IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამების მგალობელთა გუნდი
ბექა
პოსტი Apr 6 2007, 12:41 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



თუ ვინმეს ფაქვთ ატვირთეთ რა მაგრა გთხოპვთ, მგონი ლუარსაბს ან ვეშაპოს უნდა ჰქონდეს ძალიან მინდა. მაგალითად ეხლა სამების ბიჭების "წმინდაო ღმერთოს ვუსმენ" smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mirooo
პოსტი Apr 6 2007, 09:48 PM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-April 07
წევრი № 1,591



თუ ვინმეს ფაქვთ ატვირთეთ რა მაგრა გთხოპვთ, მგონი ლუარსაბს ან ვეშაპოს უნდა ჰქონდეს ძალიან მინდა. მაგალითად ეხლა სამების ბიჭების "წმინდაო ღმერთოს ვუსმენ"



თუ ვინმეს ფაქვთ ატვირთეთ რა მაგრა გთხოპვთ, მგონი ლუარსაბს ან ვეშაპოს უნდა ჰქონდეს ძალიან მინდა. მაგალითად ეხლა სამების ბიჭების "წმინდაო ღმერთოს ვუსმენ"

რომელ საგალობელს გულისხმობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Apr 7 2007, 02:38 AM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



ძალიან გთხოვთ დღეს რომ გოდება იყო სამებაში ეს თუ გაქვთ ვინმეს ჩამაწერინეთ .

თუ არ მეშლება სახელი და გვარი ვინმე ნაირა ნაჩხატაშვილი გალობდა



--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 9 2007, 01:16 PM
პოსტი #64


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
ვისაც საგალობლები უნდა, მომწეროს სკაიპზე m_n_a_t_e აქ ვერაფერს დავდებ...



აქ რატომ ვერ დადებ?ვეშაპო
ციტატა
თუ შეიძლება ნაირა ნაჩხატაშვილის "მგოდვარე" ჩანაწერები "19, 20, 21-ე საუკუკუნის ქართული საგალობლები"-ს თემაში მოითხოვეთ.




ვინ არის ეს ნაირა ჩხარტიშვილი ან რა იმღერა თუ იგალობა?

ისე, ძალიან შეთხელებული მეჩვენა სამების მგალობელტა გუნდი, აკი 120 კაცამდე ნდა გაიზარდოსო?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 15 2007, 01:04 AM
პოსტი #65


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დავით ივერიელი
ციტატა
ნაირა ნაჩხატაშვილის "უფალო იესო ქრისტე" გაცილებიტ მეტ სინანულსა და ემოციას აღძრავს ადამიანთა უმრავლესობაში, ვიდრე გურული სტილიტ სესრულებული რომელიმე სააგლობელი


ეს არის ანდრია კრიტელის დიდი სინანულის კანონის საგალობელი.
სულო ჩემო
ერთი მითხარი, რით არ აღძრავს სინანულის განწყობას, თუ მაინცა და მაინც ჩანგლები უნდა გაიყარო ყელში და ყველას დასანახად თავპირი დაილეწო, ნახეთ როგორი ქრისტიანი ვარო?

ან ეს:
ნუ მტირ მე, დედაო
ერთერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული დღის მეცხრე ძლისპირია. დიდი შაბათის, ღვთისმშობლის დატირების შემდეგ.
აბა ნახე ჩვენმა წინაპარმა (შენ რომ ცინიკურად მოიხსენიებ და გურულ კილოს ეძახი, ვითომც გურული კილო ცუდი იყოს და დაცინვის საგანი) როგორი მუსიკა შეუფარდა ამ ლოცვას.
თვითონ შეაფასეთ უხდება თუ არა ეს მუსიკა სიტყვებს.
თუ, მაინც და მაინც თმები უნდა გავიწეწოთ და ნაირა ნაჩხატაშვილის გულისმომწყვლელი ვოკალით გათიშულებმა ნაცარი ვიყაროთ თავზე?
ეს არ არის მართლმადიდებლობისათვის დამახასიათებელი.

P.S.
გურული არაა, იმერულია ამ შემთხვევაში.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 15 2007, 01:24 AM
პოსტი #66


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დავით ივერიელი
ციტატა
მოუსმინე ჯერ კაპელის სულთათანას და მერე ანჩისხატრის გურული სტილით შესრულებულს... და მიხვდები ყველაფერს...


შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.
ესაა "გურული სტილის" (როგორც შენ უწოდებ) გალობა.
შენ არ ვიცი რომელი ჯიშისა ხარ, თორემ იმ კუთხისთვის გავრცელებულ გალობას დაგიდებ და ნახე შენი წინაპარი როგორ ადიდებდა ღმერთს და მერე დაძრახე ანჩისხატის გუნდი.
ეხლა კი ეს მითხარი, რა საერთო იპოვე ამ საგალობლის შესრულების მანერასა და ჩემს მიერ ზემოთ დადებულ ანჩისხატის გუნდის მიერ შესრულებულ 2 საგალობელს შორის.
ესეც გურული სტილითაა და ისიც?
მგონი ძალიან მაღალ ტყემალზე ზიხარ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Apr 15 2007, 07:24 PM
პოსტი #67


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



დავით ივერიელი
ციტატა
კი რათქმა უნდა მაგრამ შენ ჩემზე კარაგად იცი, რომ სულთა თანა და მსგავსი საგალობლები არა უფლის სადიდბელი არამედ სინანუილს გამოსახატია.... მოუსმინე ჯერ კაპელის სულთათანას და მერე ანჩისხატრის გურული სტილით შესრულებულს... და მიხვდები ყველაფერს...


სულთა თAნა სინანულის გამოსახატი არის არანაირად, იგი პანაშვიდისთვის არის და მიცვალებულზეა. ჩემში არანაირ სინანულს ეგ საგალობელი არ იწვევს.
რაც შეეხება კაპელას, გაჭირვებას რა ვუთხარი თორემ კაპელა ტაძარში არ უნდა გალობდეს. ტაძარი ოპერა არ არის. მე პირადად მათ მიერ შესრულებული საგალობლების უმეტესობაში სიტყვებს ვერ ვიგებ.
რაც შეეხება ანჩისხატს, ვმათი ერთ-ერთი დიდი პლიუსი ის, რომ მათ საგალობლებში კარგად ისმის სიტყვები.
საგალობელი მართლაც ღვთის სადიდებელია და არა სინანულის წყარო.

ციტატა
ეს არის ანდრია კრიტელის დიდი სინანულის კანონის საგალობელი.
სულო ჩემო


ვინც მაინც და მაინც სინანულს ეძებს საგალობლებში, მათთვის მისწრებაა ეს საგალობელი.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 15 2007, 09:25 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ისე ერთ რჩევას მივცემ აქ რამდენიმეს. რაც შეიძლება მეტი უსმინეთ ქორიძეს, არტემის, კერესელიძის და ა.შ კილოს საგალობლებს და ნაკლები კაპელებს და თანამედროვე საგალობლებს.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 15 2007, 09:49 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



მნათე
ნუ რა თქმა უნდა ეკლესიაში.

ჩემი აზრით რასაც სამების გუნდი რომ გალობს "მსწარფლ განუხვენს" კლასიკური მუსიკის თვალით რომ შეხედო შედევრია, მაგრამ ქართული გალობიდან ძალიან შორსაა. თუ გაინტერესებს ყოველ დღე 5ჯერ ან 6ჯერ ვუსმენ მაგ მსწრაფლ განუხვენს, მაგრამ უფრო როგორც მუსიკას.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 15 2007, 10:06 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



მნათე
გემოვნებაზე შეიძლება იდაო არტემის კილო გირჩევნი, ქორიძის თუ კარბელაშვილის, მაგრამ ესენი არ არის ქართული ტიპის საგალობლები, ეს არის ევროპული მუსიკით გატაცებული კომპოზიტორის ნაწარმოები (პატრიარქის დაწერილი მხოლოდ წამყვანი ხმაა)


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 15 2007, 10:09 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
გემოვნებაზე შეიძლება იდაო არტემის კილო გირჩევნი, ქორიძის თუ კარბელაშვილის, მაგრამ ესენი არ არის ქართული ტიპის საგალობლები, ეს არის ევროპული მუსიკით გატაცებული კომპოზიტორის ნაწარმოები (პატრიარქის დაწერილი მხოლოდ წამყვანი ხმაა)


და მერე, არაქართული = არაღვთიურს? თუ ცოცხალი ღმერთი განიდიდება რა პრობლემაა? ჩვენი პრიორიტეტი ღმერთია თუ ტრადიციათა ონტოლოგიური თაყვანისცემა?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 15 2007, 10:25 PM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



მნათე
ციტატა
და მერე, არაქართული = არაღვთიურს? თუ ცოცხალი ღმერთი განიდიდება რა პრობლემაა? ჩვენი პრიორიტეტი ღმერთია თუ ტრადიციათა ონტოლოგიური თაყვანისცემა?

მაშინ ვიგალობოთ სიონურად ან ბერძნულად.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 15 2007, 10:33 PM
პოსტი #73


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ზებედე
ციტატა
ნახეთ და მოუსმინეთ ქუთაისში რა ხდება, გალობენ კეჭაყმაძის და არ ვიცი ვის თანამედროვე საგალობლებს,


შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

ამ საგალობელში შუა ხმას სწორედ კეჭაყმაძის ბაბუა, ივლიანე კეჭაყმაძე გალობს.
ნახეთ ერთი, როგორ მიდის ბაბუის კვალზე ჩვენი კეჭაყმაძე. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Apr 15 2007, 10:52 PM
პოსტი #74


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



სამწუხაროდ... ერთი თვისება გვაქვს.. რაც ძველი აუცილებლად კარგი გვგონია...

ხო რა ვიცი ალბათ ვეშაპოსთვის და ზებედესთვის ეს სტილი გაცილებით უკეთესია.. გემოვნებაზე არ დაობენ...

misdevs mela loms
და ვინ დააწესა, რომ მსწრაფლგანუხვენ არის მხოლოდ კომპოზიცია და არა საგალობელი? ვინ გაავლო ზღვარი? ან ვინა საზღვრავს და ან რა პრინციპით რომელია საგალობელი და რომელი არა???

მე მაინც ყოველივე სასაცილოდ მეჩვენება...

მხოლოდ ის არაა საგალობელი რასაც ჩვენი ქწინაპრები გალობდნენ.. საგალობელბი დღესაც იქმნება wink.gif


აქვე გაგიმხელ, რომ სამების მგალობელთა გუნდები(ფესვებიცა და სიმონის გუნდი) და ის კილო როელსაც ისინი ასრულებენ ძალიან მიყვარს... wink.gif და მათი შესრულებით სულთა თანაც საოცარია.... და ზოგადად სადაკილო მშვნიერია.... მე მხოლოდ ნაირას და კაპელის საგალობლებს არ ვაღიერებ wink.gif wink.gif laugh.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 15 2007, 10:55 PM
პოსტი #75


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(დავით ივერიელი @ Apr 15 2007, 10:52 PM) *

მხოლოდ ის არაა საგალობელი რასაც ჩვენი ქწინაპრები გალობდნენ.. საგალობელბი დღესაც იქმნება wink.gif

რას ამბობ,... მართალია.
მაგრამ დღეს რო იქმნება ,დღესვე მოკვდება.
რადგან სულიერება არ გააჩნია.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Apr 15 2007, 10:58 PM
პოსტი #76


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ლეონტი
აჰ, ე.ი. პატრიარქის შექმნილ საგალობელბს სულიერება არ გააჩნია???

საინტერესო ჰიპოთეზააა... wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Apr 15 2007, 11:31 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ეჰ დავებით ხალხი გადავიმტერე, ზოგმა ხიბლში ხარო ეგრე მითხრა, ზოგმა აზრზე არ ხარო, ამიტომ ამ თემას მე აღარ გავცემ პასუხს, სხვებსაც ცუდი აზრი რომ არ გაუჩნდეს ჩემზე wink.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 16 2007, 12:14 AM
პოსტი #78


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დავით ივერიელი
ციტატა
და ვინ დააწესა, რომ მსწრაფლგანუხვენ არის მხოლოდ კომპოზიცია და არა საგალობელი? ვინ გაავლო ზღვარი? ან ვინა საზღვრავს და ან რა პრინციპით რომელია საგალობელი და რომელი არა???

საქართველოს წმინდა სინოდმა 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინებით. wink.gif
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ბოლო აბზაცს.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის
2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინება


2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შესდგა წმ. სინოდის კრება, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს.

წმ. სინოდის კრებას თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წმ.სინოდის მღვდელმთავრებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მიმოიხილა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მნიშვნელობა.

წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.

აღნიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მათი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.

სხვაგან, - მარხვანის კრებულში, - გიორგი მთაწმინდელი შუაღამის დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლებისბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის... რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს“).

ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („სამთა მიერ ფთონგთა... შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“); ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდის მიერია („... ყოვლითურთ სამოსო არს ჩუენი ესე სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრონგთა, ვიტყუი სამთა დაბამვათა...“).

ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. Dდღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.

ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში, ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.

ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები, რიღაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე). სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ; საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა.

ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II დაწყებული ვიდრე დავით მეხუთემდე. ქართველმა ბერ-მონაზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.

დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. ]მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

ასე რომ, დამიწყნარდი პატარა ბიჭი და შარვალი ჩაიცვი.
არ გინდა ნაირა ნაჩხატაშვილის მუზონზე ქალივით ტირილი და ქვითინი. wink.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Apr 16 2007, 12:24 AM
პოსტი #79


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ვეშაპო
ეგ რჩევები თქვენთივს შემოინახეთ მადლობა wink.gif ბევრისგან განსხვავებით ვიცი როდის რას მოუსმინო...

რა ვიცი... უწმიდესის დაწერილი kyrie eleison და სხვა ძალიან ბევრი საგალობელი ძირითადად ერთხმიანია....

აქვე გაითვალისწინეთ, რომ ის ნაირა იქამ წმიდესის სურვილით მოიწვიეს wink.gif და ეგ დადგენილება რამდენად ამაღთლებს სკითხავია და დღეს მაგას რომ მკაცრი ყურადღება ექცეოდეს ზოგზოგიერთები ვერ ირბენდენ დეკანოზის ჯვრებით wink.gif ნახევარი დიღომი რომ გააგიჟეს wink.gif

უსმინეთ ბატონო და იყავით... გემოვნებაზე არ დაობენ... smile.gif



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Apr 16 2007, 12:28 AM
პოსტი #80


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დავით ივერიელი
ციტატა
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ის ნაირა იქამ წმიდესის სურვილით მოიწვიეს და ეგ დადგენილება რამდენად ამაღთლებს სკითხავია და დღეს მაგას რომ მკაცრი ყურადღება ექცეოდეს ზოგზოგიერთები ვერ ირბენდენ დეკანოზის ჯვრებით ნახევარი დიღომი რომ გააგიჟეს

რახან არ ამართლებს ეგ ჩემი ბრალი არაა, ვინც ეგ დადგენილება მიიღო იმის ბრალია, მათ შორის უწმიდესისაც.
იმედია ნელ-ნელა გაიბუყნება ეგ ფსევდო-გალობა და შენ და შენნაირები მარტო სახლში დატკბებით მაგის მოსმენით.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 11:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი