IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 188 189 190 191 192 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 20 2023, 12:49 PM
პოსტი #3781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამგვარად, თუკი შენ, მონაზონო, რომელმაც დატოვე წუთისოფელი, მიწიერი საგნები და ანგელოზებრივი სახე შეიმოსე, გსურს, რომ შენი სული ღირსი გახდეს მადლისა და საღვთო ნუგეშისა, გულმოდგინედ ეცადე, გონისმიერი ლოცვით შეიძინო სწავლება შენს გულში და იზრუნე, რამდენადაც შეგიძლია, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელი, მადლით სავსე და მანუგეშებელი, დაიწეროს და აღიბეჭდოს შენს გულზე. მაშინ წმინდა ანგელოზები შენ სიყვარულით და მოწიწებით მოგეპყრობიან, რადგან ისინი, ვინც თაყვანს სცემს იესო ქრისტეს სახელს, პატივს მიაგებენ და ეთაყვანებიან იმ ადგილსაც, რომელზეც დაწერილია ქრისტეს სახელი“.

„გსურს, მონაზონო, გაიგო, როგორია აღქმადი მკვიდრობა უფლის წმინდანებისა და როგორ ნაყრდებიან უფლით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2023, 12:05 PM
პოსტი #3782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ღმერთის არ მწამდა. როცა ჯარში გამიწვიეს, დედაჩემმა, რომელიც ხშირად დადიოდა ტაძარში და ლოცულობდა ჩემთვის, მომცა ფურცელი ზედ დაწერილი ლოცვით და მითხრა: - „შვილო, დაე, ეს ყოველთვის შენთან იყოს“. შემდგომში გავიგე, რომ ეს იყო 90-ე ფსალმუნი.

მე მომიწია მსახურება სადესანტო დანაყოფში. ჯარში აკრძალული იყო ჯიბეებში რაიმე ზედმეტის შენახვა. ამიტომ ეს ლოცვა ჩემი ფორმის მარცხენა მხარესთან ჩავაკერე.

და აი, მომიწია პარაშუტით პირველი გადახტომა. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როცა ჰაერის უფსკრულში ჩაძირულმა გამოვკარი პარაშუტის რგოლს ხელი და... ის არ გაიხსნა. უმალ გამოვკარი სათადარიგო პარაშუტის რგოლს და არც ის გაიხსნა. მიწა გამალებით მიახლოვდებოდა. ამ წამების განმავლობაში მე, რასაკვირველია, ვერ ამოვიღებდი ფორმაში ჩაკერებულ ლოცვას და ვერ წავიკითხავდი, ამიტომ მხოლოდ დავირტყი ხელი მხარზე იმ ადგილზე, სადაც ლოცვა იყო ჩასმული და დავიყვირე: „უფალო, გადამარჩინე!“

ჩემი ხელის დატყაპუნების საპასუხოდ გავიგე პარაშუტის დატყაპუნების ხმა - ის გაიხსნა!

ამას მოჰყვა მეთაურთა და მეგობართა გამოკითხვები, დედის სიხარული და ცრემლები, მაგრამ მანამ, სანამ მიწაზე დავეშვებოდი, უკვე მიცემული მქონდა პირობა, რომ სემინარიაში ჩავაბარებდი.

შემდგომში მე დავამთავრე სემინარია და წავედი მონასტერში. ეხლა ვარ მღვდელ-მონაზონი“.



„გსურს, მონაზონო, რომ შენი ლოცვით ჯოჯოხეთს გამოჰგლიჯო ტანჯული სული? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2023, 12:40 PM
პოსტი #3783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბავი ერთ-ერთ პატერიკიდან: ერთი მონაზონი შემთხვევით ხელით შეეხო საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მას ეს ხელი შეხვეული ჰქონდა, რათა სიწმინდეებისთვის არ მიეკარებინა. ფიქრობდა, რომ ამ ფაქტმა სულიერად ავნო“.


„გსურს, მონაზონო, დაანაწევრო (ეს გაიგე სულიერად) მცირე ნაკუწებად შენი უხილავი და შეუმჩნეველი მტრები ძალიან ბასრი ხმლით, რაც არის სახელი უფლისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2023, 01:01 PM
პოსტი #3784


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჭაბუკი და ბერი

„ერთ ბრძენ ბერთან ჭაბუკი მივიდა და უთხრა: „სულიერი თვალების აღხილვა მსურს, რათა ჭეშმარიტი სამყარო ვიხილო!“ – „მერე და ნანახი არ შეგაშინებს?!“ - ჰკითხა ბერმა. „არა, არ შემაშინებს!“

ბრძენმა მის თვალებს ხელი შეახო და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ჭაბუკმა შეხედა და მიუგო: - „ცხოველებს ისე ვხედავ, როგორც ადამიანებს!“ – „ეს იმიტომ, რომ ცხოველები ხშირად ადამიანების მსგავსად იქცევიან!“

შემდეგ ბერი კვლავ შეეხო ჭაბუკის თვალებს და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ვაჟმა მიმოიხედა და აღმოხდა: „მამაო, ცხოველების მსგავს ადამიანებს ვხედავ!“ – „იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ცხოველებივით იქცევიან.
შენ სულიერი თვალების აღხილვამდე, ამას ვერ ამჩნევდი!“

– „მამაო, ამ ყველაფრის დანახვა, მართლაც საშიშია! მიპასუხე, თავად როგორ ხედავ ყველას?“ – „მე ყველას საკუთარი შვილებივით ვუყურებ!“ - მიუგო ბრძენმა.

„რომელი თვალებით ხედავ ასე, მამაო?“ – „სიყვარულის თვალებით, შვილო ჩემო, მაგრამ მათი მოპოვება თავად უნდა შეძლო!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„თვალი ყველაფერს ხედავს, გულს ყველაფერი ესმის, სიყვარული კი ყველაფერს აკურთხებს“.

„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, რა არის ზეციური მანანა, ანუ გამოუთქმელი და უტკბესი გემო ქრისტესი, დიდების მეუფისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2023, 11:50 AM
პოსტი #3785


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვით შეიმუსრე შენი გული, მონაზონო, რათა დასცინო ეშმაკს - ბოროტების საწყისს, რათა მისი ისრები აქციო ჩვილის ისრებად“.

"გსურს, მონაზონო, რომ დემონებს ტვინი აუმღვრიო და გონება აურიო, როგორც კვამლი ფანტავს ფუტკრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2023, 11:03 AM
პოსტი #3786


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ყოველთვის გულზე ეკიდა დიდი ჯვარი და ხუთნაწილიანი წმიდა სანაწილე (როგორც თვითონ ამბობდა). ამჟამად ორივე სიწმინდე მის სენაკში (კოშკში) ინახება. როდესაც უჯვროდ დამინახავდა, იტყოდა: „მაპატიე, დაო, და დედაო, ახლა შენ იღუმენია კი არა, ლიტონი მონოზონი ხარ. ჯვარშია მთელი ძალა, როგორ შეიძლება იღუმენია უჯვროდ გადავიდეს გალავნის გარეთ...“

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/

„გსურს, მონაზონო, რომ შენი სული იმარჯვებდეს და დღესასწაულობდეს ყველა მაცდურ სულთან ბრძოლაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2023, 12:35 PM
პოსტი #3787


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„2. უპოვარი მონაზონი წუთისოფლის მეფეა. მას თავისი საზრუნავი ღვთისთვის მიუნდია და ღვთისადმი რწმენით ყველა მისი მონა გამხდარა; საჭიროების გამო არავის მიმართავს და ყველაფერს ღვთის ხელიდან იღებს“.

/ღირსი იოანე სინელი/


„გსურს, მონაზონო, რომ დემონები შენთან შეხვედრისას გემალებოდნენ, ვიდრე არ გაივლი, რომელსაც შეეშინდებათ შენში არსებული ღვთის მადლის გამო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2023, 11:11 AM
პოსტი #3788


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიდება შენდა, ღმერთო!

„ცხოვრობდა ბერი მონაზვნებთან ერთად. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ძმათა შორის ყოფნა ძალიან გაუგრძელდა და უკვე სხვანაირ ცხოვრებაზე უნდა ეფიქრა. ბერი რამდენიმე ხნით უდაბნოში განმარტოვდა.
როდესაც დაბრუნდა, საძმოდან ერთი მონაზონი მასთან მივიდა და უთხრა: „მამაო, უთხარი ჩვენს ძმას საკვები უფრო მოკრძალებულად მიიღოს, თორემ მერიდება!“ – „კეთილი, ვეტყვი!“ - მიუგო ბერმა. შემდეგ მასთან მეორე მონაზონიც მივიდა: „აბბა, უთხარი ჩემს ძმას, რომ ჭურჭელს ფაქიზად მოექცეს. თორემ გული მტკივა, რეცხვის დროს ისეთი დაუდევარია!“ – „კარგი, ვეტყვი!“ - უპასუხა აბბამ, საკუთარ კელიაში ჩაიკეტა და ლოცვა დაიწყო.
გავიდა რამდენიმე დღე და ბერთან პირველი მონაზონი მივიდა: „ოჰ, მამაო! რა კარგია, ჩვენ ძმას რომ მიუთითე! ახლა ტრაპეზის დროს ძალზე მოკრძალებულია“. ახლა მეორე მონაზონი მიუახლოვდა ბერს: „აბბა, ჩვენი ძმა ჭურჭელს ზედმიწევნით ფაქიზად ეპყრობა, მის ნაცვლად მიხარია!“ ბერმა ამოიოხრა და წარმოთქვა: „დიდება, შენდა, ღმერთო! მეუფეო ზეცისა და ქვეყანისაო! რამეთუ ჩვენ უმეცრებსა და უგუნურებს გვმოძღვრავ მადლითა შენითა!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„საუკეთესო სიტყვა - დუმილია, საუკეთესო მოძღვრება - ლოცვა“.


„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, როგორ ბრწყინავენ წმინდანები ზეცაში და როგორია მათი შესამოსელი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2023, 12:42 PM
პოსტი #3789


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი მოღვაწე მონაზონი მწუხარებასა და განსაცდელის ჟამს ქრისტესადმი გონისმიერად ილოცებს შემუსვრილი გულით, მადლის მეშვეობით ჭვრეტის რომელიმე უნარი ეძლევა, რომელიც მწუხარებისას არა მხოლოდ ანუგეშებს მას სულიერად და აძლევს კეთილ იმედებს სამომავალო სიკეთეთა შესახებ, არამედ სათნოებათა მხრივ გაცილებით მხურვალედ აქცევს, ვიდრე უწინ იყო“.


„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო: ადამიანი, თუკი შეინარჩუნებს იმას, რასაც გვიბრძანებს ქრისტე, როგორ იქცევა სამოთხედ, ხოლო, თუკი ვერ შეინაჩუნებს - ტანჯვად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2023, 10:40 AM
პოსტი #3790


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(ტრულ. 47)

„მონასტრიდან რომ თვითნებურად არც ერთი მონაზონი არ უნდა გამოვიდეს, ეს დადგენილი იყო მონასტრული ცხოვრების დასაბამიდანვე; რადგანაც შემჩნეული იყო ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ამიტომ ტრულის მამებმა ეს კანონი გამოსცეს და განაწესეს, რომ ვინც არ შეისმენს, შესაბამისი ზღვევინებას დაექვემდებაროს (კანონისტი ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში)“.


„გსურს, მონაზონო, რათა მადლი უფლისა გფარავდეს იმისგან, რაცაა „შავი ჭირი, ბნელში მოარული“ და თოვლივით თეთრი ზეციური ანგელოზები უხილავად თან გახლდნენ შენ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2023, 12:12 PM
პოსტი #3791


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„12. გამოუცდელი მონაზონი ზღაპარში ფხიზლობს და ლოცვის მოახლოებისას თვალებ უმძიმდება. (ღირსი იოანე სინელი)

მღვიძარების შეძენას, ისევე როგორც ნებისმიერ სულიერ ღვაწლს, წრთობა და გარჯა სჭირდება. მთავარია, მონაზვნობის დასაწყისიდანვე, სულიერი მოძღვრის მორჩილებით იქნეს ნატვირთი მონაზვნობის ღვაწლი.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


„გსურს, მონაზონო, საუფლო ჩვენებით იხილო, თუ როგორია ადამიანის სული თავისთავად და განცვიფრდე ღვთის უსრულყოფილესი სიბრძნით, რომელიც მან აჩვენა ამ სულში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2023, 12:41 PM
პოსტი #3792


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თევზი და ბერი

„გახურებული ტაფიდან ამომხტარი და მდინარეში ჩავარდნილი თევზი, დამწვრობის მიუხედავად მაინც გახარებულია, რომ ცოცხალი გადარჩა და წყალში დაცურავს. ასევეა ამ წუთისოფლისგან და მისი დამღუპველი ცეცხლისაგან განდგომილი ბერი, რომელიც დროთა განმავლობაში, ისევ საერო საქმეებს უბრუნდება. იგი იმ დამწვარ თევზს ემსგავსება, რომელიც თავისით ისევ იმ გახურებულ ტაფაზე აღმოჩნდება, რათა საბოლოოდ შეიხრუკოს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„რაც უფრო ღრმად ჩაიძირები სულიერი ცხოვრების მაცოცხლებელ წყლებში, მით მეტად დაშორდები წუთისოფლის მწველ ზრახვებს“.


„გსურს, მონაზონო, მხურვალე ცეცხლით დაწვა ეშმაკის სამყოფელი, რომელიც უფლის რისხვით ფიჩხივით ალდება? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2023, 11:24 AM
პოსტი #3793


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- როგორ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა საზომით გამოვიყენოთ რაიმე თანაცხოვრებულთა მონასტერში?

-თუ მონაზვნურად აზროვნებ, ამის განსაზღვრა შესაძლებელია. თუ მონაზვნურად არ აზროვნებ, ყველაფერი, რაც არ უნდა აიღო, „აუცილებლად“ მოგეჩვენება. მერე კი თვით ბერი გადაიქცევა ერის ადამიანად და უარესიც გახდება. ჩვენ - ბერები ერთად შედარებით სულ ცოტათი უბრალოდ მაინც უნდა ვცხოვრობდეთ, ანდა ყველაზე უარეს შემთხვევაში ისე მაინც, მონასტერში წასვლამდე რომ ვცხოვრობდით. იმაზე უკეთესი ნივთები არ უნდა გვქონდეს, რაც სახლში გვქონდა. მონასტერი უფრო ღარიბული უნდა იყოს, ვიდრე ის სახლი, საიდანაც მე აქ მოვედი, ეს შინაგანად ეხმარება როგორც ბერს, ისე - ერს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


„გსურს, მონაზონო, იხილო, მიიღე თუ არა შენს სულში სულიწმიდა და გაიგო, ჩაწერილია თუ არა შენი სახელი ცხოვრების წიგნში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2023, 10:49 AM
პოსტი #3794


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონი 47

„ნურც დედაკაცი გაითენებს ღამეს მამათა მონასტერში, ნურც მამაკაცი - დედათა მონასტერში, რამეთუ მართლმორწმუნეს გაუცხოებით ყოფნა მართებს ყოველგვარი დასაბრკოლებელისა და საცდურისაგან, და კეთილად დაწესება ცხოვრებისა, რათა შუენიერად და კეთილად დავდგრეთ უფლისა მიმართ; ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს, კლერიკოსი იქნება თუ ერისკაცი, უზიარებელი იქნება. „ეს კანონი ნათელია: მისი მიზანი მონასტების ყოველგვარი ეჭვისაგან დაცვაა“.


„გსურს, მონაზონო, რომ ქრისტემ გამოგიჩინოს შენ საიდუმლო თავისი საღვთო მეუფებისა, რის გამოც ბნელდება ყოველი გონება, რომელსაც სურს შეიმეცნოს იგი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2023, 12:44 PM
პოსტი #3795


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძილს ბევრი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის. ერთ დროს ათონზე, ყარაყალის მონასტრის იღუმენი გახლდათ მამა კონდრატე, მშვენება იმდროინდელი მონაზვნობისა. ტრაპეზის შემდეგ, შუადღისას, როცა სხვები ისვენებდნენ, თავის სენაკში არ მიდიოდა. ჩამოჯდებოდა იქვე ეზოში სკამზე, დაეყრდნობოდა კვერთხს და გონიერ ლოცვას მიეცემოდა, ან სათვალეს გაიკეთებდა და წმინდათა ცხოვრებას კითხულობდა. ხშირად უკითხავთ, - აქ რას აკეთებო, მამაო. - მძინავს, ჩემო შვილო, - უპასუხებდა. - სკამზე გძინავთ? -ჰო, მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს, შვილო, მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხზე უნდა ეძინოსო. გრძნობდა იღუმენობს პასუხისმგებლობას - დაეცვა ცხოვართა მიბარებული სულები და ამისთვის ძილის დროსაც კი ფხიზლობდა“.


„გსურს, მონაზონო, დატკბე უფლის მადლით, რათა შენმა სულმა იგემოს მადლი, რომელიც არის ქრისტეს წმინდა მცნებებში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2023, 12:06 PM
პოსტი #3796


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაზარდა ცოლ-ქმარმა შვილები, გაიხარა შვილიშვილებით და სიბერის მოახლოება იგრძნო. ერთხელაც ქმარი ამბობს: „იცი, ბევრი ვიფიქრე და ჩემი სურვილი მინდა გაგანდო: ვიდრე ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ხელს მიწყობს, ბერად მსურს აღკვეცა. სულის ხსნა და ახლობლებისათვის ლოცვა მწადია!“ ცოლმა გამოუცხადა: „ამას გიპასუხებ: ჯერ მე მომხედე და მერე სადაც გინდა იქ წადი! ესაა ჩემი სიტყვა!“ – „რა გაეწყობა, კარგი!“ - უპასუხა ქმარმა. დარჩენით კი დარჩა შინ, მაგრამ ცოლი დღითი-დღე თავს უკეთ გრძნობდა, თვითონ კი დარდმა შეჭამა: ალბათ, ვერ ეღირსება ბერობას! ამასობაში ჯანმრთელობამ უმტყუნა და ავად გახდა. ცოლიც უკმაყოფილებას არ მალავდა: „უამრავი საქმეა! ძალა არ მყოფნის! აჯობებდა, ბერად აღკვეცილიყავი! ამასაც დახმარება ჰქვია...“

/ბერი სვიმეონ ათონელი/
"მოყვასისათვის საუკეთესო დახმარება - შენი ბერად აღკვეცაა“.


„გსურს, მონაზონო, იყო ჭეშმარიტი მონაზონი, თანახმად შენივე სახელისა? გულით შეიყვარე მხოლოდ ქრისტე. ჩვენ ვამბობთ: ილოცე ყოველთვის გულით ქრისტესადმი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2023, 12:29 PM
პოსტი #3797


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბოროტება ისაა, რომ თვით ჩვენ - მონაზვნები სულიერი ევოლუციის გზაზე წინ ვერ ვუსწრებთ ერის ადამიანს“

/ღირსი პაისი ათონელი/


„გსურს, მონაზონო, რომ დემონებს ეშინოდეთ შენი, როგორც ზეციური მეუფის მამაცი და სახელოვანი მეომრისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2023, 12:04 PM
პოსტი #3798


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მთა ამ საათებში იწვის და ბრიალებს. გამძვინვარებული ეშმაკი ბორგავს და გრგვინავს. ღვაწლმოსილი მონაზვნები ღმერთში იმყოფებიან“.


„ამიტომ, მონაზონო, უგულისყურობის გამო ნუ დაიძინებ სიკვდილისათვის, არამედ იესოს სახელით გვემე მტრები და, როგორც თქვა ვინმე ბრძენმა, იესო სახელი შეეწებოს შენს სუნთქვას, და მაშინ შეიცნობ სარგებელს მყუდროებისას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2023, 10:39 AM
პოსტი #3799


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძილის ვნებით ბოროტი ყველაზე მეტად დამწყებ მოღვაწეებს ებრძვის. თუ თავიდანვე დაიყოლიებს, იგი ადვილად მოახერხებს მთელი ცხოვრება გაამყაროს ამ ვნებაში. თუ ადამიანი ერთხელვე გამოწვრთნის სხეულს, დაამარცხებს ძილის ვნებას, ადვილად შეძლებს ამ მდგომარეობის შენარჩუნებას, თავადვე გამყარდება სიფხიზლეში.“


„გსურს, მონაზონო, ქრისტესა და ღვთისმშობლის წმინდა ხატების დანახვისას შენი თვალებიდან თბილი ცრემლი რომ იფრქვეოდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2023, 12:29 PM
პოსტი #3800


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ვინც ამქვეყნიურ ყოფას მხოლოდ სამოსის შეცვლით განუდგა, იგივეა, თითქოს თერძთან წასულიყო“


„ამიტომ, მონაზონო, შეიმუსრე გული ლოცვით, რათა შეიმუსროს ტახტი და განდიდება სატანისა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 188 189 190 191 192 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი