რომლებიც ღვთისაგან იყვნენ მოწოდებულნი და მთელი მათი ცხოვრება უფალს ემსახურებოდა.
მე, მას შემდეგ რაც გარკვეულწილად ვაიშნავიზმს გავეცანი, ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ვიკვლევდი რა ამ საკითხს, ამ წერილების საფუძველზეასეთი დასკვნა გამოვიტანე:

აი შეხედე რა წერია წიგნში "უფალი ჩაიტანიას მოძღვრება" (გვ:147)

"რაც შეეხება გუნა-ავატარებს, ანუ ვიშნუს თვისობრივ ინკარნაციებს, ისინი სამია - ბრაჰმა, ვიშნუ და შივა."

ანუ ბრაჰმა არის არათუ შივასა და ვიშნუს თანასწორი და პიროვნულად განსხვავებული არსება, არამედ იგია ვიშნუს ინკარნაცია და თავისთავად დამოკიდებულია მის თავდაპირველ ფორმა - ვიშნუზე.
ხოლო მართლმადიდებლობა ასწავლის ერთ ღმერთს, მაგრამ სამპიროვანს. ბუნებას ერთს, პიროვნებას - სამს.
ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ადამიანური ბუნება, მაგრამ პიროვნებები ვართ სხვადასხვა, ასევე ღვთაებრივი ბუნება ერთია, ხოლო პიროვნება სამი.
სამივე პიროვნება - მამა, ძე და სულიწმინდა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და პიროვნულად განსხვავებულია, მაგრამ ერთი ღმერთია, ერთი სიცოცხლეა, ერთი ნეტარებაა და ერთი სრულყოფაა.
სამივე ერთად მოქმედებს და არ მოდიან წინააღმდეგობაში.
მამის პიროვნული (ჰიპოსტასური) თვისებაა უშობელობა, ძისა - შობილობა და სულიწმინდისა - გამომავლობა.
შსაბამისად, ძე მარადიულად იშვება მამისაგან, ხოლო სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან.

სამების შესახებ ბევრი შეიძლება ითქვას და მრავლისმეტყველებაში რომ არ ჩამეთვალოს, მხოლოდ ძირითადი ვთქვი და თუკი რაიმე დაგაინტერესებს გვკითხე.

ეხლა განვაგრძოთ:

"ბრაჰმა ერთ-ერთი ცოცხალი არსებათაგანია, მაგრამ თავისი ერთგული სამსახურის გამო დიდ ძალას ფლობს. ეს თავდაპირველი ცოცხალი არსება, მატერიალური ვნების განმგებელი, თავად გარბჰოდაკაშაი ვიშნუს მიერ არის უფლებამოსილი, რათა ურიცხვი ცოცხალი არსება შექმნას."

აქაც შეუსაბამობას ვაწყდებით. კერძოდ, თუკი ვიტყვით, რომ სამების რომელიმე პიროვნება სხვა პიროვნებისაგანაა უფლებამოსილი, მაშინ მათი თანასწორობა ირღვევა და ერთი ჰიპოსტასის მეორეზე დამოკიდებულებას ვხვდებით, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ასევე, თუკი ბრაჰმა ვიშნუსა და შივასაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ცალკე თავითონ ქმნის რაღაცას, მამა, ძე და სულიწმინდა ერთად ქმნის ყოველივეს- ხილულსა თუ უხილავ სამყაროს.
ამას მრავალი ბიბლიური მუხლის ადასტურებს და თუ გინდა დავწერ.

"ვრცელდება რა თავად უფალი შივას სახით, საჭიროების დროს უფალი სამყაროს ანადგურებს"

აქაც ყოველივე ნათელია.
ანუ გვაქვს ერთი უზენაესი პიროვნება (კრიშნა) და მისგან ვრცელდება სხვა უამრავი ავატარა, ინკარნაცია, თუ ექსპანსია.
როგორც ვაიშნავიზმი ასწავლის შივა არის კრიშნას ენკარნაცია და არა პიროვნულად სხვა ვიღაც.
იგი საწყისს კრიშნასგან ატარებს და ნაწილობრივ თავად მას წარმოადგენს, როგორც ამას ამბობს მომდევნო ციტატა:

"უფალი შივა ცოცხალ არსებათა რიცხვს არ მიეკუთვნება; მეტ-ნაკლებად იგი თავად კრიშნაა"

ანუ ეს იგივეა რომ ვთქვათ - ძე ღმერთი თავად მამააო.
ხომ გესმის, ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა და უაზრობა, იმიტომ რომ ძე ისეთივე უზენაესი, ისეთივე სრულყოფილი და დაუსაბამოა, როგორც მამა. ამიტომ მათი დაყოფა და ერთმანეთზე დაქვემდებარება არ შეიძლება.
მაშ ასე, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მომმართეa075.gif

მადლობა ასეთი არგუმენტირებული პასუხისთვის.
გასაგებია სამების დოგმატი თეორიულად მაინც.

ანუ დასკვნა: მამა ცალკე პიროვნებაა, ძე ცალკე და სულიწმინდა ცალკე, იმ გაგებით, რომ თითოეული მათგანი არის ინდივიდუალური.

ახლა მაინტერესებს რას ასწავლის ქრისტიანობა სულიწმინდის შესახებ.
ამ კითხვის შემდეგ კი სამების თითოეული პიროვნების პიროვნული თვისებების შესახებ რომ დამიწეროთ თუ შეგიძლიათ.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Nov 30 2011, 08:54 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439




Kanishtha-Adhikar
ციტატა
ახლა მაინტერესებს რას ასწავლის ქრისტიანობა სულიწმინდის შესახებ.


სწავლების მიხედვით, სულიწმინდის თვისებაა მამისაგან გამომავლობა. ის მამისაგან გამოვალს მარადიულად, ისევე როგორც ძე იშობა მამისგან მარადიულად. სულიწმინდა მამასთან და ძესთან ერთად არის შემოქმედი ხილული და უხილავი სამყაროსი. სულიწმინდის გადმოსვლაზე ლოცულობდა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში დავით მეფსალმუნე:

"სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე."

ქრისტიანული სწავლებით, სულიწმინდის ნიჭით იღებდნენ ადამიანები სხვადასხვა ცოდნას, გამოცხადებას, უნარებს "ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით."

სულიწმინდის მოქმედებით მუცლად იღო მარიამმა და ხორცი შეისხა ძემ ღვთისამ "მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი."

სულიწმინდის მოქმედებაზე საუბრობენ წმინდა საიდუმლოთა აღსრულების დროს.

სულიწმინდა მოიხსენიება როგორც განმწმენდი ძალა
"მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით."

ჭეშმარიტების სული
"ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ."

სულიწმინდის გმობის დამღუპველობაზე საუბრობს იესო, რაშიც იგულისხმება ჭეშმარიტების დანახვისას მისი შეგნებული უარყოფა და არმიღება
"ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად."

მისგან მომდინარეობს წინასწარმეტყველების ნიჭი
"მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე."

სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის ნიჭი, რომელიც მიეცათ მოციქულებს სულთმოფენობისას
"ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ."

დიდი ფიზიკური ძალა, რომელიც მიიღო სამსონმა
"მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია."

სულიწმინდის ნაყოფია "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება."


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 30 2011, 09:02 PM
პოსტი #34


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმ.ბასილი დიდი ასე გვარიგებს სული-წმინდის შესახებ:
..სულიწმინდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა...იგი გონიერი არსია,ძალით-უსასრულო,სიდიადით-უსაზღვრო არსი,რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით,საუკუნეებით."
,,სულიწმინდა მცნობელობის მომნიჭებელია,იგი გონიერი ნათელია,რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს გონიერ ძალას."

წმ.სილუანი კი ჩემო კანიშტა ასე გვმოძღვრავს:,,სულიწმინდა სული ჭეშმარიტებისა გარკვეული ზომით ყველა ადამიანში ცხოვრობს და მით უმეტეს ქრისტიანში,მაგრამ არაა საჭირო მადლის ეს მცირე გამოცდილება გავაზვიადოთ და კადნიიერად ამოვიდეთ აქედან.სულიწმინდა,რომელიც ყოველთვის რეალურად იმყოფება ეკლესიაში,მოთმინებით და თვინიერად ეძებს და ელოდება ყველა სულს,მაგრამ თვითონ ადამიანი არ აძლევს მას თავისუფლებას იმოქმედოს მასში და ამიტომ რჩება ნათლის გარეშე,რჩება სულიერი ცხოვრების საიდუმლოებების შეცნობის გარეშე."


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 30 2011, 09:13 PM
პოსტი #35


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სული წმინდის შესახებ ძალიან საინტერესო ფრაზას ვაწყდებით სახარებაშიც:,,ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცს,მაგრამ სულისგმობა არ მიეტევება მათ.
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის მიმართ მიეტევება მას;მაგრამ ვინც იტყვის სულიწმინდის წინააღმდეგ არ მიეტევება მას,არც ამ წუთისოფლად,არც იმ წუთისოფლად."


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Nov 30 2011, 09:53 PM
პოსტი #36


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



georgios
A.V.M
მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ.

ანუ სულიწმინდის პიროვნული თვისებაა მამისაგან გამომავლობა.
ეს გასაგებია.

ანუ მას უფრო აღმსრულებითი მდგომარეობა უკავია, ანუ იგი მოქმედებს.
რამდენადაც მახსოვს, ასეთ გამონათქვამს წავაწყდი, რომ თავდაპირველი აზრი მამისაგან მომდინარეობს და ძის მიერ აღესრულება სულიწმინდით.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოა სამების მოძღვრებაsmile.gif

ეხლა მაინტერესებს თუკი არსებობს ვინმე, ან რაიმე წმინდა სულის მსგავსი, ანუ თუ არის სხვა გამოვლინება, რომელიც უმაღლეს სულს ჰგავს მოქმედებით, ან სახით, ან თვისებებით.
ცოტა გაუგებრად დავსვი ეს კითხვა, მაგრამ ვაიშნავიზმში რომ ერკვეოდეთ, მარტივად მიხვდებოდითsmile.gif

საინტერესოა თქვენთან საუბარიsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 30 2011, 10:00 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
მადლობა ასეთი არგუმენტირებული პასუხისთვის.გასაგებია სამების დოგმატი თეორიულად მაინც.

მიკვირს პოლემიკა რომ არ მიმდინარეობსsmile.gif
კარგია, ასე განვაგრძოთa075.gif

მოკლედ სულიწმინდაზე მგონია სათქმელი აღარაფერი დამიტოვეს გიორგიმ და გურამმა, მაგრამ ბოლო კითხვაზე გიპასუხებდი.
ციტატა
ეხლა მაინტერესებს თუკი არსებობს ვინმე, ან რაიმე წმინდა სულის მსგავსი, ანუ თუ არის სხვა გამოვლინება, რომელიც უმაღლეს სულს ჰგავს მოქმედებით, ან სახით, ან თვისებებით.ცოტა გაუგებრად დავსვი ეს კითხვა, მაგრამ ვაიშნავიზმში რომ ერკვეოდეთ, მარტივად მიხვდებოდით

მივხვდი რაც გაინტერესებს და აბსოლუტურად გასაგებია რატომაც სვამ ამ სახის კითხვებსsmile.gif

ახლა რაც შეეხება "სულიწმინდის მსგავს სხვა გამოვლინებას და სახეს".
მინდა გითხრა, რომ ამგვარი რამ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და შესაბამისად ბიბლიურ სწავლებაში არაა მოცემული.
ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული.
იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად.
ციტატა
საინტერესოა თქვენთან საუბარი

ასევეa075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 30 2011, 11:25 PM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ცოტა გაუგებრად დავსვი ეს კითხვა, მაგრამ ვაიშნავიზმში რომ ერკვეოდეთ, მარტივად მიხვდებოდით

ჩვენში ვინც ერკვევა შედარეით კარგად,მაგიტომ გიპასუხა მარტო იმან biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 1 2011, 01:25 PM
პოსტი #39


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ახლა რაც შეეხება "სულიწმინდის მსგავს სხვა გამოვლინებას და სახეს".მინდა გითხრა, რომ ამგვარი რამ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და შესაბამისად ბიბლიურ სწავლებაში არაა მოცემული.ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად.

ის კი გასაგებია, რომ სულიწმინდა ერთია და მამის თანასწორი, მაგრამ მე საუბარი მაქვს მის სხვადასხვა სახის გამოვლინებებზე.
შენ იფიქრე, რომ ავატარებზე, ექსპანსებზე, ან ინკარნაციებზე გკითხე და გასაგებიცაა, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდოდა.
აი მაგალითად, ხომ იცი პარამატმა, ზესული, რომელიც ყოველი ადამიანის გულში იმყოფება. ქრისტიანები შეიძლება პარამატმას, როგორც მამის ექსპანსისას ისე არ უყურებდეთ, მაგრამ ხომ ამბობთ, რომ სულიწმინდა ყოველი ადამიანის გულში სუფევს?
აუცილებელი არ არის, რომ სხვა სახე ქონდეს მიღებული, უბრალოდ იმ სახითვე, როგორიც არის, როგორ და სად მოქმედებს სულიწმინდა?
გამოვლინებაში ეს ვიგულისხმე, მარა ცუდად გამომივიდა კითხვის დასმა, რადგან გამოვლინება თავისთავად ექსპანსიაა და გასაგებიცაა შენი პასუხიsmile.gif

A.V.M
ციტატა
ჩვენში ვინც ერკვევა შედარეით კარგად,მაგიტომ გიპასუხა მარტო იმან

ჰო, გიორგი მართლა კარგად ერკვევა ვაიშნავიზმში და იმიტომ მიღირს მასთან საუბარიsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 2 2011, 07:17 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ის კი გასაგებია, რომ სულიწმინდა ერთია და მამის თანასწორი, მაგრამ მე საუბარი მაქვს მის სხვადასხვა სახის გამოვლინებებზე.შენ იფიქრე, რომ ავატარებზე, ექსპანსებზე, ან ინკარნაციებზე გკითხე და გასაგებიცაა, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდოდა.აი მაგალითად, ხომ იცი პარამატმა, ზესული, რომელიც ყოველი ადამიანის გულში იმყოფება. ქრისტიანები შეიძლება პარამატმას, როგორც მამის ექსპანსისას ისე არ უყურებდეთ, მაგრამ ხომ ამბობთ, რომ სულიწმინდა ყოველი ადამიანის გულში სუფევს?აუცილებელი არ არის, რომ სხვა სახე ქონდეს მიღებული, უბრალოდ იმ სახითვე, როგორიც არის, როგორ და სად მოქმედებს სულიწმინდა?გამოვლინებაში ეს ვიგულისხმე, მარა ცუდად გამომივიდა კითხვის დასმა, რადგან გამოვლინება თავისთავად ექსპანსიაა და გასაგებიცაა შენი პასუხი

ააჰაა, გასაგებია.
ამის შესახებ წმინდა მაქსიმე აღმსარებელს აქვს ნაშრომი "სულიწმინდის სამგვარი გამოვლინების შესახებ კაცობრიობაში".
აი აქ ნახე
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/ma...sulitsminda.htm


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2018 - 01:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი