IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ეკოდესანტი არმაზზე... :-), რამე ჩვენც გავაკეთოთ...
ზარაზა
პოსტი Sep 18 2009, 12:38 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



მოგესალმებით... smile.gif
ამ კვირას არმაზზე აპირებს წასვლას "საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის" ეკოლოგიური კლუბის წევრები და იქაურობის საყოფაცხოვრებო ნაგვისგან დასუფთავება აქვთ განზრახული...
ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით... smile.gif

მოხალისეთა შეკრება დათქმულია კვირას, 20 სექტემბერს, დილის 8:30 საათზე მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელთან...

წამომსვლელმა თან უნდა იქონიოს:
1. ერთი დღის საკმარი საკვები;
2. სულ ცოტა სამი ლიტრი დასალევი წყალი;
3. თანხა, მინიმუმ 4 ლარი ტრანსპორტისათვის;
4. ხელთათმანები, ხელები რომ არ დაიზიანოთ მუშაობისას;
5. ვისაც გაქვთ, ნაჯახი ან პატარა ნიჩაბი;

ციტატა
არანაირი ალკოჰოლი, ლუდის ჩათვლით - ორგანიზატორებს ექნებათ მხოლოდ მცირეოდენი სამედიცინო სპირტი მინიაფთიაქში, ყოველი შემთხვევისათვის


დამატებითი ინფოს სახით ვაკოპირებ იქაურ ფოსტას
ციტატა
ტრანსპორტი
დადის სამარშუტო ტაქსები დიდუბიდან: ძეგვი, ნიჩბისი.
მცხეთიდან არის 2.5 კილომეტრი ხეობის შესასვლელამდე, თუ ვინმე მოხვდა მხოლოდ მცხეთის ტრანსპორტით, ქალაქში შესასვლელში რომ ხიდია იმაზე არ გადადიხართ და გააგრძელებთ გზას პირდაპირ (ქალაქი დარჩება ხელმარჯვნივ)
სავარაუდოდ გამოვიყენებთ რომელიმე მცხეთა-თბილისის ხაზის მარშუტკას, მიგვიყვანს ხეობის დასაწყისამდე და უკან ჩამოგვიყვანს დიდუბეში.

რაც შეეხება ხეობის ნაწილს, არმაზამდე არის 2 კილომეტრი, ძალიან ადვილი გზაა - ბილიკი ადის ბოლომდე, ხეობა იწყება 478 მეტრზე და არმაზი არის 700 მეტრზე, ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანისათვის დაძლევადი მარშუტია.

აღჭურვილობა
გვიჭირდება ხელთათმანები აქციაში მონაწილეების რაოდენობის მიხედვით,
ასევე გვჭირდება ცელოფნები რაღაც რაოდენობის ნაგვის წამოსაღებად.
წესით უმეტესობა ნაგავი დაიწვება და უკიდურეს შემთხვევაში დამწვარი ნარჩენების წამოღება გახდება საჭირო.
ყველას ვისაც გაქვთ პატარა ნიჩბები აუცილებლად წამოიღეთ.
1 ან 2 ნაჯახი (ნაზღა თუ წამოვიდა ერთიც გვეყოფა biggrin.gif)
1 თოკი - ლურჯი/წითელი თოკები რომ არის - წინა ლაშქრობიდან დამრჩა და წამოვიღებ კიდევ ერთი შეიძლება დაგვჭირდეს

ვინც მონაწილეობის მიღებას აპირებთ დაწერეთ თემაში, თითო მონაწილეზე საჭირო იქნება დაახლოებით 3-4 ლარი ტრანსპორტისთვის, და 1-2 ლარი ხელთათმანების შესაძენად.
ყველას მოაქვს ცოტა რაოდენობით საჭმელი (ახლებმა რომ იცოდნენ - აქციიდან ყველანი სახლებში მივდივართ)
არანაირი ალკოჰოლი - ალკოჰოლი 96%-იანი სპირტის სახით გვაქვს და ისიც სამედიცინო დანიშნულებით პირადი აფთიაქების შემადგენლობაში (ესეც ახლებს ეხებათ)
წყალი წამოიღეთ 3-4 ლიტრის ოდენობით, ვისაც რუკზაკებში საშუალება აქვს მეტიც. იქ არის მდინარე მაგრამ არ დაილევა, თუ რატომ ნახვის მერე თავად დარწმუნდებით...
ფორმა - სამოქალაქო (აისელებს ეხებათ) ბათინკები ვისაც აქვს ჩაიცვას.

აქცია არის ღია - შეუძლია წამოვიდეს ნებისმიერ მსურველს, შეგიძლიათ წამოიყვანოთ მეგობრები და ა.შ. წინასწარ დაწერეთ რაოდენობა (ტრანსპორტის და აღჭურვილობის ორგანიზებისათვის).

დამატებითი კითხვები თუ გაქვთ, გნებავთ აქ დასვით კითხვა, გნებავთ აისის ეკო-კლუბის თემაში...

აბა, თქვენ იცით... smile.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 18 2009, 01:46 AM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









ციტატა
არანაირი ალკოჰოლი, ლუდის ჩათვლით - ორგანიზატორებს ექნებათ მხოლოდ მცირეოდენი სამედიცინო სპირტი მინიაფთიაქში, ყოველი შემთხვევისათვის

ბუჰეჰე
წარმატებები a075.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 18 2009, 02:04 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ციტატა(ქავთარაძე @ Sep 18 2009, 01:46 AM) *

ბუჰეჰე
წარმატებები a075.gif

ყველაზე მნიშვნელოვანი ალკოჰოლის აკრძალვა დაინახე??? a075.gif biggrin.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 18 2009, 02:08 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ქავთარაძე @ Sep 18 2009, 01:46 AM) *

ბუჰეჰე
წარმატებები a075.gif


სულ ჭამა სმა უნდა გაფიქრებდეს?!

აიღე ხელეჩო და წალდუნა და გაუყევი არმაზის გზას a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 18 2009, 06:54 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



აი ეს ბანერები განთავსდება ადგილებზე...


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 03:51 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა დილიდან, მაინც მოგროვდა ხალხი, ძირითადად აისელები, ხოლო ფორუმ.გე-დან მხოლოდ zugdideli, ძალიან მაგარი კაცი... smile.gif
სულ 9-ნი შევგროვდით და მიკროავტობუსის მაგივრად ო მსუბუქი ავტომობილით წავედით (დიდი მადლობა Javelin-ს და DNMG-ს)...
მეტი არც ფორუმ.გე-დან და არც სხვა ფორუმიდან არავინ ყოფილა, სამწუხაროდ...
ვვარაუდობთ წვიმის გამო ვერ მოვიდნენ შეკრების ადგილზე...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

არმაზის ციხემდე მანამ მივედით გვარიანად გვაწვიმა და ზემოთაც დრო და დრო წვიმდა...
დავიწყეთ ციხეში უსარგებლო მცენარეების მოჭრით, ზოგმა კი ციხის გარშემო შეაგროვა პლასტმასის ბოთლების შეგროვება დაიწყო...
გამოქვაბულის ფონზე ჩანს თუ რა ინტენსივობის წვიმა იყო...
მოკლედ, არ მოგვეშვა რა მთელი დღე... smile.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ციხიდან ლამაზი ხედებია, ირგვლივ სიწყნარეა და სუფთა ჰაერი... smile.gif
ჩვენს სიმშვიდეს კოლოტაური დარაჯობდა ციხის გალავნიდან... tongue.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ეს ჩვენი ციხის კედელთან მოწყობილი დროებითი თავშესაფარი...
ეს კი ციხიდან გამოზიდული წვრილმანი და მსხვილმანი...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

მაგრამ ციხის კედლებზე მაინც დარჩა მცენარეები, რომელთა ფესვები ისე იყო ჩახვეული ციხის ქვებს, რომ ვიფიქრეთ, უფრო მეტი ზიანი არ მოგვეტანა ციხისთვის, ვიდრე სარგებელი და ხელი აღარ ვახელით...
მალევე წამოვედით ციხიდან და დავეშვით ხეობისაკენ...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ციხიდან დაბლა რომ ვეშვებოდით, გზად პლასტმასის ბოთლებს, პლატმასის დანა-ჩანგალს, თეფშებს და ცელოფნის პარკებს ვაგროვებდით...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ძალიან ლამაზი ადგილებია, განსაკუთრებით თუ ნაგვისაგან გაასუფთავებ...
პლასტიკის ნაგავი კი სერიოზული პრობლემაა ბუნებისათვის...


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Sep 21 2009, 11:23 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ზარაზა
რა კაის საქმე გაგიკეთებიათ კაცო smile.gif მომეწონა ზაზა კაი იყო მართლაც! smile.gif უფალი შეგეწიოთ smile.gif


P.S. კი მიცნობდი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 01:59 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ბექა
ციტატა
უფალი შეგეწიოთ smile.gif

სრულიად საქართველოს... smile.gif
ციტატა
P.S. კი მიცნობდი smile.gif

რომელი ხარ, კაცო??? smile.gif
--
არმაზის ხეობაში ძალიან ლამაზი ადგილებია, მითუმეტეს თუ ნაგვისაგან გაწმენდ...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ სერიოზული ოდენობა ნაგავი გამოვიტანეთ არმაზის ხეობიდან...
სადღაც ნახევარი ხეობის გაწმენდაზე გვეყო დრო...
მეტნი რომ ვყოფილიყავით, იქნება მთლიანად გაწმენდაც მოგვესწრო, თუმცა ამაზე ეხლა მხოლოდ მკითხაობა შეიძლება... smile.gif


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
* * *
გამოითქვა აზრი, დავწვათ ეს ნაგავი ცეცხლზეო, მაგრამ უარვყავით ეს მოსაზრება, არაგონივრული იყო და იმიტომ...
ჰოდა, შეგროვებული "სიმდიდრე" ხეობაში ხელით წამოვიღეთ...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 02:15 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ეს თანამედოვე "ხელოვნების შედევრი" - "ნატურმორტი"... tongue.gif

IPB-ს სურათი

ბოლოს მთელი ეს ნაგავი მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მდგომ ბუნკერ(თან)ში მოვათავსეთ და დღევანდელი საქმიანობა დავამთავრეთ... smile.gif
ეგ იყო და, არმაზის ციხე... smile.gif

IPB-ს სურათი

თუმცა არმაზის ხეობის ქვედა წელი დასასუფთავებელი დაგვრჩა, იქნება სხვა დროს მოვაბათ თავი ისევ მაგ ხეობაში წასვლას დაწყებულის დასამთავრებლად...
აქაური ფორუმელებიც თუ ჩერთვებიან ამ საქმეში, მადლობის მეტი რა გვეთქმის... smile.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Sep 21 2009, 05:13 PM
პოსტი #10


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



შემდეგში აუცილებლად შემოგიერთებით yes4.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 05:27 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 21 2009, 05:13 PM) *

შემდეგში აუცილებლად შემოგიერთებით yes4.gif

ძალიან გაგვეხარდება... yes4.gif smile.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 21 2009, 08:26 PM
პოსტი #12


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



გუშინ ვერ შევძლებდი წამოსვლას თორემ ასეთ საქმეს არ დავაკლდებოდი.

კიდევ დავგეგმოთ და რაც დარჩა გასაკეთებელი ისიც გავაკეთოთ.


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 09:29 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ციტატა(იაკობ @ Sep 21 2009, 08:26 PM) *

გუშინ ვერ შევძლებდი წამოსვლას თორემ ასეთ საქმეს არ დავაკლდებოდი.

კიდევ დავგეგმოთ და რაც დარჩა გასაკეთებელი ისიც გავაკეთოთ.

შესანიშნავია, შესანიშნავი... smile.gif

არ ვიცი როდისთვის დაგეგმავენ შემდეგ გასვლას, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად გავხსნი თემას ამ ფორუმზე... smile.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Sep 21 2009, 10:13 PM
პოსტი #14


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ზარაზა
ციტატა
რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად გავხსნი თემას ამ ფორუმზე...

აჯობებს, ერთი კვირით ადრე თუ გახსნი უკეთესი იქნება smile.gif

უფრო მეტი ნახავს და ორგანიზებული იქნება yes4.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 21 2009, 10:21 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ზარაზა
კარგი საქმე გაგიკეთებიათ, გაიხარეთ! smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 21 2009, 10:30 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 21 2009, 10:13 PM) *

ზარაზა

აჯობებს, ერთი კვირით ადრე თუ გახსნი უკეთესი იქნება smile.gif

უფრო მეტი ნახავს და ორგანიზებული იქნება yes4.gif

რაც ადრე, უფრო უკეთესი იქნება, თუმცა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული... smile.gif
ვეცდები მაქსიმალურად ადრე გავხსნა...
--
ნათია
იცოცხლე, კეთილო... smile.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Sep 22 2009, 02:29 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ზარაზა
ციტატა
რომელი ხარ, კაცო??? smile.gif

ძალიან მარტივა გაგახსენებ biggrin.gif მყინვარწვერი laugh.gif
ვერც ეხლა მიხვდი? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 22 2009, 03:29 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ციტატა(ბექა @ Sep 22 2009, 02:29 PM) *

ზარაზა

ძალიან მარტივა გაგახსენებ biggrin.gif მყინვარწვერი laugh.gif
ვერც ეხლა მიხვდი? biggrin.gif

უFFF... შენ რა გითხარი... tongue.gif
წამო არმაზზე, იქ უფრო დაბალია, არც დიდი ზურგჩანთა არ დაგჭირდება... laugh.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Sep 22 2009, 05:36 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ზარაზა
ციტატა
უFFF... შენ რა გითხარი... tongue.gif
წამო არმაზზე, იქ უფრო დაბალია, არც დიდი ზურგჩანთა არ დაგჭირდება...

როდის აბა? smile.gif კვირას ქორწილში ვიყავი თორე წამოვიდოდი smile.gif

ზარაზა
Pepe იყო? კიდე ვინ იყო ჩვენებიდან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარაზა
პოსტი Sep 23 2009, 04:00 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,478



ბექა
ციტატა
Pepe იყო?

PEPE-ს წითელი აქვს უდისციპლინობის გამო... tongue.gif
ციტატა
კიდე ვინ იყო ჩვენებიდან?

8 კაცი იყო, მათ უმატესობას არ იცნობ...
თუ შემდეგ გასვლაზე წამოხვალ, გაიცნობ... smile.gif
ოღონდ იმ ზურგჩანთით უნდა იყო, მყინვარზე რომ გქონდა... laugh.gif


--------------------
დეოკუპაცია!!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 05:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი