ჰოლი, სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჰოლი, სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული |
George Leluashvili |
Feb 28 2012, 11:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მოგესალმებით!
მოკლედ, ვქმნი რა საგაზაფხულო განწყობას, მინდა მოგითხროთ ერთ ძალიან ლამაზ, მხიარულ და ღირსშესანიშნავ დღესასწაულზე, რომელსაც "ჰოლი" ეწოდება. იმედია მხოლოდ პროლოგით არ შეაფასებთ თემას (და შესაბამისად თემის ავტორს ) და გაეცნობით მას არა როგორც რელიგიურ, არამედ როგორც სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაულს. როგორც ვთქვი, ჰოლი – ეს არის ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა. ჰოლის წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთი მათგანის მიხედვით სახელწოდება ჰოლი წარმოიშვა დემონი ჰოლიკას სახელიდან. გოროზი მეფის ძე – პრაჰლადა თაყვანს სცემდა ვიშნუს და ვერაფერი გადაარწმუნებდა ასე არ მოქცეულიყო. მაშინ ხელმწიფის დამ – დემონმა ჰოლიკამ, რომელიც როგორც ითვლებოდა ცეცხლში არ იწვებოდა, დაიყოლია პრაჰლადა კოცონში შესულიყო ღმერთის სახელით. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჰოლიკა დაიწვა, პრაჰლადა კი ვიშნუს მფარველობის წყალობით უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ამ მოვლენის საპატივცემულოდ ჰოლის პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას გამოსახულებას წვავენ. ამას გარდა, ჰოლის დღესასწაულს უკავშირებენ ამბავს იმის შესახებ, როგორ აქცია შივამ თავისი მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამა ფერფლად, რომელიც მის მედიტაციიდან გამოყვანას ცდილობდა, რის შემდეგაც ის უსხეულოდ დარჩა. მაგრამ შივას ცოლის პარვატისა და კამას ცოლის ქალღმერთ რატის თხოვნით შივამ კამას დაუბრუნა სხეული წელიწადში სამი თვით. როდესაც კამა იბრუნებს სხეულს ყველაფერი ფერადდება და აყვავდება, ბედნიერი ხალხი კი ზეიმობს ყველაზე მხიარულ სიყვარულის დღესასწაულს. ჰოლის დღესასწაულს ასევე ხშირად აკავშირებენ კრიშნას სახელთან და თამაშებთან, რომელსაც ის მწყემს ქალებთან აბამს. ყმაწვილისა და ახალგაზრდა ქალის შეთამაშება სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს, გაართობს მას, შემდეგ ქალი რამეზე გადაიატანს ყურადღებას, ამ დროს კი ბიჭი ფერადი პუდრით შეუღებავს სახეს ან გაფერადებულ წყალს გადაასხამს. გოგონა განაწყენდება, მამაკაცი მას პატიებას სთხოვს (ეს ყველაფერი მიდმინარეობის ცეკვებისა და ჟესტების ენით), გოგონა შეუნდობს მას და ისიც სამაგიეროდ გადაასხამს შეფერილ სითხეს. ეს საჯარო თავისუფლება იშვიათი ფუფუნებაა ახალგაზრდებისთვის საერთო ინდური მკაცრი მორალური შეზღუდვების ფონზე. თუ კი დივალიზე ძირითადად ტკბილი ტონები შეინიშნება, ჰოლიზე ყველა სვამს ბჰანონგოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მარიხუანის წვენი ან ფოთლები და რძის პროდუქტები. ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება. მოკლედ ასე, იმედია მოგეწონათ, თუ არა – არაუშავს ვიმედოვნებ ახლავე არ მიხურავთ ამ თემას და ფორუმელები თავიან აზრებსა და შეხედულებებს წარმოაჩენენ კონკრეტულად ამ დღესასწაულზე და არა ინდურ ღვთაებებსა თუ ლეგენდებზე. გმადლობთ ყურადღებისათვის სიყვარულითა და პატივისცემით – GIORGI LELUASHVILI -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ikanosi |
Feb 28 2012, 11:27 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ახლა ვფიქრობ, შემწყნარებელი ვიყო თუ მივახურო ეს თემა
-------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Feb 28 2012, 11:39 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ახლა ვფიქრობ, შემწყნარებელი ვიყო თუ მივახურო ეს თემა აჰა, დაიწყეს უკვე. გაეცანი ჯერ? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Feb 28 2012, 11:48 PM
პოსტი
#4
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
GIORGI LELUASHVILI
და დამოუკიდებელი თემის გახსნას, რა ნიშნით იმსახურებდა? თუ მაინც და მაინც ამ დღესასწაულის სიხარულითაა გული სავსე, სასაუბროში აღგენიშნა. ასეთი მრავალი სხვ დღესასწაული აქვს, შვედებს, ბრაზილიელებს, რუსებს და აშ, ყველა გავხსნათ??? ციტატა ერთი მათგანის მიხედვით სახელწოდება ჰოლი წარმოიშვა დემონი ჰოლიკას სახელიდან. გოროზი მეფის ძე – პრაჰლადა თაყვანს სცემდა ვიშნუს და ვერაფერი გადაარწმუნებდა ასე არ მოქცეულიყო ვიშნუზე ინფორმაცია ამაღელვებელი, მაგრამ ჩვენთვის არასაჭირო იყო. წარმომიდგენია ამ ფორუმზე ყველა ძველბერძნული ღმერთის ,,დღესასწაული,, რომ ავღნიშნოთ რა დატრიალდება: ) ვიშნუ არ ვიცი, მაგრამ, ისტორიები იმათ ჰქონდათ, თუ ჰქონდათ : )) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ikanosi |
Feb 28 2012, 11:52 PM
პოსტი
#5
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ჰოდა იხურება. მარხვის დროს დაძაბულობა მით უმეტეს არ გვინდა
-------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 03:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი